გამოდის 1998 წლიდან
2015-02-26
თურ­ქე­თი ჩე­მი სამ­შობ­ლოა, დე­და სამ­შობ­ლო კი — სა­ქარ­თ­ვე­ლო!

ნომრის სტუმარია
ქევსერ რუჰი (ქეთი ხანთაძე), წარმოშობით ქართველი, ენათმეცნიერი, მწერალი, მთარგმნელი

თურ­ქე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ერ­თობ­ლი­ვი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, 2014 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, დამ­ტ­კიც­და „ქარ­თუ­ლი ენის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა“, რო­მე­ლიც თურ­ქე­თის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბას იტ­ვა­ლის­წი­ნებს. ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით რე­ა­ლო­ბად იქ­ცა ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის თურ­ქი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ოც­ნე­ბა.
პროგ­რა­მის ავ­ტო­რია დღე­ვან­დე­ლი ნომ­რის სტუ­მა­რი ქალ­ბა­ტო­ნი ქევ­სერ რუ­ჰი (ქე­თი ხან­თა­ძე), წარ­მო­შო­ბით ქარ­თ­ვე­ლი, ენათ­მეც­ნი­ე­რი, მწე­რა­ლი, მთარ­გ­მ­ნე­ლი.
მას­თან ერ­თად, პროგ­რა­მის შედ­გე­ნა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი მი­უძღ­ვის, თურ­ქეთ­ში ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის სახ­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, ერ­დალ ქუ­ჩუქს (ელიზ­ბარ ციმ­ნა­რი­ძე), პროგ­რა­მის თარ­გ­მ­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ პრო­ფე­სო­რი ნა­ნა კა­ჭა­რა­ვა და ან­კა­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტ­რან­ტი მა­რი­ამ გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი.

— ქალ­ბა­ტო­ნო ქევ­სერ, რო­გორც ვი­ცით, ქარ­თუ­ლი ენის სას­წავ­ლო პროგ­რა­მის შე­საქ­მ­ნე­ლად მუ­შა­ო­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. გვი­ამ­ბეთ რო­დის და რო­გორ და­იწყო ეს ყვე­ლა­ფე­რი?
— ამ ის­ტო­რი­ულ ფაქტს მარ­თ­ლაც დი­დი ხა­ნი ელო­და თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თ­ვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა. ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის სახ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და თურ­ქე­თის ეროვ­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მოთხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, ამ უკა­ნას­კ­ნელ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მომ­ზად­და „ქარ­თუ­ლი ენის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა“ (ნუს­ხა), რო­გორც არ­ჩე­ვი­თი სა­გა­ნი თურ­ქე­თის სკო­ლე­ბის ვ-ვჳჳჳ კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა ეროვ­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს სწავ­ლე­ბი­სა და აღ­ზ­რ­დის საბ­ჭომ, 2014-2015 სას­წავ­ლო წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, და­ამ­ტ­კი­ცა 2014 წლის 9 და 17 სექ­ტემ­ბ­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბით და და­ი­ბეჭ­და „ოფი­ცი­ა­ლურ გა­ზეთ­ში“. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა თურ­ქეთ­ში, პირ­ვე­ლად, 2004 წელს და­იწყო, რო­დე­საც ეროვ­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­გან მშობ­ლი­ურ ენა­ზე  გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა მო­ვითხო­ვეთ. 2012 წელს კი მივ­მარ­თეთ მოთხოვ­ნით, სკო­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ენა არ­ჩე­ვი­თი სა­გა­ნი ყო­ფი­ლი­ყო. 2013 წელს მწე­რალ­მა და თარ­ჯი­მან­მა ფაჰ­რეთ ინ ჩი­ლოღ­ლუმ სას­წავ­ლო პროგ­რა­მა და ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის ნუს­ხა მო­ამ­ზა­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შაო 2014 წელს თურ­ქე­თი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს პე­და­გოგ­თა, სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა და თარ­ჯი­მან­თა ჯგუფ­მა გა­აგ­რ­ძე­ლა. ქარ­თ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პროგ­რა­მა თურ­ქუ­ლად მა­რი­ამ გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა თარ­გ­მ­ნა. მე ამ თარ­გ­მა­ნის რე­დაქ­ტო­რი ვარ. თარ­გ­მა­ნი­სა და