გამოდის 1998 წლიდან
2015-03-19
უნა­რე­ბის გა­მოც­და აზ­როვ­ნე­ბი­სა და მსჯე­ლო­ბის შე­მა­ფა­სე­ბე­ლი გა­მოც­დაა და არა ცოდ­ნის

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნე­ბი­დან ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი, ალ­ბათ, ზო­გა­დი უნა­რე­ბია. მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბიც არ­სე­ბობს და შე­კითხ­ვე­ბიც ბევ­რია. მრა­ვალ­გ­ზის გან­მარ­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კვლავ ხში­რად გა­ის­მის შე­კითხ­ვა — უნ­და მო­ემ­ზა­დოს თუ არა აბი­ტუ­რი­ენ­ტი ზო­გად უნა­რებ­ში? ჩვენ არა­ერ­თხელ გვი­სა­უბ­რია შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ზო­გა­დი უნა­რე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­თან, სო­ფო დო­ლი­ძეს­თან და, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, უნა­რე­ბის გა­მოც­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მიგ­ვი­ღია. თე­მის აქ­ტუ­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კი­დევ ერ­თხელ ვთა­ვა­ზობთ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ზო­გა­დი უნა­რე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის რჩე­ვებს, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მათ გა­მოც­დის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

2015 წლის­თ­ვის ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და­ზე არა­ვი­თა­რი სი­ახ­ლე არ იგეგ­მე­ბა, ტეს­ტი  კვლავ 80-ქუ­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა, 80 და­ვა­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა: ვერ­ბა­ლუ­რი ნა­წი­ლის­თ­ვის 40 და­ვა­ლე­ბაა გან­კუთ­ვ­ნი­ლი და 40 — მა­თე­მა­ტი­კუ­რის­თ­ვის. ტეს­ტ­ზე სა­მუ­შაო დრო — 3 სა­ა­თი — გა­ყო­ფი­ლია 2 ნა­წი­ლად: სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი ვერ­ბა­ლურ ნა­წილს უნ­და და­უთ­მონ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა, ხო­ლო სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი — მა­თე­მა­ტი­კურ ნა­წილს.
შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია შარ­შან­დე­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი. ტეს­ტის ვერ­ბა­ლურ ნა­წილ­ში გვაქვს 5 პა­სუ­ხის მქო­ნე და­ვა­ლე­ბე­ბი — ანა­ლო­გი­ე­ბი და ლო­გი­კის. წი­ნა­და­დე­ბე­ბის შევ­სე­ბი­სა და წა­კითხუ­ლი ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბის და­ვა­ლე­ბე­ბი კვლავ 4 სა­ვა­რა­უ­დო პა­სუხს შე­ი­ცავს, მე­ხუ­თე პა­სუ­ხი არ ემა­ტე­ბა.
შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მე­ო­რე სი­ახ­ლეც — მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ბა­რი­ე­რის მო­მა­ტე­ბა რამ­დე­ნი­მე ქუ­ლით. რო­გორც იცით, სხვა გა­მოც­დე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და მხო­ლოდ არ­ჩე­ვით­პა­სუ­ხი­ან და­ვა­ლე­ბებს შე­ი­ცავს, რად­გან ჩვე­ნი მო­დე­ლი, ზო­გა­დად, გა­ი­გი­ვე­ბის პრინ­ციპ­ზე გა­და­დი­ო­და, ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და­ში შემ­თხ­ვე­ვით ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვის ალ­ბა­თო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იქ­ნე­ბო­და. ამის გა­მო ბა­რი­ერ­მა სულ მცი­რე­დით — 3 ქუ­ლით მო­ი­მა­ტა, გახ­და 24. 80-იდან 24 ქუ­ლის დაგ­რო­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბა­რი­ე­რი უკ­ვე გა­და­ლა­ხუ­ლად ით­ვ­ლე­ბა. შარ­შან მას­თან გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი ქუ­ლა — 23, ორ ვა­რი­ან­ტ­ში, ასე­ვე ზღვრის გა­და­ლახ­ვად ით­ვ­ლე­ბო­და. ეს სი­ახ­ლეც შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია. ორი­ვე სი­ახ­ლემ, პრინ­ციპ­ში, გა­ა­მარ­თ­ლა. მა­თი მი­ზა­ნი იყო ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და­ზე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის უნა­რე­ბის შე­ფა­სე­ბის სი­ზუს­ტის გაზ­რ­და, ვი­ნა­ი­დან ძა­ლი­ან დი­დია ალ­ბა­თო­ბა, მხო­ლოდ არ­ჩე­ვით­პა­სუ­ხი­ა­ნი და­ვა­ლე­ბე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბრმად გა­და­ლა­ხო ბა­რი­ე­რი, ამის ალ­ბა­თო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 30% იყო და  6%-მდე შემ­ცირ­და.
