გამოდის 1998 წლიდან
2017-05-25
სა­დაც ჩვენ ვართ, პატ­რი­ო­ტიზ­მ­სა და კრე­ა­ტივს არ სძი­ნავს


რუბრიკის სტუმარია თე­მო სუ­ყაშ­ვი­ლი,
მარ­ნე­უ­ლის N2 სა­ჯა­როს სკო­ლის
და­უ­გეგ­მა­ვი კა­რი­ე­რა

2011 წელს უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე და სამ­სა­ხუ­რიც და­ვიწყე მე­რი­ა­ში, მაგ­რამ მა­ლე­ვე შე­ვიტყ­ვე გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს პროგ­რა­მის — „ქარ­თუ­ლი ენა მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის“ შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვის ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. პროგ­რა­მის ერთ-ერ­თი სი­კე­თე ისიც იყო, რომ, თუ ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რე­გი­ონ­ში, ქარ­თულ ენას არა­ქარ­თ­ველ მო­სახ­ლე­ო­ბას ვას­წავ­ლი­დი, მა­გის­ტ­რა­ტუ­რის სრულ კურსს და­მი­ფი­ნან­სებ­დ­ნენ, რა­მაც ძა­ლი­ან მომ­ხიბ­ლა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე და, 2013 წელს, გა­მა­ნა­წი­ლეს საზღ­ვ­რის­პი­რა სო­ფელ­ში — სა­დახ­ლო­ში. ეს ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი სო­ფე­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 8 ათა­სი მო­სახ­ლე ცხოვ­რობს. სო­ფელ­ში ორი სკო­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, მე ერთ-ერ­თ­ში და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა ქარ­თუ­ლი ენის დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლებ­ლად. ხან­და­ხან ვფიქ­რობ, ამა­ზე დიდ ეროვ­ნულ საქ­მეს ვერც გა­ვა­კე­თებ­დი.
არ და­მა­ვიწყ­დე­ბა პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი, რო­ცა კლას­ში შე­ვე­დი და ვიგ­რ­ძე­ნი, 26 ბავ­შ­ვის თვა­ლი რო­გო­რი ინ­ტე­რე­სით და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით მი­ყუ­რებ­და. ისე მო­ვი­ნუს­ხე, იმ წუ­თი­დან გა­დავ­წყ­ვი­ტე, რომ ამ სფე­რო­ში დავ­რ­ჩე­ბო­დი.  შემ­დეგ და­ვიწყე კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­ზე ფიქ­რი და ზრუნ­ვა. მომ­დევ­ნო წელ­ს­ვე, 2014 წელს, ჩა­ვა­ბა­რე პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის საგ­ნის გა­მოც­დე­ბი. ასე გავ­ხ­დი უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ახ­ლა მარ­ნე­უ­ლის მე-2 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ და ქარ­თულს, რო­გორც მე­ო­რე ენას ვას­წავ­ლი რუ­სულ სექ­ტორ­ზე, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­სა და გე­ოგ­რა­ფი­ას — ქარ­თულ სექ­ტორ­ზე. სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლია. სკო­ლა­ში ასე­ვე სწავ­ლო­ბენ სო­მე­ხი, ყა­ზა­ხი და უკ­რა­ი­ნე­ლი ეროვ­ნე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი. 2015-2016 სას­წავ­ლო წელს ქარ­თუ­ლი სექ­ტო­რის პირ­ველ კლას­ში მი­ვი­ღეთ 16 ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე.
