გამოდის 1998 წლიდან
2017-11-09
2018 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი


6 ნო­ემ­ბერს, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს 2018 წლის გა­მოც­დებ­ზე და­გეგ­მი­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი გა­აც­ნო.
ძი­რი­თა­დი სი­ახ­ლე ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტესტს შე­ე­ხე­ბა — გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად იც­ვ­ლე­ბა ტეს­ტის სტრუქ­ტუ­რა. ცვლი­ლე­ბა მხო­ლოდ ვერ­ბა­ლურ ნა­წილს შე­ე­ხე­ბა. უც­ვ­ლე­ლი რჩე­ბა სა­გა­მოც­დო დრო (1 სა­ა­თი და 35 წუ­თი) და შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა, ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა ისევ 80-ია.
იც­ვ­ლე­ბა, ასე­ვე, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ტეს­ტ­ში არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ესეს შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, შე­ფა­სე­ბის ქუ­ლაც, ნაც­ვ­ლად 20-ისა, იქ­ნე­ბა 24. ცენ­ტ­რ­ში მი­აჩ­ნი­ათ, რომ ამით გა­ი­ზარ­და ნაშ­რო­მის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რის შე­ფა­სე­ბის ხვედ­რი­თი წი­ლი, რაც მიზ­ნად ისა­ხავს მსჯე­ლო­ბის არ­გუ­მენ­ტი­რე­ბი­სა და არა­შაბ­ლო­ნუ­რო­ბის, აგ­რეთ­ვე კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას.
სი­ახ­ლეა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რის პრო­ექ­ტის #goNaec ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა — სას­წავ­ლო-სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო კომ­პო­ნენ­ტე­ბი ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დის­თ­ვის მო­სამ­ზა­დებ­ლად. ინი­ცი­ა­ტი­ვა გუ­ლის­ხ­მობს ყო­ველ­კ­ვი­რე­ულ რუბ­რი­კას „ზო­გა­დი უნა­რე­ბი სო­ფო დო­ლი­ძეს­თან ერ­თად“, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც უნა­რე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ტეს­ტის სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის და­ვა­ლე­ბებს გა­ნი­ხი­ლავს. ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რე­ლი და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი მეგ­ზუ­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის უნა­რე­ბის გა­მოც­დის წარ­მა­ტე­ბით ჩა­სა­ბა­რებ­ლად. ინი­ცი­ა­ტი­ვა, ასე­ვე, გუ­ლის­ხ­მობს სპონ­სო­რე­ბის მი­ერ მხარ­და­ჭე­რილ ტეს­ტი­რე­ბებს, რომ­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის უფა­სო იქ­ნე­ბა.
მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი: „ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია მუდ­მი­ვად ცდი­ლობს, კი­დევ უფ­რო სრულ­ყოს სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა. 2005 წლი­დან, ალ­ბათ, ვერ და­მი­სა­ხე­ლებთ წელს, რო­ცა გარ­კ­ვე­უ­ლი სი­ახ­ლე არ შეგ­ვი­თა­ვა­ზე­ბია ჩვე­ნი აპ­ლი­კან­ტე­ბის­თ­ვის, პირ­ველ რიგ­ში, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის, იქ­ნე­ბო­და ეს გა­მოც­დე­ბის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის თუ ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ბუ­ნებ­რი­ვია, ყო­ვე­ლი სი­ახ­ლე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უნ­და იყო სის­ტე­მის სრულ­ყო­ფა­სა და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სა და ზო­გა­დად აპ­ლი­კან­ტე­ბის ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის უფ­რო ეფექ­ტუ­რად შე­ფა­სე­ბა­ზე. ამ მხრივ, არც 2018 წე­ლია გა­მო­ნაკ­ლი­სი და ბუ­ნებ­რი­ვია, სი­ახ­ლეე­ბი, რა­საც აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ვთა­ვა­ზობთ, სწო­რედ ამ მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.
