გამოდის 1998 წლიდან
2015-02-26
გზა პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლი­დან მენ­ტო­რო­ბამ­დე

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­ხელ­მ­წი­ფო კო­მი­სი­ამ შე­ი­მუ­შა­ვა და 19 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბამ და­ამ­ტ­კი­ცა. მთავ­რო­ბის სხდო­მის შემ­დეგ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა თა­მარ სა­ნი­კი­ძემ სა­მი­ნის­ტ­რო­ში პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა და ჟურ­ნა­ლის­ტებს ახა­ლი სქე­მა წა­რუდ­გი­ნა.
სქე­მა ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მაა, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია პე­და­გო­გის მომ­ზა­დე­ბა პრო­ფე­სი­ის­თ­ვის. დო­კუ­მენ­ტ­ში ასა­ხუ­ლია, რო­გო­რი უნ­და იყოს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მა, პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის გზე­ბი და რო­გორ უნ­და შე­უწყონ ხე­ლი პე­და­გოგს კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­ში.
სა­მი­ნის­ტ­რო­ში აქამ­დე მოქ­მე­დი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მო­დე­ლის ძი­რი­თად ხარ­ვე­ზად მო­დე­ლის არა­სის­ტე­მუ­რო­ბა და­სა­ხელ­და — ის არ იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და სრუ­ლად ვერ ასა­ხავ­და მის საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და პრაქ­ტი­კულ უნარ-ჩვე­ვებს. მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბა ხდე­ბო­და მხო­ლოდ სა­გა­მოც­დო ფორ­მატ­ში. შე­ფა­სე­ბის ახა­ლი სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვით კი გა­ირ­კ­ვე­ვა, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად იყე­ნებს პე­და­გო­გი ცოდ­ნა­სა და უნარ-ჩვე­ვებს პრაქ­ტი­კა­ში და რა უნ­და გა­კეთ­დეს იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლის შე­დე­გე­ბი გა­უმ­ჯო­ბეს­დეს.
ახა­ლი სქე­მით რე­გუ­ლირ­დე­ბა ისე­თი სა­კითხე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა:
• მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია, რო­გორც რე­გუ­ლი­რე­ბა­დი პრო­ფე­სია;
• მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის ახა­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მა;
• პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბი;
• მას­წავ­ლებ­ლის და­ქი­რა­ვე­ბის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი წე­სი;
• მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კა;
• პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი;
• კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის მოქ­ნი­ლი მე­ქა­ნიზ­მი;
• მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის ში­და და გა­რე კომ­პო­ნენ­ტი.
ახა­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით, სექ­ტემ­ბ­რი­დან, პე­და­გო­გე­ბი ოთხ კა­ტე­გო­რი­ად და­ი­ყო­ფი­ან: პრაქ­ტი­კო­სი პე­და­გო­გე­ბი; უფ­რო­სი პე­და­გო­გე­ბი; წამ­ყ­ვა­ნი პე­და­გო­გე­ბი; მენ­ტო­რი პე­და­გო­გე­ბი.
2015 წელს, პირ­ვე­ლი და­ყო­ფის შემ­დეგ, მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან. მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რი, ანუ წამ­ყ­ვა­ნი პე­და­გო­გის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭე­ბათ სკო­ლე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებს, ვი­საც დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი აქვთ; მე­ო­რე კა­ტე­გო­რია — სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ პე­და­გო­გებს; პირ­ველ სა­ფე­ხურ­ზე კი ყვე­ლა სხვა მას­წავ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა.
პირ­ველ კა­ტე­გო­რი­ა­ზე მყოფ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­ლებ­მა, ანუ პრაქ­ტი­კოს­მა პე­და­გო­გებ­მა საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­და კომ­პე­ტენ­ცი­ის და­სა­ფუ­თე­ბის მიზ­ნით უნ­და ჩა­ა­ბა­რონ, გა­ი­ა­რონ ში­და სა­გაკ­ვ­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბა და ტრე­ნინ­გი პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ვა­და­ში ვერ/ან არ ჩა­ა­ბა­რებს საგ­ნის გა­მოც­დას, ზო­გა­და­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ვალ­დე­ბუ­ლია, გაწყ­ვი­ტოს მას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და გა­მო­აცხა­დოს ვა­კან­სია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით. 2015 წელს საგ­ნის გა­მოც­და ჩა­ტარ­დე­ბა ერ­თხელ, პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბის წე­სის სა­ფუძ­ველ­ზე გან­საზღ­ვ­რულ დროს, მუ­სი­კი­სა და სპორ­ტის მას­წავ­ლებ­ლე­ბის გარ­და. არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის/სექ­ტო­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის გა­მოც­და 2016 წელს ჩა­ტარ­დე­ბა. საგ­ნობ­რივ გა­მოც­დას პე­და­გო­გი, თა­ვი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მხო­ლოდ ერ­თხელ ჩა­ა­ბა­რებს. ხო­ლო ის პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც 2014 წლის ჩათ­ვ­ლით წარ­მა­ტე­ბით აქვს დაძ­ლე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ნა­წი­ლი, თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბა საგ­ნის გა­მოც­დი­სა­გან. 2011-2014 წლებ­ში მათ მი­ერ დაგ­რო­ვი­ლი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბიც აღი­ა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.
