გამოდის 1998 წლიდან
2016-02-04
გან­ვ­ლი­ლი პირ­ვე­ლი ეტა­პი თან­მ­ხ­ლე­ბი სირ­თუ­ლე­ე­ბი­თა და და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბით

 2015-16 სას­წავ­ლო წელს მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა ამოქ­მედ­და და სა­პი­ლო­ტე წე­ლი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის ბევ­რი სი­ახ­ლით და­იწყო. რო­გორ წა­რი­მარ­თა სქე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რა სირ­თუ­ლე­ე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა და სას­წავ­ლო წლის დას­რუ­ლე­ბამ­დე კი­დევ  რა აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იგეგ­მე­ბა, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ირი­ნა სამ­სო­ნია.
— რა აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობ­და სქე­მის სა­პი­ლო­ტე წე­ლი და რა ეტა­პია ახ­ლა? 
— სქე­მის პირ­ვე­ლი წლის აქ­ტი­ვო­ბე­ბი და­იწყო იმით, რომ სკო­ლებ­მა აირ­ჩი­ეს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი, შექ­მ­ნეს ში­და შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბი, ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი ზე­დამ­ხ­ვედ­ვე­ლო­ბას უწევ­დ­ნენ მას­წავ­ლებ­ლებს, რომ თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი შე­ევ­სოთ. ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ მას­წავ­ლებ­ლებ­თან რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, ისე ჯგუ­ფუ­რად  და ეხ­მა­რე­ბი­ან პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და­გეგ­მ­ვა­ში.
— გა­ა­მარ­თ­ლეს თუ არა შერ­ჩე­ულ­მა ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებ­მა?
— ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხის გა­ცე­მა ძნე­ლია, ამას­თან ნა­ად­რე­ვი­ცაა. ამ ეტაპ­ზე შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა და­გეგ­მა და ჩა­უ­ტა­რა ტრე­ნინ­გე­ბი სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებს. ამ ტრე­ნინ­გე­ბის მი­ზა­ნი იყო მა­თი მომ­ზა­დე­ბა თვით­შე­ფა­სე­ბა­ში, რა­თა სა­თა­ნა­დო დახ­მა­რე­ბა გა­ე­წი­ათ თა­ვი­ან­თი პრო­ფე­სი­უ­ლი ზედა­მ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ მყო­ფი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის სქე­მის ამოქ­მე­დე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე, თვით­შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში. რამ­დე­ნად გა­ა­მარ­თ­ლეს არ­ჩე­ულ­მა ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებ­მა, ამა­ზე პა­სუხს გაგ­ვ­ცემს სკო­ლის ში­და მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სკო­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ შე­სა­ბა­მის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს ად­გილ­ზე, ასე­ვე ცენ­ტ­რის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი და ში­და შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სის მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბი.
— რა სი­ახ­ლით და­იწყო 2016 წე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის?
— მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა — გა­მო­ი­ცა გზამ­კ­ვ­ლე­ვის მე­ო­რე ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად სქე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­სა და მათ შე­ფა­სე­ბას ეთ­მო­ბა.
გზამ­კ­ვ­ლე­ვის ჳჳ ნა­წი­ლის ძი­რი­თა­დი თე­მა ში­და სას­კო­ლო შე­ფა­სე­ბაა. იგი უფ­რო კონ­კ­რე­ტულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს სთა­ვა­ზობს მას­წავ­ლებ­ლებს სქე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო და და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, ხო­ლო  მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფებს — შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.  გზამ­კ­ვ­ლე­ვი გან­კუთ­ვ­ნი­ლია სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა სა­ჯა­რო თუ კერ­ძო სკო­ლის­თ­ვის, კერ­ძოდ კი, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის­თ­ვის, მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რე­ბის­თ­ვის, სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თ­ვის და, რა თქმა უნ­და, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის­თ­ვის.
ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ  მას­წავ­ლებ­ლებ­მა კარ­გად გა­ი­აზ­რონ, რას გუ­ლის­ხ­მობს სქე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ესა თუ ის აქ­ტი­ვო­ბა, რა არის მა­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. გზამ­კ­ვ­ლე­ვი სწო­რედ მა­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო რე­კო­მენ­და­ცი­ებს იძ­ლე­ვა.