ცვლი­ლე­ბა ეხე­ბა ორ ძი­რი­თად გა­მოც­დას — ზო­გა­დი უნა­რე­ბის და ქარ­თულ ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­მოც­დე­ბია, რო­მელ­საც ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენ­ტი აბა­რებს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რაც შე­იძ­ლე­ბა, დრო­უ­ლად ჩა­ვა­ყე­ნოთ ჩვე­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი საქ­მის კურ­ს­ში.
იმათ სა­ყუ­რადღე­ბოდ კი, ვინც ფიქ­რობს არ­ჩე­ვით საგ­ნად მა­თე­მა­ტი­კა აირ­ჩი­ოს, მინ­და ვთქვა, რომ მა­თე­მა­ტი­კის ტეს­ტ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თვი­თონ ფორ­მა­ტი არ იც­ვ­ლე­ბა, მარ­ტი­ვი და­ვა­ლე­ბე­ბის ხვედ­რი­თი წი­ლი იზ­რ­დე­ბა. ასე რომ, თუ ვინ­მე ჯერ კი­დევ ფიქ­რობს, აირ­ჩი­ოს თუ არა მა­თე­მა­ტი­კა, ნამ­დ­ვი­ლად ვურ­ჩევ­დი, ასე გა­ა­კე­თოს.
ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტის ახა­ლი ნი­მუ­შე­ბი დღეს­ვე გან­თავ­ს­დე­ბა ჩვენს ვებ­გ­ვერ­დ­ზე და ყვე­ლა მსურ­ველს მი­ე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, იხი­ლოს რო­გო­რი ტი­პის და­ვა­ლე­ბებს ვთა­ვა­ზობთ გა­მოც­და­ზე. 
გვინ­და ხე­ლი შე­ვუწყოთ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, უკე­თე­სად მო­ემ­ზა­დონ 2018 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის და ამ მიზ­ნით, ვთა­ვა­ზობთ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ყო­ველ­კ­ვი­რე­ულ ვი­დე­ო­რუბ­რი­კას, რო­მე­ლიც ჩვენს ვებ­გ­ვერ­დ­ზე გან­თავ­ს­დე­ბა და სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დის­თ­ვის კარ­გად მო­სამ­ზა­დებ­ლად. რუბ­რი­კას, სა­ხელ­წო­დე­ბით „ზო­გა­დი უნა­რე­ბი სო­ფო დო­ლი­ძეს­თან ერ­თად“, წა­რუძღ­ვე­ბა ზო­გა­დი უნა­რე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი სო­ფო დო­ლი­ძე და ეც­დე­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რად დე­ტა­ლუ­რად გა­არ­ჩი­ოს, აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­თან ერ­თად, სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი და სტრა­ტე­გი­ე­ბი, რო­გორ შე­არ­ჩი­ონ სწო­რი პა­სუ­ხი. და­მა­ტე­ბით, ჩვენს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ვთა­ვა­ზობთ ტეს­ტი­რე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­მა­ვა­ლი წლის იან­ვ­რი­დან და­ვიწყებთ. მათ­თ­ვის ეს სრუ­ლი­ად უფა­სო იქ­ნე­ბა, უკ­ვე მო­ვა­ხერ­ხეთ გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის სპონ­სო­რე­ბის მო­ძი­ე­ბა, რომ­ლე­ბიც ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას გაგ­ვი­წე­ვენ.