რე­დაქ­ტი­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მივ­ხ­ვ­დი, რომ პროგ­რა­მა ნაკ­ლუ­ლი იყო. გა­დავ­ხე­დე უფ­რო ად­რე მომ­ზა­დე­ბულ ქარ­თუ­ლი, ჩერ­ქე­ზუ­ლი და აფხა­ზუ­რი ენე­ბის პროგ­რა­მებს. ქარ­თუ­ლი ლა­თი­ნუ­რი ან­ბა­ნით ის­წავ­ლე­ბა, ჩერ­ქე­ზუ­ლი და აფხა­ზუ­რი კი — კი­რი­ლი­ცით. ქარ­თულს სა­კუ­თა­რი ან­ბა­ნი აქვს, პროგ­რა­მაც ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო. თურ­ქე­თის ეროვ­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო პროგ­რა­მის „ენე­ბის ერ­თი­ა­ნი ევ­რო­პუ­ლი სა­რე­კო­მენ­და­ციო ჩარ­ჩო-დო­კუ­მენ­ტი“ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მომ­ზა­დე­ბას ითხოვ­და. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პროგ­რა­მა ამ დო­კუ­მენ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იქ­მ­ნა, მაგ­რამ ჩე­მი აზ­რით, მას დახ­ვე­წა სჭირ­დე­ბო­და. ნი­მუ­შად „ევ­რო­პუ­ლი ენე­ბის სა­ერ­თო ჩარ­ჩო-დო­კუ­მენ­ტი“, სხვა ენე­ბი­სა და კი­ლო­კა­ვე­ბის პროგ­რა­მე­ბი ავი­ღე და ქარ­თუ­ლი ენის პროგ­რა­მა მო­ვამ­ზა­დე, რო­მე­ლიც თურ­ქე­თის ეროვ­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ოთხ­მა თა­ნამ­შ­რო­მელ­მა დაწ­ვ­რი­ლე­ბით შე­ის­წავ­ლა. ასე რომ, პროგ­რა­მა კო­ლექ­ტი­უ­რი შრო­მის შე­დე­გია. სა­მუ­შა­ო­ში ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის სახ­ლიც ჩა­ე­ბა. თურ­ქე­თის ეროვ­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის უწყე­ბა, ად­რე თუ გვი­ან, პროგ­რა­მას უთუ­ოდ და­ამ­ტ­კი­ცებ­და, ოღონდ პროგ­რა­მას მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი სა­ხე უნ­და მის­ცე­მო­და, რაც მე გა­ვა­კე­თე. ერ­დალ ქუ­ჩუქ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბი­სა და სა­მუ­შა­ოს კო­ორ­დი­ნი­რე­ბი­სათ­ვის ფას­და­უ­დე­ბე­ლი შრო­მა გას­წია. ბო­ლოს და ბო­ლოს, პროგ­რა­მა დამ­ტ­კიც­და, რის შემ­დე­გაც სა­ქა­რი­ას ილის გე­ი­ვეს ილ­ჩეს სო­ფელ ნუ­რუ­ოს­მა­ნი­ე­ში ქარ­თუ­ლი ენის არ­ჩე­ვით საგ­ნად სწავ­ლე­ბა და­იწყო. თურ­ქე­თელ მოს­წავ­ლე­ებს ქარ­თულ ენას, თურ­ქე­თის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს გე­ი­ვეს რა­ი­ო­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბის მი­ერ და­ნიშ­ნუ­ლი, სა­ქა­რი­ა­ში მცხოვ­რე­ბი სა­ნი­მუ­შო ქარ­თ­ვე­ლი, მუს­ტა­ფა კო­ლა­ტი (ქო­ლო­ტაშ­ვი­ლი) ას­წავ­ლის. მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლას, ვინც ამ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო და დახ­მა­რე­ბა აღ­მოგ­ვი­ჩი­ნა. თურ­ქე­თის ქარ­თ­ვე­ლებს ვუ­ლო­ცავთ ამ სა­სი­ხა­რუ­ლო წა­მოწყე­ბას. ეს მათ­თ­ვის ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მქო­ნე პე­რი­ო­დის და­საწყი­სია. ეს დღე, ოქ­როს ასო­ე­ბით ჩა­ი­წე­რე­ბა ის­ტო­რი­ა­ში.
— რა იგეგ­მე­ბა სა­მო­მავ­ლოდ, რა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი ეტა­პი?
— შემ­დე­გი ეტა­პი იქ­ნე­ბა ის, რომ სა­შუ­ა­ლო სკო­ლე­ბი­სა და რე­ლი­გი­უ­რი სკო­ლე­ბის ვ-ვჳჳჳ კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი, მთე­ლი თურ­ქე­თის მას­შ­ტა­ბით, ქარ­თულ ენას მი­ა­ნი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას, რო­გორც არ­ჩე­ვით სა­განს. შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბათ ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მოს­წავ­ლე­ებ­სა და მათ მშობ­ლებს, რო­მელ­თა მშობ­ლი­უ­რი ენა ქარ­თუ­ლია, ასე­ვე ყვე­ლას, ვი­საც აინ­ტე­რე­სებს ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლა. მო­ვუ­წო­დებთ, უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭონ ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლას. სკო­ლა­ში რომ ქარ­თუ­ლი ენა ის­წავ­ლე­ბო­დეს, სა­ჭი­როა, მი­ნი­მუმ 10 მოს­წავ­ლის მი­ერ აღ­ნიშ­ნუ­ლი საგ­ნის არ­ჩე­ვა. არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის მი­ხედ­ვით, სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა კლასს იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში გახ­ს­ნის, თუ ამას მო­ითხოვს, სულ მცი­რე, 10 მოს­წავ­ლე.