სქე­მის თა­ნახ­მად, და­ი­ნერ­გე­ბა პე­და­გოგ­თა შე­ფა­სე­ბის ახა­ლი სის­ტე­მა. მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ფას­დე­ბა ორი ფორ­მით — ში­და და გა­რე შე­ფა­სე­ბით (საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­და და პრაქ­ტი­კა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა). ში­და დაკ­ვირ­ვე­ბის­თ­ვის სკო­ლებ­ში შე­იქ­მ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი 5-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბას შე­ა­ფა­სებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რად და­კომ­პ­ლექ­ტ­დე­ბა: დი­რექ­ტო­რი, მო­ად­გი­ლე, ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი და შე­სა­ბა­მი­სი საგ­ნის პე­და­გო­გე­ბი. შე­ფა­სე­ბა ყვე­ლა სკო­ლა­ში სტან­დარ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა, თა­ვად სტან­დარ­ტი ივ­ნის­ში დამ­ტ­კიც­დე­ბა.
უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის პო­ზი­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თ­ვის, პე­და­გოგს 19 კრე­დიტ­ქუ­ლის დაგ­რო­ვე­ბა უწევს, წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის — 17 კრე­დიტ­ქუ­ლის, ხო­ლო მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლის — 30. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სქე­მის მი­ხედ­ვით, კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა-შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თ­ვის პე­და­გო­გებს 4 წე­ლი აქვთ გან­კუთ­ვ­ნი­ლი, პირ­ვე­ლი სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მა ხუთ­წ­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა.
სა­ფე­ხუ­რი­დან სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვ­ლა პე­და­გო­გებს დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სი­თაც შე­ეძ­ლე­ბათ. მი­ნის­ტ­რის გან­მარ­ტე­ბით, უწყე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შეზღუდ­ვებს არ აწე­სებს. იმ მას­წავ­ლებ­ლებს კი, რომ­ლებ­საც სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მხო­ლოდ ერთ სა­გან­ში, მე­თო­დო­ლო­გი­ა­ში, აქვთ ჩა­ბა­რე­ბუ­ლი, მომ­დევ­ნო სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით შე­ეძ­ლე­ბათ საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა.
სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბებს შო­რი­საა თვით­შე­ფა­სე­ბა.
მას­წავ­ლებ­ლებ­მა უნ­და:
• შე­ავ­სონ თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი, თუმ­ცა ამ საქ­მია­ნო­ბა­ში მათ და­მა­ტე­ბი­თი კრე­დი­ტი არ მი­ე­ნი­ჭე­ბათ;
• შე­ა­ფა­სონ თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბა, მო­ამ­ზა­დონ პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის ანა­ლი­ზი;
• შე­ად­გი­ნონ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა;
• გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა გა­რე შე­ფა­სე­ბას, აქ იგუ­ლის­ხ­მე­ბა — საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­და და პრაქ­ტი­კა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა. რად­გან მას­წავ­ლებ­ლო­ბა  რე­გუ­ლი­რე­ბა­დი პრო­ფე­სიაა, სხვა რე­გუ­ლი­რე­ბა­დი პრო­ფე­სი­ე­ბის მსგავ­სად, ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, სა­ხელ­მ­წი­ფო მი­ნი­მა­ლურ მოთხოვ­ნებს აყე­ნებს.
რო­გორც ცნო­ბი­ლია, ახალ სქე­მა­ზეა მიბ­მუ­ლი პე­და­გო­გის სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კაც, რად­გან პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რაც თან ახ­ლავს. უკე­თე­სი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, კა­რი­ე­რულ სა­ფე­ხუ­რებ­ზე მოძ­რა­ო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად მოქ­ნი­ლა­დაა და­გეგ­მი­ლი.
პე­და­გოგ­თა ხელ­ფა­სე­ბის ზრდა, მო­მა­ვა­ლი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სამ ეტა­პად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ხო­ლო ის და­ნა­მა­ტე­ბი, რაც პე­და­გო­გებს ამ ეტაპ­ზე აქვთ, მო­მა­ვალ­შიც შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბათ. მათ შო­რის, ხელ­ფა­სე­ბი და და­ნა­მა­ტე­ბი შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბათ ე.წ. „ათას­ლა­რი­ან“ მას­წავ­ლებ­ლებს და მა­თაც, ვინც კომ­პი­უ­ტე­რი­სა და უცხო ენის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის­თ­ვის იღებს და­ნა­მატს.
მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი:
• 2015 წლის 1 სექ­ტემ­ბ­რი­დან: მენ­ტო­რი — 800; წამ­ყ­ვა­ნი — 650; უფ­რო­სი — 560; პრაქ­ტი­კო­სი — 400.
• 2016 წლის 1 აპ­რი­ლი­დან: მენ­ტო­რი — 950; წამ­ყ­ვა­ნი — 750; უფ­რო­სი — 640; პრაქ­ტი­კო­სი — 455.
• 2017 წლის 1 იან­ვ­რი­დან: მენ­ტო­რი — 1250; წამ­ყ­ვა­ნი — 1000; უფ­რო­სი — 800; პრაქ­ტი­კო­სი — 455.
