გამოდის 1998 წლიდან
2017-05-18
ბა­რი­ე­რე­ბი „უბა­რი­ე­რო“ პრო­ფე­სი­ა­ში

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე უმ­თავ­რე­სი გავ­ლე­ნა მას­წავ­ლებ­ლებს აქვთ, მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე კი — გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კას“ — წლე­ბია ამ პრობ­ლე­მის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს სის­ტე­მა, მაგ­რამ არც თუ ეფექ­ტუ­რად. სკო­ლებ­ში ისევ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტია და ჯერ კი­დევ ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი იღ­ვ­წის, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს და­უ­დას­ტუ­როს კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი რო­გორც საგ­ნობ­რივ, ისე პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში — მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ახა­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით, გა­მოც­და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბით შე­იც­ვა­ლა და ბა­რი­ე­რიც აღარ არ­სე­ბობს. წელს 27 400-მდე ადა­მი­ა­ნი და­რე­გის­ტ­რირ­და, მათ­გან ნა­წი­ლი მოქ­მე­დი მას­წავ­ლე­ბე­ლია და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა სურს, ნა­წი­ლი კი — პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის მსურ­ვე­ლი.
რა­ტომ ვერ ვი­თარ­დე­ბა სკო­ლა და რა უშ­ლის ხელს მა­სწავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ ზრდას? რე­ა­ლუ­რად რა ქმნის ბა­რი­ერს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პე­და­გო­გის­თ­ვის — და­წე­სე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბი თუ მას­წავ­ლებ­ლის პო­ლი­ტი­კა? — ამ თე­მებ­ზე დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი: გა­ნათ­ლე­ბის დოქ­ტო­რი სი­მონ ჯა­ნა­შია და სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტი თა­მარ მო­სი­აშ­ვი­ლი სა­უბ­რო­ბენ:

რა აფერ­ხებს ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას სკო­ლებ­ში?
სი­მონ ჯა­ნა­შია:
სწავ­ლის ხა­რის­ხი რომ გა­უმ­ჯო­ბეს­დეს, სკო­ლე­ბი გან­ვი­თა­რე­ბა­დი უნ­და იყოს. სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას კი ორი რამ სჭირ­დე­ბა — ხელ­შეწყო­ბა და რე­სურ­სე­ბი. ხელ­შეწყო­ბა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბით ან იმით, რომ და­ი­ნა­ხონ სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რაც მათ გარ­შე­მო არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­აწყონ სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი სხვა­ნა­ი­რად ან რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნონ რე­სურ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­ვე აქვთ და ა.შ. რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი კი, რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლებ ბა­რი­ერს უნ­და უქ­მ­ნი­დეთ. თუ სის­ტე­მა გან­ვი­თა­რე­ბა­დი არ იქ­ნა, სწავ­ლის ხა­რის­ხი ვერ აიწევს, არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა კი არა გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, არა­მედ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი — შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს არ­სე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სას­წავ­ლო გეგ­მა, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი. მა­ნამ ასე­თი სის­ტე­მა იქ­ნე­ბა, სკო­ლა ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა. დღე­ვან­დელ სის­ტე­მა­ში გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბი პირ­და­პირ ამ­ბო­ბენ, რომ კარგ სკო­ლას თა­ვი­სუფ­ლე­ბას იმი­ტომ ვერ მივ­ცემთ, რომ ცუ­დი სკო­ლე­ბი ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ცუ­დად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს კარ­გი სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბას აფერ­ხებს, ან თუ შე­ეც­დე­ბა გან­ვი­თარ­დეს, სა­ხელ­მ­წი­ფოს უმა­ლავს, მა­გა­ლი­თად, და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, რად­გან შე­იძ­ლე­ბა ამის­თ­ვის და­ი­სა­ჯოს კი­დეც. თუ სკო­ლა­ში ცნო­ბილ მწე­რალს მი­იწ­ვევ იმის­თ­ვის, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რა ას­წავ­ლოს, შე­იძ­ლე­ბა დაგ­სა­ჯონ.

