გამოდის 1998 წლიდან
2016-11-17
კლა­სი­კურ გიმ­ნა­ზი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებ­ზე იმ­ს­ჯე­ლეს


სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის პოს­ტ­ზე წარ­დ­გე­ნი­ლი მა­რი­ამ ჯა­ში მშობ­ლი­ურ სკო­ლას, პირ­ველ კლა­სი­კურ გიმ­ნა­ზი­ას ეს­ტუმ­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლეს­თან, ლია გი­გა­ურ­თან ერ­თად.
გა­ი­მარ­თა სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი შეხ­ვედ­რა სკო­ლის პე­და­გო­გებ­თან, რო­მე­ლიც, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, კითხ­ვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, გა­ნი­ხი­ლეს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბული სი­ახ­ლე­ე­ბი, ისა­უბ­რეს გა­მოწ­ვე­ვებ­ზე.
მას­წავ­ლებ­ლებს, ასე­ვე, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ სას­კო­ლო პრო­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ეთ­ქ­ვათ მო­საზ­რე­ბე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი.
პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი და­ინ­ტე­რეს­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი­თაც. სტუმ­რებ­მა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­მავ­ლის ხედ­ვე­ბი გა­უ­ზი­ა­რეს მას­წავ­ლებ­ლებს.
ლია გი­გა­უ­რი: „გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის და­გეგ­მი­ლი ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რა თქმა უნ­და, სჭირ­დე­ბა სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზის ცვლი­ლე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ უკ­ვე და­ვიწყეთ სა­კონ­სულ­ტა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი ქალ­ბა­ტონ მა­რი­ამ­თან და შე­ვის­წავ­ლით, თი­თო­ე­უ­ლი კა­ნო­ნის ფარ­გ­ლებ­ში, რა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს იმი­სათ­ვის, რომ სის­ტე­მა გახ­დეს უფ­რო მოქ­ნი­ლი და, რაც მთა­ვა­რია, წარ­მა­ტე­ბასა და მოს­წავ­ლე­თა გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.
ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა სქე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში წარ­მო­იქ­მ­ნა გარ­კ­ვე­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი და პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლებ­საც სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო მო­წეს­რი­გე­ბა სჭირ­დე­ბა. და­ვიწყებთ, ასე­ვე, პრო­ფე­სი­უ­ლი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის და­გეგ­მ­ვას.“
მა­რი­ამ ჯა­ში: „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის გუნ­დ­მა ჩე­მი კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის პო­ზი­ცი­ა­ზე და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის დამ­ტ­კი­ცე­ბამ­დე, მაქ­სი­მა­ლუ­რად მინ­და გა­მო­ვი­ყე­ნო აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დი, რომ გა­ვეც­ნო უშუ­ა­ლოდ რო­გორც ბა­ღე­ბის, ასე­ვე ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბის, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის, სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ე­ბის მო­სა­ზ­რე­ბებს სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და გა­მოწ­ვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.
ბუ­ნებ­რი­ვია, სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ჩემ­თ­ვის, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბის სი­ტუ­ა­ცი­ის შეს­წავ­ლა ჩე­მი მშობ­ლი­უ­რი პირ­ვე­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლი­დან (დღეს პირ­ვე­ლი კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ი­დან) რომ და­იწყო. ვხვდე­ბი ჩემს ყო­ფილ პე­და­გო­გებს, ახალ­გაზ­რ­და კად­რებს და ვეც­ნო­ბი სკო­ლებ­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს, რო­მელ­თა გარ­შე­მო სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა მოგ­ვი­წევს, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან მჭიდ­რო კო­ორ­დი­ნა­ცი­ით.
