გამოდის 1998 წლიდან
2017-05-04
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის „ჰაკა­თო­ნი“ დასრულდა

 

დას­რულ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პირ­ვე­ლი „ჰა­კა­თო­ნი“ — ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­ჯიბ­რი, რო­მელ­შიც 14 სა­ხელ­მ­წი­ფო პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. „ჰა­კა­თო­ნი“კარ­გი იდე­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის, თვით­გა­მო­ხატ­ვის, ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის შექ­მ­ნის სა­უ­კე­თე­სო ას­პა­რე­ზია.
შე­ჯიბ­რი ორ სა­ფე­ხურს მო­ი­ცავ­და: პირ­ველ ეტაპ­ზე, სტუ­დენ­ტე­ბი იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა­ზე (კრე­ა­თო­ნი) მუ­შა­ობ­დ­ნენ, მე­ო­რე ეტაპ­ზე გა­და­სუ­ლი სა­უ­კე­თე­სო იდე­ის მქო­ნე გუნ­დე­ბი კი, სამ­რეწ­ვე­ლო ინო­ვა­ცი­ე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის (ფabლab) ბა­ზა­ზე, თა­ვი­ან­თი იდე­ე­ბის პრო­ტო­ტი­პებს ქმნიდ­ნენ. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სამ­რეწ­ვე­ლო ინო­ვა­ცი­ე­ბის 22 ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან 14 პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ბა­ზა­ზე მოქ­მე­დებს. პრო­ექ­ტის  მი­ზა­ნი იყო კრე­ა­ტი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბა და სტარ­ტაპ კომ­პა­ნი­ე­ბის ფორ­მი­რე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ბა­ზა­ზე. მის ფარ­გ­ლებ­ში, მო­ნა­წი­ლე გუნ­დე­ბი სა­კუ­თარ სას­წავ­ლებ­ლებს  წარ­მო­ა­ჩენ­დ­ნენ და, ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, ცდი­ლობ­დ­ნენ საპ­რი­ზო ად­გი­ლე­ბი­სა და იმ ფუ­ლა­დი ჯილ­დო­ე­ბის მო­პო­ვე­ბას, რომ­ლე­ბიც კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­მა და­ა­წე­სეს.
23 აპ­რილს, დას­კ­ვ­ნით ეტაპ­ზე გა­და­სუ­ლი 9 გუნ­დი­დან, სა­უ­კე­თე­სო გა­მოვ­ლინ­და.  წარ­მოდ­გე­ნი­ლი იდე­ე­ბის პრო­ტო­ტი­პე­ბი­დან გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლად და­სა­ხელ­და: „სმარტ რუ­კა“ — გუნ­დი „Eternal“, კო­ლე­ჯი „სპექ­ტ­რი“; „მოწყო­ბი­ლო­ბა შშმ პი­რე­ბის­თ­ვის“ — გუნ­დი „პა­ნა­ცეა“, კო­ლე­ჯი „ოპი­ზა­რი“; „ღვი­ნის ბოთ­ლის ინო­ვა­ცი­უ­რი შე­ფუთ­ვა“ — გუნ­დი „თა­ი­გუ­ლი“, კო­ლე­ჯი „მერ­მი­სი“; „სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ე­ბის საშ­რო­ბი აპა­რა­ტი“ — გუნ­დი „ეკო“, კო­ლე­ჯი „ოპი­ზა­რი“; „იდეა — სამ­ზა­რე­უ­ლოს მი­ნი- სათ­ბუ­რი“ — გუნ­დი „Healthy“, კო­ლე­ჯი „ბლექ­სი“; „დაც­ვის სის­ტე­მა“ — გუნ­დი „Nano“, კო­ლე­ჯი „ბლექ­სი“.
„ჰა­კა­თო­ნი“ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ტარ­და. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია ამ პრო­ცეს­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბის მი­ერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის EUHACK-ისა და კერ­ძო სექ­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბა. კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­მა — დამ­საქ­მე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ, ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ, გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ენერ­გო-პრომ, თე­გე­ტა მო­ტორ­ს­მა და ბი­ლა­ინ­მა —  წარ­მა­ტე­ბუ­ლი გუნ­დე­ბის­თ­ვის ჯილ­დო­ე­ბი და­ა­წე­სეს.
