გამოდის 1998 წლიდან
2016-11-10
სქემის საპილოტე წლის შეფასება

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა „მას­წავ­ლე­ბელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა­ში“ ცვლი­ლე­ბე­ბი და­ა­ა­ნონ­სა და პე­და­გო­გებს დაჰ­პირ­და კი­დეც, რომ: „სქე­მის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავ­და (არ მინ­და ამ სიტყ­ვის თქმა, მაგ­რამ მა­ინც გა­მო­ვი­ყე­ნებ), მუ­ქა­რას, რომ მას­წავ­ლე­ბელს შე­იძ­ლე­ბა სამ წე­ლი­წად­ში სამ­სა­ხუ­რი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გაქ­რე­ბა.“ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და სა­ხეც­ვ­ლი­ლი სქე­მის წარ­დ­გე­ნამ­დე, და­ვინ­ტე­რეს­დით, რო­გორ ჩა­ი­ა­რა სქე­მის პირ­ველ­მა სა­პი­ლო­ტე წელ­მა და რა ხარ­ვე­ზე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა მი­სი და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში, რამ­დენ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ი­უმ­ჯო­ბე­სა კა­რი­ე­რუ­ლი სა­ფე­ხუ­რი და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­კუ­თა­რი ბი­უ­ჯე­ტი, ვი­ნა­ი­დან სტა­ტუ­სის ცვლი­ლე­ბა პირ­და­პირ აისა­ხე­ბა ხელ­ფა­სის და­ნა­მატ­ზე. ამ სა­კითხებ­ზე სა­უ­ბა­რი ვთხო­ვეთ მას­წავ­ლე­ბელ­თა პროფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს მა­ნა­ნა რა­ტი­ანს.


— რე­ა­ლუ­რად დიდ ცვლი­ლე­ბებს სტა­ტუ­სე­ბის მი­ნი­ჭე­ბის მხრივ სქე­მა­ში, ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ ვე­ლო­დით, რად­გან არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ამუ­შა­ვე­ბუ­ლა და მას­წავ­ლებ­ლებს არ მი­ე­ცათ მათ­ში კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ეს ეხე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბას, რად­გან რუბ­რი­კა, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ არის დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბი­სა და ­გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ.  ეს აქ­ტი­ვო­ბა კი სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყო ში­და დაკ­ვირ­ვე­ბა­ში პრაქ­ტი­კო­სი და უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, ხო­ლო რო­გორც გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა — უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. მი­უ­ხე­და­ვა­და ამი­სა, მას­წავ­ლე­ბელ­თა სტა­ტუ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბებ­ში გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მა­ინც გვაქვს. პირ­ველ რიგ­ში, უფ­როს მას­წავ­ლებ­ლებს, ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 1 900 მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­ე­მა­ტა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ პრაქ­ტი­კოს­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა, რომ­ლებ­საც პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­და წარ­მა­ტე­ბით ჰქონ­დათ დაძ­ლე­უ­ლი და რომ­ლებ­მაც საგ­ნის გა­მოც­და ჩა­ა­ბა­რეს, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეს სტა­ტუ­სი და გახ­დ­ნენ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ამავ­დ­რო­უ­ლად, სის­ტე­მა­ში შე­მო­ვიდ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც თა­ვი­ან­თი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი ეკუთ­ვ­ნით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უფ­როსი მას­წავ­ლებ­ლე­ბის საკ­მა­ოდ დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით მა­ტე­ბა გვაქვს და დღეს სის­ტე­მა­ში სულ 17 231 უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლია. ვფიქ­რობ, სქე­მის ამოქ­მე­დე­ბი­დან ერ­თი წლის თავ­ზე, რო­ცა ჯერ კი­დევ არ არის ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა ამოქ­მე­დე­ბუ­ლი, ეს ცუ­დი შე­დე­გი არ არის.
