გამოდის 1998 წლიდან
2015-03-19
მას­წავ­ლებ­ლებ­მა ძა­ლი­ან კარ­გად უნ­და იცოდ­ნენ, სა­ი­დან სად მი­დი­ან

გია მურ­ღუ­ლია
კერ­ძო სკო­ლა „ლო­გო­სის“
დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი

ასე­თი დო­კუ­მენ­ტის არ­სე­ბო­ბის აუცი­ლებ­ლო­ბას ყო­ველ­თ­ვის პრინ­ცი­პუ­ლად ვუ­ჭერ­დი მხარს და ახ­ლაც ვუ­ჭერ. მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია უნ­და ცნობ­დეს კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლას, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს იქ­ნე­ბა მკვდა­რი პრო­ფე­სია. არა­ერ­თხელ მით­ქ­ვამს, რომ შო­რე­ულ 1976 წელს რომ და­ვამ­თავ­რე უნი­ვერ­სი­ტე­ტი და დიპ­ლომ­ში ჩა­მი­წე­რეს ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, მას შემ­დეგ არა­ვინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა ჩე­მით. გან­ვი­თარ­და სკო­ლა, შე­იც­ვა­ლა პროგ­რა­მე­ბი, შე­იც­ვა­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, წიგ­ნე­ბი, ბავ­შ­ვე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ რა მო­მი­ვი­და მე, შე­ვიც­ვა­ლე და გან­ვ­ვი­თარ­დი თუ არა, აქამ­დე არც სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა და არც სა­ხელ­მ­წი­ფო. პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა 90-იანი წლე­ბის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გვქონ­და, მას­წავ­ლე­ბელ­თა ატეს­ტა­ცია რომ ჩა­ტარ­და. ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცი, რა ხარ­ვე­ზე­ბი ახ­ლ­და ამ პრო­ცესს. სხვა­თა შო­რის, მა­შინ არა­ვინ არ ეხ­მა­რე­ბო­და ამ სის­ტე­მას, გო­ნივ­რუ­ლად, ნორ­მა­ლუ­რად რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო ატეს­ტა­ცია და მა­ლე­ვე შეწყ­და კი­დეც, ეს იყო პე­და­გო­გი­უ­რი კა­რი­ე­რის გა­აზ­რე­ბის პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა, ახ­ლა მე­ო­რე მცდე­ლო­ბაა. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია!
მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და ვი­ცო­დე, რო­გორ შე­მიძ­ლია გან­ვ­ვი­თარ­დე, უნ­და ვი­ცო­დე ჩემს შრო­მას, ძა­ლი­ან და­ძა­ბულ, რთულ და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან შრო­მას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, რა და­ფა­სე­ბა ელის, რომ მო­ტი­ვა­ცია გა­მიჩ­ნ­დეს, სირ­თ­ულე­ე­ბის და­საძ­ლე­ვად, ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით, ვე­ცა­დო, უკე­თე­სი გავ­ხ­დე. თუ ეს მო­ტი­ვა­ცია არ მექ­ნე­ბა, თუ თვალ­ნათ­ლივ არ და­ვი­ნა­ხავ, რო­გორ შე­მიძ­ლია ამ კი­ბე­ზე ავი­დე, რა მა­ტე­რი­ა­ლურ და სო­ცი­ა­ლურ ბო­ნუ­სებს მო­მი­ტანს ჩე­მი მცდე­ლო­ბე­ბი, ისე ეს პრო­ფე­სია ვე­რას­დ­როს ვერ გახ­დე­ბა მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი. კარ­გია, რომ სა­ხელ­მ­წი­ფომ იზ­რუ­ნა ამა­ზე და შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტი. ეს ერ­თი მო­მენ­ტია, მე­ო­რე და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი — რო­გო­რია მი­სი ში­ნა­არ­სი? იდე­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი არ არ­სე­ბობს, რაც უფ­რო რთუ­ლია იგი, მით მე­ტი შან­სი აქვს, იდე­ა­ლუ­რო­ბას და­შორ­დეს. ამ დო­კუ­მენ­ტის შემ­ქ­მ­ნე­ლებს ჰქონ­დათ ამო­ცა­ნა, რაც შე­იძ­ლე­ბა მკა­ფიო, გა­სა­გე­ბი ყო­ფი­ლი­ყო მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის და და­ნარ­ჩე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ის პრინ­ცი­პი, რაც სა­ფუძ­ვ­ლად და­ე­დო ახალ სქე­მას. ჩემ­თ­ვის მთა­ვა­რი სი­ახ­ლე არის ის, რომ წი­ნა­რე პრინ­ცი­პის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობ­და მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბას მხო­ლოდ მი­სი ცოდ­ნის მი­ხედ­ვით, ჩა­ე­ნაც­ვ­ლა ახა­ლი და მარ­თე­ბუ­ლი, უფ­რო სწო­რად, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პრინ­ცი­პი, რომ მას­წავ­ლებ­ლის შრო­მა უნ­და შე­ფას­დეს მი­სი პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის უცი­ლო­ბე­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ერ­თია, რა ვი­ცი და მე­ო­რეა, რო­გორ ვი­ყე­ნებ ამ ცოდ­ნას. მე ვიც­ნობ­დი არა­ერთ დიდ მეც­ნი­ერს, რომ­ლის ლექ­ცი­ა­საც მა­ინ­ც­და­მა­ინც კარგს ვერ და­არ­ქ­მევ­დი. მას­წავ­ლებ­ლო­ბა არ არის მხო­ლოდ საგ­ნის ცოდ­ნა, თუმ­ცა ეს უცი­ლო­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბა უნ­და იყოს, მას­წავ­ლებ­ლო­ბა ბევრ სხვა რა­მეს გუ­ლის­ხ­მობს, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი გან­წყო­ბით შე­დი­ხარ კლას­ში, რო­გორ იცი კლა­სის მარ­თ­ვა, რამ­დე­ნად გიყ­ვარს ბავ­შ­ვე­ბი, რამ­დე­ნად პა­ტივს სცემ შენს პრო­ფე­სი­ას, რო­გორ შე­გიძ­ლია და­გეგ­მო გაკ­ვე­თი­ლი, მა­ნამ­დე კი რო­გორ შე­გიძ­ლია და­გეგ­მო მთე­ლი წლის სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, რო­გო­რია შე­ნი თხრო­ბის კულ­ტუ­რა, რო­გორ შე­გიძ­ლია სა­თა­ნა­დო გან­წყო­ბის შექ­მ­ნა კლას­ში, რო­გორ შე­გიძ­ლია იმუ­შაო მთელ კლას­თან და რო­გორ შე­გიძ­ლია იმუ­შაო ინ­დი­ვიდ­თან და ათა­სი სხვა რამ. ყვე­ლა­ფე­რი ეს არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წი­ნა სის­ტე­მა­ში. ეს დო­კუ­მენ­ტი სწო­რედ ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას ცდი­ლობს, თუმ­ცა ეს სირ­თუ­ლე­საც ბა­დებს — რო­ცა ამ­დე­ნი პრინ­ცი­პის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გინ­და სრულ­ფა­სოვ­ნად შე­ა­ფა­სო ადა­მი­ა­ნი, მა­შინ ბევ­რი სქე­მა უნ­და და­ხა­ზო და ბევ­რი წი­ნა­პი­რო­ბა სის­ტე­მუ­რად გა­ი­აზ­რო. ამას ბევ­რი ლა­პა­რა­კი დას­ჭირ­დე­ბა, რაც აბუნ­დოვ­ნებს ხოლ­მე სა­კითხს. ამი­ტომ შევ­თა­ვა­ზე კო­მი­სი­ას, ჯერ ერ­თი, სწრა­ფად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი­ყო დო­კუ­მენ­ტი, რომ ყვე­ლას­თ­ვის ყო­ფი­ლი­ყო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი და, მე­ო­რე მხრივ, გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო დო­კუ­მენ­ტის მოკ­ლე ანო­ტა­ცია, სა­დაც ნათ­ლად, მკა­ფი­ოდ იქ­ნე­ბო­და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პე­ბი და რა ვი­თა­რე­ბა­ში რო­გორ იმოქ­მე­დოს პე­და­გოგ­მა.