თუ­კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ბა­რი­ერს ვერ გა­და­ლა­ხავ­და აბიტურიენტების, და­ახ­ლო­ე­ბით, 6-8% (6% ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად, უფ­რო — 8%), 2014 წელს 11%-ზე ოდ­ნავ მეტ­მა ვერ გა­და­ლა­ხა. ვფიქ­რობ, ეს ზრდა მი­ნი­მა­ლუ­რია (იმ პი­რო­ბებ­ში, რომ მე­ხუ­თე სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხი და­ვა­მა­ტეთ, გავ­ზარ­დეთ ზღვა­რი და ზღვრის შემ­თხ­ვე­ვით გა­და­ლახ­ვის ალ­ბა­თო­ბა 30%-იდან 6-ზე შე­ვამ­ცი­რეთ). სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს ის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი იყ­ვ­ნენ, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხე­ბის ბრმად შე­მო­ხაზ­ვის ხარ­ჯ­ზე აპი­რებ­დ­ნენ ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვას. ამი­ტომ მინ­და ვთხო­ვო ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენტს, გულ­დას­მით მო­ე­კი­დონ სა­მუ­შა­ოს, წა­ი­კითხონ და­ვა­ლე­ბე­ბი მა­თე­მა­ტი­კურ ნა­წილ­შიც და ვერ­ბა­ლურ­შიც. არი­ან აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ არც კი გა­და­ფურ­ც­ლა­ვენ მა­თე­მა­ტი­კურ ნა­წილს, ამ საგ­ნის ში­ში დაჰ­ყ­ვე­ბათ სკო­ლი­დან. მათ კი­დევ ერ­თხელ შე­ვახ­სე­ნებ: ეს არ არის მა­თე­მა­ტი­კის ცოდ­ნის შე­სა­მოწ­მე­ბე­ლი გა­მოც­და, ეს არის რიცხ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ფა­სე­ბე­ლი ტეს­ტი და რიცხ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლას გა­მოგ­ვ­დის. ბრმად და ტეს­ტე­ბის კრე­ბუ­ლის გა­და­ფურ­ც­ვ­ლის გა­რე­შე პა­სუ­ხე­ბის შე­მო­ხაზ­ვა­ზე ბევ­რად უფ­რო მომ­გე­ბი­ა­ნი სტრა­ტე­გიაა ტეს­ტის კარ­გად, გულ­დას­მით დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და და­ვა­ლე­ბე­ბის მო­სინ­ჯ­ვა. თუნ­დაც ყვე­ლა და­ვა­ლე­ბა წარმა­ტე­ბით ვერ შე­ას­რუ­ლოთ, მერ­წ­მუ­ნეთ, ყვე­ლა ტი­პის აბი­ტუ­რი­ენ­ტი იპო­ვის მის­თ­ვის შე­სა­ფე­რი­სი ტი­პის და­ვა­ლე­ბას.