ასე­ვე, მა­ტე­ბა გვაქვს წამ­ყ­ვან მას­წავ­ლებ­ლებ­შიც და მა­თი რიცხ­ვი 15-ით გა­ი­ზარ­და. ვი­ნა­ი­დან შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ჯერ არ ამოქ­მე­დე­ბუ­ლა, რომ მას­წავ­ლებ­ლებს სტა­ტუ­სი გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნათ, წამ­ყ­ვა­ნის სა­ფე­ხურ­ზე პე­და­გოგ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შე­სა­ბა­მის­მა მსურ­ვე­ლებ­მა გა­ნა­პი­რო­ბეს. მათ­თ­ვის სკო­ლა სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და სა­მუ­შა­ოდ, გა­დაწყ­ვი­ტეს სკო­ლა­ში შე­მოს­ვ­ლა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, პირ­და­პირ წამ­ყ­ვა­ნის სა­ფე­ხურ­ზე აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ. რო­გორც გითხა­რით, 15 მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­მო­ე­მა­ტა წამ­ყ­ვა­ნის სტა­ტუსს და მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა ახ­ლა სულ 199-ია. ესე­ნი არი­ან დოქ­ტო­რის ხა­რის­ხის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ამავ­დ­რო­უ­ლად, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც სკო­ლა­ში არ მუ­შა­ობ­დ­ნენ.
გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრაქ­ტი­კო­სებს 844 მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­ე­მა­ტა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ოთხ­ჯე­რა­დად გა­და­ვა­ნაც­ვ­ლეთ ან და­ვა­მა­ტეთ მას­წავ­ლებ­ლე­ბი სა­ფე­ხუ­რებ­ზე და ყვე­ლა­ზე დი­დი მა­ტე­ბა, გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, უფ­როს მას­წავ­ლებ­ლებ­ში გვაქვს. მათ, ვინც პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი ჰქონ­დათ ჩაბა­რე­ბუ­ლი, საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბით სა­ტა­ტუ­სი გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეს; უფ­რო მცი­რე ნა­წი­ლია მე­ო­რე კა­ტე­გო­რია, ვინც შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით შე­მო­ვი­და სკო­ლებ­ში.
— სქე­მის მი­ხედ­ვით, პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა სკო­ლებს არ აქვთ. რო­გორ მოხ­და იმ 844 პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რომ­ლე­ბიც, ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­მო­ე­მატ­ნენ მას­წავ­ლე­ბელ­თა კორ­პუსს?
— სქე­მის მი­ხედ­ვით, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია გარ­კ­ვე­უ­ლი მოთხოვ­ნე­ბი და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც სკო­ლა აიყ­ვანს. ეს მა­ღა­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა რე­გუ­ლი­რე­ბა­დი პრო­ფე­სიაა. მაგ­რამ სკო­ლე­ბის იმ ნა­წილ­ში, სა­დაც კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი წარ­მო­იქ­მ­ნა, არა­სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი შე­იყ­ვა­ნეს და ახ­ლა სწო­რედ ამ მას­წავ­ლებ­ლებ­ზე უნ­და მი­ი­ღოს გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბა კო­მი­სი­ამ. ჯერ არ ვი­ცით, რა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ — იქ­ნე­ბა თუ არა რა­ი­მე პროგ­რა­მა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი, რომ სტა­ტუ­სი მო­ი­პო­ვონ და პრო­ფე­სი­ულად ინ­ტენ­სი­უ­რად გან­ვი­თარ­დ­ნენ. ფაქ­ტია, რომ ისი­ნი შე­სა­ბა­მის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ. სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას სქე­მის მუდ­მივ­მოქ­მე­დი კო­მი­სია მი­ი­ღებს. ეს არის ის რე­ა­ლო­ბა, რაც გვაქვს. დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში 45 354 პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი მუ­შა­ობს.
— პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის სკო­ლი­დან სკო­ლა­ში გა­და­ნაც­ვ­ლე­ბის უფ­ლე­ბას თუ იძ­ლე­ვა სქე­მა, სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბის გა­რე­შე?
