გამოდის 1998 წლიდან
2017-11-16
ილია და ქარ­თ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა


გია მურ­ღუ­ლია

დღეს ყვე­ლა ლა­პა­რა­კობს ილი­ას გზა­ზე. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს რომ ჰკითხოთ, ვინც ჩარ­თუ­ლია პო­ლი­ტი­კა­ში ან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში, ყვე­ლა გეტყ­ვით, რომ ის არის ილი­ას გზის გამ­გ­რ­ძე­ლე­ბე­ლი, რაც მი­ა­ნიშ­ნებს ერთ მარ­ტივ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას, რომ ეს არ შე­იძ­ლე­ბა მარ­თა­ლი იყოს. იმ­დე­ნად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის­გან, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ერ­თ­სა და იმა­ვე ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ეყ­რ­დ­ნო­ბოდ­ნენ ან გა­მო­ხა­ტავ­დ­ნენ. ყვე­ლა ჩვენ­გან­მა, ალ­ბათ, სა­კუ­თარ თავს უნ­და და­უს­ვას კითხ­ვა — ვინ არის დღეს ჩვენ­თ­ვის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, რამ­დე­ნად კარ­გად ვიც­ნობთ მას? ეს ერ­თი. მე­ო­რე — რამ­დე­ნად ვენ­დო­ბით მის ნა­აზ­რევს და რამ­დე­ნად ვი­ყე­ნებთ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ან ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მის რე­კო­მენ­და­ცი­ებს. რა თქმა უნ­და, მე იმის თქმა არ მსურს, რომ რაც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ გვითხ­რა, ეს არის პა­ნა­ცეა დღე­ვან­დე­ლო­ბის­თ­ვის, იმი­ტომ რომ, მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი გა­ვი­და, მაგ­რამ თუ­კი ვამ­ბობთ, რომ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ახ­ლაც არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის გზამ­კ­ვ­ლე­ვი, მა­შინ ეს და­ვა­სა­ბუ­თოთ, რა­ღა­ცა პრაქ­ტი­კით მა­ინც. ეს კითხ­ვა არ­სე­ბობს და მო­დით ვე­ცა­დოთ, პა­სუ­ხი გავ­ცეთ მას.
გა­მორ­ჩე­ულ ადა­მი­ა­ნებს არ­სად არ სწყა­ლო­ბენ, სა­ნამ ცოცხ­ლე­ბი არი­ან (შე­იძ­ლე­ბა სხვა ვი­თა­რე­ბაც არ­სე­ბობს, მაგ­რამ ტენ­დენ­ცია ნამ­დ­ვი­ლად ასე­თია). გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­ქარ­თ­ვე­ლოა. ჩვენ უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, თა­ვის დრო­ზე, ვერ და­იც­ვა ქარ­თ­ველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. რაც უნ­და მტკივ­ნე­უ­ლი იყოს, ეს სი­მარ­თ­ლეა და სი­მარ­თ­ლეს თვა­ლი უნ­და გა­ვუს­წო­როთ. იაკობ გო­გე­ბაშ­ვილს აქვს ერ­თი წე­რი­ლი, რო­მელ­შიც აკა­კის შე­სა­ნიშ­ნავ იუბი­ლეს იხ­სე­ნებს და და­ნა­ნე­ბით ამ­ბობს, რომ მეზ­მა­ნაო ასე­თი რამ: რო­დე­საც დამ­თავ­რ­და იუბი­ლე, უკ­ვე აშ­ლილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თა აკა­კიმ — ერ­თი წუ­თით და­ი­ცა­დეთ, რა­თა ვახ­სე­ნოთ უგ­ვირ­გ­ვი­ნო მე­ფე სა­ქარ­თ­ვე­ლო­სი, რო­მელ­საც არ ღირ­სე­ბია არ­ცერ­თი იუბი­ლე ცხოვ­რე­ბა­ში (არ უფიქ­რია არა­ვის ამის გა­კე­თე­ბა და თუ იფიქ­რეს, თა­ვად ილია იყო წი­ნა­აღ­მ­დე­გი). ყვე­ლა მიხ­ვ­და, რა თქმა უნ­და, რომ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე სა­უბ­რობ­და აკა­კი. რო­დე­საც ეს აზ­რი ასე გა­ბევ­რ­და, ნა­თე­ბად იქ­ცა და წა­ვი­და გუმ­ბა­თის­კენ, ეს იყო უმ­შ­ვე­ნი­ე­რე­სი სა­ხილ­ვე­ლიო, — წერ­და იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი.
