გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2010-12-02
რამდენიმე დამაფიქრებელი ტენდენცია
წელს, ეროვნულ გამოცდებზე, კონკრეტულად ქართული ენის გამოცდაზე გამოიკვეთა ახალი ტენდენცია _ ბავშვები არაადეკვატურ პარალელებს ავლებდნენ ნაწარმოებებს შორის; უხვად იყენებდნენ უცხო სიტყვებს, რომელთა მნიშვნელობა აშკარად არ ესმოდათ; მწირი იყო მათი ლექსიკური მარაგი... ამის შესახებ ჩვენი გაზეთის ფურცლებზე საუბრობდა გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართულის, როგორც მეორე ენის ჯგუფის ხელმძღვანელი კახა ჯამბურია. მისივე რჩევით გთავაზობთ იმ პედაგოგების მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც გასწორების პროცესში მონაწილეობდნენ. საუბარი შემდეგ ნომერშიც გაგრძელდება.
ვრცლად>>>
2010-11-24
პროფესიის მოტივაციით დაძლეული "მოდურობა"
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
ზურაბ ვადაჭკორია

– რა სურათი მოგვცა ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა პირველკურსელთა მომზადების დონის თვალსაზრისით; როგორი მომზადებულები მოდიან პირველკურსელები?
– რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო ჩვენს ქვეყანაში, სამედიცინო დონემ აიწია, მოდიან უფრო მეტად მომზადებული სტუდენტები, ვიდრე ეს იყო მანამდე და, რაც მთავარია, ახალგაზრდები მეტად მოტივირებულები არიან. ყველაზე მეტად რაც გამოიკვეთა ამ ბოლო წლების განმავლობაში, ეს მობილობის მსურველთა რიცხვის ზრდაა – მატულობს სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ჩვენს უნივერსიტეტში გადმომსვლელ სტუდენტთა რიცხვი. შეიძლება ითქვას, ეს ამ მოდელის ერთადერთი მსუბუქი "ნაკლია". თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ. 2010 წლიდან სხვა სამედიცინო სასწავლებლებიდან გადმომსვლელების რიცხვს, აბსოლუტურად განსხვავებული პროგრამებიდან გადმომსვლელებიც დაემატა. ანუ შესაძლებელია, პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდანაც გადმოვიდნენ სტუდეტები, მაგრამ ისინი, ყველა შემთხვევაში, პირველი კურსიდან იწყებენ სწავლას. ეს კიდევ უფრო გამოხატავს ამ ახალგაზრდების სურვილს ექიმობის პროფესიის დაუფლებისა. იმდენად დიდია მათი სურვილი ისწავლონ სამედიცინო უნივერსიტეტში, რომ მზად არიან მესამე და მეოთხეკურსელებმა პირველი კურსიდან დაიწყონ სწავლა ჩვენს უნვერსიტეტში. ბუნებრივია, ეს გრანტიანი სტუდენტების ფინანსურ მხარეზე სერიოზულად აისახება, მაგრამ არც ამას უფრთხიან.
ვრცლად>>>
2010-11-24
უფლებამოსილების გადამეტება თუ უსაფუძვლო ეჭვი?
სკოლებში მანდატურების შესვლამ საზოგადოებაში არაერთგვარი რეაქცია გამოიწვია. თბილისის რამდენიმე სკოლიდან მასწავლებლების გათავისუფლებას უამრავი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ამბობენ, დირექტორებმა პედაგოგები სკოლიდან მანდატურების ზეწოლის გამო გაუშვესო. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციებიდან, ძირითადად, პრეტენზიებს მანდატურების მიმართ მასწავლებლები გამოთქვამენ. ისინი ამბობენ, რომ მანდატურები გაკვეთილების მიმდინარეობისას სისტემატურად აყურადებენ საკლასო ოთახებს და ამ მეთოდით აკონტროლებენ სიტუაციას. სკოლაში ტოტალური დასმენაა, ამის გამო მრავალი მასწავლებელი სამსახურის დატოვებას აპირებს. დირექტორებსა და პედაგოგებზე მეტი უფლებებით მანდატურები სარგებლობენ, მანდატურის ინსტიტუტის შემოღებით პოლიტიკური ხელისუფლების შექმნა სურთ სკოლაში.
