გამოდის 1998 წლიდან
2017-04-06
გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დო სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის


„მას­წავ­ლე­ბელ­თა გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დო“, რო­მელ­საც, ტრა­დი­ცი­უ­ლად, დუ­ბა­ი­ში, მარ­ტის თვე­ში გა­მარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მის მე­ო­რე დღეს გა­დას­ცე­მენ, წელს კა­ნა­დელ მას­წავ­ლე­ბელს — მე­გი მაკ­დო­ნელს ერ­გო. მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და წლის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლის ტი­ტუ­ლი (ეს საკ­მა­ოდ მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი და სო­ლი­დუ­რი პრი­ზი, ალ­ბათ, ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნის­თ­ვის სა­ოც­ნე­ბო და გა­ას­მა­გე­ბუ­ლი სტი­მუ­ლის­მიმ­ცე­მია, რომ გახ­დეს სა­უ­კე­თე­სო) კა­ნა­დის პა­ტა­რა თემ­ში მოღ­ვა­წე პე­და­გოგ­მა მი­ი­ღო. ის ას­წავ­ლის სკო­ლა­ში, სა­დაც მძი­მე კლი­მა­ტი და რთუ­ლი პი­რო­ბე­ბია, სახ­მე­ლე­თო გზი­თაც ვერ მიხ­ვალ, მხო­ლოდ სა­ჰა­ე­რო კავ­ში­რია. „სწავ­ლე­ბა იდე­ა­ლუ­რი გზა იყო ახალ­გაზ­რ­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბის. შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა, გავ­ც­ნო­ბო­დი მათ რე­ა­ლი­ებს და შე­მექ­მ­ნა ისე­თი პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­დათ“. — ამ­ბობს მე­გი მაკ­დო­ნე­ლი.
დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი ვარკის ფონ­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­სი მთა­ვა­რი ოფი­სი ლონ­დონ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი, თავს რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი ქვეყ­ნის ფონ­დად არ აღიქ­ვამს, რად­გან მი­იჩ­ნევს, რომ ის სა­ერ­თა­შო­რი­სოა და, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბელს ეძებს. ღო­ნის­ძი­ე­ბას პატ­რო­ნაჟს დუ­ბა­ის მმარ­თ­ვე­ლო­ბაც უწევს. ფონ­დის ის­ტო­რი­აც მას­წავ­ლებ­ლე­ბით იწყე­ბა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ინ­დო­ელ­მა პე­და­გო­გე­ბის ოჯახ­მა და­ა­ფუძ­ნა. მათ ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა და­იწყეს და შექ­მ­ნეს მსოფ­ლიო სკო­ლე­ბის ქსე­ლი, რო­მე­ლიც, დღეს­დღე­ო­ბით, მსოფ­ლი­ოს 14 ქვე­ყნის კერ­ძო სკო­ლებს აერ­თი­ა­ნებს და და­ახ­ლო­ე­ბით — 20 ათას­ზე მეტ თა­ნამ­შ­რო­მელს. ასე­თი მსხვი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სის შემ­ქ­მ­ნელ­მა ოჯახ­მა, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, გა­დაწყ­ვი­ტა, ფი­ლან­ტ­რო­პუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაც სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში აწარ­მო­ოს. მა­თი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ფონ­დის მთა­ვა­რი შემ­წირ­ვე­ლე­ბიც თა­ვად­ვე არი­ან, თუმ­ცა, ცდი­ლო­ბენ, და­ფი­ნან­სე­ბა სხვა­დას­ხ­ვა წყა­რო­ე­ბი­და­ნაც მო­ი­ზი­დონ.
წლე­ვან­დე­ლი და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალს კო­ა­ლი­ცია „გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლას­თ­ვის - სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ გამ­გე­ო­ბის თამ­ჯ­დო­მა­რე ირი­ნა ხან­თა­ძე ეს­წ­რე­ბო­და. 2017 წლის 19 მარტს, კო­ა­ლი­ცი­ის სა­ხე­ლით, სა­ქარ­თ­ვე­ლომ მი­ი­ღო „მას­წავ­ლე­ბელ­თა გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს“ აკ­რე­დი­ტა­ცია.