თა­მარ მო­სი­აშ­ვი­ლი:
90-იანი წლე­ბის საკ­მა­ოდ მძი­მე წარ­სულ­მა, რო­ცა მთლი­ა­ნად ჩა­მოშ­ლი­ლი იყო სას­წავ­ლო პრო­ცე­სი რო­გორც სკო­ლებ­ში, ისე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, ცუ­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია დღე­ვან­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე. მოქ­მე­დი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დიდ ნა­წილს სწო­რედ ამ წლებ­ში აქვს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. მა­შინ ძა­ლი­ან დი­დი კო­რუფ­ცია იყო და, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იქ, სა­დაც კო­რუფ­ციაა, ხა­რის­ხ­ზე სა­უ­ბა­რიც კი ზედ­მე­ტია. ვი­საც სკო­ლა­ში უმუ­შა­ვია, ალ­ბათ და­მე­თან­ხ­მე­ბა, რომ სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მას­წავ­ლე­ბელ­ზე, მის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე. ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სკო­ლის მარ­თ­ვაც. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წი­ლი ვერ ახერ­ხებს საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბას, ეს რე­ა­ლო­ბაა, რო­მელ­საც თვა­ლი უნ­და გა­ვუს­წო­როთ. ცხა­დია, სკო­ლებ­ში მუ­შა­ო­ბენ მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ისი­ნი არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ რე­სურ­სებს ქმნი­ან, ცვლი­ან სკო­ლის კულ­ტუ­რას, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ კო­ლე­გებ­თან, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში,  არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ას­წავ­ლი­ან მო­მა­ვალ თა­ო­ბას.
რო­ცა მას­წავ­ლე­ბელს შე­სა­ბა­მი­სი საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია (საგ­ნის ცოდ­ნა) არ აქვს, მის მოს­წავ­ლე­ებს ვერ ექ­ნე­ბათ კარ­გი შე­დე­გე­ბი.  ასე­თი მას­წავ­ლებ­ლის მოს­წავ­ლე­ე­ებს კარ­გი შე­დე­გე­ბი მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში ექ­ნე­ბათ, თუ ისი­ნი და­მა­ტე­ბით სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბას მი­ი­ღე­ბენ — რე­პე­ტი­ტო­რებ­თან მო­ემ­ზა­დე­ბი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, კვა­ლი­ფი­ცი­ურ მას­წავ­ლებ­ლებს (ბევრ სხვა ფაქ­ტორ­თან ერ­თად)  შე­უძ­ლი­ათ  სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.
სა­ყუ­რადღე­ბოა ისიც, რომ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს ქმნის სა­ხელ­მ­წი­ფო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. მათ­გან ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანს გა­მოვ­ყოფ. სკო­ლებს, სამ­წუ­ხა­როდ, არ აქვთ უფ­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად მარ­თონ ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი. მე არ ვიც­ნობ რე­გუ­ლა­ცი­ას, სა­დაც ნათ­ლა­დაა აღ­წე­რი­ლი რო­გორ უნ­და და­იწყოს მუ­შა­ო­ბა კვა­ლი­ფი­ცი­ურ­მა და მო­ტი­ვი­რე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა სკო­ლა­ში.  მა­გა­ლი­თად, თუ დი­რექ­ტორ­მა გა­დაწყ­ვი­ტა ქი­მი­ის მას­წავ­ლებ­ლის (რო­მელ­მაც ვერ და­ა­დას­ტუ­რა საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია, ვერ გა­და­ლა­ხა სა­გა­მოც­დო ბა­რი­ე­რი) ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა უფ­რო კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რით (რო­მელ­საც ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს გა­მოც­და და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი), მერ­წ­მუ­ნეთ, ამას სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ვერ შეძ­ლებს. თუ გა­ბე­და, ამ ქმე­დე­ბას არა­სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი მოჰ­ყ­ვე­ბა, მი­ნი­მუმ, სა­სა­მარ­თ­ლო­ში პრო­ცესს წა­ა­გებს.
