გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2016-10-13
უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი — რო­გორ გავ­ხ­დეთ მიმ­ზიდ­ვე­ლი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის
ლა­ლი ჯე­ლა­ძე PMC კვლე­ვით­მა  ცენ­ტ­რ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვის პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ კვლე­ვის შე­დე­გე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია და სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა მო­აწყო.
კვლე­ვა ჵმC კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რის მი­ერ, „პო­ლი­ტი­კის კვლე­ვა მდგრა­დი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის“ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, კონ­რად ადე­ნა­უ­ე­რის ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით ჩა­ტარ­და და მის მი­ზანს სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის პო­ლი­ტი­კის და არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის ანა­ლი­ზი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვის­თ­ვის ძი­რი­თა­დი ხელ­შემ­წყო­ბი და შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბის ანა­ლი­ზი წარ­მო­ად­გენ­და.
„დღეს­დღე­ო­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლომ მი­აღ­წია გან­ვი­თა­რე­ბის იმ დო­ნეს, რო­დე­საც შე­უძ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბა­ზარს შეს­თა­ვა­ზოს პო­ტენ­ცი­უ­რად კონ­კუ­რენ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი და ამით გა­ზარ­დოს ქვეყ­ნის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი“ —  გა­ნაცხა­და ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა და ჵმC კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რი­სა და კონ­რად ადე­ნა­უ­ე­რის ფონ­დის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის მკვლე­ვარ­მა ანა ჟვა­ნი­ამ.
ვრცლად>>>
2016-10-13
ძვე­ლი კო­ლე­ჯის ახა­ლი სი­ცოცხ­ლე დღე­ვან­დე­ლო­ბა და პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი, 27 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, დრო­უ­ლად და­იწყო. ამას წინ უძღო­და, რიგ სკო­ლებ­ში, სა­კუ­თა­რი ფი­ნან­სე­ბით­ვე დაწყე­ბუ­ლი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­საზღ­ვ­რულ ვა­დებ­ში დას­რუ­ლე­ბის­თ­ვის გა­მოწ­ვე­უ­ლი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა. მხო­ლოდ ძეგ­ვის სკო­ლა იყო გა­­მო­ნაკ­ლი­სი, სა­დაც სას­წავ­ლო წე­ლი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 26 სექ­ტემ­ბერს და­იწყო, მაგ­რამ სა­ნაც­ვ­ლოდ სო­ფელს (და არა მხო­ლოდ სო­ფელს) შე­ე­მა­ტა თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი, მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის სკო­ლა, რომ­ლის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მილენიუმის პროგრამის ფარგლებში გან­ხორ­ციე­ლ­და (მასშტაბური სამუშაოები შეასრულა წინა წლებში იმ­ა­ვე პრო­ექტმა ქსა­ნი­სა და ერე­დას სკო­ლებ­ში),
ვრცლად>>>
2016-10-12
დღეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, საკ­ლა­სო ოთა­ხის გარ­და, არ­სად ჩანს
რუბ­რი­კა წარ­მო­გიდ­გენთ სა­მუ­სი­კო სე­მი­ნა­რი­ას­თან არ­სე­ბუ­ლი კერ­ძო სკო­ლის „ჩვე­ნი სკო­ლა“  ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელს და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის, გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ასო­ცი­რე­ბულ პრო­ფე­სორს — ზა­ქა­რია ქი­ტი­აშ­ვილს.