რა არის ფო­რუ­მი­სა და „მას­წავ­ლე­ბელ­თა გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს“ მი­ზა­ნი, რო­გო­რი იყო წლე­ვან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა და რა ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტე­ბი გა­კეთ­და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა
ირი­ნა ხან­თა­ძე.

— რა მოვ­ლე­ნაა გა­ნათ­ლე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ფო­რუ­მი?
— ფო­რუ­მი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რი ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი კონ­ფე­რენ­ცია, გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ფონ­დის მი­ერ ეწყო­ბა და მი­სი მი­ზა­ნიც გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს პო­პუ­ლა­რი­ზა­ციაა.
ფო­რუ­მი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რომ­ლის მი­ზა­ნია, დუ­ბა­ი­ში მო­უ­ყა­როს თა­ვი გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებ­ზე მო­მუ­შა­ვე სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტორს, იქ­ნე­ბა ეს სამ­თავ­რო­ბო წრე­ე­ბი­დან, სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან, ასე­ვე, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­ს­პერ­ტებ­სა და ა.შ. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის იდეაა, შექ­მ­ნას ფო­რუ­მი, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ერ­თ­მა­ნეთს უზი­ა­რე­ბენ მო­საზ­რე­ბებს — სად ვართ გა­ნათ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით და რა არის სა­ჭი­რო, რომ უკე­თე­სი და ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი გახ­დეს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით. და­ახ­ლო­ე­ბით, 2000-მდე მო­ნა­წი­ლე იკ­რი­ბე­ბა ხოლ­მე დუ­ბა­ი­ში, უკ­ვე ტრა­დი­ცი­ად­ქ­ცე­ულ, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, სა­დაც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი რან­გის სტუმ­რე­ბიც ჩა­მო­დი­ან — იუნი­სე­კოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, OECD-ის გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი პი­რე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტე­ბის წამ­ყ­ვა­ნი პრო­ფე­სო­რე­ბი, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­უ­რად ეს­წ­რე­ბი­ან ნიუ-იორკ ტა­იმ­სის გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის წამ­ყ­ვა­ნი მე­დი­ას­პე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ექ­ს­პერ­ტე­ბი და, რა თქმა უნ­და, სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რე­ბი თუ სხვა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი პი­რე­ბი, მათ შო­რის — ძა­ლი­ან ბევ­რი ექ­ს­პერ­ტი, გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლი.
ფო­რუ­მი ასე­ვე ემ­სა­ხუ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, რად­გან სწო­რედ მის მე­ო­რე დღეს იმარ­თე­ბა მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნია და სა­ზე­ი­მოდ ვლინ­დე­ბა მსოფ­ლი­ოს სა­უ­კეთ­სო მას­წავ­ლებ­ლის ვი­ნა­ო­ბა.
— ეს­წ­რე­ბო­და თუა არა ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, თქვე­ნამ­დე, გლო­ბა­ლურ ფო­რუმს?
—  სა­ზო­გა­დო­ე­ბის სექ­ტო­რი­დან, გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის წრე­ე­ბი­დან, აქამ­დე, ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას ჯერ არა­ვინ დას­წ­რე­ბია. წელს, ჩვე­ნი ვი­ზი­ტით, სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ვუ­ყა­რეთ იმას, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­და­ნაც იყო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.
