გამოდის 1998 წლიდან
2017-05-04
ბიბ­ლი­ო­თე­კა, რო­გორც მო­მა­ვა­ლი ინო­ვა­ცი­ე­ბის წყა­რო


სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლის ინი­ცი­ა­ტო­რია. ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი, გა­მო­ფე­ნე­ბი და სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში დი­დი ხა­ნია, ტრა­დი­ცი­ად იქ­ცა. სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ად­გი­ლია.
აქ ყვე­ლას უფა­სოდ და გა­ნურ­ჩევ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, დღე­ვან­დელ დღეს უკ­ვე — არა მხო­ლოდ წიგ­ნე­ბით.
სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ამე­რი­კე­ლებს ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი უფ­რო უყ­ვართ, ვიდ­რე რეს­ტო­რა­ნი ან მაკ­დო­ნალ­დ­სი. რა­ტომ ხდე­ბა ასე? — გვე­სა­უბ­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი, ან­გ­ლო-ამე­რი­კუ­ლი სამ­კითხ­ვე­ლო დარ­ბა­ზის კუ­რა­ტო­რი, მაია სი­მო­ნიშ­ვი­ლი.

— ბიბ­ლი­ო­თე­კა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ად­გი­ლია, ის ერ­თ­ნა­ი­რად ემ­სა­ხუ­რე­ბა ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, მი­უ­ხე­და­ვად ეროვ­ნე­ბი­სა, რა­სი­სა, სქე­სი­სა, პო­ლი­ტი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა. ეს ყვე­ლა ქვეყ­ნის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის კონ­ცეფ­ცი­ა­ში დევს. ჩვენ კარ­გად გვახ­სოვს, რომ ენ­დ­რიუ კარ­ნე­გიმ, ერთ-ერ­თ­მა პირ­ველ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა, სწო­რედ ასე­თი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი გახ­ს­ნა. მან იმა­ვე მე­თო­დე­ბით და­იწყო გამ­დიდ­რე­ბა, რა­საც პოსტ-საბ­ჭო­თა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვხე­დავ­დით, მაგ­რამ ყო­ველ­თ­ვის აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ჯერ კი­დევ ღა­რი­ბი ბი­ჭი ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და­დი­ო­და და მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რი იქ და­იწყო. სწო­რედ ამი­ტომ გახ­ს­ნა ამე­რი­კა­ში ორას­ზე მე­ტი სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა, სა­კუ­თა­რი და­ფი­ნან­სე­ბით. ასე და­იწყო სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბა. ეს არის მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ არის აწყო­ბი­ლი ამე­რი­კუ­ლი ბიზ­ნე­სი: შენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აძ­ლევ, რაც ცხოვ­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად სჭირ­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი სიმ­დიდ­რით გა­სა­ჩუქ­რებს. შემ­დეგ ისევ ამ სიმ­დიდ­რეს უნა­წი­ლებ, რი­სი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც სხვა ადა­მი­ა­ნე­ბიც კე­თილ­დღე­ო­ბის შექ­მ­ნას სწავ­ლო­ბენ. 
ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მუ­შა­ო­ბა მო­სა­ლოდ­ნელ­ზე დი­ნა­მი­უ­რია. ჩვე­ნი ბიბ­ლი­ო­თე­კა ყვე­ლას­თ­ვის უფა­სოა, შე­სა­ბა­მი­სად, მომ­ხ­მა­რე­ბე­ლიც მე­ტია. იცით, რომ სამ­კითხ­ვე­ლო დარ­ბა­ზებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თ­ვის სავ­სეა, კულ­ტუ­რულ პროგ­რა­მებ­საც ვახორციელებთ. სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და კულ­ტუ­რის პროგ­რა­მე­ბის  გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გვქო­ნია შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც ამ ერთ შე­ნო­ბა­ში, დღე­ში, 13 ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. გრა­ფი­კი ხში­რად 6 თვით ად­რეა შედგენილი, ამ მხრივ, ჩვე­ნი ბიბ­ლი­ო­თე­კა და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­საც მოგ­ვა­გო­ნებს.
