გამოდის 1998 წლიდან
2016-11-10
მოს­წავ­ლე მას­წავ­ლე­ბელ­ში უნ­და ხე­დავ­დეს ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მის მხა­რე­საა


რუბრიკის სტუმარია ლე­ვან ზარ­და­ლიშ­ვი­ლი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბების მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტ­რის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი

— სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბების მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ბა­ზა­ზე, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტ­რი უკ­ვე კარ­გა ხა­ნია ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს პრო­ექ­ტი?
— 2013 წლის 10 აპ­რი­ლი­დან ამუ­შავ­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლია კონ­კურ­სის შე­დე­გად შერ­ჩე­უ­ლი მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ფსი­ქო­ლო­გე­ბით, ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქი­ატ­რე­ბით და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბით. ცენ­ტ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ებს (6-დან 18 წლამ­დე) და მა­თი ოჯა­ხის წევ­რებს, ასე­ვე, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში — პე­და­გო­გებ­სა და მან­და­ტუ­რებს უფა­სო, კვა­ლი­ფი­ცი­ურ ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლურ მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ. მომ­სა­ხუ­რე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას მო­ი­ცავს. მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი ჯგუ­ფი ეხ­მა­რე­ბა ბავ­შ­ვებს, მო­ზარ­დებს და მა­თი ოჯა­ხის წევ­რებს ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­სა და მარ­თ­ვა­ში, კერ­ძოდ: იმ­პულ­სუ­რი ქცე­ვის მარ­თ­ვა და სა­კუ­თა­რი თა­ვის კონ­ტ­რო­ლის უნა­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა; აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის შემ­ცი­რე­ბა და მარ­თ­ვა; ემო­ცი­ე­ბის რე­გუ­ლა­ცია; თა­ნა­ტო­ლებ­თან პრობ­ლე­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის მოგ­ვა­რე­ბა; კო­მუ­ნი­კა­ცი­ის და კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მარ­თ­ვის უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა; მშო­ბელ­სა და შვილს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა; ინ­ტერ­პერ­სო­ნა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა.
ცენ­ტ­რი ახორ­ცი­ე­ლებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას მან­და­ტუ­რებ­თან, სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებ­სა და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან. მომ­სა­ხუ­რე­ბა გუ­ლის­ხ­მობს: ინ­დი­ვი­დუა­ლურ კონ­სულ­ტი­რე­ბას; ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ თე­რა­პი­ას; ჯგუ­ფურ თე­რა­პი­ას; თე­მა­ტუ­რი ტრე­ნინგ-პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას და ჩა­ტა­რე­ბას.
ამ ეტაპ­ზე, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ბა­ზა­ზე, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს 7 ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტ­რი, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას ეწე­ვი­ან: თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში, ქუ­თა­ის­ში, თე­ლავ­ში, ფოთ­ში, რუს­თავ­ში, გორ­ში. სა­მო­მავ­ლოდ ცენ­ტ­რის გახ­ს­ნას ვა­პი­რებთ ზუგ­დიდ­სა და ახალ­ცი­ხე­ში.
— რო­გორ ხვდე­ბი­ან ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­ურ ცენ­ტ­რ­ში და რამ­დე­ნად დი­დია მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბა?
— ცენ­ტ­რ­ში მოს­წავ­ლე­თა გად­მო­მი­სა­მარ­თე­ბა სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის, მან­და­ტუ­რი­სა და მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ, მშობ­ლის თან­ხ­მო­ბით შევ­სე­ბუ­ლი რე­ფე­რა­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, ხდე­ბა, თუმ­ცა, ცენ­ტ­რებ­ში მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბა თვით­დი­ნე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს.
იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც მან­და­ტუ­რე­ბი არი­ან (ასე­თი სულ 400 სკო­ლაა), რა თქმა უნ­და, ისი­ნი გვეხ­მა­რე­ბი­ან ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვის/ბავ­შ­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ში. მან­და­ტუ­რე­ბი სკო­ლის თა­ნამ­შ­რო­მ­ლე­ბი არი­ან, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად და ხან­და­ხან წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ, ძა­ლი­ან ბევრ ტრე­ნინგს გა­დი­ან, რომ­ლე­ბიც მი­მარ­თუ­ლია პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის სა­კითხებ­ზე, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მან­და­ტურ­მა უნ­და შე­ამ­ჩ­ნი­ოს  ბავ­შ­ვის ქცე­ვა­ში ცვლი­ლე­ბა და შე­ატყო­ბი­ნოს კლა­სის დამ­რი­გე­ბელს ან სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას. ამის შემ­დეგ საქ­მის კურ­ს­ში უნ­და ჩა­ა­ყე­ნონ მშო­ბე­ლი და, თუ გა­დაწყ­ვე­ტენ, რომ ბავ­შ­ვი სა­ჭი­რო­ებს ფსი­ქო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბას, მშობ­ლის ნე­ბარ­თ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე (ბავ­შ­ვის ნე­ბარ­თ­ვა­ზე სა­უ­ბა­რი აღარ არის, ეს აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, ბავშვს თა­ვად უნ­და უნ­დო­დეს ცენ­ტ­რ­ში მოხ­ვედ­რა), მოხ­დე­ბა ასე­თი ბავ­შ­ვის ჩვენ­თან, ფსი­ქო­ლო­გი­ურ ცენ­ტ­რ­ში გად­მო­მი­სა­მარ­თე­ბა. მე­ო­რე გზა — თა­ვად ბავ­შ­ვი მი­მარ­თავს დახ­მა­რე­ბის­თ­ვის პე­და­გოგს, მან­და­ტურს ან მშო­ბელს. ამ­ბობს, რომ რა­ღაც აწუ­ხებს და ითხოვს დახ­მა­რე­ბას (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­უ­ბა­რია უფ­როს­კ­ლა­სე­ლებ­ზე). არ­სე­ბობს მე­სა­მე გზა, რო­დე­საც მშო­ბე­ლი თა­ვად იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას და ბავ­შ­ვი მოჰ­ყავს ჩვენ­თან. ბავ­შ­ვე­ბი მო­დი­ან ასე­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტო­დან და სხვა­დას­ხ­ვა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტ­რე­ბი­დან.
რაც შე­ე­ხე­ბა მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბას, საკ­მა­ოდ დი­დია. ცენ­ტ­რის და­არ­სე­ბის პირ­ველ წელს, და­ახ­ლო­ე­ბით, 300 ბავ­შ­ვი გვყავ­და, დღე­ი­სათ­ვის, ცენ­ტ­რის მომ­სა­ხუ­რე­ბით 1400-ზე მე­ტი ბავ­შ­ვი სარ­გებ­ლობს. ეს რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წ­ლი­უ­რად იზ­რ­დე­ბა.
— რო­გორ უნ­და ამო­ვიც­ნოთ ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე, ე.წ. „რთუ­ლი ბავ­შ­ვი“?
— ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ჯგუფს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც გა­მუდ­მე­ბით ცდი­ლობს გაკ­ვე­თი­ლის ჩაშ­ლას, ვერ ის­ვე­ნებს ერთ ად­გი­ლას, გაკ­ვე­თილ­ზე და­დის, ხელს უშ­ლის მას­წავ­ლე­ბელს, თა­ნაკ­ლა­სე­ლებს. ასე­ვე, ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც მოწყე­ნი­ლია, დეპ­რე­სი­უ­ლია, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბა დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი აქვს, ხში­რად ეტი­რე­ბა... ყვე­ლა ასე­თი ქცე­ვა, რაც შე­იძ­ლე­ბა ბავ­შ­ვებს ამ ასაკ­ში ჰქონ­დეთ, პრობ­ლე­მა­ზე მიგ­ვი­თი­თებს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბავ­შ­ვებს ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვთ, ისე­ვე რო­გორც უფ­რო­სებს. ცენ­ტ­რ­ში ყვე­ლა სა­ხის პრობ­ლე­მით შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვ­დეს ბავ­შ­ვი. არ ვიქ­ნე­ბი მარ­თა­ლი, თუ გეტყ­ვით, რომ ჩვენ­თან მხო­ლოდ ის ბავ­შ­ვე­ბი მო­დი­ან, რომ­ლებ­საც ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. მო­დი­ან ისი­ნიც, ვი­საც ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ ან რა­ი­მე სა­ხით თვით­და­ზი­ა­ნე­ბის მცდე­ლო­ბა ჰქონ­დათ; ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც დეპ­რე­სი­უ­ლი ფო­ნი აქვთ.
ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს გა­ნიც­დი­ან — ოჯა­ხურ პრობ­ლე­მებს, მშობ­ლე­ბის და­შო­რე­ბას. გვქო­ნია ისე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც, რო­ცა დახ­მა­რე­ბის­თ­ვის ბავშვს თა­ვად მო­უ­მარ­თავს. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა თქმა უნ­და, მშო­ბელს ვუ­კავ­შირ­დე­ბით და ვა­ყე­ნებთ საქ­მის კურ­ს­ში (მშობ­ლის გა­რე­შე არას­რულ­წ­ლო­ვნის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­ურ ცენტრს არ აქვს).
— ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის გარ­და ცენ­ტ­რი დახ­მა­რე­ბას უწევს მშობ­ლებს და პე­და­გო­გებს
— მა­თი სურ­ვი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცენ­ტ­რი მომ­სა­ხუ­რე­­ბას უწევს მშობ­ლებ­სა და პე­და­გო­გებს. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც პე­და­გო­გე­ბი მოგ­ვ­მარ­თა­ვენ თხოვ­ნით, ჩა­უ­ტარ­დეთ ტრე­ნინ­გი, მა­გა­ლი­თად, აინ­ტე­რე­სებთ, რო­გორ იურ­თი­ერ­თონ „რთულ ბავ­შ­ვებ­თან“. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში მათ­თ­ვის ვამ­ზა­დებთ პროგ­რა­მას და ვუ­ტა­რებთ ტრე­ნინ­გებს. მშობ­ლე­ბის­თ­ვი­საც გვაქვს ჯგუ­ფე­ბი, რად­გან ბავ­შ­ვის პრობ­ლე­მე­ბი, ძა­ლი­ან ხში­რად, ოჯა­ხი­დან მო­დის. თუ მშო­ბე­ლი თა­ნახ­მაა, ფსი­ქო­ლო­გი­ურ მომ­სა­ხუ­რე­ბას მა­საც ვუ­წევთ, ეს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია.
— არი­ან ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც მხო­ლოდ ერთ პე­და­გოგ­თან, ერთ გაკ­ვე­თილ­ზე აქვთ პრობ­ლე­მა. ნიშ­ნავს თუ არა ეს, რომ ბავშვს ქცე­ვი­თი დარ­ღ­ვე­ვა აქვს?
— კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ორი­ვე მხა­რე­ზე მო­დის დატ­ვირ­თ­ვა. ქცე­ვი­თი დარ­ღ­ვე­ვა გუ­ლის­ხ­მობს, რომ ბავშვს გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. რო­გორც გითხა­რით, რო­ცა ბავ­შ­ვი ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რია, ყუ­რადღე­ბა აქვს გა­ფან­ტუ­ლი, ვერ ის­ვე­ნებს ერთ ად­გილ­ზე, დგე­ბა, გა­დის გაკ­ვე­თი­ლი­დან და ამას აკე­თებს ყვე­ლა გაკ­ვე­თილ­ზე (არა მარ­ტო ერთ გაკ­ვე­თილ­ზე), ეს ქცე­ვით დარ­ღ­ვე­ვა­ზე მი­უ­თი­თებს. რა თქმა უნ­და, არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა მოს­წავ­ლეს მხო­ლოდ ერთ პე­და­გოგ­თან აქვს პრობ­ლე­მა ან პი­რი­ქით. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ბავ­შ­ვი სა­ჭი­რო­ებს ჩვენს დახ­მა­რე­ბას და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ცენ­ტ­რ­ში გად­მო­მი­სა­მარ­თე­ბას.
— ზო­გი­ერთ სკო­ლა­ში ქცე­ვი­თი დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე მოს­წავ­ლე, სკო­ლი­დან გაშ­ვე­ბით/გა­რიცხ­ვით ის­ჯე­ბა, რამ­დე­ნად გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია ასე­თი ქმე­დე­ბა და არის თუ არა ეს გა­მო­სა­ვა­ლი?
— ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის სკო­ლი­დან გა­რიცხ­ვა, რა თქმა უნ­და, გა­უ­მარ­თ­ლე­ბე­ლია. ბავ­შ­ვის სხვა სკო­ლა­ში გაშ­ვე­ბა არ არის პრობ­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტა. პი­რა­დად მე, ჩე­მი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დას­ჯი­თი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მ­დე­გი ვარ. სა­ჭი­როა მას­წავ­ლე­ბელ­მა, დი­რექ­ტორ­მა, ჩვენ, ყვე­ლამ ერ­თად  ვი­პო­ვოთ გზა, რა­თა ასე­თი ბავ­შ­ვი შე­ვა­გუ­ოთ სკო­ლის გა­რე­მოს და ადაპ­ტა­ცი­ა­ში და­ვეხ­მა­როთ.