ბუ­ნებ­რი­ვია, და­გეგ­მი­ლი გვაქვს ბევ­რი შეხ­ვედ­რა თბი­ლის­ში და არა მხო­ლოდ, რე­გი­ო­ნებ­შიც. ვგუ­ლის­ხ­მობ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რებს. რო­გორც წე­სი, ყო­ველ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბი გვაქვს, იმი­ტომ რომ, კითხ­ვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ხოლ­მე. აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც, ამა თუ იმ მი­ზე­ზის გა­მო, ამ შეხ­ვედ­რებს ვერ და­ეს­წ­რე­ბი­ან, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, ჩვენს ვებ­გ­ვერ­დ­ზე იხი­ლონ.“
ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტ­ში შე­სულ ცვლი­ლე­ბებ­ზე დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა ზო­გა­დი უნა­რე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, სო­ფო დო­ლი­ძემ: „ამ სი­ახ­ლის შე­მო­თა­ვა­ზე­ბის მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა ტეს­ტის გა­მარ­ტი­ვე­ბა, მი­ზა­ნი იყო აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის უკეთ შე­ფა­სე­ბა, აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა უნა­რე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გად გა­მოვ­ლე­ნა­ზე. ჩვენ გვინ­და მო­ვა­ხერ­ხოთ, რომ ის დე­ფი­ცი­ტი, რაც შე­იძ­ლე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ლექ­სი­კურ მა­რაგ­ში, ლექ­სი­კურ მოქ­ნი­ლო­ბა­ში ჰქონ­დეთ, წა­კითხუ­ლი ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით შე­ვავ­სე­ბი­ნოთ. რას ნიშ­ნავს ეს? ანა­ლო­გი­ე­ბის ბლო­კი, რო­მე­ლიც გა­და­ი­ნაც­ვ­ლებს წა­კითხუ­ლი ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბის ბლოკ­ში, ისეთ ანა­ლო­გი­ებ­ზე იქ­ნე­ბა აგე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც, თა­ვის მხრივ, სიტყ­ვე­ბის წყა­როს, მა­სა­ლას ტექ­ს­ტი­დან იღებს. თუ აპ­ლი­კანტს არ ეცო­დი­ნე­ბა ამა თუ იმ სიტყ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ის შეძ­ლებს და­იხ­მა­როს (ეს, ცხა­დია, მი­სი უნა­რის წყა­ლო­ბით უნ­და მოხ­დეს) ტექ­ს­ტი, კონ­ტექ­ს­ტი, რო­მელ­შიც ესა თუ ის სიტყ­ვაა მო­ცე­მუ­ლი და კონ­ტექ­ს­ტი­დან უნ­და შე­ე­ცა­დოს სიტყ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის წვდო­მას.
მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­ვიჩ­ნევთ, რომ ანა­ლო­გი­ე­ბის ტი­პის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი, ფორ­მა­ტის თვალ­საზ­რი­სით, და­ვა­ლე­ბე­ბი იყოს ტეს­ტ­ში, რაც დრო­ის და­ზოგ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც მის­ცემს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს  და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც კარ­გია, რო­დე­საც მარ­ტივ, ლა­კო­ნურ და­ვა­ლე­ბას ხე­დავ და სწრა­ფად არ­თ­მევ თავს. ვერ ვიტყ­ვით, რომ ანა­ლო­გი­ე­ბის ბლო­კი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ან მარ­ტი­ვი ნა­წი­ლი იყო ჩვენს ტეს­ტ­ში. ტეს­ტის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბის დროს, აუცი­ლებ­ლად ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით თი­თო­ე­უ­ლი და­ვა­ლე­ბის სირ­თუ­ლეს და ყვე­ლა ბლო­კი (ანა­ლო­გი­ე­ბის, წა­კითხუ­ლი ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბის, წი­ნა­და­დე­ბე­ბის, ლო­გი­კის) ვერ­ბა­ლურ ნა­წილ­ში და შე­სა­ბა­მი­სი ბლო­კე­ბი მა­თე­მა­ტი­კის ნა­წილ­ში ყო­ველ­თ­ვის სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლე­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ტესტს ისე ვა­ბა­ლან­სებ­დით, რომ ყვე­ლა მი­სი ბლო­კი სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლის ყო­ფი­ლი­ყო.
