გამოდის 1998 წლიდან
2016-11-03
სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტე­ბი ად­რე­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში


ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, „ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის“ სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბის ყო­ველ­თ­ვი­უ­რი სე­რი­ის ფარ­გ­ლებ­ში, ამა­ვე ინ­ს­ტი­ტუ­ტის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა და ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტე­ბის ავ­ტო­რებ­მა — თამ­თა კუ­ხა­ლაშ­ვილ­მა (ფსი­ქო­ლო­გი) და ნი­ნო ჯი­ჯა­ვა­ძემ (ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი) — ად­რე­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში სტან­დარ­ტე­ბის და­ნერ­გ­ვის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კას სა­ჯა­რო ლექ­ცია მი­უძღ­ვ­ნეს. მათ ახ­ლა­ხან და­ას­რუ­ლეს მუ­შა­ო­ბა ად­რე­ულ ასაკ­ში სწავ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სტან­დარ­ტე­ბის რე­ვი­ზი­ა­ზე და მო­ამ­ზა­დეს ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გან­ათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ხა­რის­ხის სტან­დარ­ტე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­შია, ის გა­ივ­ლის სხვა­დას­ხ­ვა პრო­ცე­დუ­რებს სა­მი­ნის­ტ­რო­ებ­ში სა­ნამ მას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რუდ­გენს მთავ­რო­ბას.
სტან­დარ­ტი, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის (UNICEF) მხარ­და­ჭე­რით შე­იქ­მ­ნა და ბუ­ნებ­რი­ვი გაგ­რ­ძე­ლე­ბა იყო იმ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სის, რაც სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის კა­ნო­ნის მი­ღე­ბით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. „კა­ნო­ნი ითხოვს მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის შექ­მ­ნის აუცი­ლებ­ლო­ბას, რაც სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტო­რის მუ­შა­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას შე­უწყობს ხელს. ერთ-ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი სწო­რედ ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო სტან­დარ­ტია, ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშვნე­ლო­ვა­ნია აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის შექ­მ­ნა.“ — მი­იჩ­ნევს ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, სკო­ლამ­დე­ლი და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ხა­თუ­ნა დო­ლი­ძე.
ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო სატ­ნ­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში, 2010 წელს შექ­მ­ნი­ლი სტან­დ­რა­ტი გახ­და ის ძი­რი­თა­დი საყ­რ­დე­ნი, რომ­ლის რე­ვი­ზი­ის შე­დე­გა­დაც ახა­ლი ვერ­სია მომ­ზად­და. არ­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტი მხო­ლოდ ბა­ღებს არ ეხე­ბო­და, არა­მედ ზო­გა­დად ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სფე­როს მო­ი­ცავ­და და ამ დო­კუ­მენ­ტით ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­ეძ­ლო, ვი­საც სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ბავ­შ­ვის სწავ­ლას­თან და გან­ვი­თა­რე­ბას­თან ჰქონ­და შე­ხე­ბა — მშო­ბელს, ბა­ღებს, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ობ­დ­ნენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ კა­ნო­ნი არ არე­გუ­ლი­რებ­და.  „ლო­გი­კუ­რია, რო­ცა ჯერ კა­ნო­ნი იქ­მ­ნე­ბა და შემ­დეგ — მი­სი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი.“ — მი­იჩ­ნევს ხა­თუ­ნა დო­ლი­ძე და არ­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტის გა­ნახ­ლე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს: „ნე­ბის­მი­ე­რი სტან­დარ­ტი სა­ჭი­რო­ებს გა­ნახ­ლე­ბას, გა­და­ხედ­ვას-რე­ვი­ზი­ას ყო­ველ ხუთ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ. ამი­ტო­მაც, თა­ვის­თა­ვად, გარ­და­უ­ვა­ლი იყო არ­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტის რე­ვი­ზია. ახ­ლად შექ­მ­ნი­ლი სტან­დარ­ტი შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რო­გორც გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია. მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა პროგ­რა­მის ხა­რის­ხის სტან­დარტს — ასე­თი დო­კუ­მენ­ტი აქამ­დე არ არ­სე­ბობ­და, ის ახ­ლა შე­იქ­მ­ნა, ასე­ვე ახ­ლა შე­იქ­მ­ნა ბა­გა-ბა­ღის აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტიც.
