გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2015-10-29
მზარდი მობილობა ლიდერი უნივერსიტეტები და ფაკულტეტები
გვე­სა­უბ­რე­ბა სსიპ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის
გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის
რე­ეს­ტ­რის სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სი
ნი­ნო წე­რე­თე­ლი
— რამ­დენ სტუ­დენტს მი­ე­ნი­ჭა 2015-16 სას­წავ­ლო წლის სა­შე­მოდ­გო­მო მო­ბი­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა, რო­მელ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში და რო­მელ ფა­კულ­ტე­ტებ­ზე გა­კეთ­და ყვე­ლა­ზე მე­ტი გა­ნაცხა­დი?
— 2015-2016 სას­წავ­ლო წლის სა­შე­მოდ­გო­მო სე­მეს­ტ­რის მო­ბი­ლო­ბა­ზე 56 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­ერ და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი იყო 13797 ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლი. სტუ­დენ­ტ­თა ელექ­ტ­რო­ნულ პორ­ტალ­ზე მო­ბი­ლო­ბა­ზე გა­ნაცხა­დი გა­ა­კე­თა 5137-მა სტუ­დენ­ტ­მა, აქე­დან, პორ­ტა­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, მო­ბი­ლო­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭა 4254 სტუ­დენტს. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ცენ­ტ­რის მი­ერ და­დე­ბი­თი დას­კ­ვ­ნა გა­ცე­მუ­ლია 3510 სტუ­დენ­ტის მო­ბი­ლო­ბის წე­სით ჩა­რიცხ­ვის თა­ო­ბა­ზე.
პირ­ველ პრი­ო­რი­ტე­ტად გა­კე­თე­ბუ­ლი
არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით ტოპ 5 უნი­ვერ­სი­ტე­ტი  ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:
1. სსიპ — ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი —  948
2. სსიპ — სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი — 680
ვრცლად>>>
2015-10-29
კოსმოპოლიტური გარემო და პრაქტიკული ასპექტებით გაჯერებული პროგრამები
რუბრიკის სტუმარია მარიკა ქურდაძე,
ბარსელონას ავტონომიური
უნივერსიტეტის (UAB) სტუდენტი
— მა­რი­კა, მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი ახალ­ცი­ხის პირ­ველ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­ა­ტა­რე. რამ­დე­ნად წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე იყა­ვი და რო­გორ გახ­სენ­დე­ბა იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი, გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?
— პირ­ველ რიგ­ში, უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა თქვენს რუბ­რი­კას მას­პინ­ძ­ლო­ბის­თ­ვის. ჩემ­თ­ვის დი­დი პა­ტი­ვია გა­ვუ­ზი­ა­რო სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რ­დებს და გა­ზე­თის ერ­თ­გულ მკითხ­ველს.
სკო­ლის პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან ტკბი­ლად მახ­სენ­დე­ბა, წარ­ჩი­ნე­ბით — ვერ­ცხ­ლის მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე, რაც ჩე­მი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დი­დი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ჩე­მი სკო­ლა იყო ერთ-ერ­თი მო­წი­ნა­ვე ახა­ლი სას­წავ­ლო მე­თო­დე­ბის და­ნერ­გ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ცდი­ლობ­დ­ნენ, მე­ტი ყუ­რადღე­ბა და­ეთ­მოთ მოს­წავ­ლე­ებ­ში ისე­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, რო­გო­რი­ცაა: კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, თვით­გა­მო­ხატ­ვა,  კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა და ა.შ.
ვრცლად>>>
2015-10-22
პრაქტიკოსი მასწავლებლის სავალდებულო აქტივობები რას ნიშნავს 5-კრედიტიანი ტრენინგი
  რა აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა დას­ჭირ­დე­ბათ პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს, რომ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭოთ — გვესაუბრება მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ექ­ს­პერტ-კონ­სულ­ტანტი სო­ფი­კო ლობ­ჟა­ნი­ძე. 61 318 მას­წავ­ლე­ბე­ლი, აქე­დან პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა 45 931 მას­წავ­ლე­ბელს, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის — 15 236-ს, წამ­ყ­ვა­ნის — 151 პე­და­გოგს, ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვყავს მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით  სის­ტე­მა­ში სულ 68 890 მას­წავ­ლე­ბე­ლია, აქე­დან 60 581 პე­და­გო­გი და­საქ­მე­ბუ­ლია სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, 8 309 — კერ­ძო­ში. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის ამოქ­მე­დე­ბის პირ­ვე­ლი წე­ლი სა­პი­ლო­ტედ
ვრცლად>>>
2015-10-22
მიწიერი სამოთხე, რომელშიც ჯერ არავინ გვიშვებს
მა­რი­ამ წიკ­ლა­უ­რი — „უც­ნა­უ­რი ბე­დი დაჰ­ყ­ვა სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლო­ბას. სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნ­ზე, ლი­ტე­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბა ეს, ილუს­ტ­რა­ცია, მე­თო­დო­ლო­გია თუ სხვა ას­პექ­ტი, არა­ვინ სა­უბ­რობს და არას­დ­როს მი­მო­ი­ხი­ლავს, თუმ­ცა ყვე­ლა ერ­თ­ნა­ი­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანს უწო­დებს ამ სფე­როს“  — ეს არის ამო­ნა­რი­დი თქვე­ნი წე­რი­ლი­დან მწიგ­ნო­ბარ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ყო­ველ­წ­ლი­უ­რი ალ­მა­ნა­ხის­თ­ვის. ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­ამ, ეს სიტყ­ვე­ბი 2012 წელს და­წე­რეთ, მას შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა რა­მე? რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია დღეს ქარ­თუ­ლი სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა?