ის, სტუ­დენ­ტო­ბი­დან დღემ­დე, სკო­ლის დაწყე­ბით კლასს ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას ას­წავ­ლის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 19 წლი­დან მას­წავ­ლე­ბე­ლია, პე­და­გო­გო­ბა მის­თ­ვის არა­სო­დეს ყო­ფი­ლა თვით­მი­ზა­ნი, ამ­ბობს, იმ­დე­ნად მოს­წონს ამ საქ­მის კე­თე­ბა, რომ სკო­ლის და­ტო­ვე­ბა ვერ შეძ­ლო, მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გაგ­რ­ძელ­და. მას­თან ინ­ტერ­ვიუ სა­უ­კე­თე­სოდ წარ­მო­ა­ჩენს თა­ნა­მედ­რო­ვე ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც იმი­თაც გა­მორ­ჩე­უ­ლია, რომ დაწყე­ბით კლას­ში მა­მა­კა­ცი მას­წავ­ლე­ბე­ლი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თით­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლე­ლია. რო­გორ აღ­მო­ჩ­ნ­და სკო­ლა­ში
ჩემ­თ­ვის პე­და­გო­გო­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ ყო­ფი­ლა თვით­მი­ზა­ნი. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი და წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენ­ტად ვით­ვ­ლე­ბო­დი. ერთ-ერ­თი გერ­მა­ნუ­ლი სკო­ლი­დან დე­კანს და­უ­რე­კეს და სთხო­ვეს, შე­ერ­ჩია სტუ­დენ­ტი და გა­ეგ­ზავ­ნა მათ­თ­ვის, რო­მე­ლიც ერთ-ერთ მას­წავ­ლე­ბელს (იგი დეკ­რე­ტულ შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დი­ო­და) ჩა­ა­ნაც­ვ­ლებ­და. დე­კა­ნის მო­ად­გი­ლემ მე შე­მომ­თა­ვა­ზა და ასე აღ­მოვ­ჩ­ნ­დი, ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რ­და, სკო­ლა­ში დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლად. ვერ გეტყ­ვით, რომ ბავ­შ­ვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი სა­მას­წავ­ლებ­ლო­ში ჟურ­ნა­ლით ხელ­ში დგო­მას, მაგ­რამ, და­ახ­ლო­ე­ბით, ორ-სამ გაკ­ვე­თილ­ში მივ­ხ­ვ­დი, ეს ის არის, რაც მე მინ­და რომ ვა­კე­თო.
ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს — 19 წლის სტუ­დენ­ტი შე­მიშ­ვეს მე­სა­მეკ­ლა­სე­ლებ­თან. ორი-სა­მი გაკ­ვე­თი­ლი დამ­ჭირ­და, რომ მა­თი ასა­კის შე­სა­ბა­მი­სი ლექ­სი­კით მე­სა­უბ­რა. ნელ-ნე­ლა ყვე­ლა­ფე­რი გა­ვარ­კ­ვიე და მივ­ხ­ვ­დი, რომ ძა­ლი­ან მომ­წონ­და ამ საქ­მის კე­თე­ბა. ალ­ბათ, მა­ინც ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს იმ ნა­პერ­წ­კალს, რა­საც მას­წავ­ლებ­ლო­ბა გაძ­ლევს. და ამის შემ­დეგ, 2004 წლი­დან დღემ­დე, უწყ­ვეტ რე­ჟიმ­ში, ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას ვას­წავ­ლი რო­გორც დაწყე­ბით, ისე სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე.
ვრცლად>>>
2016-10-06
სკო­ლამ ბავშვს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა უნ­და გა­უღ­ვი­ძოს

განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებსა და
დაგეგმილ სიახლეებზე საუბრობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვა
— თუ­კი პე­და­გო­გებს, რომ­ლე­ბიც ვერ ჩა­ა­ბა­რე­ბენ გა­მოც­დებს და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად გვე­ცო­დი­ნე­ბა, რომ მათ კვა­ლი­ფი­კა­ცი­უ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბის ზღვა­რი ვერ გა­და­ლა­ხეს, სკო­ლის და­ტო­ვე­ბის საფ­რ­თხე არ ემუქ­რე­ბათ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა მშობ­ლე­ბის რე­აქ­ცია, რო­დე­საც გა­ი­გე­ბენ, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა ვერ ჩა­ა­ბა­რა გა­მოც­და და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ აქვს სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცია, მა­ინც ას­წავ­ლის?