მე­ო­რე სა­კითხი, რო­მელ­საც მინ­და შე­ვე­ხო, ეს არის კონ­კ­რე­ტუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­გორ წა­რი­მარ­თოს პრო­ცე­სი, ეს ხომ პრო­ცე­სია! თა­ვი­დან­ვე იყო და­ვა, რამ­დე­ნი კა­ტე­გო­რია უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, ამ­ჟა­მად 4 კა­ტე­გო­რიაა. ჩე­მი აზ­რით, იდე­ა­ში, სა­მიც საკ­მა­რი­სია. სევ­დის მომ­გ­ვ­რე­ლია, რომ 60-62 ათა­სი მას­წავ­ლებ­ლი­დან 42 ათა­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით, საწყი­სი სა­ფე­ხუ­რის. სა­მი­ნის­ტ­როს ხედ­ვით და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც ასე უნ­და შე­ხე­დოს ამას, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში, ეს პირ­ვე­ლი და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რი, პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ცხოვ­რე­ბამ, მო­ტი­ვა­ცი­ამ, გან­ვი­თა­რე­ბის კურ­ს­მა უნ­და გა­ი­წო­ვოს მთლი­ა­ნად და უნ­და დარ­ჩეს, ალ­ბათ, მხო­ლოდ სა­მი კა­ტე­გო­რია. მაგ­რამ ამას დრო სჭირ­დე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით, ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თვა­ლი უნ­და გა­უს­წო­როს იმ სევ­დი­ან ფაქტს, რომ ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბის თით­ქ­მის 3/4 და­ბა­ლი კა­ტე­გო­რი­ი­საა. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის არ იყოს, რო­ცა სარ­კე­ში ჩა­გა­ხე­დე­ბენ, თუ რა­ი­მე არ მოგ­წონს, შენს თავს უნ­და და­აბ­რა­ლო და არა სარ­კეს. ზოგ­ჯერ ასეთ რა­მეს რომ ვიტყ­ვი ხოლ­მე, მა­ვან­ნი აცხა­დე­ბენ, რომ მე პა­ტივს არ ვცემ მას­წავ­ლე­ბელს. პა­ტივს არ ვცემ რას ქვია — ისე მიყ­ვარს, რომ მზეს ვფი­ცუ­ლობ კარ­გი მას­წავ­ლებ­ლის და ვფიქ­რობ, ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ფე­სია დე­და­მი­წის ზურ­გ­ზე. სწო­რედ ამი­ტომ უნ­და ვი­ლა­პა­რა­კოთ პრინ­ცი­პუ­ლად ყვე­ლა პრობ­ლე­მა­ზე, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თი თვალ­წინ გვაქვს — 60 ათა­სი მას­წავ­ლებ­ლის­გან, 42 ათა­სი და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­საა.
სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ი­კა­ვებს ჳჳ სა­ფე­ხურს, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის, ეს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბაც არ მი­მაჩ­ნია პა­ნა­ცე­ად, ჩემ­თ­ვის ეს არ ნიშ­ნავს, ცალ­სა­ხად, მა­ღალ ხა­რისხს, თუმ­ცა, ბუ­ნებ­რი­ვია, მათ შო­რის ასე­თიც ბევ­რი იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ჳჳჳ სა­ფე­ხურს, იქ მხო­ლოდ 100-150 კა­ცი შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, მენ­ტო­რი კი სა­ერ­თოდ არ გვე­ყო­ლე­ბა კარ­გა ხანს.