— რა თქმა უნ­და, ამის უფ­ლე­ბა პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს აქვთ. 2015 წლის თე­ბერ­ვ­ლის­თ­ვის, ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს, ვინც სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­და, ჰქონ­და უფ­ლე­ბა, მო­ე­პო­ვე­ბი­ნა სტა­ტუ­სი თა­ვი­სი მიღ­წე­ვე­ბის — გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ხედ­ვით. შე­სა­ბა­მი­სად, მათ მი­ვა­ნი­ჭეთ სტა­ტუ­სი. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ სკო­ლას გა­მო­იც­ვ­ლი­ან და სხვა სკო­ლა­ში წავ­ლენ სა­მუ­შა­ოდ, კა­რი­ე­რას თა­ვი­დან არ იწყე­ბენ, დაგ­რო­ვი­ლი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბიც თან მიჰ­ყ­ვე­ბათ და სტა­ტუ­სიც.
— სქე­მამ, ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში იმუ­შა­ვა. თქვე­ნი თვალ­თა­ხედ­ვით, რა ხარ­ვე­ზე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და რა იყო სქე­მის ყვე­ლა­ზე სუს­ტი მხა­რე, შე­სა­ბა­მი­სად, რა ცვლი­ლე­ბებს უნ­და ვე­ლო­დეთ?
— სქე­მის სუს­ტი მხა­რე, ალ­ბათ, ის იყო, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წი­ლი ბევ­რად უფ­რო მეტ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან და მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებს ახორ­ცი­ე­ლებს, ვიდ­რე ეს სქე­მა­შია ასა­ხუ­ლი და კრე­დიტქუ­ლე­ბით შე­ფა­სე­ბუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მიგ­ვაჩ­ნია, რომ სქე­მას აკ­ლ­და სწო­რედ ის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლებს თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სრულ­ფა­სოვ­ნად და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვად წარ­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მოს­წავ­ლე­ზე იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, სქე­მა­ში, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მოს­წავ­ლე მა­ინც ნაკ­ლე­ბად ფი­გუ­რი­რებ­და. რა თქმა უნ­და, გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბებ­სა თუ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ნე­ბის­მი­ერ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, რო­მე­ლიც სქე­მა­შია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, მოს­წავ­ლე ცენ­ტ­რა­ლუ­რი ფი­გუ­რაა და ეროვ­ნუ­ლი სას­წა­ვ­ლო გეგ­მის მიზ­ნე­ბი და შე­დე­გე­ბი სწო­რედ მი­სით მი­იღ­წე­ვა, მა­ინც გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ მოს­წავ­ლე უფ­რო მე­ტად შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ ფო­კუს­ში.
— შე­იძ­ლე­ბა თუ არა, გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის გარ­და, პრაქ­ტი­კოს­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი­თაც და­აგ­რო­ვოს შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი?
— ამის შე­სა­ხებ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი არ­სე­ბობს. მი­ნის­ტ­რი ინ­ტენ­სი­უ­რად ხვდე­ბო­და მას­წავ­ლებ­ლებს და, შე­სა­ბა­მი­სად, ბა­ტონ ალექ­სან­დ­რეს გარ­კ­ვე­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და. ჩვენ ვმუ­შა­ობთ ამა­ზე და მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ მო­საზ­რე­ბე­ბი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის შე­ჯე­რე­ბა. გარ­და ამი­სა, ჩა­ვა­ტა­რეთ კვლე­ვა, რო­მე­ლიც ასა­ხავს, თუ რა ცვლი­ლე­ბე­ბი უნ­და შე­ვი­დეს სქე­მა­ში. კვლე­ვი­სას 180 სკო­ლა­ზე მეტ­ში გა­მო­ი­კითხ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი. მო­საზ­რე­ბე­ბი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა და გა­ნი­ხი­ლე­ბა კო­მი­სი­ა­ზე. შე­თან­ხ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­დაწყ­დე­ბა ისე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბი, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, დარ­ჩე­ბა თუ არა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ფორ­მა­ტით გა­მოც­და ან  რა კომ­პო­ნენ­ტე­ბი და­ე­მა­ტე­ბა სქე­მას და ა.შ. ყვე­ლა კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხი მა­შინ გვექ­ნე­ბა, რო­ცა სქე­მის ცვლი­ლე­ბე­ბი მთავ­რო­ბას­თან წარ­სად­გე­ნად მომ­ზად­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე კი, შე­მიძ­ლია მხო­ლოდ ის გითხ­რათ, რომ სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბებს გან­ვი­ხი­ლავთ, სა­ბო­ლოო ფორ­მა­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ას კი, რო­გორც მი­ნის­ტ­რ­მა გა­ნაცხა­და, ნო­ემ­ბ­რის თვე­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, თუმ­ცა, ვერ გეტყ­ვით, ზუსტ თა­რიღს.