მის­და და ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, ეს იყო მხო­ლოდ ზმა­ნე­ბა, ასე­თი რამ რე­ა­ლუ­რად არ მომ­ხ­და­რა, არ გახ­სე­ნე­ბი­ათ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე აკა­კის იუბი­ლე­ზე. იაკო­ბი საყ­ვე­დუ­რობს სა­კუ­თარ სი­ბე­რეს, რო­გორ არ გა­მახ­სენ­და, მეთ­ქ­ვა აკა­კის­თ­ვის, ის ამას იტყო­დაო. მთა­ვა­რი ისაა, რომ ილი­ას ხსე­ნე­ბის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა ამ და ბევ­რ­მა სხვა იუბი­ლე­მაც. ერ­თიც უნ­და ვთქვათ, სამ­წუ­ხა­როდ, ილია და აკა­კი დი­დი მე­გობ­რე­ბი არ ყო­ფი­ლან. არა­სა­სი­ა­მოვ­ნოა ამა­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ ფაქ­ტია, ეს ასე იყო. მა­თი „დი­ა­დი ერ­თო­ბა“, რო­გო­რა­დაც გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის წინ, უფ­რო სა­სურ­ვე­ლი რამ არის, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რი. ბო­ლოს­და­ბო­ლოს ჩვენ გვახ­სოვს, რომ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა და ვა­ნო მა­ჩაბ­ლის ტრა­გი-კო­მი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, აკა­კი მკვეთ­რად უჭერ­და მხარს ვა­ნო მა­ჩა­ბელს, რო­მე­ლიც მი­სი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი იყო, თუმ­ცა, ამას ხე­ლი არ შე­უშ­ლია აკა­კის­თ­ვის, რომ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მის­თ­ვის უბ­რ­წყინ­ვა­ლე­სი სიტყ­ვით მი­ე­მარ­თა. ეს არის უდი­დე­სი ნი­მუ­ში ადა­მი­ა­ნის შე­ფა­სე­ბი­სა და და­ფა­სე­ბის. ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­რო ისაა, რომ ეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მოხ­და.
ქარ­თ­ველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ და­იც­ვა ილია არც მა­შინ, რო­ცა სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი სულს უწამ­ლავ­დ­ნენ. ეს არა­ვინ გა­ა­კე­თა — არც აკა­კიმ, არც იაკობ გო­გე­ბაშ­ვილ­მა. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს თვი­თონ მო­უხ­და სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვა. სა­პა­სუ­ხოდ საკ­მა­ოდ ვრცე­ლი წე­რი­ლი და­წე­რა სა­თა­უ­რით „ნუ­თუ?“, რო­მე­ლიც არ და­უ­ბეჭ­დეს მი­სი­ვე და­არ­სე­ბულ „ივე­რი­ა­ში“ და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ცალ­კე ბრო­შუ­რად გა­მო­ე­ცა. ეს არ არის დი­დად გა­საკ­ვი­რი ამ­ბა­ვი, მსოფ­ლიო იც­ნობს ასეთ პრე­ცე­დენ­ტებს. სხვა­გან რომ არ წა­ვი­დეთ, ჩვე­ნი რუს­თ­ვე­ლიც კმა­რა. ადა­მი­ა­ნი, სულ­თა და გულ­თა მპყრო­ბე­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბი­სა, „ქარ­თ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში“ ერ­თხე­ლაც არ არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. რო­გორც ჩანს, ვერც მან ასი­ა­მოვ­ნა მის­დ­რო­ინ­დე­ლი მბრძა­ნებ­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­სი. მე, მა­გა­ლი­თად, ეჭ­ვი არ მე­პა­რე­ბა, რომ ის გა­ა­ძე­ვეს ჩვე­ნი ქვეყ­ნი­დან.
ასე­თი იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ილი­ას მი­მართ. არ მინ­და იმის თქმა, რომ მას პა­ტივს არ სცემ­დ­ნენ. უდა­ვოდ დიდ პა­ტივ­საც სცემ­დ­ნენ, მაგ­რამ ისიც ფაქ­ტია და ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია, რომ მის და­სა­ცა­ვად ხმა არა­ვინ ამო­ი­ღო. რა თქმა უნ­და, ეს სრუ­ლე­ბით არ გა­ნა­პი­რო­ბებს დღე­ვან­დელ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ილი­ას მი­მართ. თუმ­ცა, ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­საც ორი მხრი­დან უნ­და შევ­ხე­დოთ: ერ­თი მხრივ, ჩვენ ლა­მის ვაღ­მერ­თებთ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს, მიგ­ვაჩ­ნია, თით­ქოს­და, ყვე­ლა­ზე დიდ ქარ­თ­ვე­ლად, მაგ­რამ ფაქ­ტი ერ­თია, ჩვენც, ჩვე­ნი თა­ო­ბა (მა­სობ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბა მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში) კარ­გად არ იც­ნობს მას და სრუ­ლი­ა­დაც არ ვიქ­ნე­ბით შორს ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა­გან, თუ ვიტყ­ვით, რომ არც იყე­ნებს მის ნა­აზ­რევს რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში. ესეც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. თუ ილი­ას აზ­რი არ არის თა­ნა­მედ­რო­ვე, თუ ეს ასეა, მა­შინ ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, იმი­ტომ რომ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩვე­ნი დი­დე­ბუ­ლი წარ­სუ­ლი, რო­მელ­საც პა­ტივს მი­ვა­გებთ, მაგ­რამ დღეს არა­ფერ­ში გა­მოგ­ვად­გეს მი­სი აზ­რი. არა მგო­ნია, რომ ასეა — პი­რი­ქით, სავ­სე­ბით დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სწო­რედ სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო მო­საზ­რე­ბაა ჭეშ­მა­რი­ტი. სევ­დის მომ­გ­ვ­რე­ლი ისაა, რომ დღე­ვან­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხო­ლოდ დეკ­ლა­რი­რებს ილი­ას იდე­ებს, პა­ტივს მი­ა­გებს მათ, მაგ­რამ არ იხ­დის გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბად. ეს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უტ­რი­რე­ბუ­ლი აზ­რია, შე­საძ­ლოა მა­ვან­მა მცი­რე გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი მო­ძებ­ნოს კი­დეც, მაგ­რამ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს ასეა და არა სხვა­ნა­ი­რად.