გვინ­და, ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა გა­ვუ­წი­ოთ და რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ქარ­თ­ვე­ლი აქ­ტო­რი და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, შეხ­ვ­დე გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს, გა­ი­გო რა დის­კურ­სია დღეს სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე, წარ­მო­ა­ჩი­ნო სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი, მო­ის­მი­ნო რჩე­ვე­ბი და გა­ეც­ნო უამ­რავ სი­ახ­ლეს; გეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ერთ სივ­რ­ცე­ში შეხ­ვ­დე ისეთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­თან შეხ­ვედ­რაც სხვა ვი­თა­რე­ბა­ში არც თუ ისე ად­ვი­ლია. ამი­ტო­მაც გვინ­და, წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ ფო­რუ­მი, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე გა­ი­ტა­ნოს სა­კუ­თა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და იპო­ვოს მე­გობ­რე­ბი, პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი და ამით, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, მე­ტად გა­ნამ­ტ­კი­ცოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ქსე­ლი. ამი­ტომ გვინ­და, რომ მო­მა­ვალ წელს, ფო­რუმ­ზე, კი­დევ უფ­რო მე­ტი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­ემ­გ­ზავ­როს სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან. იმე­დია, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როც გა­მო­ი­ყე­ნებს ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას — და­ეს­წ­რე­ბი­ან და ისარ­გებ­ლე­ბენ იმ სი­კე­თე­ე­ბით, რა­საც ეს ფო­რუ­მი იძ­ლე­ვა.
— „მას­წავ­ლე­ბელ­თა გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დო“ მარ­თ­ლაც გლო­ბა­ლუ­რია პრი­ზის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბით. ამ ტი­ტუ­ლის მი­სა­ნი­ჭებ­ლად რო­გორ ირ­ჩე­ვენ წლის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბელს?
— ერთ-ერ­თი მსხვი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ფო­რუ­მის მე­ო­რე დღეს იმარ­თე­ბა, გლო­ბა­ლუ­რი პრი­ზის გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნი­ა­ლია. სა­ჯა­როდ, სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში ასა­ხე­ლე­ბენ გა­მარ­ჯ­ვე­ბულს და მის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ პრიზს გა­დას­ცე­მენ. ფონ­დ­მა და­ა­წე­სა პრი­ზი, რო­მე­ლიც ერთ მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს და, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ერთ გა­მარ­ჯ­ვე­ბულ მას­წავ­ლე­ბელს გა­და­ე­ცე­მა. ასე­თი მას­შ­ტა­ბუ­რი ხა­სი­ა­თის და­ჯილ­დო­ე­ბა უკ­ვე მე­სა­მედ გა­ი­მარ­თა. ფონ­დი­სა და გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს მი­ზა­ნია, ასე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბით, მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ზე მი­აქ­ცე­ვი­ნონ ყუ­რადღე­ბა.
გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სოა არა მხო­ლოდ და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია, არა­მედ ის პრო­ცე­დუ­რე­ბი და კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რომ­ლი­თაც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღე­ბა აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი და შემ­დ­გომ გა­მოვ­ლინ­დე­ბა გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი. ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 ათას­ზე მეტ აპ­ლი­კა­ცი­ას იღე­ბენ. ბრი­ტა­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვთ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ფონდს, ამ რა­ო­დე­ნო­ბის აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი­დან, შე­და­რე­ბით მოკ­ლე სი­ის (500-1000 პე­და­გო­გამ­დე) შედ­გე­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა. შემ­დეგ ამ აპ­ლი­კა­ცი­ებს ე.წ. მას­წავ­ლე­ბელ­თა გლო­ბა­ლუ­რი პრი­ზის აკა­დე­მია ეც­ნო­ბა, რო­მე­ლიც 200 ექ­ს­პერ­ტის­გან შედ­გე­ბა. ისი­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლად კითხუ­ლო­ბენ აპ­ლი­კა­ცი­ებს, რა­თა 50 ფი­ნა­ლის­ტი გა­მო­ავ­ლი­ნონ, მათ­გან კი მხო­ლოდ ათე­უ­ლი ირ­ჩე­ვა. ფი­ნა­ლის­ტ­თა ათე­უ­ლის გა­მოვ­ლე­ნი­სას, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა კონ­ტი­ნენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თო­ბას იცა­ვენ. რად­გან პრი­ზი გლო­ბა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი­საა, სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლის გა­მოვ­ლე­ნა მხო­ლოდ ერთ გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ალ­ში არ მოხ­დეს. სა­ბო­ლო­ოდ კი, აკა­დე­მია და­ხუ­რუ­ლად მსჯე­ლობს, ათე­უ­ლი­დან ვინ იქ­ნე­ბა, ფო­რუ­მის მე­ო­რე დღეს, გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი.