ვრცლად>>>
2016-10-06
ზო­გა­დი უნა­რე­ბი სამ­ყა­როს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც გვეხ­მა­რე­ბა
გვესაუბრება შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ზო­გა­დი უნა­რე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი
სო­ფო დო­ლი­ძე

ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დის შე­დე­გე­ბი
2016 წლის გა­მოც­დე­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ პირ­ვე­ლად შევ­თა­ვა­ზეთ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ნა­ხევ­რად ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სა­გა­მოც­დო ფორ­მა­ტი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობ­და ტეს­ტის მი­წო­დე­ბას კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რან­ზე. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, კი­დევ სხვა ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დ­გათ სა­მო­მავ­ლოდ და სრუ­ლად ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ზე ვი­ფიქ­როთ, რო­მე­ლიც ტეს­ტის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.
ვფიქ­რობ, წელს გა­მოც­დამ
ვრცლად>>>
2016-09-29
თსუ რექ­ტო­რის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ
 26 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ კორ­პუს­თან დი­ლი­დან სტუ­დენ­ტ­თა სიმ­რავ­ლე იყო, საკ­მა­ოდ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი იყო მი­ნის­ტ­რ­თა კა­ბი­ნე­ტიც, აქ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ: გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რი, ფი­ნან­ს­თა მი­ნის­ტ­რი, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტ­რი. ისი­ნი მო­ვიდ­ნენ, რომ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის სწავ­ლის დაწყე­ბა მი­ე­ლო­ცათ, თუმ­ცა, და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ვერ შედ­გა — პირ­ვე­ლი­ვე გა­მომ­ს­ვ­ლელს სტუ­დენ­ტებ­მა სიტყ­ვა შე­აწყ­ვე­ტი­ნეს  ხმა­უ­რი­ა­ნი შე­ძა­ხი­ლე­ბით: „ჩვენ არ ვართ ამ პო­ლი­ტი­კუ­რი სპექ­ტ­რის ნა­წი­ლი!“, „ავ­ტო­ნო­მია უნი­ვერ­სი­ტეტს!“, „ვითხოვთ პირ­და­პირ სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბას“, „გრძელ­დე­ბა კლა­ნუ­რი მმარ­თ­ვე­ლო­ბა და ან­ტი­სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ცე­სე­ბი“. „აუდი­ტო­რია115“-ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ი­კა­ვეს ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის მი­ერ და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი ად­გი­ლი. მათ თა­ვი­ან­თი მოთხოვ­ნე­ბი გა­აც­ნეს სტუ­დენ­ტებს, ძი­რი­თა­დად, იგი­ვე, რაც გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­დათ: უნი­ვერ­სი­ტე­ტის რე­ფორ­მი­რე­ბა, რე­ა­ლუ­რი ავ­ტო­ნო­მია, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი და ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა, სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის სრუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზე­ბა, გა­რე რე­ფე­რი­რე­ბის პრო­ცე­სის და­ნერ­გ­ვა. სექ­ტემ­ბერ­ში ამ ძი­რი­თად მოთხოვ­ნებს ის უნ­დობ­ლო­ბაც და­ე­მა­ტა, რო­მელ­საც სტუ­დენ­ტ­თა ნა­წი­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახალ რექ­ტორს, გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძეს უცხა­დებს, რად­გან ის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლეა და სტუ­დენ­ტებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ მი­სი რექ­ტო­რად არ­ჩე­ვით უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის სა­კითხი სა­ბო­ლო­ოდ და­ი­ხუ­რა, უნი­ვერ­სი­ტე­ტი ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბას ვე­ღარ მი­ი­ღებს. და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვიდ­რე „აუდი­ტო­რია 115“-ის წევ­რე­ბი თა­ვი­ანთ მოთხოვ­ნებს აც­ნობ­დ­ნენ დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას, უკა­ნა ფლან­გ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მი­ნის­ტ­რ­თა კა­ბი­ნე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და  ამ გა­მოს­ვ­ლებს ის­მენ­დ­ნენ.
უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე აცხა­დებს, რომ სტუ­დენ­ტ­თა ძი­რი­თად მოთხოვ­ნებს ეთან­ხ­მე­ბა, გარ­და იმ ნა­წი­ლი­სა, რო­მე­ლიც მის­თ­ვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მოცხა­დე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. მი­აჩ­ნია, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და მო­ი­პო­ვოს ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა: „რაც შე­ე­ხე­ბა „აუდი­ტო­რია 115“-ის ნა­წი­ლის გა­მოს­ვ­ლას, ხე­დავთ რა ფორ­მით მიმ­დი­ნა­რე­ობს. არა მგო­ნია ლა­მა­ზი ფორ­მა იყოს, თუმ­ცა, ეს გე­მოვ­ნე­ბის სა­კითხია. გა­სა­გე­ბია, რომ რეკ­რუ­ტი­რე­ბაა სა­ჭი­რო, ალ­ბათ „აუდი­ტო­რია 115“-ში მე­ტი სტუ­დენ­ტის მო­ზიდ­ვა სურთ და ასე იმი­ტომ იქ­ცე­ვი­ან, მე­ტი ყუ­რადღე­ბა რომ მი­იქ­ცი­ონ. ესეც გა­სა­გე­ბია, ეს მა­თი ინ­ტე­რე­სია. ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სიც ზუს­ტად ის არის, რა­საც ისი­ნი ახ­ლა გაჰ­ყ­ვი­რი­ან. ჩე­მი თვალ­საზ­რი­სით, „აუდი­ტო­რია 115“ არა­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი „ენ­ჯეოა“, იმი­ტომ რომ, ძა­ლი­ან ბევ­რი წევ­რი არას­ტუ­დენ­ტია, თან ძა­ლი­ან მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გრა­დუ­სია შე­მო­ტა­ნი­ლი“.
ვრცლად>>>
2016-09-29
სა­ხეც­ვ­ლი­ლი თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი — 120 პუნ­ქ­ტი­დან 10 შე­ფა­სე­ბის სფე­რომ­დე
სულ მა­ლე მას­წავ­ლებ­ლებს გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი და სა­ხე­შეც­ვ­ლი­ლი თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა მო­უ­წევთ. რა სა­ხის სტრუქ­ტუ­რუ­ლი და ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და კითხ­ვარ­ში და რის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და მი­სი გა­მარ­ტი­ვე­ბა, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ირი­ნა სამ­სო­ნია — გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი მღელ­ვა­რე­ბით და­იწყო, 120-პუნ­ქ­ტი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტის შევ­სე­ბამ პე­და­გო­გე­ბი და­აბ­ნია და პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ გა­ი­წე­ლა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, კითხ­ვარ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ თვით­შე­ფა­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტი წელ­საც რჩე­ბა, მაგ­რამ, პირ­ველ რიგ­ში, სა­ინ­ტე­რე­სოა, რის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და ცვლი­ლე­ბე­ბი?  
— თვით­შე­ფა­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტი ბუ­ნებ­რი­ვია რჩე­ბა, რად­გან პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი, ცხა­დია, თვით­შე­ფა­სე­ბის გა­რე­შე სრულ­ყო­ფი­ლი ვერ იქ­ნე­ბა. 
ვრცლად>>>
2016-09-29
ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბი — რო­გორ გავ­ზარ­დოთ ჩარ­თუ­ლო­ბა და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი
ლალი ჯელაძე სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს (British Council) ორ­გა­ნი­ზე­ბით, ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ მიმ­დი­ნა­რე საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ან­გა­რი­ში წარ­მო­ად­გი­ნა, სა­დაც კი­დევ ერ­თხელ გა­ეს­ვა ხა­ზი, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის პრაქ­ტი­კა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და სკო­ლებ­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას.