ზო­გა­დად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ბავ­შ­ვებ­თან შე­გუ­ე­ბის პრო­ცე­სი არ გამ­ჭირ­ვე­ბია, რად­გა­ნაც თვი­თონ კა­ხის რა­ი­ონ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, სა­დაც, რო­გორც ეთ­ნი­კურ ქარ­თ­ველს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ სივ­რ­ცე­ში ყოფ­ნა მი­წევ­და. მე ჰე­რე­ლი ვარ და, შე­სა­ბა­მი­სად, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლა­ში რომ მი­ვე­დი, გარ­კ­ვე­ულ დო­ნე­ზე, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ენაც ვი­ცო­დი. ბავ­შ­ვებ­თან კონ­ტაქ­ტი იოლად და­ვამ­ყა­რე, თა­ვი­სი­ა­ნა­დაც კი მი­მი­ღეს. პრინ­ციპ­ში, დღეს ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შეც­ვ­ლი­ლია. ქარ­თ­ვე­ლი აღიქ­მე­ბა არა რო­გორც პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი, არა­მედ რო­გორც ერთ-ერ­თი თა­ნა­ბა­რუფ­ლე­ბი­ა­ნი ეთ­ნო­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. თა­ვის­თა­ვად, მეც ეროვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბებს თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად ვა­ღი­ა­რებ და ჩვენ შო­რის ვე­რა­ნა­ირ სხვა­ო­ბას ვერ ვხე­დავ. ამას ყვე­ლა­ზე კარ­გად ბავ­შ­ვე­ბი გრძნო­ბენ და ამი­ტო­მაც, მათ­გა­ნაც მხო­ლოდ და­დე­ბი­თი ემო­ცია და მუხ­ტი მო­დის. მა­თი მხრი­დან, მე­ტი ჩარ­თუ­ლო­ბაა, რაც სას­წავ­ლო პრო­ცესს უფ­რო სრულ­ფა­სო­ვანს ხდის.
მარ­თა­ლია, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში სრუ­ლი­ად და­უ­გეგ­მა­ვად მოვ­ხ­ვ­დი, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ და მოს­წავ­ლე­ე­ბის სუნ­თ­ქ­ვით ვსუნ­თ­ქავ, ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე — ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვსწავ­ლობ­დი, ვვი­თარ­დე­ბო­დი და შეც­დო­მებ­საც ვუშ­ვებ­დი (მათ გა­რე­შე ხომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია?!).
წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო
 ჩე­მი, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის, ყვე­ლა­ზე დი­დი „კო­ზი­რი“ „კე­თე­ბით სწავ­ლაა“. ამ მე­თოდს  ეფექ­ტუ­რად ვი­ყე­ნებ სა­მო­ქა­ლა­ქო და გე­ოგ­რა­ფი­ის საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბი­სას.  ბუ­ნებ­რი­ვია, მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან, ზოგს ლექ­ცი­ით სწავ­ლა უფ­რო უყ­ვარს და მოს­წონს, ზოგს — წე­რით; ზო­გი­ერთ კლას­ში პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი­თა და ჯგუ­ფუ­რი პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბა მოს­წონთ, რაც „კე­თე­ბით სწავ­ლის“ მე­თო­დის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. გა­გიმ­ხელთ, მეც ეს მე­თო­დი მხიბ­ლავს ყვე­ლა­ზე მე­ტად, რად­გან კე­თე­ბით სწავ­ლა ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სტრა­ტე­გიაა და ხელს უწყობს ცოდ­ნის, უნარ-ჩვე­ვე­ბის ფორ­მი­რე­ბას. სტრა­ტე­გია ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლეს, აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, თა­ვად იყოს მო­ნა­წი­ლე ახა­ლი ცოდ­ნის შე­ძე­ნის პრო­ცე­სის.