ვრცლად>>>
2010-11-22
რეალისტი სიცოცხლის ბოლომდე
"იყო დღეები, როცა იგი მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე მუშაობდა და არც კი სადილობდა. უკან დავდევდი ხოლმე, როგორც პატარა ბავშვს და ვეხვეწებოდი, ან ერთი ჭიქა რძე დაელია, ან მაწონი ეჭამა." (მიულბაუმი-გაბაშვილისა) უდიდესი ქართველი მხატვრის – გიორგი (გიგო) გაბაშვილის დაბადებიდან 148 წელი გავიდა. ის 1862 წლის 9 ნოემბერს დაიბადა – თბილისის დეპუტატთა პალატის თანამშრომლის ივანე გაბაშვილისა და მდაბიო მოქალაქის თამარ ნარეკლიძის უკანონო შვილი იყო. ექვსი წლისას, მამა გარდაეცვალა, ოჯახს საშინლად გაუჭირდა. დედა ხელსაქმით არჩენდა გიგოს და მის უმცროს ძმას – ილიას. გიგო საკმაოდ თავნება და რთულად აღსაზრდელი ბავშვი ყოფილა
ვრცლად>>>
2010-11-17
5 წლის შედეგები
ეროვნულ გამოცდებს განათლების რეფორმის  ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმატებად მიიჩნევენ. ამ ხნის განმავლობაში, მკვეთრად შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება გამოცდების ახლებური სისტემის მიმართ. საინტერესოა, როგორ აფასებენ განვლილი ხუთი წლის  შედეგებს ეროვნული გამოცდების ცენტრის საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები. გთავაზობთ მათ მოსაზრებებს.

კახა ჯამბურია, ქართულის, როგორც მეორე ენის ჯგუფის ხელმძღვანელი:
ბოლო ხუთი წლის შედეგების შესახებ თუ ვიმსჯელებთ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ვითარება თანდათან ცოტათი უარესდება. რამ გამოიწვია ეს, ამის ზუსტად განსაზღვრა ძალიან ძნელია. საერთოდ, წერით დავალებაში კარგად ჩანს ხოლმე ბავშვის თავისუფალი, დამოუკიდებელი აზროვნების, მსჯელობისა და არგუმენტირების უნარი. სწორედ წერით დავალებაში გამოიკვეთა, რომ ბავშვები არაადეკვატურ პარალელებს ავლებენ ნაწარმოებებს შორის. მათ ჰგონიათ, რომ ლიტერატურული ნაწარმოების ანალიზი აუცილებლად მისი დაკავშირებაა სხვა ნაწარმოებებთან. ამას მასობრივი სახე აქვს და პარალელები, ძირითადად, ნაძალადევია. წარმოიდგინეთ, ბავშვი გვადის სისხლიან ყამას ბარათაშვილის მერანს რომ შეადარებს, რა კავშირი შეიძლება ამათ შორის არსებობდეს?! ასეთი ნაძალადევი, ხელოვნური იმდენი რამ შეგვხვდა წლევანდელ ნაწერებში, რომ ბუნებრივად წარმოიშობა კითხვა _ რა იწვევს ამას? ერთმა ჩვენმა გამსწორებელმა ივარაუდა, ის ხომ არა, რომ ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოები, ძირითადად, თემატური პრინციპითაა შედგენილი, მუდმივად არის რაღაც საკითხი და ამ საკითხთან დაკავშირებული სხვადასხვა ტექსტი. სწორედ ეს ხომ არ იწვევს იმას, რომ ბავშვები კონკრეტულ ნაწარმოებს, იქნება ეს ლექსი, მოთხრობა თუ ნაწყვეტი, სხვა ნაწარმოებებისაგან დამოუკიდებლად კი ვერ იაზრებენ და აანალიზებენ, არამედ ცდილობენ მაინცდამაინც რაღაცას შეადარონ?! ასეთი შედარებები ხშირად ხელოვნური და არაზუსტი გამოდის. როგორც ჩანს, სასწავლო პროცესია ისე აგებული, რომ ბავშვებს რჩებათ შთაბეჭდილება _ ლიტერატურული ანალიზი აუცილებლად ითხოვს რაღაცასთან დაკავშირებას. მე კატეგორიულად ვერ ვიტყვი, ეს სახელმძღვანელოების ბრალია, სასწავლო პროცესისა თუ რისი, ამას ცალკე კვლევა სჭირდება, მაგრამ სურათი ასეთია.