ჩვენ ვი­ცით, რომ რა­ი­ო­ნებ­ში, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი და­ი­ხუ­რა. ეს არ მომ­ხ­და­რა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სხვა ქვეყ­ნებ­შიც ასე მოხ­და, რაც ინ­ტერ­ნე­ტი­ზა­ცი­ის პირ­ველ­მა ბუმ­მა გა­მო­იწ­ვია. დღე­ის­თ­ვის აღ­მოჩ­ნ­და, რომ ინ­ტერ­ნეტ­მა ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი ვერ შეც­ვა­ლა. პი­რი­ქით, ბიბ­ლი­ო­თე­კებ­მა აიღეს სხვა ფუნ­ქ­ცი­ე­ბი — სა­ინ­ფორ­მა­ციო, კულ­ტუ­რუ­ლი, გა­სარ­თო­ბი. ამა­ვე დროს, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა იცავს ეროვ­ნულ სა­გან­ძურს, ყვე­ლა წიგნს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იბეჭ­დე­ბა. შარ­შან, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ხელ­შეწყო­ბით, დამ­ტ­კიც­და კა­ნო­ნი სა­ვალ­დე­ბუ­ლო ეგ­ზემ­პ­ლა­რის შე­სა­ხებ. ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა, წიგ­ნ­თან ერ­თად, მკითხ­ვე­ლებს სხვა სერ­ვი­სებ­საც სთა­ვა­ზობს. მა­გა­ლი­თად, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი ადა­მი­ა­ნებს პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან მა­შინ, რო­დე­საც მათ ამის სხვა რე­სურ­სე­ბი არ აქვთ.
— რას გვეტყ­ვით კონ­კ­რე­ტუ­ლად თქვე­ნი დარ­ბა­ზის — მარ­ჯო­რი და ოლი­ვერ უორ­დ­რო­პე­ბის სა­ხე­ლო­ბის ან­გ­ლო-ამე­რი­კუ­ლი დარ­ბა­ზის შე­სა­ხებ?
— სამ წელ­ზე მე­ტია, მარ­ჯო­რი და ოლი­ვერ უორ­დ­რო­პე­ბის სა­ხე­ლო­ბის ან­გ­ლო-ამე­რი­კუ­ლი  სამ­კითხ­ვე­ლო დარ­ბა­ზის­თ­ვის ვმუ­შა­ობ. ჩე­მი მი­ზა­ნი იყო, რომ ეს არა მხო­ლოდ სამ­კითხ­ვე­ლო დარ­ბა­ზი, არა­მედ სხვა მხრი­ვაც სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლი ყო­ფი­ლი­ყო. თქვენ იცით, რომ ადა­მი­ა­ნი სამ­სა­ხურ­ში ყვე­ლა­ზე დიდ დროს ატა­რებს, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ფხი­ზე­ლი ცხოვ­რე­ბის უმე­ტეს ნა­წილს საქ­მეს ვუთ­მობთ. ერ­თი რამ მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, თით­ქ­მის ყვე­ლა წიგ­ნი, რაც ჩვენს დარ­ბაზ­შია,  სმით­სო­ნი­ა­ნის ინ­ს­ტი­ტუ­ტის აზი­ის პროგ­რა­მე­ბის დი­რექ­ტო­რის, ან­თ­რო­პო­ლო­გის, პრო­ფე­სორ პოლ მა­იკლ ტე­ი­ლო­რის შე­მო­წი­რუ­ლო­ბაა. ეს არის ამე­რი­კის უდი­დე­სი კულ­ტუ­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც მრა­ვალ მუ­ზე­უმ­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კას აერ­თი­ა­ნებს. ბა­ტო­ნი პო­ლი პი­რა­დი ხარ­ჯით გვიგ­ზავ­ნის ამ წიგ­ნებს. ამა­ვე დროს, პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ამ სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე, პუ­ლი­ცე­რის კუთხეს უკავ­შირ­დე­ბა. ამე­რი­კის სა­ელ­ჩომ და ბა­ტონ­მა რი­ჩარდ ნორ­ლან­დ­მა პუ­ლი­ცე­რის პრე­მი­ის მფლო­ბე­ლი 100 ავ­ტო­რის წიგ­ნი გად­მოგ­ვ­ცა. პუ­ლი­ცე­რის დი­დი კო­ლექ­ცია ძა­ლი­ან ცო­ტა ბიბ­ლი­ო­თე­კას აქვს. უკ­ვე მე­ო­რე კონ­ტ­რაქ­ტი დავ­დეთ ამე­რი­კის სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ასო­ცი­ა­ცი­ას­თან, რაც მო­მა­ვა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კა­რე­ბის­თ­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის თარ­გ­მ­ნა­სა და გა­მო­ცე­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს.  მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა არ არის მხო­ლოდ წიგ­ნი, ეს ციფ­რუ­ლი ბა­ზა­ცაა.
— რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ციფ­რუ­ლი ბა­ზე­ბის არ­სე­ბო­ბა, რის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა ციფ­რულ ფორ­მატ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი მა­სა­ლე­ბი და ვის­თ­ვის არის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა?
— ჩვენ კი ვამ­ბობთ, რომ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა კარგ გა­ნათ­ლე­ბას ვი­ღებ­დით, მაგ­რამ ბევ­რი პრობ­ლე­მაც იყო. დი­ახ, სკო­ლა იძ­ლე­ო­და ელე­მენ­ტა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. იმ პე­რი­ოდ­ში ერ­თა­დერ­თი ბავ­შ­ვი ვნა­ხე, რო­მელ­მაც წე­რა-კითხ­ვა არ იცო­და. დღეს ასე­თი ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მო­სა­ლოდ­ნელ­ზე მა­ღა­ლია, მაგ­რამ ეს იმის შე­დე­გი­ცაა, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სკო­ლებ­მა არ მოგ­ვ­ცა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ცოდ­ნა — ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა, იყოს ჯან­მ­რ­თე­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი. ტექ­ს­ტებს კი გვას­წავ­ლიდ­ნენ, მაგ­რამ ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას, ჩვე­უ­ლებ­რივ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ აუცი­ლებ­ლო­ბად გა­აზ­რე­ბას ის სის­ტე­მა ვერ ახერ­ხებ­და. შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მემ იკითხოს, რა­ტომ მა­ნაღ­ვ­ლებს? ნუ გვა­ვიწყ­დე­ბა, რომ ჩვენ ამ ბავ­შ­ვებ­მა უნ­და შეგ­ვიქ­მ­ნან გა­რე­მო, რო­მელ­შიც, უკ­ვე პენ­სი­ო­ნე­რებ­მაც, უსაფ­რ­თხოდ ვიცხოვ­როთ.  თუ მათ სა­კუ­თარ თავ­ზე არ იგ­რ­ძ­ნეს სა­ხელ­მ­წი­ფოს ზრუნ­ვა, არც ჩვენ გვექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა, რა­ი­მე მოვ­თხო­ვოთ, ეს კი უკ­ვე უსაფ­რ­თხო­ე­ბის სა­კითხს უკავ­შირ­დე­ბა, არა მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბას.  რაც ვთქვი, თით­ქოს ეგო­ის­ტუ­რად ჟღერს, მაგ­რამ ბევ­რად სცილ­დე­ბა შვი­ლის წყლის მომ­წო­დებ­ლად გაზ­რ­დას. „წყალს უნ­და აწო­დებ­დეს“ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ისე­თი გა­რე­მო უნ­და ვუ­ან­დერ­ძოთ ბავ­შ­ვებს, რომ მათ თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნა­ში გაზ­რ­და-და­ბე­რე­ბის არ ეში­ნო­დეთ.
მთე­ლი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ვა­კუ­უ­მი იყო და­სავ­ლეთ­ში მიმ­დი­ნა­რე გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სის შე­სა­ხებ. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, მე-17 სა­უ­კუ­ნე­ში, 1700 პრო­ფე­სია არ­სე­ბობ­და, დღეს კი, მთელ მსოფ­ლი­ო­ში, 500 000-მდე პრო­ფე­სია არ­სე­ბობს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნი მათ­გა­ნია ჩვენ­თან ათ­ვი­სე­ბუ­ლი?! ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ბა­ზე­ბი სწო­რედ მთელ ამ პრო­ცესს გვაც­ნობს, თუ რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და ევ­რო­პა სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში და რო­გორ შეგ­ვიძ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი ავით­ვი­სოთ. ამ­ჯე­რად, ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბას ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­აც (ევ­რო­პუ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის, მუ­ზე­უ­მე­ბი­სა და სხვა კულ­ტუ­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნახ­ვაც) შე­უწყობს ხელს.