მო­დით, ერ­თი წა­მით, და­ვუს­ვათ ჩვენს თავს კითხ­ვა — რით შე­იძ­ლე­ბა იყოს ილია თა­ნა­მედ­რო­ვე? რა გა­ა­კე­თა მან ისე­თი, რაც დღე­საც შე­იძ­ლე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის? სხვა­თა შო­რის, ეს კითხ­ვა მე დავ­ს­ვი რუს­თ­ველ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. მოგ­კ­ლავს კი­დეც ქარ­თ­ვე­ლი, რა­ი­მე გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სიტყ­ვა რომ წა­მოგ­ც­დეს რუს­თ­ველ­ზე, მაგ­რამ, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, შე­იძ­ლე­ბა წა­კითხუ­ლი არც ჰქონ­დეს „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ ან — სა­თა­ნა­დოდ გა­აზ­რე­ბუ­ლი; სა­ინ­ტე­რე­სოა, რას გვი­პა­სუ­ხებს კითხ­ვა­ზე — რა­ტომ არის რუს­თ­ვე­ლი დი­დი პო­ე­ტი? — რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე, პო­ლი­ტი­კო­სი, მას­წავ­ლე­ბე­ლი, მოს­წავ­ლე.
ახ­ლა ჩემს აზრს მო­გახ­სე­ნებთ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით: პირ­ვე­ლი, რაც ილი­ამ გა­ა­კე­თა ქარ­თ­ველ­თათ­ვის — ეცა­და ძა­ლი­ან, რომ ჩვე­ნი აზ­როვ­ნე­ბა, ყო­ფა და ცხოვ­რე­ბა ყო­ფი­ლი­ყო რა­ცი­ო­ნა­ლურ პრინ­ცი­პებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ჩვენ ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს მი­ვა­გებთ ემო­ცი­ებს. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა, ჩვე­ნი გან­ვი­თა­რე­ბის კულ­ტუ­რა, ყო­ფა, ქცე­ვა და ა.შ. დი­დად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ემო­ცი­ებ­ზე. ეს არ არის ცუ­დი, ქარ­თ­ველ­თა გუ­ლი­თა­დო­ბა/გუ­ლის­ხ­მი­ე­რე­ბა სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კას, ეკო­ნო­მი­კას, კულ­ტუ­რა­საც, სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან უყ­ვარს რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბიც, გარ­და ემო­ცი­უ­რი­სა და ილია მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ცდი­ლობ­და, რომ ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის შე­ეყ­ვა­რე­ბი­ნა ამ­გ­ვა­რად ფიქ­რიც და მოქ­მე­დე­ბაც. სხვა საქ­მეა, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა მან ეს, გა­ი­მარ­ჯ­ვა თუ წა­ა­გო ამ ბრძო­ლა­ში. დღეს მე რომ ვუ­ყუ­რებ ქარ­თ­ველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მა­ინც და მა­ინც დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი არ ვარ, რომ ილი­ამ დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, რბი­ლად რომ ვთქვათ. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ აჩ­ვე­ნა, რას ნიშ­ნავს რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბა და რას ნიშ­ნავს რე­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი. ერ­თი მა­გა­ლი­თი გა­ვიხ­სე­ნოთ: გრი­გოლ ყიფ­ში­ძე იხ­სე­ნებს, ილი­ამ სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო ბან­კ­ში, რო­მე­ლიც 1875 წელს და­ა­არ­სა, სრუ­ლი 30 წე­ლი­წა­დი დაჰ­ყო და მის­მა ამაგ­მა ამ მხრი­ვაც არ ჩა­ი­ა­რა უშე­დე­გოდ, ბან­კის წყა­ლო­ბით უდ­გია სუ­ლი ყო­ველ ჩვენს კულ­ტუ­რულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, წელს მი­სი მო­გე­ბა ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნიაო. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვია — სწო­რედ ილი­ას და­არ­სე­ბუ­ლი ბან­კით ცოცხ­ლობ­და და სულ­დ­გ­მუ­ლობ­და ბევ­რი კე­თი­ლი ქარ­თუ­ლი საქ­მე — ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხაა, ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბან­კი იყო. თა­ვად გან­სა­ჯეთ, რო­ცა ხა­რი ღირ­და 2 აბა­ზი, ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი მარ­თ­ლაც უზარ­მა­ზა­რი ფუ­ლია.
