გამოდის 1998 წლიდან
2017-11-15
სტანდარტში ასახული ადრეული და სკოლამდელი განათლება


დამ­ტ­კიც­და ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის, მათ შო­რის სას­კო­ლო მზა­ო­ბის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ხელ­მ­წი­ფო სტან­დარ­ტე­ბი. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის სის­ტე­მა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვილ პრობ­ლე­მებს, ამ დო­კუ­მენ­ტის მი­ღე­ბა არა თუ დრო­უ­ლი, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლიც კი არის. პრობ­ლე­მა მარ­თ­ლაც ბევ­რია, მათ შო­რის უპირ­ვე­ლე­სი, ალ­ბათ, მა­ინც ბა­ღებ­ში და­რე­გის­ტ­რი­რე­ბა და ად­გი­ლე­ბის სიმ­ცი­რეა. ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შ­ვი რჩე­ბა ბაღს მიღ­მა და მათ­თ­ვის სტან­დარ­ტი, თუნ­დაც სა­უ­კე­თე­სო, ვე­რა­ფერს შეც­ვ­ლის. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე აღ­მ­ზ­რ­დელ -პე­და­გოგ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცია და ბა­ღებ­ში სპეც­მას­წავ­ლებ­ლის არ­სე­ბო­ბა. რამ­დე­ნად შეძ­ლებს ეს დო­კუ­მენ­ტი ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მი­ერ ვერ თუ არ გა­დაჭ­რი­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას და ხომ არ დარ­ჩე­ბა ახ­ლად მი­ღე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი მხო­ლოდ ფურ­ცელ­ზე, ამას დრო დაგ­ვა­ნა­ხებს.
აღ­მ­ზ­რ­დელ პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტით დად­გინ­და, რა ცოდ­ნას, უნარ-ჩვე­ვებს, ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს უნ­და ფლობ­დ­ნენ ისი­ნი ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო-პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის და­გეგ­მ­ვის, წარ­მარ­თ­ვის და შე­ფა­სე­ბის­თ­ვის.
არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში მუ­შა­ო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის­თ­ვის ნე­ბა­დარ­თუ­ლია, ახა­ლი სტან­დარ­ტით, ბაღ­ში მხო­ლოდ სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და­საქ­მ­დე­ბი­ან.
თბი­ლი­სის სა­ბავ­შ­ვო ბა­გა-ბა­ღე­ბის მარ­თ­ვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი თე­მურ თორ­დი­ნა­ვა მი­იჩ­ნევს, რომ სტან­დარ­ტის და­ნერ­გ­ვა ეტა­პობ­რი­ვი პრო­ცე­სია და შე­დე­გი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა თქმა უნ­და, ერთ-ორ წე­ლი­წად­ში მას­შ­ტა­ბუ­რად არ გა­მოჩ­ნ­დე­ბა. ამ­ბობს, რომ ეს კარ­გი და­საწყი­სია,  სტან­დარ­ტე­ბის მი­ღე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და  პო­ზი­ტი­უ­რად შეც­ვ­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბას სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში.
ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის ამოქ­მე­დე­ბას გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­შიც და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ და იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ დღეს არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.
გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი მაია ყუ­ფა­რა­ძე აცხა­დებს, რომ ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს უნ­და მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა რო­გორც ფი­ნან­სე­ბის, ასე­ვე ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ეფექ­ტუ­რად და წარ­მა­ტე­ბუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოს ამ სტან­დარ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში.
რამ­დე­ნი აღ­მ­ზ­რ­დე­ლი გა­ივ­ლის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, უც­ნო­ბია, რად­გან ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა არ არ­სე­ბობს, უც­ნო­ბია ასე­ვე, რამ­დე­ნი აღ­საზ­რ­დე­ლია და, შე­სა­ბა­მი­სად, რა მას­შ­ტა­ბის სა­მუ­შაოა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. ამ სტა­ტის­ტი­კუ­რი ხარ­ვე­ზის აღ­მოფხ­ვ­რა სფე­როს რე­გუ­ლი­რე­ბის ერთ-ერ­თი წი­ნა­პი­რო­ბაა, აცხა­დე­ბენ გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­ში.