— რო­გორ ახერ­ხებთ ციფ­რუ­ლი რე­სურ­სე­ბის მო­ძი­ე­ბას, ამ ეტაპ­ზე რამ­დე­ნი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ბა­ზაა ჩარ­თუ­ლი და რა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით? 
— უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მოქ­მე­დებს ქარ­თუ­ლი დი­გი­ტა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა „ივე­რი­ე­ლი“, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც ის­ტო­რი­უ­ლი ფო­ტო­სა და ტექ­ს­ტის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზას გა­ეც­ნო­ბით და რო­მე­ლიც უკ­ვე საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია.
რაც შე­ე­ხე­ბა ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვან ბა­ზებს,  მე თვი­თონ ვარ­ჩევ­დი, რად­გან აშ­კა­რად ვგრძნობ­დი ამ მა­სა­ლე­ბის დე­ფი­ციტს და აუცი­ლებ­ლო­ბას ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლე­ბის­თ­ვის. მა­გა­ლი­თად, ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მო­ვი­და მკითხ­ვე­ლი, რო­მელ­საც სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რო­მის­თ­ვის ერთ-ერ­თი ჟურ­ნა­ლი­დან მხო­ლოდ ორი გვერ­დი სჭირ­დე­ბო­და. ამ ჟურ­ნალ­ზე ბიბ­ლი­ო­თე­კებს უფა­სო წვდო­მა არ აქვთ, რის გა­მოც უთხ­რეს, რომ მხო­ლოდ ორი გვერ­დის და­სას­კა­ნი­რებ­ლად დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბო­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ მი­ერ გახ­ს­ნილ ბა­ზებ­ში ეს ჟურ­ნა­ლი ვი­პო­ვეთ და პრობ­ლე­მაც გა­და­იჭ­რა.
რამ­დენ­ჯერ­მე მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, უშუ­ა­ლოდ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გავ­ც­ნო­ბო­დი ბიბ­ლი­ო­თე­კებს და კარ­გად ვიც­ნობ მა­თი მუ­შა­ო­ბის პრინ­ციპს. რაც უფ­რო მეტს ეც­ნო­ბი, უფ­რო მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია ამო­დის. ვუ­კავ­შირ­დე­ბი ამ ბა­ზე­ბის ავ­ტო­რებს, ვუ­ამ­ბობ, რა­ტომ არის ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და უკ­ვე 300-მდე ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ბა­ზა ჩავ­რ­თეთ. თუმ­ცა, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის არის, რომ ეს ბა­ზე­ბი ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი, სულ მცი­რე, წე­ლი­წად­ში 5000 დო­ლა­რი ჯდე­ბა. ჩვენ არ გვყავს სპონ­სო­რი და ამის გა­მო, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ, მხო­ლოდ ერ­თი-ორი თვით ჩა­ვურ­თოთ მკითხ­ვე­ლებს. თუმ­ცა, ეს არა მხო­ლოდ სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის მკითხ­ვე­ლებს, არა­მედ პრო­ფე­სი­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­საც აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­ი­გონ, რომ ეს რე­სურ­სე­ბი არ­სე­ბობს და, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, თა­ვი­ან­თი კად­რე­ბის­თ­ვის გა­მო­ი­წე­რონ.
