გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2012-03-14
განვითარებისა და სწავლის თეორიები
მა­რია მონ­ტე­სო­რი
(1870-1952) 

მონ­ტე­სო­რის სკო­ლა
მა­რია მონ­ტე­სო­რი, იტა­ლი­ე­ლი ჰუ­მა­ნის­ტი, პე­და­გო­გი, პირ­ვე­ლი ექი­მი ქა­ლი მე-19 სა­უ­კუ­ნის იტა­ლი­ა­ში, ცნო­ბი­ლია, რო­გორც ახა­ლი პე­და­გო­გი­უ­რი მე­თო­დი­კის ავ­ტო­რი. 1898 წლი­დან მონ­ტე­სო­რი გო­ნებ­რი­ვი ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის სკო­ლის დი­რექ­ტო­რი იყო. ამ პე­რი­ოდ­ში და­იწყო მან თა­ვი­სი თე­ო­რი­ის პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გ­ვა და სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც დღეს ცნო­ბი­ლია მონ­ტე­სო­რის თე­ო­რი­ის სა­ხე­ლით. ამ პე­რი­ო­დის მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­დე­გი იყო ის, რომ გო­ნებ­რი­ვი ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბის მქო­ნე 8 წლის მოს­წავ­ლე­ებ­მა წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რეს გა­მოც­დე­ბი წე­რა-კითხ­ვა­ში და სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბიც მი­ი­ღეს. მა­შინ „მონ­ტე­სო­რის სას­წა­ულ­ზე“ მთე­ლი იტა­ლია ალა­პა­რაკ­და. 1907 წელს მონ­ტე­სო­რიმ რომ­ში და­ა­არ­სა სკო­ლა „ბავ­შ­ვე­ბის სახ­ლი“ ყვე­ლა ტი­პის ბავ­შ­ვი­სათ­ვის. მონ­ტე­სო­რის სამ­ჯერ მი­ა­ნი­ჭეს ნო­ბე­ლის პრე­მია პე­და­გო­გი­კა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი­სა და მსოფ­ლი­ო­ში ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის გა­მო. დღეს მონ­ტე­სო­რის სკო­ლა და მი­სი მე­თო­დი მთელ მსოფ­ლი­ო­შია გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი.
ვრცლად>>>
2012-03-07
თა­ნა­ბა­რი პი­რო­ბე­ბი ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მად
გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყო­ველ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იწ­ვევს. მით უფ­რო, რომ ბო­ლო წლებ­ში, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, პრო­ფე­სი­უ­ლი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რებ­ზე ბევ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე გან­ხორ­ცი­ელ­და. მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მას ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი ემა­ტე­ბა. რა მი­მარ­თუ­ლე­ბებს მო­ი­ცავს ამ­ჟა­მად გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა და რა სი­ახ­ლე­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა წელს, ამის შე­სა­ხებ ჩვენს კითხ­ვებს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი პა­სუ­ხობს.
ვრცლად>>>
2012-02-22
პა­სე­ქი და ეგ­ვიპ­ტი­დან გას­ვ­ლა
„უთხ­რა უფალ­მა მო­სეს და აარონს ეგ­ვიპ­ტის ქვე­ყა­ნა­ში: თვე­თა და­სა­ბა­მი იყოს თქვენ­თ­ვის ეს თვე, პირ­ვე­ლი თვე იყოს იგი თქვენ­თ­ვის წე­ლი­წა­დის თვე­ებ­ში. ასე უთხა­რით ის­რა­ე­ლის მთელს სა­ზო­გა­დო­ე­ბას: ამ თვის მე­ა­თე დღეს მა­მის სახ­ლ­ზე თი­თო­ე­ულ­მა თი­თო კრა­ვი ან თი­კა­ნი და­ი­გუ­ლოს. ერ­თი კრა­ვი ან თი­კა­ნი სახ­ლ­ზე“ (გამ.12:1-3). სა­უ­ბა­რია ნი­სა­ნის თვე­ზე, რაც აქა­დე­ველ­თა კა­ლენ­და­რის მი­ხედ­ვით, და­ახ­ლო­ე­ბით, აპ­რილს აღ­ნიშ­ნავს და სიმ­ბო­ლოა გა­ზაფხუ­ლის — რო­გორც ბუ­ნე­ბის, სამ­ყა­როს გა­ნახ­ლე­ბის, გა­მოღ­ვი­ძე­ბი­სა და ის­რა­ე­ლის, რო­გორც ერის გა­ნახ­ლე­ბის, რე­ლი­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით — ახ­ლი­დან და­ბა­დე­ბის.