სტან­დარ­ტის ძი­რე­ულ ცვლი­ლე­ბად შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ ის, რომ დო­კუ­მენ­ტი უფ­რო მოქ­ნი­ლი გახ­და. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ყვე­ლა ხარ­ვე­ზი, რაც წი­ნა სტან­დარტს ჰქონ­და, თუნ­დაც იმ მხრივ, რომ სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბამ წა­მო­ი­წია. მა­გა­ლი­თად, ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი სფე­რო უფ­რო დაჩ­რ­დი­ლუ­ლი იყო და შე­მეც­ნე­ბი­თი გან­ვი­თა­რე­ბა უფ­რო დი­დი მო­ცუ­ლო­ბით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. შე­იც­ვა­ლა სტრუქ­ტუ­რა, ძა­ლი­ან კარ­გა­დაა და­ლა­გე­ბუ­ლი ბავ­შ­ვის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი და გა­რე­მოს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ცოდ­ნა, რა­საც სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ბავ­შ­ვი უნ­და იღებ­დეს. სტან­დარ­ტ­ში სფე­როე­ბად და გამ­ჭოლ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბად სა­კითხე­ბის გან­ლა­გე­ბა, ბავ­შ­ვის უნა­რე­ბის ცალ­კე წარ­მოდ­გე­ნა —  პრაქ­ტი­კო­სებს ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა სტან­დარტის პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. სა­ერ­თო ჯამ­ში, სტან­დარ­ტი შემ­ჭიდ­რო­ე­ბუ­ლია, აღ­ქ­მი­სა და დი­ზა­ი­ნის თვალ­საზ­რი­სით, კარ­გა­დაა და­ლა­გე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რუ­ლად, უფ­რო მოქ­ნი­ლია და არ ჩანს ინ­დი­ვი­დის გან­ვი­თა­რე­ბის წყვე­ტა. ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის კი­ბე მძი­ვი­ვი­თაა აწყო­ბი­ლი —  გან­ვი­თა­რე­ბის რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტულ ეტაპ­ზე მუ­შა­ო­ბა სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ არ იცი რა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი ეტა­პი ან სა­ი­დან მო­ვე­დით აქამ­დე. გან­ვი­თა­რე­ბის კი­ბე კარ­გად ჩანს ამ სტან­დარ­ტ­ში, რაც პრაქ­ტი­კო­სებს სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო პრო­ცე­სის უკეთ და­გეგ­მ­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ.“
ლექ­ცია-სე­მი­ნარ­ზე ავ­ტო­რებ­მა ად­რე­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში სტან­დარ­ტე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს, შე­ე­ხენ დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რეს, და­ნერ­გ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და გა­დაჭ­რის გზებს.
თამ­თა კუ­ხა­ლე­იშ­ვი­ლი: „ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც გვაძ­ლევს ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ. ად­რე­ულ გა­ნათ­ლე­ბას რე­ა­ლუ­რად შე­უძ­ლია ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა. ეს ეტა­პი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბა­ში, სხვა­დას­ხ­ვა დო­ნე­ზე — რო­გორც აწ­მ­ყო­ში, ისე მო­მა­ვალ­ში. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეფექ­ტი აქვს სო­ცი­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას. ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­დი­ან, ბევ­რად უფ­რო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი არი­ან სო­ცი­ა­ლუ­რად, მათ შე­უძ­ლი­ათ პო­ზი­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ნა­ტო­ლებ­თან და უფ­რო­სებ­თან რო­გორც ამ ასაკ­ში, ისე ზრდას­რულ ასაკ­ში. უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლე­ბი არი­ან თა­ვი­ანთ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ეს უნა­რე­ბი მათ სწო­რედ ად­რე­ულ ასაკ­ში უყა­ლიბ­დე­ბათ. კვლე­ვე­ბი პირ­და­პირ გვე­უბ­ნე­ბა: აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის ზრდა პირ­და­პირ კავ­შირ­შია ად­რე­ულ გა­ნათ­ლე­ბას­თან — ბავ­შ­ვებს, რომ­ლე­ბიც ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­დი­ან, უკე­თე­სი მოს­წ­რე­ბა აქვთ სკო­ლა­ში და უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში, იმ ბავ­შ­ვებ­თან შე­და­რე­ბით, რომ­ლე­ბიც არ და­დი­ან ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. მათ, ასე­ვე, შე­სამ­ჩ­ნე­ვად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი აქვთ წე­რა-კითხ­ვი­სა და მა­თე­მა­ტი­კის უნა­რე­ბი.
ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ არ­სე­ბობს კო­რე­ლა­ცია ად­რე­უ­ლი განა­თ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სი­ა­რულ­სა და მო­მა­ვალ­ში და­საქ­მე­ბას შო­რის. იმ ბავ­შ­ვებს, რომ­ლე­ბიც და­დი­ოდ­ნენ ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, და­საქ­მე­ბის ბევ­რად უფ­რო დი­დი შან­სი აქვთ, ვიდ­რე ბავ­შ­ვებს, რომ­ლე­ბიც არ და­დი­ოდ­ნენ. ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, ასე­ვე, კავ­შირ­შია და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის და­ბალ რის­კ­თა­ნაც. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ეფექ­ტე­ბი, რა თქმა უნ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზეც გა­და­დის და შე­იძ­ლე­ბა აქე­და­ნაც და­ვას­კ­ვ­ნათ, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნა აქვს სა­ხელ­მ­წი­ფო­ზე, იმი­ტომ რომ მოქ­მე­დებს უმუ­შევ­რო­ბა­ზეც (უმუ­შევ­რო­ბის რიცხ­ვის შემ­ცი­რე­ბა­ზე). კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ად­რე­ულ გა­ნათ­ლე­ბას ძა­ლი­ან დი­დი გავ­ლე­ნა აქვს რის­კ­ჯ­გუფ­ში მოხ­ვედ­რილ ბავ­შ­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც, მა­გა­ლი­თად, ცხოვ­რო­ბენ სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ ან მათ მშობ­ლებს არ აქვთ მი­ღე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა. სწო­რედ ამ კა­ტე­გო­რი­ის ბავ­შ­ვებ­ზე იძ­ლე­ვა კი­დევ უფ­რო საგ­რ­ძ­ნობ ეფექტს ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს იარა­ღი თა­ნას­წო­რო­ბის­თ­ვის. ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მუ­შა­ობს რო­გორც ბუ­ფე­რი იმის­თ­ვის, რომ მო­მა­ვალ­ში ყვე­ლას თა­ნა­ბა­რი პი­რო­ბე­ბი შე­ექ­მ­ნას, და­საქ­მე­ბი­სა და სხვა პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბის  თვალ­საზ­რი­სით. ვფიქ­რობ, სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ეკო­ნო­მი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ვი­გებთ, რომ ად­რე­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩა­დე­ბუ­ლი თან­ხა მო­მა­ვალ­ში ბევ­რად უფ­რო მომ­გე­ბი­ა­ნია სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის, რე­ა­ლუ­რად ეს არის ყვე­ლა­ზე სწო­რი და­ნა­ხარ­ჯი. აი, სწო­რედ ამ მი­ზე­ზე­ბის გა­მო გახ­და ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი. ყუ­რად­სა­ღე­ბია, რომ კვლე­ვე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ხა­რის­ხი­ან ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, რად­გან და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შო­რის შე­და­რე­ბი­სას მო­ნა­ცე­მე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. ზუს­ტად ამი­ტომ შე­მო­დის სტან­დარ­ტი სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან, რო­გორც ერთ-ერ­თი სტრა­ტე­გია, ხა­რის­ხი­ა­ნი ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.