ამ ოთხი­ვე კა­ტე­გო­რი­ის და­ხა­სი­ა­თე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მას­წავ­ლებ­ლებ­მა ძა­ლი­ან კარ­გად უნ­და იცოდ­ნენ, სა­ი­დან სად მი­დი­ან, რა სა­მუ­შაო უნ­და ჩა­ა­ტა­რონ, რო­გორ მო­ი­პო­ვონ კრე­დიტ-ქუ­ლე­ბი. ეს დაწ­ვ­რი­ლე­ბი­თაა გა­წე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტ­ში, თი­თო­ე­ულ მას­წავ­ლე­ბელს უნ­და მი­უწ­ვ­დე­ბო­დეს მას­ზე ხე­ლი. ამა­ზე უნ­და იყოს მუდ­მი­ვი სა­უ­ბა­რი, რომ სა­პი­ლო­ტე წე­ლი­წა­დი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ ხარ­ვე­ზე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად, რომ­ლის გა­სას­წო­რებ­ლად მზად არის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, რაც კარ­გი წი­ნა­პი­რო­ბაა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის. რაც შე­ე­ხე­ბა შე­ფა­სე­ბას, დო­კუ­მენ­ტის კი­დევ ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მი­მარ­თუ­ლე­ბას, მე ძა­ლი­ან მინ­და, შე­ვე­წი­ნა­აღ­მ­დე­გო გა­რე შე­ფა­სე­ბას, მაგ­რამ ვერ შე­ვე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბი იმი­ტომ, რომ კითხ­ვე­ბი არ­სე­ბობს. მა­შინ, რო­ცა პირ­ვე­ლი ატეს­ტა­ცია ტარ­დე­ბო­და, და­ის­ვა მთა­ვა­რი კითხ­ვა — რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ვენ­დოთ სკო­ლებს თა­ვი­სი­ვე კად­რე­ბის შე­ფა­სე­ბა­ში. აქ ბევ­რი კითხ­ვაა, მათ შო­რის, სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­თა კომ­პე­ტენ­ცია და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა. მე მახ­სოვს სა­თი­თა­ოდ ჩა­მო­ვი­ა­რეთ ყვე­ლა რა­ი­ო­ნი, 1996 წელს, და სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებს და­წვ­რი­ლე­ბით, 5-6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვუხ­ს­ნი­დით, რა პრი­ნცი­პე­ბი მოქ­მე­დებ­და იმ დო­კუ­მენ­ტ­ში, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვ­ლად ედო ტეს­ტი­რე­ბას. მე­რე, რო­ცა ამ პრო­ცე­სის მო­ნი­ტო­რინ­გი და­იწყო, სა­მი­ნის­ტ­რო­ში, კო­ლე­გი­ის სხდო­მა­ზე, და­ვი­ბა­რეთ 10 თუ 15 დი­რექ­ტო­რი. აღ­მოჩ­ნ­და, რომ თა­ვი­ან­თი სკო­ლე­ბის ყვე­ლა პე­და­გოგს მათ პირ­ვე­ლი კა­ტე­გო­რია მი­ა­ნი­ჭეს. შე­კითხ­ვა­ზე, თუ რა­ტომ მოხ­და ასე, ნუ­თუ ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი ერ­თ­ნა­ი­რი აღ­მოჩ­ნ­და? — მპა­სუ­ხობ­დ­ნენ, რომ „სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­დი­ო­და“. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებ­და მა­ში­ნაც და ახ­ლაც. ამას პირ­და­პირ ვარ­ქ­მევ იდი­ო­ტო­ბას, სხვა სა­ხე­ლი არ მე­მე­ტე­ბა. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ასე უპა­სუ­ხებს სე­რი­ო­ზულ გა­რე­მო­ში დას­მულ სე­რი­ო­ზულ კითხ­ვას, ის ან დას­რუ­ლე­ბუ­ლი  იდი­ო­ტია ან სა­ბო­ლოო ბავ­შ­ვო­ბით შეპყ­რო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი. იგი­ვე ეხე­ბა კო­მი­სი­ე­ბის წევ­რებს, ეს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა და თვა­ლი ხომ უნ­და გა­ვუს­წო­როთ მას. მე­ო­რე მხრივ, ღრმად მწამს, რომ სკო­ლას ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­დას თუ ვან­დობთ, ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნიც უნ­და ვან­დოთ, ოღონდ უნ­და გა­ვაფ­რ­თხი­ლოთ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ ისი­ნი პა­სუხს აგე­ბენ თა­ვი­ანთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებ­ზე. თუ მათ­თ­ვის ნა­თე­ლია სქე­მის პრინ­ცი­პე­ბი, თუ ნა­თე­ლია რო­გორ უნ­და შედ­გეს სას­კო­ლო სა­ა­ტეს­ტა­ციო კო­მი­სია და ბევ­რი სხვა რამ, მა­შინ უნ­და იმოქ­მე­დონ სქე­მა­ში მო­ცე­მუ­ლი პრინ­ცი­პე­ბის და ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ვინც არ იმოქ­მე­დებს, ის და­ის­ჯე­ბა, ეს უნ­და ით­ქ­ვას პრინ­ცი­პუ­ლად და თა­ვი­დან­ვე, მაგ­რამ სკო­ლას რომ უნ­და ენ­დოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ჩემ­თ­ვის აპ­რი­ო­რი აზ­რია. ვე­რა­ვინ ვერ და­მარ­წ­მუ­ნებს იმა­ში, რომ ვინ­მეს შე­უძ­ლია ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლად მარ­თოს ეს პრო­ცე­სი.