რო­დე­საც ახა­ლი კად­რის სკო­ლა­ში შეს­ვ­ლის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, ოპო­ნენ­ტებს აქვთ არ­გუ­მენ­ტე­ბი. ისი­ნი და­ჟი­ნე­ბით გვვიმ­ტ­კი­ცე­ბენ, რომ სა­გა­მოც­დო ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა არ ნიშ­ნავს მას­წავ­ლებ­ლის მა­ღალ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას. ოპო­ნენ­ტებს ვე­თან­ხ­მე­ბი, ცხა­დია, არ ნიშ­ნავს, თუმ­ცა საგ­ნის ცოდ­ნის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბობ­დეს კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ამას­თა­ნა­ვე, მუდ­მი­ვად იმის მტკი­ცე­ბა, რომ საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია არ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, კი­დევ უფ­რო უფე­რულს ხდის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას, ამ გზავ­ნი­ლით მო­მა­ვალ თა­ო­ბას ვე­უბ­ნე­ბით, მას­წავ­ლებ­ლო­ბა თუ გინ­და, ბევ­რის ცოდ­ნა სა­ჭი­რო არ არის. არა­და, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია იმი­თაა სა­ინ­ტე­რე­სო, რომ ადა­მი­ანს რთავს უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, უბიძ­გებს გა­ი­აზ­როს სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კა, მო­ი­პო­ვოს მა­ღა­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტი სკო­ლა­სა და თემ­ში.
ოპო­ნენ­ტე­ბი ასე­ვე გვიმ­ტ­კი­ცე­ბენ, რომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რის სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის შრო­მი­თი უფ­ლე­ბა და­არ­ღ­ვი­ოს. ამ­გ­ვა­რი მო­საზ­რე­ბა თავ­და­ყი­რა აყე­ნებს სკო­ლის შექ­მ­ნის უმ­თავ­რეს მი­ზანს. სკო­ლე­ბი, დე­და­მი­წის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, შექ­მ­ნი­ლია იმის­თ­ვის, რომ იქ ბავ­შ­ვებ­მა ის­წავ­ლონ. სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იმი­ტომ აფი­ნან­სე­ბენ სკო­ლებს, რომ გა­აზ­რე­ბუ­ლი აქვთ ის მიზ­ნე­ბი, რა­საც ეპო­ქა უყე­ნებს ქვეყ­ნებს. მას­წავ­ლებ­ლის, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა და­საქ­მე­ბუ­ლის შრო­მის უფ­ლე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, და­ცუ­ლი უნ­და იყოს, მაგ­რამ არა ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბის დარ­ღ­ვე­ვის ხარ­ჯ­ზე. ბავშვს კი აქვს უფ­ლე­ბა მი­ი­ღოს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბა, მას აქვს უფ­ლე­ბა, რომ ას­წავ­ლი­დეს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი.
რო­დე­საც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის სკო­ლა­ში შეს­ვ­ლის თა­ო­ბა­ზე ამ­გ­ვარ მო­საზ­რე­ბებს ვის­მენ სა­ხელ­მ­წი­ფო მო­ხე­ლის­გან, ვფიქ­რობ, მი­სი ში­ში უკავ­შირ­დე­ბა ცვლი­ლე­ბის პრო­ცეს­ში გა­ნაწყე­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას. თით­ქ­მის ყო­ველ წელს არ­ჩევ­ნე­ბია და თით­ქ­მის ყო­ველ წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თავს იკა­ვებს, მწვა­ნე შუ­ქი აუნ­თოს კვა­ლი­ფი­ცი­ურ და მო­ტი­ვი­რე­ბულ კადრს სკო­ლა­ში. ხე­ლი­სუ­ფალს არ აწყობს გა­ნაწყე­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.
და­ნარ­ჩენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, დარ­დი უსამ­სა­ხუ­როდ დარ­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ამა­ზე ხმა­მაღ­ლა ემო­ცი­უ­რად სა­უ­ბა­რი, ჩემ­თ­ვის არაფ­რის მთქმე­ლი გულ­ჩ­ვი­ლი სენ­ტი­მენ­ტე­ბია. ჩვენ ბევ­რი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვჭირ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას მის­ცე­მენ ბავ­შ­ვებს. რო­გორ­მე უნ­და გა­ვი­აზ­როთ, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის პრო­ფე­სიაა. რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მოთხოვ­ნა გახ­დე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მხო­ლოდ შემ­დეგ მი­ი­ღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბიც შეძ­ლე­ბენ სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბას. მაგ­რამ დღეს ვერ ვხე­დავ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მშობ­ლებს, სას­კო­ლო თემს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლის მა­ღა­ლი მოთხოვ­ნა ჰქონ­დეთ.
ოჯა­ხე­ბი პრობ­ლე­მას ამ­გ­ვა­რად ჭრი­ან: შვი­ლე­ბი მიჰ­ყავთ რე­პე­ტი­ტორ­თან, სა­ჯა­რო სკო­ლი­დან გა­დაჰ­ყავთ კერ­ძო სკო­ლა­ში. მაგ­რამ რა ქნას იმ ოჯახ­მა ვი­საც არ აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, რამ­დე­ნი­მე ათა­სი ლა­რი და­ხარ­ჯოს შვი­ლის გა­ნათ­ლე­ბა­ში?