ვრცლად>>>
2010-11-17
გელათის აკადემია
გელათის აკადემია, ქართული სამეცნიერო-პედაგოგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო კერა, დაარსდა 1106 წელს, გელათის მონასტერთან, დავით აღმაშენებლის ინიციატივითა და ხელშეწყობით. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწეოდ შეკრიბა სწავლული ქართველები. აკადემიის სათავეში იდგა მოძღვართ-მოძღვარი. სასწავლო პროგრამა ძირითადად ტ რ ი ვ ი უ მ ი ს (გეომეტრია _ `ქვეყნის საზომლოЎ~, არითმეტიკა _ `რიცხუნი~, მუსიკა _ `სამუსიკო~) და კ ვ ა დრ ი უ მ ი ს (ფილოსოფია სამი სახის _ `საქმითი, მხედველობითი და განსიტყუელობითი~, რიტორიკა სამი სახის _ `თანამზრახველობისა, მეპაექრობისა და დღესასწაულობისა~, გრამატიკა და ასტრონომია _ ვარსკვლავთმრიცხველობაЎ~) ციკლის საგანთა შესწავლას ითვალისწინებდა.
ვრცლად>>>
2010-11-17
ეს არის ამბავი ნოესი
სამოთხიდან განდევნის და აბელის სიკვდილის შემდეგ ადამს კიდევ შეეძინა ერთი ვაჟი, შეთი და თქვა ევამ: `აღმიდგინა მე ღმერთმა შთამომავლობა, კაენის მიერ მოკლული აბელის ნაცვლად~ (დაბ. 4:25). შეთს უფლის სახელის მადიდებელი შთამომავლობისათვის უნდა ჩაეყარა საფუძველი. გამრავლდა დედამიწაზე ადამის მოდგმა. მიწის პირს კაენისა და შეთის შთამომავლები მოედვნენ, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ღმერთი საერთოდ დაივიწყეს. ადამისა და ევას მიერ პირველჩადენილი ცოდვა მათ სულ უფრო მეტად აბრუებდათ. გაირყვნა და აივსო ქვეყანა უსამართლობით, ცოდვით დაეცა კაცობრიობა, მასთან ერთად დაეცა ცხოველთა სამყაროც, რომელიც ადამიანის საპატრონოდ იყო შექმნილი. არავინ დაჩა მართალი და მორწმუნე. `და იხილა უფალმა, რომ გამრავლდა ბოროტება ადამიანისა მიწაზე, და მისი გულის ყოველი წადილი მუდამ მხოლოდ ბოროტება იყო. და ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი მიწაზე~ (დაბ. 6:5,6).
ვრცლად>>>
2010-11-10
პასუხგაუცემელი კითხვების კვალდაკვალ
14 პროფესიული სასწავლებლის გაუქმებასთან დაკავშირებით ჩვენს გაზეთს ინტერვიუ მისცა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარემ, ბატონმა დენის დავითაშვილმა. მან ღიად და დაუფარავად გამოხატა კრიტიკული დამოკიდებულება მომხდარის გამო. გაზეთი რომ ტენდენციური არ ყოფილიყო, საჭიროდ ჩავთვალე მეორე მხარისთვის, ამ შემთხვევაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვისაც მოგვესმინა. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, მაგრამ მოვახერხე და ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ლალი ებანოიძეს ვესაუბრე. მან კატეგორიულად უარყო ნახსენებ ინტერვიუში მოყვანილი რამდენიმე ფაქტი, თქვა, რომ დირექტორებმა მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ კარგა ხნით ადრე იცოდნენ, რომ ვიდრე მინისტრი #700 ბრძანებას გამოსცემდა, მან თავად მოინახულა ეს სასწავლებლები და რომ არც ერთ მათგანში სრულყოფილი სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს, რომ ყალბია ის განცხადებები, რომლებითაც თითქოსდა აქ სწავლის მსურველებმა სასწავლებლის დირექციას მიმართეს. მაშინ მე შევთავაზე ქალბატონ ლალის, გაზეთის მეშვეობით ეპასუხა ოპონენტისთვის და ჩვენთვისაც აეხსნა, რა კრიტერიუმების გათვალისწინებით მიიღო სახელმწიფომ ასეთი გადაწყვეტილება, რომელსაც შედეგად მოჰყვა ასობით სასწავლებელდაუმთავრებული ახალგაზრდა და 800-მდე უმუშევრად დარჩენილი პედაგოგი. თითქოს შევთანხმდით, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ თანაშემწის (თუ სწორად მახსოვს) სატელეფონო ზარმა შემატყობინა, რომ ქალბატონ ლალის საჭიროდ არ მიაჩნია მსგავს ბრალდებებზე პასუხის გაცემა (!). შევეცადე, თანამოსაუბრე, საწინააღმდეგოში დამერწმუნებინა, შემეხსენებინა, რომ საჯარო პირს კანონი ავალდებულებს, უპასუხოს პრესის შეკითხვებს, მაგრამ როგორც ჩანს არ გამომივიდა, რადგან ჩემ მიერ გადაგზავნილ კითხვებზე პასუხი დღემდე არ მიმიღია. სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ (თავის არიდებამ) მაფიქრებინა, თავად მეპოვა პასუხები და გავრკვეულიყავი რამდენად სწორი იყო ბატონი დენისი თავის შეფასებებსა და დასკვნებში.
