გამოდის 1998 წლიდან
2015-03-19
ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი არ უნ­და ვი­ყოთ ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ზე, ვე­ცა­დოთ შევ­ქ­მ­ნათ პერ­ს­პექ­ტი­ვა იმ რე­სურ­სით, რაც გაგ­ვაჩ­ნია

რუბ­რი­კის სტუ­მა­რია მი­ხე­ილ სარ­ჯ­ვე­ლა­ძე,
კი­ოლ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი,
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩი გერ­მა­ნი­ა­ში

— მი­შა, შე­ნი მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, 90-იან წლებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა იყო. სწავ­ლობ­დი ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლე­სის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში. რო­გორ გახ­სენ­დე­ბა იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი, შე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, გქონ­და თუ არა სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბი იმის­თ­ვის, რომ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე ყო­ფი­ლი­ყა­ვი და გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი მო­მა­ვა­ლი?
— გე­თან­ხ­მე­ბით, სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი მარ­თ­ლაც უამ­რა­ვი პრობ­ლე­მით იყო დატ­ვირ­თუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ზამ­თარ­ში, მი­ნის ნაც­ვ­ლად, საკ­ლა­სო ოთა­ხის ფან­ჯ­რებ­ზე „ცე­ლო­ფა­ნი“ იყო აკ­რუ­ლი. ასე­ვე, მე და ჩე­მი კლა­სე­ლე­ბი ტყე­შიც წავ­სულ­ვართ შე­შის მო­საჭ­რე­ლად გაკ­ვე­თი­ლე­ბის დროს, რომ ცივ ოთახ­ში არ გავ­ყი­ნუ­ლი­ყა­ვით. რო­გორც ამ­ბო­ბენ: „რაც არ გკლავს, ის უფ­რო გაძ­ლი­ე­რებს“. მი­უ­ხე­და­ვად რთუ­ლი პი­რო­ბე­ბი­სა მას­წავ­ლებ­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და ხელს გვიწყობ­დ­ნენ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ჩემს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვანს რაც შე­ე­ხე­ბა, მას­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გავ­ლე­ნა ის­ტო­რი­ის  და გერ­მა­ნუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლებ­მა — სან­დ­რო დარ­ჩი­ამ და მა­რი­ნა მორ­ჩი­ლა­ძემ — იქო­ნი­ეს, რის­თ­ვი­საც, თქვე­ნი გა­ზე­თის სა­შუ­ა­ლე­ბით, კი­დევ ერ­თხელ, დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი.
— სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, გერ­მა­ნის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­აგ­რ­ძე­ლე...
— დი­ახ, სწავ­ლა თსუ-ს ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ფა­კულ­ტეტ­ზე გა­ვაგ­რ­ძე­ლე, გერ­მა­ნუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ხ­რით. ეს პე­რი­ო­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც მივ­ხ­ვ­დი, რომ გერ­მა­ნის­ტი­კა არ მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბო­და ჩე­მი ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­როს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ვის­წავ­ლე გერ­მა­ნუ­ლი და 2006 წელს გავ­ხ­დი გერ­მა­ნი­ის აკა­დე­მი­უ­რი გაც­ვ­ლი­თი სამ­სა­ხუ­რის (დაად) სტი­პენ­დი­ან­ტი სა­ზაფხუ­ლო ენის კურ­სის ფარ­გ­ლებ­ში. იმ ერ­თ­მა თვემ, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში, დუ­ის­ბურგ-ესე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვა­ტა­რე, რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა ჩე­მი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი — გა­დავ­წყ­ვი­ტე აუცი­ლებ­ლად მეს­წავ­ლა გერ­მა­ნი­ა­ში იმ გან­ხ­რით, რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და, კერ­ძოდ — პო­ლი­ტი­კა და ის­ტო­რია. მახ­სოვს, ჩემ­ზე უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­რე­მომ, გან­სა­კუთ­რე­ბით — ბიბ­ლი­ო­თე­კებ­მა. კი­დევ კარ­გი, თსუ-ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, გვყავ­და რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ტო­რი, რომ­ლე­ბიც ინო­ვა­ცი­უ­რი, და არა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა, მე­თო­დე­ბით გვას­წავ­ლიდ­ნენ. მხო­ლოდ ამ ფაქ­ტო­რის გა­მო და­ვას­რუ­ლე ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი. მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ გა­ნათ­ლე­ბის საბ­ჭო­უ­რი სის­ტე­მის გავ­ლე­ნა, ინერ­ცი­ით, მა­შინ ჯერ კი­დევ დი­დი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­ცა საქ­მე სტუ­დენ­ტის და­მო­უ­კი­დებ­ლად აზ­როვ­ნე­ბას  და, ზო­გა­დად, გა­რე­მო­სად­მი კრი­ტი­კულ პო­ზი­ცი­ას  ეხე­ბო­და.