მე­ო­რე მო­მენ­ტი, რო­მე­ლიც ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მგო­ნია: სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში არი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა ფიქ­რი, ნა­აზ­რე­ვი თუ ლო­გი­კა ჰგავს ერ­თ­მა­ნეთს. ჩე­მი აზ­რით, ოთხი ასე­თი მოღ­ვა­წე გვყავს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში — გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლი, გი­ორ­გი ათო­ნე­ლი, სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნი და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე. ერ­თ­გ­ვა­რი პა­რა­დიგ­მა ახ­ლავს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ას, ასე­თი რამ­დე­ნი­მე შე­იძ­ლე­ბა იყოს, მაგ­რამ ახ­ლა ეს პა­რა­დიგ­მა მინ­და წი­ნა პლან­ზე წა­მოვ­წიო. მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლი და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ჰგვა­ნან ერ­თ­მა­ნეთს, რო­გორც ძა­ლი­ან მას­შ­ტა­ბუ­რი მოღ­ვა­წე­ნი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღებ­ნი და მა­თი ძა­ლი­ან რე­ა­ლის­ტუ­რა­დაც გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლე­ბი, რა­მაც სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბი მო­უ­ტა­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს. ეს ორი ეპო­ქა ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თ­მა­ნეთს — იქ არა­ბე­ბი არი­ან, აქ — რუ­სე­ბი. იქაც არა­ბებ­მა მსოფ­ლიო იმ­პე­რია შექ­მ­ნეს, სამ­ხ­რეთ ეს­პა­ნე­თი­დან ინ­დო­ე­თამ­დე, აქაც რუ­სე­თის იმ­პე­რია დე­და­მი­წის 1/6-ზეა გა­და­ჭი­მუ­ლი. იქ იბ­რ­ძო­და ნერ­სე ერის­თა­ვი სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თ­ვის, თუმ­ცა ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნად დამ­თავ­რ­და ეს ის­ტო­რია. აქაც, 1801 წლი­დან, აჯან­ყე­ბა აჯან­ყე­ბას მოს­დევ­და, მაგ­რამ ეს გა­მოს­ვ­ლე­ბი არ იყო სის­ტე­მუ­რი და ამი­ტო­მაც გან­წი­რუ­ლი იყო და­სა­მარ­ცხებ­ლად. გრი­გოლ ხან­ძ­თელ­მა და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ და­ი­ნა­ხეს, რომ ხმალს, იარაღს თუ იდეა, ერ­თი­ა­ნი კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ხედ­ვა და გა­ნათ­ლე­ბა არ უმაგ­რებს ზურგს, ისე ეს ხმა­ლი უძ­ლუ­რია. გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლის წას­ვ­ლით ტაო-კლარ­ჯე­თის აოხ­რე­ბულ, გა­ნად­გუ­რე­ბულ მხა­რე­ში (მურ­ვან ყრუს შე­მო­სე­ვამ გა­ა­ცამ­ტ­ვე­რა იქა­უ­რო­ბა, რა­საც შა­ვი ჭი­რის ეპი­დე­მი­აც და­ერ­თო), რო­გორც რე­ზო სი­რა­ძე წერ­და, ბერ-მო­ნაზ­ვ­ნუ­რი ცხოვ­რე­ბით, კულ­ტუ­რუ­ლი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მოღ­ვა­წე­ო­ბით ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტ­რი შე­იქ­მ­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­ი­და­ნაც და­იწყო ფიქ­რი და შემ­დეგ მოქ­მე­დე­ბაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, რაც დაგ­ვირ­გ­ვინ­და ბაგ­რატ ჳჳჳ-ის დროს. თბი­ლი­სი ოდ­ნავ გვი­ან, 1122 წელს, აიღო და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა. აი, რა იყო შე­დე­გი გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლის მოღ­ვა­წე­ო­ბის. ზე­მოთ პა­რა­დიგ­მა ვახ­სე­ნე და სა­ხა­რე­ბა­ში არის ასე­თი პა­რა­დიგ­მა — ჯერ მო­დის წი­ნა­მორ­ბე­დი, მე­რე — მე­სია; ჯერ იყო იოანე ნათ­ლის­მ­ცე­მე­ლი და მე­რე მო­ვი­და იესო. ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში გან­მე­ორ­და იგი­ვე — ჯერ იყო გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლი და მას­ზე და­ფუძ­ნე­ბით მო­ვი­და და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ათო­ნე­ლე­ბის გზის გავ­ლით. ჩე­მი რწმე­ნით, იგი იყო წი­ნა­მორ­ბე­დი. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე­მაც გა­ი­მე­ო­რა-მეთ­ქი გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლის გზა — ჯერ იფიქ­რა, მე­რე გა­ნაცხა­და და გა­ა­კე­თა კი­დეც, რომ ყვე­ლას გა­ე­გო, რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს გა­ნათ­ლე­ბას, კულ­ტუ­რას, ერ­თი­ა­ნი ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ყო­ვე­ლი ერის­თ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც ის ქმნის სა­ხელ­მ­წი­ფოს. ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, თა­ვის იდე­ა­ში, არ წა­სუ­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ავ­ტო­ნო­მი­ა­ზე წინ, მაგ­რამ მთე­ლი მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არის ნი­შას­ვე­ტი იმი­სა, რო­გორ ფიქ­რობ­და ეს ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და რო­გორ წვრთნი­და ქარ­თ­ველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის. ამ თვალ­საზ­რი­სით, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია „ივე­რია“ (1877წ.), წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა (1879წ.), ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი, სა­თე­ატ­რო ამ­ხა­ნა­გო­ბა და დრა­მა­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა (1880წ.), სას­კო­ლო კო­მი­ტე­ტი, სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო სკო­ლა და ა.შ. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ, პრაქ­ტი­კუ­ლად, შექ­მ­ნა ახა­ლი კულ­ტუ­რუ­ლი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ვე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ძლი­ე­რად უწყობ­და ხელს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რაც უზარ­მა­ზა­რი დამ­სა­ხუ­რე­ბაა ქვეყ­ნის წი­ნა­შე.