რაც შე­ე­ხე­ბა „ქარ­თულს რო­გორც მე­ო­რე ენას“, ამ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, 45 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვსა­უბ­რობთ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ქარ­თუ­ლად, იმ ლექ­სი­კით, რაც ბავ­შ­ვებს აქვთ: ზოგს — მწი­რი ლექ­სი­კა და ზოგს — უფ­რო მდი­და­რი. ამ დროს, უფ­რო სუს­ტი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის მოს­წავ­ლე­ებს ვა­კავ­ში­რებ უფ­რო მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან. ამით ვცდი­ლობ, ერ­თ­მა­ნეთს ურ­თი­ერ­თო­ბით ას­წავ­ლონ და შემ­დეგ, ყვე­ლამ ერ­თად, უკე­თე­სად ის­წავ­ლონ ქარ­თუ­ლი ენა. პე­და­გო­გი­კა­ში მეც­ნი­ე­რუ­ლად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია, რომ ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ზე კარ­გად მა­შინ სწავ­ლობს, რო­ცა სხვას ას­წავ­ლის — მე ვსწავ­ლობ იმით, რომ მათ ვას­წავ­ლი და ისი­ნი სწავ­ლო­ბენ იმით, რომ ერ­თ­მა­ნეთს ასწავ­ლი­ან, ერ­თ­გ­ვარ სამ­კუთხედს ვკრავთ, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თ­ვის სა­სარ­გებ­ლოა.
უხი­ლა­ვი ძა­ფი მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლეს შო­რის
ყვე­ლა მოს­წავ­ლე სამ­ყა­როს თა­ვი­სე­ბუ­რად აღიქ­ვამს, გრძნობს და გა­ნიც­დის. მთა­ვა­რია, მო­ვუს­მი­ნოთ მათ გუ­ლის­ცე­მას და მა­ჯის­ცე­მას. მერ­წ­მუ­ნეთ, ჩვენ­სა და მათ შო­რის (ასე და­ყო­ფა არც შე­იძ­ლე­ბა, რად­გან ჩვენ ერ­თ­ნი ვართ) უხი­ლა­ვი ძა­ფი არა­სო­დეს გაწყ­დე­ბა. მთა­ვა­რია სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ცე­მა — და­ნარ­ჩენს ბავ­შ­ვე­ბი ჩვენ­ზე უკეთ ხე­და­ვენ და აღიქ­ვა­მენ.
მას­წავ­ლებ­ლის ფუნ­ქ­ცია მოს­წავ­ლეს­თან მხო­ლოდ გაკ­ვე­თილ­ზე ურ­თი­ერ­თო­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა, რო­გორც ეს საბ­ჭო­ურ სკო­ლა­ში ხდე­ბო­და. მა­შინ ბავ­შ­ვე­ბი მას­წავ­ლე­ბელს მხო­ლოდ კლას­ში ხე­დავ­დ­ნენ, გაკ­ვე­თი­ლის გარ­და ის არ ურ­თი­ერ­თობ­და მათ­თან. ზო­გა­დად, მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად სად­მე წა­სუ­ლი­ყო, ბურ­თი ეთა­მა­შა და ა.შ. ახ­ლა, რა თქმა უნ­და, ეს სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და­იმ­ს­ხ­ვ­რა. დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბით ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ და ვცდი­ლობ, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად ღია და მიმ­ზიდ­ვე­ლი გავ­ხა­დო მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. ხან­და­ხან  ეზო­ში გას­ვ­ლაც გვი­წევს და სპორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბებ­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბა.
ახ­ლა უცებ გა­დავ­ხე­დე ჩემ მი­ერ გა­დად­გ­მულ თი­თო­ე­ულ ნა­ბიჯს. ძა­ლი­ან რთუ­ლია, გახ­დე ბავ­შ­ვე­ბის მე­გო­ბა­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, იმის მიღ­წე­ვა ურ­თუ­ლე­სია, რომ ერ­თ­მა­ნე­თის მა­ჯის­ცე­მით ცხოვ­რობ­დეთ, მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბოდ­ნენ გაკ­ვე­თი­ლის დაწყე­ბას, ზა­რის და­რეკ­ვით სა­ინ­ტე­რე­სო სა­უბ­რის გაწყ­ვე­ტა კი გულს სწყვეტ­დეთ. მცი­რე­ო­დე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბაა სა­ჭი­რო იმის აღ­მო­სა­ჩე­ნად, თუ რო­გორ უხა­რი­ათ, რო­ცა მა­თი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით მეტყ­ვე­ლებ და პი­რი­ქით, რო­ცა ბავ­შ­ვე­ბი შენს ფრა­ზებს იყე­ნე­ბენ ერ­თ­მა­ნეთ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დროს. სა­ერ­თო ჯამ­ში, მოს­წავ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის „აქი­ლევ­სის ქუს­ლად“ ნდო­ბის არარ­სე­ბო­ბა მი­მაჩ­ნია. ამას­თან, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ არც ლან­გ­რით მორ­თ­მე­უ­ლი ნდო­ბაა კარ­გი. ყვე­ლა­ფერს დამ­სა­ხუ­რე­ბა უნ­და!