ვინ უზ­რუნ­ველ­ყოფს სტან­დარ­ტით დად­გე­ნი­ლი ნორ­მე­ბის რე­ა­ლუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რა ვა­დე­ბია ამი­სათ­ვის დად­გე­ნი­ლი და რა ში­ნა­არ­სობ­რივ ცვლი­ლე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს ახ­ლად დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი — გვე­სა­უბ­რე­ბა ნი­ნო ბე­სე­ლია, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სი:

— 2015 წლის­თ­ვის შე­მუ­შავ­და ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც აწეს­რი­გებს ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­ყო­ველ­თაო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის, გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­მარ­თ­ლებ­რივ სა­ფუძ­ველს.  იგი გან­საზღ­ვ­რავს სა­ხელ­მ­წი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბის, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს, ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, ფუნ­ქ­ცი­ებს.
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბებს შო­რის გა­მოვ­ყოფ­დი ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბი­სა და აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გის  პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და და­ნერ­გ­ვას, ასე­ვე, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი რე­სურ­სე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას, აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბის შექ­მ­ნას.
აღ­ნიშ­ნუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი უკ­ვე დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­ერ.
უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო სტან­დარ­ტე­ბი  გან­საზღ­ვ­რა­ვენ, თუ რა ცოდ­ნას, უნარ-ჩვე­ვებს, ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს უნ­და იძენ­დეს ბავ­შ­ვი სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში. სტან­დარ­ტის მიზ­ნე­ბია: სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ხა­რის­ხი­ა­ნი სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი­სათ­ვის ხე­ლის შეწყო­ბა; სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით მი­საღ­წე­ვი შე­დე­გე­ბის გან­საზღ­ვ­რა და­ბა­დე­ბი­დან ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის პირ­ველ კლას­ში შეს­ვ­ლამ­დე; აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის შე­დე­გე­ბის გან­საზღ­ვ­რა 2 წლი­დან ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის პირ­ველ კლას­ში შეს­ვ­ლამ­დე; ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ერ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო-აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა თი­თო­ე­ულ ბავ­შ­ვ­თან, მათ შო­რის, შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის და/ან სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან; ბავ­შ­ვის ფი­ზი­კუ­რი და ემო­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა; ბავ­შ­ვის კოგ­ნი­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სკო­ლი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა; ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში  ხა­რის­ხი­ა­ნი  სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნა; ბავ­შ­ვის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი უსაფ­რ­თხო და პო­ზი­ტი­უ­რი სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნის ხელ­შეწყო­ბა.
— რად­გან სტან­დარ­ტი მი­ღე­ბუ­ლია, იგუ­ლის­ხ­მე­ბა, რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა ყვე­ლა სკო­ლამ­დე­ლის­თ­ვის. რო­გორ მო­ხერ­ხ­დე­ბა ამის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ, ყო­ველ წელს, ად­გი­ლე­ბის სიმ­ცი­რის გა­მო, ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შ­ვი რჩე­ბა ბა­ღის მიღ­მა, ცალ­კე სა­კითხია მდგო­მა­რე­ო­ბა რა­ი­ო­ნებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით სოფ­ლებ­ში. რო­გორ გა­ივ­ლი­ან სკო­ლამ­დე­ლი მომ­ზა­დე­ბის კურსს იქ მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბი? რო­დი­დან გახ­დე­ბა ახა­ლი სტან­დარ­ტი სა­ვალ­დე­ბუ­ლო?
— კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­და და გა­ნათ­ლე­ბა, მათ შო­რის, სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა, არის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი, სა­ყო­ველ­თაო და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი შე­სა­ბა­მი­სი ასა­კის ყვე­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის. სტან­დარ­ტი, კი სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ყვე­ლა ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის (მი­უ­ხე­და­ვად მა­თი სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი ფორ­მი­სა).
რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც არ არის სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი, შე­საძ­ლე­ბე­ლია სას­კო­ლო მზა­ო­ბის ჯგუ­ფე­ბი სკო­ლის ბა­ზა­ზე გა­იხ­ს­ნას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2016 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, 14 სას­კო­ლო ცენ­ტ­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და, ხო­ლო სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა და­ი­ნერ­გა 600 სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში.
— ეს პრო­ცე­სი, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, არა­თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში აყე­ნებს ბავ­შ­ვებს — ნა­წილს გავ­ლი­ლი ექ­ნე­ბა სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა, ნა­წილს — არა.
— სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში რამ­დე­ნი­მე ინ­ს­ტი­ტუ­ციაა ჩარ­თუ­ლი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს  მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, გა­ი­ზარ­დოს სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა და ხა­რის­ხი. ამი­სათ­ვის და­გეგ­მი­ლია ბა­ღე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. კა­ნო­ნით, 2020 წლის­თ­ვის, გან­საზღ­ვ­რუ­ლია ჯგუ­ფის მო­ცუ­ლო­ბა და აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გე­ბის/აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბის ბავ­შ­ვებ­თან შემ­დე­გი თა­ნა­ფარ­დო­ბა: თი­თო ჯგუფ­ში: ბა­გა­ში — 25 ბავ­შ­ვი, მა­ღალ ჯგუ­ფებ­ში — 30-მდე; შე­ფარ­დე­ბა აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გის და ბავ­შ­ვე­ბის უნ­და იყოს: ბა­გა­ში — 1/13, მა­ღალ ჯგუ­ფებ­ში — 1/15. ეს ცვლი­ლე­ბე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ხელს შე­უწყობს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გაზ­რ­დას.
— გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გავ­რ­ცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქ­ვა­მი იყო, რომ: სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი ფორ­მის მი­უ­ხე­და­ვად, სტან­დარ­ტი ყვე­ლა აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გის­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა. ნიშ­ნავს თუ არა ეს, რომ ახა­ლი სტან­დარ­ტი სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა რო­გორც სა­ჯა­რო, ასე­ვე კერ­ძო სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის­თ­ვის?
— ამ სტან­დარ­ტით ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა ყვე­ლას­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.
— შე­მოწ­მ­დე­ბა რა­ი­მე მე­ქა­ნიზ­მით, რო­გორ სრულ­დე­ბა სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნე­ბი არა მარ­ტო სა­ჯა­რო, არა­მედ კერ­ძო ბა­ღებ­შიც?
— აუცი­ლებ­ლად შე­მოწ­მ­დე­ბა. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ერთ-ერ­თი მო­ვა­ლე­ო­ბაა, სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო სტან­დარ­ტე­ბის და­ნერ­გ­ვის, გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, შე­ი­მუ­შა­ოს სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მა, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მო­ნი­ტო­რინ­გი და მო­ამ­ზა­დოს შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.
— აღ­მ­ზ­რ­დე­ლი-პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, ბა­ღის აღ­მ­ზ­რ­დე­ლებს პე­და­გო­გის სტა­ტუ­სი ენი­ჭე­ბათ. რას სთა­ვა­ზობს მათ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად — პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მის მსგავს სის­ტე­მას თუ მა­თი გა­დამ­ზა­დე­ბა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა სხვაგ­ვა­რად იგეგ­მე­ბა? ვინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს გა­დამ­ზა­დე­ბის პრო­ცესს?
— დღეს სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში გვყავს აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი. იმი­სათ­ვის, რომ აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­დეს აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გე­ბად და  სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭოთ, მათ, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი  ტრე­ნინგ-მო­დუ­ლის მი­ხედ­ვით, ტრე­ნინ­გე­ბი უნ­და გა­ი­ა­რონ. ტრე­ნინ­გე­ბის გავ­ლის შემ­დეგ, ვინც და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს შე­სა­ბა­მის კრი­ტე­რი­უ­მებს,  მი­ე­ნი­ჭე­ბათ აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გის სტა­ტუ­სი.  იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­რი კრი­ტე­რი­უ­მებს ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, რჩე­ბა აღ­მ­ზ­რ­დე­ლად (უბ­რა­ლოდ, სტა­ტუსს ვერ იღებს), თუმ­ცა, უფ­ლე­ბა აქვს, ხელ­მე­ო­რედ გა­ი­ა­როს ანა­ლო­გი­უ­რი ტრე­ნინ­გი და, კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­ი­ღოს სტა­ტუ­სი. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მას, ჯერ­ჯე­რო­ბით, დღის წეს­რიგ­ში არ დგას, უფ­რო მო­მავ­ლის საქ­მეა. ამ ეტაპ­ზე, კად­რე­ბი რომ არ დავ­კარ­გოთ და აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გე­ბის დე­ფი­ცი­ტი არ შე­იქ­მ­ნეს, მათ სტა­ტუ­სი ამ­გ­ვა­რად მი­ე­ნი­ჭე­ბათ.