შემ­დე­გი მო­მენ­ტი, რაც მინ­და გა­მოვ­ყო, ისაა, რომ მან წი­ნა პლან­ზე წა­მო­წია პრინ­ციპ­თა დაც­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. არას­დ­როს, რა­ი­მე მო­საზ­რე­ბის გა­მო, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს პრინ­ცი­პე­ბი არ და­უთ­მია. ამი­ტომ ამ­ბობ­დ­ნენ მას­ზე ხის­ტი, ჯი­უ­ტი კა­ციაო, თუმ­ცა პრინ­ციპ­თა ერ­თ­გუ­ლე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ არის არც სი­ხის­ტე და არც უკ­მე­ხო­ბა. ეს არის „სა­მოქ­მე­დო მუდ­მი­ვა­თა“ აღი­ა­რე­ბა და სა­კუ­თა­რი სინ­დი­სის კარ­ნა­ხით ცხოვ­რე­ბა. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. მა­ში­ნაც და ახ­ლაც უკი­დუ­რე­სად ბევ­რი მედ­რო­ვე იყო და არის. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ამ ცნე­ბას („მედ­რო­ვეს“) ყვე­ლა­ზე მე­ტად ვერ იტან­და და აღი­ა­რებ­და მხო­ლოდ პრინ­ციპ­თა პრი­მატ­სა და ერ­თ­გუ­ლე­ბას.
არის კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რამ, რაც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად, ას­წავ­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლოს — ესაა კომ­პ­ლექ­სუ­რი აზ­როვ­ნე­ბა, აზ­როვ­ნე­ბა კონ­ტექ­ს­ტ­ში. ჩვე­ნი ქვეყ­ნის რუ­სე­თის პრო­ვინ­ცი­ად ქცე­ვამ ქარ­თ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­როვ­ნე­ბა­საც და­ას­ვა და­ღი. ჩვენ ხში­რად გვი­ჭირ­და ეროვ­ნუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის მსოფ­ლიო კონ­ტექ­ს­ტ­ში აღ­ქ­მა და ანა­ლი­ზი იმი­სა, რაც მა­შინ ხდე­ბო­და. ილი­ას პუბ­ლი­ცის­ტუ­რი წე­რი­ლე­ბი არის კლა­სი­კუ­რი ნი­მუ­ში და მა­გა­ლი­თი, რო­გორ უნ­და ხე­დავ­დე, ერ­თი შე­ხედ­ვით მცი­რე მოვ­ლე­ნებს, მას­შ­ტა­ბურ კონ­ტექ­ს­ტ­ში. სიტყ­ვი­სა და საქ­მის ერ­თი­ა­ნო­ბაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­დუ­სია, რო­დე­საც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ღვაწ­ლ­ზე ვლა­პა­რა­კობთ. სიტყ­ვა და საქ­მე — ამ სიტყ­ვე­ბის გან­ც­და გას­დევს ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას თა­ვი­სი ის­ტო­რი­ის  დიდ გზა­ზე. შორს რომ არ წა­ვი­დე, სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ანს გა­ვიხ­სე­ნებ — „სიტყ­ვა საქ­მი­ა­ნი და საქ­მე სიტყ­ვი­ა­ნი“. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეც კითხუ­ლობს მგზავ­რის წე­რი­ლებ­ში: „ეს ყვე­ლა­ფე­რი სიტყ­ვე­ბია და შენ­მა ქვე­ყა­ნამ საქ­მე, რომ მოგ­თხო­ვოს?..“ ჩვენ ძა­ლი­ან გვიყ­ვარს სიტყ­ვებ­ში ცხოვ­რე­ბა. ბევ­რ­მა ის­წავ­ლა კარ­გად ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ ლა­პა­რა­კის იქით ძა­ლი­ან ხში­რად საქ­მე არ მი­დის. აი, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე იყო კა­ცი, რომ­ლის­თ­ვი­საც სიტყ­ვა და საქ­მე იყო ერ­თი და იგი­ვე და ას­წავ­ლი­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ამ ცნე­ბა­თა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ აქაც ჯერ კი­დევ ბევ­რი რე­სურ­სი გვაქვს გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ გვითხ­რა, რას ნიშ­ნავს „საქ­მით მეტყ­ვე­ლი სუ­ლი“, ჯერ ლექ­ს­ში ახ­სე­ნა, მე­რე ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი და გი­ორ­გი ამის მხატ­ვ­რუ­ლი გან­სა­ხი­ე­რე­ბა­ნი არი­ან. ეს არის სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და მთე­ლი სამ­ყა­როს დი­ა­ლექ­ტუ­რი გა­აზ­რე­ბა. არა­ფე­რი ერთ ად­გი­ლა­ზე არ დგას, მას არ შე­უძ­ლია გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე გა­ნი­ხი­ლოს ესა თუ ის სა­კითხი, ფაქ­ტი, თუნ­დაც მომ­ხ­და­რი. მას ეს­მო­და, რომ გა­უ­თა­ვე­ბელ­მა ომებ­მა, ში­ნა­აშ­ლი­ლო­ბამ და­ა­სუს­ტა სა­ქარ­თ­ვე­ლო, ცდი­ლობ­და ამ დეგ­რა­და­ცი­ის შე­ჩე­რე­ბას და ქვეყ­ნის შე­მობ­რუ­ნე­ბას გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სის­კენ. ძა­ლი­ან დი­დი დრო და­ხარ­ჯა სა­ა­მი­სოდ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ.
მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში დას­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზი კარ­გად უნ­და გა­ვი­აზ­როთ, რომ გა­ვი­გოთ მომ­დევ­ნო ნა­ბი­ჯე­ბის არ­სი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. ჯერ კი­დევ კი­ტა აბა­ში­ძემ შე­ნიშ­ნა მარ­თე­ბუ­ლად ერ­თი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა, მაგ­რამ ამა­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით. მე ასე ვუ­ყუ­რებ ამ დი­აგ­ნოზს და ხსნის გზა­საც — მის­თ­ვის მთა­ვა­რი იყო თა­ვი­სუფ­ლე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი ავ­ტო­ნო­მია „ჩვე­ნი თა­ვი ჩვე­ნად­ვე გვე­ყუდ­ნეს“, სი­ნერ­გია, რაც შემ­დეგ არ­ჩილ ჯორ­ჯა­ძეს­თან ჩა­მო­ყა­ლიბ­და „სა­ერ­თო ნი­ა­და­გის“ თე­ო­რი­ის სა­ხით; რო­გორ უნ­და გან­ვი­თარ­დეს ქარ­თ­ველ­თა ფი­ზი­კუ­რი, გო­ნებ­რი­ვი, სუ­ლი­ე­რი ენერ­გია ისე, რომ ერ­თი მიზ­ნის­კენ წა­იყ­ვა­ნოს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­კენ. ამას მი­ა­ნიშ­ნებ­და ბან­კის და­არ­სე­ბის იდეა და მე­რე მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი ხედ­ვე­ბი, და­ბო­ლოს, მმარ­თ­ვე­ლო­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­დე­ლის (ევ­რო­პუ­ლი მო­დე­ლის) და­ფუძ­ნე­ბის იდეა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე აგ­რ­ძე­ლებ­და ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის გზას, მათ არ­ჩე­ვანს — რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს არ­ჩევ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და, ის ყო­ველ­თ­ვის ირ­ჩევ­და გან­ვი­თა­რე­ბის და­სავ­ლურ გზას, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის პირ­ვე­ლა­დო­ბით.
ზე­მოთ კი­ტა აბა­ში­ძე ვახ­სე­ნე. და­აკ­ვირ­დით, რო­გორ ლო­გი­კუ­რად ხე­დავს იგი გარ­კ­ვე­უ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ხაზს ილი­ას შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. „თუ ლუ­არ­სა­ბი და და­რე­ჯა­ნი, ეს და­თი­კოს კა­ნო­ნი­ე­რი მშობ­ლე­ბი, მუც­ლის ამო­ყორ­ვით ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ ხორცს, და­თი­კო თა­ვი­სი ხორ­ცის ჟი­ნი­ა­ნო­ბას გა­დაჰ­ყ­ვა, რო­მე­ლიც სქე­სობ­რი­ვი ვნე­ბა­თა­ღელ­ვის თავ­შე­საფ­რად გა­დაქ­ცე­უ­ლი­ყო, ხო­ლო სის­ტე­მა­ტი­ურ­მა ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ამ ხორ­ცი­სა, სქე­სობ­რი­ვი ენერ­გი­ის თა­ვაშ­ვე­ბულ­მა, უსაზღ­ვ­რო გაფ­ლან­გ­ვამ, მთე­ლი წო­დე­ბა მო­ა­დუ­ნა, სის­ხ­ლი გა­უშ­რო, ძარ­ღ­ვე­ბი და­უ­სუს­ტა და შემ­დე­გი თა­ო­ბა არ­ჩი­ლი­სა და კე­სოს სა­ხით მოგ­ვევ­ლი­ნა. კე­სო და არ­ჩი­ლი აჩ­რ­დილ­ნი არი­ან. მათ არც არაფ­რის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლი­ათ, არც კარ­გის წახ­დე­ნა. მათ ხომ გრძნო­ბე­ბიც კი დაჩ­ლუნ­გე­ბუ­ლი აქვთ იმ­დენ­ზედ, რომ ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ მოთხოვ­ნი­ლე­ბას სჯაბ­ნის თავ­ში მშრალ-მშრა­ლად და­ლა­გე­ბუ­ლი, უსის­ხ­ლ­ხორ­ცო ათას­გ­ვა­რი ტრა­დი­ცია. კე­სო გი­ორ­გის სიყ­ვა­რულს ვერ გა­უ­გებს არა თუ მარ­ტო იმი­ტომ, რომ წარ­მოდ­გე­ნაც კი არ შე­უძ­ლია, გლეხ­სა და ბა­ტონს შო­რის სიყ­ვა­რუ­ლის ხი­დის გა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბო­დეს, იმი­ტო­მაც, რომ მას სქე­სობ­რი­ვი ენერ­გია დაჩ­ლუნ­გე­ბუ­ლი აქვს“. აი, რას წერ­და კი­ტა აბა­ში­ძე. აქე­დან უნ­და და­ვას­კ­ვ­ნათ, რომ კა­ცი­სა თუ ქვეყ­ნის სა­სი­ცოცხ­ლო ენერ­გია უმიზ­ნო­ბას შე­იძ­ლე­ბა შე­ე­წი­როს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლა­ფე­რი ეს, მე­რე მი­დის ლუ­არ­საბ თათ­ქა­რი­ძემ­დე. რო­გორც აკა­კი ბაქ­რა­ძემ შე­ნიშ­ნა, „ეს იყო არაფ­რო­ბის უარ­ყო­ფა“, რაც ილი­ას მი­ერ მხატ­ვ­რუ­ლად წარ­მოდ­გე­ნი­ლია „კა­ცია ადა­მი­ან­ში?!“