ჟი­უ­რის წევ­რ­მა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­საქ­მე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტ­მა ელ­გუ­ჯა მე­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა: „გუნ­დე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას  ჩე­მი,  რო­გორც ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლის, მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი იყო ინო­ვა­ცი­უ­რო­ბა და პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში მა­ღა­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­საქ­მე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით წა­მოწყე­ბულ პრო­ექ­ტებ­ში, რა­თა მაქ­სი­მა­ლუ­რად აღ­მო­იფხ­ვ­რას შრო­მის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა მოთხოვ­ნა­დი კად­რე­ბის დე­ფი­ციტ­თან და­კავ­ში­რე­ბით.“
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის „ჰა­კა­თონ­ში“ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი „ჭკვი­ა­ნი და­ფა“ კო­ლე­ჯის „სპექ­ტ­რი“ სტუ­დენ­ტის, არ­ჩილ გო­ბე­ჯიშ­ვი­ლის გუნ­დ­მა შექ­მ­ნა. და­ფა სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იძ­ლე­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ზე, ის­ტო­რი­ა­ზე, ფლო­რა­სა და ფა­უ­ნა­ზე, გე­ოგ­რა­ფი­ა­ზე, ტუ­რის­ტულ მარ­შ­რუ­ტებ­სა და ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებ­ზე.
და­ფა სხვა­დას­ხ­ვა ძვირ­ფა­სი ხის ჯი­შე­ბის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი და და­ყო­ფი­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს 11 რე­გი­ო­ნად და 68 რა­ი­ო­ნად, ზუს­ტად ისე, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს რუ­კა­ზეა მო­ცე­მუ­ლი. და­ფას­თან ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია აპ­ლი­კა­ცი­ის დე­მო ვერ­სია, სა­დაც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია. „ჭკვი­ა­ნი და­ფა“ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს ხმო­ვან რე­ჟიმ­ში აწ­ვ­დის აპ­ლი­კა­ცი­ა­ში მოთხოვ­ნილ ნე­ბის­მი­ერ ინ­ფორ­მა­ცი­ას კონ­კ­რე­ტულ რა­ი­ონ­ზე.
„ვფიქ­რობთ, ჩვე­ნი პრო­ექ­ტი მა­ლე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ამა­ზე გა­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებთ, იმა­ვე პრინ­ცი­პით ვგეგ­მავთ, „ჭკვი­ან და­ფა­ზე“ გა­ვა­კე­თოთ რო­გორც მსოფ­ლიო კონ­ტი­ნენ­ტე­ბის რუ­კე­ბი, ასე­ვე მენ­დე­ლე­ე­ვის ტა­ბუ­ლა, ანა­ტო­მია, სა­ხა­ლი­სო მა­თე­მა­ტი­კა, იგა­ვე­ბი, ზღაპ­რე­ბი და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მე­ბი. მიგ­ვაჩ­ნია, რომ „ჭკვი­ა­ნი და­ფა“ მიმ­ზიდ­ვე­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის, ასე­ვე ოჯა­ხე­ბის­თ­ვის და ტუ­რის­ტუ­ლი ცენ­ტ­რე­ბის­თ­ვის“  — გა­ნაცხა­და არ­ჩილ გო­ბე­ჯიშ­ვილ­მა.