— ეს ალ­მა­ნა­ხი სულ 100 ცა­ლი და­ი­ბეჭ­და და პირ­ვე­ლი ხართ, ვინც ახ­სე­ნა ეს წე­რი­ლი. მიკ­ვირს. მგო­ნია, არა­ვინ არა­ფერს კითხუ­ლობს ფე­ის­ბუქ­ს­ტა­ტუ­სე­ბის გარ­და (
ვრცლად>>>
2015-10-22
უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მა­ტე­ბას სტუ­დენ­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის ცოდ­ნა გა­ნა­პი­რო­ბებს
რუბრიკის სტუმარია სასწავლო
ეროვნული უნივერსიტეტის სეუ-ს
რექტორი გია კავთელიშვილი
— ბა­ტო­ნო გია, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­უ­ჯეტს, ძი­რი­თა­დად, სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გან­საზღ­ვ­რავს, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი სტუ­დენ­ტი მი­ი­ღონ. რო­გორ ფიქ­რობთ, ხომ არ ხდე­ბა ეს ხა­რის­ხის ხარ­ჯ­ზე? მოგ­წონთ თუ არა და­ფი­ნან­სე­ბის არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა და რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს ...
ვრცლად>>>
2015-10-15
ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბის ამო­სა­ვა­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით აღ­სავ­სე მო­ქა­ლა­ქეა
რუბრიკის სტუმარია
ანა აბესაძე,
ტალინის უნივერსიტეტის სტუდენტი — ანა, სა­უ­ბა­რი მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დით  და­ვიწყოთ. ვი­ცი, რომ სკო­ლა­ში საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი და წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე იყა­ვი. რა ად­გი­ლი უჭი­რავს შენს ცხოვ­რე­ბა­ში სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბულ წლებს, გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?
— ტყი­ბუ­ლის პირ­ველ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ო­დი ნამ­დ­ვი­ლად ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ეტა­პია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, დატ­ვირ­თუ­ლი ბევ­რი ჩემ­თ­ვის ძვირ­ფა­სი მო­გო­ნე­ბით. სკო­ლამ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გი­უ­რი კო­ლექ­ტი­ვის დახ­მა­რე­ბით, წარ­მა­ტე­ბით მო­ა­ხერ­ხა გა­მო­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა ჩემ­ში ის უნარ-ჩვე­ვე­ბი, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა ჩე­მი წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენ­ტად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ყო­ველ­თ­ვის ფრი­ა­დო­სა­ნი ვი­ყა­ვი, რის გა­მოც პრე­ზი­დენ­ტის­გან კომ­პი­უ­ტე­რიც მი­ვი­ღე სა­ჩუქ­რად. თუმ­ცა, არ მო­გატყუ­ებთ, მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბის გა­მო და­ვა­ლე­ბას ყო­ველ­თ­ვის ვას­რუ­ლებ­დი, მაგ­რამ მე და მა­თე­მა­ტი­კა ვე­რას­დ­როს ვუ­გებ­დით ერ­თ­მა­ნეთს.