დღემ­დე არ­სე­ბულ მსგავს სას­წავ­ლო პროგ­რა­მებს შო­რის, ქარ­თუ­ლი ენა პირ­ვე­ლია, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ან­ბა­ნით შე­მო­დის თურ­ქე­თის რე­ა­ლო­ბა­ში. გარ­და ამი­სა, მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ქარ­თუ­ლი ენა აღი­ა­რე­ბუ­ლია რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ენად, ისე ად­გი­ლობ­რივ ცოცხალ ენად. ამ მხრივ, გვსურს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ ეროვ­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნისტრს ნა­ბი ავ­ჯის, ეროვ­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, სწავ­ლე­ბი­სა და აღ­ზ­რ­დის საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს, პრო­ფე­სორს, დოქ­ტორ — ემინ ქა­რიფს, დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რატს და სა­მი­ნის­ტ­როს ყვე­ლა იმ თა­ნამ­შ­რო­მელს, ვინც სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ამ საქ­მე­ში; ასე­ვე, ყვე­ლა იმ სპე­ცი­ა­ლისტს სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან და თურ­ქე­თი­დან, ვინც ქარ­თუ­ლი ენის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა მო­ამ­ზა­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი­ე­რე­ბით მინ­და გა­მოვ­ყო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი — ახ­მედ ოზ­ქა­ნის (მე­ლაშ­ვი­ლი) და მი­სი მე­გობ­რე­ბის მი­ერ თურ­ქეთ­ში ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის საქ­მის წა­მოწყე­ბა. მათ მი­ერ ან­თე­ბუ­ლი ცეცხ­ლი დღე­საც გვი­ნა­თებს და გვიჩ­ვე­ნებს გზას. გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტივს მი­ვა­გებთ ახ­მედ ოზ­ქა­ნი­სა (მე­ლაშ­ვი­ლი) და მი­სი მე­გობ­რე­ბის ხსოვ­ნას.
— ქალ­ბა­ტო­ნო ქევ­სერ, გვი­ამ­ბეთ თქვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ
— წარ­მო­შო­ბით ქარ­თ­ვე­ლი ვარ. თურ­ქეთ­ში, ბა­ლი­ქე­სი­რის გო­ნე­ნის რა­ი­ონ­ში და­ვი­ბა­დე. ქარ­თ­ვე­ლე­ბი მიც­ნო­ბენ, რო­გორც ქე­თე­ვან ხან­თა­ძეს. ჩე­მი წი­ნაპ­რე­ბი ბა­თუ­მი­დან იყ­ვ­ნენ, 1877-1878 წლებ­ში, ოს­მა­ლეთ-რუ­სე­თის ომის დროს, გა­და­ა­სახ­ლეს ანა­ტო­ლი­ა­ში. რო­ცა მე­კითხე­ბი­ან, სა­და­უ­რი ვარ, ბა­თუ­მი­დან გად­მო­სახ­ლე­ბუ­ლი ჩე­მი ქარ­თ­ვე­ლი წი­ნაპ­რე­ბი რომ არ მო­ვი­გო­ნო, ასე მგო­ნია, კავ­კა­სი­ის მთებს ვაწყე­ნი­ნებ. ეს ჩე­მი ფიქ­რი იმ მთებ­მა არ იცი­ან, თო­რემ მე კი ვი­ცი. დაწყე­ბი­თი და სა­შუ­ა­ლო სკო­ლა გო­ნენ­ში და­ვამ­თავ­რე, ახ­ლა ან­კა­რა­ში ვცხოვ­რობ. ბავ­შ­ვო­ბა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის რამ­დე­ნი­მე წე­ლი პა­ტა­რა და­ბა­ში გა­ვა­ტა­რე. მი­მაჩ­ნია, რომ ამ მხრივ იღ­ბ­ლი­ა­ნი ვარ. ლი­ცე­უ­მი თე­ქირ­და­ღის უფა­სო პან­სი­ონ­ში, „მას­წავ­ლე­ბელ­თა სკო­ლა­ში“ და­ვამ­თავ­რე. უფა­სო პან­სი­ო­ნატ­ში სწავ­ლა, კი­დევ ერ­თხელ, ჩემს იღ­ბ­ლი­ა­ნო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. 1984 წელს ჰა­ჯე­ტე­პეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფრან­გუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. 1995 წელს კი სტამ­ბო­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იური­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე და­ვიწყე სწავ­ლა, მაგ­რამ გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო ვე­ღარ და­ვას­რუ­ლე. ვფიქ­რობ, ეს ჩემ­თ­ვის დი­დი და­ნა­კარ­გია. მაგ­რამ არა უშავს, იურის­ტ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც, ჩე­მი სა­ხით, დი­დი და­ნაკ­ლი­სი გა­ნი­ცა­და. ეს, რა თქმა უნ­და, ხუმ­რო­ბით.
