გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2016-04-14
ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბის გა­მო­ფე­ნა კი­ოლ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში
გერ­მა­ნი­ა­ში, კი­ოლ­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე არ­სე­ბუ­ლი ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „აისის“ და მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის ნი­ნო ბურ­დი­ლა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ქარ­თ­ველ კა­ლიგ­რაფ­თა გა­მო­ფე­ნა გა­იხ­ს­ნა. გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ახალ­გაზ­რ­და ქარ­თ­ვე­ლი კა­ლიგ­რა­ფე­ბის, უფ­რო ზუს­ტად კი რუს­თა­ვე­ლი კა­ლიგ­რა­ფე­ბის — და­ვით მა­ი­სუ­რა­ძის, გი­ორ­გი გორ­გი­აშ­ვი­ლის, ნი­კა ღუ­ნაშ­ვი­ლის, ვა­ჟა ერე­მე­იშ­ვი­ლის ხელ­ნა­წე­რე­ბი. ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ში შე­ვი­და რო­გორც ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­ის ნი­მუ­შე­ბი — მხედ­რუ­ლი, ასომ­თავ­რუ­ლი, ნუს­ხუ­რი, ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე ვა­რი­ა­ცი­ე­ბი, ახ­ლე­ბუ­რი მიდ­გო­მა და ტექ­ნი­კა. ნი­მუ­შებს დარ­თუ­ლი აქვს მცი­რე ინ­ფორ­მა­ცია, რაც დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, გა­ეც­ნოს ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბის წარ­მო­შო­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ას და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას.
ვრცლად>>>
2016-04-07
ფორმალური ქმედებებით შემოფარგლული აქტივობები
დღეს საზოგადოება აქტიურად განიხილავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარი­ერუ­ლი ზრდის სქემას. აქტივობებში ჩართული პედაგოგების ნაწილს სქემა მოსწონს, ნაწილი კრიტიკულად აფა­სე­ბს.
არანაკლებ აქტუალურად წარიმართა მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდების შე­დე­გე­ბის განხილვა. სა­ზო­­გა­დო­ება აქაც ორად გაიყო: ისინი, ვინც ყველაფერში პედაგოგებს ადანაშაულებენ და ისინი ვინც წარუ­მა­ტე­­ბ­ლო­ბლის მიზეზს განათების სამინისტროს ფორმალურ ქმედებებში ხედავს.
ამ საკითხებზე გვესაუბრება არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ალი­ან­სის“ თა­ნა­თავ­მ­ჯ­დო­მა­რე მა­რი­ამ რა­მი­ნაშ­ვი­ლი
ვრცლად>>>
2016-04-07
330 მას­წავ­ლე­ბელს უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა
ლა­ლი ჯე­ლა­ძე გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი მას­წავ­ლებ­ლებს სა­ზე­ი­მოდ გა­დას­ცა მათ­თ­ვის სა­გან­გე­ბოდ გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე სა­მი­ნის­ტ­რო­ში.
სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, გარ­და­მა­ვა­ლი დე­ბუ­ლე­ბით, გან­საზღ­ვ­რუ­ლია ყვე­ლა იმ მას­წავ­ლებ­ლის კა­რი­ე­რა­ში და­წი­ნა­უ­რე­ბა, რო­მელ­თაც პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ტეს­ტი ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ. სქე­მის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, ვინც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა საგ­ნის გა­მოც­და, გა­უ­თა­ნაბ­რ­დ­ნენ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუსს და სქე­მა­ში გა­ნა­წი­ლე­ბის ეტაპ­ზე, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭათ, ასე­თი 330 პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ამის გა­მო, სა­ფე­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით  გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის სუ­რა­თიც, ბუ­ნებ­რი­ვია, შე­იც­ვა­ლა და დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში, უკ­ვე 16 339 უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლია. გარ­და ამი­სა, სქე­მა­ში გა­ნა­წი­ლე­ბულ 6200 პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­და და საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ისი­ნი უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან.