ახა­ლი სქე­მით კი­დევ ერ­თი ცვლი­ლე­ბა და­ი­ნერ­გე­ბა — თუ სკო­ლა­ში ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლი გაჩ­ნ­და, შე­მო­ვა ახა­ლი ცნე­ბა, ში­და ვა­კან­სი­ის სა­ხით და გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი სა­ა­თე­ბი სკო­ლის შიგ­ნით, პე­და­გო­გებ­ზე გა­და­ნა­წილ­დე­ბა.
კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა აქ­ტი­ვო­ბე­ბით, რო­მე­ლიც დო­კუ­მენ­ტ­შია მი­თი­თე­ბუ­ლი. გთა­ვა­ზობთ აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ფას­დეს:
სას­წავ­ლო პრო­ცე­სი
• სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი;
• პრო­ექ­ტი;
• სსსმ მოს­წავ­ლეს­თან მუ­შა­ო­ბა;
• კვლე­ვა;
• კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბა;
• სა­დამ­რი­გებ­ლო პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა;
• პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცია;
• სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა;
• სას­წავ­ლო რე­სურ­სის შექ­მ­ნა;
• მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბი.
პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა
• ტრე­ნინ­გი;
• სტა­ჟი­რე­ბა;
• აკა­დე­მი­უ­რი კურ­სე­ბი;
• კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა;
• კონ­ფე­რენ­ცია;
• ექ­ს­პერტ-კონ­სულ­ტან­ტო­ბა;
• პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის მე­ურ­ვე­ო­ბა;
• პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შექ­მ­ნა;
• საგ­ნობ­რი­ვი ტეს­ტის ჩა­ბა­რე­ბა;
• სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.
სქე­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად, კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი ვა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ და­საგ­რო­ვე­ბე­ლი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­დე­გი წე­სით დგინ­დე­ბა:
ა) პრაქ­ტი­კოს­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მი­სა­ნი­ჭებ­ლად, უნ­და და­აგ­რო­ვოს 19 კრე­დიტ­ქუ­ლა;
ბ) უფ­როს­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად — 13 კრე­დიტ­ქუ­ლა;
გ) უფ­როს­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მი­სა­ნი­ჭებ­ლად — 19 კრე­დიტ­ქუ­ლა;
დ) წამ­ყ­ვან­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად — 17 კრე­დიტ­ქუ­ლა;
ე) წამ­ყ­ვან­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის მი­სა­ნი­ჭებ­ლად — 25 კრე­დიტ­ქუ­ლა;
ვ) მენ­ტორ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად — 30 კრე­დიტ­ქუ­ლა.
სქე­მა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, მომ­ზად­და ახა­ლი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, რო­მე­ლიც კვა­ლი­ფი­ცი­ურ პე­და­გო­გებს მო­ამ­ზა­დებს. პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ახა­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მით მი­ი­ღე­ბენ გა­ნათ­ლე­ბას და 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 300 კრე­დიტს და­აგ­რო­ვე­ბენ, ახა­ლი სქე­მით, პირ­და­პირ მე­ო­რე სა­ფეხ­ურ­ზე აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან.
იმ პი­რებს კი, რომ­ლე­ბიც პრო­ფე­სი­ა­ში ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზით შეს­ვ­ლას გა­დაწყ­ვე­ტენ, ანუ სხვა პრო­ფე­სი­ი­დან შევ­ლენ, სკო­ლებ­ში 60-კრე­დი­ტი­ა­ნი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მის დაძ­ლე­ვა მო­უ­წევთ. სწავ­ლე­ბის პრო­ცესს მთლი­ა­ნად სა­ხელ­მ­წი­ფო და­ა­ფი­ნან­სებს.
2015-2016 წლებ­ში სქე­მა სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში იმუ­შა­ვებს. თუმ­ცა, პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში პე­და­გო­გის მი­ერ მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა და გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს სა­ფე­ხუ­რებ­ზე მი­სი მოძ­რა­ო­ბის პრო­ცეს­ზე.
„ახა­ლი სქე­მის ამოქ­მე­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მოს­წავ­ლის სას­წავ­ლო შე­დე­გე­ბი გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, მი­ვი­ღებთ გაძ­ლი­ე­რე­ბულ და გა­დამ­ზა­დე­ბულ პე­და­გოგ­თა კორ­პუსს. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში თა­ვი­დან­ვე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი და­საქ­მ­დე­ბი­ან“ — აცხა­დე­ბენ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში.
ახა­ლი სქე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ისიც, რომ პე­და­გო­გო­ბის მსურ­ველს აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეს მი­ნი­მუმ ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი.
პრე­ზენ­ტა­ცი­ის შემ­დეგ გან­თ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კითხ­ვებს უპა­სუ­ხა.