სტან­დარ­ტი არის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­საღ­წევ შე­დე­გებს აწე­სებს — ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის,  პროგ­რა­მის ხა­რის­ხის და ა.შ. ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის სტან­დარ­ტი რე­ა­ლუ­რად არის ჩარ­ჩო, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ხელ­მ­წი­ფომ და­ა­რე­გუ­ლი­როს ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი. ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყვე­ლას­თ­ვის თა­ნა­ბა­რი, სა­ერ­თო მო­ლო­დი­ნე­ბი არ არის, ვი­ღა­ცის­თ­ვის მე­ტია, ვი­ღა­ცის­თ­ვის — ნაკ­ლე­ბი.
ალ­ბათ, ხში­რად მო­გის­მე­ნი­ათ ფრა­ზა: „არა­უ­შავს, სკო­ლა­ში შე­ვა და იქ ის­წავ­ლის“, რომ­ლი­თაც ამარ­თ­ლე­ბენ 6 წლამ­დე ასა­კის ბავშვს, თუ­კი ის, არ ან ვერ აკე­თებს რა­მეს მი­სი ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად; ან პი­რი­ქით, არი­ან მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბაღ­ში ითხო­ვენ, რომ მის შვილს წე­რა-კითხ­ვა ას­წავ­ლონ და რო­ცა პა­სუ­ხად იღე­ბენ, რომ ბაღ­ში ამას არ ას­წავ­ლი­ან, რე­პე­ტი­ტორს ქი­რა­ო­ბენ იმის­თ­ვის, რომ 5 წლის შვილს წე­რა-კითხ­ვა ას­წავ­ლონ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იქ­მ­ნე­ბა სა­ერ­თო მო­ლო­დი­ნე­ბის გა­ჩე­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა. რო­გორც კვლე­ვე­ბი ცხად­ჰ­ყოფს, იმის­თ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი დად­გეს, აუცი­ლებ­ლად ყვე­ლას­თ­ვის თა­ნა­ბა­რი სტან­დარ­ტი უნ­და გა­ვავ­რ­ცე­ლოთ. ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის სტან­დარ­ტი ზუს­ტად იმ სა­ერ­თო ჩარ­ჩოს ქმნის, რო­მელ­ზეც შემ­დეგ მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა და­შენ­დე­ბა.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, 2010 წელს მი­ღე­ბუ­ლი გვაქვს „ბავ­შ­ვის ად­რე­ულ ასაკ­ში სწავ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სტან­დარ­ტი“, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ე­რაა შექ­მ­ნი­ლი და რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. თა­ვის­თა­ვად, სტან­დარ­ტი შექ­მ­ნი­ლია ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ და და­ფუძ­ნე­ბუ­ლია კვლე­ვებ­ზე, რო­მელ­საც მეტ-ნაკ­ლე­ბად იყე­ნებ­დ­ნენ ბა­ღებ­ში. წელს, ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მი­ღე­ბით, ახა­ლი პრო­ცე­სე­ბი და­იძ­რა და, პირ­ველ რიგ­ში, ეს არ­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტის რე­ვი­ზი­ას შე­ე­ხო. რო­გორც წე­სი, სტან­დარ­ტე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით,  ყო­ველ ოთხ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ უნ­და გა­ნახ­ლ­დეს.“
სტან­დ­არ­ტი რე­ვი­ზი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ჯერ არ არის დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი. რო­გორც ავ­ტო­რებ­მა გა­ნაცხა­დეს, რად­გან ბო­ლოს­კენ გა­დი­ან, ამი­ტო­მაც თავს უფ­ლე­ბა მის­ცეს, სტან­დარ­ტი­დან რა­ღაც კომ­პო­ნენ­ტე­ბი გა­ეც­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის.
ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ჰო­ლის­ტურ ხედ­ვა­ზე აგე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი რე­ა­ლუ­რად გვაძ­ლევს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, თუ რას უნ­და მი­აღ­წი­ოს ბავ­შ­ვ­მა — რა უნ­და იცო­დეს და შე­ეძ­ლოს. სტან­დარ­ტის სტრუქ­ტუ­რა, მარ­ტი­ვად რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, და­ყო­ფი­ლია გან­ვი­თა­რე­ბის ძი­რი­თად სფე­რო­ე­ბად, რომ­ლე­ბიც იყო­ფა კა­ტე­გო­რი­ე­ბად და ინ­დი­კა­ტო­რე­ბად, თი­თო­ე­ულ სფე­როს თა­ვი­სი სტან­დარ­ტი აქვს. ინ­დი­კა­ტო­რე­ბი ის ქმე­დე­ბე­ბია, რო­მე­ლიც რე­ა­ლო­ბა­ში ვლინ­დე­ბა.
