გამოდის 1998 წლიდან
2017-04-06
მა­ჩაბ­ლის უც­ნო­ბი ფო­ტო­არ­ქი­ვი

 

მა­კა ყი­ფი­ა­ნი

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ­მა ბიბ­ლი­ო­თე­კამ, ცო­ტა ხნის წინ, ძალ­ზე ძვირ­ფა­სი სა­ჩუ­ქა­რი მი­ი­ღო, ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის, მთარ­გ­მ­ნე­ლის, ივა­ნე მა­ჩაბ­ლის დღემ­დე უც­ნო­ბი ფო­ტო­კო­ლექ­ცია.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2008 წლის ომის დროს, ცხინ­ვა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თა­მა­რა­შენ­ში მოქ­მე­დი, ივა­ნე მა­ჩაბ­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მი სა­ბო­ლო­ოდ გა­ნად­გურ­და. სწო­რედ ამ მუ­ზე­უ­მის და­მა­არ­სებ­ლი­სა და პირ­ვე­ლი დი­რექ­ტო­რის, ვა­სილ ნამ­შუ­რი­ძის შვი­ლიშ­ვილ­მა, ზვი­ად გო­გო­რიშ­ვილ­მა, ბა­ბუ­ის მი­ერ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი და გა­დარ­ჩე­ნი­ლი, ივა­ნე მა­ჩაბ­ლის ოჯა­ხი­სა და მა­ჩაბ­ლე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლოს ორი­გი­ნა­ლი, ბევ­რის­თ­ვის უც­ნო­ბი ის­ტო­რი­უ­ლი ფო­ტო­არ­ქი­ვი, ბა­ბუ­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მის სახ­ლ­ში იპო­ვა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა.
მა­ჩაბ­ლე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლოს ამ ფო­ტო­კო­ლექ­ცი­ის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ვინ იცო­და. სო­ფელ თა­მა­რა­შენ­ში, ივა­ნე მა­ჩაბ­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მის და­მა­არ­სე­ბელ­მა, ვა­სილ ნამ­შუ­რი­ძემ, ჯერ კი­დევ 90-იანი წლე­ბის ომის დროს, არ­ქი­ვი, რო­მელ­საც 26 წე­ლი აგ­რო­ვებ­და, დაც­ვის მიზ­ნით, სა­კუ­თარ სახ­ლ­ში შე­ი­ნა­ხა. გარ­და ფო­ტო­ე­ბი­სა, კო­ლექ­ცი­ა­ში ინა­ხე­ბა ცნო­ბე­ბი ივა­ნე მა­ჩაბ­ლის პირ­ვე­ლი სახლ-მუ­ზე­უ­მის და­არ­სე­ბის შე­სა­ხებ. ვა­სილ ნამ­შუ­რი­ძეს დე­ტა­ლუ­რად აქვს აღ­წე­რი­ლი მუ­ზე­უ­მის­თ­ვის მო­ძი­ე­ბუ­ლი ექ­ს­პო­ნა­ტე­ბის სი­აც. არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა წე­რი­ლი, თუ რო­გორ ეწე­ოდ­ნენ ვა­სილ ნამ­შუ­რი­ძის დის­კ­რე­დი­ტა­ცი­ას, თა­მა­რა­შენ­ში მუ­ზე­უ­მის და­არ­სე­ბის გა­მო. თბი­ლის­ში, მი­სი ოჯა­ხის წევ­რებს, მუ­ქა­რის ანო­ნი­მუ­რი წე­რი­ლე­ბიც კი მის­დი­ო­დათ, რომ ივა­ნე ნამ­შუ­რი­ძე წა­მო­სუ­ლი­ყო მუ­ზე­უ­მი­დან, რად­გან იქ, ივა­ნე მა­ჩაბ­ლის სახ­ლ­ში, მუ­ზე­უ­მი არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. წე­რილ­ში მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი ითხოვს, მო­ი­ძი­ონ ანო­ნი­მუ­რი წე­რი­ლე­ბის ავ­ტო­რე­ბი და მის­ცენ მას „კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი გან­ზ­რახ­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა“. ის მუ­ზე­უ­მის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­საც აღ­წერს. ეს პა­ტა­რა წე­რი­ლი საბ­ჭო­თა ის­ტო­რი­ის კი­დევ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ნი­მუ­შია, რო­მელ­შიც ნათ­ლად ჩანს, თუ რის ფა­სად ხდე­ბო­და საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ეროვ­ნუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის გა­დარ­ჩე­ნა: „მო­გახ­სე­ნებთ, რომ 26 წლის წინ და­ვი­სა­ხე მიზ­ნათ სამ­ხ­რეთ ოსეთ­ში-ცხინ­ვა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თა­მა­რა­შენ­ში და­არ­სე­ბუ­ლი­ყო დი­დი ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის, ივა­ნე გი­ორ­გის ძე მა­ჩაბ­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მი. მთე­ლი ამ 26 წლის მან­ძილ­ზე, მრა­ვა­ლი და­მაბ­რ­კო­ლე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბი გა­და­მე­ღო­ბა. ამ ბო­ლო დროს მა­ინც მი­ვაღ­წიე მი­ზანს. ჩე­მი ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი და შე­უწყ­ვე­ტე­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის შე­დე­გად, საქ. ცენ­ტ­რა­ლურ­მა კო­მი­ტეტ­მა და მი­ნის­ტ­რ­თა საბ­ჭომ გა­მო­ი­ტა­ნეს ერ­თობ­ლი­ვი დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ სოფ. თა­მა­რა­შენ­ში და­არ­ს­დეს ი. მა­ჩაბ­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მი და პა­რა­ლე­ლუ­რად ამი­სა, მწე­რალ­თა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სახ­ლი. მე ამ სტრი­ქო­ნე­ბის ავ­ტო­რი, დამ­ნიშ­ნეს ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა დი­რექ­ტო­რად. ეს მა­ჩაბ­ლი­სე­უ­ლი სახ­ლი დამ­ხ­ვ­და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, გარ­და კედ­ლე­ბი­სა და იატა­კი­სა, ზედ აღა­რა­ფე­რი გა­აჩ­ნია. ერ­თად ერ­თი პატ­რო­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით მე ვარ, მაგ­რამ მა­ვიწ­რო­ვე­ბენ, რა­თა თა­ვი მი­ვა­ნე­ბო და რაც გა­ძარ­ც­ვას გა­დარ­ჩა, ისიც მოს­პონ. აქ, თბი­ლის­ში მომ­დის მუ­ქა­რი­სა და გა­მაფ­რ­თხი­ლე­ბე­ლი ბა­რა­თე­ბი. ერთ-ერთ ასეთ ბა­რათს თქვენ გირ­დ­გენთ და გთხოვთ, რა­თა გას­ცეთ გან­კარ­გუ­ლე­ბა, რომ და­ი­ძებ­ნოს ამ უავ­ტო­რო ბა­რა­თე­ბის ავ­ტო­რე­ბი და სა­თა­ნა­დო პა­სუ­ხი მო­ეთხო­ვოთ და შე­მექ­მ­ნას პი­რო­ბე­ბი, თა­ვი­სუფ­ლად შე­მეძ­ლოს ჩე­მი კე­თილ­შო­ბი­ლურ ზრახ­ვა­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა — ვ. ნამ­შუ­რი­ძე ჳვ/ 1975.“
სამ­წუ­ხა­როდ, დღეს, სო­ფე­ლი თა­მა­რა­შე­ნი მი­წას­თან გას­წო­რე­ბუ­ლია, დან­გ­რე­უ­ლია მა­ჩაბ­ლი­სე­უ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ნა­გე­ბო­ბა და სახ­ლი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად 90-იან წლებ­ში ააფეთ­ქეს. მას შემ­დეგ, მა­ჩაბ­ლის მუ­ზე­უ­მის­თ­ვის მე­მო­რი­ა­ლუ­რი შე­ნო­ბის აღ­დ­გე­ნა მო­ხერ­ხ­და, თუმ­ცა, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს სა­ბო­ლო­ოდ და­ან­გ­რი­ეს. მა­ჩაბ­ლე­ბის ფო­ტო­კო­ლექ­ცია, მა­თი საგ­ვა­რე­უ­ლო­სა და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის, ორი­გი­ნა­ლი ფო­ტო­მა­სა­ლის­გან შედ­გე­ბა. კო­ლექ­ცი­ას თან ახ­ლავს მუ­ზე­უ­მის და­არ­სე­ბის ის­ტო­რია, პირ­ვე­ლი დი­რექ­ტო­რის პი­რა­დი არ­ქი­ვი, ქარ­თულ-ოსუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბი და სხვ.