ვრცლად>>>
2012-02-22
„ქარ­თუ­ლი ლუვ­რის“ ჯან­სა­ღი ამ­ბი­ცია
ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე 

თბი­ლის­ში, კარ­გა­რე­თე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე „სიყ­ვა­რუ­ლის სა­სახ­ლის“ მოჩ­ვე­ნე­ბა­ზე ამ ბო­ლო დროს აქ­ტი­უ­რად ალა­პა­რაკ­დ­ნენ — აქ თურ­მე ღამ­ღა­მო­ბით ქა­ლის ლანდს ხე­დავ­დ­ნენ და მი­სი მომ­ხიბ­ლა­ვი კის­კი­სი ეს­მო­დათ...  რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, ისე­დაც მომ­ხიბ­ვ­ლელ შე­ნო­ბას კი­დევ უფ­რო მიმ­ზიდ­ველს ხდის. თუმ­ცა, სა­სახ­ლი­სად­მი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მხო­ლოდ მოჩ­ვე­ნე­ბას არ უკავ­შირ­დე­ბა. ბო­ლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, „ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლემ“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას  არა­ერ­თი გა­მო­ფე­ნი­თა თუ პრო­ექ­ტით შე­ახ­სე­ნა თა­ვი. „სიყ­ვა­რუ­ლის სა­სახ­ლე“  1895 წელს პრინც ოლ­დენ­ბურგს ქარ­თ­ვე­ლი სატ­რ­ფოს­თ­ვის, აგ­რა­ფი­ნა ჯა­ფა­რი­ძის­თ­ვის  სიყ­ვა­რუ­ლის უკ­ვ­დავ­სა­ყო­ფად აუშე­ნე­ბია. აქ, გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში, 1927 წელს,  და­ვით არ­სე­ნიშ­ვი­ლის მი­ერ და­არ­სე­ბულ­მა „ხე­ლო­ვ­­ნე­ბის სა­სახ­ლემ“ და­ი­დო ბი­ნა. თბი­ლის­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლი ერ­თა­დერ­თი ის­ლა­მუ­რი გო­თი­კის შე­ნო­ბა გა­ნად­გუ­რე­ბის პი­რას იყო მი­სუ­ლი. ამ უნი­კა­ლუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და ის­ტო­რი­ის მქო­ნე შე­ნო­ბის რეს­ტავ­რა­ცია, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და მე­რი­ის თა­ნად­გო­მით,  2009 წლი­დან, და­იწყო და მუ­ზე­უ­მი სრულ გა­ნად­გუ­რე­ბას გა­დარ­ჩა.
ვრცლად>>>
2012-02-22
სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ის­ტო­რია სე­ნა­კის რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე
ძვე­ლი სე­ნა­კი ის­ტო­რი­უ­ლად აღ­მო­სავ­ლეთ სა­მეგ­რე­ლოს ერთ-ერთ წამ­ყ­ვან ეკო­ნო­მი­კურ და კულ­ტუ­რულ და­ბას წარ­მო­ად­გენ­და. აქ გზაჯ­ვა­რე­დინს ქმნი­და არ­გუ­ე­თი­დან კლი­სო­რი­სა­კენ და ფო­თი­დან მარ­ტ­ვი­ლი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი გზე­ბი. ად­გი­ლობ­რივ მკვიდ­რ­თა გად­მო­ცე­მით, ბე­რებს ეკ­ლე­სი­ას­თან ახ­ლოს პა­ტა­რა სახ­ლა­კე­ბი (ქო­ხე­ბი) და სა­მარ­ტ­ვი­ლო ოთა­ხე­ბი ჰქონ­დათ, აქ­ვე იყო სტუ­მარ­თა მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ქო­ხე­ბი (სულ­ხან-სა­ბას გან­მარ­ტე­ბით სე­ნა­კი პა­ტა­რა სახ­ლაკს ნიშ­ნავს). მი­აჩ­ნი­ათ, რომ აქე­დან წარ­მო­იშ­ვა სა­ხელ­წო­დე­ბა „სე­ნა­კი“.
და­ბის ძი­რი სა­ხელ­წო­დე­ბა სწო­რედ სე­ნა­კია, მაგ­რამ ეპი­თე­ტი „ძვე­ლი“ მას შემ­დეგ გაჩ­ნ­და, რო­ცა სო­ფელ თეკ­ლა­თის ტე­რი­ტო­რი­აზე, ახა­ლი ქა­ლა­ქუ­რი სტი­ლის და­სახ­ლე­ბა, სა­ხელ­წო­დე­ბით „ახა­ლი სე­ნა­კი“ აღ­მო­ცენ­და. ახა­ლი სე­ნა­კის ქა­ლა­ქად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ხე­ლი შე­უწყო ფო­თი-თბი­ლი­სის რკი­ნიგ­ზის გაყ­ვა­ნამ და ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის აშე­ნე­ბამ.