— თქვენ ხართ ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მთარ­გ­მ­ნე­ლი და ენათ­მეც­ნი­ე­რი, პე­და­გო­გი, ლი­ტე­რა­ტო­რი, მწე­რა­ლი, არა ერ­თი წიგ­ნის ავ­ტო­რი, მათ შო­რის სა­ბავ­შ­ვო მოთხ­რო­ბე­ბის. წერთ თუ არა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე და რას გვი­ამ­ბობთ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ?
— 2004 წელს ჩე­მი პირ­ვე­ლი მოთხ­რო­ბე­ბის კრე­ბულს „ქარ­ვის ქა­ლე­ბი“ მი­ა­ნი­ჭეს, ნა­ჯი გირ­გინ­სო­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრე­მია, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში სა­უ­კე­თე­სო პირ­ვე­ლი წიგ­ნის­თ­ვი­საა და­წე­სე­ბუ­ლი. 2009 წელს გა­მო­ი­ცა ჩე­მი მე­ო­რე კრე­ბუ­ლი — „ჭო­რო­ხი­ვით მო­ღე­ლავ­და შე­ნი გრძე­ლი თმე­ბი“, რო­მელ­საც მი­ე­ნი­ჭა ორი ჯილ­დო: თურ­ქე­თის ერთ-ერ­თი უდი­დე­სი მწერ­ლის ორ­ჰან ქე­მა­ლი­სა და ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, აწ­გარ­დაც­ვ­ლი­ლი, რე­ჰა მა­ი­დე­ნის სა­ხე­ლო­ბის პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის პრე­მი­ე­ბი. ჩე­მი მე­სა­მე და მე­ოთხე წიგ­ნე­ბი 11-დან 15 წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი — „ფე­რა­დი თურ­ქუ­ლი სი­ნე­მას­კო­პი“ და „ფე­რე­ბის თა­მა­ში“.
ჩე­მი სა­ბავ­შ­ვო და საყ­მაწ­ვი­ლო მოთხ­რო­ბე­ბი დი­დი მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობს. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კო­მი­სი­ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ეს ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში შე­ვა. ამ­ჟა­მად ახალ წიგ­ნ­ზე ვმუ­შა­ობ, რო­მე­ლიც სა­ბავ­შ­ვო რო­მა­ნია და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მო­ი­ცე­მა. „შე­ნი აზ­რით თეთ­რი გე­მი მო­ვა?“  ჩინ­გიზ აიტ­მა­ტო­ვის ცხოვ­რე­ბა­ზე მოგ­ვითხ­რობს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ხა­სი­ა­თის წიგ­ნია.
რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას. ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობ ან­კა­რა­ში, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის ელექ­ტ­როქ­სე­ლის გე­ნე­რა­ლურ სამ­მარ­თ­ვე­ლო­ში, პრე­სი­სა და პრო­ტო­კო­ლის გან­ყო­ფი­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ. თა­ვის დრო­ზე, ორე­ნო­ვა­ნი ჟურ­ნა­ლის „ფი­როს­მა­ნი“ რე­დაქ­ტო­რი ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც გა­მო­დი­ო­და სტამ­ბოლ­ში, თურ­ქულ-ქარ­თულ ენა­ზე. ასე­ვე, რე­დაქ­ტო­რო­ბას ვუ­წევ ჟურ­ნალს „მა­ჭა­ხე­ლი“. ჩე­მი რე­დაქ­ტო­რო­ბით გა­მო­ი­ცა თურ­ქულ ენა­ზე და­თო ტუ­რაშ­ვი­ლის „ჯინ­სე­ბის თა­ო­ბა“. ამას­თა­ნა­ვე, ქარ­თუ­ლი ენი­დან თარ­გ­მ­ნი­ლი მოთხ­რო­ბე­ბი­სა და სხვა­დას­ხ­ვა ში­ნა­არ­სის წიგ­ნე­ბის რე­დაქ­ტი­რე­ბაც მე მე­კუთ­ვ­ნის. ვთარ­გ­მ­ნე ლექ­სე­ბიც. არ­თ­ვი­ნის კულ­ტუ­რულ ცენ­ტ­რ­ში, რო­მე­ლიც ან­კა­რა­ში გა­იხ­ს­ნა, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი ვი­ყა­ვი.