თა­მარ სა­ნი­კი­ძე: ვიწყებთ იმ სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვას, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლის კა­რი­ე­რა­ში შეს­ვ­ლას, პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და შე­ფა­სე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ახა­ლი მო­დე­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში ბევრ კომ­პო­ნენტს მო­ვი­ცავთ — იწყე­ბა რე­გუ­ლი­რე­ბა უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მი­დან, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბით, მა­თი კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბით და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბით, რაც მთა­ვა­რია, სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კის ახალ სის­ტე­მა­ზე მორ­გე­ბით. სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კის ამოქ­მე­დე­ბა 2015 წლის სექ­ტემ­ბ­რი­დან და­იწყე­ბა. სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, მას­წავ­ლებ­ლებს მი­ე­ცე­მათ ამა თუ იმ კა­რი­ე­რულ სა­ფე­ხურ­ზე გა­სა­ნა­წი­ლე­ბე­ლი დრო — კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი, გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. ყვე­ლა ეს ფუნ­ქ­ცია დო­კუ­მენ­ტ­ში დე­ტა­ლუ­რა­დაა გა­წე­რი­ლი და მას­წავ­ლებ­ლებს მი­ე­ცე­მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბა წი­ნას­წარ და­გეგ­მონ. სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, მოხ­დე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის სკო­ლა­ზე დე­ლე­გი­რე­ბა და ამით მი­სი ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის გაზ­რ­და — ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტი სკო­ლა­ზე და სკო­ლის პედ­კო­ლექ­ტივ­ზეა გა­და­ტა­ნი­ლი, რა თქმა უნ­და, არის სა­ხელ­მ­წი­ფო ჩარ­თუ­ლო­ბა და გაკ­ვე­თილ­ზე გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის ელე­მენ­ტე­ბი. უკე­თე­სი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად კი კა­რი­ე­რულ სა­ფე­ხუ­რებ­ზე მოძ­რა­ო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად მოქ­ნი­ლა­დაა და­გეგ­მი­ლი.
დღემ­დე მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლი, ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მა არ არ­სე­ბობ­და. ახა­ლი სის­ტე­მა კი, ხელს შე­უწყობს ახალ­გაზ­რ­დე­ბის პე­და­გო­გი­უ­რი სფე­რო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბას და მას­წავ­ლებ­ლის პრეს­ტი­ჟის ამაღ­ლე­ბას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. სქე­მის მას­შ­ტა­ბუ­რო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­მი­ნის­ტ­რომ გა­დაწყ­ვი­ტა, რომ 2015-1016 წლებ­ში სქე­მამ სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში იმუ­შა­ოს, თუმ­ცა პი­ლო­ტი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე პე­და­გო­გის წარ­მა­ტე­ბა შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა და გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს სა­ფე­ხუ­რებ­ზე მი­სი მოძ­რა­ო­ბის პრო­ცეს­ზე.
მო­დე­ლის მი­ხედ­ვით კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის წო­ნის მი­ხედ­ვით — ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა ჩა­მოთ­ვ­ლი­ლია დო­კუ­მენ­ტ­ში და მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს შე­სა­ბა­მი­სი კრე­დიტ­ქუ­ლა. ამი­ტომ პე­და­გოგს თა­ვი­დან­ვე ეცო­დი­ნე­ბა, რამ­დენ კრე­დიტ­ქუ­ლას მო­აგ­რო­ვებს. რაც შეგ­ნე­ბუ­ლად არ და­ვუშ­ვი არის ის, რომ თუ აქ­ტი­ვო­ბა ბო­ლომ­დე არ შეს­რულ­დე­ბა, პე­და­გოგს შე­სა­ბა­მი­სი კრე­დიტ­ქუ­ლა არ მი­ე­ცე­მა, და­უს­რუ­ლე­ბელ აქ­ტი­ვო­ბა­ში შე­ფა­სე­ბის მი­ცე­მა არას­წო­რი იქ­ნე­ბა. მით უმე­ტეს, რო­ცა ეს გა­მოც­დას შე­ე­ხე­ბა — გა­მოც­დას აბა­რებ ან არ  აბა­რებ, ნა­ხევ­რად­ჩა­ბა­რე­ბულ გა­მოც­და­ში კრე­დი­ტე­ბის ნა­ხევ­რის მი­ღე­ბა არა­ნორ­მა­ლუ­რი და არა­ლო­გი­კუ­რია, რაც  დიდ დაბ­ნე­უ­ლო­ბას გა­მო­იწ­ვევს. ამი­ტო­მაც კრე­დი­ტე­ბის სის­ტე­მა და­ი­გეგ­მა მარ­ტი­ვად — მიბ­მუ­ლია ჩათ­ვ­ლა- არ­ჩათ­ვ­ლა­ზე — პე­და­გოგ­მა ჯერ ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა უნ­და და­ას­რუ­ლოს, შემ­დეგ მი­ი­ღოს აქ­ტი­ვო­ბის შე­ფა­სე­ბა — შე­სა­ბა­მი­სი კრე­დი­ტი და შემ­დეგ გა­და­ვი­დეს მომ­დევ­ნო აქ­ტი­ვო­ბა­ზე. ამის­თ­ვის მომ­ზად­და ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტი, სა­დაც გა­წე­რი­ლია სა­ვალ­დე­ბუ­ლო და და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, მი­თი­თე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი. ასე­ვე მი­თი­თე­ბუ­ლია, სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი­დან რო­მე­ლია სა­ფე­ხურ­ზე მო­სა­ჭი­დე­ბე­ლი და რო­მე­ლი — შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლი.