შეზღუ­დუ­ლი შეს­აძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, მთელ მსოფ­ლი­ო­ში, დღემ­დე ჯერ კი­დევ რის­კის ქვეშ მყოფ ჯგუფს წარ­მო­ად­გე­ნენ, ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა გა­რიყ­ვის მსხვერ­პ­ლ­ნი გახ­დ­ნენ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თუ სხვა სის­ტე­მე­ბი­დან. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ქვეყ­ნე­ბი მა­ინც გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნე­თის­გან იმით,
ვრცლად>>>
2016-09-22
რო­გორ დავ­ძ­ლი­ოთ არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ტო­ტა­ლუ­რი რე­პე­ტი­ტო­რო­ბის ფონ­ზე
  ჩაჭ­რილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 25 ათას მას­წავ­ლე­ბელს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცია, და­ახ­ლო­ე­ბით ორი ამ­დე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი კი ამას, ჯერ­ჯე­რო­ბით, ვერ ახერ­ხებს. მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის მი­ხედ­ვით, პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის სა­მი წე­ლი დარ­ჩა საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­სა­ბა­რებ­ლად, სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში მათ სკო­ლა ავ­ტო­მა­ტუ­რად ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას უწყ­ვეტს. ეს ჩა­ნა­წე­რი, რო­გორც მი­ნის­ტ­რ­მა ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მო­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხა­და, მუ­ქა­რის შემ­ც­ვე­ლია და, და­ახ­ლო­ე­ბით, ერთ თვე­ში სქე­მი­დან გაქ­რე­ბა, მას­წავ­ლებ­ლებს კი, გა­მოც­დის ვერ­ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლა არ­სად არ გა­უშ­ვებს. გარ­და ამი­სა, სქე­მა­ში სხ­ვა ცვლი­ლე­ბე­ბიც იგეგ­მე­ბა. უც­ვ­ლე­ლი რჩე­ბა რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ, გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბის შემ­დეგ, გვახ­სე­ნებს ხოლ­მე თავს და ყვე­ლა­ზე მეტ აღ­შ­ფო­თე­ბას თა­ვად პე­და­გო­გებ­ში იწ­ვევს. ნუ წაგ­ვარ­თ­მევთ ღირ­სე­ბას! — ეს ერთ-ერ­თი პე­და­გო­გის სიტყ­ვე­ბია, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ისე­ვე ასა­ხავს გა­მოც­დის ჩაჭ­რით გა­ნაწყე­ნე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბის გან­წყო­ბას, რო­გორ გა­მოც­დის შე­დე­გე­ბის სტა­ტის­ტი­კა — რე­ა­ლო­ბას!
„axali ganaTleba“-ს დღე­ვან­დე­ლი სტუ­მა­რი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის, და­გეგ­მ­ვი­სა და მარ­თ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ს­ტი­ტუ­ტის აღმასრულებელი დირექტორი რე­ვაზ აფხა­ზა­ვა  სწო­რედ ამ პრობ­ლე­მებ­ზე და მა­თი დაძ­ლე­ვის გზებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა. — ზაფხულ­ში, მას­წავ­ლე­ბელ­თა საგ­ნის გა­მოც­
ვრცლად>>>
2016-09-22
თსუ რექტორის არჩევნების მოლოდინში
   23 სექ­ტემ­ბერს თბილისის სახელმწიფო უნი­ვერ­სი­ტეტს ახა­ლი რექ­ტო­რი ეყო­ლე­ბა. სტუ­დენ­ტებ­ში კი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გან­წყო­ბა ნელ-ნე­ლა პრო­ტეს­ტ­ში გა­და­ი­ზარ­და, გიორგი შარ­ვა­ში­ძის კან­დი­და­ტად და­რე­გის­ტ­რი­რე­ბამ „აუდი­ტო­რია 115-ის“ წევ­რე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. კან­დი­და­ტით არც სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის წევ­რე­ბი არი­ან კმა­ყო­ფი­ლი, რად­გან ერ­თ­ნიც და მე­ო­რე­ნიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ამით უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­ნომი­ას სე­რი­ო­ზუ­ლი საფ­რ­თხე ემუქ­რე­ბა. მი­ნის­ტ­რის ყო­ფი­ლი მოად­გი­ლი­სად­მი პრო­ტესტს სტუ­დენ­ტებ­ში, პირ­ველ რიგ­ში, უნ­დობ­ლო­ბა იწ­ვევს. რო­გორც „აუდი­ტო­რია 115“-ის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ შარ­ვა­ში­ძის კან­დი­და­ტუ­რას ლო­ბი­რე­ბას სამ­თავ­რო­ბო პარ­ტი­ა­ში უწე­ვენ.
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53]
35(789)N