თუ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მოღ­ვა­წე­ო­ბის კი­დევ ერთ მო­მენტს შე­ვე­ხე­ბით, მან აჩ­ვე­ნა გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, შექ­მ­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ახა­ლი — ობი­ექ­ტურ ანა­ლიზ­სა და შე­ფა­სე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ხედ­ვა. ეს ხედ­ვა იყო იმ­დე­ნად თვით­კ­რი­ტი­კუ­ლი, რომ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ქარ­თ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შ­ფო­თე­ბა­საც კი იწ­ვევ­და. მა­გა­ლი­თად, „რა ვა­კე­თეთ, რას ვშვრე­ბო­დით?!“, „ბედ­ნი­ე­რი ერი“, „კითხ­ვა-პა­სუ­ხი“ ან „აჩ­რ­დი­ლი“, სა­დაც წერს „აქ არ­ვის, დიდ­სა თუ პა­ტა­რა­სა, ქვეყ­ნის ტკი­ვი­ლით არ სტკი­ვა გუ­ლი“. აქ­ვე ნაჩ­ვე­ნე­ბია, რომ არც სუ­ლი­ე­რი დე­და­ქა­ლა­ქი სა­ქარ­თ­ვე­ლო­სი — მცხე­თა და არც პო­ლი­ტი­კუ­რი დე­და­ქა­ლა­ქი — თბი­ლი­სი აღარ არი­ან იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და­წა­ფე­ბულ­ნი, რაც ოდით­გან გა­ნა­პი­რო­ბებ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მსვლე­ლო­ბას.
კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი — ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შე­ებ­რ­ძო­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ბა­ტო­ნე­ბულ აზრს, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩვენ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წარ­მა­ტე­ბას, კე­თილ­დღე­ო­ბა­სა თუ ძალ­მო­სი­ლე­ბას აბ­რ­კო­ლებს, „სხვი­სი ბრა­ლია“. და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლი ეცა­და, და­ე­ნახ­ვე­ბი­ნა ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის  (სულ­ხან-სა­ბაც ეცა­და ამას), რომ მარცხს გა­ნა­პი­რო­ბებს დიდ­წი­ლად ის, რა­საც შენ არ აკე­თებ და არა ის, რა­საც შენ გი­კე­თე­ბენ. ჩვენ მტე­რი და დამ­პყ­რო­ბე­ლი არა­სო­დეს გვაკ­ლ­და, არც ჩვე­ნი გან­ვი­თა­რე­ბის მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბი, მაგ­რამ მთა­ვა­რი ის არის, რომ სა­კუ­თა­რი და­ნა­შა­უ­ლი, სა­კუ­თა­რი გა­დაც­დო­მე­ბიც და­ვი­ნა­ხოთ, შე­ვა­ფა­სოთ და აღარ გა­ვი­მე­ო­როთ. თუმ­ცა, ეს მა­ინ­ცა­და­მა­ინც არ გვჩვე­ვია — ჩვენ (წარ­სულ­შიც და ახ­ლაც) სის­ტე­მა­ტუ­რად ვუშ­ვებთ ერ­თ­სა და იმა­ვე შეც­დო­მებს. ეს ხედ­ვა, რომ ყვე­ლა­ფე­რი სხვი­სი ბრა­ლი არ არის, დღე­საც ჯერ კი­დევ და­სამ­კ­ვიდ­რე­ბე­ლია. გვირ­ჩევ­ნია, სხვებ­ზე, სხვის და­ნა­შა­ულ­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ და არა სა­კუ­თარ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ზე. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე სწო­რედ ამას მოგ­ვი­წო­დებ­და, რომ ობი­ექ­ტუ­რი ხედ­ვის თვა­ლე­ბი გაგ­ვე­ხი­ლა. და თუ ვამ­ბობთ, რომ მის გზას მივ­ყ­ვე­ბით, მის იდე­ებს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, ეს უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად მო­აზ­როვ­ნე და მოქ­მედ ქვეყ­ნად ქცე­უ­ლი­ყო, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ და­ა­ყე­ნა „ახა­ლი ქარ­თ­ვე­ლის“ აღ­ზ­რ­დის სა­კითხი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იმის