რამ­დე­ნად უზ­რუნ­ველ­ყოფს სქე­მა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ ზრდას?
სი­მონ ჯა­ნა­შია: ასეთ პო­ლი­ტი­კის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტ­ში სხვა­დას­ხ­ვა ჯგუფს სხვა­დას­ხ­ვა რამ აინ­ტე­რე­სებს ხოლ­მე, მა­გა­ლი­თად, ნა­წილს — ისე­თი სის­ტე­მის შე­მუ­შა­ვე­ბა, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ვერ მი­ი­ღებს ფი­ნან­სურ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და ბევრ მას­წავ­ლე­ბელს სწრა­ფად არ მო­ე­მა­ტე­ბა ხელ­ფა­სი. ამის­თ­ვის უნ­და შე­იქ­მ­ნას ისე­თი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მცი­რე ნა­წილს მო­უ­მა­ტებს ხელ­ფასს და ეს სქე­მაც ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ფაქ­ტია, ისეა გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ 20 პრო­ცენ­ტ­ზე მე­ტი მე­ო­რე სა­ფე­ხურ­ზე ვერ გა­და­ვი­დეს, უფ­რო ზე­ვით — მე­სა­მე სა­ფე­ხურ­ზე, მას­წავ­ლებ­ლე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, ერ­თი პრო­ცენ­ტია. პრინ­ციპ­ში, სქე­მა ამ მიზ­ნის­თ­ვი­საც კი ცუ­და­დაა და­გეგ­მი­ლი. რაც უფ­რო ზე­ვით გა­და­დი­ხარ, მით უფ­რო მე­ტად ეკის­რე­ბა სკო­ლას გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, ეს კი გა­მო­იწ­ვევს იმას, რომ რა­ღაც მო­მენ­ტ­ში, უცებ, შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­და­ვი­დეს მე­სა­მე და მე­ოთხე სა­ფე­ხურ­ზე.
სქე­მის მე­ო­რე პრობ­ლე­მაა ის, რომ კრი­ტე­რი­უ­მე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია ფი­ნან­სუ­რი და­გეგ­მ­ვა. თუ არ იცი, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი უნ­და გა­და­ვი­დეს ერ­თი სა­ფე­ხუ­რი­დან მე­ო­რე­ზე, ბუ­ნებ­რი­ვია, ფი­ნან­სებს ვერ და­გეგ­მავ. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი, პი­რი­ქით ხდე­ბა, აგ­ვის­ტო­ში იგეგ­მე­ბა ხოლ­მე შემ­დე­გი წლის ბი­უ­ჯე­ტი, გა­მოც­დე­ბი კი იან­ვარ­შია. თა­ვის­თა­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია აგ­ვის­ტო­ში იცო­დე იან­ვარ­ში რა შე­დე­გებს მი­ი­ღებ, თუ წი­ნას­წა­რი პროგ­ნო­ზი არ გაქვს. პროგ­ნო­ზი, მხო­ლოდ და მხო­ლოდ, იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­მარ­თ­ლ­დე­ბა, თუ შე­მოწ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი გექ­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად, თუ ტეს­ტი­რე­ბას ცო­ტა გა­და­ლა­ხავს ან ტრე­ნინ­გე­ბის გავ­ლას ხე­ლოვ­ნუ­რად შეზღუ­დავ. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ცო­ტა მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ი­ღებს კრე­დიტს და, შე­სა­ბა­მი­სად, ცო­ტა — ხელ­ფა­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძირს უთხ­რის იდე­ას, რომ ყვე­ლა, ვინც იმ­სა­ხუ­რებს ერ­თი სა­ფე­ხუ­რი­დან მე­ო­რე­ზე, სა­კუ­თა­რი ძა­ლის­ხ­მე­ვის ან ცოდ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, გა­დას­ვ­ლას, გა­და­ვა.