ძველ სე­ნაკს დიდ­ხანს არ და­უ­კარ­გავს თა­ვი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, მაგ­რამ ახა­ლი სე­ნა­კი უფ­რო პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი გახ­და. რუ­სულ მმარ­თ­ვე­ლო­ბას­თან ერ­თად გად­მო­ვი­და სხვა სამ­სა­ხუ­რე­ბი. 1921 წელს ახალ სე­ნაკს ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. დრო­თა ვი­თა­რე­ბა­ში ხმა­რე­ბი­დან ამო­ვარ­და სიტყ­ვა ახა­ლი და დღეს იწო­დე­ბა სე­ნა­კად.
ვრცლად>>>
2012-02-22
არ შეუშინდეთ რისკს და წაგებას
„გლობალური ლიდერის“ ამერიკული დღიურები
ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი — ნი­ნუ­ცა, მე-12 კლა­სი­დან სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში გა­ემ­გ­ზავ­რე, რო­გორ მოხ­ვ­დი GHSEP პროგ­რა­მა­ში, მი­ამ­ბე, ამ პროგ­რა­მის შე­სა­ხებ...
— და­ვამ­თავ­რე თბი­ლი­სის ¹55 სა­ჯა­რო სკო­ლა, ვერ­ცხ­ლის მე­დალ­ზე. მე-12 კლა­სი ამე­რი­კა­ში, ჯორ­ჯი­ის შტა­ტის ქა­ლაქ ტიფ­ტონ­ში გა­ვი­ა­რე. ყვე­ლა­ფე­რი 15-წუ­თი­ა­ნი ტეს­ტი­რე­ბით და­იწყო, და­ახ­ლო­ე­ბით 7 თვე­ში კი, ვა­შინ­გ­ტო­ნის აერო­პორ­ტ­ში ვი­ყა­ვი. ალ­ბათ, გა­ინ­ტე­რე­სებთ რო­გორ მოვ­ხ­ვ­დი „ერ­თხელ ამე­რი­კა­ში“.
უკ­ვე მე­ო­ცე წე­ლია, რაც მო­მა­ვალ ლი­დერ­თა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მა FLEX შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებს, ის­წავ­ლონ ამე­რი­კულ სკო­ლებ­ში. პროგ­რა­მას აფი­ნან­სებს ამე­რი­კის მთავ­რო­ბა და ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბას უწევს „სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის ამე­რი­კუ­ლი საბ­ჭო­ე­ბი“. ...
ვრცლად>>>
2012-02-08
მამასთან შეხვედრის ნატვრაში გალეული ბავშვობა
საბ­ჭო­თა იმ­პე­რია ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ სპობ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს თვით­მ­ყო­ფა­დო­ბას: გა­ა­უქ­მა ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლია; ქარ­თუ­ლი წირ­ვა-ლოც­ვა რუ­სუ­ლით შე­იც­ვა­ლა; გა­ი­ძარ­ც­ვა სა­ეკ­ლე­სიო სიწ­მინ­დე­ე­ბი, გა­ნად­გურ­და ძეგ­ლე­ბი; რუ­სუ­ლი ენა დამ­კ­ვიდ­რ­და მმარ­თ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­ში, სა­სა­მარ­თ­ლო­ებ­ში, სას­წავ­ლებ­ლებ­ში; გან­გებ აღ­ვი­ვებ­დ­ნენ ეთ­ნი­კურ შუღლს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რებ ხალ­ხ­თა შო­რის; რუ­სეთ­ში გა­და­ა­სახ­ლეს ბევ­რი გა­მო­ჩე­ნი­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლი, ვინც ხმა აიმაღ­ლა იმ­პე­რი­ის პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მ­დეგ. სწო­რედ ერთ-ერ­თი ასე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო გრი­გოლ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რო­ლი მი­უძღ­ვის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში. მი­სი ცხოვ­რე­ბა, მოღ­ვა­წე­ო­ბა და ის მძი­მე ხვედ­რი, რო­მე­ლიც სა­პა­ტიმ­რო­ებ­სა და გა­და­სახ­ლე­ბა­ში ერ­გო, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ბნე­ლით იყო მო­ცუ­ლი. საბ­ჭო­თა ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში მი­სი პი­როვ­ნე­ბა შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი იყო ან შეგ­ნე­ბუ­ლად გვერ­დავ­ლი­ლი. ტა­ბუ­და­დე­ბულ­მა სა­ო­ჯა­ხო არ­ქივ­მა, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წე­ლი სა­ი­დუმ­ლოდ, ერთ პა­ტა­რა თვით­ნა­კეთ ჩე­მო­დან­ში ინა­ხე­ბო­და, მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ ბევრ კითხ­ვას გას­ცა პა­სუ­ხი. გრი­გოლ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის ღვაწ­ლის, მოღ­ვა­წე­ო­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მი­სი შვი­ლი, ტექ­ნი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტი, ბა­ტო­ნი თე­ი­მუ­რაზ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე გვი­ამ­ბობს.