მათ მო­ა­ხერ­ხეს და ძა­ლი­ან ბევ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო მოღ­ვა­წე, პო­ლი­ტი­კო­სი თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­ხე მი­ი­ზი­დეს. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი სტა­ტუ­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თ­ვე­ბი­ან პრი­ზის გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნი­ალ­ში. მა­გა­ლი­თად, შარ­შან­დე­ლი გლო­ბა­ლუ­რი პრი­ზის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი — დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის პა­ლეს­ტი­ნე­ლი პე­და­გო­გი რო­მის პაპ­მა გა­მო­აცხა­და. წელს კი, კოს­მო­სი­დან ჩარ­თეს ევ­რო­პის კოს­მო­სუ­რი ექ­ს­პე­დი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. მან ჩარ­თ­ვა საფ­რე­ნი აპა­რა­ტი­დან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და წლე­ვან­დე­ლი პრი­ზი­ო­რი და­ა­სა­ხე­ლა — კა­ნა­დე­ლი პე­და­გო­გი მე­გი მაკ­დო­ნე­ლი. იგი, თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში მარ­თ­ლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბაა, სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გებს აღ­წევს სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლე­ბა­ში. თუმ­ცა, კონ­კურ­სის­თ­ვის ის კი არ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რო­მელ სა­განს ას­წავ­ლის პე­და­გო­გი, არა­მედ — რო­გორ ას­წავ­ლის. კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, რომ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ას­წავ­ლი­დეს 5-დან 18 წლამ­დე ბავ­შ­ვებს, არ­ცერთ სა­განს უპი­რა­ტე­სო­ბა არ ენი­ჭე­ბა — შე­იძ­ლე­ბა იყოს სპორ­ტი, მა­თე­მა­ტი­კა, დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა თუ სხვ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა იმას, რამ­დე­ნად ახერ­ხებს მას­წავ­ლე­ბე­ლი კარ­გი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვას და რე­ა­ლუ­რად აღ­წე­ვენ თუ არა მი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბი ამ შე­დე­გებს, ასე­ვე, რამ­დე­ნად ახერ­ხებს და­წე­სე­ბუ­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მის (სტან­დარ­ტე­ბის) ზე­მოთ ცოდ­ნის მი­წო­დე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა იმას, თუ რამ­დე­ნად ახერ­ხებს პე­და­გო­გი იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი არა მხო­ლოდ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ცოდ­ნის გა­და­ცე­მის თვალ­საზ­რი­სით, არა­მედ მოს­წავ­ლე­ებს გა­დას­ცეს სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნა­რე­ბი, მათ­თ­ვის იყოს „როლური მო­დე­ლი“, კრე­ა­ტი­უ­ლად მი­უდ­გეს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცესს; ჩარ­თოს არა მხო­ლოდ სტან­დარ­ტუ­ლი მე­თო­დე­ბი, არა­მედ სა­ინ­ტე­რე­სო მიდ­გო­მე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნოს. ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა იმა­საც, თუ რამ­დე­ნად ახერ­ხებს მას­წავ­ლე­ბე­ლი, მოს­წავ­ლეს გა­დას­ცეს ჰუ­მა­ნიზ­მ­სა და გლო­ბა­ლურ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. პე­და­გო­გი, გარ­და იმი­სა, რომ მოს­წავ­ლეს კონ­კ­რე­ტუ­ლი კულ­ტუ­რის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან იდენ­ტო­ბას უძ­ლი­ე­რებს, ასე­ვე, ამ­ზა­დებს მას სამ­ყა­რო­ში თა­ნაცხოვ­რე­ბის­თ­ვის, სა­დაც მრა­ვა­ლი კულ­ტუ­რის, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის და რე­ლი­გი­ის, ეთ­ნო­სის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. დღეს ახალ­გაზ­რ­და მზად უნ­და იყოს ასეთ მრა­ვალ­ფე­რო­ვან გა­რე­მო­ში გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის და მას­ში ადაპ­ტი­რე­ბის­თ­ვის, ჰარ­მო­ნი­უ­ლად შერ­წყ­მის­თ­ვის.