გა­დამ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი 2018 წლის იან­ვ­რი­დან და­იწყე­ბა. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო უზ­რუნ­ველ­ყოფს ტრე­ნე­რე­ბის მომ­ზა­დე­ბას. ტრე­ნე­რე­ბად გა­დამ­ზად­დე­ბი­ან მე­თო­დის­ტე­ბი, დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, პრო­ფე­სუ­რა, რო­მე­ლიც ამ დარ­გ­ში მუ­შა­ობს. ჯერ ტრე­ნე­რო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი შე­ირ­ჩე­ვა, შემ­დეგ ჩა­უ­ტარ­დე­ბათ ტრე­ნინ­გი, რომ და­ე­უფ­ლონ ტრე­ნე­რის უნარ-ჩვე­ვებს და ად­გი­ლებ­ზე შეძ­ლონ ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. გან­საზღ­ვ­რუ­ლია კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რო­მელ­საც უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ტრე­ნე­რო­ბის კან­დი­და­ტი. ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს არ შე­ეძ­ლე­ბა გა­ნაცხა­დის შე­მო­ტა­ნა. ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი გა­მო­აგ­ზავ­ნის რე­გი­ო­ნის მე­თო­დისტს/დარ­გის სპე­ცი­ა­ლისტს, რო­მე­ლიც გა­დამ­ზად­დე­ბა. ისი­ნიც  სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას გა­ივ­ლი­ან.
— ბა­ღის აღ­მ­ზ­რ­დე­ლის სტა­ტუ­სი თუ გა­უ­თა­ნაბ­რ­დე­ბა პე­და­გო­გის სტა­ტუსს, ხომ არ გა­უთა­ნაბ­რ­დე­ბა მა­თი ხელ­ფა­სი სკო­ლის პე­და­გო­გე­ბის ხელ­ფასს?
— ხელ­ფასს სტან­დარ­ტი არ გან­საზღ­ვ­რავს, ეს მთავ­რო­ბის და­სად­გე­ნია, ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ბი­უ­ჯე­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. თუმცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სტა­ტუ­სი იმი­ტომ ენი­ჭე­ბა, რომ ხელ­ფა­სი გა­ი­ზარ­დოს. ცალ­კე­უ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი მზად არი­ან კი­დეც ამის­თ­ვის, მაგ­რამ პრო­ცე­დუ­რუ­ლად რო­გორ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა,  ეს ჩვე­ნი პრე­რო­გა­ტი­ვა არ არის.
— რაც შე­ე­ხე­ბა გა­რე­მოს მო­წეს­რი­გე­ბას და გარ­კ­ვე­ულ სტან­დარ­ტებ­ში მოქ­ცე­ვას. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ბა­ღე­ბის შე­ნო­ბე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას დღე­ი­სათ­ვის, ალ­ბათ,  ამ პრო­ცესს საკ­მა­ოდ დი­დი დრო დას­ჭირ­დე­ბა... რო­დის და­იწყე­ბა ბა­ღე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია და რა იქ­ნე­ბა ძი­რი­თა­დი მოთხოვ­ნე­ბი, რა ვა­დე­ბია გან­საზღ­ვ­რუ­ლი ამ მოთხოვ­ნე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად?
— რო­გორც უკ­ვე გითხა­რით, ყვე­ლა სა­ხელ­მ­წი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტე­ბი.  ახ­ლა რე­გუ­ლირ­დე­ბა კვე­ბის სა­კითხი და დამ­ტ­კიც­დე­ბა ახა­ლი სტან­დარ­ტი, იგი­ვე ეხე­ბა ჰი­გი­ე­ნას. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი, სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა ბა­ღე­ბის­თ­ვის. რო­დე­საც უკ­ვე ყვე­ლა სტან­დარ­ტი ამოქ­მედ­დე­ბა, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სიც და­იწყე­ბა.
— და­ახ­ლო­ე­ბით მა­ინც თუ შე­გიძ­ლი­ათ გვითხ­რათ, რო­დის და­იწყე­ბა ეს პრო­ცე­სი?
— ზუს­ტი თა­რი­ღი გან­საზღ­ვ­რუ­ლი არ არის, და­ახ­ლო­ე­ბით, ერთ წე­ლი­წად­ში. 2018 წე­ლი ბა­ღებს მო­სამ­ზა­დებ­ლად მის­ცეს. რო­დე­საც ყვე­ლა სტან­დარ­ტი ექ­ნე­ბათ, რო­მელ­საც უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დ­ნენ და მათ მი­ხედ­ვით გარ­კ­ვე­ულ ცვლი­ლე­ბებს შე­ი­ტა­ნენ თა­ვი­ანთ სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში, მე­ტი შან­სი ექ­ნე­ბათ, გა­ი­ა­რონ ავ­ტო­რი­ზა­ცია.