— შემ­დეგ სწავ­ლა გერ­მა­ნი­ა­ში, გი­სე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­რ­ძე­ლე. რა სირ­თუ­ლე­ებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვედ­რა, რა გზა გა­ი­ა­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ამ­დე?
— რა­კი გერ­მა­ნულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის­თ­ვის გერ­მა­ნუ­ლი ენა სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე არ ვი­ცო­დი, გა­დავ­წყ­ვი­ტე, ჯერ ენა მეს­წავ­ლა და გერ­მა­ნი­ას ე.წ. au-pair-პროგ­რა­მით და­ვუბ­რუნ­დი. ეს პროგ­რა­მა გერ­მა­ნულ ოჯახ­ში ცხოვ­რე­ბას და, ოჯა­ხის წევ­რე­ბის სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, ბავ­შ­ვებ­ზე ზრუნ­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ არ გავ­ხ­დი მა­შინ­დე­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბის „მსხვერ­პ­ლი“ (მსგავ­სი საქ­მი­ა­ნო­ბა ხომ ქარ­თ­ვე­ლი ბი­ჭის­თ­ვის სა­თა­კი­ლოა). ჩე­მი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ენერ­გია არ და­ვი­შუ­რე. ენის ინ­ტენ­სი­უ­რი კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ, სწავ­ლა გი­სე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე და­ვიწყე, თუმ­ცა ორი სე­მეს­ტ­რის შემ­დეგ, იენის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტი­პენ­დია მი­ვი­ღე და სწავ­ლა მას­ტერ-პროგ­რა­მა­ზე - „მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის პო­ლი­ტი­კა და ის­ტო­რია“ გა­ვაგ­რ­ძე­ლე.
— ამ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, მას­ტერ-თე­ზი­სის თე­მად აირ­ჩიე „პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი რეს­პუბ­ლი­კა: არ­შემ­დ­გა­რი სა­ხელ­მ­წი­ფო თუ საბ­ჭო­თა აგ­რე­სი­ის მსხვერ­პ­ლი?“ ორი­ო­დე სიტყ­ვით გვე­სა­უბ­რე ამ თე­მის შე­სა­ხებ
— მას­ტერ-პროგ­რა­მა „მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის პო­ლი­ტი­კა და ის­ტო­რია“ მსგავ­სი მი­მარ­თუ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი პროგ­რა­მაა გერ­მა­ნი­ის მას­შ­ტა­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მი­მარ­თ­ლა და, რუ­მი­ნელ კო­ლე­გას­თან ერ­თად, ორი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტის­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი სტი­პენ­დია მი­ვი­ღე. იენის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი უნი­ვერ­სი­ტე­ტია, სა­დაც, ასე­ვე გერ­მა­ნი­ის მას­შ­ტა­ბით, კავ­კა­სი­ო­ლო­გი­ის ერ­თა­დერ­თი კა­თედ­რა არ­სე­ბობს. მას­ტერ­ზე სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ის­ტო­რი­ის მო­დუ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ის­ტო­რი­ი­სა და პო­ლი­ტი­კის გან­ხ­რით, ევ­რო­კავ­ში­რით და­ვინ­ტე­რეს­დი. სა­ბო­ლო­ოდ, მას­ტერ-თე­ზი­სის თე­მად პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი რეს­პუბ­ლი­კა ავირ­ჩიე. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეს პე­რი­ო­დი, რო­გორც წე­სი, ძი­რი­თა­დად, ყო­ვე­ლი წლის თე­ბერ­ვალ­ში ახ­სენ­დე­ბათ, ისე­ვე რო­გორც კო­ლაუ ნა­დი­რა­ძის ცნო­ბი­ლი ლექ­სი. არა­და, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სა­მი წე­ლი­წა­დი — 1918-1921 წლე­ბი — ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მო­ნაკ­ვე­თია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. ფაქ­ტია, რომ რამ­დე­ნი­მე­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი არა­სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბის შემ­დეგ, შე­იქ­მ­ნა პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი რეს­პუბ­ლი­კა, რომ­ლის კონ­ს­ტი­ტუ­ცია გა­ცი­ლე­ბით დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი იყო, ვიდ­რე ბევ­რი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის. ეს იყო სა­ხელ­მ­წი­ფო, რო­მელ­საც ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბა დიდ­წი­ლად ეყ­რ­დ­ნო­ბა და რომ­ლის ბოლ­შე­ვი­კუ­რი რუ­სე­თის მი­ერ ოკუ­პა­ცი­ას ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხის­თ­ვის ფა­ტა­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბი მოჰ­ყ­ვა. სხვა­თა შო­რის, არა­ვის­თ­ვის არ წარ­მო­ად­გენს სა­ი­დუმ­ლოს, რომ წი­თე­ლი არ­მი­ის შე­ტე­ვას თბი­ლის­ზე პი­რა­დად სტა­ლი­ნი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და (დის­ტან­ცი­უ­რად) და შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ­თ­ვის პა­რა­დოქ­სია — ამა­ყობ­დე სტა­ლი­ნით (სტა­ლი­ნიზ­მის პე­რი­ო­დის რეპ­რე­სი­ებ­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ) და გიყ­ვარ­დეს სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა. სა­ერ­თოდ, სირ­ცხ­ვი­ლია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს სტა­ლი­ნის მუ­ზე­უ­მი ან მი­სი სა­ხე­ლო­ბის ქუ­ჩა. რო­ცა და­ი­ვიწყებ წარ­სულს, არ გექ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი. გერ­მა­ნია სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ აუცი­ლებ­ლია წარ­სუ­ლის გა­აზ­რე­ბა და მი­სი გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, უკე­თე­სი მო­მა­ვა­ლი რომ შექ­მ­ნა.
— ამ­ჟა­მად კი­ოლ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სკო­ლის (a.r.t.e.s. Graduate School for the Humanities Cologne) დოქ­ტო­რან­ტი და კონ­რად ადე­ნა­უ­ე­რის ფონ­დის სტი­პენ­დი­ან­ტი ხარ. თა­ვის დრო­ზე, მო­პო­ვე­ბუ­ლი გაქვს სხვა­დას­ხ­ვა სტი­პენ­დი­ე­ბი: დაად-ს სტი­პენ­დია იენის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტა­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­პარ­ლა­მენ­ტო პროგ­რა­მის სტი­პენ­დია. რა სა­ხით გა­მო­ი­ყო­ფა სტი­პენ­დი­ე­ბი და გრან­ტე­ბი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის და რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი?