მა­გა­ლი­თად, ჩარ­თუ­ლი გვქონ­და იელის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა, ეს არის სტა­ლი­ნის მთე­ლი არ­ქი­ვი, უც­ნო­ბი მა­სა­ლე­ბით. მათ­თ­ვის, ვინც საბ­ჭო­თა პე­რი­ოდს და რეპ­რე­სი­ე­ბის პრო­ცესს იკ­ვ­ლევს, ყვე­ლა ასე­თი დე­ტა­ლი სა­ინ­ტე­რე­სოა. სულ ცო­ტა ხნის წინ, გვქონ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ციფ­რუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის Adam Matthew  Digital ბა­ზე­ბი  მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ. მკითხ­ვე­ლებს გა­ვა­ცა­ნით  უახ­ლე­სი ბა­ზა — „სო­ცი­ა­ლიზ­მი კი­ნო­ფირ­ზე: ცი­ვი ომი და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­პა­გან­და“. სულ ორი თვეა, რაც ეს ბა­ზა ამოქ­მედ­და და უნი­კა­ლურ დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მებს, ახა­ლი ამ­ბე­ბის ჩა­ნა­წე­რებს მო­ი­ცავს. მა­თი ავ­ტო­რე­ბი არი­ან საბ­ჭო­თა, ჩი­ნე­ლი, ვი­ეტ­ნა­მე­ლი, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პე­ლი, ბრი­ტა­ნე­ლი და სამ­ხ­რეთ ამე­რი­კე­ლი რე­ჟი­სო­რე­ბი. „სო­ცი­ა­ლიზ­მი ფილ­მებ­ში“ XX სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სი­დან 1980-იანი წლე­ბის და­სას­რუ­ლამ­დე, თით­ქ­მის, ყვე­ლა ის­ტო­რი­ულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერს მო­ი­ცავს და კარ­გად წარ­მოგ­ვიდ­გენს იმ პე­რი­ო­დის აზ­როვ­ნე­ბას, ომებ­სა და რე­ვო­ლუ­ცი­ებს, მე­დი­ი­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მუ­შა­ო­ბას, კულ­ტუ­რა­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბას, გვაც­ნობს არა მხო­ლოდ ლი­ტე­რა­ტუ­რას, არა­მედ  ფილ­მებს, კვლე­ვებს, ინ­ტერ­ვი­უ­ებს, თა­მა­შებს. ამ  მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­საც სა­ინ­ტე­რე­სოს და უფ­რო სა­ხა­ლი­სოს ხდის. 
ახ­ლა ჩარ­თუ­ლი გვაქვს ჳნფჴბაSჶ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ონ­ლა­ინ რე­სურ­სე­ბი მკითხ­ვე­ლე­ბის­თ­ვის, რო­მელ­შიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია: თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რია, მსოფ­ლი­ოს გე­ოგ­რა­ფია და კულ­ტუ­რა, ამე­რი­კის ის­ტო­რია, ბლუ­მის ლი­ტე­რა­ტუ­რა (ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­სა­ხებ), მსოფ­ლი­ოს ახა­ლი ამ­ბე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბა, მსოფ­ლიო რე­ლი­გი­ე­ბი, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სას­წავ­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კა, ვი­დე­ო­კო­ლექ­ცი­ე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რის­თ­ვის. ეს არის პა­კე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში სა­შუ­ა­ლო სკო­ლებს შეკ­ვე­თე­ბით მი­ე­წო­დე­ბათ, გაკ­ვე­თი­ლე­ბის თე­მა­ტუ­რად მო­სამ­ზა­დებ­ლად და მოს­წავ­ლე­ე­ბის და­სა­ინ­ტე­რე­სებ­ლად.
ახ­ლა ორი თვით ჩავ­რ­თეთ ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბის „Bloomsbury Publishing“ ციფ­რუ­ლი ბა­ზა, „პოპ­მუ­სი­კის ციფ­რუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა“, სა­დაც მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი გა­ეც­ნო­ბი­ან მსოფ­ლი­ოს პო­პუ­ლა­რუ­ლი მუ­სი­კის ის­ტო­რი­ას არა მხო­ლოდ ალ­ბო­მე­ბით, არა­მედ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბით, რუ­კე­ბით და ა.შ.