მაია სი­მო­ნიშ­ვი­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი, ან­გ­ლო-ამე­რი­კუ­ლი დარ­ბა­ზის კუ­რა­ტო­რი: „ივა­ნე მა­ჩაბ­ლის ცხოვ­რე­ბა და მოღ­ვა­წე­ო­ბა, მი­სი უდი­დე­სი ღვაწ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ყვე­ლას­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბი­თაა მო­ცუ­ლი მი­სი სა­ბო­ლოო ბე­დიც, რაც დღემ­დე ერთ-ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან კვლე­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს. რო­დე­საც ჩე­მი ახ­ლო­ბე­ლი და­მი­კავ­შირ­და და მითხ­რა, რომ მას­თან ბა­ბუ­ის — ვა­სილ ნამ­შუ­რი­ძის და­ნა­ტო­ვა­რი, მა­ჩაბ­ლე­ბის ფო­ტო­არ­ქი­ვი ინა­ხე­ბო­და, ძა­ლი­ან გა­ვოც­დი. თა­მა­რა­შენ­ში ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ ივა­ნე მა­ჩაბ­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მი და­ინ­გ­რა, რის შემ­დე­გაც ივა­ნე მა­ჩაბ­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მის იმ­დ­რო­ინ­დელ­მა დი­რექ­ტორ­მა, ბა­ტონ­მა ელ­გუ­ჯა გაგ­ნი­ძემ, წე­როვ­ნის დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში, სა­კუ­თარ კო­ტეჯ­ში, ივა­ნე მა­ჩაბ­ლის მუ­ზე­უ­მი და­ა­არ­სა. მაგ­რამ, ორი ომის და და­ბომ­ბ­ვე­ბის შე­დე­გად, მა­სა­ლე­ბი იმ­დე­ნად მწი­რია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი კვა­ლი მა­ჩაბ­ლის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ­თ­ვის, ფაქ­ტობ­რი­ვად, გარ­ღ­ვე­ვაა. სხვა დამ­სა­ხუ­რე­ბებს შო­რის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მი­სი რო­ლი ქარ­თულ-ბრი­ტა­ნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, მთარ­გ­მ­ნე­ლო­ბი­თი სკო­ლის შექ­მ­ნა­ში, თუ რო­გორ ეხ­მა­რე­ბო­და მარ­ჯო­რი უორ­დ­როპს რუს­თა­ვე­ლის „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ თარ­გ­მან­შიც. რა თქმა უნ­და, რო­დე­საც ეს მა­სა­ლე­ბი მაჩ­ვე­ნეს, მა­შინ­ვე ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა გა­მახ­სენ­და, რომ მა­ჩაბ­ლე­ბის არ­ქი­ვი დღე­ის­თ­ვის უსაფ­რ­თხო ად­გი­ლას ყო­ფი­ლი­ყო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი, პირ­ველ რიგ­ში კი, მა­ჩაბ­ლის შთა­მო­მავ­ლებს უნ­და ენა­ხათ. არ­ქივ­ში 50-მდე ორი­გი­ნა­ლი ფო­ტოა, ასე­ვე ას­ლე­ბი. ფო­ტო­ებ­ზე ბევ­რი უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­თა იდენ­ტი­ფი­კა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვენ ყვე­ლა ფო­ტოს ვა­მუ­შა­ვებთ, და­ვას­კა­ნე­რებთ, რის შემ­დე­გაც გან­თავ­ს­დე­ბა ჩვენს ციფ­რულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში „ივე­რი­ე­ლი“ და ყვე­ლა მსურ­ვე­ლი იხი­ლავს.“