ნი­ნო ზამ­ბა­ხი­ძე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე: „ვფიქ­რობ, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის „ჰა­კა­თო­ნის“ ჩა­ტა­რე­ბა იმ მო­საზ­რე­ბი­თაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის ისე­თი ახალ­გაზ­რ­დე­ბიც გა­მოვ­ლინ­დ­ნენ, ვინც თა­ვი­ან­თი მო­მა­ვა­ლი და­უ­კავ­ში­რეს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, ინო­ვა­ცი­ებს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში. მათ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს. გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის, შვე­ი­ცა­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­სა და ჩვე­ნი, ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ერ­თობ­ლი­ვი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ისი­ნი ფუ­ლა­დი ჯილ­დო­თი და­ვა­სა­ჩუქ­რეთ, რომ თა­ვი­ან­თი მო­მა­ვა­ლი უფ­რო ოპ­ტი­მა­ლუ­რად და­გეგ­მონ და გახ­დ­ნენ ბიზ­ნეს ოპე­რა­ტო­რე­ბი. უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ ეს ახალ­გაზ­რ­დე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლი­დან არი­ან, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ დღეს ჩვენს დარგს, გარ­და იმი­სა, რომ გა­ა­ხალ­გაზ­რ­და­ვე­ბა სჭირ­დე­ბა, სჭირ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლად გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პრობ­ლე­მის გა­რე­შე და­საქ­მ­დე­ბი­ან. დღეს ისი­ნი, სწავ­ლას­თან ერ­თად, თა­ვი­ანთ ინო­ვა­ცი­ურ იდე­ებ­საც ავ­ლე­ნენ.“
სა­ინ­ტე­რე­სოა იმ ახალ­გაზ­რ­დე­ბის მო­ტი­ვა­ცია, რომ­ლებ­მაც თა­ვი­ან­თი მო­მა­ვა­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას,  შე­სა­ბა­მი­სად, აგ­რო­ი­ნო­ვა­ცი­ებს  და­უ­კავ­ში­რეს, გა­დაწყ­ვი­ტეს, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა დღეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.
მა­რი­ამ ცეცხ­ლა­ძე, პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯის „ბლექ­სი“ სტუ­დენ­ტი: „ჩვე­ნი იდეა იყო „მი­ნი-სათ­ბუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს­თ­ვის — ეკო­სამ­ზა­რე­უ­ლო“. იდეა გაგ­ვიჩ­ნ­და იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და, ზო­გა­დად, გლო­ბა­ლუ­რად დღეს, პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ეკო­ლო­გი­უ­რად ჯან­სა­ღი, შხამ-ქი­მი­კა­ტე­ბის გა­რე­შე მოყ­ვა­ნი­ლი მწვა­ნი­ლი. ამი­ტომ, ჩვენ დი­ა­სახ­ლი­სებს ვაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას,  ყო­ველ სე­ზონ­ზე, კერ­ძე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად, თა­ვი­ან­თი ხე­ლით მოყ­ვა­ნი­ლი მწვა­ნი­ლი გა­მო­ი­ყე­ნონ. წარ­მო­ვად­გი­ნეთ სათ­ბუ­რის მსგავ­სი რამ­დე­ნი­მე კონ­ს­ტ­რუქ­ცია, რო­მე­ლიც ფან­ჯ­რის რა­ფა­ზე  იდ­გ­მე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს, მთე­ლი წე­ლი, გვქონ­დეს მწვა­ნი­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში.
ჩვე­ნი ინო­ვა­ცია შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს რო­გორც დი­ა­სახ­ლის­მა, ისე მცი­რე სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­მაც, ასე­ვე მათ, ვინც სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი. იმე­დი გვაქვს, წარ­მა­ტე­ბე­ბი ექ­ნე­ბა ამ პრო­ექტს.“
გუნ­დი „Healthy“ ოთხი წევ­რის­გან შედ­გე­ბო­და. სა­მო­მავ­ლოდ, გა­ნა­ვი­თა­რე­ბენ თუ არა ეს ახალ­გაზ­რ­დე­ბი თა­ვი­ანთ გა­მო­გო­ნე­ბას და უკ­ვე, რო­გორც ბიზ­ნეს იდე­ას, წარ­მო­ად­გე­ნენ, ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს. დღეს ისი­ნი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი არი­ან, რომ მა­თი იდე­ის რე­ა­ლი­ზა­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დე­ბა. საგ­რან­ტო კომ­პო­ნენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მიკ­რო და მცი­რე მე­წარ­მე­ო­ბა­ში, ასე­ვე, ახალ­გაზ­რ­და ფერ­მე­რე­ბის­თ­ვის იგეგ­მე­ბა, ალ­ბათ და­ეხ­მა­რე­ბათ სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.