ის, რომ, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც მა­თე­მა­ტი­კა კარ­გად იცი­ან, კარ­გად აბა­რე­ბენ ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დას, არ ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც მა­თე­მა­ტი­კა არ იცი­ან, ამ გა­მოც­დას ვერ ჩა­ა­ბა­რე­ბენ. ტრა­დი­ცი­უ­ლად, სკო­ლა­ში (რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ტრა­დი­ციაა), დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე­ვე, იწყე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში ში­შის ჩა­ნერ­გ­ვა, რომ რო­მე­ლი­ღაც მოს­წავ­ლე ვერ დაძ­ლევს მა­თე­მა­ტი­კას. ეს მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნაა, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე ნამ­დ­ვი­ლად ყვე­ლას შე­უძ­ლია იმ მა­სა­ლის დაძ­ლე­ვა, რა­საც სწავ­ლო­ბენ. ზოგ­ჯერ მშობ­ლე­ბიც, თა­ვი­სი მა­გა­ლი­თით, შვი­ლებს უნერ­გა­ვენ, რომ მა­თე­მა­ტი­კა შე­იძ­ლე­ბა და­უძ­ლე­ვე­ლი იყოს. და­უძ­ლევ­ლო­ბის გან­ც­და კი ბავშვს მა­თე­მა­ტი­კი­სად­მი ინ­ტე­რესს უქ­რობს. მა­თე­მა­ტი­კის შეს­წავ­ლას კი­დევ ერ­თი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა აქვს — სის­ტე­მა­ტუ­რად უნ­და ის­წავ­ლო, თუ რო­მე­ლი­მე თავს გა­მო­ტო­ვებ, შემ­დეგ სწავ­ლას ვერ გა­აგ­რ­ძე­ლებ. აუცი­ლე­ბე­ლია სის­ტე­მა­ტუ­რო­ბა.
ჩვენს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მინ­და ვუთხ­რა, რომ ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტ­ში მა­თე­მა­ტი­კის ცოდ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნამ­დ­ვი­ლად არა­ფე­რი არ არის. მა­თე­მა­ტი­კა უნ­და იცო­დეთ მე-6 კლა­სის დო­ნე­ზე, რაც ნიშ­ნავს წი­ლა­დის ცოდ­ნას/ცნო­ბას, პრო­ცენ­ტის გა­მოთ­ვ­ლას... რე­ა­ლუ­რად, ჩვენ გვაქვს ის ცოდ­ნა, რაც ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში გვად­გე­ბა — ვით­ვ­ლით პრო­ცენ­ტებს, ვკითხუ­ლობთ ცხრი­ლებ­სა თუ დი­აგ­რა­მებს, რომ­ლებ­საც, მა­გა­ლი­თად, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გვაწ­ვ­დი­ან. ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტი სწო­რედ ამას აფა­სებს — შე­უძ­ლია თუ არა ადა­მი­ანს რიცხობ­რი­ვად წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­აზ­რე­ბა. ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვი­საა, რომ­ლებ­საც უნ­დათ, ასე ვთქვათ, წარ­მა­ტე­ბით ადაპ­ტი­რე­ბა ჩვენს სამ­ყა­როს­თან.
დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ახ­ლა რა­საც ავ­ხ­ს­ნი, ჩვე­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი კარ­გად გა­ი­გე­ბენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი მათ­გა­ნი მა­თე­მა­ტი­კას არ სწავ­ლობს: თი­თო­ე­ულ და­ვა­ლე­ბას, რო­მე­ლიც არის ტეს­ტ­ში, თა­ვი­სი სირ­თუ­ლის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი აქვს, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვად გვიჩ­ვე­ნებს, რამ­დენ­მა პრო­ცენ­ტ­მა შე­ას­რუ­ლა ეს და­ვა­ლე­ბა სწო­რად. და­ვუშ­ვათ, და­ვა­ლე­ბის სირ­თუ­ლის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტია 80, ეს ნიშ­ნავს, რომ იმ ადა­მი­ან­თა 80%-ს, ვინც ამ ტესტს წერ­და, და­ვა­ლე­ბა სწო­რად შე­უს­რუ­ლე­ბია. თუ და­ვა­ლე­ბის სირ­თუ­ლის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტია 30 — და­ვა­ლე­ბა სწო­რად შე­ას­რუ­ლა მხო­ლოდ 30%-მა. რე­ა­ლუ­რად, რაც უფ­რო მა­ღა­ლია სირ­თუ­ლის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი, მით უფ­რო ად­ვი­ლია და­ვა­ლე­ბა. ცხა­დია, და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც 80%-მა შე­ას­რუ­ლა, უფ­რო ად­ვი­ლია, ვიდ­რე ის, რო­მე­ლიც 30%-მა დაძ­ლია. ტეს­ტის სირ­თუ­ლე მას­ში შე­მა­ვა­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის სირ­თუ­ლის სა­შუ­ა­ლო არით­მე­ტი­კუ­ლია. ტეს­ტის სირ­თუ­ლის მა­ღა­ლი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი ნიშ­ნავს, რომ ტეს­ტი უფ­რო ად­ვი­ლია, ხო­ლო ტეს­ტის სირ­თუ­ლის და­ბა­ლი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი, პი­რი­ქით — ტეს­ტი უფ­რო ძნე­ლია.
ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტის შექ­მ­ნა ძა­ლი­ან რთუ­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სია. გა­გაც­ნობთ ჩვე­ნი სა­მუ­შა­ოს სტრუქ­ტუ­რას: ზო­გა­დი უნა­რე­ბის ჯგუფ­ში, ცხა­დია, მუ­შა­ო­ბენ მა­თე­მა­ტი­კო­სე­ბი, ასე­ვე ფი­ლო­ლო­გე­ბი, ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი (ლო­გი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი), ფსი­ქო­ლო­გე­ბი — ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ქმნი­ან და­ვა­ლე­ბებს. ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ეს არის ქარ­თუ­ლი ორი­გი­ნა­ლუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი, ჩვენ არა­ფერს არ­სა­ი­დან არ ვთარ­გ­მ­ნით, ჩვე­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის ვქმნით. და­ვა­ლე­ბა გა­დის რამ­დე­ნი­მეგ­ზის შე­მოწ­მე­ბას — ერ­თ­მა­ნე­თის მი­ერ შექ­მ­ნილ და­ვა­ლე­ბებს ვა­ფა­სებთ ჯგუფ­ში, შემ­დეგ გა­რე ექ­ს­პერ­ტე­ბი აფა­სე­ბენ და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ყვე­ლა და­ვა­ლე­ბა გაგ­ვაქვს საც­დელ ტეს­ტი­რე­ბა­ზე.
საც­დე­ლი ტეს­ტი­რე­ბე­ბი ტარ­დე­ბა რო­გორც აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­თან, ასე­ვე პირ­ველ­კურ­სე­ლებ­თან. ძა­ლი­ან მა­ღა­ლია აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ინ­ტე­რე­სი საც­დე­ლი ტეს­ტი­რე­ბე­ბის მი­მართ. ისი­ნი ერ­თ­გ­ვარ რე­პე­ტი­ცი­ას გა­დი­ან — მო­დი­ან გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რ­ში, ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა და­ცუ­ლია ისე­ვე, რო­გორც გა­მოც­და­ზე, ცალ­კე მა­გი­დას­თან სხდე­ბი­ან, აქვთ პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცე­ლი. მარ­თა­ლია, სა­მი სა­ა­თის ნაც­ვ­ლად, სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი მუ­შა­ო­ბენ, მაგ­რამ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა ტი­პის და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა უწევთ.
რას ემ­სა­ხუ­რე­ბა საც­დე­ლი ტეს­ტი­რე­ბა ჩვენ­თ­ვის — გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის­თ­ვის? შე­ვა­ფა­სოთ და­ვა­ლე­ბის სირ­თუ­ლის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი, დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის ინ­დექ­სი, რო­მე­ლიც გვე­უბ­ნე­ბა, რამ­დე­ნად ახერ­ხებს და­ვა­ლე­ბა გა­ნას­ხ­ვა­ვოს ერ­თ­მა­ნე­თის­გან უნა­რი­ა­ნი და ნაკ­ლე­ბად უნა­რი­ა­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტი და ა.შ. გვა­ინ­ტე­რე­სებს და­ვა­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა პა­რა­მეტ­რი, რამ­დე­ნად გა­სა­გე­ბად არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და ა.შ.