— კონ­რად ადე­ნა­უ­ე­რის ფონ­დი ყვე­ლა­ზე დი­დი გერ­მა­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ფონ­დია, რომ­ლის სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ის ბი­უ­რო თბი­ლის­შია. ტრან­ს­ფორ­მა­ცი­ის პრო­ცე­სის ფარ­გ­ლებ­ში, რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ფონ­დი აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს ქვეყ­ნის­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ჭი­რო პრო­ექ­ტებს. სა­ერ­თოდ, გერ­მა­ნია არა მხო­ლოდ ევ­რო­პის, არა­მედ მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი პარ­ტ­ნი­ო­რი და მხარ­დამ­ჭე­რია, შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გერ­მა­ნი­ის სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­უ­რი პო­ლი­ტი­კის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა სა­მო­მავ­ლო პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბის უკეთ გა­მო­ყე­ნე­ბის მიზ­ნით. ლო­გი­კუ­რია, რომ სტი­პენ­დია სა­უ­კე­თე­სო წი­ნა­პი­რო­ბაა კარ­გად სწავ­ლის­თ­ვის, რად­გან ასეთ დროს არ გი­წევს, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, მუ­შა­ო­ბა და მთლი­ა­ნად სწა­ვლა­ზე ხარ კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი. პრი­ვი­ლე­გიაა, რომ იც­ნობ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს, ამ­ყა­რებ სა­მო­მავ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან კონ­ტაქ­ტებს, ეს­წ­რე­ბი უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო სე­მი­ნარს, კონ­ფე­რენ­ცი­ას და გა­ცი­ლე­ბით მე­ტი დრო გაქვს სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბის­თ­ვის. ჩე­მი, რო­გორც ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მი­ზა­ნია, და­ვეხ­მა­რო ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­დებს გერ­მა­ნი­ა­ში სტი­პენ­დი­ებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა­ში. გერ­მა­ნულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ძა­ლი­ან კარ­გი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს კი, ამ ეტაპ­ზე, პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ახალ­გაზ­რ­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ზე მე­ტად არა­ფე­რი სჭირ­დე­ბა. სა­ხელ­მ­წი­ფოს პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბა ­ის კი არაა, ამ ხალხს სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი შეს­თა­ვა­ზოს, არა­მედ მი­სი ვა­ლია, შექ­მ­ნას პი­რო­ბე­ბი მათ და­საბ­რუ­ნებ­ლად.
— რო­გორ ფიქ­რობ, რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ევ­რო­პულ მო­წი­ნა­ვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით? რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის, ლექ­ცი­ე­ბი­სა და პრო­ფე­სორ მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რა მსგავ­სე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა მათ შო­რის?
—პირ­ველ რიგ­ში, უპი­რა­ტე­სო­ბა, სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხ­სა და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. აუდი­ტო­რი­ე­ბის, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის თუ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ცენ­ტ­რე­ბის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა ყვე­ლა წი­ნა­პი­რო­ბას ქმნის სწავ­ლა­ზე კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბის­თ­ვის. ასე­ვე ის თა­ვი­სუ­ფა­ლი დი­ა­ლო­გის ატ­მოს­ფე­რო, რო­მე­ლიც, სა­ქარ­თ­ვე­ლოს­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, აქა­ურ სე­მი­ნა­რებ­სა თუ ლექ­ცი­ებ­ზე ყოფ­ნი­სას მომ­ხ­ვ­და თვალ­ში. ამ მხრივ, ჩე­მი სტუ­დენ­ტო­ბის შემ­დეგ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ქარ­თულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­შიც ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ, ზო­გა­დად, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ის არის, რომ აქ, ლექ­ცი­ებ­ზე, პრო­ფე­სო­რი აღ­გიქ­ვამს, რო­გორც თა­ნას­წორს, ისე შე­მო­დის შენ­თან დის­კუ­სი­ა­ში, თით­ქოს ისიც ერთ-ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სტუ­დენ­ტი იყოს. აუცი­ლებ­ლად მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­შია შექ­მ­ნი­ლი სწავ­ლის პი­რო­ბე­ბი მხედ­ვე­ლო­ბა და მოძ­რა­ო­ბა­შეზღუ­დუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, დი­დი პრობ­ლე­მაა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ მხრივ, აუცი­ლე­ბე­ლია არა მარ­ტო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის, არა­მედ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა.
— რა რო­ლი უჭი­რავს გერ­მა­ნი­ა­ში სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კებს?
— გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ვ­ნის ღირ­სია სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი. მა­გა­ლი­თად, კი­ოლ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში რო­მე­ლი­მე წიგ­ნის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში (რო­გორც წე­სი, ახა­ლი), შე­გიძ­ლია უნი­ვერ­სი­ტეტს შეს­თა­ვა­ზო, შე­ი­ძი­ნოს ეს წიგ­ნი. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ის უკ­ვე ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში დევს. ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნ­და, დიდ ფი­ნან­სებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, გერ­მა­ნი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სფე­როა და გარ­და სა­ხელ­მ­წი­ფოს სო­ცი­ა­ლუ­რი ას­პექ­ტე­ბი­სა (სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, ფი­ნან­სუ­რად სუს­ტი ოჯა­ხე­ბი­დან, უპ­რო­ცენ­ტო სეს­ხი, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა, ცალ­კე­ულ შემ­თხ­ვე­ვებ­ში), უნი­ვერ­სი­ტე­ტებს აქვთ მსგავ­სი ფუ­ფუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ელექ­ტ­რო­ნულ სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მებ­ზე ან წიგ­ნე­ბის სხვა ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­დან მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე, ამ გზით სტუ­დენტს ნე­ბის­მი­ე­რი წიგ­ნის თუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა შე­უძ­ლია ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან გა­უს­ვ­ლე­ლად.
— პრო­ექ­ტის  „იყა­ვი შე­ნი ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩი“ თა­ნახ­მად, აგირ­ჩი­ეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩად გერ­მა­ნი­ა­ში. რა არის პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და შენ რა გეგ­მე­ბი გაქვს?
— ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სპორ­ტის და ახალ­გაზ­რ­დულ საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვით და­იწყო, ჩე­მი აზ­რით, ძა­ლი­ან დრო­უ­ლი და სა­ჭი­რო ინი­ცი­ა­ტი­ვაა. მი­ხა­რია, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო აქ­ტი­უ­რად და­ინ­ტე­რეს­და საზღ­ვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბით, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის­თ­ვის უდა­ვოდ დიდ პო­ტენ­ცი­ალს წარ­მო­ად­გე­ნენ. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა უცხო­ე­ლი და უცხო­ეთ­ში მყო­ფი ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის. ასე­ვე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და სა­ქარ­თ­ვე­ლოს უცხო­ელ მე­გო­ბარ­თა ქსე­ლის შექ­მ­ნა. ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩი იქ­ნე­ბა ის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხი­დი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც სა­ხელ­მ­წი­ფო ამ ახალ­გაზ­რ­დებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვებს შეს­თა­ვა­ზებს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს არ აქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, უარი თქვას კვა­ლი­ფი­ცი­ურ კად­რებ­ზე, რო­მელ­თა გა­დი­ნე­ბა ქვეყ­ნი­დან სის­ტე­მა­ტუ­რად ხდე­ბო­და და ხდე­ბა. გარ­და ამი­სა, აუცი­ლე­ბე­ლია, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში მოხ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს, რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფოს წარ­მო­ჩე­ნა, მის შე­სა­ხებ სის­ტე­მა­ტუ­რად ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა და ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნით. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემს გეგ­მებ­ში, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, შე­დის სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დღე­ე­ბი გერ­მა­ნი­ის დიდ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა თუ ქა­ლა­ქებ­ში. ვა­პი­რებ, აქ­ტი­უ­რად ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლო ქარ­თულ სათ­ვის­ტო­მო­ებ­თან და შევ­ქ­მ­ნა ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა გერ­მა­ნი­ის მას­შ­ტა­ბით, ეს პრო­ცე­სი უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია. და­გეგ­მი­ლია შეხ­ვედ­რე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში მყოფ ქარ­თ­ველ მწერ­ლებ­თან, მუ­სი­კო­სებ­თან, მეც­ნი­ე­რებ­თან. გერ­მა­ნი­ის სამ — ჰა­ი­დელ­ბერ­გის, ბო­ნის, იენის — უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, უკ­ვე და­არ­ს­და ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც მა­ლე სხვა ქა­ლა­ქე­ბიც და­ე­მა­ტე­ბ­ა. მსგავ­სი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა კი­ოლ­ნ­ში, „აისის“ სა­ხით, ერ­თი წე­ლია წარ­მა­ტე­ბით ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. ეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი აპ­რი­ლი­დან აქ­ტი­უ­რად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ პრო­ექ­ტებს მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რის, ეკო­ნო­მი­კის, სპორ­ტის სფე­რო­ებ­ში. სა­შე­მოდ­გო­მოდ ისი­ნი გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან ერ­თი ქოლ­გის ქვეშ და შე­იქ­მ­ნე­ბა ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტ­თა პირ­ვე­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში. მსგავ­სი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის არ­სე­ბო­ბა აუცი­ლე­ბე­ლია, ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის წარ­მო­ჩე­ნი­სა და დაც­ვის მიზ­ნით.