მა­რი­ამ ცეცხ­ლა­ძე, კო­ლე­ჯის პა­რა­ლე­ლუ­რად, ბა­თუ­მის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის აგ­რო­ნო­მი­ის ფა­კულ­ტე­ტის მე­ოთხე კურ­ს­ზე სწავ­ლობს. ამი­ტომ მი­აჩ­ნია, რომ  ერ­თ­გ­ვა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, თქვას სა­კუ­თა­რი სიტყ­ვა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში. სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში აპი­რებს, შემ­დეგ — დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში. „დღეს, ჩვენს სამ­შობ­ლოს ძა­ლი­ან აკ­ლია აგ­რა­რუ­ლი სფე­როს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ვფიქ­რობ, ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბი, რო­გორც ამ დარ­გის ერთ-ერ­თი ძლი­ე­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი.“ — აცხა­დებს მა­რი­ა­მი.
მე­ო­რე მა­რი­ა­მი — სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯის „ოპი­ზა­რი“ სტუ­დენ­ტი მა­რი­ამ ზედ­გი­ნი­ძე ახალ­ცი­ხი­და­ნაა. მი­სი გუნ­დი „ეკო“ სამ წევრს  აერ­თი­ა­ნებ­და, მა­თი ბიზ­ნეს იდეა იყო „სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ე­ბის საშ­რო­ბი აპა­რა­ტი“. „გვინ­დო­და შეგ­ვექ­მ­ნა მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის იოლად მო­სახ­მა­რი ხელ­საწყო, რო­მე­ლიც  იაფიც იქ­ნე­ბო­და და თან ისეთ პრო­დუქ­ცი­ას მი­ი­ღებ­დ­ნენ, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თ­ვის იოლი გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. დღეს დი­დია ინ­ტე­რე­სი სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ე­ბის მი­მართ რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში, ასე­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ამი­ტომ ვი­ფიქ­რეთ, არ იქ­ნე­ბო­და ური­გო პრაქ­ტი­კუ­ლი და ად­ვი­ლად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი და­ნად­გა­რის შექ­მ­ნა.
ჩვე­ნი აპა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა რო­გორც სახ­ლის პი­რო­ბებ­ში, ასე­ვე კერ­ძო აფ­თი­ა­ქებ­ში, კარ­გი იქ­ნე­ბა სას­წავ­ლო და­ნად­გა­რად იმ პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯებ­ში შე­ტა­ნა, სა­დაც  ის­წავ­ლე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ეს დარ­გი — სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ე­ბის და­მამ­ზა­დე­ბე­ლი. სტუ­დენ­ტებს პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი ჩა­უ­ტარ­დე­ბათ.“
მსოფ­ლი­ო­ში, რა თქმა უნ­და, მსგავ­სი აპა­რა­ტე­ბი არ­სე­ბობს, უფ­რო დი­დი მას­შ­ტა­ბის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­ა­ლო­ბის­თ­ვის კი ეს მარ­თ­ლა ინო­ვა­ციაა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ავ­ტო­რე­ბი შეძ­ლე­ბენ ამ აპა­რა­ტის სა­წარ­მოო ციკ­ლ­ში ჩაშ­ვე­ბას, უფ­რო და უფ­რო მე­ტი ადა­მი­ა­ნის და­ინ­ტე­რე­სე­ბას და ბიზ­ნეს ოპე­რა­ტო­რე­ბად მუ­შა­ო­ბას.
„პირ­ველ წარ­მა­ტე­ბას ჩვენ უკ­ვე მი­ვაღ­წი­ეთ, თუ მო­მა­ვალ­ში მოგ­ვე­ცე­მა იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ გან­ვა­ვი­თა­როთ და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გა­ვუ­წი­ოთ ამ და­ნად­გარს, ვფიქ­რობ ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო გახ­დე­ბა რო­გორც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, ასე­ვე სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­ში. ჩვე­ნი აპა­რა­ტი შე­იძ­ლე­ბა და­იხ­ვე­წოს, გრა­დუ­სებ­ში ცვლი­ლე­ბა შე­ვი­ტა­ნოთ და ჩა­ის ან კენ­კ­როვ­ნე­ბის გა­საშ­რო­ბა­დაც გა­მო­ვი­ყე­ნოთ.“  — ამ­ბობს მა­რი­ა­მი.