— 26 წლის წინ, პირ­ვე­ლად იყა­ვით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში... გვი­ამ­ბეთ თქვე­ნი გან­ც­დე­ბი­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ...
— Ben Batuma gidiyorum — მე მივ­დი­ვარ ბა­თუმ­ში

 სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს დღი­ურს ვწერ­დი, იმ რვე­ულ­ში მოკ­ლე-მოკ­ლე ფრა­ზებს ვი­ნიშ­ნავ­დი, მე­რე ჩავ­ხე­დავ და დაწ­ვ­რი­ლე­ბით გა­მახ­სენ­დე­ბა-მეთ­ქი. ასე მიმ­რ­ჩა ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი. დე­ტა­ლე­ბი კი ჩე­მი მეხ­სი­ე­რე­ბის შო­რე­ულ უჯ­რე­დებ­ში შე­ი­ყუჟ­ნენ. ახ­ლა, მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ, ეს ჩა­ნიშ­ნუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი მა­ინ­ც­და­მა­ინც ბევრს ვე­რა­ფერს მახ­სე­ნებს... შა­ვიზღ­ვის­პი­რეთ­ში, 1989 წელს, ჩე­მი პირ­ვე­ლი მგზავ­რო­ბა იყო... „ბა­თუ­მი, 1989 წლის 5 ივ­ლი­სი... გაღ­მა, სარ­ფ­ში რომ გა­და­ვე­დით, ხალ­ხუ­რი ცეკ­ვის ტან­საც­მელ­ში გა­მოწყო­ბილ­მა ბავ­შ­ვებ­მა თა­ი­გუ­ლე­ბი გად­მოგ­ვ­ცეს. ძა­ლი­ან გულ­თ­ბი­ლი შეხ­ვედ­რა იყო. ერ­თ­მა­ნეთს გა­და­ვეხ­ვი­ეთ. არა­ვის ვიც­ნობთ. რა სა­ო­ცა­რი გრძნო­ბაა ეს! მრა­ვა­ლი წლის მო­ნატ­რე­ბუ­ლი­ვით ეხ­ვე­ვი უც­ნობ ადა­მი­ა­ნებს... ბა­თუ­მის ნახ­ვა მეჩ­ქა­რე­ბა. ბა­თუ­მი, ჩვე­ნი ზღაპ­რუ­ლი ქა­ლა­ქი. ბა­თუ­მი, ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის მი­ერ თვალ­ზე ცრემ­ლით და­ტო­ვე­ბუ­ლი მა­რად ნა­ნი­ნა­ნატ­რი ქა­ლა­ქი... აქ ყვე­ლა ქარ­თუ­ლად სა­უბ­რობს. მე­რე და რა ლა­მა­ზად ლა­პა­რა­კო­ბენ! რა მშვე­ნი­ე­რი და დახ­ვე­წი­ლი ენა ყო­ფი­ლა ქარ­თუ­ლი! რა სა­ა­მუ­რად ხვდე­ბა ყურს... ქა­ლა­ქის თვა­ლი­ე­რე­ბა­ში დაგ­ვი­სა­ღა­მოვ­და. უკი­დუ­რე­სად სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ნი არი­ან აქა­უ­რი ქარ­თ­ვე­ლე­ბი.. აქა­ურ სა­ო­ცარ სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბას ემა­ტე­ბა საზღ­ვ­რე­ბის გახ­ს­ნის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლად ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბის მი­მართ გა­მო­ჩე­ნი­ლი გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი და პა­ტი­ვის­ცე­მა — სხვა­ნა­ი­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია აქ გან­ც­დი­ლის შე­ფა­სე­ბა“... — აი, ეს არის ჩე­მი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ბა­თუმ­ში ყოფ­ნის პირ­ველ დღეს ჩა­ვი­წე­რე დღი­ურ­ში. ბა­თუ­მის შემ­დეგ, თვით­მ­ფ­რი­ნა­ვით თბი­ლი­სის­კენ გა­ვე­შუ­რეთ...