— რას ურ­ჩევ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ?
— პირ­ველ რიგ­ში, ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­დებს  ვურ­ჩევ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ეცა­დონ, თუ მთე­ლი პროგ­რა­მა არა, ერ­თი სე­მეს­ტ­რი მა­ინც გა­ა­ტა­რონ სხვა ქვეყ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ასეთ დროს ადა­მი­ა­ნი არა მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს, არა­მედ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­საც სხვა პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან ხე­დავს, რაც ძა­ლი­ან სა­ჭი­როა ორი­ვეს შე­საც­ნო­ბად. ამის­თ­ვის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა ცალ­კე­ულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ­სე­ბუ­ლი გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბის, სტი­პენ­დი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის და­სახ­ვა. მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად მთა­ვა­რია კარ­გად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა. არ უნ­და გვქონ­დეს ილუ­ზია, რომ ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც კარ­გად იქ­ნე­ბა, მო­მა­ვა­ლი მა­ინც გაბ­რ­წყინ­დე­ბა და ვი­ღაც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. პი­რი­ქით, უნ­და ვი­ყოთ პრაგ­მა­ტუ­ლე­ბი და მაქ­სი­მა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი, მით უმე­ტეს, რომ 70-წლი­ა­ნი ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მის შემ­დეგ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის პრობ­ლე­მა გვაქვს. ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცი, რომ საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლა ფი­ნან­სებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ვინც მუ­შა­ობს, ისე იღ­ლე­ბა, რომ კარ­გად სწავ­ლას ხში­რად ვერ ახერ­ხებს. თუმ­ცა შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია, მით უმე­ტეს გერ­მა­ნი­ა­ში, მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად მსგავ­სი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მაა სა­ჭი­რო. თეფ­შე­ბის მრეცხა­ვა­დაც მი­მუ­შა­ვია, წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­შიც და მტვირ­თა­ვა­დაც, თუმ­ცა, მთა­ვა­რია, თვალ­თა­ხედ­ვის არე­დან არ და­კარ­გო მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, რის­თ­ვის აკე­თებ ამ ყვე­ლა­ფერს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­როა მე­ტი სტი­პენ­დია, არა მხო­ლოდ უცხო­უ­რი ფონ­დე­ბის თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, არა­მედ ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის მხრი­და­ნაც, თუ­კი არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი, სა­მო­მავ­ლოდ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი ჰყავ­დეთ.
— სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს? რო­გორ ცხოვ­რო­ბენ გერ­მა­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რა არის მათ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი?