— რამ­დე­ნად არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი  პე­და­გო­გე­ბი ცენ­ტ­რის მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ?
— ვაწყობთ შეხ­ვედ­რებს დი­რექ­ტო­რებ­თან და ვაც­ნობთ ჩვე­ნი ცენ­ტ­რის საქ­მი­ა­ნო­ბას. ის, რომ პე­და­გო­გე­ბი ჩვე­ნი ცენ­ტ­რის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან, სი­მარ­თ­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ცენ­ტ­რის მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა დი­რექ­ტორ­მა იცის და ისი­ნი ვალ­დე­ბუ­ლი არი­ან, ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ თა­ნამ­შ­რომ­ლებს.
— გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით, რამ­დე­ნა­დაა გაზ­რ­დი­ლი მო­ზარ­დებ­ში დეპ­რე­სი­უ­ლი ფო­ნი, რა ახა­სი­ა­თებს დეპ­რე­სი­ას და რო­გორ უნ­და მიხ­ვ­დეს მშო­ბე­ლი/მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ მო­ზარ­დი დეპ­რე­სი­ა­შია?
— ვერ გეტყ­ვით, დეპ­რე­სი­უ­ლი ფო­ნი, გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით, იზ­რ­დე­ბა თუ არა, რად­გან ამას ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კვლე­ვა სჭირ­დე­ბა. ჩვენ შევ­ქ­მე­ნით უნი­კა­ლუ­რი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ვა­წარ­მო­ოთ სრუ­ლი სტა­ტის­ტი­კა. ეს გახ­ლავთ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც რა­ო­დე­ნობ­რი­ვად აღ­რიცხავს ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვას, იქ­ნე­ბა ეს სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა თუ სხვა პრობ­ლე­მა. სულ ერ­თი წე­ლია, რაც ეს სის­ტე­მა ამუ­შავ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ უკ­ვე საკ­მა­ოდ ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა გვაქვს,  მაგ­რამ, რად­გან წი­ნა წლებ­ში მსგავ­სი სტა­ტის­ტი­კა არ არ­სე­ბობ­და, ძა­ლი­ან მი­ჭირს რა­ი­მეს შე­ვა­და­რო. ამი­ტომ ვერ გეტყ­ვით, გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით, ფო­ნი გაზ­რ­დი­ლია თუ არა. ზო­გა­დად, ფო­ნი ნამ­დ­ვი­ლად მძი­მეა. რა თქმა უნ­და, არის საკ­მა­ოდ სა­გან­გა­შო შემ­თხ­ვე­ვე­ბი. ამა­ზე ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ვმუ­შა­ობთ, ფაქ­ტობ­რი­ვად დას­რუ­ლე­ბუ­ლია „ძა­ლა­დობ­რი­ვი და დეს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი ქცე­ვის ამოც­ნო­ბის და პრე­ვენ­ცი­ის პროგ­რა­მა“, რო­მელ­საც ერ­თობ­ლი­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტ­რი და ერთ-ერ­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია. ამა­ში შე­დის ყვე­ლა პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სა­ფე­ხუ­რის, ჯერ დამ­რი­გებ­ლე­ბის და შემ­დეგ ყვე­ლა პე­და­გო­გის დატ­რე­ნინ­გე­ბა. ეს გახ­ლავთ კურ­სი ზო­გა­დად ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პებ­ზე, ფსი­ქი­კურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე,  ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი კურ­სი კონ­კ­რე­ტუ­ლად იმ ნიშ­ნე­ბის, რა­საც პე­და­გოგ­მა უნ­და მი­აქ­ცი­ოს ყუ­რადღე­ბა, ასე­ვე, რა შემ­თხ­ვე­ვა­შია ქცე­ვა სა­გან­გა­შო, ვის მი­მარ­თონ, რო­გორ მი­მარ­თონ და ა.შ. ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი, 30-36-სა­ა­თი­ა­ნი კურ­სია, გა­ი­ცე­მა სერ­ტი­ფი­კა­ტი. გარ­და ამი­სა, გვინ­და და­ვიწყოთ ფსი­ქო­გა­ნათ­ლე­ბი­თი მუ­შა­ო­ბა ჰი­პე­რაქ­ტი­ურ ბავ­შ­ვებ­თან, იმი­ტომ რომ, ძა­ლი­ან ხში­რად ასე­თი ბავ­შ­ვი სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ა­საც ვერ ახ­დენს. ხვდე­ბა, რომ ძა­ლი­ან ცუ­დად არის, მაგ­რამ არ იცის, ვის მი­მარ­თოს, რა სჭირს. სხვა­დას­ხ­ვა მი­ზეზ­თა გა­მო, მშო­ბე­ლი ძნე­ლად მო­ვა სკო­ლა­ში ტრე­ნინ­გ­ზე და­სას­წ­რე­ბად, ამი­ტომ  გვინ­და, ტე­ლე­ვი­ზი­ით ან რა­დი­ო­თი, მშობ­ლებს გა­და­ცე­მე­ბის ციკ­ლი შევ­თა­ვა­ზოთ, სა­დაც მი­ე­წო­დე­ბათ ინ­ფორ­მა­ცია რო­გორ მო­ეპყ­რონ ბავ­შ­ვებს. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რ­მა მშო­ბელ­მა არ იცის ბავ­შ­ვის სწო­რად აღ­ზ­რ­და, გა­ნა არ უნ­და, უბ­რა­ლოდ, არ იცის და სამ­წუ­ხა­როდ, სწო­რედ ამი­ტომ უშ­ვებს შეც­დო­მებს. პროგ­რა­მა მზა­დაა და სულ მა­ლე სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში და­იწყე­ბა.
ფსი­ქო­ლო­გი­სად­მი მშობ­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით, საგ­რ­ძ­ნობ­ლად შეც­ვ­ლი­ლია. დეპ­რე­სია ჯან­სა­ღი ადა­მი­ა­ნის ერთ-ერ­თი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა, თე­რა­პია და  ძა­ლი­ან ხში­რად — მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი ნელ-ნე­ლა ხვდე­ბი­ან ამას და ფსი­ქი­ატ­რის აღარ ეში­ნი­ათ, მით უმე­ტეს — ფსი­ქო­ლო­გის. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მიხ­ვ­დ­ნენ ფსი­ქი­ატ­რ­სა და ფსი­ქო­ლოგს შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას.
— თუ არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტ­რი ვერ აგ­ვა­რებს პრობ­ლე­მას, სად ამი­სა­მარ­თებთ ასეთ ბავ­შ­ვებს?
— რა თქმა უნ­და, არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა გვი­წევს მოს­წავ­ლის სხვა­გან გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, მას­თან ვერ ვმუ­შა­ობთ. მა­გა­ლი­თად, რო­ცა ბავშვს აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა სა­თა­ნა­დო შე­ფა­სე­ბა, და სპეც­პე­და­გო­გი სკო­ლა­ში, რო­მე­ლიც მას­თან იმუ­შა­ვებს. მე­ო­რე ფაქ­ტო­რია ის, რო­ცა ბავშვს სჭირ­დე­ბა ფსი­ქი­ატ­რის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა. ცენ­ტ­რ­ში, რა თქმა უნ­და, გვყავს ფსი­ქი­ატ­რი, მაგ­რამ მხო­ლოდ დი­აგ­ნოს­ტი­კის­თ­ვის. ის მკურ­ნა­ლო­ბას არ ნიშ­ნავს, რად­გან ჩვენ არ ვართ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. თუ შე­ვამ­ჩ­ნი­ეთ, რომ ბავშვს ფსი­ქი­ატ­რის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა სჭირ­დე­ბა, ვა­მი­სა­მარ­თებთ სტა­ცი­ო­ნარ­ში, სა­დაც ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქი­ატ­რე­ბი და ფსი­ქო­ლო­გე­ბი არი­ან. რო­დე­საც ბავშვს ნევ­რო­ლო­გი­უ­რი ან ნე­ი­როფ­სი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს და ვხვდე­ბით, რომ ვერ ვეხ­მა­რე­ბით, ეს ჩვენს კომ­პე­ტენ­ცი­ას სცდე­ბა, რა თქმა უნ­და, შე­სა­ბა­მის ცენ­ტ­რებ­ში ვაგ­ზავ­ნით. ხდე­ბა პი­რი­ქი­თაც, რო­დე­საც სხვა ცენ­ტ­რე­ბი­დან ბავ­შ­ვებს  ჩვენ­თან ამი­სა­მარ­თე­ბენ.
— რა ფაქ­ტო­რე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს ბავ­შ­ვის რთულ ქცე­ვას, რით შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი მო­ზარ­დებ­ში ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი?