ყვე­ლას ჰგო­ნია,  რო­ცა „უფა­სოდ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი“ წე­რია, ეს მარ­თ­ლა უფა­სო ბა­ზე­ბია. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ებ­ლებს კარ­გად ეს­მით, რომ ყვე­ლას არ აქვს სარ­გებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ამ ბა­ზებს სპონ­სო­რე­ბი, მათ ქვეყ­ნებ­ში, ჩვენ­თ­ვი­საც აფი­ნან­სე­ბენ, მაგ­რამ მხო­ლოდ გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დით.  ბა­ზე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რი ამოწ­მებს, კვი­რა­ში რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი სარ­გებ­ლობს ამ რე­სურ­სე­ბით. ამი­ტო­მაც, ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რომ მე­ო­რედ სა­ჩუქ­რად ჩა­ურ­თავთ.  ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო მოვ­ლე­ნა იყო, რომ უზარ­მა­ზა­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა მოჰ­ყ­ვა ამე­რი­კის ფსი­ქო­ლო­გი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის ბა­ზებს. მოთხოვ­ნა იმ­დე­ნად დი­დი იყო, რომ რე­სურ­სე­ბის გვერ­დი გა­და­იტ­ვირ­თა.  ეს ბა­ზა უკ­ვე მე­ო­რედ ჩაგ­ვირ­თეს, სწო­რედ იმი­ტომ, რომ პირ­ველ ჯერ­ზე მკითხ­ვე­ლე­ბის უდი­დე­სი  მოთხოვ­ნა და­ფიქ­სირ­და. იგი­ვე უნ­და ით­ქ­ვას „ბloomsbury Publishing“-ის შე­სა­ხე­ბაც, რო­მელ­მაც სა­ჩუქ­რად ჩაგ­ვირ­თო უახ­ლე­სი, ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე, სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის ციფ­რუ­ლი ბა­ზა.
— ნიუ-იორ­კ­ში, ქარ­თ­ვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის­თ­ვის, თქვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით, გა­იხ­ს­ნა ქარ­თუ­ლი წიგ­ნის კუთხე. გვი­ამ­ბეთ ამის შე­სა­ხებ და სა­მო­მავ­ლოდ, სხვა ქვე­ყა­ნა­შიც ხომ არ გეგ­მავთ ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გახ­ს­ნას?
— ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა ახორ­ცი­ე­ლებს პრო­ექტს „ეკ­ვი­ლიბ­რი­უ­მი“. ბა­ტო­ნი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, წიგ­ნე­ბის ფონ­დი გა­ნახ­ლ­და 700-ზე მეტ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. მთავ­რო­ბი­სა და სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ასო­ცი­ა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით, ხორ­ცი­ელ­დე­ბა ამ ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის კომ­პი­უ­ტე­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რე­ბად გარ­და­იქ­მ­ნას.
საფ­რან­გეთ­ში, არა­თუ სამ­კითხ­ვე­ლო დარ­ბა­ზე­ბი, მეტ­როს რამ­დე­ნი­მე სად­გუ­რიც კი კულ­ტუ­რულ ცენ­ტ­რე­ბად გარ­დაქ­მ­ნეს, სა­დაც ადა­მი­ანს გარ­თო­ბა, დას­ვე­ნე­ბა, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბაც შე­უძ­ლია.
ამა­ვე დროს, ჩვენ გვაქვს პრო­ექ­ტი „ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი საზღ­ვარ­გა­რეთ“. მის ფარ­გ­ლებ­ში, ემიგ­რან­ტე­ბი­სა და მა­თი შვი­ლე­ბის­თ­ვის, 30-მდე  ქვეყ­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კა­სა და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ქარ­თუ­ლი წიგ­ნის კუთხე­ე­ბი შე­იქ­მ­ნა. სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა­საც ვაგ­ზავ­ნით, რაც ემიგ­რან­ტე­ბის შვი­ლე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.
ნიუ-იორ­კი­დან და­მი­კავ­შირ­და ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა ხერ­გი­ა­ნი, რომ ქვინ­სის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ქარ­თუ­ლი წიგ­ნე­ბის კუთხის გახ­ს­ნის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვეს. გა­ირ­კ­ვა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რის შეს­წავ­ლის შე­დე­გად, ყვე­ლა­ზე მე­ტი ქარ­თ­ვე­ლი ქვინ­სის რე­გი­ონ­ში ცხოვ­რობ­და. ამი­ტო­მაც, მოთხოვ­ნა მო­ვი­და, რომ გაგ­ვეგ­ზავ­ნა 100 ქარ­თუ­ლი წიგ­ნი, 20-მდე ქარ­თუ­ლი ფილ­მი და მუ­სი­კა­ლუ­რი დის­კე­ბი. ასეც მო­ვი­ქე­ცით. ეს ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი იყო, რამ­დე­ნა­დაც ჩვე­ნი დარ­ბა­ზი­დან ვგეგ­მავ­დით ნიუ-იორ­კ­ში კუთხის გახ­ს­ნას, პრე­სით გა­შუ­ქე­ბას, სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ალს და ფურ­შეტ­საც კი. დახ­მა­რე­ბის­თ­ვის დი­დი მად­ლო­ბა ქვინ­სის ბიბ­ლი­ო­თე­კის წარ­მო­მად­გე­ნელს, ფრედ გიტ­ნერს, მუ­სი­კოს კარლ ლი­ნიჩს, „ამე­რი­კის ხმის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს — ნა­ნა სა­ჯა­ი­ა­სა და თეა თუ­აშ­ვილს, ჟურ­ნა­ლისტ ია მერ­კ­ვი­ლა­ძეს, აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის.