— რა ხდე­ბა იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი ვერ ეჭი­დე­ბა რო­მე­ლი­მე სა­ფე­ხურს ან პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რის­თ­ვი­საც ვერ აგ­რო­ვებს კრე­დიტ­ქუ­ლებს, სა­ერ­თოდ გა­დის პრო­ფე­სი­ი­დან?
— აქამ­დე მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა მიბ­მუ­ლი იყო სერ­ტი­ფი­კატ­ზე, ანუ თუ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დას ვერ ჩა­ა­ბა­რებ­და, მას­წავ­ლებ­ლის უფ­ლე­ბა ერ­თ­მე­ო­და. ახ­ლა ასეთ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას ვთა­ვა­ზობთ — პრაქ­ტი­კოს­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, რო­მელ­საც ოთხი წე­ლი ეძ­ლე­ვა კრე­დი­ტე­ბის და­საგ­რო­ვებ­ლად, პირ­ველ სამ წე­ლი­წად­ში (იმის­თ­ვის რომ პრო­ფე­სი­ა­ში დარ­ჩეს) სა­გა­მოც­დო ტეს­ტი, ანუ საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­და უნ­და ჩა­ა­ბა­როს. გარ­და ამი­სა, ამ პე­რი­ოდ­ში მას აქვს ში­და შე­ფა­სე­ბა და ტრე­ნინ­გი. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი ვერ აბა­რებს ტეს­ტურ გა­მოც­დას, მის ად­გილ­ზე ცხად­დე­ბა ვა­კან­სია, მაგ­რამ ვა­კან­სი­ის შევ­სე­ბამ­დე მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლად რჩე­ბა. ეს იმი­ტომ გა­კეთ­და, რომ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია მდგო­მა­რე­ო­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში, რა­ი­ონ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღალ­მ­თი­ან სოფ­ლებ­ში, სა­დაც დღე­საც არის პე­და­გო­გის დე­ფი­ცი­ტი. ვა­კან­სი­ის გა­მოცხა­დე­ბის შემ­დეგ, თუ პე­და­გო­გის მო­ძებ­ნა ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, ჩვენ აუცი­ლებ­ლად უნ­და ვიზ­რუ­ნოთ იმა­ზე, რომ სკო­ლა პე­და­გო­გის გა­რე­შე არ დარ­ჩეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლის ად­გილ­ზეც გა­მოცხად­და ვა­კან­სია, თუ შემ­დეგ ჯერ­ზე ჩა­ა­ბა­რებს გა­მოც­დას, კვლავ შეძ­ლებს აღიდ­გი­ნოს მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა და არ იქ­ნე­ბა ისე, რო­გორც ად­რე იყო — ჩა­მო­ერ­თ­ვას სერ­ტი­ფი­კა­ტი და ვე­რა­სო­დეს ვე­ღარ შეძ­ლოს მას­წავ­ლებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ეს ეხე­ბა მხო­ლოდ პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს, და­ნარ­ჩენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მას­წავ­ლე­ბელს არ ყოფ­ნის ვა­და თა­ვი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, სკო­ლა მას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­მოქ­მე­დო გეგ­მას უდ­გენს. თუ მოხ­დე­ბა ისე, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია აქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი — ში­და შე­ფა­სე­ბა და ტრე­ნინ­გი გავ­ლი­ლი აქვს და რო­მელ­შიც ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­ი­დო, მე­ო­რე სა­ფე­ხურ­ზე გა­და­ვა, მი­სი სის­ტე­მი­დან გაშ­ვე­ბა არა­ვის არ უნ­და. ვა­და მე­ო­რე სა­ფე­ხურ­ზეც ოთხი წე­ლია, ხო­ლო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გეგ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლია სკო­ლა­ზე (რამ­დენს და­უდ­გენს პე­და­გოგს). თუმ­ცა, დო­კუ­მენ­ტ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რი ვა­და, რად­გა­ნაც არ შე­იძ­ლე­ბა ეს პრო­ცე­სი უსაზღ­ვ­როდ გაგ­რ­ძელ­დეს. დრო­ში შეზღუდ­ვა მაქ­სი­მა­ლურ ვა­დას ეხე­ბა და არა მი­ნი­მა­ლურს.
— ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ თუ არა სქე­მის შედ­გე­ნა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი და რა დო­ზით? გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ თუ არა მა­თი მო­საზ­რე­ბე­ბი?
— მას­წავ­ლებ­ლებ­თან, რა თქმა უნ­და, გვქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი, პირ­ვე­ლად გან­ხილ­ვებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 12000-მა პე­და­გოგ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. 12000 მას­წავ­ლე­ბე­ლი კი ნამ­დ­ვი­ლად არის ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ზო­გა­დად მას­წავ­ლებ­ლე­ბის გან­წყო­ბა­სა და მო­საზ­რე­ბებს გად­მოგ­ვ­ცემს. სა­ხელ­მ­წი­ფო კო­მი­სი­ა­შიც გვყავ­დ­ნენ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და არა­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ასე­ვე დი­რექ­ტო­რე­ბიც რო­გორც კერ­ძო, ისე სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი­დან. კო­მი­სი­ა­ში პროფ­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იყ­ვ­ნენ, რომ­ლე­ბიც, ძი­რი­თა­დად, მას­წავ­ლებ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებს იცავ­დ­ნენ. ამი­ტომ, ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ ჩვენ­თ­ვის მას­წავ­ლებ­ლე­ბის გან­წყო­ბა და მიდ­გო­მა უც­ნო­ბია, არას­წო­რია. რა მო­ლო­დი­ნი არ­სე­ბობს, ეს ნამ­დ­ვი­ლად ვი­ცით, რა­საც პე­და­გოგ­თა მა­ღა­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს.