ვრცლად>>>
2016-04-07
გინ­და გახ­დე მას­წავ­ლე­ბე­ლი?
ლა­ლი ჯე­ლა­ძე გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეცნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლე­ბის­თ­ვის ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი წა­რად­გი­ნა. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პე­და­გო­გო­ბის მსურ­ვე­ლებს სა­ხელ­მ­წი­ფო აძ­ლევს უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­ი­ა­როს შე­სა­ბა­მი­სი პროგ­რა­მა და, სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მო­ი­პო­ვოს. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი, თა­ვის­თა­ვად, თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გე­ბის მო­ზიდ­ვაა, თუმ­ცა, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტის აღ­მოფხ­ვ­რა სა­ხელ­დე­ბა,  გან­სა­კუთ­რე­ბით კი — რე­გი­ო­ნებ­ში. 
და­ფი­ნან­სე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი კვო­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სტუ­დენ­ტ­ზე გა­ი­ცე­მა შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ცი, რო­მე­ლიც მის სა­მას­წავ­ლებ­ლო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას ადას­ტუ­რებს და მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბას აძ­ლევს. სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა.
მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის  60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­ზე რე­გის­ტ­რა­ცია უკ­ვე გა­მოცხად­და და 12 აპ­რი­ლის ჩათ­ვ­ლით გაგ­რ­ძელ­დე­ბა.
ვრცლად>>>
2016-03-31
რას შეცვლის გ-ჵRჳჶდ დაწყებით განათლებაში
ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლი კარ­გად იც­ნობს იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბის შე­დე­გებს, რომ­ლე­ბიც დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის და­ბალ შე­დე­გებ­ზე მი­უ­თი­თებს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი (გ-ჵriჶდ) წარ­მო­ად­გენს აშშ-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (G-PRIED) მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბულ პრო­ექტს, რომ­ლის მი­ზა­ნია, ხე­ლი შე­უწყოს ინო­ვა­ცი­უ­რი, მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვას, დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­თა უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას კითხ­ვა­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის სწავ­ლე­ბის ახა­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბის გაც­ნო­ბის, ხა­რის­ხი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და კითხ­ვა­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გაზ­რ­დის გზით.
უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად პრო­ექ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვითხ­რობს მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ინ­დი­რა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი
ვრცლად>>>
2016-03-31
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი მო­დე­ლი
სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა; კერ­ძო სექ­ტო­რის მოთხოვ­ნებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა; სა­მე­წარ­მეო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­უფ­ლე­ბა; სწავ­ლე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი გან­ხორ­ცი­ელ­დეს არა კო­ლეჯ­ში, არა­მედ სა­წარ­მო­ში; პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად უნ­და ჩა­ერ­თოს დამ­საქ­მე­ბე­ლი, კერ­ძო სექ­ტო­რი — ასე­თია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი მო­დე­ლის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა თა­მარ სა­ნი­კი­ძემ წა­რუდ­გი­ნეს.
გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა მთავ­რო­ბის 4-პუნ­ქ­ტი­ა­ნი გეგ­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­წილს წარ­მო­ად­გენს. რე­ფორ­მე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ეკო­ნო­მი­კის რე­ფორ­მას, გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მას, სივ­რ­ცით მოწყო­ბას და მმარ­თ­ვე­ლო­ბის რე­ფორ­მას, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვ­ლას ემ­სა­ხუ­რე­ბა.
გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის პირ­ვე­ლი ბლო­კის პრე­ზენ­ტა­ცია დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა გა­აც­ნო. სი­ახ­ლის თა­ნახ­მად, პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში გა­ტარ­დე­ბა რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს დამ­საქ­მებ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბით სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვას, სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კის კომ­პო­ნენ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბას და შრო­მის ბა­ზარ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის გა­მოკ­ვე­თას.