მე­ო­რე მხრივ, შე­ფა­სე­ბის ობი­ექ­ტუ­რო­ბის გა­საზ­რ­დე­ლად, აუცი­ლე­ბე­ლია გა­რე შე­ფა­სე­ბა. რო­გო­რი უნ­და იყოს გა­რე შე­ფა­სე­ბა, ასე­ვე, სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კითხია. მე მა­გა­ლი­თად,  ად­რე ვფიქ­რობ­დი და ახ­ლაც ამ აზ­რ­ზე ვარ, რომ ეს არ უნ­და იყოს მკვეთ­რად ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბა. შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს რამ­დე­ნი­მე სუ­ბი­ექ­ტი შემ­ფა­სე­ბე­ლი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჯერ უნ­და დად­გინ­დეს სა­ერ­თო პრინ­ცი­პი, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­მა ერთ ად­გი­ლას არ უნ­და მო­ი­ყა­როს თა­ვი. კო­რუფ­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა თუ არ­სე­ბობს სკო­ლა­ში, არ­სე­ბობს ყველ­გან სხვა­გა­ნაც, სა­დაც ყვე­ლა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ერთ ად­გი­ლას მო­იყ­რის თავს. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ უნ­და არ­სე­ბობ­დეს რამ­დე­ნი­მე სუ­ბი­ექ­ტი, თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე, შე­საძ­ლოა ეს გა­მო­რიცხუ­ლიც კი იყოს. კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზეც დავ­ს­ვი ეს სა­კითხი და ვთქვი, რომ ერ­თი და ორი გაკ­ვე­თი­ლით არ უნ­და შე­ფას­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი. რამ­დე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტი უნ­და და­ი­ქი­რა­ოს შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა, რომ გას­­წვ­დეს ათე­ულ ათა­სო­ბით მას­წავ­ლე­ბე­ლს. თუმ­ცა, ერ­თ­დ­რო­უ­ლად არ იქ­ნე­ბი­ან ისი­ნი შე­სა­ფა­სე­ბე­ლი, მაგ­რამ საწყის ეტაპ­ზე მა­ინც ძა­ლი­ან დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა იქ­ნე­ბა, რად­გან პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ხომ მა­სობ­რი­ო­ბას გუ­ლის­ხ­მობს. ამი­ტომ იყო მსჯე­ლო­ბა კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე შე­ფა­სე­ბის ფორ­მებ­ზე — ჩა­ნა­წე­რი შე­ფას­დეს, გაკ­ვე­თი­ლის ერ­თი სეგ­მენ­ტი შე­ფას­დეს თუ სხვა მე­თო­დი მო­ი­ძებ­ნოს. სა­პი­ლო­ტე წე­ლი ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­შიც უნ­და დაგ­ვეხ­მა­როს. ეს რთუ­ლი სა­კითხია და კითხ­ვებ­საც ბა­დებს. მე, მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთ გა­მო­სა­ვალს ამ პრო­ცეს­ში რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის ჩარ­თ­ვა­ში ვხე­დავ. ვგუ­ლის­ხ­მობ იმას, რომ რე­სურ­ს­ცენტრს მი­ე­ცეს