დო­კუ­მე­ნ­ტი სა­მი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა და ასა­კის მი­ხედ­ვი­თაა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. ძვე­ლი დო­კუ­მენ­ტის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ასა­კობ­რი­ვი და­ყო­ფა სხვაგ­ვა­რია. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა იმა­შია, რომ ხდე­ბა ასა­კებს შო­რის გა­და­ფარ­ვა. პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი 0-დან 18 თვემ­დეა, მე­ო­რე — 12-დან 36 თვემ­დე და მე­სა­მე - 30-დან 60 თვემ­დე. ასა­კებს შო­რის 6-თვი­ა­ნი გა­და­ფარ­ვე­ბია, რო­მელ­საც ავ­ტო­რე­ბი სწო­რედ იმ ერთ-ერთ სტრა­ტე­გი­ად მი­იჩ­ნე­ვენ, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც უნ­და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ პრაქ­ტი­კო­სებ­ში გან­ვი­თა­რე­ბის სწო­რი ხედ­ვა და ამით უფ­რო მარ­ტი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბა­დი გა­ხა­დონ დო­კუ­მენ­ტი.
„ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ხა­სი­ათ­დე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ტემ­პით, შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შ­ვე­ბი არ მიყ­ვე­ბი­ან ხოლ­მე გა­მო­წე­რილ სტან­დარ­ტებს და სა­კუ­თარ ტემ­პ­ში ვი­თარ­დე­ბი­ან. ამი­ტომ, ძა­ლი­ან რთუ­ლია გან­ვი­თა­რე­ბა და­ყო ასა­კობ­რი­ვად და და­ად­გი­ნო, რო­მელ ასაკ­ში რა უნ­და აკე­თოს. რთუ­ლი კი არა, შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან რე­ა­ლუ­რად ასე არ ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ტი­პის და­ყო­ფა გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­ვა­მარ­ტი­ვოთ ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პე­ბის ხედ­ვა — მა­გა­ლი­თად, 2 წლის ბავ­შ­ვი აუცი­ლებ­ლად მოხ­ვ­დე­ბა 12 თვი­დან 36 თვემ­დე ზღვარ­ში და შევ­ძ­ლებთ იოლად და­ვი­ნა­ხოთ, რა უნა­რი ჰქონ­და და რა უნა­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა ექ­ნეს შემ­დ­გომ­ში.“ — ამ­ბობს თამ­თა კუ­ხა­ლე­იშ­ვი­ლი.
ავ­ტო­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბად სტან­დარ­ტის ორ ნა­წი­ლად და­ყო­ფა­საც ასა­ხე­ლებს და ამ­ბობს, რომ: „რო­გორც წე­სი, სტან­დარ­ტებს 5 სფე­როდ ყო­ფენ ხოლ­მე. ჩვენ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ამ ხუ­თი სფე­როს­თ­ვის კი­დევ ცალ­კე გა­მოგ­ვე­ყო სტან­დარ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც გამ­ჭო­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და­ვარ­ქ­ვით. რე­ა­ლუ­რად, სტან­დარ­ტებ­ში, ძი­რი­თა­დად, ის ინ­ფორ­მა­ცია გვხვდე­ბა, თუ რა უნ­და იცო­დეს ბავ­შ­ვ­მა და რას უნ­და აკე­თებ­დეს სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნობ­რივ სფე­როს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, ხე­ლოვ­ნე­ბა გა­ყო­ფი­ლია სახ­ვით და სა­შემ­ს­რუ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბად — ხა­ზი, ფე­რი, ფორ­მა; დრა­მა - მოძ­რა­ო­ბა, ნო­ტე­ბი. წიგ­ნი­ე­რე­ბა — სიტყ­ვა და აზ­რე­ბი; მეც­ნი­ე­რე­ბა — მე და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა, ცოცხა­ლი სამ­ყა­რო, სხე­უ­ლი და მოვ­ლე­ნე­ბი, მე და სამ­ყა­რო, რიცხ­ვე­ბი და სი­დი­დე­ე­ბი, ადა­მი­ა­ნი და მან­ქა­ნე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ გა­მოვ­ყა­ვით, რომ, ერ­თი მხრივ, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ბავშვს ამ ასაკ­ში­ვე, ბა­ღი­დან გან­ვუ­ვი­თა­როთ უნა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ სკო­ლა­ში აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ნიმ­ტ­კი­ცოს. მა­გა­ლი­თად, მა­თე­მა­ტი­კუ­რი უნა­რე­ბი, თუმ­ცა, ამ­გ­ვა­რი და­ყო­ფით ერ­თ­გ­ვა­რად ხაზს ვუს­ვამთ იმას, რომ მა­თე­მა­ტი­კუ­რი უნა­რე­ბი ბავ­შ­ვ­მა სკო­ლა­ში წას­ვ­ლამ­დე უნ­და გა­ნი­ვი­თა­როს, მაგ­რამ არც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ უნ­და ის­წავ­ლოს ის, რა­საც სკო­ლა­ში ას­წავ­ლი­ან. ასე­ვეა, წე­რა-კითხ­ვის უნა­რე­ბიც — ამ ასაკ­ში, ბაღ­ში, ბავ­შ­ვ­მა წე­რა-კითხ­ვა კი არ უნ­და ის­წავ­ლოს, არა­მედ სხვა უნა­რე­ბის შე­ძე­ნით გა­ნი­ვი­თა­როს წე­რა-კითხ­ვის უნა­რე­ბი.“
ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის სტან­დარ­ტი ხუთ სფე­როდ იყო­ფა: ფი­ზი­კუ­რი და სენ­სო­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა; კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი უნა­რე­ბის, ენი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა; შე­მეც­ნე­ბი­თი გან­ვი­თა­რე­ბა; სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და ადაპ­ტუ­რი ქცე­ვის გან­ვი­თა­რე­ბა. სი­ახ­ლე, რა­საც ამ დო­კუ­მენ­ტით გვთა­ვა­ზო­ბენ ავ­ტო­რე­ბი, კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი უნა­რე­ბის შე­მო­ტა­ნაა. თამ­თა კუ­ხა­ლე­იშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ: „თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მა ასე­თია, მეტყ­ვე­ლე­ბა გვჭირ­დე­ბა იმის­თ­ვის, რომ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე გა­ვი­დეთ და არა პი­რი­ქით. სწო­რედ  ამი­ტომ კეთ­დე­ბა აქ­ცენ­ტი კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე და მის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე. მსგავ­სი მიდ­გო­მით, ენა და მეტყ­ვე­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რო­გორც ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თ­ვის. მე­ო­რე სი­ახ­ლეა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და ადაპ­ტუ­რი ქცე­ვის გან­ვი­თა­რე­ბა. ამ სი­ახ­ლის იდეა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ სტან­დარ­ტი რე­ა­ლუ­რად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზეა მორ­გე­ბუ­ლი და იმ უნარ­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლია წა­მო­წე­უ­ლი, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, გვერ­დ­ზე გვრჩე­ბა ხოლ­მე. ეს, ალ­ბათ, ჩვე­ნი კულ­ტუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც მზრუნ­ვე­ლო­ბა სულ სხვა ხა­რის­ხ­ში გვაქვს აყ­ვა­ნი­ლი — ჩვენ­თან ხომ სიყ­ვა­რუ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბით იზო­მე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ხში­რად მივ­დი­ვართ ისეთ ექ­ს­ტ­რე­მამ­დე, რო­ცა უფ­რო­სე­ბი, სიყ­ვა­რუ­ლის სა­ხე­ლით, უმ­ც­რო­სებს ყვე­ლა­ფერს ვუ­კე­თებთ და ამით  მათ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ყო­ველ­გ­ვარ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვარ­თ­მევთ, მე­ტიც, არ ვაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას, თვით­მოვ­ლის უნა­რე­ბი ჩა­მო­ი­ყა­ლი­ბონ. ამი­ტომ, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­ვიჩ­ნი­ეთ, ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე და­იწყოს ამ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, სტან­დარ­ტ­შიც ცალ­კე  სფე­როდ გა­მო­ვი­ტა­ნეთ და ამით მის მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნე­ბას გა­ვუს­ვით ხა­ზი.“
რა ნე­გა­ტი­უ­რი მხა­რე­ე­ბი ან გა­მოწ­ვე­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სტან­დარტს, ამის გა­სარ­კ­ვე­ვა­დაც, ავ­ტო­რე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას ეყ­რ­დ­ნო­ბი­ან, რად­გან სტან­დარ­ტი ჯერ არ არის ძა­ლა­ში შე­სუ­ლი. თუმ­ცა, კარ­გია, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა არ­სე­ბობს, ძვე­ლი სტან­დარ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით. მეტ-ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლია, პრაქ­ტი­კო­სე­ბი რა სირ­თუ­ლე­ებს გა­და­აწყ­დ­ნენ ძველ სტან­დარ­ტ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, კვლე­ვის დო­ნე­ზე, ასე­თი მო­ნა­ცე­მე­ბი არ არ­სე­ბობს. შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ტო­რებ­მა გა­მოვ­ლე­ნილ სირ­თუ­ლე­ებ­ზე და მა­თი გა­დაჭ­რის გზებ­ზე ისა­უბ­რეს.
სტან­დარ­ტის პირ­ვე­ლი ნე­გა­ტი­უ­რი მხა­რე, შე­იძ­ლე­ბა, მი­სი სირ­თუ­ლე აღ­მოჩ­ნ­დეს. ძვე­ლი სტან­დარ­ტის ერთ-ერ­თი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე სწო­რედ მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის სირ­თუ­ლე იყო. „ამ თვალ­საზ­რი­სით ვე­ცა­დეთ სტან­დარ­ტ­ში შე­სუ­ლი­ყო კონ­ტი­ნი­უ­მის აწყო­ბა, რო­მე­ლიც უმარ­ტი­ვებს აღ­მ­ზ­რ­დელს დრო­ში და გან­გ­რ­ძო­ბა­დო­ბა­ში და­ი­ნა­ხოს ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დეთ, დო­კუ­მენ­ტი მარ­ტი­ვად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი გაგ­ვე­ხა­და, მი­სი მო­ცუ­ლო­ბა შეგ­ვემ­ცი­რე­ბი­ნა. ერ­თი მხრივ, გარ­კ­ვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე უარის თქმა მოგ­ვი­წია, რაც, გარ­კ­ვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, შე­იძ­ლე­ბა და­ნაკ­ლი­სიც იყოს, მაგ­რამ ვე­ცა­დეთ, შუ­ა­ლე­დუ­რი ხა­ზი დაგ­ვე­ჭი­რა.