ეს სქე­მა სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ილუ­ზიაა, რა­საც მას­წავ­ლებ­ლებს უქ­მ­ნი­ან — რომ დამ­სა­ხუ­რე­ბულ პი­რო­ბებს მი­ი­ღებ და რა­საც რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად და­გეგ­მავ, აუცი­ლებ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ. ეს ილუ­ზი­ე­ბი დი­დი ხა­ნი ჰქონ­დათ საბ­ჭო­თა კავ­შირ­შიც — თუ კა­ტე­გო­რი­ებს შე­მო­ი­ღებ, მას­წავ­ლებ­ლებს, რა თქმა უნ­და, მო­უნ­დე­ბათ ერ­თი­დან მე­ო­რე­ში გა­დას­ვ­ლა და იმის­თ­ვის, რომ გა­და­ვიდ­ნენ, კომ­პე­ტენ­ცი­ებს აიმაღ­ლე­ბენ. კარ­გად ვნა­ხეთ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­საც, 90-იანი წლე­ბის ბო­ლო­საც (რო­ცა მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­ტე­გო­რი­ე­ბი შე­მო­ი­ღეს) და ახ­ლაც, ამ სქე­მის პი­რო­ბებ­შიც, რომ მას­წავ­ლებ­ლებს კა­ტე­გო­რი­ი­დან კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­დას­ვ­ლა იმის გა­რე­შეც შე­უძ­ლი­ათ, რომ რა­ღაც თვი­სობ­რი­ვად შეც­ვა­ლონ. მას­წავ­ლე­ბელს არ სჭირ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა იმის­თ­ვის, რომ სქე­მის მოთხოვ­ნე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს, მას უბ­რა­ლოდ, შე­უძ­ლია, სხვა მას­წავ­ლებ­ლის­გან გა­და­ი­წე­როს რა­ღაც დო­კუ­მენ­ტა­ცია და წა­რად­გი­ნოს სა­მი­ნის­ტ­რო­ში, სა­მი­ნის­ტ­როს კი არა­სო­დეს ექ­ნე­ბა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ად­გი­ნოს ეს მარ­თ­ლა მი­სი და­წე­რი­ლია თუ სხვი­სი. ამის მა­გა­ლი­თე­ბი სქე­მის ამუ­შა­ვე­ბის პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე ვნა­ხეთ, რო­ცა გაჩ­ნ­და კო­მერ­ცი­უ­ლი სერ­ვი­სე­ბი, რომ­ლე­ბიც, მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლებ­ლებს სთა­ვა­ზობ­დ­ნენ რეფ­ლექ­სი­ე­ბის და­წე­რას 20 ლა­რად. ბუ­ნებ­რი­ვი რე­აქ­ციაა, თუ იცის მას­წავ­ლე­ბელ­მა, რომ ამა­ში 70 ლარს მო­უ­მა­ტე­ბენ, მა­შინ მზა­დაა, დრო არ და­ხარ­ჯოს ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ბა­რი­ე­რის დაძ­ლე­ვა­ში და 20 ლა­რი გა­და­ი­ხა­დოს, სა­მა­გი­ე­როდ, ეს დრო თუნ­დაც სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს და­უთ­მოს. მე რომ მქონ­დეს არ­ჩე­ვა­ნი, დავ­წე­რო თვით­შე­­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი თუ და­ვეხ­მა­რო გა­ჭირ­ვე­ბულ ბავშვს სწავ­ლა­ში, რა თქმა უნ­და, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ბავ­შ­ვის დახ­მა­რე­ბას ავირ­ჩევ­დი, რად­გა­ნაც მო­რა­ლუ­რად ეს უფ­რო მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მომ­ტა­ნია ყვე­ლას­თ­ვის — ჩემ­თ­ვი­საც და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვი­საც.  თუ შე­მეძ­ლე­ბა, რომ 20-ლა­რი­ა­ნი კონ­სულ­ტან­ტი ვი­ქი­რა­ვო, რო­მე­ლიც ჩემ მა­გივ­რად და­წერს, რა თქმა უნ­და, ვი­ქი­რა­ვებ. ეს ყვე­ლას­თ­ვის კარ­გი იქ­ნე­ბა, ბავ­შ­ვის­თ­ვი­საც, რო­მელ­საც მეტ დროს და­ვა­ხარ­ჯავ და კონ­სულ­ტან­ტის­თ­ვი­საც, რო­მე­ლიც ამა­ში თან­ხას მი­ი­ღებს, ამა­სო­ბა­ში სა­ხელ­მ­წი­ფო და­ი­ჯე­რებს, რომ მე გან­ვი­თა­რე­ბა და­ვიწყე, მეც დროს არ დავ­კარ­გავ უაზ­რო საქ­მე­ებ­ში. მოკ­ლედ, ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რია, ვი­ღა­ცამ გეგ­მა შე­ას­რუ­ლა, ვი­ღა­ცას ხელ­ფა­სი მო­ე­მა­ტა — რა არის ამა­ში ცუ­დი? აი, ასეთ ლო­გი­კა­ზეა სქე­მა აგე­ბუ­ლი.
