|
სტატიები
|
2017-06-01
კონტრასტული ბავშვობა
|
ლალი ჯელაძე
საპირველივნისო
მართალია, საპირველივნისო წერილია, მაგრამ სულაც არ ვაპირებ, ბავშვთა დაცვის საერთაშორის დღისადმი მიძღვნილ საჩვენებელ ღონისძიებებზე დავწერო რამე და ამით თავმოწონებული ღონისძიებების ორგანიზატორები საზოგადოებას გავაცნო, როგორც ქველმოქმედები ან ბავშვების ბედ-იღბლით დაინტერესებული კეთილშობილი ადამიანები, რომლებსაც ღამე არ სძინავთ მათი დარდით, ან ბავშვთა დაცვის საკითხებში მიღწეულ პროგრესსა და დეკლარირებულ პრინციპებზე ვისაუბრო. პრინციპში, არც ამის საწინააღმდეგო მაქვს რამე, მაგრამ უმთავრესი ბავშვების ის ყოველდღიურობაა, რომელიც ასე კონტრასტულად განსხვავდება იმ საზეიმო დღისაგან, რომელსაც ბავშვებს წელიწადში ერთხელ უძღვნიან და მსოფლიოს ყურადღებას იქცევენ, რომ ბავშვები და მათი უფლებები უპირველესია.
|
ვრცლად>>> |
|
2017-06-01
არც წარსული დავივიწყოთ, არც დღევანდელობას ავცდეთ და მომავალი პერსპექტივებიც გავითვალისწინოთ
|
მაკა ყიფიანი
24 მაისს, თბილისის 24-ე საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, IXბ კლასის მოსწავლეების — გიგი ჯაგოდნიშვილის, ნინო თოდუასა და ლიკა შაკიაშვილის მოთხრობების: „წარსულიდან დღევანდლამდე“, „ქვეგრიალა“ და „როცა ტალღები შლიან მოგონებებს...“ პრეზენტაცია გაიმართა. მოსწავლეებმა წაიკითხეს მოთხრობები და იმსჯელეს იმ თემების შესახებ, რასაც თავიანთ ნაწარმოებებში ეხებიან. ღონისძიების ორგანიზატორმა, ქრთული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თამარ ბარისაშვილმა მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქარი — ლალი დათაშვილის წიგნი „ქრისტიანობის ანარეკლი „ვეფხისტყაოსანში“ გადასცა.
|
ვრცლად>>> |
|
2017-06-01
მოსწავლე დიდი მოცულობის ინფორმაციის „საბარგულედ“ არ უნდა გავხადოთ
|
ვაგრძელებთ ახალ, რევიზირებულ
ეროვნულ სასწავლო გეგმაზე საუბარს.
დღეს უშუალოდ საგნობრივ
სასწავლო გეგმებში განხორციელებულ მნიშვნელოვან
სტრუქტურულ და შინაარსობრივ ცვლილებებზე
გვესაუბრება ეროვნული სასწავლო
გეგმების დეპარტამენტის ექსპერტი
თამარ ჯაყელი
— როგორ შეიცვალა საგნობრივი სასწავლო გეგმები და რით იყო ეს ცვლილებები განპირობებული?
— შეგახსენებთ, რომ პირველი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა 2006 წელს დამტკიცდა და 4 წლის განმავლობაში, 2006-2010 წწ-ში, ფუნქციონირებდა. 2010 წელს, მისი რევიზიის შედეგად, შემუშავდა მეორე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის დანერგვის ვადად 2011-2016 წლები განისაზღვრა.
2014 წელს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა მეორე თაობის, ანუ 2011-2016 წლების ეროვნულ სასწავლო გეგმის რევიზიაზე დაიწყო მუშაობა. რევიზიის პროცესში ეროვნულ სასწავლო გეგმაში არსებითი ცვლილებების შეტანის საჭიროება გამოიკვეთა.
|
ვრცლად>>> |
|
2017-05-25
რევიზირებული სასწავლო გეგმის ძირითადი ასპექტები
|
გვესაუბრება მარიამ ჩიქობავა,
ეროვნული სასწავლო გეგმების
სამმართველოს უფროსი
ვიწყებთ ახალ რუბრიკას „ეროვნული სასწავლო გეგმა“, რომელიც ჩვენი მკითხველისთვის დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) რევიზირებული ეროვნული სასწავლო გეგმის დეტალურად გაცნობას ისახავს მიზნად.
