გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2013-06-05
წე­რი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდ­ხანს ელოდა მკითხველს
შე­საძ­ლოა სა­ქარ­თ­ვე­ლომ არ მი­ი­ღოს რო­ბა­ქი­ძე, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია უთუ­ოდ აღ­ნიშ­ნავს, რომ იგი უღელ­ტე­ხი­ლი იყო (ლექ­ს­ში, პრო­ზა­ში, პრობ­ლე­მის წა­მო­ყე­ნე­ბა­ში). ეს ფაქ­ტია, ვწერ ჩემს თავ­ზე რო­გორც მე­სა­მე პი­რი“ — ეს ფრა­ზა გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის მი­ერ 1922 წლის 9 ოქ­ტომ­ბერს კო­ტე მა­ყაშ­ვილ­თან გაგ­ზავ­ნი­ლი ბა­რა­თი­და­ნაა. გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე მარ­თ­ლაც იტევს XX სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ყვე­ლა პრობ­ლე­მა­სა და წახ­ნაგს. თუ არა მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ანა­ლი­ზი, სრულ­ყო­ფი­ლი ვერ იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რია. ამ­გ­ვა­რი კვლე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლის გა­რე­შე. ცო­ტა ხნის წინ ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში დას­რულ­და გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის პი­რად არ­ქივ­ზე მუ­შა­ო­ბა, რო­მე­ლიც 378 ერ­თე­ულს მო­ი­ცავს. მა­სა­ლა და­ლა­გე­ბუ­ლია თე­მა­ტუ­რად და ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი თან­მიმ­დევ­რო­ბით — ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოღ­ვა­წე­ო­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა, შე­მოქ­მე­დე­ბა და მი­მო­წე­რა. მწერ­ლის არ­ქი­ვი ხე­ლ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის საარქივო დე­პარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, ფი­ლოლოგიის დოქტორმა ეთერ ქავ­თა­რა­ძემ და­ა­მუ­შა­ვა. ქალ­ბა­ტო­ნი ეთე­რი ჩვე­ნი რუბ­რი­კის სტუ­მა­რია, რო­მე­ლიც წე­რი­ლე­ბით აღ­მო­ჩე­ნი­ლი „უც­ნო­ბი რო­ბა­ქი­ძის“ შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა.
ვრცლად>>>
2013-05-30
პორ­ტ­რე­ტე­ბი ბა­ზა­ლე­თის ტბის ფონ­ზე
ბა­ნა­ლუ­რი იქ­ნე­ბა ახ­ლა მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­ზეთ­ში და­ვიწყო იმის მტკი­ცე­ბა, თუ რა ად­გი­ლი აქვს ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში მას­წავ­ლე­ბელს, რა გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია მას­წავ­ლე­ბელს პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე, ამი­ტომ ზო­გად სენ­ტენ­ცი­ებს თავს ავა­რი­დებ და შე­მოგ­თა­ვა­ზებთ რამ­დე­ნი­მე ჩე­მი კო­ლე­გის პორ­ტ­რეტს. ქარ­თუ­ლი ენის იმ მას­წავ­ლებ­ლებს გა­გაც­ნობთ, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი პროგ­რა­მის „ას­წავ­ლე ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა“ ფარ­გ­ლებ­ში ას­წავ­ლი­ან ქარ­თულს აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ და სომ­ხურ სკო­ლებ­ში. მა­ი­სის და­საწყის­ში პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე­ებს გვქონ­და ტრა­დი­ცი­უ­ლი კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც ბა­ზა­ლე­თის ტბის და­სას­ვე­ნე­ბელ კომ­პ­ლექ­ს­ში ჩა­ტარ­და და რომ­ლის თე­მა იყო „პრობ­ლე­მე­ბი ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის სწავ­ლე­ბა­ში“. აქ გვქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა კი­დევ ერ­თხელ გვე­ლა­პა­რა­კა ჩვენ პრობ­ლე­მებ­ზე და გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა ერ­თ­მა­ნე­თი­სათ­ვის ამ პრობ­ლე­მე­ბის ჩვე­ნე­უ­ლი გა­დაჭ­რის გზე­ბი...
ვრცლად>>>
2013-05-29
მე, თოვ­ლი და ორ­ჰან ფა­მუ­ქი
ვუძღ­ვ­ნი დე­დის —
ზა­ი­რა ჩხენ­კე­ლი-ბაგ­რა­ტი­ო­ნის ხსოვ­ნას მო­გე­სალ­მე­ბი,
ჩე­მო ერ­თ­გუ­ლო მკითხ­ვე­ლო!
სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლოა ასე­თი აუდი­ტო­რი­ის სამ­ს­ჯავ­რო­ზე სა­კუ­თა­რი ნა­ფიქ­რა­ლის გა­მო­ტა­ნა, თუმ­ცა ყო­ველ­თ­ვის მიყ­ვარს სა­კუ­თა­რი ხედ­ვის მე­გობ­რე­ბის­თ­ვის, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბა. თქვენ კი, უპი­რო­ბოდ, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი ხართ და ის, რომ თქვე­ნი უმ­რავ­ლე­სო­ბა პე­და­გო­გია, გვა­ახ­ლო­ებს კი­დეც ერ­თ­მა­ნეთ­თან.
წი­ნამ­დე­ბა­რე წე­რი­ლი არ არის და­წე­რი­ლი, რო­გორც სა­გა­ზე­თო სტა­ტია. ეს არის რო­მა­ნის კითხ­ვის დროს გა­კე­თე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლებ­მაც შემ­დეგ ფე­ის­ბუ­კის სტა­ტუ­სე­ბად გა­და­ი­ნაც­ვ­ლეს, ახ­ლა კი, სა­გა­ზე­თო სტა­ტი­ად გა­ერ­თი­ან­დ­ნენ.
მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი, თუ ვი­საც წა­კითხუ­ლი გაქვთ რო­მა­ნი, თქვენს აზრს და ხედ­ვას გაგ­ვი­ზი­ა­რებთ, ისი­ნი კი, ვი­საც ჯერ არ წა­უ­კითხავს ეს წიგ­ნი, აუცი­ლებ­ლად წა­ი­კითხა­ვენ.
პა­ტი­ვის­ცე­მით, ინ­გა ბაგ­რა­ტი­ო­ნი
ვრცლად>>>
2013-05-29
ჰარ­ვარ­დ­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ბრიყ­ვე­ბიც არ­სე­ბო­ბენ და უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­რიცხუ­ლი გე­ნი­ო­სე­ბიც
რუბრიკის სტუმარია მარიამ დეკანოზიშვილი  — მა­რი­ამ, შენ შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი თა­ვი­დან და­ვიწყოთ. სწავ­ლობ­დი თბი­ლი­სის 161-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, შემ­დეგ უმაღ­ლეს­ში. საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის გა­საგ­ძე­ლებ­ლად, სხვა­დას­ხ­ვა დროს, რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში მო­გი­წია წას­ვ­ლა. მი­ამ­ბე, რო­გორ და­იწყო ეს ყვე­ლა­ფე­რი?
ვრცლად>>>
2013-05-02
IYIPO — ნორჩ გამომგონებელთა ფორუმი
25 აპ­რილს, სას­ტუმ­რომ „შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლა­სი“ ნორჩ მეც­ნი­ერ­თა და გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა VII სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დას (IYIPO) უმას­პინ­ძ­ლა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში IYIPO პირ­ვე­ლად 2005 წელს ჩა­ტარ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ინ­ტე­რე­სი და მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. 2007 წლი­დან ოლიმ­პი­ა­დამ სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შ­ტა­ბე­ბი შე­ი­ძი­ნა. მას შემ­დეგ, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, იზ­რ­დე­ბა ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის რიცხ­ვი. წლე­ვან­დელ ოლიმ­პი­ა­და­ში 270 მოს­წავ­ლე 27 ქვეყ­ნი­დან 125 პრო­ექ­ტით მო­ნა­წი­ლე­ობ­და. პრო­ექ­ტე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ექვს კა­ტე­გო­რი­ა­ში: მა­თე­მა­ტი­კა, ქი­მია, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ბი­ო­ლო­გია, ინ­ჟი­ნე­რია და ფი­ზი­კა.
ვრცლად>>>
2013-04-25
და­დი­ა­ნე­ბის გან­ძის თბი­ლი­სუ­რი დღე­ე­ბი
გრაფ ოლ­დენ­ბურ­გის თბი­ლი­სის სა­სახ­ლე ზუგ­დი­დის და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლეს მას­პინ­ძ­ლობს. ოდეს­ღაც დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით გაჟ­ღენ­თი­ლ, ლე­გენ­დად ქცე­უ­ლ ზამ­ბა­ხე­ბი­სა და ოქ­როს­ფერ დარ­ბა­ზებ­ში გა­მო­ფე­ნი­ლი უნიკ­ალუ­რი ექ­ს­პო­ნა­ტე­ბი და­დი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში გვა­მოგ­ზა­უ­რებს.
ვრცლად>>>
2013-04-25
ამერიკელი პროფესორები ოპტიმისტები არიან, ავსტრიელები კი — პესიმისტები
— თამ­თა, შენ შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი­დან და­ვიწყოთ...
მე­თერ­თ­მე­ტე კლა­სამ­დე ქუ­თა­ი­სის მე-9 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. ბო­ლო წელს სას­წავ­ლებ­ლად მე-13 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­და­ვე­დი. წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე. ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ბა­რე და ას­პ­რო­ცენ­ტი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბაც მო­ვი­პო­ვე. ჩა­ვი­რიცხე ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში — ინ­გ­ლი­სუ­რი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე.
— გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მით სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში იყა­ვი. რო­გორც ვი­ცით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბი სტუ­დენ­ტებს კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბას სთა­ვა­ზობს. კონ­კურ­სან­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მა­ღა­ლია, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. შენ შემ­თხ­ვე­ვა­ში რო­გორ მოხ­და?
ვრცლად>>>
2013-04-25
ისევ რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვა ჩვე­ნი პროგ­რა­მის შე­სა­ხებ - სა­ქარ­თ­ვე­ლო არის ესე
მო­გე­სალ­მე­ბით, ჩე­მო კო­ლე­გე­ბო!
ერთ სა­ი­დუმ­ლოს გა­გიმ­ხელთ — მო­მე­ნატ­რეთ!
ელე­მენ­ტა­რულ თავ­მ­დაბ­ლო­ბას თუ და­ვი­ვიწყებ, გეტყ­ვით, რომ იმე­დი მაქვს, ძა­ლი­ან მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი იმე­დი, რომ თქვენც ელო­დით ჩემ გა­მო­ჩე­ნას.
ჩვე­ნი პროგ­რა­მის „ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა“ (ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი — მა­კო ჭი­ლაშ­ვი­ლი) უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის სწავ­ლე­ბა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სათ­ვის, არა­მედ მა­თი ინ­ტეგ­რი­რე­ბა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ანუ მათ უნ­და გა­ი­თა­ვი­სონ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს შვი­ლე­ბი არი­ან, რომ მა­თაც იგი­ვე უფ­ლე­ბე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი აქვთ ამ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში, რაც ქარ­თ­ვე­ლებს; რომ ეს პარ­კე­ბი, გზე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, სა­ვაჭ­რო ცენ­ტ­რე­ბი და, სა­ერ­თოდ, ყვე­ლა სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რა მა­თაც ელო­დე­ბა, მათ­თ­ვი­საც მუ­შა­ობს. უნ­და იგ­რ­ძ­ნონ და გა­ი­თა­ვი­სონ, რომ ეს სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუ­ნავს მათ­ზე, რო­გორც თა­ვის შვი­ლებ­ზე, თა­ვის მი­წა-წყალ­ზე და­ბა­დე­ბუ­ლებ­ზე და გაზ­რ­დი­ლებ­ზე. მათ სხვე­ბის­გან არ გა­მო­არ­ჩევს და სწო­რედ იმის­თ­ვის, რომ ისი­ნი ამ სა­ხელ­მ­წი­ფოს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რე­ბი იყ­ვ­ნენ, სჭირ­დე­ბათ ერ­თი რამ — ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლა, რად­გან თუ ენა არ იცი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა წევ­რებ­თან კონ­ტაქ­ტი შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.
ვრცლად>>>
2013-04-18
სა­მი­ნის­ტ­როს საქ­მი­ა­ნო­ბის ხუ­თი თვე
სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი პრო­ექ­ტის — „სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბა ღია მმარ­თ­ვე­ლო­ბის­თ­ვის“ — ფარ­გ­ლებ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტ­თა კორ­პუსს შეხ­ვ­და და მათ შე­კითხ­ვებს უპა­სუ­ხა.
შეხ­ვედ­რის და­საწყის­ში მი­ნის­ტ­რ­მა 2013 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სი­ახ­ლე­ებ­სა და და­გეგ­მილ პრო­ექ­ტებ­ზე ისა­უბ­რა. გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვილ­მა მოკ­ლედ შე­ა­ჯა­მა სა­მი­ნის­ტ­როს საქ­მი­ა­ნო­ბის ხუ­თი თვე.
ვრცლად>>>
2013-04-11
ისევ რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვა ჩვე­ნი პროგ­რა­მის შე­სა­ხებ - მე მიყ­ვარს სა­ქარ­თ­ვე­ლო!
მო­გე­სალ­მე­ბით!
ვინც ჩე­მი წი­ნა წე­რი­ლი წა­ი­კითხეთ, გეხ­სო­მე­ბათ, ვი­საც არ წა­გი­კითხავთ მო­გახ­სე­ნებთ, რომ ვარ პროგ­რა­მის „ვას­წავ­ლოთ ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა“ (ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი — მა­კო ჭი­ლაშ­ვი­ლი) რი­გი­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი და ვმუ­შა­ობ ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ალას­ტა­ნის სომ­ხუ­რე­ნო­ვან სკო­ლა­ში. წი­ნა წე­რილ­ში მო­გახ­სე­ნეთ იმ ობი­ექ­ტუ­რი თუ სუ­ბი­ექ­ტუ­რი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ზო­გა­დად არის ყვე­ლა იმ სო­ფელ­ში, სა­დაც ჩვე­ნი პრო­ექ­ტის მას­წავ­ლებ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ.
დღეს სხვა რა­მე­ზე მინ­და გე­სა­უბ­როთ.
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50]
N26(780)