იმ და­ვა­ლე­ბე­ბის­გან, რომ­ლებ­საც, მა­თი ფსი­ქო­მეტ­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ვარ­გი­სად მი­ვიჩ­ნევთ, რომ­ლე­ბიც ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნა­დაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, არც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რთუ­ლია და არც ზედ­მე­ტად ად­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც კარ­გად გა­ნას­ხ­ვა­ვებს უნა­რი­ან და კი­დევ უფ­რო უნა­რი­ან აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, იქ­მ­ნე­ბა სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც ტეს­ტურ და­ვა­ლე­ბა­თა ბან­კ­ში შე­დის. სა­ბო­ლოო ფორ­მა­ტის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა, ცხა­დია, ამ ბან­კი­დან და­ვა­ლე­ბე­ბის შერ­ჩე­ვით ხდე­ბა.
ჩვე­ნი პო­ზი­ცია უც­ვ­ლე­ლია — ვფიქ­რობთ, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი წვრთნა იმა­ში, რომ შე­ვას­რუ­ლოთ ზო­გა­დი უნა­რე­ბის და­ვა­ლე­ბე­ბი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ე­ფექ­ტუ­რია გა­მოც­დის წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­სა­ბა­რებ­ლად. საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ ზო­გა­დი უნა­რე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­ქ­მა-გა­აზ­რე­ბის უნა­რე­ბია, ეს ინ­ფორ­მა­ცია, ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვერ­ბა­ლუ­რია, ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში — რა­ო­დე­ნობ­რი­ვად წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რიცხ­ვე­ბით. და­მე­თან­ხ­მე­ბით, ერთ წე­ლი­წად­ში ეს უნა­რე­ბი რა­დი­კა­ლუ­რად არ იც­ვ­ლე­ბა. კი­დევ ერ­თხელ გან­ვ­მარ­ტავ რას ნიშ­ნავს გა­მოც­დის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა.
ჩვე­ნი პო­ზი­ცია, რომ უნა­რე­ბის გა­მოც­დის­თ­ვის სა­ერ­თოდ არ არის სა­ჭი­რო მომ­ზა­დე­ბა, ზო­გი­ერ­თ­მა არას­წო­რად გა­ი­გო, იფიქ­რეს, რომ არც ტეს­ტის ფორ­მატს უნ­და გა­ეც­ნო, არც ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას, არც და­ვა­ლე­ბის ტი­პებს და ასე სრუ­ლი­ად ბრმად მიხ­ვი­დე გა­მოც­და­ზე. ცხა­დია, ეს ამას არ ნიშ­ნავს. გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რი ყო­ველ წელს აქ­ვეყ­ნებს დამ­ხ­მა­რე მა­სა­ლა­თა კრე­ბუ­ლებს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის იმის­თ­ვის, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, გარ­კ­ვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, მო­ემ­ზა­დონ გა­მოც­დის­თ­ვის (ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სი­ის ნახ­ვა შე­იძ­ლე­ბა ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზე). ზო­გა­დი უნა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, პირ­ველ რიგ­ში, უნ­და გა­ი­გონ, რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს ამ ტესტს, რა­ტომ აბა­რე­ბენ ისი­ნი უნა­რე­ბის გა­მოც­დას ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე? ეს მათ და­ეხ­მა­რე­ბა ამ გა­მოც­დის რო­ლის გა­აზ­რე­ბა­ში მთელ სის­ტე­მა­ში, ის ხომ არ არის მოწყ­ვე­ტით ცალ­კე, საგ­ნობ­რივ გა­მოც­დებ­თან ერ­თა­დაა. ამ გა­მოც­დით აბი­ტუ­რი­ენ­ტებს კი­დევ ერ­თი შან­სი ეძ­ლე­ვათ, თუ­კი ცოდ­ნა­ში რა­ღაც ხარ­ვე­ზი აქვთ ან პი­რი­ქით, ძა­ლი­ან წიგ­ნი­ე­რი, ძა­ლი­ან მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან, თა­ვი­ან­თი ცოდ­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, კარ­გად წარ­მო­ა­ჩი­ნონ სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბი — ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­აზ­რე­ბის, მოვ­ლე­ნა­თა შო­რის კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბის, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლი­სას. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მი­დის გა­მოც­და­ზე, რო­მე­ლიც იცის, რომ მის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­სარ­გებ­ლოა, წარ­მა­ტე­ბაც უფ­რო დი­დი ალ­ბა­თო­ბი­თაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.