შარ­შან, იტა­ლი­ის რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩოს და პი­რა­დად ბა­ტო­ნი ელ­ჩის, ან­ტო­ნიო ბარ­ტო­ლის მხარ­და­ჭე­რით, ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში კი­დევ ერ­თი, იტა­ლი­უ­რი სამ­კითხ­ვე­ლო დარ­ბა­ზი გა­იხ­ს­ნა, რო­მელ­შიც 5000 უახ­ლე­სი წიგ­ნია იტა­ლი­უ­რი ენის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის. ამ­ჟა­მად, ვგეგ­მავთ ქარ­თუ­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი კუთხის მოწყო­ბას დი­დი ბრი­ტა­ნე­თის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, აგ­რეთ­ვე გვინ­და ავ­ს­ტ­რა­ლი­ა­შიც გავ­ხ­ს­ნათ, მაგ­რამ ჯერ ვე­ძებთ, რო­მელ ქა­ლაქ­შია უფ­რო მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა.
და­ვიწყეთ ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სა­ღა­მო­ე­ბი მკითხ­ვე­ლე­ბის­თ­ვის. ამე­რი­კე­ლი პე­და­გო­გი, ბა­ტო­ნი ჯედ გურ­ლი, ყო­ველ კვი­რა დღეს, მკითხ­ვე­ლებს უფა­სო ინ­გ­ლი­სუ­რის გაკ­ვე­თილს ჩა­უ­ტა­რებს. ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს ხელ­შეწყო­ბით, ვა­ტა­რებთ „ამე­რი­კუ­ლი ფილ­მის ჩვე­ნე­ბის“ სე­რი­ას, სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი მო­ლი რი­ძინ­ს­კი მკითხ­ვე­ლებს უახ­ლეს ფილ­მებს წა­რუდ­გენს, რა­საც ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ, მკითხ­ვე­ლე­ბის სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით, სა­უ­ბა­რიც მოჰ­ყ­ვე­ბა. 
გერმანულენოვანი ბიბლიოთეკის გამდიდრებაში ძალზე და­გვეხმარა საქართველოს გერმანელი მეგობარი, ბატონი მა­თი­ას იუნგერი, რომელმაც უკვე 10 ყუთი უახლესი წიგნები გა­მო­გვივგზავნა. ახლო მომავალში, ავსტრიიდან ველოდებით ცნო­ბი­ლი ლიტერატურათმცოდნის, მიხაელ რორვასერის დიდ საჩუქარსაც.
— რას ურ­ჩევთ მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს?
— მო­მა­ვალ და დღე­ვან­დელ სტუ­დენ­ტებს ვურ­ჩევ­დი, ყუ­რადღე­ბით აირ­ჩი­ონ მო­მა­ვა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა. მათ­მა არ­ჩე­ვან­მა მა­თი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა უნ­და გან­საზღ­ვ­როს და არა მხო­ლოდ ერ­თ­ჯე­რა­დი წარ­მა­ტე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ხა­რუ­ლი. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სია, თუნ­დაც, დღეს ნაკ­ლე­ბად პრეს­ტი­ჟუ­ლი, მაგ­რამ  მას­ში ხელ­ფა­სის გარ­და, სხვა რა­მეც უნ­და გა­ინ­ტე­რე­სებ­დეთ. თქვენ თვი­თო­ნაც უნ­და გინ­დო­დეთ, რომ ყო­ველ­თ­ვის მო­ი­ძი­ოთ გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა არა მხო­ლოდ თქვენ­თ­ვის, სხვე­ბის­თ­ვი­საც სა­ინ­ტე­რე­სოდ აქ­ცი­ოთ.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N