სრუ­ლი შეგ­რ­ძ­ნე­ბი­თა და შეგ­ნე­ბით, რომ ის, რაც ტრა­დი­ცი­უ­ლია, ღი­რე­ბუ­ლია, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ადა­მი­ან­მა, მაგ­რამ პა­რა­ლე­ლუ­რად, წინ წა­მოს­წია გან­ვი­თა­რე­ბის იდეა, ახა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის იდეა. მა­გა­ლი­თად, ლექ­ს­ში „ქარ­თ­ვ­ლის დე­დას“ ამ­ბობს: „მო­ვიკ­ლათ წარ­სულ დრო­ებ­ზე დარ­დი, ჩვენ უნ­და ვსდი­ოთ ახ­ლა სხვა ვარ­ს­კ­ვ­ლავს, ჩვენ უნ­და ჩვე­ნი ვშვათ მყო­ო­ბა­დი, ჩვენ უნ­და მივ­ცეთ მო­მა­ვა­ლი ხალხს“. მა­ში­ნაც და ახ­ლაც ქარ­თ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა წარ­სუ­ლის გან­დი­დე­ბა­ში ღვრი­და ცრემ­ლებს. სულ მივ­ს­ტი­რით და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის დროს, რო­მე­ლიც, პირ­და­პირ უნ­და ვთქვათ, ქარ­თ­ვე­ლებს დი­დად არ უყ­ვარ­დათ იმი­ტომ, რომ მან შექ­მ­ნა სა­ხელ­მ­წი­ფო, სა­დაც სრუ­ლად აკონ­ტ­რო­ლებ­და ქარ­თ­ველ­თა „გან­ზე წას­ვ­ლის“ სურ­ვილს და უწეს­რი­გო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბას. „აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ მას მოგ­ვი­ა­ნე­ბით უწო­დეს. სიმ­პ­ტო­მა­ტუ­რია, რომ თით­ქ­მის არც ერ­თი ხალ­ხუ­რი ლექ­სი არ არის და­წე­რი­ლი და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე. ძა­ლი­ან ბევ­რი ლექ­სია თა­მარ­ზე, ერეკ­ლე მე­ფე­ზე (ეს ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლის გა­მომ­ხატ­ვე­ლია), მაგ­რამ და­ვით­ზე და გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლე­ზე — არც ერ­თი.
ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის იდეა გა­ა­ცოცხ­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ის იყო პრო­ვინ­ცი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის ჭა­ო­ბი­დან ჩვე­ნი გა­მოყ­ვა­ნის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი ნი­შან­ს­ვე­ტი. სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი იდეა და მო­წო­დე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი მუდ­მი­ვად ეს­წ­რაფ­ვო­დეს სრულ­ქ­მ­ნი­ლე­ბას — „იყ­ვე­ნით თქვენ სრულ, ვი­თარ­ცა მა­მაი თქვე­ნი ზე­ცა­თაი სრულ არს“ (მა­თე, 5, 48) ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის­თ­ვის იყო მრწამ­სი და კრე­დო. ის არ იყო ძა­ლი­ან რე­ლი­გი­უ­რი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ კარ­გად ეს­მო­და იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და უც­ვა­ლე­ბე­ლი პოს­ტუ­ლა­ტე­ბი­სა, რაც მო­ცე­მუ­ლია სა­ხა­რე­ბა­სა და მთლი­ა­ნად ბიბ­ლი­ა­ში.
აი, მოკ­ლედ, ვინ არის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, მივ­დევთ თუ არა მის ნაკ­ვა­ლევს, ვი­ზი­ა­რებთ და ვაც­ნო­ბი­ე­რებთ თუ არა მის ნა­აზ­რევ­სა და ნაღ­ვაწს. მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ არც დღე­ვან­დელ ქარ­თ­ველს აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ილი­ას ფე­ნო­მე­ნი. მხო­ლოდ სა­ი­უ­ბი­ლეო დღე­ებ­ში მას­ზე ფიქ­რი­სა და ლა­პა­რა­კის გა­მო ვერ ჩა­ვით­ვ­ლე­ბით ილი­ას გზის ჭეშ­მა­რიტ გამ­გ­რ­ძე­ლებ­ლე­ბად. ეს გზა კი გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი დოგ­მე­ბის­კენ კი არ მიგ­ვიძღ­ვის, არა­მედ ცოცხა­ლი აზ­როვ­ნე­ბის­კენ, რო­მე­ლიც — ერ­თა­დერ­თი! — უზ­რუნ­ველ­ყოფს კა­ცის, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა თუ სა­ხელ­მ­წი­ფოს მუდ­მივ და მი­ზან­მი­მარ­თულ გან­ვი­თა­რე­ბას.

25-28(942)N