მე­ტი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, ის არ უნ­და იყოს უბ­რა­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ტა­რი ზე­მო­დან ქვე­მოთ და პი­რი­ქით. ეს ფუნ­ქ­ცია არაა საკ­მა­რი­სი. ის ხომ სა­მი­ნის­ტ­როს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნოა, მას შე­იძ­ლე­ბა და­ე­მა­ტოს, მა­გა­ლი­თად, მო­ნი­ტო­რინ­გის ფუნ­ქ­ცია, რაც თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხ­მობს მის გაძ­ლი­ე­რე­ბას შე­სა­ბა­მი­სი კად­რე­ბით და რაც ფი­ნან­სურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. რა­კი ფი­ნან­სე­ბი ვახ­სე­ნეთ, ისიც უნ­და ვთქვათ, რომ მო­ტი­ვა­ცია ქმნის არა მარ­ტო სუ­ლი­ერ სი­ა­მოვ­ნე­ბას, არა­მედ ამას უნ­და ახ­ლ­დეს მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სტი­მუ­ლი­რე­ბა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­მე­ო­რებ ერთ ტრი­ვი­ა­ლურ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას — ფსი­ქო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნის მგრძნო­ბი­ა­რო­ბა ხელ­ფა­სე­ბის მო­მა­ტე­ბის მი­მართ  40%-იანი სხვა­ო­ბი­დან იქ­მ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, თქვენ რომ 20%-ით მო­გი­მა­ტონ ხელ­ფა­სი, პირ­ვე­ლი ერ­თი კვი­რა შე­იძ­ლე­ბა მო­გე­წო­ნოთ, უცა­ბე­დი ეფექ­ტი ამას აქვს, მაგ­რამ მე­რე, რომ და­ფიქ­რ­დე­ბით, შე­საძ­ლოა, შე­უ­რაცხ­ყო­ფა­დაც კი ჩათ­ვა­ლოთ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ასეა ადა­მი­ა­ნი მოწყო­ბი­ლი. მე­ო­რე მხრივ, გა­სათ­ვალ­ს­წი­ნე­ბე­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც. გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მოთხოვ­ნა დე­მა­გო­გი­ურ რი­ტო­რი­კა­ში არ უნ­და გა­და­ი­ზარ­დოს. გე­თან­ხ­მე­ბით, გა­ცი­ლე­ბით მე­ტია სა­ჭი­რო, ვიდ­რე გვაქვს, მაგ­რამ მხო­ლოდ ფუ­ლიც არ კმა­რა, ცო­ტა ჭკუ­აც თუ არ მი­ახ­მა­რე, ისე ის ფუ­ლი გა­დაყ­რი­ლია. ამას ბევ­რი ქვეყ­ნის, მათ შო­რის, ფი­ნე­თის გა­მოც­დი­ლე­ბაც ადას­ტუ­რებს. ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­ფა­სი რომ და­ბა­ლია, ეს სა­და­ვო არ არის, მაგ­რამ, ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა ხა­რისხს აამაღ­ლებს? არა­ერ­თ­მა გა­მოკ­ვ­ლე­ვამ აჩ­ვე­ნა და პე­და­გოგ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ მას­წავ­ლებ­ლებს, ხა­რის­ხის მხრივ, ბევ­რი პრობ­ლე­მა გვაქვს. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ მთა­ვა­რი კომ­ბი­ნა­ცია ფუ­ლის და ჭკუ­ის ერ­თად გა­მო­ყე­ნე­ბაა!