— რა გზა უნ­და გა­ი­ა­როს ახალ­ბე­და მას­წავ­ლე­ბელ­მა სქე­მა­ში რომ ჩა­ერ­თოს? ახა­ლი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­გავ­ლი­ლი კად­რე­ბიც იმა­ვე გზას გა­ივ­ლი­ან თუ არა?
— ახა­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მით მომ­ზა­დე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი (თუ უკ­ვე და­ვიწყებთ ამ პროგ­რა­მას), ალ­ბათ, 5 წე­ლი­წად­ში გვე­ყო­ლე­ბა — სა­უ­ბა­რია 300-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­ზე, რა­საც თან სა­ხელ­მ­წი­ფო გა­მოც­და მოს­დევს.სა­ხელ­მ­წი­ფო გა­მოც­და იმ ძი­რი­თად კომ­პე­ტენ­ცი­ებს და­ა­დას­ტუ­რებს, რა­საც პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს ვთხოვთ. შე­სა­ბა­მი­სად, ასე მომ­ზა­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­ვა არა პირ­ველ სა­ფე­ხურ­ზე, არა­მედ მე­ო­რე­ზე, რად­გან მას ეს კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი ისე­დაც ეთ­ვ­ლე­ბა. მი­სი შემ­დ­გო­მი საქ­მი­ა­ნო­ბა მთლი­ა­ნად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლას­თან და არა სა­ხელ­მ­წი­ფოს წი­ნა­შე რა­ი­მე კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბას­თან. ერ­თა­დერ­თი ინ­ტერ­ვენ­ცია, რა­საც სა­ხელ­მ­წი­ფო გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, ერ­თ­ჯე­რა­დი გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბაა, მხო­ლოდ ისევ რე­გუ­ლი­რე­ბა­დი პრო­ფე­სი­ის ჩარ­ჩო­ში.
რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­გორ შე­ვიყ­ვა­ნოთ ახა­ლი კად­რე­ბი სქე­მა­ში — ეს დო­კუ­მენ­ტ­შია გა­წე­რი­ლი — მა­თი შეყ­ვა­ნა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გზით მოხ­დე­ბა, მაგ­რამ წი­ნას­წარ იმ უნა­რე­ბის და­დას­ტუ­რე­ბით, რო­მელ­საც ვითხოვთ, პირ­ველ რიგ­ში, უნ­და დაკ­მა­ყო­ფილ­დეს საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნა — მი­ნი­მუმ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ახალ­ბე­და კადრს მხო­ლოდ ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი აქვს და არა პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა, აუცი­ლებ­ლად მო­ეთხო­ვე­ბა, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის გავ­ლა, რო­მელ­საც სა­ხელ­მ­წი­ფო და­უ­ფი­ნან­სებს. მაგ­რამ ვიდ­რე ამ კურსს სა­ხელ­მ­წი­ფო და­უ­ფი­ნან­სებს, მას­წავ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, საგ­ნობ­რი­ვი ტეს­ტი ჩა­ა­ბა­როს. ამის შემ­დეგ გა­და­დის მე­ო­რე სა­ფე­ხურ­ზე, რად­გან გავ­ლი­ლი აქვს მო­დუ­ლიც და პრაქ­ტი­კაც. იწყებს მუ­შა­ო­ბას დამ­წყებ მას­წავ­ლებ­ლად და, პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­დის გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბას. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მაა დოქ­ტო­რის ხა­რის­ხის მქო­ნე კად­რებ­ზე, იმი­ტომ, რომ მათ 60-კრე­დი­ტი­ა­ნი კურ­სის გავ­ლა არ სჭირ­დე­ბათ, მათ­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ 30 კრე­დი­ტის დაგ­რო­ვე­ბა — პრაქ­ტი­კი­სა და მე­თო­დო­ლო­გი­ის ნა­წილ­ში. ანუ ჩვე­ნი მიდ­გო­მა ასე­თია — შე­მო­უშ­ვა მას­წავ­ლე­ბე­ლი იქ, სა­დაც უკე­თე­სი ხელ­ფა­სია და წი­ნას­წარ მოს­თხო­ვო მე­ო­რე სა­ფე­ხუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა.
— უკ­ვე შექ­მ­ნი­ლია თუ არა ახა­ლი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა?