უპირ­ვე­ლე­სი საზ­რუ­ნა­ვი თა­ნა­ბა­რი სიყ­ვა­რუ­ლია
მოს­წავ­ლე­ებ­ზე ყუ­რადღე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის თა­ნაბ­რად გა­ნა­წი­ლე­ბა მას­წავ­ლებ­ლის უპირ­ვე­ლე­სი საზ­რუ­ნა­ვი უნ­და იყოს. სათ­ქ­მე­ლად ად­ვი­ლია, თუმ­ცა ურ­თუ­ლე­სია ნათ­ქ­ვა­მის რე­ა­ლუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.
ბო­ლო დროს, აქ­ტი­უ­რად ვაკ­ვირ­დე­ბი და ერ­თ­გ­ვარ კვლე­ვას ვა­ტა­რებ სა­კუ­თარ თავ­ზე. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­კა­ვებ თავს მოს­წავ­ლე­ე­ბის ერ­თ­მა­ნეთ­თან შე­და­რე­ბის­გან, ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვის გა­მო ვა­ქებ მთლი­ან კლასს, რაც ერ­თი ორად ამაღ­ლებს კლა­სის მო­ტი­ვა­ცი­ას. და პი­რი­ქით, მო­ტი­ვა­ცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბას იწ­ვევს გა­მორ­ჩე­ულ მოს­წავ­ლეს­თან ვინ­მეს შე­და­რე­ბა (თუნ­დაც კარ­გი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვის). ეს გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში­სა­ცე­მია დაწყე­ბით კლა­სებ­ში.
აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მე­ლიც  პრო­ფე­სი­უ­ლად გვზრდის
სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია ხელს გვიწყობს მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩა­ვერ­თოთ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტ­ში. ამ­ჟა­მად, სკო­ლა­ში სა­მი მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტია:
e   გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და კი­ნო­ცენ­ტ­რის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი „კი­ნო სკო­ლა­ში“, რო­მე­ლიც „თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის“ ფარ­გ­ლებ­ში და­ფი­ნან­ს­და. პრო­ექ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სკო­ლა­ში მე ვარ და ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლად ვმარ­თავთ ერ­თობ­ლივ კი­ნოჩ­ვე­ნე­ბას, ბო­ლოს ვაჩ­ვე­ნეთ იტა­ლი­უ­რი კი­ნო­შე­დევ­რი „ვე­ლო­სი­პე­დე­ბის გამ­ტა­ცებ­ლე­ბი“;
e   მე­ო­რე პრო­ექ­ტი „მკითხ­ველ­თა კლუ­ბია“ (სა­მო­ქალ­ქო გან­ვი­თა­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის­გან მი­ვი­ღეთ გრან­ტი). პრო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს, სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კის ბა­ზა­ზე, მკითხ­ველ­თა კლუ­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას — თა­ნა­მედ­რო­ვე, მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რით ბიბ­ლი­ო­თე­კის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის გა­მარ­თ­ვას სხვა­დას­ხ­ვა კლა­სის მოს­წავ­ლებ­თან. ერ­თად ვკითხუ­ლობთ წიგ­ნებს და შემ­დეგ ვაწყობთ დის­კუ­სი­ა-დე­ბა­ტებს. პრო­ექ­ტი მარ­თ­ლა ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობს, ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ აამაღ­ლა ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნა. ვცდი­ლობთ, მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზე შე­ვარ­ჩი­ოთ და, რაც მთა­ვა­რია, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ მა­თი ასა­კის შე­სა­ბა­მი­სი იყოს. ყუ­რადღე­ბას ვა­მახ­ვი­ლებთ პრობ­ლე­მურ სა­კითხებ­ზეც — ბუ­ლინ­გი თუ ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი. დი­დი სიფ­რ­თხი­ლეა სა­ჭი­რო, რად­გან არას­წო­რად შერ­ჩე­ულ­მა წიგ­ნ­მა და ძალ­და­ტა­ნე­ბით კითხ­ვამ, შე­იძ­ლე­ბა, ისე­თი უკუ­შე­დე­გი მოგ­ვ­ცეს, რომ ბავ­შ­ვი წიგნს აღა­რა­სო­დეს გა­ე­კა­როს. მსგავს პრო­ექ­ტებს ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გი და გავ­ლე­ნა აქვს მოს­წავ­ლე­ებ­ზე.