დარ­ბა­ის­ლუ­რი თბი­ლი­სი
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში1989 წე­ლი იდ­გა... თბი­ლის­ში რომ და­ვეშ­ვით, ცხვირ­ში გა­მო­ნა­ბოლ­ქ­ვი გა­ზე­ბის მძაფ­რი სუ­ნი გვე­ცა. თბი­ლი­სი ეს გახ­ლავთ: ფარ­თო გამ­ზი­რე­ბი, გა­მო­ნა­ბოლ­ქ­ვი გა­ზე­ბის სუ­ნი და სიმ­წ­ვა­ნე. აი, ეს იყო ჩე­მი პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა... შემ­დეგ დღე­ებს ქა­ლა­ქის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას ვუთ­მობთ. პა­ტი­ვის­ცე­მის აღ­მ­ძ­ვ­რე­ლი სა­ო­ცა­რი სი­დარ­ბა­ის­ლე სუ­ფევს თბი­ლის­ში. წმინ­და და ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი, უმან­კო სი­ლა­მა­ზე... ფარ­თო და თვა­ლუწ­ვ­დე­ნე­ლი გრძე­ლი პროს­პექ­ტე­ბი, სო­ლი­დუ­რი და დი­დე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი მა­რა­დი­უ­ლო­ბის გრძნო­ბას აღ­ვი­ძებს ადა­მი­ან­ში... შე­ნო­ბე­ბის გამ­ზირ­ზე გა­მა­ვა­ლი ფა­სა­დე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლო­ბას, უკა­ნა მხა­რეს, ბა­ღებ­ში ნარ­დის მო­თა­მა­შე კა­ცე­ბის, ეზო­ებ­ში ბურთს და­დევ­ნე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი­სა და სკა­მებ­ზე ჩა­მომ­ჯ­და­რი ტკბილ მუ­სა­იფ­ში გარ­თუ­ლი ქა­ლე­ბის სა­სი­ა­მოვ­ნო ატ­მოს­ფე­რო ცვლის. ქა­ლაქს უძ­ვე­ლე­სი, მე­ლან­ქო­ლი­უ­რი, მაგ­რამ არ­ნა­ხუ­ლად კდე­მა­მო­სი­ლი სი­ლა­მა­ზის და­ღი აზის... პროს­პექ­ტებ­სა და ქუ­ჩებ­ში ქა­ლე­ბის გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი ჩაც­მუ­ლო­ბა იქ­ცევს ყუ­რადღე­ბას. გა­რე სამ­ყა­რო­სათ­ვის ახ­ლად გა­ღე­ბუ­ლი კა­რე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბი­სა და კომ­პ­ლექ­სუ­რო­ბის სა­ბაბს იძ­ლე­ვა. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თვალ­ში­სა­ცე­მი მა­კი­ა­ჟით დამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და გო­გო­ნე­ბი, მა­თი მორ­თულ-მო­კაზ­მუ­ლი ბლუ­ზე­ბი და მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლე­ბი... ცო­ტა არ იყოს გან­ც­ვიფ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. ეს სა­ქარ­თ­ვე­ლოა, მაგ­რამ ჯერ კი­დევ იგ­რ­ძ­ნო­ბა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გავ­ლე­ნა... ყველ­გან, მან­ქა­ნებ­ში, სახ­ლებ­ში, აივ­ნებ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­დ­რო­ინ­დე­ლი დრო­შის გვერ­დით, ამე­რი­კის დრო­შაც მო­ჩანს. ასე მგო­ნია, თით­ქოს ისეთ ქვე­ყა­ნა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი, სა­დაც ორი სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო სის­ტე­მა ერ­თ­მა­ნეთს შეხ­ვედ­რია, ერ­თ­მა­ნეთ­ში გა­დახ­ლარ­თუ­ლა.
დღი­ურ­ში ასე­თი ჩა­ნა­წე­რი მაქვს: „აქა­უ­რო­ბის ყვე­ლა­ზე დი­დი ნაკ­ლი სხვა ქვეყ­ნებ­თან კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის უქონ­ლო­ბაა“
. ტე­ლე­ფონ­ზე და­რეკ­ვა ხომ წა­მე­ბას უდ­რის. ფოს­ტა­ში გი­ნიშ­ნა­ვენ დროს. თუ გა­გი­მარ­თ­ლა და იმა­ვე დღეს შე­გა­ერ­თეს, ხომ კარ­გი, თუ არა და სხვა დრო­ი­სათ­ვის გა­და­გი­ვა­დე­ბენ. ში­და სა­ქა­ლა­ქო კავ­ში­რი უად­ვი­ლე­სია და იაფი, მაგ­რამ სა­ქა­ლაქ­თა­შო­რი­სო ან სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­უ­ბა­რი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, შე­უძ­ლე­ბე­ლია. ერ­თი ორ­ჯერ ვცა­დეთ, მაგ­რამ შემ­დეგ უარი ვთქვით თურ­ქეთ­ში და­რეკ­ვა­ზე. რო­ცა გა­ვი­გე, თუ რა ძა­ლი­ან იაფი იყო გა­ნათ­ლე­ბა, კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბა და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სფე­რო, აღ­ტა­ცე­ბა ვერ დავ­მა­ლე სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სის­ტე­მის მი­მართ. მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის სფე­როს ესო­დენ და­ბალ ხა­რისხს კი, მე მგო­ნი, ად­ვი­ლად ვერ შე­ვე­გუე.