სა­ერ­თოდ ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მას აწეს­რი­გებს, აბ­სურ­დუ­ლია. მა­შინ, უმ­ჯო­ბე­სია, მას­წავ­ლე­ბელს თა­ვად სა­ხელ­მ­წი­ფო ქი­რა­ობ­დეს, რად­გა­ნაც ის ექ­ცე­ვა რო­გორც დამ­ქი­რა­ვე­ბე­ლი და ეუბ­ნე­ბა, მო­მი­ტა­ნე რა­ღაც და­დას­ტუ­რე­ბა, რომ შენ გა­ი­ზარ­დე, და­მი­დას­ტუ­რე, რომ სკო­ლის­თვის რა­ღაც გა­ა­კე­თე და ხელ­ფასს მო­გი­მა­ტებ. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი, მას­წავ­ლებ­ლის დამ­ქი­რა­ვე­ბე­ლიც და შემ­ფა­სე­ბე­ლიც სკო­ლაა. თუ სკო­ლას არ ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­ვად გა­დაწყ­ვი­ტოს, რო­მელ მას­წავ­ლე­ბელს იქი­რა­ვებს, რო­მელს მის­ცემს ბო­ნუსს ან პრე­მი­ას, რო­მელს და­ნიშ­ნავს უფ­რო მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, ყო­ველ­თ­ვის იქ­ნე­ბა აც­დე­ნა სკო­ლის, სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ინ­ტე­რე­სებს შო­რის. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ მშობ­ლის პო­ზი­ცია, რო­ცა სკო­ლა ეუბ­ნე­ბა, ჩვენ ძა­ლი­ან მა­გა­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გვყავს. სა­ი­დან იცით ეს? მათ და­ა­დას­ტუ­რეს თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი რო­მე­ლი­ღაც ბი­უ­როკ­რატ­თან. არა­და, კონ­კ­რე­ტულ მშო­ბელს ყო­ველ­დღი­უ­რი შე­ხე­ბა აქვს ამ მას­წავ­ლე­ბელ­თან და მა­იც­და­მა­ინც არ მოს­წონს, მი­სი შვი­ლიც უყ­ვე­ბა, რო­გორ იქ­ცე­ვა ის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, ხე­დავს იმა­საც, რომ შვი­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბის გას­წო­რე­ბა­ზეც თავს არ იკ­ლავს. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ სხვა ბევ­რი საქ­მე აქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი, სა­ბუ­თე­ბი აქვს შე­სავ­სე­ბი, გა­საგ­ზავ­ნი და ა.შ.
ცალ­კე სა­კითხია ისიც, რა­ში ვი­ყე­ნებთ სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლებს. მა­გა­ლი­თად, არ­ჩე­ვა­ნი თუ ექ­ნე­ბო­და მას­წავ­ლე­ბელს, სხვა მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა­ში და­ხარ­ჯოს დრო თუ მოს­წავ­ლე­ებ­თან, რა თქმა უნ­და, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და მოს­წავ­ლე­ე­ბი აერ­ჩია და მათ­თ­ვის და­ეთ­მო მე­ტი დრო. დღე­ვან­დე­ლი სის­ტე­მა კი მას პი­რი­ქით უბიძ­გებს, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი საქ­მე­ე­ბით და­კავ­დეს და არა რე­ა­ლუ­რად იმ საქ­მით, რაც მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბას სჭირ­დე­ბა (რა­ტომ არის ეს სის­ტე­მის­თ­ვის კარ­გი, არა­ვინ იცის). და თუ კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი არ და­თან­ხ­მ­დე­ბა ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი საქ­მის კე­თე­ბას, მა­გა­ლი­თად, შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას და ა.შ., გა­მო­ვა, რომ და­ბა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის მქო­ნე შე­ა­ფა­სებს მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის მქო­ნეს, რაც ასე­ვე უაზ­რო­ბაა სის­ტე­მის­თ­ვის.
თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გა­უ­გე­ბა­რია, რო­გორ მი­აღ­წევს სქე­მა მას­ში გაცხა­დე­ბულ მიზ­ნებს, სა­მა­გი­ე­როდ, ცხა­დია, იმ მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის შე­სა­ხებ, რაც არ არის გაცხა­დე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, მაქ­სი­მა­ლუ­რად შეზღუ­დოს მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­ფა­სე­ბის ზრდა, თან ისე, რომ მათ ნაკ­ლე­ბი პრე­ტენ­ზია ექ­ნეთ იმი­ტომ, რომ ამ სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში შე­უძ­ლი­ათ თა­მა­მად უთხ­რან მას­წავ­ლე­ბელს, ხელ­ფა­სი არ მო­გე­მა­ტე­ბა იმი­ტომ, რომ შენ ვერ მი­აღ­წიე იმას, რის­თ­ვი­საც უნ­და მი­გეღ­წია — ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლე ტეს­ტის მოთხოვ­ნე­ბი, არ იარე ტრე­ნინ­გ­ზე ან სხვ. პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გა­და­ბა­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­ზე ხდე­ბა, რა­საც მარ­ქ­სის­ტულ თე­ო­რი­ა­ში ყალ­ბი ცნო­ბი­ე­რე­ბის შექ­მ­ნა ჰქვია — და­ა­ჯე­რო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ მა­თი პრობ­ლე­მე­ბი მა­თი­ვე ბრა­ლია.
ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ არა მხო­ლოდ სქე­მა, არა­მედ უამ­რა­ვი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი რომ გა­უქ­მ­დეს, მა­გა­ლი­თად, გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი, მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი, სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი, ზუს­ტად ისე­ვე გაგ­რ­ძელ­დე­ბა სკო­ლის ცხოვ­რე­ბა, რო­გორც დღეს მი­დის, უბ­რა­ლოდ, ნაკ­ლე­ბი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ექ­ნე­ბათ მას­წავ­ლებ­ლებს და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას.
თა­მარ მო­სი­აშ­ვი­ლი: სქე­მა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ ამოქ­მედ­და, გუ­ლის­ხ­მობს რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, ისე მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველ­თა პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლა­საც.  სქე­მის ყვე­ლა­ზე დიდ და სე­რი­ო­ზულ ხარ­ვე­ზად სწო­რედ ის პუნ­ქ­ტი მი­მაჩ­ნია, რო­მელ­მაც სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის სკო­ლა­ში შეს­ვ­ლის პრო­ცე­სი 2015 წელს სა­მი წლით გა­და­ა­ვა­და. ეს დი­დი შეც­დო­მა იყო, რომ­ლის შე­დე­გად მი­ვი­ღეთ ის, რომ რამ­დე­ნი­მე ათას მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­და, პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის უფ­ლე­ბა, გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩა­მო­ერ­თ­ვა. რო­ცა ვამ­ბობთ, რომ სის­ტე­მა ახა­ლი კად­რე­ბის მი­სა­ღე­ბად მზად არ არის, რომ არ გვყავს შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ის ფაქ­ტო­რიც, რომ, ათი­ა­თა­სო­ბით კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი არა­სო­დეს გვე­ყო­ლე­ბა. ეს პრო­ცე­სი ეტა­პობ­რი­ვად უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს. პრო­ფე­სი­ას ახალ­გაზ­რ­და ადა­მი­ა­ნე­ბი აკ­ლია.
რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გა­დად სქე­მას, ზედ­მე­ტად ფორ­მა­ლი­ზე­ბუ­ლია, სა­სურ­ვე­ლია მი­სი გა­მარ­ტი­ვე­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ პრო­ფე­სი­ულ­მა გან­ვი­თა­რე­ბამ სკო­ლა­ში კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მო რომ შეც­ვა­ლოს, მხო­ლოდ ტრე­ნინ­გებ­ზე დას­წ­რე­ბა არა­ფერს ნიშ­ნავს. თა­ვის­თა­ვად, ტრე­ნინ­გი ცოდ­ნის მი­ღე­ბას ხელს უწყობს, მე­ტიც, ახა­ლი ცოდ­ნის შე­ძე­ნა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის აუცი­ლე­ბე­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, მაგ­რამ მას აუცი­ლებ­ლად უნ­და მოჰ­ყ­ვეს გარ­კ­ვე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს — რა­ღაც ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო შექ­მ­ნას, ჩვენ კი, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, უნ­და ვა­ღი­ა­როთ მი­სი შრო­მა.