გა­ზაფხულ­ზე, ერ­თი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ნი­ელ მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად რუს­თავ­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. პრო­ექ­ტი ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და, პროგ­რა­მის Erasmus+ ფარ­გ­ლებ­ში, და­ნი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის Global School Partnership Denmark და ქარ­თუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის InoChange პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით.
ერ­თი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ჯგუ­ფი და­ნი­ე­ლი კო­ლე­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ზი­ა­რებ­დით თე­მებ­ზე — ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა; ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა; კულ­ტუ­რათ­შო­რი­სი დი­ა­ლო­გი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბი იყო, ბევ­რი ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე, რო­მელ­საც, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩემს გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დავ­ნერ­გავ.
შეხ­ვედ­რას ერ­თი სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვიც მოჰ­ყ­ვა, მი­ვი­ღე მოწ­ვე­ვა და მო­მა­ვა­ლი წლის ზაფხულ­ში, ერ­თი თვით, და­ნი­ა­ში უნ­და ჩა­ვი­დე და ქვეყ­ნის სა­გან­მანა­თ­ლებ­ლო სის­ტე­მას გა­ვეც­ნო.
სევ­და­ნა­რე­ვი ჩა­ნა­ხა­ტე­ბი
***
სო­ფელ­ში ჩას­ვ­ლის­თა­ნა­ვე, მშობ­ლებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, დროს იმ ად­გი­ლე­ბის შე­მოვ­ლას ვუთ­მობ, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე და ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი პი­როვ­ნე­ბად. სახ­ლი, ეზო, უბა­ნი, თხი­ლის ბა­ღე­ბი, უკან — და­თოვ­ლი­ლი კავ­კა­სი­ო­ნი, ორ­ღო­ბე­ში კო­ცო­ნი, ყვე­ლა­ფე­რი რაც გმა­ტებს ძა­ლას და ენერ­გი­ას, თავს გაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს პი­როვ­ნე­ბად!
***
წარ­მო­სახ­ვე­ბი ხომ ოც­ნე­ბე­ბის გან­ს­ხე­უ­ლე­ბის ერთ-ერ­თი გზაა.
თვა­ლებს რომ ვხუ­ჭავ და ჩემს თავს წარ­მო­ვიდ­გენ, ასეთ სუ­რათს ვხე­დავ — ვდგა­ვარ გზა­ზე, უმე­ტე­სად გზატ­კე­ცილ­ზე, პი­რით მზის­კენ. სა­ხე­ში მო­ნა­ბე­რი ჰა­ე­რის ტალ­ღე­ბის გა­მო, თვა­ლებს ღი­მი­ლით ვნა­ბავ და სუნ­თ­ქ­ვის რი­ტუ­ა­ლებს ვას­რუ­ლებ მა­ნამ, სა­ნამ რა­მე შემ­ხ­ვედ­რი ტრან­ს­პორ­ტის ხმა არ „და­მირ­ღ­ვევს“ იდი­ლი­ას.