ვაგ­რ­ძე­ლებთ თბი­ლის ქა­ლა­ქის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას. „მუ­ზე­უ­მი ღია ცის ქვეშ“... არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა იქ ნა­ნა­ხი სამ­ფე­ხა სკა­მი, ზუს­ტად ისე­თი, ბა­ბუ­ა­ჩე­მის ნა­ხე­ლავს რომ ჰგავ­და. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სახლ-მუ­ზე­უმ­ში ყვე­ლა­ნი აგ­ვა­ტი­რა სიმ­ღე­რამ, რო­მე­ლიც შემ­დე­გი სიტყ­ვე­ბით იწყე­ბო­და: „შე­ნი, ტურ­ფავ სა­ქარ­თ­ვე­ლო ოქ­როს თა­სია, შე­ნი ლექ­სი და სიმ­ღე­რა ღვი­ნის ფა­სია...“ მხატ­ვარ ელე­ნე ახ­ვ­ლე­დი­ა­ნის სახლ-მუ­ზე­უმ­ში, მი­სი სუ­რა­თე­ბის გვერ­დით, პი­კა­სოს ორი­გი­ნა­ლიც ვნა­ხეთ. ეს გახ­ლ­დათ თვით მხატ­ვ­რის, ქალ­ბა­ტო­ნი ელე­ნეს პორ­ტ­რე­ტი... ჩე­მი დღი­უ­რის ერთ გვერ­დ­ზე ასე­თი რამ ჩა­მი­ნიშ­ნავს: „ან­დ­რო­პო­ვის ყუ­რებ­ზე ბევ­რი ვი­ცი­ნეთ“. რო­გორც ჩანს, რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე სადღე­სას­წა­უ­ლო აღ­ლუ­მე­ბი­სათ­ვის აშე­ნე­ბუ­ლი ტრი­ბუ­ნის წინ ჩა­ვი­ა­რეთ, რო­მე­ლიც უც­ნა­უ­რი და სა­სა­ცი­ლო არ­ქი­ტექ­ტუ­რით გა­მო­ირ­ჩე­ო­და.
თბი­ლის­ში ბევ­რი და­უ­ვიწყა­რი წუ­თე­ბი გვახ­სოვს. მა­გა­ლი­თად, თურ­ქო­ლოგ, ქალ­ბა­ტონ ლე­ი­ლას ოჯახ­ში პირ­ვე­ლად გე­ა­ხე­ლით ნიგ­ვ­ზის მუ­რა­ბა. ქალ­ბა­ტონ ლია ჩლა­ი­ძეს­თან ერ­თად, ბა­ზარ­ში ბე­ბი­ა­ჩე­მი­სათ­ვის ქინ­ძის თეს­ლი შე­ვი­ძი­ნე და, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რო­გორ გა­ი­ხა­რებ­და ბე­ბი­ა­ჩე­მი! ბა­ტო­ნი ოთარ გი­გი­ნე­იშ­ვი­ლის მი­ერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით ყაზ­ბეგ­ში წა­ვე­დით ექ­ს­კურ­სი­ა­ზე, რა­მაც წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა ჩვენ­ზე. ყაზ­ბე­გის მთე­ბი და­უ­ჯე­რებ­ლად ლა­მა­ზი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მშვე­ნი­ე­რი იყო. ნე­ტავ, ოდეს­მე თუ მე­ღირ­სე­ბა ისევ მა­თი ნახ­ვა?... „სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რთუ­ლია იყო ქა­ლი. მთე­ლი იმ სიმ­ძი­მი­სა და საქ­მის გა­მო, რა­საც იგი ტვირ­თუ­ლობს, ერ­თა­დერ­თი ჯილ­დო — სუფ­რა­ზე მი­სი მი­სა­მარ­თით ენამ­ჭევ­რუ­ლად წარ­მოთ­ქ­მუ­ლი სადღეგ­რ­ძე­ლოა...“
წა­მოს­ვ­ლის ბო­ლო დი­ლას, მზის ამოს­ვ­ლამ­დე გა­მეღ­ვი­ძა. გულ­ზე რა­ღაც სევ­და მაწ­ვა... შო­რით მთაწ­მინ­და მო­ჩან­და. თბი­ლი­სის მო­გო­ნე­ბე­ბი­დან ყვე­ლა­ზე უფ­რო ნათ­ლად ის ცის­ფე­რი სის­ხამ­დი­ლა ჩამ­რ­ჩა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. მზის ამოს­ვ­ლამ­დე ფან­ჯა­რას ვერ მოვ­შორ­დი... მთე­ლი დღე გუ­ლა­ჩუ­ყე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ცო­ტაც და გუ­ლი ამოგ­ვიჯ­დე­ბო­და. დი­ლი­დან დაწყე­ბუ­ლი, თუ კი ვინ­მეს ვიც­ნობ­დით, ყვე­ლა მო­ვი­და გა­მო­სამ­შ­ვი­დო­ბებ­ლად. გარ­თო­ბა, სევ­და, დაბ­რუ­ნე­ბის სი­ხა­რუ­ლი, გან­შო­რე­ბის ტკი­ვი­ლი, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თ­მა­ნეთ­ში აირია... სა­ღა­მოს კი ჩავ­ს­ხე­დით მან­ქა­ნებ­ში და, „კონ­ვო­ის წე­სით“, რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რი­სა­კენ გა­ვე­შუ­რეთ.