აბი­ტუ­რი­ენ­ტი ძა­ლი­ან კარ­გად უნ­და იც­ნობ­დეს სა­გა­მოც­დო ტეს­ტის ფორ­მატს, უნ­და იცო­დეს რამ­დე­ნი და­ვა­ლე­ბაა, რა ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბია, რო­გორ უნ­და იმუ­შა­ოს ამა თუ იმ ტი­პის და­ვა­ლე­ბას­თან, რა ინ­ს­ტ­რუქ­ცია ახ­ლავს თი­თო­ე­უ­ლი ტი­პის და­ვა­ლე­ბას — ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ცე­მუ­ლია ჩვენს კრე­ბულ­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ერ­თ­გ­ვარ რე­პე­ტი­ცი­ას გა­ივ­ლის, მა­გა­ლი­თად,  ტეს­ტის მთელ ფორ­მატს, სამ­სა­ა­თი­ანს, და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ას­რუ­ლებს. კრე­ბულ­ში მო­ცე­მუ­ლია ოთხი ვერ­სია სა­გა­მოც­დო ტეს­ტი­სა, ყვე­ლა ვერ­სია, რო­მე­ლიც გა­მო­ვი­ყე­ნეთ წი­ნა წელს გა­მოც­და­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, აბი­ტუ­რი­ენტს შეუძლია მო­სინ­ჯოს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი — გა­მოც­და­ზე რომ ვი­ყო, რო­გორ ვი­მუ­შა­ვებ­დი, რა შე­დე­გი მექ­ნე­ბო­და.
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და­ვა­ლე­ბის თა­ვი­დან ბო­ლომ­დე შეს­რუ­ლე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ზოგ­ჯერ, ელე­მენ­ტა­რუ­ლად, გამ­ძ­ლე­ო­ბა არ ჰყოფ­ნით, რომ 3 სა­ა­თი თან­მიმ­დევ­რუ­ლად მწყობ­რად და აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ონ. ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და აქ­ტი­ურ, ჩარ­თულ მუ­შა­ო­ბას გუ­ლის­ხ­მობს სა­მი­ვე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს ცო­ტა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­დე­ბის­გან, სა­დაც ჯერ უნ­და და­წე­რონ თხზუ­ლე­ბა და მე­რე გა­და­წე­რონ შა­ვი ნა­წე­რი­დან თეთ­რ­ში. ამ დროს გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად ის­ვე­ნე­ბენ. ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა, ეს არის ჩარ­თუ­ლი, აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა სა­მი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ესეც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნა­რია,  უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლის­თ­ვის და აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა ამ უნარ­შიც უნ­და გა­მოს­ცა­დონ სა­კუ­თა­რი თა­ვი — შე­ას­რუ­ლონ მთე­ლი ფორ­მა­ტი, სა­მი სა­ა­თი შე­უს­ვე­ნებ­ლად იმუ­შა­ონ, სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი და­უთ­მონ ვერ­ბა­ლურ ნა­წილს და სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი — მა­თე­მა­ტი­კურს. ზო­გი­ერთს ურ­ჩევ­ნია, უფ­რო დიდ­ხანს მა­თე­მა­ტი­კა­ზე იმუ­შა­ოს, ზოგს — ვერ­ბა­ლურ­ზე, მაგ­რამ ეს მათ რე­ა­ლურ სუ­რათს არ მის­ცემთ. თუ­კი ისი­ნი ზუს­ტად გა­მოც­დის ფორ­მა­ტით გა­ივ­ლი­ან ერ­თ­გ­ვარ რე­პე­ტი­ცი­ას, გა­მოც­დის წინ თუ წლის და­საწყის­ში, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა.