ვრცლად>>>
2015-10-15
დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი „პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბე­რი“
ლა­ლი ჯე­ლა­ძე ჩე­მი პირ­ვე­ლი „პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბე­რი“  იმით და­იწყო, რომ სკო­ლა­ში არ მი­მი­ღეს. მი­ზე­ზი ის გახ­და, რომ ჯერ 7 წლის არ ვი­ყა­ვი, ნო­ემ­ბერ­ში ვხდე­ბო­დი, არა­და ფორ­მაც მქონ­და და ჩან­თაც, სა­პირ­ველ­სექ­ტემ­ბ­როდ ლექ­სიც ვი­ცო­დი, წე­რაც, კითხ­ვაც და ან­გა­რი­შიც... დე­დაც იმა­ვე სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­და პე­და­გო­გად, მაგ­რამ მა­ინც არა­ფერ­მა გაჭ­რა. ჩე­მი და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით, პირ­ველ სე­ქტემ­ბერს, ფორ­მა­ში გა­მოწყო­ბი­ლი,  სკო­ლა­ში წა­მიყ­ვა­ნეს — ომა­ხი­ა­ნად ვთქვი ლექ­სი ნამ­დ­ვილ პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებ­თან, წიგ­ნე­ბით ჩან­თა გა­ვივ­სე და შე­ვუ­დე­ქი ვი­თომ პირ­ველ­კ­ლა­სე­ლო­ბას. ჩე­მი „კლა­ს­ე­ლი“ ჩე­მი ძმა იყო და ასე ვის­წავ­ლე, მას­თან ერ­თად, ერ­თი წე­ლი არა­ფორ­მა­ლუ­რად. შემ­დე­გი წე­ლი კი ჩემ­თ­ვის მე­ო­რე, ანუ ნამ­დ­ვი­ლი პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბე­რი იყო, რო­მე­ლიც არც თუ ისე სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და... ამ ამ­ბავ­მა წლე­ვან­დე­ლი პირ­ველ­კ­ლა­სე­ლო­ბის
ვრცლად>>>
2015-10-08
გვესაუბრება აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
 გიორგი ღავთაძე
— ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, რად­გან უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­უ­ჯეტს, ძი­რი­თა­დად, გან­საზღ­ვ­რავს სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი სტუ­დენ­ტი მი­ი­ღოს. ხომ არ ხდე­ბა ეს ხა­რის­ხის ხარ­ჯ­ზე? მოგ­წონთ თუ არა და­ფი­ნან­სე­ბის არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა და რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოთხოვ­ნებს გან­საზღ­ვ­რუ­ლი ფი­ნან­სე­ბი. არ­სე­ბობს თუ არა და­ფი­ნან­სე­ბის სხვა გზა ან სხვა პრინ­ცი­პი? თქვენ­თ­ვის რო­მე­ლი იქ­ნე­ბო­და სა­სურ­ვე­ლი?
ვრცლად>>>
2015-10-08
სე­რი­ო­ზუ­ლი შან­სი და მო­ტი­ვა­ცია პე­და­გო­გე­ბი­სათ­ვის
მიმ­დი­ნა­რე წელს მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი მომ­ხ­და­რა, ად­რე დაწყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი გრძელ­დე­ბა და ვი­თარ­დე­ბა, იც­ვ­ლე­ბი­ან და კონ­კურ­სის წე­სით ინიშ­ნე­ბი­ან ახა­ლი დი­რექ­ტო­რე­ბი, იც­ვ­ლე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი, დრო­დად­რო თავს იჩენს პრობ­ლე­მე­ბიც.
ახა­ლი, 2015-16 სას­წავ­ლო წე­ლი კი, ნამ­დ­ვი­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბი­სათ­ვის, მა­თი­ვე კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის თვალ­საზ­რი­სით. ბუ­ნებ­რი­ვია, გა­მო­ნაკ­ლი­სი ამ მხრივ არც მარ­ნე­უ­ლე­ლი პე­და­გო­გე­ბი იქ­ნე­ბი­ან. რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი, რუს­ლან გაჯი­ე­­ვი ამ­ბობს, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა სე­რი­ო­ზუ­ლი შან­სი და მო­ტი­ვა­ციაა თი­თო­ე­უ­ლი პე­და­გო­გის­თ­ვის, აიმაღ­ლოს კვა­ლი­ფი­კა­ცია და,
ვრცლად>>>
2015-10-08
***
მან­და­ტურ­მა და­მი­კა­კუ­ნა კარ­ზე:
— გის­მენ.
— მშო­ბე­ლი გე­ლო­დე­ბათ, დი­რექ­ტო­რის ნახ­ვა მინ­დაო, ბავ­შ­ვი მოჰ­ყავს ამ სკო­ლა­ში.
— არ მაქვს ად­გი­ლე­ბი.
— შე­მო­ვი­დეს? ვუთხა­რი, რომ ვე­რა­ვის მი­ი­ღებთ, სავ­სეა კლა­სე­ბი და მა­ინც თქვენს ნახ­ვას მო­ითხოვს.
— შე­მო­ვი­დეს.
მო­რი­დე­ბუ­ლი იერით, გამ­ხ­დარ­მა, თაგ­ვის­ფერ­თ­მი­ან­მა ქალ­მა შე­მო­ა­ბი­ჯა. არ ჰგავ­და ჩვე­უ­ლებ­რივ მთხოვ­ნელს, ზო­გი საჩხუბ­რად შე­მარ­თუ­ლია, მი­ზეზს ეძებს სიტყ­ვა­ზე ჩა­გე­ჭი­დოს. მეტ­წი­ლად რი­დი იგ­რ­ძ­ნო­ბა, თით­ქოს ბავ­შ­ვო­ბი­დან გად­მოჰ­ყ­ვა­თო დი­რექ­ტო­რის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა.
დაბ­ნე­უ­ლი იდ­გა, შევ­თა­ვა­ზე სკა­მი, კი­დე­ზე ჩა­მოჯ­და
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50]
N26(780)