— თა­ვი­სუ­ფალ დროს ად­რე უფ­რო გარ­თო­ბას ვუთ­მობ­დი. ბო­ლო ორი წე­ლია პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი შე­ვიც­ვა­ლე და, სა­დოქ­ტო­როს პა­რა­ლე­ლუ­რად, მოგ­ზა­უ­რო­ბით, სპორ­ტით და მო­ხა­ლი­სე­ო­ბით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი კი­ოლ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩვენ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ქარ­თუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის „აისი“ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს ვუ­წევთ ორ­გა­ნი­ზე­ბას. ასე­ვე, კონ­რად ადე­ნა­უ­ე­რის ფონ­დის ფარ­გ­ლებ­ში, ორი გერ­მა­ნე­ლი მოს­წავ­ლის, რომ­ლე­ბიც მიგ­რან­ტე­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რად სუს­ტი ოჯა­ხე­ბი­დან არი­ან „სტუ­დენ­ტი-ნათ­ლია“ ვარ და ვეხ­მა­რე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა­ში. გერ­მა­ნი­ა­ში სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, რა თქმა უნ­და, გა­ნათ­ლე­ბაა, რად­გან იცი­ან, რომ გა­ნათ­ლე­ბის და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის დო­ნე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მა­თი სა­მო­მავ­ლო კა­რი­ე­რა. ზო­გა­დად კი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რო­ბენ — დღი­სით ან მუ­შა­ო­ბენ, ან სწავ­ლო­ბენ, სა­ღა­მოს ერ­თო­ბი­ან. გარ­თო­ბას­თან ერ­თად არ ივიწყე­ბენ ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წესს და აქ­ტი­უ­რად მის­დე­ვენ სპორტს. ამ მხრივ, გერ­მა­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი მარ­თ­ლაც გა­მორ­ჩე­უ­ლია. მი­ნი­მა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დის სა­ნაც­ვ­ლოდ, შეგ­ვიძ­ლია აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თოთ მრა­ვა­ლი სა­ხე­ო­ბის სპორ­ტულ კურ­სებ­ში. ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, რო­ცა საქ­მე კი­ნო­ში, თე­ატ­რ­ში, მუ­ზე­უ­მებ­ში წას­ვ­ლას ეხე­ბა — სტუ­დენ­ტე­ბი რო­გორც წე­სი, თით­ქ­მის 50-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ფას­დაკ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, გერ­მა­ნე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი აქ­ტი­უ­რი კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რო­ბენ და, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, სხვა­დას­ხ­ვა გა­ერ­თი­ა­ნე­ბებ­ში არი­ან გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ანაზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე ეწე­ვი­ან.
— მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას? რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს?
— სა­მო­მავ­ლოდ ვა­პი­რებ დავ­ბ­რუნ­დე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და გერ­მა­ნი­ა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არა მხო­ლოდ სა­კუ­თარ კა­რი­ე­რას მო­ვახ­მა­რო, არა­მედ გა­მო­ვი­ყე­ნო იმ პრო­ცე­სებ­ში, რომ­ლე­ბიც, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტრან­ს­ფორ­მა­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში, პოს­ტ­საბ­ჭო­თა ქვეყ­ნი­დან ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევრ სა­ქარ­თ­ვე­ლომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი არ უნ­და ვი­ყოთ ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ზე. თა­ვად უნ­და ვე­ცა­დოთ შევ­ქ­მ­ნათ პერ­ს­პექ­ტი­ვა იმ რე­სურ­სით, რო­მე­ლიც გაგ­ვაჩ­ნია. ამის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბა, სხვა ქვეყ­ნებ­ში სწავ­ლა, კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბა. მე, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩი, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეც­დე­ბი, და­ვეხ­მა­რო ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­დებს მი­ი­ღონ მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი სტი­პენ­დია, გა­ა­კე­თონ მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი სტა­ჟი­რე­ბა ქარ­თულ თუ გერ­მა­ნულ ფირ­მებ­ში და მი­ი­ღონ გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც სა­ბო­ლო­ოდ არა მხო­ლოდ მათ, არა­მედ სა­ქარ­თ­ვე­ლოს წა­ად­გე­ბა. პი­რა­დად მე, სა­კუ­თა­რი მო­მა­ვა­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სფე­რო­ში წარ­მო­მიდ­გე­ნია, თუმ­ცა წი­ნას­წარ მა­ინც მი­ჭირს თქმა, რა იქ­ნე­ბა ორი ან სა­მი წლის შემ­დეგ, რად­გან ამ ეტაპ­ზე სა­დოქ­ტო­რო­ზე ვმუ­შა­ობ და ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩის ინი­ცი­ა­ტი­ვით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი.