ჩვენს კრე­ბულ­ში მო­ცე­მუ­ლია თი­თო­ე­უ­ლი და­ვა­ლე­ბის გარ­ჩე­ვა, რო­გორ იხ­ს­ნე­ბა ეს და­ვა­ლე­ბე­ბი. ამით აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი და­ი­ნა­ხა­ვენ ჩვენს ხედ­ვას, გა­ი­გე­ბენ, რო­გორ ვუდ­გე­ბით პრობ­ლე­მებს, რო­გორ ვხე­დავთ მათ გა­დაწყ­ვე­ტას. ასე რომ, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის სწო­რი მომ­ზა­დე­ბა ჩვე­ნი კრე­ბუ­ლე­ბის გაც­ნო­ბაა.
არ მინ­და კრი­ტი­კუ­ლი ვი­ყო სხვა მსგავ­სი კრე­ბუ­ლე­ბის მი­მართ, უბ­რა­ლოდ, არ ვარ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ ეს მა­სა­ლა მომ­ზა­დე­ბის ყვე­ლა იმ პრო­ცე­დუ­რას გა­დის, რა­ზეც ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ. ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი ჩვენ არ მოგ­ვი­გო­ნია, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბია და იმი­სათ­ვის, რომ და­ვა­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნი იყოს, ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ი­ა­როს. ალ­ბათ გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს იმა­საც, თუ რა ტი­პის და­ვა­ლე­ბებს ვას­რუ­ლებთ. შე­იძ­ლე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლი­სა და ავ-კარ­გი­ა­ნო­ბის და­ვა­ლე­ბებს ვას­რუ­ლებ­დეთ, მაგ­რამ გა­მოც­და­ზე სულ სხვა ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი დაგ­ვ­ხ­ვ­დეს. ამი­ტომ უნ­და ვი­ცო­დეთ, რა გვე­ლის გა­მოც­და­ზე, ვიც­ნობ­დეთ გა­მოც­დის ტიპს, ფორ­მატს, და­ვა­ლე­ბებს, ლექ­სი­კას და ა.შ. სწო­რედ ამა­ში და­ეხ­მა­რე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ჩვე­ნი კრე­ბუ­ლის ყუ­რადღე­ბით გაც­ნო­ბა, ეს სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სი მომ­ზა­დე­ბა იქ­ნე­ბა, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ვი­თა­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნი­ათ მა­თე­მა­ტი­კას­თან და შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეთ მა­თე­მა­ტი­კის ელე­მენ­ტე­ბის შეს­წავ­ლა. უნა­რე­ბის ტეს­ტ­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­აზ­რე­ბა­ზეა, ყვე­ლა ფორ­მუ­ლა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა აპ­ლი­კანტს შეხ­ვ­დეს, მო­ცე­მუ­ლია ტეს­ტის პირ­ვე­ლი­ვე გვერ­დ­ზე. მას არაფ­რის და­მახ­სოვ­რე­ბა არ სჭირ­დე­ბა, უნ­და მიხ­ვ­დეს, სად, რა და რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნოს, უნ­და იაზ­როვ­ნოს. უნა­რე­ბის გა­მოც­და აზ­როვ­ნე­ბი­სა და მსჯე­ლო­ბის შე­მა­ფა­სე­ბე­ლი გა­მოც­დაა და არა ცოდ­ნის.