— ბავ­შ­ვის რთუ­ლი ქცე­ვა შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს რო­გორც გა­რე­გა­ნი, ასე­ვე ში­ნა­გა­ნი ფაქ­ტო­რე­ბით. არ არ­სე­ბობს რთუ­ლი ქცე­ვის გა­მომ­წ­ვე­ვი ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი ფაქ­ტო­რი, ამას ძა­ლი­ან ბევ­რი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს. ბავ­შ­ვის რთულ ქცე­ვას, ძა­ლი­ან ხში­რად, ოჯა­ხუ­რი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს. რთუ­ლი ქცე­ვა, უმე­ტეს­წი­ლად, ვლინ­დე­ბა პირ­ვე­ლი­ვე წლებ­ში, სას­კო­ლო ასა­კის და­საწყი­სი­დან­ვე. ამას არ გან­საზღ­ვ­რავს ოჯა­ხის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხი მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს, მაგ­რამ იქ სხვა პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობ­დეს, მა­გა­ლი­თად, მშობ­ლე­ბის ხში­რი კონ­ფ­ლიქ­ტი, და­შო­რე­ბა და ა.შ. ქცე­ვის პრობ­ლე­მე­ბი, უმე­ტეს­წი­ლად,  ოჯა­ხი­დან მო­დის. გა­სა­გე­ბია, რომ არ­ც ერთ მშო­ბელს არ სურს, ბავშვს პრობ­ლე­მე­ბი გა­უ­ჩი­ნოს, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად, მათ­და­უ­ნე­ბუ­რად  ხდე­ბა. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია გა­რე­მო (გარ­და ოჯა­ხი­სა), რო­მელ­შიც ბავ­შ­ვი იზ­რ­დე­ბა, სა­დაც ხში­რად უწევს ყოფ­ნა, თა­მა­ში, რა ეს­მის, რას უყუ­რებს. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეს იყოს სკო­ლაც, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვის­თ­ვის ასე­ვე ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­რე­მოა. სკო­ლა­ში, ჩა­ნა­სა­ხის სა­ხით არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, შე­იძ­ლე­ბა, მთლი­ა­ნად ჩა­მო­შორ­დეს ბავშვს ან პი­რი­ქით, ეს პრობ­ლე­მე­ბი გაღ­ვივ­დეს და გაძ­ლი­ერ­დეს.
ასე­ვე ბევ­რი ფაქ­ტო­რი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კომ­პი­უ­ტერ­ზე, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ზე. ძა­ლი­ან ხში­რად ამის მი­ზე­ზი გახ­ლავთ ის, რომ ბავშვს არ აქვს მი­კუთ­ვ­ნე­ბუ­ლო­ბის გან­ც­და, აკ­ლია ყუ­რადღე­ბა. იმი­ტომ კი არა, რომ მშობ­ლე­ბი ცი­ვე­ბი არი­ან, არა­მედ  იმი­ტომ, რომ, და­ვუშ­ვათ, მუ­შა­ო­ბენ და არ აქვთ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო, ვერ აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნე­ბენ იმ სით­ბო­სა და ყუ­რადღე­ბას, რაც ბავშვს სჭირ­დე­ბა. უამ­რა­ვი მი­ზე­ზის ჩა­მოთ­ვ­ლა შე­იძ­ლე­ბა, ასე­ვე არ არ­სე­ბობს დეს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი ქცე­ვის გა­მომ­წ­ვე­ვი ერ­თი ფაქ­ტო­რი, ძა­ლი­ან ბევ­რია და ამას სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა — უნ­და და­ვად­გი­ნოთ რო­გორც გა­რე, ასე­ვე ში­და ფაქ­ტო­რე­ბი.
— რამ­დე­ნად მორ­გე­ბუ­ლია უცხო­ე­თის გა­მოც­დი­ლე­ბა ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას?