სტან­დარ­ტის მე­ო­რე ნე­გა­ტი­უ­რი მხა­რე მი­სი არას­წო­რი გა­მო­ყე­ნე­ბაა — ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა ვი­ცით, სა­დაც წე­რია, რომ უმ­ჯო­ბე­სია სტან­დარ­ტი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­დეს, თუ­კი მას არას­წო­რად გა­მო­ვი­ყე­ნებთ. სტან­დარ­ტის არას­წო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის ერთ-ერ­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­სი შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტად ქცე­ვა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ბავშვს შე­იძ­ლე­ბა დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვა — ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია ან პი­რი­ქით, ანუ „იარ­ლი­ყი“ მი­ა­წე­ბო. ეს არც იმის გა­და­საწყ­ვე­ტი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია, ბავ­შ­ვი მე­ო­რე სა­ფე­ხურ­ზე გა­და­ვიყ­ვა­ნოთ თუ არა. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი ცუ­დი პრაქ­ტი­კაც არ­სე­ბობს — უარს ვე­უბ­ნე­ბით ბავშვს სკო­ლა­ში წას­ვ­ლა­ზე მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მას სტან­დარ­ტე­ბი ჯერ არ შე­უს­რუ­ლე­ბია. არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში ამის გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ვი­ღა­ცას ჰგო­ნია, რომ სტან­დარ­ტი კუ­რი­კუ­ლუ­მია, პროგ­რა­მა — რას ვა­კე­თებთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. რა თქმა უნ­და, ესეც მცდა­რი მო­საზ­რე­ბაა.
სტან­დარ­ტის არას­წო­რი გა­მო­ყე­ნე­ბით ან გა­გე­ბით შე­საძ­ლოა ჰო­ლის­ტუ­რი მიდ­გო­მის შე­ფერ­ხე­ბაც გა­მო­ვიწ­ვი­ოთ. სტან­დარ­ტი დავ­ყა­ვით ნა­წი­ლე­ბად. სამ­წუ­ხა­როდ, შე­საძ­ლოა ვინ­მეს მო­ეჩ­ვე­ნოს, რომ რა­ღაც მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და რა­ღაც — ნაკ­ლე­ბად. ვე­ცა­დეთ, ეს პრობ­ლე­მა მი­ნი­მუ­მამ­დე დაგ­ვეყ­ვა­ნა, ტექ­ნი­კუ­რა­დაც სწო­რად გაგ­ვეთ­ვა­ლა და სტან­დარ­ტე­ბი, თი­თო­ე­ულ სფე­რო­შიც და გამ­ჭოლ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­შიც ერ­თი და იმა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის ყო­ფი­ლი­ყო. არ და­ვუშ­ვით, რომ რო­მე­ლი­მე სფე­რო მე­ტი სტან­დარ­ტით წარ­მოგ­ვედ­გი­ნა, რა­თა ეს გა­უ­გებ­რო­ბა თა­ვი­დან აგ­ვე­ცი­ლე­ბი­ნა და გან­ც­და არა­ვის დარ­ჩე­ნო­და, რომ რო­მე­ლი­მე უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.
სტან­დარ­ტის ნე­გა­ტი­ურ მხა­რე­ებ­ში შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ხის­ტი ჩარ­ჩო, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ნა­წი­ლობ­რივ უკ­ვე ვი­სა­უბ­რე. პრობ­ლე­მაა, რო­ცა ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კ­ვე­ულ ნა­წილს ჰგო­ნია, რომ იმას რაც სტან­დარ­ტ­ში წე­რია, ბავ­შ­ვ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და მი­აღ­წი­ოს. კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ბავ­შ­ვე­ბის მხო­ლოდ 40% მიჰ­ყ­ვე­ბა სტან­დარ­ტებს ასა­კობ­რი­ვად. რე­ა­ლუ­რად, ნორ­მა არ არის სტან­დარ­ტის გა­ყო­ლა.
კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მა, რო­მელ­საც ამ სტან­დარ­ტით ვერ ვჭრით, არის აქ­ცენ­ტი შე­დე­გებ­ზე, პრო­ცე­სის ნაც­ვ­ლად. გა­ნათ­ლე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ორი ტი­პის მო­დე­ლი გვქონ­დეს: შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ან პრო­ცეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მიზ­ნად ისა­ხავს შე­დეგს და სტან­დარ­ტი რე­ა­ლუ­რად ამ ტი­პის მო­დე­ლის ნა­წი­ლია. მე­ო­რე, პრო­ცეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მო­დე­ლის მი­ხედ­ვით მთა­ვა­რია პრო­ცე­სი და არა მი­ზა­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლია მოს­წავ­ლე. კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა პრო­ცეს­ზე მი­მარ­თუ­ლი მო­დე­ლია და არა შე­დეგ­ზე. ად­რე­ულ ასაკ­ში სტან­დარ­ტის მი­ნუ­სი შე­იძ­ლე­ბა ისიც იყოს, რომ შე­დე­გი გახ­დეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, მაგ­რამ ამ პრობ­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტა სტან­დარ­ტით შე­უძ­ლე­ბე­ლია. ნე­გა­ტი­უ­რი მხა­რეა მას­წავ­ლებ­ლის მუ­შა­ო­ბის შე­ფა­სე­ბაც, ეს ცუ­დი პრაქ­ტი­კაც შე­იძ­ლე­ბა შე­მო­ი­ტა­ნოს სტან­დარ­ტ­მა — მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა იმის მი­ხედ­ვით მოხ­დეს, ახერ­ხებს თუ არა მი­სი აღ­საზ­რ­დე­ლი სტან­დარ­ტის მიღ­წე­ვას. რა­ტომ არის ეს ცუ­დი პრაქ­ტი­კა? იმი­ტომ, რომ თუ­კი ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ბავ­შ­ვე­ბის მხო­ლოდ 40% შე­იძ­ლე­ბა მიჰ­ყ­ვე­ბო­დეს სტან­დარტს, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­მო­დის, რომ ვერც ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვერ იქ­ნე­ბა კარ­გი. სწო­რედ ეს უბიძ­გებთ მათ, გა­და­ვიდ­ნენ შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ მო­დელ­ზე და იმა­ზე კი არ იფიქ­რონ ბავშვს რა სჭირ­დე­ბა, არა­მედ იმა­ზე — რო­გორ მი­აღ­წი­ონ შე­დეგს, რომ კვა­ლი­ფი­ცი­ურ, წარ­მა­ტე­ბულ, კარგ აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გე­ბად ჩა­ით­ვა­ლონ.