ვრცლად>>>
2012-02-08
განვითარებისა და სწავლის თეორიები
ჯე­რომ ბრუ­ნე­რი 1915
ჯე­რომ სე­ი­მურ ბრუ­ნე­რი — ამე­რი­კე­ლი ფსი­ქო­ლო­გი, კოგ­ნი­ტუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის ერთ-ერ­თი თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. 1952-72 წლებ­ში იყო ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, 1972-1980 წლებ­ში კი — ოქ­ს­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი. მი­სი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სწავ­ლის თე­ო­რია კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მის პრინ­ცი­პებს ეფუძ­ნე­ბა. ბრუ­ნე­რის მი­ხედ­ვით, სწავ­ლა აქ­ტი­უ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ცე­სია, რო­დე­საც ბავ­შ­ვი, თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ახა­ლი ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბას ახ­დენს. ამ თვალ­საზ­რი­სით, ცოდ­ნაც პრო­ცე­სია და არა პრო­დუქ­ტი. მის თე­ო­რი­ა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ლ. ვი­გოტ­ს­კის იდე­ებ­მა.
ბრუ­ნე­რის აღ­მო­ჩე­ნე­ბით სწავ­ლის თე­ო­რია კოგ­ნი­ტურ თე­ო­რი­ებს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა. კოგ­ნი­ტუ­რი თე­ო­რი­ე­ბის მი­ზა­ნი შე­მეც­ნე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის (გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა, ანა­ლი­ზი, სინ­თე­ზი, შე­ფა­სე­ბა, და­მახ­სოვ­რე­ბა) სტრუქ­ტუ­რი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის აღ­წე­რაა. ზო­გი­ერ­თი კოგ­ნი­ტუ­რი თე­ო­რია გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის, რად­გან ნა­თელ და თვალ­სა­ჩი­ნო პე­და­გო­გი­ურ მე­თო­დებ­სა და მო­დე­ლებს გვთა­ვა­ზობს.
კოგ­ნი­ტუ­რი ფსი­ქო­ლო­გია იკ­ვ­ლევს, რო­გორ იღებს მოს­წავ­ლე ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მო­დან, რო­გორ ახ­დენს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ას, რო­გორ იყე­ნებს ცოდ­ნას.
ვრცლად>>>
2011-12-21
განვითარებისა და სწავლის თეორიები
ჯონ დიუი
(1859-1952)
ჯონ დიუი — ამე­რი­კე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი, ფსი­ქო­ლო­გი და გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ტო­რი. დიუი ამე­რი­კუ­ლი პრაგ­მა­ტიზ­მის# წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტა­ლიზ­მის# ფუ­ძემ­დე­ბე­ლია. ის არის ავ­ტო­რი ცნო­ბი­ლი ნაშ­რო­მი­სა „დე­მოკ­რა­ტია და გა­ნათ­ლე­ბა“ (1916). დიუი თვლი­და, რომ კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა არის ის, რაც ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო წევ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. დი­უ­ის არ შე­უქ­მ­ნია სწავ­ლე­ბის თე­ო­რია, მაგ­რამ მის­მა შე­ხე­დუ­ლე­ბებ­მა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნი­სა და პრინ­ცი­პე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მებ­ზე.
დი­უ­ის მი­ხედ­ვით, გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბი გა­მოც­დი­ლე­ბის თე­ო­რი­ას უნ­და ეყ­რ­დ­ნო­ბო­დეს. მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის თე­ო­რი­ა­ში ორი ცენ­ტ­რა­ლუ­რი ცნე­ბაა: 1. უწყ­ვე­ტო­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი და­ბა­დე­ბი­დან გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით სწავ­ლობს, ეს კი გავ­ლე­ნას ახ­დენს მის შემ­დ­გომ ქცე­ვა­ზე. უწყ­ვე­ტო­ბა გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ წი­ნა გა­მოც­დი­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის შემ­დ­გო­მი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლია.