თა­მუ­ნა ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი, ივა­ნე მა­ჩაბ­ლის შთა­მო­მა­ვა­ლი, მე­ხუ­თე თა­ო­ბა: „კო­ლექ­ცი­ის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი, პირ­ვე­ლად, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვნა­ხე ეს ინ­ფორ­მა­ცია, შემ­დეგ ქალ­ბა­ტო­ნი მაია და­მი­კავ­შირ­და და მთხო­ვა, მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, ფო­ტო­ე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ა­ში დავ­ხ­მა­რე­ბო­დი. მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფო­ტო­ე­ბია, სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ეს უც­ნო­ბი კო­ლექ­ცია გა­მოჩ­ნ­და და მას­ზე მუ­შა­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა. რა თქმა უნ­და, სახ­ლ­ში გვაქვს წი­ნაპ­რე­ბის ფო­ტო­ე­ბი, მაგ­რამ აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სუ­რა­თე­ბი პირ­ვე­ლად ვნა­ხე. ივა­ნე მა­ჩა­ბე­ლი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბაა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, მის შე­სა­ხებ ახალს ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი. მე მო­ვეს­წა­რი უშუ­ა­ლოდ ივა­ნე მა­ჩაბ­ლის შვილს — ქალ­ბა­ტონ ელე­ნეს, რო­ცა ის გარ­და­იც­ვა­ლა, 12 წლის ვი­ყა­ვი და ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს. ჩვენს ოჯახ­ში იყო ატ­მოს­ფე­რო, რო­მე­ლიც დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მით გან­გ­ვაწყობ­და ივა­ნე მა­ჩაბ­ლის, მი­სი თარ­გ­მა­ნე­ბი­სა და წიგ­ნე­ბის მი­მართ. თქვენ იცით, რომ ივა­ნე მა­ჩაბ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ბუ­რუ­სი­თაა მო­ცუ­ლი, სამ­ხი­ლი და კვა­ლი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს. ოჯახ­ში ამ თე­მა­ზე არ ვსა­უბ­რობ­დით. თბი­ლის­ში, კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე დგას სახ­ლი, სა­დაც ივა­ნე მა­ჩა­ბე­ლი ცხოვ­რობ­და. იქ, მე­მო­რი­ა­ლუ­რი და­ფაც ეკი­და, თუმ­ცა, 90-იან წლებ­ში ის და­ფაც გაქ­რა. თუ­კი სა­ხელ­მ­წი­ფოს კე­თი­ლი ნე­ბა იქ­ნე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუნ­დაც ამ სახ­ლ­ში გა­კეთ­დეს ივა­ნე მა­ჩაბ­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მი.“
გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი: „რო­გორც წე­სი, აქამ­დე ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მხო­ლოდ წიგ­ნე­ბი ინა­ხე­ბო­და, ჩვენ გა­ვა­ფარ­თო­ვეთ „ბრძო­ლის ვე­ლი“, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ფო­ტო­კო­ლექ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. ვცდი­ლობთ, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი თუ ბეჭ­დუ­რი ფო­ტო­ე­ბი პირ­ვე­ლა­დი ვერ­სი­ით მო­ვი­პო­ვოთ. ეს შემ­თხ­ვე­ვაც ასე­თი გახ­ლავთ. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ მო­ვი­პო­ვეთ უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი არ­ქი­ვი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ოჯა­ხის აქამ­დე უც­ნობ ფო­ტო­ებს. აქ არ არის მა­ინ­ც­და­მა­ინც ერთ ან ორ სა­ხელ­ზე სა­უ­ბა­რი. მა­ჩაბ­ლე­ბის ოჯა­ხი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა გახ­ლ­დათ ქარ­თულ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში.