მე­რე ვხე­დავ, რო­გორ ვცდი­ლობ მოძ­რა­ო­ბა გა­მო­მი­ვი­დეს — გა­და­ვად­გილ­დე და ახალ გზებს შევ­ხ­ვ­დე. ერთ-ერ­თი ასე­თი დგო­მი­სას, კა­ხი­დან მო­მა­ვა­ლი რამ­დე­ნი­მე თვის უნა­ხა­ვი მე­გობ­რე­ბი მა­ჩუ­ქა ამ და­ლოც­ვილ­მა და გუ­ლუხ­ვ­მა გზამ!!!
***
ძაღ­ლე­ბი მიყ­ვარს გან­სა­კუთ­რე­ბით! შე­იძ­ლე­ბა კარ­გად ვერ ვმე­გობ­რობ მათ­თან, მაგ­რამ ვა­ფა­სებ მათ! მარ­ტო­ო­ბაც მიყ­ვარს — ტაო-კლარ­ჯე­თით აღ­ტა­ცე­ბუ­ლი და, ამავ­დ­რო­უ­ლად, სევ­და­მო­რე­უ­ლი, იშ­ხა­ნის დი­დე­ბულ ტა­ძარ­ში, ჯგუფს გა­მო­ვე­ყა­ვი და შო­რი­დან ვუს­მენ­დი გი­დის სა­უ­ბარს და თან ათას რა­მე­ზე ვფიქ­რობ­დი...
ამ დროს, ერ­თი ძაღ­ლი მო­ვი­და და გვერ­დით ამო­მიდ­გა. თით­ქოს ჩე­მი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი გა­ი­გო... მი­მა­ნიშ­ნა, მეც მარ­ტო ვა­რო და ად­გი­ლის ბა­ტო­ნიც მე ვარ და პატ­რო­ნი­ცო.
ასეც აღ­მოჩ­ნ­და, ამ ძაღლს იშ­ხა­ნის ტა­ძარ­ში აქვს და­დე­ბუ­ლი ბი­ნა და ორ პა­ტა­რა ლეკვს ზრდის...
ამ დროს შენ­თან ერ­თად მთე­ლი სამ­ყა­როა
ძა­ლი­ან ბევრს ვმოგ­ზა­უ­რობ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ხში­რად მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თა­დაც, მინ­და ხოლ­მე ის აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა, რა­საც მე ვგრძნობ, ქარ­თულ­მა კულ­ტუ­რულ­მა მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბამ და ბუ­ნე­ბამ მათ­შიც გა­მო­იწ­ვი­ოს. მინ­და, სა­ქარ­თ­ვე­ლო შე­იგ­რ­ძ­ნონ და თავ­და­ვიწყე­ბით შე­იყ­ვა­რონ. სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს, რო­ცა ამას ვაღ­წევ და ამით ქვეყ­ნის­თ­ვის ერთ პა­ტა­რა აგურს ვდებ. სა­დაც ჩვენ ვართ, პატ­რი­ო­ტიზმსა და კრე­ა­ტივს არ სძი­ნავს.
ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­ქ­მის უნა­რით ვართ და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. რო­დე­საც ვხე­დავთ რა­ი­მე გა­სა­ო­ცარს, ჩვენს ტვინს მი­ე­წო­დე­ბა იმ­პულ­სე­ბი, რო­მე­ლიც გვმარ­თავს, გვი­ბიძ­გებს, ჩა­მოვ­ჯ­დეთ და ვუ­ყუ­როთ მას სა­ა­თო­ბით. სხვა­დას­ხ­ვა გა­რე­მოს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად აღ­ვიქ­ვამთ. ზოგს შე­უძ­ლია სა­ა­თო­ბით ჩა­მოჯ­დეს ზღვის ­პი­რას და უყუ­როს და­უს­რუ­ლე­ბელ სივ­რ­ცეს, ზოგს კი, ეს მო­საწყე­ნად მი­აჩ­ნია.