სქე­მის გა­მარ­ტი­ვე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე თვი­თონ მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ხში­რად სა­უბ­რო­ბენ. ჩი­ვი­ან, რომ სქე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ან­გა­რი­შე­ბის წე­რა ძა­ლი­ან დიდ დროს არ­თ­მევთ და რომ ეს ზედ­მე­ტად ფორ­მა­ლუ­რი და შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა. მა­თი აზ­რით, ფუჭ შრო­მას უფ­რო მე­ტი დრო მი­აქვს, ვიდ­რე სას­წავ­ლო პრო­ცე­სის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ სა­სარ­გებ­ლო საქ­მეს. აქაც ბა­ლან­სის დაც­ვაა სა­ჭი­რო — მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში გარ­კ­ვე­ულ ნო­ვა­ცი­ას და­ნერ­გავს, თუ ამის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბა არ მო­ახ­დი­ნა,  ვერ შეძ­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ა­გე­ბი­ნოს ამის შე­სა­ხებ ან კო­ლე­გებს გა­უ­ზი­ა­როს გა­მოც­დი­ლე­ბა. გა­სა­გე­ბია, ეს უნ­და აკე­თოს კი­დეც, მაგ­რამ მუდ­მი­ვად ყვე­ლაფ­რის დო­კუ­მენ­ტად ასახ­ვა თუ აუცი­ლე­ბელ მოთხოვ­ნად იქ­ცა, მას­წავ­ლე­ბელს ეს მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან გა­დაღ­ლის და ამ პრო­ცესს მის­თ­ვის უინ­ტე­რე­სოს გახ­დის.
ცხა­დია, სკო­ლას მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა იმის­თ­ვის, რომ თა­ვად და­გეგ­მოს სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა. სკო­ლა და მას­წავ­ლე­ბე­ლი ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლად მი­ღე­ბუ­ლი დი­რექ­ტი­ვე­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი არ უნ­და იყოს. სკო­ლებ­ში იმ­დე­ნი სა­კითხია გა­და­საწყ­ვე­ტი, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ყველ­გან ყვე­ლა­ფე­რი ერ­თ­ნა­ი­რად გა­დაწყ­დეს. სკო­ლას არ უნ­და ეში­ნო­დეს პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის და მი­სი გა­დაჭ­რის გზე­ბის ძი­ე­ბის, არ უნ­და უფ­რ­თხო­დეს დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნას — ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მე­ო­რე მხრივ, ეს სუ­ლაც არ გა­მო­რიცხავს იმას, რომ სკო­ლა სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლია, სკო­ლის­გან აუცი­ლებ­ლად უნ­და მი­ვი­ღოთ ინ­ფორ­მა­ცია, რა მიღ­წე­ვე­ბი ან რა პრობ­ლე­მე­ბი აქვს, მაგ­რამ ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ზედ­მე­ტად შემ­ზღუდ­ვე­ლი არ უნ­და იყოს. ახ­ლა იმ ზღურ­ბ­ლ­თან ვდგა­ვართ, რო­ცა ბევ­რი უნ­და ვი­ფიქ­როთ სკო­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კითხ­ზე, იმა­ზეც უნ­და დავ­ფიქ­რ­დეთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა სკო­ლა ერ­თ­ნა­ი­რი არ არის, ნა­წილს აქვს უნა­რი და­მო­უ­კი­დებ­ლად, ზედ­მე­ტი დი­რექ­ტი­ვე­ბის გა­რე­შე ბევ­რი სა­სარ­გებ­ლო საქ­მე აკე­თოს.
ეს შე­იძ­ლე­ბა სქე­მას არ ეხე­ბა, მაგ­რამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი მგო­ნია. სა­ჯა­რო სკო­ლებს მა­მა­კა­ცი მას­წავ­ლებ­ლე­ბი აკ­ლია. ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბი, ძი­რი­თა­დად, ქა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის აღ­ზ­რ­დი­ლე­ბი არი­ან და ვფიქ­რობ, გენ­დე­რუ­ლი ფაქ­ტო­რი აღ­ზ­რ­დის პრო­ცეს­ზე გარ­კ­ვე­ულ გავ­ლე­ნას ახ­დენს.

ესაუბრა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

36(910)N