— თქვენ რო­გორ მი­ი­ღეთ წელს აკ­რე­დი­ტა­ცია?
— ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის სურ­ვი­ლია, პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბის მიზ­ნით, სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში, და­წეს­დეს მას­წავ­ლე­ბელ­თა ასე­თი­ვე აღი­ა­რე­ბუ­ლი ჯილ­დო­ე­ბი. რა თქმა უნ­და, უპ­რი­ა­ნია, ამ ჯილ­დოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ვად გას­ცემ­დეს და არა სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბე­ბი. ეს ძა­ლი­ან ყუ­რად­სა­ღე­ბი ინ­ფორ­მა­ციაა იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას ქვე­ყა­ნამ და ამ პრო­ცეს­ში ჩვენც ჩა­ვერ­თოთ. იმავ­დ­რო­უ­ლად, გვჯე­რა, რომ პრო­ფე­სი­ებ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თვი­თონ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნ­და გა­მო­ავ­ლი­ნოს, სა­ხელ­მ­წი­ფო კი უფ­რო მხარ­დამ­ჭე­რი ფუნ­ქ­ცი­ის მა­ტა­რე­ბუ­ლი უნ­და იყოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მო­ვი­ჩი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა და და­ვიწყეთ მუ­შა­ო­ბა გლო­ბა­ლურ ჯილ­დოს­თან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად, რაც წა­მარ­მა­ტე­ბით მო­ვა­ხერ­ხეთ. წელს, ფო­რუმ­ზე, ჩვენც გად­მოგ­ვ­ცეს აკ­რე­დი­ტა­ცია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ვიწყებთ ამ ჯილ­დოს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. თა­ვის­თა­ვად იგუ­ლის­ხ­მე­ბა, რომ უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ მა­თი მე­თო­დო­ლო­გია, თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არას­რუ­ლად, რად­გან ის ძა­ლი­ან ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ან კონ­კურ­ს­ზეა გათ­ვ­ლი­ლი და, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამ მას­შ­ტა­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბას ვერ ჩა­ვა­ტა­რებთ. ამი­ტომ ვფიქ­რობ, გარ­კ­ვე­უ­ლი ადაპ­ტი­რე­ბა უნ­და მო­ვახ­დი­ნოთ და პრო­ცეს­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი აქ­ტო­რი ჩავ­რ­თოთ, მათ შო­რის კო­ა­ლი­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბი — მას­წავ­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი, პროფ­კავ­ში­რი და ა.შ. რაც მ­თა­ვა­რია, კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბის მე­თო­დო­ლო­გია მა­ქსი­მა­ლუ­რად უნ­და იყოს მორ­გე­ბუ­ლი ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ზე და აუცი­ლებ­ლად - დაძ­ლე­ვა­დი.