ვრცლად>>>
2016-03-31
სტიგ­მი­სა და სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში
აუტიზ­მი, უფ­რო ზუს­ტად აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რი, ადა­მი­ა­ნის ნე­ი­რო­გან­ვი­თა­რე­ბის  შე­ფერ­ხე­ბაა, ეს  ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა, რო­ცა ინ­დი­ვიდს ახა­სი­ა­თებს ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბა. აუტიზ­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ თავ­ზე არი­ან კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც სხვებ­თან ინ­ტეგ­რა­ცია და კო­მუ­ნი­კა­ცია არ შე­უძ­ლი­ათ. სტა­ტის­ტი­კის მიხედ­ვით, ყო­ველ 68-ე ადა­მი­ანს აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რი აქვს, მი­სი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ კი მე­დი­ცი­ნა ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს ამ­ბობს. თუმ­ცა, დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ, რო­გორც წე­სი, დი­აგ­ნოზ­ზე მშობ­ლე­ბი მძაფ­რად რე­ა­გი­რე­ბენ და ხში­რად, ექი­მებს ადა­ნა­შაუ­ლე­ბენ, რომ მშობ­ლის­თ­ვის დი­აგ­ნო­ზის გაც­ნო­ბა არას­წო­რი ფორ­მით ხდე­ბა.
„მინ­და გა­ვიხ­სე­ნო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე, რო­დე­საც ჩემს შვილს აუტიზ­მის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ექიმს ბავ­შ­ვი 10 წუ­თის ნა­ნა­ხი ჰყავ­და, მითხ­რა, რომ იგი მხო­ლოდ 8-9 წლის ასაკ­ში თუ მი­ვი­დო­და პირ­ვე­ლად სკო­ლა­ში და თან სპე­ცი­ა­ლურ­ში. თან ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე და­უნ­დობ­ლად მითხ­რა, ნერ­ვიც არ შე­ტო­კე­ბია.“ — ეს სიტყ­ვე­ბი ჩვენს რეს­პონ­დენტს მა­რი კორ­კო­ტა­ძეს ეკუთ­ვ­ნის, რო­მე­ლიც უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, აუტიზ­მის სპექ­ტ­რის  მქო­ნე შვი­ლის უფ­ლე­ბებს იცავს და არა მხო­ლოდ და­თას უფ­ლე­ბებს... შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ მან შექ­მ­ნა პრე­ცე­დენ­ტი იმი­სა, რომ მშო­ბელ­თა და­ჟი­ნე­ბუ­ლი მოთხოვ­ნით გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ სკო­ლა­ში ამ  ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლა­სი გახ­ს­ნა. თუმ­ცა, და­თას დი­აგ­ნო­ზი მის­თ­ვი­საც ისე­თი­ვე მტკივ­ნე­უ­ლი და სტრე­სუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და,
ვრცლად>>>
2016-03-31
რო­გო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გვყავს
უპირ­ვე­ლე­სად, და­ვა­სა­ბუ­თებთ, რომ სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­თა შე­სა­ხებ ჩვენ ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი სიტყ­ვა გვეთ­ქ­მის. ჩვე­ნი კავ­ში­რი „ქორ­ბუ­და“ არის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით (და­არ­სე­ბუ­ლია 1992 წელს). 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობთ მას­წავ­ლებ­ლებ­თან, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გვაქვს: ტრე­ნინ­გე­ბი 4000-ზე მე­ტი მო­ნა­წი­ლის­თ­ვის; ტეს­ტი­რე­ბე­ბი 1500-ზე მე­ტი მო­ნა­წი­ლის­თ­ვის; გაკ­ვე­თილ­ზე დას­წ­რე­ბე­ბი და ამ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ანა­ლი­ზე­ბი — 1000-ზე მე­ტი მას­წავ­ლებ­ლი­სა (გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დას­წ­რე­ბა­თა დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა აშშ-ს პრო­ექ­ტის, „ჯიპ­რა­ი­დის“