— რა აქ­ტი­ვო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნ­დეს სქე­მა­ში, რომ­ლე­ბიც მას­წავ­ლებ­ლებს კრე­დიტ­ქუ­ლე­ბით შე­უ­ფას­დე­ბათ?
— ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ის არა­სა­გაკ­ვე­თი­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც მას­წავ­ლებ­ლე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ (ბევრ კარგ სკო­ლა­შია მსგავ­სი საქ­მი­ა­ნო­ბა), კრე­დიტქუ­ლე­ბით და­უ­ფას­დეთ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს საწ­რეო და საკ­ლუ­ბო მუ­შა­ო­ბა, რო­მელ­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეწე­ვა. ამ აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­სა­გეგ­მად და გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვაა სა­ჭი­რო. ასეთ აქ­ტი­ვო­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, მა­გა­ლი­თად, თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც არ ჯდე­ბა 45-წუ­თი­ა­ნი გაკ­ვე­თი­ლის ფორ­მატ­ში. რად­გან ეს იმის მიღ­მაა, რა­საც კუ­რი­კუ­ლუ­მი სთა­ვა­ზობს მოს­წავ­ლე­ებს და მას­წავ­ლე­ბელს მოს­წავ­ლე­ე­ბი­სად­მი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­თი სხვა­დას­ხ­ვა ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით დაჯ­გუ­ფე­ბა-გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი, ამით მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ უკეთ წარ­მო­ა­ჩი­ნონ სა­კუ­თა­რი თა­ვი. სკო­ლა არ არის მხო­ლოდ კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ად­გი­ლი, იქ, ამავ­დ­რო­უ­ლად, სო­ცი­ა­ლუ­რი თუ სხვა უნა­რე­ბიც უნ­და ვი­თარ­დე­ბო­დეს, რომ­ლე­ბიც ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის დო­კუ­მენ­ტ­შია მო­ცე­მე­უ­ლი. ასე­ვე სა­უ­ბა­რია და­მა­ტე­ბით  პრო­ექ­ტებ­ზე, რომ­ლებ­საც მას­წავ­ლებ­ლე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. თა­ვის­თა­ვად, ვერც ასე­თი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი 45 წუთ­ში. ძი­რი­თა­დად, პრო­ექ­ტი მას­წავ­ლებ­ლის­გან გრძელ­ვა­დი­ან და­გეგ­მ­ვას, შრო­მას, დროს, ენერ­გი­ას და რე­სურ­სებს მო­ითხოვს. შე­სა­ბა­მი­სად, საპ­რო­ექ­ტო მუ­შა­ო­ბა პრობ­ლე­მა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის ერთ-ერ­თი კომ­პო­ნენ­ტია და ეს აქ­ტი­ვო­ბაც, რა თქმა უნ­და, კრე­დი­ტე­ბით შე­ფას­დე­ბა.