— და ისევ მივ­დი­ვართ იქამ­დე, რომ, თუ დღის წეს­რიგ­ში არ დად­გა ბა­ღე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კითხი, ძა­ლი­ან ძნე­ლი იქ­ნე­ბა ამ სტან­დარ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მარ­თა­ლია, თბი­ლის­ში აშენ­და რამ­დე­ნი­მე ახა­ლი ბა­ღი და კი­დევ იგეგ­მე­ბა, მაგ­რამ ეს, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, სუ­რათს ვერ შეც­ვ­ლის. პრობ­ლე­მა, რა­ი­ო­ნებ­ში გა­ცი­ლე­ბით მწვა­ვედ დგას, ბევ­რი ბავ­შ­ვი მოკ­ლე­ბუ­ლია სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მას და იმ­თა­ვით­ვე არა­თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში დგე­ბა, დე­და­ქა­ლა­ქელ თა­ნა­ტო­ლებ­თან შე­და­რე­ბით.
— ეს სა­კითხი დღის წეს­რიგ­ში უკ­ვე დგას. რამ­დე­ნი აშენ­და და რამ­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბა იგეგ­მე­ბა — ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი მე­რი­ას­თან არ­სე­ბულ ბა­ღე­ბის მარ­თ­ვის სა­ა­გენ­ტო­ში აქვთ. ვი­ცი, რომ  ბევ­რი ბა­ღის მშე­ნებ­ლო­ბა იგეგ­მე­ბა, თუმ­ცა, არ ვი­ცი, რო­მელ რე­გი­ონ­ში — რამ­დე­ნის. ჩვენ, ძი­რი­თა­დად, სტან­დარ­ტებ­ზე და ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რე­ზე ვი­ყა­ვით აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კო­ორ­დი­ნა­ცია ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თულ ყვე­ლა ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ას შო­რის, რომ ერ­თი­ა­ნი საქ­მე გა­კეთ­დეს და კარ­გი შე­დე­გი მი­ვი­ღოთ.
— თუ არ­სე­ბობს ზუს­ტი მო­ნა­ცე­მი, რამ­დე­ნი აღ­მ­ზ­რ­დე­ლი, ბა­ღი და აღ­საზ­რ­დე­ლია, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით?
— კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ამას საქ­ს­ტა­ტი გან­საზღ­ვ­რავს, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მი­ერ მი­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით. მე ძვე­ლი მო­ნა­ცე­მი მაქვს: და­ახ­ლო­ე­ბით, 6 ათა­სამ­დე აღ­მ­ზ­რ­დე­ლი, 600-მდე მე­თო­დის­ტი და 1300-მდე ბა­ღია. ჩვე­ნი ძა­ლის­ხ­მე­ვით, ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს და­ვუგ­ზავ­ნეთ მოთხოვ­ნა და ახ­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბის პრო­ცეს­ში ვართ.
— რა თქმა უნ­და, 1300-მდე ბა­ღი ყვე­ლა მსურ­ველს ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ეს, ალ­ბათ მხო­ლოდ სა­ჯა­რო ბა­ღე­ბია?
— დი­ახ, ეს ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ სა­ჯა­რო ბა­ღებს შე­ე­ხე­ბა. საქ­ს­ტა­ტი შეგ­ვ­პირ­და, რომ დე­კემ­ბ­რის ბო­ლოს­თ­ვის მოგ­ვაწ­ვ­დის გა­ნახ­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ჩვე­ნი მოთხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ღე­ბულ (ჯერ­ჯე­რო­ბით, 25-მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა გად­მოგ­ვიგ­ზავ­ნა მო­ნა­ცე­მე­ბი) ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ და, ერთ თვე­ში, ხელთ გვექ­ნე­ბა ზო­გა­დი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი.
პრო­ცე­სი და­იწყო, მთა­ვა­რია ხე­ლი შე­ვუწყოთ სტან­დარ­ტე­ბის და­ნერ­გ­ვას და მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას.
— რად­გან ეს სტან­დარ­ტი ეხე­ბა რო­გორც კერ­ძო, ასე­ვე სა­ჯა­რო ბა­ღე­ბის აღ­მ­ზ­რ­დე­ლებს, ხომ არ იგეგ­მე­ბა, სკო­ლე­ბის ანა­ლო­გი­უ­რად, სა­ჯა­რო და კერ­ძო ბა­ღე­ბის ერთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა?