ეს ყვე­ლა მა­სა­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პე­რი­ო­დი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ეს ფო­ტო­ე­ბი ინა­ხა­ვენ სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც, რო­მელ­თა ნა­წი­ლი ჩვენ­თ­ვის, ამ წუ­თას, უც­ნო­ბია. ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­დაც ეს არ­ქი­ვი მოხ­ვ­და, კვლე­ვი­თია და ვცდი­ლობთ ამ ადა­მი­ა­ნებს მი­ვაგ­ნოთ. ფო­ტო­არ­ქივ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი არი­ან რო­გორც სამ­ხედ­რო პი­რე­ბი, ისე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ვცდი­ლობთ, აღ­ვად­გი­ნოთ სუ­რა­თი, რო­მე­ლიც, ვი­ზუ­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ნაკ­ლუ­ლია ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში. მე-19 სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლი და მე-20 სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სი, სამ­წუ­ხა­როდ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მხო­ლოდ ის­ტო­რი­ულ წე­რი­ლო­ბი­თი ფაქ­ტე­ბით ვი­ცით, ვი­ზუ­ა­ლუ­რი კონ­ტექ­ს­ტი, ანუ ხალ­ხი, მო­ნა­წი­ლე ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თა­დაა ცნო­ბი­ლი. ამი­ტო­მაც არის ეს შე­ნა­ძე­ნი ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ფას­და­უ­დე­ბე­ლი. ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ფარ­გ­ლებ­ში, მცი­რე ფო­ტო­მუ­ზე­უ­მის შექ­მ­ნა­საც ვა­პი­რებთ, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნის ალექ­სან­დ­რე რო­ი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობთ, მა­ჩაბ­ლის კო­ლექ­ცია ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან და ღირ­სე­ულ ად­გილს და­ი­კა­ვებს, მაგ­რამ, ამ სა­ხე­ლის­თ­ვის და ამ და­ნა­ტო­ვა­რის­თ­ვის ეს საკ­მა­რი­სი ნამ­დ­ვი­ლად არ არის. ამ ყვე­ლა­ფერს გაგ­რ­ძე­ლე­ბა და სხვა ფორ­მის მი­ცე­მა სჭირ­დე­ბა.“
ლე­ვან თაქ­თა­ქიშ­ვი­ლი, სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო რე­სურ­სე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: „სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ივა­ნე მა­ჩაბ­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მი არ არ­სე­ბობს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა, თა­ვის დრო­ზე, იყო სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო ბან­კის შე­ნო­ბა, რომ­ლის ერთ-ერ­თი აქ­ტი­უ­რი და­მა­არ­სე­ბე­ლი იყო ივა­ნე მა­ჩა­ბე­ლი. ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ჩვენ დღეს ვფლობთ ერთ-ერთ სე­რი­ო­ზულ კო­ლექ­ცი­ას, მა­ჩაბ­ლე­ბის ფო­ტო­არ­ქივს, რო­მე­ლიც შე­ე­მა­ტე­ბა ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ფონ­დებს. ჩვენ მკითხ­ვე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, ნა­ხონ ივა­ნე მა­ჩაბ­ლის, მი­სი ოჯა­ხის და ახ­ლობ­ლე­ბის ორი­გი­ნა­ლი ფო­ტო­ე­ბი. ამ მა­სა­ლებ­ში შეგ­ვ­ხ­ვ­და ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის ფო­ტო, მა­გა­ლი­თად, იეთიმ გურ­ჯის ორი ორი­გი­ნა­ლი ფო­ტო, რო­მე­ლიც ჩვენ­თ­ვის აქამ­დე უც­ნო­ბი იყო, ასე­ვე არის ქარ­თ­ვე­ლი პო­ე­ტი­სა და მთარ­გ­მ­ნე­ლის ხა­რი­ტონ ვარ­დოშ­ვი­ლის  აქამ­დე უც­ნო­ბი ფო­ტო. რა თქმა უნ­და, სა­ინ­ტე­რე­სოა თვი­თონ მა­ჩაბ­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­თა შთა­მო­მავ­ლებს ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია ჰქონ­დათ. აქ არის ილია მა­ჩაბ­ლის (ივა­ნე მა­ჩაბ­ლის ძმიშ­ვი­ლი) ფო­ტო­ე­ბი, რო­მე­ლიც 1937 წელს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი იყო და სწო­რედ ამ შე­ნო­ბი­დან, ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან აიყ­ვა­ნეს. ერ­თი სიტყ­ვით, ეროვ­ნულ­მა ბიბ­ლი­ო­თე­კამ ძა­ლი­ან მდი­და­რი კო­ლექ­ცია შე­ი­ძი­ნა. ეს ფო­ტო­ე­ბი ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი კო­ლექ­ციაა ბიბ­ლი­ო­თე­კის­თ­ვის. ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობთ ფო­ტო­ე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სია. იდენ­ტი­ფი­კა­ცია ხდე­ბა ახ­ლო­ბელ-ნა­თე­სა­ვე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის დახ­მა­რე­ბით. მა­ჩაბ­ლე­ბის არ­ქი­ვის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის­თ­ვის მოწ­ვე­უ­ლი გვყავს მა­ჩაბ­ლე­ბის ახ­ლო ნა­თე­სა­ვი და­ლი სა­ხო­კია, ასე­ვე გვეხ­მა­რე­ბა გე­ნე­ა­ლო­გი იური ჩი­ქო­ვა­ნი  და მი­სი მე­უღ­ლე ირა.
ბიბ­ლი­ო­თე­კის კა­რი ღიაა ყვე­ლა მცოდ­ნე პი­რის­თ­ვის, ვი­საც მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა სურს ფო­ტო­ე­ბის კვლე­ვა­ში. მო­მა­ვა­ლი კვლე­ვე­ბის­თ­ვი­საც სა­სურ­ვე­ლია, ვი­ცო­დეთ ყვე­ლა პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ფო­ტო­ზეა გა­მო­სა­ხუ­ლი. ქალ­ბა­ტონ­მა და­ლიმ შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა, რომ მი­სი სა­ო­ჯა­ხო არ­ქი­ვიც დას­კა­ნერ­დეს და ამ კო­ლექ­ცი­ას შე­უ­ერ­თ­დეს. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ, ვი­საც კი ივა­ნე მა­ჩაბ­ლი­სა და მა­ჩაბ­ლე­ბის შე­სა­ხებ რა­ი­მე ფო­ტო აქვს, ერ­თად გა­ვა­კე­თოთ სრუ­ლი ციფ­რუ­ლი კო­ლექ­ცია. დი­დი მად­ლო­ბა ქალ­ბა­ტონ მა­ი­ას, რომ მო­ი­პო­ვა და ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მოგ­ვი­ტა­ნა მა­ჩაბ­ლე­ბის ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი არ­ქი­ვი.“
თბი­ლის­ში, კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბობს სახ­ლი, რო­მელ­შიც ივა­ნე მა­ჩა­ბე­ლი ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ეს ის ის­ტო­რი­უ­ლი სახ­ლია, რომ­ლი­და­ნაც 1898 წლის 26 ივ­ნისს ივა­ნე მა­ჩა­ბე­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და და უგ­ზო­უკ­ვ­ლოდ და­ი­კარ­გა. ამ სახ­ლ­ზე დღეს მე­მო­რი­ა­ლუ­რი და­ფაც არ არის.
ივა­ნე მა­ჩაბ­ლის ამ­ბა­ვი კი­დევ მრა­ვალ აღ­მო­ჩე­ნას გვპირ­დე­ბა, მა­ნამ­დე კი სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა მა­ჩაბ­ლე­ბის უც­ნობ ფო­ტო­არ­ქივს გა­გაც­ნობთ.

11(925)N