— და­ბო­ლოს, რო­გორ ფიქ­რობ, მიგ­ვი­ღებს ევ­რო­პა ისე­თებს რო­გო­რე­ბიც ვართ, თუ ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გა­და­ხედ­ვა და გა­და­ფა­სე­ბა მოგ­ვი­წევს? რა არის შენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი, რაც  გერ­მა­ნი­ა­ში გა­ტა­რე­ბულ­მა პე­რი­ოდ­მა მოგ­ცა?
— ბო­ლო­დან და­ვიწყებ. ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი, რაც გერ­მა­ნი­ამ მომ­ცა, ჩე­მი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და პი­როვ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. გარ­და იმი­სა, რომ გერ­მა­ნი­ამ მომ­ცა მას­ტე­რის დას­რუ­ლე­ბი­სა და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის დაწყე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, უმ­თავ­რე­სია ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ სწავ­ლის თუ ცხოვ­რე­ბის შე­დე­გად შე­ვი­ძი­ნე.
რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­პის მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­ღე­ბას, რა თქმა უნ­და, მოგ­ვი­წევს ბევ­რი რა­მის, პირ­ველ რიგ­ში კი, სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ვ­ლა, რად­გან გვინ­და გავ­ხ­დეთ იმ ოჯა­ხის წევ­რი, რო­მელ­შიც 50 წელ­ზე მე­ტია ომი არ ყო­ფი­ლა და, გარ­და ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა, მსოფ­ლი­ოს სხვა რე­გი­ო­ნებ­თან შე­და­რე­ბით, ეკო­ნო­მი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბაა. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­მა ძა­ლი­ან დი­დი და­ღი და­ას­ვა არა მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მი­ღე­ბამ­დე გა­ი­ა­რეს, არა­მედ ჩვენც, ვინც (მეტ-ნაკ­ლე­ბად) და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვე­ყა­ნა­ში გა­ვი­ზარ­დეთ. თუ გა­დავ­ხე­დავთ პოს­ტ­საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებს, რო­მელ­თა სა­თა­ვე­ში დღემ­დე  ყო­ფი­ლი კო­მუ­ნის­ტუ­რი ელი­ტე­ბი დარ­ჩ­ნენ, ვერ და­მი­სა­ხე­ლებთ ვერც ერთ მათ­განს, რო­მელ­მაც დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის კუთხით წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. მათ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლომ ძა­ლი­ან დი­დი პროგ­რე­სი გა­ნი­ცა­და, თუმ­ცა, თუ ცვლი­ლე­ბე­ბი არ მოხ­დე­ბა ჩვენს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში, შე­დე­გი არ იქ­ნე­ბა. რაც მთა­ვა­რია, უნ­და გა­ვი­აზ­როთ ერ­თი რამ — სა­ხელ­მ­წი­ფო ვე­რას­დ­როს შედ­გე­ბა და ვერ იქ­ნე­ბა ხალ­ხის­თ­ვის, თუ ის არ არის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი სა­ხელ­მ­წი­ფო, სა­დაც მთა­ვა­რი კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის (დე­მოკ­რა­ტი­ულ სის­ტე­მას ვგუ­ლის­ხ­მობ) დაც­ვაა. ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­ს­ფორ­მა­ცია ნორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სია. იმის­თ­ვის, რომ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ჩვე­ნი თვით­მ­ყო­ფა­დო­ბა, უფ­რო მეტ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ოთ დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ი­სა თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის მხრივ, ევ­რო­პის გარ­და ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ არ­სე­ბობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო კულ­ტუ­რუ­ლად, დიდ­წი­ლად, ევ­რო­პის ნა­წი­ლია, ევ­რო­პა ჩვენ­თ­ვის, პირ­ველ რიგ­ში, პრაგ­მა­ტუ­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნია, რო­მელ­ზე უარის თქმის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, აქ­ტუ­ა­ლუ­რი საფ­რ­თხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით, ამ­ჟა­მინ­დე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო არ­სე­ბო­ბას უფ­რო ცუ­დად და­ას­რუ­ლებს, ვიდ­რე 1921 წელს.

ესა­უბ­რა  მა­კა ყი­ფი­ა­ნი

27(861)N