შემოგთავაზებთ წერილებს ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ ცვლილებეზე და, რადგან სასწავლო გეგმის დანერგვის ვადამ 2018-19 სასწავლო წლისთვის გადაიწია, წლის განმავლობაში, გაგაცნობთ პილოტირების მიმდინარეობასა და შუალედურ შედეგებს.
გთავაზობთ შემდეგი სახის თანამშრომლობას: საგნობრივმა კათედრებმა, პედაგოგებმა მოგვაწოდეთ ინფორმაცია თქვენთვის სასურველ თემებსა და იმ საჭიროებებზე, რომლებიც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში გამოიკვეთება. შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტით ან ფეისბუქგვერდზე.
ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშესაწყობად, პედაგოგებს ასევე ვთავაზობთ, ჩვენი გაზეთის საშუალებით, გაუზიარონ ერთმანეთს ახალი სასწავლო გეგმის მოთხოვნებიდან გამომდინარე ჩატარებული გაკვეთილების გამოცდილება, დანერგვის პროცესში გამოვლენილი პრობლემები თუ ხარვეზები.
ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოსთან ერთად მომზადებული რუბრიკა, მთელი წლის განმავლობაში, ხელს შეუწყობს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის განხილვის საჯაროობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
რატომ შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმის ისტორია ხანგრძლივი არ არის. განვითარებულმა ქვეყნებმა, რომლებსაც წარმატებული სასწავლო შედეგები აქვთ, დაახლოებით, 30-40 წლის წინ დაიწყეს რეფორმა და ეროვნულ სასწავლო გეგმაზე მუშაობა. ამიტომ, 10 წელი არ არის დიდი პერიოდი. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვაკვირდებოდით, ვცვლიდით, დიდი სამუშაოები ჩატარდა, სანამ თვითონ რევიზია დაიწყებოდა — იმართებოდა შეხვედრები სკოლებში კათედრებთან, პედაგოგიურ საზოგადოებასთან; სკოლებში იგზავნებოდა წერილები შეკითხვით, ვთქვათ, რას შეცვლიდნენ ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რის დამატებას ისურვებდნენ, რა მუშაობდა კარგად და რა არა.
|
ვრცლად>>> |
|
2017-05-25
სადაც ჩვენ ვართ, პატრიოტიზმსა და კრეატივს არ სძინავს
|
რუბრიკის სტუმარია თემო სუყაშვილი,
მარნეულის N2 საჯაროს სკოლის
დაუგეგმავი კარიერა
2011 წელს უნივერსიტეტი დავამთავრე და სამსახურიც დავიწყე მერიაში, მაგრამ მალევე შევიტყვე განათლების სამინისტროს პროგრამის — „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ შესახებ, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლებას ითვალისწინებდა. პროგრამის ერთ-ერთი სიკეთე ისიც იყო, რომ, თუ ერთი წლის განმავლობაში, რეგიონში, ქართულ ენას არაქართველ მოსახლეობას ვასწავლიდი, მაგისტრატურის სრულ კურსს დამიფინანსებდნენ, რამაც ძალიან მომხიბლა. რასაკვირველია, პროგრამაში მონაწილეობა მივიღე და, 2013 წელს,
|
ვრცლად>>> |
|
2017-05-18
საკუთარ თავს ოცნებები შენ თვითონ უნდა აუხდინო
|
რუბრიკის სტუმარია მაია ინგოროყვა,
იენის უნივერსიტეტის სტუდენტი
— მაია, როგორ გახსენდება მოსწავლეობის პერიოდი, შენი მასწავლებლები... განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?