უკა­ნას­კ­ნელ დღე­ებ­ში არა­ერ­თი სა­კონ­სულ­ტა­ციო შეხ­ვედ­რა მქონ­და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას­თან. ჩემ­თ­ვის ცნო­ბი­ლია სა­მო­მავ­ლო ხედ­ვე­ბი და სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი. ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს ანა­ლი­ზი­სა და მო­საზ­რე­ბე­ბის შე­ჯე­რე­ბის პე­რი­ო­დი.“
მა­რი­ამ ჯაშ­მა მას­წავ­ლებ­ლის პრეს­ტი­ჟის ამაღ­ლე­ბის  პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა. მი­სი თქმით, ამ მხრივ, ბევ­რი სა­მუ­შაოა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, რაც არა მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მო­ტი­ვა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას გუ­ლის­ხ­მობს, არა­მედ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ცვლი­ლე­ბა­საც.
„ვიდ­რე ჩემს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ ხედ­ვას გა­ვუ­ზი­ა­რებ კო­ლე­გებს რო­გორც სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ორ­გა­ნო­ში, ისე აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ვფიქ­რობ, უმ­თავ­რე­სია არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის შეს­წავ­ლა. ყვე­ლა დო­ნე­ზე მაქვს და­გეგ­მი­ლი მჭიდ­რო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და ინ­ტენ­სი­უ­რი დი­ა­ლო­გის რე­ჟი­მი. გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რ­სა და მო­ად­გი­ლეს­თან ერ­თად, უკ­ვე სა­მი დღეა, გან­ვი­ხი­ლავთ სა­მი­ნის­ტ­როს ხედ­ვას არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. უშუ­ა­ლოდ პე­და­გო­გე­ბის მოს­მე­ნა ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.“
შეხ­ვედ­რა­ზე მას­წავ­ლებ­ლებ­მა ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­სა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზეც ისა­უბ­რეს და პრობ­ლე­მურ სა­კითხად სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით სწავ­ლე­ბა და­ა­სა­ხე­ლეს. მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მო­ი­ტა­ნეს — აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი სწავ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, წიგ­ნი ძი­რი­თა­დად ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლია, რაც საგ­ნის სწავ­ლას არ­თუ­ლებს და მოს­წავ­ლე­ებ­საც აბ­ნევს.
მას­წავ­ლებ­ლე­ბის აზრს, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­ში სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის სირ­თუ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მა­რი­ამ ჯა­ში, რო­გორც მშო­ბე­ლი, სავ­სე­ბით და­ე­თან­ხ­მა და ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­სი ხედ­ვა გა­აც­ნო: „რად­გან მცი­რე­რიცხო­ვა­ნი ერი ვართ და ჩვე­ნი ენა გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ენე­ბის­გან, ვფიქ­რობ, გვაქვს ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შეც­ვ­ლი­სას, მთლი­ა­ნად ჩვენს გა­მოც­დი­ლე­ბას და­ვეყ­რ­დ­ნოთ, უშუ­ა­ლოდ ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მაგ­რამ, რაც შე­ე­ხე­ბა ზუსტ მეც­ნი­ე­რე­ბებს, რო­მელ­თა სწავ­ლე­ბის მე­ტად კარ­გი და დახ­ვე­წი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა არ­სე­ბობს სხვა ქვეყ­ნებ­ში, შე­იძ­ლე­ბა გად­მო­ვი­ღოთ ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი გეგ­მე­ბის­თ­ვის და არ შევ­ქ­მ­ნათ რა­ღაც ჰიბ­რი­დუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არც თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას შე­ე­სა­ბა­მე­ბა და პოს­ტ­საბ­ჭო­თა მო­დე­ლის გა­უ­გე­ბა­რი ნა­ერ­თი­ცაა. მე ზუსტ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში უკ­ვე კარ­გად გა­მოც­დი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ადაპ­ტი­რე­ბას და­ვუ­ჭერ­დი მხარს.“
იმ საგ­ნე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა, რო­მელ­თა მომ­ზა­დე­ბაც მთლი­ა­ნად „ქარ­თულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა დამ­ყარ­დეს“ (მა­გა­ლი­თად, ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია), მა­რი­ამ ჯა­შის აზ­რით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­სა და ეკ­ლე­სი­ას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად უნ­და ხდე­ბო­დეს.