— ზო­გა­დად, უცხო­ე­თი­დან პირ­და­პირ რა­ი­მე მე­თო­დის თუ ფორ­მის გად­მო­ღე­ბის  წი­ნა­აღ­მ­დე­გი ვარ. 20 წე­ლი ვცხოვ­რობ­დი ევ­რო­პა­ში, ჩე­მი პრო­ფე­სი­ით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს­თან მქონ­და შე­ხე­ბა. მინ­და გითხ­რათ, რომ  ბევრ ევ­რო­პულ წამ­ყ­ვან ქვე­ყა­ნა­ში, უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა ბავ­შ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბა არც ისე მარ­ტი­ვია. მო­საზ­რე­ბა, რომ ევ­რო­პუ­ლი მე­თო­დის პირ­და­პირ გად­მო­ღე­ბით  ჩვენს პრობ­ლე­მებს გა­დავ­წყ­ვეტთ, გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი არ არის. ევ­რო­პე­ლე­ბი თა­ვა­დაც ვერ წყვე­ტენ ძა­ლი­ან ბევრ პრობ­ლე­მას. ჩვე­ნი მენ­ტა­ლი­ტე­ტი და გერ­მა­ნე­ლი, შვე­ი­ცა­რი­ე­ლი თუ შვე­დი ბავ­შ­ვის მენ­ტა­ლო­ბა სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­გან. ამი­ტომ, ჩვენ უნ­და მო­ვახ­დი­ნოთ ამ მე­თო­დე­ბის,  ფორ­მე­ბის თუ თე­ო­რი­ე­ბის ადაპ­ტი­რე­ბა ჩვენს რე­ა­ლო­ბას­თან, უნ­და გა­ვა­კე­თოთ ისე, რომ ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბი გა­ი­ზარ­დონ საღ­სა­ლა­მა­თე­ბი და ჯან­სა­ღე­ბი, ჯან­საღ და საღ­სა­ლა­მათ გა­რე­მო­ში. ამას ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იმის უც­ვ­ლე­ლად და­ნერ­გ­ვა, რა­მაც ამე­რი­კა­ში კარ­გად და წარ­მა­ტე­ბით იმუ­შა­ვა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­მარ­თ­ლე­ბე­ლია.
— რო­გორ ფიქ­რობთ, რა იწ­ვევს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მას, რა­ტომ უჭირთ ბავ­შ­ვებს სას­კო­ლო გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბა?
— კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა ორი­ვე მხრი­დან მო­დის. ხში­რად, რო­ცა ბავ­შ­ვი სკო­ლა­ში მი­დის, სრუ­ლი­ად უცხო გა­რე­მო­ში ხვდე­ბა. ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს იმას, თუ რო­გორ ამ­ზა­დებს სკო­ლის­თ­ვის ბავშვს მშო­ბე­ლი, რას ეუბ­ნე­ბა, რა გან­წყო­ბას უქ­მ­ნის, რა მი­მარ­თუ­ლე­ბას აძ­ლევს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე, რამ­დე­ნად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია ბავ­შ­ვი და არის თუ არა მზად სკო­ლის­თ­ვის. აღარ ვსა­უბ­რობ იმა­ზე, რომ 5 წლის ბავ­შ­ვის ად­გი­ლი სკო­ლა­ში არ არის, თუმ­ცა, ხან­და­ხან, 6 წლის ბავ­შ­ვიც არ არის მზად სკო­ლის­თ­ვის. ეს ძა­ლი­ან ბევრ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ, პი­როვ­ნულ თვი­სე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრო­ცე­სი ბავშვს სწო­რედ პრო­ცეს­ში უნ­და ვას­წავ­ლოთ. დაწყე­ბი­თი კლა­სის პე­და­გო­გი უნ­და იყოს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე, უმაღ­ლე­სი კლა­სის ოს­ტა­ტი. მე­ა­თეკ­ლა­სელ ბავშვს შე­იძ­ლე­ბა ვერ ას­წავ­ლო ქი­მია, მაგ­რამ ის უკ­ვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია პი­როვ­ნე­ბად და მი­სი შეც­ვ­ლა ძა­ლი­ან ძნე­ლია. პირ­ველ­კ­ლა­სელ ან მე­ო­რეკ­ლა­სელ ბავშვს შე­იძ­ლე­ბა ისე­თი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნო, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გაჰ­ყ­ვეს. რო­ცა კლას­ში 20 ბავ­შ­ვი გყავს, რა თქმა უნ­და, ყვე­ლას ერ­თ­ნა­ი­რად ვერ მი­უდ­გე­ბი, ყვე­ლას­თან სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის კო­მუ­ნი­კა­ციაა სა­ჭი­რო.
— რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სკო­ლა­ში ფსი­ქო­ლო­გის მუ­შა­ო­ბა?
— სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გის არ­სე­ბო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. სას­კო­ლო ფსი­ქო­ლო­გია ერთ-ერ­თი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაა ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში, რო­მელ­საც მა­ღალ დო­ნე­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სჭირ­დე­ბა. ფსი­ქო­ლოგს ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა უნ­და ჰქონ­დეს. ამი­ტომ კარ­გი იქ­ნე­ბა, სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც სას­კო­ლო ფსი­ქო­ლო­გი­ას სწავ­ლო­ბენ, არ­სე­ბობ­დეს გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბი უცხო­ეთ­ში. დღე­ი­სათ­ვის, რე­ა­ლუ­რად, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ნამ­დ­ვი­ლად გან­ვიც­დით კად­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას. 2000 სას­კო­ლო ფსი­ქო­ლო­გის პოვ­ნა, ამ ეტაპ­ზე, ძა­ლი­ან ძნე­ლია, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი იყოს ერ­თი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ფსი­ქო­ლო­გი. სკო­ლა­ში ფსი­ქო­ლო­გი უდა­ვოდ სა­ჭი­როა, მაგ­რამ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მ­ნამ­დე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა უნ­და და­ვიწყოთ. ეს სა­უ­კუ­ნე ნამ­დ­ვი­ლად ფსი­ქო­ლო­გი­ის სა­უ­კუ­ნეა, რად­გან დი­დი დატ­ვირ­თ­ვა მო­დის ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა­ზე.
— რა რჩე­ვას მის­ცემთ მას­წ­ვ­ლებ­ლებს - რო­გო­რი უნ­და იყოს მა­თი მიდ­გო­მა ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ?
— ბავშვს, რო­მელ­საც გარ­და­მა­ვა­ლი ასა­კი დაწყე­ბუ­ლი აქვს, უნ­და მო­ექ­ცე, რო­გორც მე­გო­ბარს, ტოლს, უნ­და გა­უ­გო. და­პი­რის­პი­რე­ბით, შებ­რ­ძო­ლე­ბით, შე­ტა­კე­ბით, დას­ჯით, მუ­ქა­რით, რომ გაგ­რიცხავ და მით უმე­ტეს ში­შის და­ნერ­გ­ვით, ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წევთ. ჩვე­ნი ფუნ­ქ­ცია ხომ ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვაა და არა ის, რომ ჩვენ ვი­ყოთ კომ­ფორ­ტ­ში და ბავ­შ­ვი — დის­კომ­ფორ­ტ­ში. ბავ­შ­ვიც  კომ­ფორ­ტ­ში უნ­და იყოს და პე­და­გო­გიც. ეს ყვე­ლა­ფე­რი ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით მი­იღ­წე­ვა და არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში — ომი­თა და ბრძო­ლით. ამის კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს ჩვენ, ომს არა­ვის­თ­ვის არა­სო­დეს კომ­ფორ­ტი და სი­კე­თე არ მო­უ­ტა­ნია, სკო­ლა­შიც იგი­ვე წე­სე­ბი ვრცელ­დე­ბა. ბავშვს უნ­და გა­უ­გო, და­ეხ­მა­რო, ის შენ­ში მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გეს არ უნ­და ხე­დავ­დეს. პირ­ველ რიგ­ში, უნ­და ხე­დავ­დეს ავ­ტო­რი­ტეტს და ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მის მხა­რე­საა. ამის შემ­დე­გაც თუ ვერ მარ­თავ, მა­შინ უნ­და მოგ­ვ­მარ­თო ჩვენ, რომ ამ ბავშვს და­ვეხ­მა­როთ.
ზო­გა­დი რჩე­ვა ასე­თი იქ­ნე­ბა — აუცი­ლე­ბე­ლია ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავშვს  მი­უდ­გე გა­გე­ბით, რო­გორც შენს თა­ნას­წორს, რო­გორც ზრდას­რულ ადა­მი­ანს, რად­გან ბავშვს, რო­მელ­საც ქცე­ვი­თი ან ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, თვი­თონ სტკი­ვა და აწუ­ხებს სა­კუ­თა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. არ არის მარ­თა­ლი, რომ ამ ბავშვს ასე­თი ქცე­ვა უხა­რია. ასე იმი­ტომ იქ­ცე­ვა, რომ რა­ღაც უჭირს. ამ ყვე­ლა­ფერს მას­წავ­ლე­ბე­ლი ადეკ­ვა­ტუ­რად უნ­და მი­უდ­გეს და და­ა­ნა­ხოს, რომ მი­სი მე­გო­ბა­რია, მო­კავ­ში­რე და მას­ზე მზრუნ­ვე­ლი, უნ­და აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოს სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბევ­რად უფ­რო დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N