არც შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პი­რებ­თან მო­მუ­შა­ვე მას­წავ­ლებ­ლე­ბი უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს. ინ­ტეგ­რი­რე­ბულ კლა­სებ­ში მათ­თან მუ­შა­ო­ბი­სას მას­წავ­ლებ­ლებს უზარ­მა­ზა­რი ძა­ლის­ხ­მე­ვის და­ხარ­ჯ­ვა უწევთ და ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბათ წა­ხა­ლი­სე­ბა. მათ, ძი­რი­თა­დად, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბით უწევთ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლეს­თან მუ­შა­ო­ბა და ამ შრო­მას შე­ფა­სე­ბა სჭირ­დე­ბა. ამ კომ­პო­ნენტს აუცი­ლებ­ლად შე­ვი­ტანთ სქე­მა­ში და ავ­სა­ხავთ კრე­დიტ­ქუ­ლებ­ში.
— სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზეც, რომ სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სქე­მა მომ­ზად­დე­ბო­და, რა კეთ­დე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?
— მიმ­დი­ნა­რე­ობს ტრე­ნინ­გე­ბი სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, მაგ­რამ მხო­ლოდ ტრე­ნინ­გი საკ­მა­რი­სი არ არის იმის­თ­ვის, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა ის­წავ­ლოს რა და რო­გორ აკე­თოს. სა­უ­ბა­რი იყო, რომ მათ­თ­ვის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფორ­მა­ტით მომ­ხ­და­რი­ყო კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა. სა­მი­ნის­ტ­როს დე­პარ­ტა­მენ­ტი კუ­რი­რებს ამ სა­კითხს, მზად­დე­ბა დო­კუ­მენ­ტე­ბი, რო­გორ ჩავ­რ­თოთ სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბი სქე­მა­ში - პრდა­პირ თუ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სქე­მის მეშ­ვე­ო­ბით. ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სქე­მა იმი­ტომ გა­ნი­ხი­ლე­ბა, რომ ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა, რაც არ­სე­ბულ სქე­მა­ში გვაქვს, შე­იძ­ლე­ბა არ იყოს მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლი და არც შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­ვი­დეს სპეც­მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან. დო­კუ­მენ­ტი, მეტ-ნაკ­ლე­ბად, გან­ხილ­ვი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბუ­ლია, და რო­გორც გვითხ­რეს, მას­ზე იმუ­შა­ვეს დე­პარ­ტა­მენ­ტ­მა, ჩვენ­მა ცენ­ტ­რ­მა და ყვე­ლამ, ვი­საც ამ მას­წავ­ლებ­ლებ­თან აქვს შე­ხე­ბა. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ეს სა­კითხიც გა­დაწყ­დე­ბა. საკ­მა­ოდ მწვა­ვე სა­კითხია და დრო­უ­ლად უნ­და მოგ­ვარ­დეს, რად­გან სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბი სტა­ტუ­სებ­ში არ მო­ი­აზ­რე­ბი­ან.
— ზო­გა­დად, რა სუ­რა­თი გა­მო­იკ­ვე­თა, რო­გორ შე­ა­ფა­სებთ, ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, მას­წავ­ლე­ბელ­თა მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებს?
— სკო­ლებ­მა და შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფებ­მა და­ას­რუ­ლეს შე­ფა­სე­ბე­ბი და ჩვენ გვაქვს მო­ნა­ცე­მე­ბი ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­სა­ხებ. 20 ათას მას­წავ­ლე­ბელს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ჰქონ­და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ კრე­დი­ტე­ბის და­საგ­რო­ვებ­ლად მას­წავ­ლებ­ლე­ბი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რო­ბენ. ეს კი სა­წინ­და­რია, რომ მო­მა­ვალ­ში უფ­რო სწრა­ფად და იოლად შეძ­ლონ კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბა და სტა­ტუ­სის შეც­ვ­ლა. სტა­ტუ­სის შეც­ვ­ლა მათ­თ­ვის ხელ­ფა­სის ზრდის მო­ტი­ვა­ცი­ა­საც აჩენს, რად­გან ეს ბმა ჩა­დე­ბუ­ლია სქე­მა­ში და სა­ფე­ხუ­რებ­რივი წინ­ს­ვ­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, ანაზღა­უ­რე­ბის ზრდას გა­ნა­პი­რო­ბებს.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N