— მა­გის­ტ­რა­ტუ­რას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის კონ­ცეფ­ცია და სტრუქ­ტუ­რა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია. სა­ჭი­როა სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის კა­ნონ­ში, რო­მელ­საც გა­ზაფხულ­ზე მო­ვამ­ზა­დებთ. თუ ეს პრო­ცე­სი დრო­უ­ლად დას­რულ­და, სექ­ტემ­ბ­რი­დან პროგ­რა­მას უკ­ვე ავა­მოქ­მე­დებთ, მაქ­სი­მუმ, შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რე აკა­დე­მი­უ­რი წლის დაწყე­ბამ­დე გა­და­ი­წი­ოს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ასე არ მოხ­დე­ბა (თუმ­ცა ამის თე­ო­რი­უ­ლი შან­სი არ­სე­ბობს). რაც შე­ე­ხე­ბა 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მას, ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კარ­გა ხა­ნია არ­სე­ბობს. ჩვენ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, გან­ვა­ახ­ლოთ, რად­გა­ნაც უხა­რის­ხო იყო; გა­ნახ­ლე­ბუ­ლი 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა თა­ვი­დან გა­ივ­ლის აკ­რე­დი­ტა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ცენ­ტ­რ­ში და სექ­ტემ­ბ­რი­დან ძა­ლა­ში შე­ვა.
— სა­პენ­სიო ასაკს მიღ­წე­უ­ლი ან პენ­სი­ო­ნე­რი პე­და­გო­გე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში რო­გორ მოხ­დე­ბა სქე­მა­ში ჩარ­თ­ვა, ხომ არ არ­სე­ბობს ასა­კობ­რი­ვი შეზღუდ­ვა და თუ არა, ფი­ზი­კუ­რად თუ შეძ­ლე­ბენ ამ ეტა­პე­ბის გავ­ლას?
—ეს გო­ნებ­რი­ვი სა­მუ­შაოა და მათ არა­ვინ სთხოვს რე­გი­ო­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას, სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლებ­ში გა­დამ­ზა­დე­ბას თუ მე­ცა­დი­ნე­ო­ბას. მოთხოვ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ვა­წე­სებთ, აუცი­ლებ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია, უბ­რა­ლოდ, ჩვენ ისი­ნი ვა­და­ში გავ­წე­რეთ. ნე­ბის­მი­ე­რი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სი თუ ტრე­ნინ­გი სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და არა შაბ­ლო­ნუ­რად, რო­გორც აქამ­დე ხდე­ბო­და — მა­გა­ლი­თად, ერ­თი ტრე­ნინ­გი ყვე­ლას­თ­ვის. ეს მოხ­დე­ბა რე­გი­ო­ნუ­ლად და არა მა­ინ­ც­და­მა­ინც თბი­ლის­ში, ამი­ტო­მაც ძი­რი­თა­დი დის­კომ­ფორ­ტი, რაც ფი­ზი­კურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, წე­სით, უნ­და მო­იხ­ს­ნას. ვერც ერთ მას­წავ­ლე­ბელს სქე­მის გა­რეთ ვერ დავ­ტო­ვებთ, ეს გა­მო­რიცხუ­ლია. წი­ნა სქე­მის მი­ნუ­სი სწო­რედ ეს იყო — მხო­ლოდ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის ჩარ­თ­ვა სქე­მა­ში, ოღონდ რას ნიშ­ნავ­და სქე­მა­ში ჩარ­თ­ვა, ამის შე­სა­ხებ ორ­გ­ვერ­დი­ან, და­უს­რუ­ლე­ბელ დო­კუ­მენ­ტ­ში არა­ფე­რი  ეწე­რა — მხო­ლოდ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ორი გა­მოც­და იყო მი­თი­თე­ბუ­ლი.
პე­და­გოგს თვა­ლის ჩი­ნი­ვით ვუფ­რ­თხილ­დე­ბით, ვერც ერთ მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც კარ­გი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ა­ტა­რე­ბის და მოს­წავ­ლის შე­დე­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის უნა­რი შეს­წევს, ქუ­ჩა­ში ვერ გა­ვუშ­ვებთ, იმი­ტომ რომ, ისე­დაც ვე­ლო­დე­ბით ბუ­ნებ­რივ გა­დი­ნე­ბას, ასა­კის გა­მო. მე არ ვსა­უბ­რობ 60 წლის პე­და­გო­გებ­ზე, მაგ­რამ სის­ტე­მა­ში ბევ­რი 70 ან 80 წლის პე­და­გო­გიც გვყავს, რომ­ლებ­საც ისე­ვე ვუფ­რ­თხილ­დე­ბით, რო­გორც ახალ­გაზ­რ­და კად­რებს. იმის ში­ში უფ­რო გვაქვს, რომ მა­თი წას­ვ­ლის შემ­დეგ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კად­რი არ გვე­ყო­ლე­ბა, რომ სწრა­ფად შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ სის­ტე­მა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დი­დი ყუ­რადღე­ბა გა­და­ვი­ტა­ნეთ ახა­ლი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­სა და 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­ზე.ზედ­მე­ტია ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ ხე­ლოვ­ნუ­რად შევ­ქ­მ­ნათ პე­და­გო­გე­ბის სკო­ლი­დან გა­დი­ნე­ბის პი­რო­ბა. უფ­რო მე­ტიც, თქვენ იცით, რომ მას­წავ­ლებ­ლის სამ­სა­ხურ­ში აყ­ვა­ნის წეს­ში ჩა­ი­დო ში­და ვა­კან­სი­ის გა­მოცხა­დე­ბის პი­რო­ბა. რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი სკო­ლი­დან მი­დის, თუ მას მცი­რე სა­თობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვა აქვს, უმ­ჯო­ბე­სია, სკო­ლამ ში­და ვა­კან­სია გა­მო­აცხა­დოს და სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს ამა­ვე სკო­ლის სხვა მას­წავ­ლე­ბელს წა­სუ­ლი კო­ლე­გის სა­ა­თე­ბი შე­ი­თავ­სოს. ძა­ლი­ან ბევ­რი მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლა გვაქვს, სა­დაც მას­წავ­ლე­ბე­ლი მე­ტია, ვიდ­რე მოს­წავ­ლე. თბი­ლის­ში კი, სა­დაც ამის დე­ფი­ცი­ტი არ არის, სა­ა­თე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბა ხდე­ბა, რაც, პირ­ველ რიგ­ში, მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გებ­ზე აისა­ხე­ბა. მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც სრუ­ლი გა­ნაკ­ვე­თი ექ­ნე­ბა, თა­ვის­თა­ვად, ხელ­ფა­სიც უკე­თე­სი ექ­ნე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ და­ვუშ­ვით ში­და ვა­კან­სი­ის გა­მოცხა­დე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, წე­სე­ბის დაც­ვით. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ვა­კან­სია არ შე­ივ­სო სკო­ლის ში­და რე­სურ­სით, გა­მოცხად­დე­ბა გა­რე ვა­კან­სია.