ჩემს დღი­ურ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აი, ეს ბო­ლო წი­ნა­და­დე­ბა ჩა­მი­წე­რია: „ან­კა­რი­სა და თბი­ლი­სის მო­ნატ­რე­ბა­თა შო­რის გა­ვი­ჭე­დე“. ერ­თი წუ­თით ან­კა­რა გვერ­დ­ზე გა­დავ­დოთ... სა­ო­ცა­რია, რო­დის მო­ვას­წა­რი იმ ქა­ლა­ქის შეყ­ვა­რე­ბა, რო­მელ­საც მდი­ნა­რე ორად ჰყოფს, იქ ყოფ­ნი­სას თუ მა­ნამ­დე? არ ვი­ცი, პა­სუ­ხი ნამ­დ­ვი­ლად არა მაქვს. იდ­გა 1989 წე­ლი.
— ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვენ ამ­ბობთ: „თურ­ქე­თი ჩე­მი სამ­შობ­ლოა, დე­და სამ­შობ­ლო კი — სა­ქარ­თ­ვე­ლო! ქარ­თუ­ლი ენა ჩე­მი ენაა, ჩე­მი ის­ტო­რი­უ­ლი ენა!“.  თქვე­ნი ლტოლ­ვა სამ­შობ­ლო­სად­მი გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლია... და მა­ინც, რა არის სამ­შობ­ლო გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის?
— მუ­ხა­ჯი­რო­ბა­ზე დავ­წე­რე ერ­თი პა­ტა­რა ტექ­ს­ტი: „გა­და­სახ­ლე­ბა იმას ნიშ­ნავს, რომ შე­ნი სევ­დი­ა­ნი წარ­სუ­ლი ყველ­გან თან ატა­რო. მი­ტო­ვე­ბუ­ლი მი­წის მო­ნატ­რე­ბა გა­უ­საძ­ლი­სი სიმ­წა­რეა, რო­მე­ლიც გულს გტკენს. და ამ ტკი­ვილს არა­ვი­თა­რი წა­მა­ლი არ ანე­ლებს. აღარც ის მი­ტო­ვე­ბუ­ლი მი­წა გე­კუთ­ვ­ნის აწი და აღარც ის გე­ხე­ბა, რაც ზედ ხდე­ბა... ის კი გსაყ­ვე­დუ­რობს, რა­ტომ მი­მა­ტო­ვეო? შენც იმ მი­წა­ზე, რო­მელ­ზეც ამ­ჟა­მად ცხოვ­რობ, გა­უ­თა­ვებ­ლად ერ­თ­სა და იმა­ვე შე­კითხ­ვას უს­ვამ სა­კუ­თარ თავს: „აქ რა მე­საქ­მე­ბა?“ შე­ნი სუ­ლი იმ მი­ტო­ვე­ბულ ად­გილს მის­ტი­რის, შე­ნი სხე­უ­ლი კი იმ ად­გილს ვერ ეთ­ვი­სე­ბა, სა­დაც ახ­ლა ხარ. ისე ცხოვ­რობ, თით­ქოს შე­ნი ერ­თი ნა­წი­ლი სხვა­გა­ნაა დარ­ჩე­ნი­ლი... ცდი­ლობ, სევ­და სი­ხა­რუ­ლად აქ­ციო. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მხი­ა­რულ სიმ­ღე­რებ­საც კი სევ­და შე­რე­ვია, რო­მელ­საც ასე ად­ვი­ლად ვერ გან­დევ­ნი. სხვა­ზე მეტს ცდი­ლობ, რომ მი­წას ჩა­ე­ჭი­დო. შენ­თ­ვის ცხოვ­რე­ბა ორ­მა­გად რთუ­ლი, მძი­მე და ნაღ­ვ­ლი­ა­ნია. ახალ ენას ეუფ­ლე­ბი და ცდი­ლობ, სა­კუ­თა­რი ენა არ და­ი­ვიწყო. შენს ენა­ზე აღარ ლა­პა­რა­კობ, მაგ­რამ მი­სი სი­ცოცხ­ლის გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბას ცდი­ლობ, რომ შენს არ­სე­ბო­ბა­საც ბო­ლო არ მო­ე­ღოს“.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N