არ­სე­ბი­თი ის არის, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა კარ­გად გა­აც­ნო­ბი­ე­რონ ის პრინ­ცი­პე­ბი, რაც მათ მეტ „შე­მო­სა­ვალს“ მის­ცემთ კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რა უნ­და გა­ა­კე­თონ იმ რა­ო­დე­ნო­ბის კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის და­საგ­რო­ვებ­ლად, რი­თაც გა­და­ი­ნაც­ვ­ლე­ბენ მომ­დევ­ნო სა­ფე­ხურ­ზე. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ პრო­ცეს­ში სა­ხელ­მ­წი­ფოს თა­ნად­გო­მაც (რაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა კი­დეც მეტ-ნაკ­ლე­ბად), რამ­დე­ნად ზრუ­ნავს ის პე­და­გოგ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად, მათ ეს დახ­მა­რე­ბა აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბათ სქე­მა­ში მო­ცე­მუ­ლი სა­ფე­ხუ­რე­ბის ად­ვი­ლად გა­სავ­ლე­ლად. სა­ბო­ლოო ან­გა­რი­შით, მე ღრმად მწამს, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად თა­ვის თავს თვი­თონ მას­წავ­ლე­ბე­ლი შვე­ლის. სა­ხელ­მ­წი­ფომ მას შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი შე­უწყოს ტრე­ნინ­გე­ბით, სე­მი­ნა­რე­ბით, ასე­ვე სკო­ლამ, მაგ­რამ პრო­ფე­სი­უ­ლი სრულ­ყო­ფა ყო­ველ­დღი­უ­რი შრო­მის შე­დე­გია და არა გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი, თუნ­დაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ჭი­რო. თუ მას­წავ­ლე­ბელს არ შე­უძ­ლია და­გეგ­მოს თა­ვი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და იშ­რო­მოს იმის­თ­ვის, რომ რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი იყოს ის, რაც და­გეგ­მა, წე­ლი­წად­ში 1-2 ტრე­ნინ­გით ფონს ვერ გა­ვა. ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მე­ტი პრო­ვა­ი­დე­რის არ­სე­ბო­ბა, რომ ეს ტრე­ნინ­გე­ბი ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი არ იყოს. ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლის დი­რექ­ტორს და მის კვა­ლი­ფი­ცი­ურ ტრე­ნე­რებს, მაგ­რამ მა­თი არც გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და არც ბი­ო­ლო­გი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ არის იმის გა­რან­ტი, რომ ისი­ნი სრუ­ლ­ად მო­ი­ცა­ვენ მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს პე­და­გო­გი­ურ კორ­პუსს, ამი­ტომ უნ­და იყოს ბევ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც შეს­თა­ვა­ზებს ტრე­ნინ­გებს, თუმ­ცა სა­ხელ­მ­წი­ფომ თა­ვი­სი გარ­კ­ვე­უ­ლი მოთხოვ­ნე­ბი უნ­და და­ა­ყე­ნოს. ვინც ამ მოთხოვ­ნებს უპა­სუ­ხებს და შე­თა­ვა­ზე­ბულ პროგ­რა­მებს სა­ხელ­მ­წი­ფო და­ამ­ტ­კი­ცებს, მა­შინ მათ უნ­და მი­ე­ცეთ თა­ვი­სუ­ფალ ბა­ზარ­ზე გას­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა, არ უნ­და შეზღუ­დოს სა­ხელ­მ­წი­ფომ კერ­ძო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი. მე პრინ­ცი­პუ­ლად დავ­ს­ვი ეს სა­კითხი, რად­გან არის მო­საზ­რე­ბა, რომ ამას მხო­ლოდ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი აკე­თებ­დ­ნენ. მე ამას მხარს არ ვუ­ჭერ. ბა­ზა­რი უნ­და იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი, სა­ხელ­მ­წი­ფო სა­კუ­თა­რი სტან­დარ­ტე­ბი­თა და მოთხოვ­ნე­ბით, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის წე­სით, შე­საძ­ლოა მხო­ლოდ აკონ­ტ­რო­ლებ­დეს მას, სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბაზ­რის კა­რი არა­ვის­თ­ვის და­ხუ­რუ­ლი არ უნ­და იყოს. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ხა­რის­ხობ­რი­ვად ზრდის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ბა­ზარ­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი იყოს ახა­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, ახა­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი, ახა­ლი პროგ­რა­მე­ბი, რაც ხელს შე­უწყობს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ ზრდას და, შე­სა­ბა­მი­სად, მის უფ­რო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­ნაც­ვ­ლე­ბას.

25-28(942)N