მარ­ტოც დავ­დი­ვარ ხოლ­მე ლაშ­ქ­რო­ბა­ში, არა­ვინ თქვას, რომ მარ­ტო მოგ­ზა­უ­რო­ბა მო­საწყე­ნია. მი­დი­ხარ უც­ნობ გზა­ზე, მი­იკ­ვ­ლევ ბი­ლი­კებს, ლა­ხავ წი­ნა­ღო­ბებს და ამ დროს, შენ­თან ერ­თად მთე­ლი სამ­ყა­როა. გეს­მის ბუ­ნე­ბის მე­ლო­დია — ერ­თ­დ­რო­უ­ლად უკ­რავს მო­ცარ­ტი, შუ­ბერ­ტი, ბა­ხი, შტრა­უ­სი, შო­პე­ნი — მთა­ვა­რია, და­ი­ჭი­რო ბუ­ნე­ბის მუ­სი­კა. მოძ­რა­ობ და შენ­თან ერ­თად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან ჭი­ან­ჭ­ვე­ლე­ბი, კა­ლი­ე­ბი, ხვლი­კე­ბი, და­ფარ­ფა­ტე­ბენ პეპ­ლე­ბი. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი — მარ­ტო დარ­ჩე­ნილს ფიქ­რის მე­ტი არა დაგ­რ­ჩე­ნია რა. ფიქ­რობ წარ­სულ­ზე, აწ­მ­ყო­სა და მო­მა­ვალ­ზე.
მე­რე, ავ­ტოს­ტო­პით მგზავ­რო­ბა, არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, პირ­ვე­ლი­ვე გა­გი­ჩე­რებს თუ მე-18 გამ­ვ­ლე­ლი მან­ქა­ნა. მახ­სენ­დე­ბა, რო­გორ და­აგ­ვირ­გ­ვი­ნა ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კო­თე­ლი­ი­დან მო­მა­ვალ­მა კე­თილ­მა ადა­მი­ან­მა ერთ-ერ­თი ჩე­მი ლაშ­ქ­რო­ბა.
და­ფა­რუ­ლი მან­ძი­ლი — სო­ფე­ლი ტბი­სი, დე­ვის ნაპ­რა­ლი, არ­სე­ნას ცი­ხე და ბირ­თ­ვი­სის ცი­ხე. ვინ მოთ­ვ­ლის, რამ­დე­ნი ასე­თი ბედ­ნი­ე­რი წუ­თი მქო­ნია.
ქვე­მო ქარ­თ­ლი, თე­ლე­თის ყა­ყა­ჩო­ე­ბი! რო­გო­რია ამას ყოველ­დღე აუარ-ჩა­უ­ა­რო?! შე­იძ­ლე­ბა გულ­გ­რი­ლო­ბის გა­მო­ჩე­ნა?
არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში!..
***
ბედ­ნი­ე­რე­ბაა იყო სკო­ლა­ში, სა­დაც მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბი პირ­ველ და ბო­ლო ზარს, სკო­ლა­ში, სა­დაც ვიზ­რ­დე­ბით (რო­გორც პე­და­გო­გე­ბი) და გვი­ხა­რია ერ­თ­მა­ნე­თის წარ­მა­ტე­ბა!.. გვა­ხა­რებს ღი­მი­ლი, ბედ­ნი­ე­რი სა­ხე­ე­ბი და ერ­თად ყოფ­ნა ფორ­მა­ლურ და არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში! ამას მე მხო­ლოდ სამ­სა­ხურს ვერ და­ვარ­ქ­მევ, რად­გან ის ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტია. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩე­მი მე­გობ­რის (და ახ­ლა უკ­ვე ჩე­მი დი­რექ­ტო­რის) შო­რე­ნა ხუ­ხუ­ას დამ­სა­ხუ­რე­ბაა, სწო­რედ მან მი­ბიძ­გა, მე­კე­თე­ბი­ნა საქ­მე, რო­მელ­მაც ჩე­მი ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა,  ვინ იცის — იქ­ნებ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი­საც.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N