გარ­და ამი­სა, გზამ­კ­ვ­ლე­ვი აწ­ვ­დის მკითხ­ველს კონ­კ­რე­ტულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რა სა­ხის და რა ში­ნა­არ­სის შემ­ც­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია უნ­და გა­ნა­თავ­სოს მან სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ულ სა­ქა­ღალ­დე­ში, რომ სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ან უფ­რო მა­ღა­ლი სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად სა­ჭი­რო კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი და­აგ­რო­ვოს. ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბის ნა­წილ­ში, ამ ეტაპ­ზე, ვე­ხე­ბით მხო­ლოდ სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის შე­ფა­სე­ბას, აღ­ვ­წერთ შე­სა­ბა­მის პრო­ცე­დუ­რებს, ასე­ვე წარ­მო­ვად­გენთ სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის ტი­პო­ლო­გი­ას, მათ დე­ტა­ლურ აღ­წე­რი­ლო­ბას, მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს და შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კას სა­თა­ნა­დო გან­მარ­ტე­ბე­ბით.  დე­ტა­ლუ­რა­დაა გან­ხი­ლუ­ლი ყვე­ლა ტი­პის სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლი. ეს მარ­თ­ლაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ციაა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რად­გან გან­მარ­ტე­ბუ­ლია თი­თო­ე­უ­ლი ტი­პის სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლი — რო­გორ იბა­დე­ბა იდეა, რო­გორ ეს­ხ­მე­ბა მას ხორ­ცი და ბო­ლოს რო­გორ ხდე­ბა მა­თი შე­ფა­სე­ბა.
გზამ­კ­ვ­ლევ­ში დაწ­ვ­რი­ლე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ციაა იმის შე­სა­ხებ, რო­გორ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ აქ­ტი­ვო­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, პრაქ­ტი­კის კვლე­ვა, რო­მე­ლიც, თა­ვის­თა­ვად, მორ­გე­ბუ­ლია მას­წავ­ლებ­ლე­ბის ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე. და, რა თ­ქ­მა უნ­და, რუბ­რი­კა, რომ­ლი­თაც შე­ფას­დე­ბა  ეს კვლე­ვე­ბი. ასე­ვე, მო­ცე­მუ­ლია სას­წავ­ლო რე­სურ­სის ტი­პე­ბი და მა­თი შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი იმის შე­სა­ხე­ბაც, თუ რო­გორ უნ­და შექ­მ­ნას მას­წავ­ლე­ბელ­მა პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რა მოთხოვ­ნებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს სას­წავ­ლო მე­თო­დუ­რი სტა­ტია, რას ნიშ­ნავს სტუ­დენ­ტე­ბი­სა თუ მას­წავ­ლებ­ლე­ბის კონ­სულ­ტი­რე­ბა და ა.შ.
რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, მას­წავ­ლებ­ლებ­სა და შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რებს გზამ­კ­ვ­ლე­ვი სთა­ვა­ზობს აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის სტან­დარ­ტი­ზე­ბულ კრი­ტე­რი­უ­მებ­სა და რუბ­რი­კებს. მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბით მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი სკო­ლის დო­ნე­ზე შე­ა­ფა­სებს თი­თო­ე­ულ პე­და­გოგს და წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის (მო­მა­ვალ­ში — მენ­ტო­რი­საც) სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თილს, ასე­ვე თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ სა­ქა­ღალ­დეს. გარ­და ამი­სა, ვფიქ­რობთ, ეს ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი და მა­თი გან­მარ­ტე­ბე­ბი და­ეხ­მა­რე­ბა მას­წავ­ლებ­ლებს იმის გან­საზღ­ვ­რა­ში, რო­მე­ლი აქ­ტი­ვო­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად არი­ან ისი­ნი მზად მო­ცე­მულ ეტაპ­ზე, ასე­ვე ამ აქ­ტი­ვო­ბე­ბის ხა­რის­ხი­ა­ნად და­გეგ­მ­ვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.
თი­თო­ე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი კრე­დიტ­ქუ­ლა, ჩა­მოთ­ვ­ლი­ლია და ზუს­ტა­დაა გა­წე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც უნ­და წარ­მო­ად­გი­ნოს მას­წავ­ლე­ბელ­მა იმის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, რომ რე­ა­ლუ­რად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ეს აქ­ტი­ვო­ბა.
— და­ვუბ­რუნ­დეთ ისევ სქე­მის მი­ხედ­ვით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ თქვენს შემ­დეგ აქ­ტი­ვო­ბას, რო­მე­ლი აქ­ტი­ვო­ბა იგეგ­მე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში?
— ახ­ლა ვიწყებთ მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბის (მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბი სკო­ლებ­ში უკ­ვე ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბენ) გა­დამ­ზა­დე­ბას მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ქა­ღალ­დის შე­ფა­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.  მო­ვამ­ზა­დებთ მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფებს, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნონ ეს სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი კონ­კ­რე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად იმ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ სა­ქა­ღალ­დე­ში  გან­თავ­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მა­ში, ანუ eSchool-ში.