მარ­თ­ლაც ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მა იყო, მარ­კე­ტინ­გის კუთხით, გუნ­დის „თა­ი­გუ­ლი“ მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი „ღვი­ნის ბოთ­ლის ინო­ვა­ცი­უ­რი შე­ფუთ­ვა“, რო­მე­ლიც, ღვი­ნის ბოთ­ლ­თან ერ­თად, მომ­ხ­მა­რე­ბელს სა­ნე­ლებ­ლებ­საც სთა­ვა­ზობს.  ყუთ­ზე და­ტა­ნი­ლი შტრიხ-კო­დის დახ­მა­რე­ბით, შე­თა­ვა­ზე­ბულ პრო­დუქ­ტებ­ზე  სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა.
 „ჩვე­ნი იდეა უფ­რო მარ­კე­ტინ­გუ­ლი გათ­ვ­ლის იყო. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი ხა­რის­ხის ოჯა­ხუ­რი ღვი­ნოა, რო­მე­ლიც ვერ უწევს სათანადო კონ­კუ­რენ­ცი­ას დიდ სა­წარ­მო­ებს, — ამ­ბობს ბე­ქა და­თაშ­ვი­ლი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯის „მერ­მი­სი“ სტუ­დენ­ტი — „გვინ­დო­და, ოჯა­ხუ­რი მცი­რე ბიზ­ნე­სის ღვი­ნო ბა­ზარ­ზე უფ­რო მოთხოვ­ნა­დი გაგ­ვე­ხა­და. ვცდი­ლობთ, ამას ქარ­თუ­ლი სა­ნე­ლებ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით მი­ვაღ­წი­ოთ, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პა­ში არ არის, ამ­დე­ნად უფ­რო მოთხოვ­ნა­დი და სა­ინ­ტე­რე­სოა.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბი ჩვენს ღვი­ნოს თუ იყი­დი­ან, რო­მე­ლიც უნი­კა­ლუ­რი და ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია, ყუთ­ზე და­ტა­ნი­ლი კო­დის დახ­მა­რე­ბით, ტე­ლე­ფო­ნით ამ ლინკს შე­იყ­ვა­ნენ, ავ­ტო­მა­ტუ­რად, ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლი ჩა­ირ­თ­ვე­ბა, რო­მე­ლიც უჩ­ვე­ნებს, რო­გორ მზად­დე­ბა ამ ღვი­ნით ერთ-ერ­თი ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძი, რა თქმა უნ­და, ქარ­თუ­ლი სა­ნე­ლებ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით და ამ ღვი­ნოს­თან ერ­თად მი­ირ­თ­მე­ვა.
ვფიქ­რობთ იდე­ის შემ­დ­გომ დახ­ვე­წა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, უფ­რო მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ რა­ღა­ცებს მო­ვი­ფიქ­რებთ, სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს ჩავ­რ­თავთ, რომ ოჯა­ხუ­რი ღვი­ნო უფ­რო მოთხოვ­ნა­დი გახ­დეს ბა­ზარ­ზე.“
ნი­ნო ზამ­ბა­ხი­ძე: „ჩვენს ქვე­ყა­ნას ნამ­დ­ვი­ლად აქვს მო­მა­ვა­ლი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბი პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში სწავ­ლო­ბენ, ბიზ­ნეს ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბით არი­ან აღ­სავ­სე და ფიქ­რო­ბენ, რომ თა­ვი­ანთ მო­მა­ვალს, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას და­უ­კავ­ში­რე­ბენ და ამ კუთხით, ჩვენს ქვე­ყა­ნას გა­ნა­ვი­თა­რე­ბენ.“

მო­ამ­ზა­და ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­მა

25-28(942)N