ფო­რუმ­ზე მი­ღე­ბუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცია სხვა სი­კე­თე­საც გუ­ლის­ხ­მობს — ჩვენ­თან გა­მოვ­ლე­ნი­ლი სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გე­ბის აპ­ლი­კა­ცი­ებს გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას მი­აქ­ცე­ვენ და იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მათ, ქვეყ­ნის დო­ნე­ზე, უკ­ვე გა­ი­ა­რეს ფილ­ტ­რა­ცია, უფ­რო იოლად გა­და­იყ­ვა­ნენ შემ­დ­გომ ეტა­პებ­ზე გან­სა­ხილ­ვე­ლად. თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ქვეყ­ნის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­მა­ტუ­რად მოხ­ვ­დე­ბა ათე­ულ­ში ან თუნ­დაც ორ­მოც­და­ა­თე­ულ­ში. მაგ­რამ ვფიქ­რობთ, პირ­ველ გა­მოხ­შირ­ვა­ში აუცი­ლებ­ლად მოხ­ვ­დე­ბა, ანუ 500 პე­და­გოგ­ში. გლო­ბა­ლუ­რი აკა­დე­მია სწო­რედ ამ 500-ის აპ­ლი­კა­ცი­ას ეც­ნო­ბა დე­ტა­ლუ­რად. იმე­დი უნ­და ვი­ქო­ნი­ოთ, რომ ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლიც და­იმ­სა­ხუ­რებს აკა­დე­მი­ის მო­წო­ნე­ბას და 50 ათე­ულ­ში ან სუ­ლაც ათე­ულ­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, წელს 50 ათე­ულ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ინ­გ­ლი­სუ­რი ენის პე­და­გო­გი და­სა­ხელ­და. ეს ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის­თ­ვის სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ციაა. დი­დი იმე­დი გვაქვს, რომ მო­მა­ვალ წელს ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის სა­ხელ­სა და გვარ­საც ამო­ვი­კითხავთ ამ სი­ა­ში. თა­ვის­თა­ვად, იქ მოხ­ვედ­რა, ერ­თი მხრივ, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწევს ქვე­ყა­ნას, მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით, მე­ო­რე მხრივ კი, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სტი­მუ­ლი ხდე­ბა იმ ქვე­ყა­ნა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის კო­ჰორ­ტის­თ­ვის, არა მხო­ლოდ მოქ­მე­დი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, არა­მედ ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვი­საც. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, და­ვა­ნა­ხოთ მათ, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო და და­ფა­სე­ბუ­ლი პრო­ფე­სიაა და ამ პრო­ფე­სი­ა­შიც შე­იძ­ლე­ბა მა­ღა­ლი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა.
— წელს რა­ზე გა­კეთ­და მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტე­ბი?
— წელს მთა­ვა­რი მე­სი­ჯე­ბი­დან უმ­ნიშ­ვე­ლო­ვა­ნე­სი იყო მსოფ­ლი­ო­ში მშვი­დო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, რად­გან მსოფ­ლი­ოს­თ­ვის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სწო­რედ ტე­რო­რიზ­მის საფ­რ­თხეა. ასე­ვე, ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი თე­მა იყო გლო­ბა­ლუ­რი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა — რო­გორ გავ­ზარ­დოთ ადა­მი­ა­ნე­ბი არა ერ­თი ქვეყ­ნის, არა­მედ მსოფ­ლი­ოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად. სამ­ყა­როს ჰარ­მო­ნი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბაა. ფო­რუმ­ზე ამ­გ­ვა­რი მო­წო­დე­ბა იყო — გა­ი­ზარ­დოს გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა და და­ფი­ნან­სე­ბა, რად­გან სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბაა ჩვე­ნი უსაფ­რ­თხო­ე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­რან­ტი. მულ­ტი­კულ­ტუ­რა­ლიზ­მი, ტო­ლე­რან­ტო­ბა, სი­კე­თე, სო­ლი­და­რო­ბა, ჰარ­მო­ნი­უ­ლი თა­ნაცხოვ­რე­ბა და ა.შ. — მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია, მა­გა­ლი­თად, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის, რად­გან გა­ნათ­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მარ­ტო საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნის გა­და­ცე­მა არ არის.