ტეს­ტის და­ვა­ლე­ბა­თა რა­ო­დე­ნო­ბა არ იც­ვ­ლე­ბა, ისევ 80 რჩე­ბა. 12 ანა­ლო­გია მაქ­სი­მუ­მია, რაც შე­იძ­ლე­ბა იყოს ტეს­ტ­ში. თუ ანა­ლო­გი­ე­ბის ნა­წი­ლი უფ­რო მცი­რე იქ­ნე­ბა, და­ვუშ­ვათ, 8 ან 10, და­ნარ­ჩე­ნი და­ვა­ლე­ბე­ბი ლო­გი­კის ბლოკ­ში იქ­ნე­ბა გა­და­ტა­ნი­ლი. აუცი­ლებ­ლად უნ­და ვუთხ­რათ ჩვენს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ ეს ბლო­კი შე­ივ­სე­ბა მხო­ლოდ მარ­ტი­ვი და ძა­ლი­ან ლა­კო­ნუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც ფორ­მა­ტით არ იქ­ნე­ბა ლო­გი­კის სტან­დარ­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის მსგავ­სი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ანა­ლო­გი­ე­ბის და­ვა­ლე­ბე­ბი მცი­რე დროს მო­ითხოვს, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია. ლა­კო­ნურ, მოკ­ლედ ფორ­მუ­ლი­რე­ბულ და­ვა­ლე­ბებს შევ­თა­ვა­ზებთ ლო­გი­კა­შიც, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა წა­კითხ­ვა­ზე დი­დი დრო არ და­ხარ­ჯონ.
ჩვენს ვებ­გ­ვერ­დ­ზე, დღეს­ვე, ორი ტექ­ს­ტის ნი­მუ­შის ნახ­ვა შე­ეძ­ლე­ბათ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, სა­დაც სტან­დარ­ტულ შე­კითხ­ვებ­თან ერ­თად, იქ­ნე­ბა ანა­ლო­გი­ის ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი უკ­ვე კონ­კ­რე­ტულ ტექ­ს­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს არის წი­ნა წლებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტექ­ს­ტე­ბი, თი­თო­ე­ულს ახ­ლავს 6 სტან­დარ­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბა, ტექ­ს­ტის ში­ნა­არ­ს­თან თუ მის გა­აზ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი და, გარ­და ამი­სა, იქ­ნე­ბა ანა­ლო­გი­ე­ბის ტი­პის შე­კითხ­ვე­ბი ორი­ვე ნი­მუ­ში­დან.“
ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­დის სი­ახ­ლე­ე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებს ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, კა­ხა ჯამ­ბუ­რი­ამ გა­აც­ნო: „ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ტეს­ტის არც მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იც­ვ­ლე­ბა, არც და­ვა­ლე­ბე­ბის ფორ­მა­ტი და სა­ხე, იც­ვ­ლე­ბა მხო­ლოდ შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. ტეს­ტ­ში პირ­ვე­ლი და­ვა­ლე­ბა ტექ­ს­ტის რე­დაქ­ტი­რე­ბაა, ამ და­ვა­ლე­ბის მი­ზა­ნია შეც­დო­მე­ბის გას­წო­რე­ბა. აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა უნ­და მო­ძებ­ნოს შეც­დო­მე­ბი, გა­ას­წო­როს და სტი­ლის­ტუ­რი ხარ­ვე­ზე­ბი გა­მარ­თოს. ამ და­ვა­ლე­ბა­ში ცო­ტა ნაკ­ლე­ბი შეც­დო­მა იქ­ნე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი და ტექ­ს­ტის მო­ცუ­ლო­ბაც ცო­ტა ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ვა­რა­უ­დით, ცო­ტა ნაკ­ლე­ბი დრო დას­ჭირ­დე­ბა ამ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.
რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე და­ვა­ლე­ბას, სა­დაც ასე­ვე მცი­რე ცვლი­ლე­ბაა, ეს არის არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ესე, რო­მე­ლიც, და­ახ­ლო­ე­ბით, ერ­თი გვერ­დია, ხან­და­ხან ბავ­შ­ვე­ბი ოდ­ნავ მეტს წერ­დ­ნენ. აქ 20 ქუ­ლა არ იყო საკ­მა­რი­სი შე­ფა­სე­ბის დროს, რად­გან ისე კარ­გად და ნათ­ლად ვერ აკე­თებ­და რან­ჟი­რე­ბას, რო­გორც, ვთქვათ, 24-ქუ­ლი­ა­ნი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი გა­ა­კე­თებს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უკეთ გა­მოჩ­ნ­დე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნი­ჭი­თა და ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტი. ამ­დე­ნად,  პირ­ველ და­ვა­ლე­ბას 4 ქუ­ლა მო­აკ­ლ­და და მო­ე­მა­ტა მე­ო­რე და­ვა­ლე­ბას. ჩვე­ნი ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზე ეს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია და სა­სურ­ვე­ლია, მას­წ­ავ­ლებ­ლებ­მა და აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა ნა­ხონ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რას მი­ექ­ცე­ვა ყუ­რადღე­ბა შე­ფა­სე­ბის დროს.
ამგვარად,ს რე­დაქ­ტი­რე­ბა იყო 20-ქუ­ლი­ა­ნი და გახ­და 16-იანი, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ესე კი იყო 20-იანი და გახ­და 24-ქუ­ლი­ა­ნი, სა­ბო­ლო­ოდ, მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა არ შეც­ვ­ლი­ლა, ისევ 80 იქ­ნე­ბა. უფ­რო მე­ტი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა, მა­გა­ლი­თად, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ესეს შე­ფა­სე­ბის დროს, მსჯე­ლო­ბის არა­შაბ­ლო­ნუ­რო­ბას, ე.ი. და­მო­უ­კი­დე­ბელ აზ­როვ­ნე­ბას. გარ­და ამი­სა, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლის დროს სა­ჭი­როა სა­თა­ნა­დო არ­გუ­მენ­ტე­ბის მოყ­ვა­ნა, რად­გან, ბო­ლო წლებ­ში, ვნა­ხეთ, რომ ეს და­ვა­ლე­ბა ცო­ტა იშ­ტამ­პე­ბო­და. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ან რე­პე­ტი­ტო­რე­ბი ცდი­ლობ­დ­ნენ, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და­ზე­პი­რე­ბუ­ლი შაბ­ლო­ნე­ბი მი­ე­ცათ, ვთქვათ, ალუ­და ქე­თე­ლა­ურს იმოწ­მებ­და ყვე­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, იყო თუ არა ეს სა­თა­ურ­თან რა­ი­მე კავ­შირ­ში. შე­ფა­სე­ბის დროს, უფ­რო მე­ტი ყუ­რადღე­ბა გა­და­დის  იმა­ზე, რაც აქამ­დე, ხან­და­ხან, შემ­ფა­სებ­ლის ყუ­რადღე­ბის მიღ­მა რჩე­ბო­და.
და­მა­ტე­ბუ­ლია კი­დევ ერ­თი კრი­ტე­რი­უ­მი — ფაქ­ტობ­რი­ვი სი­ზუს­ტე. თუ აბი­ტუ­რი­ენ­ტი ფაქ­ტობ­რივ შეც­დო­მას და­უშ­ვებს, ერ­თი ქუ­ლა და­აკ­ლ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მაქ­სი­მა­ლურ 24 ქუ­ლას ვერ მი­ი­ღებს, მხო­ლოდ 23-ს. ფაქ­ტობ­რივ შეც­დო­მა­ში რაც იგუ­ლის­ხ­მე­ბა ალ­ბათ გა­სა­გე­ბია, ვთქვათ, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე მე-12 სა­უ­კუ­ნის მოღ­ვა­წეაო, რომ და­წე­როს. რო­მე­ლი­მე მწერ­ლის სა­ხელ­ში თუ შე­ეშ­ლე­ბა ერ­თი ასო, ეს ფაქ­ტობ­რი­ვი შეც­დო­მა არ არის, ეს მარ­თ­ლ­წე­რაა. რო­გორც გითხა­რით, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ჩვენს ვებ­გ­ვერ­დ­ზე და სა­სურ­ვე­ლია, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მაც და მას­წავ­ლებ­ლებ­მაც ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ონ.“

მო­ამ­ზა­და ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­მა

25-28(942)N