ეს იქ­ნე­ბა ოთხ­დღი­ა­ნი სატ­რე­ნინ­გო  კურ­სი, რო­მე­ლიც, რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, მთლი­ა­ნად და­ეთ­მო­ბა მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის შე­ფა­სე­ბას პრო­ფე­სი­ულ სა­ქა­ღალ­დე­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე. ტრე­ნინ­გე­ბის მომ­დევ­ნო ეტა­პი, მას შემ­დეგ, რაც მზად იქ­ნე­ბა გაკ­ვე­თილ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი რუბ­რი­კა, რო­მელ­ზეც მუ­შა­ობს შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, და­ეთ­მო­ბა ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბას.
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა ისიც, რომ, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, და­ვიწყებთ  დი­რექ­ტო­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუ რო­გორ და­გეგ­მონ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სკო­ლის ში­და მო­ნი­ტო­რინ­გი. ეს ხელს შე­უწყობს სწო­რად და შე­უ­ფერ­ხებ­ლად წარ­მარ­თონ სქე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი თა­ვი­ანთ სკო­ლებ­ში.
სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ და შე­ვა­ჯე­რებთ ერ­თ­წ­ლი­ან პრო­ცესს, შე­ვა­ჯა­მებთ,  რა მდგო­მა­რე­ო­ბაა სკო­ლებ­ში სქე­მის და­ნერ­გ­ვის თვალ­საზ­რი­სით, რა პრობ­ლე­მებ­მა იჩი­ნა თა­ვი, რო­გორ იმუ­შა­ვა შე­ფა­სე­ბის სტან­დარ­ტი­ზე­ბულ­მა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­მა და ა.შ. ამ მიზ­ნით ჩა­ტარ­დე­ბა მო­ნი­ტო­რინ­გი მრა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის კვლე­ვე­ბი, რო­მელ­თა შე­დე­გე­ბი სქე­მის სა­პი­ლო­ტე წლის ერ­თ­გ­ვა­რი შე­ჯა­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს.
— სას­წავ­ლო წლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ანუ მას შემ­დეგ, რაც მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ქა­ღალ­დე­ე­ბი შე­ფას­დე­ბა, უნ­და ვე­ლო­დოთ თუ არა სტა­ტუ­სე­ბის მი­ხედ­ვით ცვლი­ლე­ბებს?
— დი­დი ცვლი­ლე­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნე­ლია. ცვლი­ლე­ბე­ბი უფ­რო მე­ტად გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბით შე­იძ­ლე­ბა აისა­ხოს, ვიდ­რე აქ­ტი­ვო­ბე­ბით დაგ­რო­ვი­ლი კრე­დი­ტე­ბით. მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლი წლი­დან სტა­ტუ­სებ­ზე ცვლი­ლე­ბე­ბი უფ­რო თვალ­სა­ჩი­ნო გახ­დე­ბა, რად­გან ამოქ­მედ­დე­ბა ში­და და გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა, ან თუნ­დაც იმის გა­მო, რომ მას­წავ­ლე­ბელს რე­ა­ლუ­რად მე­ტი დრო ექ­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო თუ და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.
ვნა­ხოთ, რას შეც­ვ­ლის გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბი. წელს საკ­მა­ოდ დი­დი რა­ო­დე­ნო­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი და­რე­გის­ტ­რირ­და საგ­ნის გა­მოც­და­ზე, მათ შო­რის 700 — არა­მოქ­მე­დი, მაგ­რამ და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, მხო­ლოდ 30 პრო­ცენ­ტი გა­ვი­და გა­მოც­და­ზე. ჯერ­ჯე­რო­ბით, უც­ნო­ბია რამ­დენ­მა ჩა­ა­ბა­რა. შე­დე­გე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თე­ბერ­ვ­ლის შუა რიცხ­ვებ­ში გა­მოცხად­დე­ბა.
— აქამ­დე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­დან, სად იყო ყვე­ლა­ზე მე­ტი სირ­თუ­ლე? რო­გორ შე­ა­ფა­სებთ სქე­მის სტარტს და მის გან­ვი­თა­რე­ბას დღემ­დე?
— ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დას­კ­ვ­ნის გა­მო­ტა­ნა, ვფიქ­რობ, ამ ეტაპ­ზე ნა­ად­რე­ვია. ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ეტა­პი გა­ვი­ა­რეთ, ესაა თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რე­ბის შევ­სე­ბა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­მოქ­მე­დო გეგ­მე­ბის შედ­გე­ნა. თვით­შე­ფა­სე­ბის პრო­ცესს ახ­ლ­და გარ­კ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბიც, ზოგ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ გა­არ­თ­ვა თა­ვი კითხ­ვა­რის შევ­სე­ბას; იყო პრო­ცე­სის ფორ­მა­ლი­ზა­ცი­ის ტენ­დენ­ცი­აც, ად­გი­ლი ჰქონ­და ასე ვთქვათ „კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­საც“, რო­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი ანაზღა­უ­რე­ბის სა­ფა­სუ­რად სთა­ვა­ზობ­დ­ნენ მას­წავ­ლებ­ლებს თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბას. თუმ­ცა, ისიც ვი­ცით და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით, რომ პე­და­გოგ­თა საკ­მა­ოდ დი­დი ნა­წი­ლი კითხ­ვა­რის შევ­სე­ბას წარ­მა­ტე­ბით არ­თ­მევ­და თავს — და ჩვენ ეს  გვა­ი­მე­დებს. ყვე­ლა­ფე­რი კი იმა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რა­ზე გა­ვა­კე­თოთ მო­მა­ვალ­ში აქ­ცენ­ტე­ბი და სა­ით მივ­მარ­თოთ მე­ტი ძა­ლის­ხ­მე­ვა.
ხარ­ვე­ზე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­მა­ვალ­შიც იქ­ნე­ბა და ამის არა­ღი­ა­რე­ბა, რა თქმა უნ­და, არ იქ­ნე­ბა სწო­რი. რო­ცა სკო­ლა­ში რე­ა­ლუ­რად და­იწყე­ბა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ყვე­ლა იმ სი­ახ­ლი­სა, რომ­ლებ­საც სქე­მა გვთა­ვა­ზობს, — ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ვა მას­წავ­ლებ­ლე­ბამ­დე, კონ­კ­რე­ტულ გაკ­ვე­თი­ლამ­დე, აქ­ტი­ვო­ბის შე­ფა­სე­ბამ­დე და ასე შემ­დეგ, მა­შინ და­ვი­ნა­ხავთ, სად გვაქვს პრობ­ლე­მე­ბი. ჩვენ, რა თქმა უნ­და, მზად უნ­და ვი­ყოთ, რომ მყი­სი­ე­რად შევ­ძ­ლოთ მა­თი გა­მოს­წო­რე­ბა.
— სქე­მის სა­პი­ლო­ტე წე­ლი უფ­რო მე­ტად ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მოც­დის წე­ლია?
— დი­ახ, ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის და პრო­ცე­სე­ბის გა­მოც­დის წე­ლია. თუ და­ვი­ნა­ხავთ, რომ პრო­ცე­სე­ბი ისე არ მი­დის, რო­გორც სქე­მით იყო და­გეგ­მი­ლი და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ეს ჩვე­ნი შემ­დ­გო­მი მოქ­მე­დე­ბის სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ანუ გვი­კარ­ნა­ხებს, სად არის პრობ­ლე­მა, რომ მი­სი აღ­მოფხ­ვ­რის გზე­ბი დავ­გეგ­მოთ.
— რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თის, ანუ კვლე­ვის შე­დე­გე­ბის შემ­დეგ, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც თქვე­ნი ცენ­ტ­რი გეგ­მავს, უნ­და ვე­ლო­დოთ თუ არა გარ­კ­ვე­უ­ლი ტი­პის ცვლი­ლე­ბებს სქე­მა­ში?
— ამის შე­სა­ხებ, აუცი­ლებ­ლად ვი­სა­უბ­რებთ დე­ტა­ლუ­რად, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შე­დე­გებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით. ამ­დე­ნად, უნ­და და­ვე­ლო­დოთ კვლე­ვის შე­დე­გებს. მერ­წ­მუ­ნეთ, ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად, პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ გვა­ინ­ტე­რე­სებს.
ჩვე­ნი მი­ზა­ნი სქე­მის მი­ხედ­ვით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, თან­მიმ­დევ­რო­ბით შეს­რუ­ლე­ბაა. წლის ბო­ლოს უნ­და გვყავ­დეს გა­დამ­ზა­დე­ბულ მას­წავ­ლე­ბელ­თა შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ხა­რის­ხი­ა­ნად შე­ა­ფა­სე­ბენ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ სა­ქა­ღალ­დე­ებს, ანუ მათ მი­ერ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებს. თი­თო­ე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბის გა­აზ­რე­ბა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლებს გზამ­კ­ვ­ლე­ვი და­ეხ­მა­რე­ბათ, ხო­ლო შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფებს, მა­თი ხა­რის­ხი­ა­ნად შე­ფა­სე­ბის­თ­ვის, ჩვენ გა­და­ვამ­ზა­დებთ. იმე­დი გვაქვს, წლის ბო­ლოს მას­წავ­ლე­ბელ­თა შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბი ამის­თ­ვის მზად იქ­ნე­ბი­ან.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N