2. ინ­ტე­რაქ­ცია აღ­წერს და ხსნის იმას, თუ რო­გორ ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დებს წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აწ­მ­ყო სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად. დი­უ­ის ჰი­პო­თე­ზის მი­ხედ­ვით, ჩვე­ნი აწ­მ­ყო გა­მოც­დი­ლე­ბა წარ­სუ­ლი, შე­ნა­ხუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის ფუნ­ქ­ციაა, რო­მე­ლიც ზე­მოქ­მე­დებს მიმ­დი­ნა­რე სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე და ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ხდე­ბა.
შე­სა­ბა­მი­სად, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე­თა წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის ცოდ­ნა და მი­სი და­კავ­ში­რე­ბა ახალ მა­სა­ლას­თან. ამ გზით მას­წავ­ლე­ბე­ლი აზ­რი­ანს და მოს­წავ­ლი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანს ხდის ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ამით ხელს უწყობს მის ეფექ­ტი­ან დას­წავ­ლას.
ვრცლად>>>
2011-12-21
განვითარებისა და სწავლის თეორიები
ლევ ვიგოტსკი
(1896-1934)
ლევ ვი­გოტ­ს­კი, რუ­სი ფსი­ქო­ლო­გი, მოს­კო­ვის ფსი­ქო­ლო­გი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტის პრო­ფე­სო­რი. მი­სი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია დე­ფექ­ტო­ლო­გი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტი მოს­კოვ­ში. ვი­გოტ­ს­კის ეკუთ­ვ­ნის უმაღ­ლე­სი ფსი­ქი­კუ­რი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­უ­ლი თე­ო­რია, ასე­ვე, თა­ვის ტვინ­ში ფსი­ქი­კუ­რი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის სის­ტე­მუ­რი ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის თე­ო­რია. მან­ვე ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის სო­ცი­ა­ლურ-კულ­ტუ­რუ­ლი თე­ო­რია. ვი­გოტ­ს­კიმ მის­ცა და­სა­ბა­მი მეტყ­ვე­ლე­ბი­სა და აზ­როვ­ნე­ბის ურ­თი­ერ­თ­მი­მარ­თე­ბის ექ­ს­პე­რი­მენ­ტულ კვლე­ვას გან­ვი­თა­რე­ბის ჭრილ­ში.
რად­გან ბავ­შ­ვი კონ­კ­რე­ტულ სო­ცი­ა­ლურ და კულ­ტუ­რულ გა­რე­მო­ში იბა­დე­ბა, მის ფსი­ქი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას გან­საზღ­ვ­რავს სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და კულ­ტუ­რუ­ლი მო­ნა­პო­ვა­რი, მაგ., დამ­წერ­ლო­ბა, რიცხ­ვი­თი სის­ტე­მა და სხვ. შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შ­ვის აზ­როვ­ნე­ბი­სა და, ზო­გა­დად, შე­მეც­ნე­ბი­თი (კოგ­ნი­ტუ­რი) სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბაც კონ­კ­რე­ტულ სო­ცი­ა­ლურ-კულ­ტუ­რულ გა­რე­მო­ში ხდე­ბა, ბავ­შ­ვი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უფ­რო­სის (ავ­ტო­რი­ტე­ტის) სა­შუ­ა­ლე­ბით. ბავ­შ­ვის ფსი­ქი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი წამ­ყ­ვან როლს ას­რუ­ლებს. ვი­გოტ­ს­კი ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ყო­ველ ფსი­ქი­კურ ფუნ­ქ­ცი­ას ორ დო­ნე­ზე გა­ნი­ხი­ლავს: პირ­ვე­ლია სო­ცი­ა­ლურ-ინ­ტერ­ფ­სი­ქო­ლო­გი­უ­რი დო­ნე, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ბავ­შ­ვის ფსი­ქი­კა სხვებ­თან სო­ცი­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ყა­ლიბ­დე­ბა; მე­ო­რეა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დო­ნე – ინ­ტ­რაფ­სი­ქო­ლო­გი­უ­რი, ანუ ამ ეტაპ­ზე ბავ­შ­ვის გა­რე­მოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბით მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ში­და პლან­ზე გა­და­დის, რა­შიც წამ­ყ­ვან როლს მეტყ­ვე­ლე­ბა ას­რუ­ლებს.
ვი­გოტ­ს­კის თე­ო­რია ოთხ ძი­რი­თად პრინ­ციპს ეფუძ­ნე­ბა:
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53]
35(789)N