მე­ო­რე მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის გახ­ლ­დათ. ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სი იმ­დე­ნად სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა, რომ აუცი­ლე­ბე­ლია ამ სა­კითხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის პრო­ცეს­ში და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კი­დევ უფ­რო აქ­ტი­უ­რად შე­მო­ტა­ნა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში. ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც ამ მხრივ კი­დევ უფ­რო და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი არი­ან, გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად და აქ­სე­ლი­რე­ბუ­ლად ვი­თარ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა და მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, უფ­რო მე­ტად იზ­რ­დე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაც ჩა­მორ­ჩე­ნილ და წინ­წა­სულ ქვეყ­ნებს შო­რის. სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წუ­ხი­ლი სწო­რედ ეს იყო — ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პროგ­რე­სი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა არა­თა­ნაბ­რად იყოს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის­თ­ვის. გა­ის­მა მო­წო­დე­ბა, ვი­საც სურს და­წი­ნა­ურ­დეს გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მე­ტი ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ოს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერ­გ­ვას, დი­გი­ტა­ლი­ზა­ცი­ის სა­კითხებს გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში. კარ­გად და­მა­მახ­სოვ­რ­და „ნიუ-იორკ ტა­იმ­სის“ ჟურ­ნა­ლის­ტის ფრა­ზა: „მომავალი ეკუთ­ვ­ნით ტექ­ნო­ლო­გი­ის ადა­მი­ა­ნებს და ჩვენ უნ­და ვას­წავ­ლოთ ჩვენს შვი­ლებს ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, ვას­წავ­ლოთ რო­გორ და­ამ­ყა­რონ კო­მუ­ნი­კა­ცია ინ­ტერ­ნე­ტით სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან.“ ეს პრო­ცე­სი შე­უქ­ცე­ვა­დია. მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით, ახა­ლი ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბა იმ­დე­ნად სწრა­ფად მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ რთუ­ლი ხდე­ბა, ას­წავ­ლო ყვე­ლა­ფე­რი. გა­ცი­ლე­ბით მე­ტი აქ­ცენ­ტი გა­ვა­კე­თოთ სწავ­ლის სწავ­ლე­ბა­ზე. შე­ვად­გი­ნოთ არა სხვა­დას­ხ­ვა თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნით გა­დავ­სე­ბუ­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბი, არა­მედ ისე­თი, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვებს გა­მო­უ­მუ­შა­ვებს კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის უნა­რებს, რა­თა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლონ და, სა­უ­კე­თე­სო შემ­თხ­ვე­ვა­ში — ახ­ლის შექ­მ­ნა.
— რა იყო OECD გა­ნათ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის, ბა­ტო­ნი ან­დ­რე­ას შლა­ი­ხე­რის მთა­ვა­რი მე­სი­ჯე­ბი, მო­წო­დე­ბე­ბი?
— გა­ნათ­ლე­ბის გლო­ბა­ლურ ფო­რუმ­ზე ბა­ტონ­მა ან­დ­რე­ამ  ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და გარ­და­იქ­მ­ნას გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა. რამ­დე­ნი­მე სა­კითხს გა­მოვ­ყოფ­დი: 1. კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რო­მ ოჯა­ხის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის გა­დამ­წყ­ვე­ტი და გა­და­უ­ლა­ხა­ვი ფაქ­ტო­რი. მეტ ინ­კ­ლუ­ზი­ას და სკო­ლა­ში სწო­რად ორ­გა­ნი­ზე­ბულ პრო­ცესს მო­აქვს თა­ნა­ბა­რი შე­დე­გი ყვე­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის, შე­ა­ბა­მი­სად, სას­კო­ლო რე­ფორ­მას აქვს გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა; 2. მე­ტი აქ­ცენ­ტი უნ­და გა­კეთ­დეს შე­მოქ­მე­დე­ბით კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ზე, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში შე­მოქ­მე­დე­ბით მიდ­გო­მებ­ზე (ხე­ლოვ­ნე­ბა, სპორ­ტი, თა­მა­ში და სხვ.), სხვა­დას­ხ­ვა ინ­ტე­ლექ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა მეტ ეფექტს გვაძ­ლევს; 3. ზედ­მე­ტი სტან­დარ­ტე­ბის ნაც­ვ­ლად, გვჭირ­დე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და მცოდ­ნე ხალ­ხი; 4. აუცი­ლე­ბე­ლია მე­ტი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის. მას­წავ­ლებ­ლე­ბის მე­ტი ჩარ­თუ­ლო­ბა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ურ­თი­ერ­თ­დახ­მა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი­სა და კულ­ტუ­რის წა­ხა­ლი­სე­ბა; 5. ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გან­ვი­თარ­დეს სკო­ლე­ბის მე­ტი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა თემ­თან, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ნაც­ვ­ლად სა­ხე­ლი­სუფ­ლო თუ მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლ ორ­გა­ნო­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. სწო­რედ ასე­თი იყო მი­სი მე­სი­ჯე­ბი.