რე­ა­ლუ­რად გაჩ­ნ­და იმის სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ შექ­მ­ნი­ლი­ყო სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პო­ნენ­ტებს მო­ა­წეს­რი­გებ­და. ერთ-ერ­თი ასე­თი დო­კუ­მენ­ტია „ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო სტან­დარ­ტის“ მე­ო­რე ნა­წი­ლი — პროგ­რა­მის ხა­რის­ხის სტან­დარ­ტი. ამ დო­კუ­მენ­ტის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი არის ბავ­შ­ვის სწავ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სტან­დარ­ტი, რო­მელ­ზეც ვი­სა­უბ­რეთ.
ახა­ლი ტი­პის დო­კუ­მენ­ტის — პროგ­რა­მის ხა­რის­ხის სტან­დარ­ტი­სა და მი­სი მიზ­ნე­ბის შე­სა­ხებ ნი­ნო ჯი­ჯა­ვა­ძე სა­უბ­რობს: „პროგ­რა­მის ხა­რის­ხის დო­კუ­მენ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, ისიც კი ვი­ფიქ­რეთ, ჯერ ად­რე ხომ არ არის ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბის­თ­ვის. გა­ვე­ცა­ნით კვლე­ვებს, სტა­ტი­ებს, სა­დაც ხაზ­გას­მუ­ლი იყო ამ ტი­პის დო­კუ­მენ­ტის არ­სე­ბო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ბავ­შ­ვის  გან­ვი­თა­რე­ბის სტან­დარ­ტ­თან ერ­თად. იმის­თ­ვის, რომ ბავ­შ­ვის ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს, სა­ჭი­როა შე­სა­ბა­მი­სი ხა­რის­ხი­ა­ნი გა­რე­მო, სწო­რედ ასე­თი გა­რე­მოს კომ­პო­ნენ­ტებს არე­გუ­ლი­რებს ეს დო­კუ­მენ­ტი.  მი­სი მი­ზა­ნი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ხა­რის­ხი­ა­ნი სას­წავ­ლო-სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო პრო­ცე­სის ხელ­შეწყო­ბაა. მი­სი დახ­მა­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა ბავ­შ­ვ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი დავ­გეგ­მოთ, ასე­ვე, გა­მო­ვი­ყე­ნოთ შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის ან  სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის, კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბი­სა და  შექ­მ­ნის­თ­ვის.
პროგ­რა­მის ხა­რის­ხის სტან­დარ­ტ­ში ის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბია მო­ცე­მუ­ლი, რომ­ლე­ბი­თაც ხა­სი­ათ­დე­ბა ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ხა­რის­ხი­ა­ნი სა­გან­მან­ათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა.
ეს დო­კუ­მენ­ტი არე­გუ­ლი­რებს პროგ­რა­მის ხა­რისხს ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს — იქ­ნე­ბა ეს სა­ჯა­რო თუ კერ­ძო ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. ეს მარ­თ­ლაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია, რად­გან ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით მოხ­დე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა ყვე­ლა ტი­პის სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში. სა­ტან­დარ­ტე­ბის და­ნერ­გ­ვის შემ­დეგ, დე­და­ქა­ლა­ქის თუ რო­მე­ლი­მე მა­ღალ­მ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნის სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის აღ­საზ­რ­დე­ლი ერ­თი და იმა­ვე ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბას მი­ი­ღებს.
სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ შე­იქ­მ­ნა აღ­მ­ზ­რ­დელ პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი, სა­დაც თავ­მოყ­რი­ლია ყვე­ლა ის უნა­რი, რაც უნ­და ჰქონ­დეს აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გოგს (ამ­ჟა­მად აღ­მ­ზ­რ­დე­ლი). ასე­ვე, შე­იქ­მ­ნა დო­კუ­მენ­ტი — ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რი­სა და მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის მოწყო­ბის შე­სა­ხებ. მომ­ზად­და კი­დევ ორი დო­კუ­მენ­ტი — „კვე­ბის ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის­თ­ვის“ და „წყა­ლი, სა­ნი­ტა­რია და ჰი­გი­ე­ნა სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში“ — რომ­ლე­ბიც კვე­ბის (მე­ნი­უს, კა­ლო­რა­ჟის, მომ­ზა­დე­ბი­სა და შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი და ა.შ.) და ჰი­გი­ე­ნის სა­კითხებს აერ­თი­ა­ნებს.“
სტან­დარ­ტ­ში წარ­მოდ­გე­ნილ დო­კუ­მენ­ტებს აერ­თი­ა­ნებს ერ­თი და იგი­ვე პრინ­ცი­პე­ბი —  სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მელ­ზეც დგას ყვე­ლა ეს დო­კუ­მენ­ტი: 
— ად­რე­უ­ლი ბავ­შ­ვო­ბა უპი­რო­ბოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პე­რი­ო­დია ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში;
— ბავ­შ­ვის პა­ტი­ვის­ცე­მა გუ­ლის­ხ­მობს მი­სი, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის და თა­ნას­წო­რის, აღი­ა­რე­ბას;
— ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა წარ­მო­ად­გენს ერთ მთლი­ან პრო­ცესს, რომ­ლის და­ნა­წევ­რე­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლია;
— თა­მა­ში ბავ­შ­ვის ქცე­ვის, სწავ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ძი­რი­თა­დი ფორ­მა და პრო­ცე­სია;
— თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვი უნი­კა­ლუ­რია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბით, ინ­ტე­რე­სე­ბით, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით;
— მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და თა­ნას­წო­რო­ბა ხა­რის­ხი­ა­ნი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის აუცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა;
— ბავ­შ­ვის უპირ­ვე­ლე­სი აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი მშობ­ლე­ბი არი­ან;
— გა­რე­მო ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლია;
— უფ­რო­სის რო­ლი უნი­კა­ლუ­რია ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.
— სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სწავ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია.
„ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ რო­გორც ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის, ისე პროგ­რა­მის ხა­რის­ხის სტან­დარ­ტებ­ზე, მაგ­რამ აქ­ვე უნ­და ით­ქ­ვას, რომ თა­ვის­თა­ვად ამ სტან­დარ­ტე­ბის არ­სე­ბო­ბა არ ნიშნავს იმას, რომ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი იქ­ნე­ბა მა­ღა­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბობს გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვენ ვხე­დავთ — აღ­ნიშ­ნა ნი­ნო ჯი­ჯა­ვა­ძემ, — სა­ზო­გა­დო­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და მო­ლო­დი­ნე­ბი გა­მოწ­ვე­ვებს შო­რის ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლია. ერ­თია, რას ფიქ­რო­ბენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რას ჩა­დე­ბენ სტან­დარ­ტე­ბის  სა­ხით დო­კუ­მენ­ტებ­ში, რა მო­ლო­დი­ნე­ბი აქვს სა­ხელ­მ­წი­ფოს ამ სტან­დარ­ტებ­ში გაცხა­დე­ბუ­ლი და მე­ო­რეა — სა­ზო­გა­დო­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და მო­ლო­დი­ნე­ბი სტან­დარ­ტე­ბის და თუნ­დაც და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მართ. შე­საძ­ლოა, ეს თან­ხ­ვედ­რა­ში არ იყოს. ყვე­ლა­ზე მარ­ტივ მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან — პროგ­რა­მის ხა­რის­ხის სტან­დარ­ტ­ში სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ბავ­შ­ვე­ბი უნ­და გა­ვიდ­ნენ ეზო­ში, სუფ­თა ჰა­ერ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად ამინ­დი­სა. რა თქმა უნ­და, არ გა­დი­ან მხო­ლოდ ძლი­ე­რი უამინ­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­გო­რი­ცაა: თავ­ს­ხ­მა წვი­მა, ძლი­ე­რი ქა­რი და ა.შ. მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის — მშობ­ლე­ბის მო­ლო­დი­ნი და, შე­სა­ბა­მი­სად, მოთხ­ოვ­ნაც შე­საძ­ლოა სხვა იყოს — ზამ­თარ­ში ბავ­შ­ვე­ბი ეზო­ში არ უნ­და გა­იყ­ვა­ნო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გარ­კ­ვე­უ­ლი პუნ­ქ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა არ იყოს თან­ხ­ვედ­რა­ში, რაც ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის ერთ-ერ­თი გა­მოწ­ვე­ვაა.
მე­ო­რე გა­მოწ­ვე­ვა თა­ნამ­შ­რო­მელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცია და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბია. სტან­დარ­ტე­ბის და­წე­რა და დამ­ტ­კი­ცე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ თა­რო­ზე შე­მო­სა­დე­ბად ხომ არ იწე­რე­ბა? იმის­თ­ვის, რომ სტან­დარ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ,  და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მო­მუ­შა­ვე კად­რებს შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცია უნ­და ჰქონ­დეთ. პირ­ველ რიგ­ში, მათ უნ­და შეძ­ლონ იმის სწო­რად გა­გე­ბა, რა­ზეა სტან­დარ­ტებ­ში სა­უ­ბა­რი და შემ­დეგ — უშუ­ა­ლოდ ბა­ღებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.
მე­სა­მე გა­მოწ­ვე­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კაა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პრა­ქ­ტი­კო­სი ადა­მი­ა­ნე­ბი არ და­ი­შუ­რე­ბენ ძალ-ღო­ნეს და შე­ეც­დე­ბი­ან, რომ  სტან­დარ­ტე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს, მაგ­რამ მა­თი ძა­ლის­ხ­მე­ვა მხო­ლოდ ძა­ლის­ხ­მე­ვად რომ არ დარ­ჩეს, სა­ჭი­როა სა­ხელ­მ­წი­ფოს სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი, მე­ტი ხელ­შეწყო­ბა და, პა­რა­ლე­ლუ­რად, სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა — ხა­რის­ხი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა და  ხელ­შეწყო­ბა, რომ  პრო­ფე­სი­ა­ში მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ვიდ­ნენ.“
სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, თუ ვინ გა­მო­ი­ყე­ნებს „პროგ­რა­მის ხა­რის­ხის სტან­დარტს“. ამ დო­კუ­მენ­ტით ისარ­გებ­ლე­ბენ: პრაქ­ტი­კო­სი აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გე­ბი და აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ ბა­ღებ­ში, და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სხვა თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი, ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი/შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბი.

25-28(942)N