ხში­რად ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს სთა­ვა­ზო­ბენ ტეს­ტი­რე­ბის გავ­ლას. ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნ­და ვი­ყოთ. და­ვუშ­ვათ, აღ­მოვ­ჩ­ნ­დით ტეს­ტი­რე­ბა­ზე, რომ­ლის და­ვა­ლე­ბე­ბი რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ჩვე­ნი სა­გა­მოც­დო და­ვა­ლე­ბე­ბის­გან და ძა­ლი­ან და­ბა­ლი შე­ფა­სე­ბა მი­ვი­ღეთ, ტეს­ტის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი გან­წყო­ბა შეგ­ვექ­მ­ნე­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც უნა­რე­ბის ტეს­ტის მი­მართ იქ­ნე­ბა „ტეს­ტ­თან ბრძო­ლის“ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა მი­ვი­ღოთ — აღ­მოვ­ჩ­ნ­დეთ ტეს­ტი­რე­ბა­ზე, რო­მელ­ზეც ძა­ლი­ან ად­ვი­ლი და­ვა­ლე­ბე­ბია და ფან­ტას­ტი­კუ­რი შე­დე­გი ვაჩ­ვე­ნოთ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მო­ლო­დი­ნი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი, მაგ­რამ შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა ასე­თი არ აღ­მოჩ­ნ­დეს. ჩვე­ნი გან­წყო­ბა, რომ­ლი­თაც მივ­დი­ვართ გა­მოც­და­ზე, ბევ­რად გან­საზღ­ვ­რავს იმას, თუ რა შე­დეგს ვაჩ­ვე­ნებთ. არ უნ­და ვებ­რ­ძო­ლოთ ტესტს, მას­თან ერ­თად უნ­და ვი­მუ­შა­ოთ, ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლოთ, უნ­და მოგ­ვ­წონ­დეს, რა­საც ვა­კე­თებთ და ვცდი­ლობ­დეთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვაჩ­ვე­ნოთ ჩვე­ნი უნა­რე­ბი.
ზო­გა­დად, უნა­რე­ბის ტეს­ტის ვერ­ბა­ლურ და მა­თე­მა­ტი­კურ ნა­წი­ლებს შო­რის, სირ­თუ­ლის თვალ­საზ­რი­სით, რო­გორც წე­სი, დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა არ გვაქვს, სრუ­ლი­ად მი­ნი­მა­ლუ­რია. ზოგ­ჯერ აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ ვერ­ბა­ლუ­რი ნა­წი­ლი იყო ოდ­ნავ უფ­რო რთუ­ლი, ზოგ­ჯერ პი­რი­ქით — მა­თე­მა­ტი­კუ­რი. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, ორი­ვე ნა­წი­ლი თა­ნა­ბა­რი სირ­თუ­ლის იყოს და ეს იყოს სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლე.
თვი­თონ ტეს­ტე­ბის სირ­თუ­ლეს რაც შე­ე­ხე­ბა, შე­უძ­ლე­ბე­ლია, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ის შე­თა­ვა­ზე­ბა გვი­წევს, სუ­ლერ­თია ორი იქ­ნე­ბა, სა­მი თუ შვი­დი, არ იყოს ტეს­ტის ვა­რი­ან­ტებს შო­რის სირ­თუ­ლის მი­ხედ­ვით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა. მარ­თა­ლია, ეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მი­ნი­მა­ლუ­რია ხოლ­მე, მაგ­რამ რომ არ აღ­მოჩ­ნ­დეს ისე, რომ ამ მი­ნი­მა­ლურ­მა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბამ რა­ი­მე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­ზე, ვი­ყე­ნებთ გა­ი­გი­ვე­ბის პრინ­ციპს. სკა­ლი­რე­ბის, ანუ გა­ი­გი­ვე­ბის მე­ქა­ნიზ­მი ამ უთა­ნაბ­რო­ბას აღ­მოფხ­ვ­რის. ყვე­ლა გა­მოც­და, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ას შე­ი­ცავს, აუცი­ლებ­ლად გა­დის ამ პრო­ცე­დუ­რას. ჩვენს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ მშვი­დად იყ­ვ­ნენ, ნამ­დ­ვი­ლად არა­ვინ და­ი­ჩაგ­რე­ბა და მათ­თ­ვის ქუ­ლის მი­ნი­ჭე­ბა სრუ­ლი­ად სა­მარ­თ­ლი­ა­ნად მოხ­დე­ბა.

მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა
წე­რი­ლი მომ­ზად­და რა­დიო იმე­დის ეთერ­ში გა­სუ­ლი გა­და­ცე­მის — „გა­მოც­დე­ბი­დან გა­მოც­დე­ბამ­დე“ — სა­ფუძ­ველ­ზე, სტუ­მა­რი — შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ზო­გა­დი უნა­რე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი სო­ფო დო­ლი­ძე

25-28(942)N