ან­დ­რე­ას შლა­ი­ხე­რის გა­მოს­ვ­ლა­ში ერთ-ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ცენ­ტი მას­წავ­ლე­ბელ­თა პროფ­სი­ო­ნა­ლიზმს შე­ე­ხო. იგი ამ­ბობს, რომ გა­დამ­წყ­ვე­ტია არა არას­ტან­დარ­ტუ­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მი, არა­მედ კარ­გი პროფე­სი­ო­ნა­ლი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია მორ­გე­ბუ­ლად, მოქ­ნი­ლად, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოს ბავ­შ­ვე­ბის შე­დე­გებ­ზე გაყ­ვა­ნა. ამი­ტო­მაც მოგ­ვი­წო­დებს, რომ ამ პრო­ფე­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ზრდა­ში მე­ტი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღოთ და მე­ტი ენერ­გია ჩავ­დოთ. ბა­ტო­ნი ან­დ­რე­ა­სი აქ­ცენტს იმა­ზეც აკე­თებს, რომ იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი უფ­რო მე­ტად თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ ერ­თ­მა­ნეთ­თან, გა­ცი­ლე­ბით მე­ტი ურ­თი­ერ­თ­დახ­მა­რე­ბის ქმე­დი­თი მე­ქა­ნიზ­მი აქვთ, იქ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბაც უფ­რო წარ­მა­ტე­ბუ­ლია.
დღეს, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­უ­ბა­რი მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ა­ზე და­იწყო, ვფიქ­რობ, ეს რე­კო­მენ­და­ცია ძა­ლი­ან კარ­გად ეხ­მი­ა­ნე­ბა ამ პრო­ცე­სებს და კი­დევ უფ­რო გვიმ­ტ­კი­ცებს რწმე­ნას, რომ ეს სწო­რი გზაა, რაც არ უნ­და რის­კებ­სა და საფ­რ­თხე­ებს ხე­დავ­დ­ნენ ამა­ში გარ­კ­ვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. მარ­თ­ლაც, ერ­თა­დერ­თი სწო­რი გზა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში თვი­თონ მას­წავ­ლებ­ლე­ბის ჩარ­თ­ვა და საგ­ნობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბაა. მათ შე­უძ­ლი­ათ ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო მე­ქა­ნიზ­მე­ბის შექ­მ­ნა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, რაც ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი მიდ­გო­მით, შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამ კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­მო­ვეხ­მა­უ­რე­ბო­დი ტენ­დენ­ცი­ას, რომ სა­სურ­ვე­ლია სკო­ლე­ბის მარ­თ­ვის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია, რად­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სკო­ლა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის უფ­რო მეტ ინი­ცი­ა­ტი­ვებ­სა და სტი­მუ­ლებს შექ­მ­ნის. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სკო­ლა, რო­მე­ლიც შე­დე­გე­ბი­თა და მიღ­წე­ვე­ბით ფას­დე­ბა, გა­მუდ­მე­ბით  იზრუ­ნებს, რომ სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის პე­და­გოგ­თა კორ­პუ­სი ჰყავ­დეს. ჩვენ იმე­დი გვაქვს, რომ ყვე­ლა დაწყე­ბუ­ლი სწო­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა გაგ­რ­ძელ­დე­ბა და კარგ შე­დე­გე­ბამ­დე მი­ვალთ. კო­ა­ლი­ცია ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს ამის­თ­ვის, პირ­ველ რიგ­ში, ვი­მუ­შა­ვებთ ასო­ცი­ა­ცი­ებ­თან, რომ ისი­ნი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რად გაძ­ლი­ერ­დ­ნენ. მზად ვართ წარ­მო­ვად­გი­ნოთ კონკ­რე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და ცვლი­ლე­ბა­თა გეგ­მე­ბი.
აქ­ვე მინ­და ვთქვა, რომ ჩვენ მი­ერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოც ამ მცდე­ლო­ბე­ბის ერთ-ერ­თი ნა­წი­ლია

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N