„უშუ­ა­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი პროგ­რა­მე­ბი, რო­მელ­თა შე­მუ­შა­ვე­ბაც ჩვე­ნი პრე­რო­გა­ტი­ვაა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის ასე­ვე, ხაზს გა­ვუს­ვამ (შე­იძ­ლე­ბა ეს არა­და­დე­ბი­თად შე­მი­ფა­სონ სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტებ­მა), მაგ­რამ აუცი­ლებ­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ით უნ­და შე­ჯერ­დეს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში იმ­დე­ნად დი­დი რო­ლი ჰქონ­და სარ­წ­მუ­ნო­ე­ბას და ეკ­ლე­სი­ას, რომ არ გვაქვს უფ­ლე­ბა, კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და რჩე­ვის დო­ნე­ზე მა­ინც არ მივ­მარ­თოთ მათ სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბი­სას. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იმ პროგ­რა­მე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­მაც შე­საძ­ლოა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის კითხ­ვის ნიშ­ნე­ბი გა­ა­ჩი­ნოს.“
მის გა­მოს­ვ­ლას, რო­მე­ლიც მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი­დან ნე­გა­ტი­უ­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყ­ვა. უფ­ლე­ბა­დამ­ც­ვე­ლებ­მა გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის მო­მა­ვალ თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს სა­ხელ­მ­წი­ფოს და რე­ლი­გი­ის გა­მიჯ­ვ­ნის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.
სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის სე­კუ­ლა­რი­ზა­ცი­ის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტ­რ­ში. თამ­თა მი­ქე­ლა­ძის აზ­რით, დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი არა­ტო­ლე­რან­ტუ­ლი გა­რე­მო არას­წო­რი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის შე­დე­გია. პრობ­ლე­მი­დან მთა­ვარ გა­მო­სა­ვალს სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის მუ­შა­ო­ბი­დან რე­ლი­გი­ის მკა­ფი­ოდ გა­მიჯ­ვ­ნა­ში ხე­დავს: „ეს არის სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან, პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის მხრი­დან ეკ­ლე­სი­ის მი­მართ ლო­ი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის კი­დევ ერ­თი მცდე­ლო­ბა. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ იაზ­რებს იმ რე­ა­ლურ გა­მოწ­ვე­ვებს, რომ­ლე­ბიც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში აქვს. სწო­რედ ეთ­ნო­რე­ლი­გი­ურ ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა არის ის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბას, ქსე­ნო­ფო­ბი­ას, შეუწყ­ნა­რებ­ლო­ბას ამკვიდრებს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.“
გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის და­გეგ­მ­ვი­სა და მარ­თ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ს­ტი­ტუ­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი რე­ვაზ აფხა­ზა­ვა გან­მარ­ტავს, რომ რე­ლი­გი­ი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის ფარ­გ­ლებს არ უნ­და გას­ც­დეს. „ეს რე­ა­ლუ­რად უნ­და იყოს სა­ჯა­რო გან­ხილ­ვე­ბი, მა­შინ არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს, ეს არ უნ­და იყოს უხე­ში ჩა­რე­ვა სა­მი­ნის­ტ­როს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. გვახ­სოვს, რა დო­ნით და რა ინ­ტენ­სი­ო­ბით ერ­თ­ვე­ბოდ­ნენ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხე­ბის გან­ხილ­ვა­ში და რამ­ხე­ლა პრობ­ლე­მა შე­ექ­მ­ნა ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი საგ­ნის და­ნერ­გ­ვას სკო­ლებ­ში.“
მა­რი­ამ ჯა­ში სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბის არას­წორ ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს: „ჩე­მი კო­მენ­ტა­რი, რო­გორც ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას­თან, ასე­ვე სხვა აღ­მ­სა­რებ­ლო­ბის კონ­ფე­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი იყო, ჩვენ სა­უ­ბა­რი გვქონ­და სა­კონ­სულ­ტა­ციო პრო­ცეს­ზე და არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში — გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე.“
სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი მას­წავ­ლებ­ლებ­თან მო­მა­ვალ­შიც გაგ­რ­ძელ­დე­ბა.

25-28(942)N