ამ სის­ტე­მას სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა აღარ ჰქვია. მას სხვა სა­ხე­ლი და­ვარ­ქ­ვით, იმი­ტომ, რომ ეს მო­დე­ლი, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის გარ­და, ძა­ლი­ან ბევრ დე­ტალს მო­ი­ცავს. მე­თო­დო­ლო­გი­ა­ში გა­მოც­და აღარ ჩა­ბარ­დე­ბა, რად­გან ის ტრე­ნინ­გით და ტრე­ნინგ-მო­დუ­ლის სა­ხით ჩა­ნაც­ვ­ლ­დე­ბა, რაც პრაქ­ტი­კუ­ლად უფ­რო ამუ­შა­ვებს მას­წავ­ლე­ბელს, ვიდ­რე ქა­ღალ­დ­თან და კა­ლამ­თან. ჩვენ მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი გა­მოც­და — საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია გვჭირ­დე­ბა. გა­მოც­და მხო­ლოდ ერ­თხელ ტარ­დე­ბა, პირ­ველ სა­ფე­ხურ­ზე.
— და მა­ინც, რა­ტომ დად­გა ახა­ლი მო­დე­ლის ამოქ­მე­დე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა, არის თუ არა მო­დე­ლი სა­მარ­თ­ლი­ა­ნი? ეს კითხ­ვა იმ ოპო­ნენ­ტე­ბის­გან მო­დის, რომ­ლე­ბიც გარ­კ­ვე­ულ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას გი­წევ­დ­ნენ, მათ შო­რის იყ­ვ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბიც. არის თუ არა ეს პრო­ცე­სე­ბი რა­ი­მე კავ­შირ­ში ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხ­მე­ბას­თან?
— აქამ­დე მოქ­მე­დი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მო­დე­ლის ძი­რი­თა­დი ხარ­ვე­ზი არა­სის­ტე­მუ­რო­ბა იყო და მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბა ხდე­ბო­და მხო­ლოდ სა­გა­მოც­დო ფორ­მატ­ში, არ იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და სრუ­ლად ვერ ასა­ხავ­და მის საქ­მი­ა­ნო­ბას, პრაქ­ტი­კულ უნარ-ჩვე­ვებს. ახა­ლი მო­დე­ლის აუცი­ლებ­ლო­ბა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დად­გა, რომ სის­ტე­მა, რო­გორც ასე­თი, არ არ­სე­ბობ­და. პე­და­გო­გის პრო­ფე­სია რე­გუ­ლი­რე­ბა­დი პრო­ფე­სიაა, ამი­ტომ აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა რე­გუ­ლა­ცია. და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მოს­წავ­ლის შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო გახ­და ახა­ლი სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვა. ასე­ვე სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვა სა­ჭი­როა მას­წავ­ლებ­ლის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის და იმის­თ­ვის, რომ ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი­ყო სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კა. კი­დევ ბევ­რი სხვა მი­ზე­ზი არ­სე­ბობს. თვი­თონ სქე­მას რაც შე­ე­ხე­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ობი­ექ­ტუ­რი და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლეა, არა­დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­დე­ბა, თუ გა­კეთ­დე­ბა გან­ცხა­დე­ბე­ბი და კო­მენ­ტა­რე­ბი ამ კონ­კ­რე­ტულ კრი­ტე­რი­უ­მებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის გა­მო­ძა­ხი­ლი იქ­ნე­ბა, რომ ან სქე­მას არ იც­ნო­ბენ, ან დე­ტა­ლებ­ში ვერ ერ­კ­ვე­ვი­ან. არა­და, სწო­რედ დე­ტა­ლებს აქვს უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა.
რე­ფორ­მა, პირ­ველ რიგ­ში, ჩვე­ნი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, ხო­ლო მი­სი სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა და მო­წეს­რი­გე­ბა, რა თქმა უნ­და, პირ­და­პირ თუ ირიბ კავ­შირ­შია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მაში/ სფე­როში ინ­ტეგ­რი­რე­ბა­სთან. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, მსოფ­ლიო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ძა­ლი­ან ბევ­რი ელე­მენ­ტია.

25-28(942)N