ვრცლად>>>
2016-03-24
დუ­მი­ლი მხო­ლოდ მათ აძ­ლევთ ხელს, ვი­საც სი­ჩუ­მით სურს პრობ­ლე­მის და­მალ­ვა
დღე­ვან­დე­ლი „აგ“-ს სტუ­მა­რი გა­ნათ­ლე­ბით ფსი­ქო­ლო­გი/ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პევ­ტი ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იცავს მათ უფ­ლე­ბებს, ვინც, მი­სი­ვე სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყვე­ლა­ზე იოლად და­სა­ჩაგ­რია —  ესე­ნი ბავ­შ­ვე­ბი არი­ან და ამ­ბობს, რომ ამა­ზე აუცი­ლებ­ლად  „ბავ­შ­ვე­ბი მოგ­ვ­თხო­ვენ პა­სუხს“  — „სად ვართ, სად ხართ რო­დე­საც ჩვენს თვალ­წინ ბავ­შ­ვის ღირ­სე­ბა და ცხოვ­რე­ბა რის­კის ქვეშ დგე­ბა? ეს ბავ­შ­ვე­ბი ხვალ მოგ­ვ­თხო­ვენ პა­სუხს და თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს უმოქ­მე­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ჩვენ ამა­ზე პა­სუ­ხი არ გვექ­ნე­ბა“. „არ გავ­ჩერ­დე­ბი მა­ნამ, ვიდ­რე მა­თი ცხოვ­რე­ბა არ შე­იც­ვ­ლე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ და მა­თი უფ­ლე­ბე­ბი არ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი“  — აცხა­დებს  ის.
მი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჵჰR მო­მა­ვა­ლი ორი წლის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სფე­რო
ვრცლად>>>
2016-03-17
„არ შე­იძ­ლე­ბა ცუ­დი შე­დე­გი მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბად ვაქ­ცი­ოთ“
„მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ემო­ცი­ურ გან­ცხა­დე­ბებს!
პირ­ველ რიგ­ში, მივ­მარ­თავ მშობ­ლებს, ნუ გა­მო­იწ­ვე­ვენ მათ არა­სა­სურ­ვე­ლი გან­წყო­ბე­ბის სა­მარ­თა­ვად, რად­გან მას­წავ­ლე­ბელს აფა­სებს გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი, რო­მელ­თათ­ვი­საც სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა გახ­ლავთ ერთ-ერ­თი და არა ერ­თა­დერ­თი კომ­პო­ნენ­ტი. შე­საძ­ლე­ბე­ლია სწო­რედ გა­მოც­და­ჩა­ბა­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­დეს ძა­ლი­ან სა­ვა­ლა­ლო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის­თ­ვის.
ასე­ვე მივ­მარ­თავ თხოვ­ნით სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც არ არის გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტი, ნუ მის­ცემთ თავს ყვე­ლაფ­რის თქმი­სა და გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბას, რად­გან არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზი ძა­ლი­ან კომ­პ­ლექ­სუ­რია“ — ასე ეხ­მა­უ­რე­ბა 24 -ე სა­ჯა­რო სკო­ლის ქი­მი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი, სო­ფიო მშვილ­და­ძე მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბით გა­მოწ­ვე­ულ აჟი­ო­ტაჟს. სო­ფიო იმ მას­წა­ვ­ლე­ბელ­თა რიცხვს ეკუთ­ვ­ნის, ვინც იან­ვარ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოც­და ვერ ჩა­ა­ბა­რა, თუმ­ცა, მი­სი ასე­თი შე­დე­გის ჩვე­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი ტეს­ტის სირ­თუ­ლე არაა (რო­გორც ამას „ჩაჭ­რი­ლი“ მას­წავ­ლებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ასა­ხე­ლებს) და გა­მო­სა­ვა­ლი — და­მალ­ვა.
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50]
N26(780)