— დაწყებითი განათლება ოზურგეთის რაიონში, სოფელ მაკვანეთში, ჩემი სოფლის სკოლაში მივიღე. მე-6 კლასიდან სწავლა თბილისში განვაგრძე, რადგან ოჯახი სოფლიდან ქალაქში გადმოვიდა საცხოვრებლად. თბილისში, ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. გულწრფელად რომ ვთქვა, სკოლაში სანიმუშო მოსწავლე არ ვყოფილვარ. ძირითადად, იმ საგნებს ვსწავლობდი, რომელიც მაინტერესებდა. მაშინაც ვფიქრობდი და დღესაც ვფიქრობ, რომ საგნებისადმი ინტერესის გაღვივებაში მნიშვნელოვანი როლი მასწავლებელს აკისრია. მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს საფიქრალი აღუძრას და დაეხმაროს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი სამყაროს უკეთ გაცნობაში. ასევე გულწრფელად რომ ვთქვა, სკოლის ან რომელიმე მასწავლებლის გავლენით არ ამირჩევია ჩემი მომავალი პროფესია.
|
ვრცლად>>> |
|
2017-05-18
ფანჯარა მეტი შესაძლებლობისკენ
|
ლალი ჯელაძე
რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლება, რატომ არის ადრეულ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, როგორ გავხადოთ ის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი — ამ საკითხებს მიეძღვნა გაეროს ბავშვთა ფონდის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სკოლის (ISET) ორგანიზებით გამართული ფორუმი. სკოლამდელი განათლების ფორუმი პირველია განათლების თემაზე დაგეგმილი სადისკუსიო ფორუმების სერიაში, რომელთა მიზანია, ბიძგი მისცეს დებატებსა და კრიტიკულ ანალიზს განათლების სფეროში მთავრობის პრიორიტეტებისა და ინვესტიციების შესახებ. ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პრეზიდენტმა ერიკ ლივინმა, განათლების პოლიტიკის ფორუმის გახსნისას განაცხადა, რომ დისკუსია განათლების ყველაზე ადრეული ფაზით დაიწყეს და უწყვეტ, მუდმივ განათლებამდე გააგრძელებენ.
|
ვრცლად>>> |
|
2017-05-18
ბარიერები „უბარიერო“ პროფესიაში
|
„განათლების ხარისხზე უმთავრესი გავლენა მასწავლებლებს აქვთ, მასწავლებლების ხარისხზე კი — განათლების პოლიტიკას“ — წლებია ამ პრობლემის გარშემო ტრიალებს სისტემა, მაგრამ არც თუ ეფექტურად. სკოლებში ისევ პროფესიონალი მასწავლებლების დეფიციტია და ჯერ კიდევ ბევრი მასწავლებელი იღვწის, რომ სახელმწიფოს დაუდასტუროს კომპეტენციები როგორც საგნობრივ, ისე პროფესიულ უნარებში — მოგეხსენებათ, რომ ახალი სქემის მიხედვით, გამოცდა კომპეტენციების დადასტურებით შეიცვალა და ბარიერიც აღარ არსებობს. წელს 27 400-მდე ადამიანი დარეგისტრირდა, მათგან ნაწილი მოქმედი მასწავლებელია და კომპეტენციების დადასტურება სურს, ნაწილი კი — პროფესიაში შესვლის მსურველი.
|
ვრცლად>>> |
|
2017-05-11
ეს არ არის ჩემი არჩევანი
|
ლალი ჯელაძე
საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ისევ სერიოზულ გამოწვევად რჩება. წლების განმავლობაში სტატისტიკა ისევ ბუნდოვანია, არ არსებობს ოფიციალური მონაცემი იმის შესახებ, რამდენი ბავშვი ითხოვს ქუჩაში მოწყალებას ან რამდენ მოზარდს უწევს მისთვის სახიფათო და საშიში ქმედებით სარჩოს მოპოვება. ამის მიზეზად სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მოზარდების — ბავშვების „მოგზაურობა“ სახელდება, ისინი ხშირად გადაადგილდებიან ერთი ქალაქიდან მეორეში, რაც მათ იდენტიფიცირებას კიდევ უფრო ართულებს,
|
ვრცლად>>> |
|
2017-05-11
საუკეთესო მეგზურების შთამბეჭდავი გზა ევროპისკენ
|
ლალი ჯელაძე
ევროპის დღეების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, მასწავლებლის სახლში გაიხსნა კონფერენცია „მასწავლებელი — მეგზური ევროპისკენ“. „ერთად ვიაროთ საქართველოს მომავლისკენ — ევროპისკენ. — ასე მიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა კონფერენციის მონაწილეეებს, — ევროატლანტიკური სივრცე მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე არ არის, ეს საერთო ღირებულებების სივრცეა და ჩვენც თავი ამ ღირებულებების მატარებელ ერად მიგვაჩნია, ბუნებრივია, ამიტომაც მივისწრაფვით მისკენ.“
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
|