ვრცლად>>>
2010-11-10
ჯერ ისევ პროცესია და არა - პროცესის დასასრული
საბოლოო ჯამში, ჯერჯერობით, მაინც მიდის პოლიტიკური გემოვნების საკითხებზე კამათი, პროცესების სტატისტიკური შედეგები არ გვაქვს, მეტიც, სისტემამ გარკვეული ტიპის სტაბილურობას უნდა მიაღწიოს, რომ, დაახლოებით, ათი წლის შემდეგ მისი შედეგები შევაფასოთ. ჯერჯერობით, სისტემა ძალიან ტურბულენტურია და ცვლილებების პროცესშია, ამიტომ შედეგებზე ვერ ვილაპარაკებთ. შეიძლება საზოგადოების ერთმა ნაწილმა თქვას, რომ პოლიტიკურად ეს მომგებიანია და რაღაც შედეგებს მივიღებთ, მეორე ნაწილმა კი განაცხადოს, რომ ამ შედეგებს ვერ მივიღებთ. ერთი რამ ცხადია, ჯერ სისტემას სტაბილური სახე არ მიუღია, მხოლოდ სტაბილური სახის მიღების შემდეგ შეგვეძლება შედეგებზე საუბარი.
ვრცლად>>>
2010-11-10
ექსპერიმენტების სკოლა
სკოლებში სპორტის გაკვეთილების შემოღებას თბილისის 142-ე საჯარო სკოლაშიც (დირექტორი _ სოსო ლაგვილავა) მიჰყვნენ და დროის მოთხოვნას დროულად აუბეს მხარი. მით უფრო _ ამ სკოლას ისედაც დიდი სპორტული ტრადიციები აქვს და მათთვის ეს რთული არ იყო. მშობლებთან და მოსწავლეებთან მოთათბირების შემდეგ აქცენტი სათამაშო სახეობებზე _ ფეხბურთზე, კალათბურთსა და ფრენბურთზე გააკეთეს, რადგან, ძირითადად, ტრადიციებიც და ბაზაც უფრო ამ სახეობებში აქვთ.
სპორტის გაკვეთილები, მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით, რამდენიმე ეტაპად იწყება _ IV კლასამდე ყველასთვის საერთოა და ის საერთო მომზადებაში სპორტის ძირითად პრინციპებს ეყრდნობა, არჩეულ სახეობებში მეცადინეობები კი ამის შემდეგ ტარდება. ოღონდ ესეც დიფერენცირებულია _ IV-VII კლასებში კალათბურთს ასწავლიან, VII-IX _ ფეხბურთს, ზედა კლასებში კი _ ფრენბურთს. ამ სისტემაზე გადასვლისას სკოლამ ექსპერიმენტებს მიმართა. კერძოდ, დიფერენცირება მხოლოდ VII კლასიდანაა ნებადართული, მაგრამ მათ ადრევე გადაწყვიტეს გადასვლა, რადგან მიაჩნიათ, რომ ამა თუ იმ სახეობის ანბანის შესწავლა ადრეც შეიძლება, ხოლო VII კლასი უკვე დაგვიანებულია.
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53] > [54] > [55] > [56] > [57] > [58] > [59]
24(816)N