— კერ­ძო ბა­ღე­ბის­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, სტან­დარ­ტ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით შე­ი­მუ­შა­ონ თა­ვი­ან­თი სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას ვერ გა­ივ­ლი­ან, თუ არ ექ­ნათ სა­თა­ნა­დო სტან­დარ­ტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გა­რე­მო (მა­გა­ლი­თად, ეზო, ფან­ჯ­რი­ა­ნი ოთა­ხი...), ასე­ვე, ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი. ამ­დე­ნად, თა­ვის­თა­ვად, ერ­თი­ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში მო­ექ­ცე­ვი­ან.
არის ინ­ფორ­მა­ცია, რომ წელს, თბი­ლის­ში, სა­ჯა­რო ბა­ღებ­ში, 2 000 ბავ­შ­ვით მე­ტია სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა­ში. მო­წეს­რიგ­და ბა­ღე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, კვე­ბა და მშობ­ლე­ბის მხრი­დან ინ­ტე­რე­სიც გა­ი­ზარ­და.  ხა­რის­ხ­თან ერ­თად მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­მაც იმა­ტა.
— რით არის სა­ინ­ტე­რე­სო ახა­ლი სტან­დარ­ტის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რე?
— სტან­დარ­ტ­ში გან­საზღ­ვ­რუ­ლია აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გის გა­ნათ­ლე­ბა — სწავ­ლის სფე­რო­ე­ბი, აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხე­ბი და სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც აუცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გად მუ­შა­ო­ბის და­საწყე­ბად. გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბი იყო­ფა ორ ნა­წი­ლად: სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი/სტან­დარ­ტის ამოქ­მე­დე­ბი­დან, 2024 წლის 1 სექ­ტემ­ბ­რამ­დე, და­სა­საქ­მე­ბე­ლი აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გის გა­ნათ­ლე­ბა და 2024 წლის 1 სექ­ტემ­ბ­რი­დან და­სა­საქ­მე­ბე­ლი აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გის გა­ნათ­ლე­ბა.
გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა 2024 წლის 1 სექ­ტემ­ბ­რამ­დე და­საქ­მე­ბუ­ლი/და­სა­საქ­მე­ბე­ლი და 2024 წლის 1 სექ­ტემ­ბ­რის შემ­დეგ და­სა­საქ­მე­ბე­ლი აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გის­თ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბულ საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნებ­ში მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ 2024 წლის 1 სექ­ტემ­ბ­რამ­დე და­საშ­ვე­ბია აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გოგს ჰქონ­დეს ბა­კა­ლავ­რის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი ნე­ბის­მი­ერ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში/დარ­გ­ში/სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში, მა­შინ რო­დე­საც 2024 წლის 1 სექ­ტემ­ბ­რი­დან და­სა­საქ­მე­ბელ აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გოგს მო­ეთხო­ვე­ბა სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ბა­კა­ლავ­რის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის ქო­ნა. ამას­თან, 2024 წლის 1 სექ­ტემ­ბ­რამ­დე, და­საქ­მე­ბულ/და­სა­საქ­მე­ბელ აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გოგს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ბა­გა-ბა­ღის აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია. 2024 წლის 1 სექ­ტემ­ბ­რი­დან კი ბა­გა-ბა­ღის აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­უ­ლი განათლების კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მფლო­ბელს აღარ ექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა და­საქ­მ­დეს აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გად.
ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მომ­დი­ნა­რე­ობს იქი­დან, რომ ,„ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გოგს უნ­და ჰქონ­დეს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გი წარ­მო­ად­გენს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას. სწო­რედ 2024 წლი­სათ­ვის ივა­რა­უ­დე­ბა, რომ უნ­და გვყავ­დეს აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გის ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხის მქო­ნე პი­რე­ბი. აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გის გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხის წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ხით მო­წეს­რი­გე­ბით, ერ­თი მხრივ, და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გე­ბად და­საქ­მე­ბულ პირ­თა ინ­ტე­რე­სი, ხო­ლო მე­ო­რე მხრივ, სის­ტე­მა არ დად­გე­ბა აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გოგ­თა დე­ფი­ცი­ტის წი­ნა­შე.
 სი­ახ­ლეა მუ­სი­კის მას­წავ­ლებ­ლის აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გის სტან­დარ­ტი რა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას, ცოდ­ნა­სა და უნარ-ჩვე­ვებს უნ­და ფლობ­დეს.
ასე­ვე სი­ახ­ლეა ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის, აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გის სტან­დარ­ტი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში მოქ­მედ ბა­ღებს შე­უძ­ლი­ათ ჰყავ­დეთ ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი. სტან­დარ­ტით გან­საზღ­ვ­რუ­ლია ის ცოდ­ნა და უნარ-ჩვე­ვე­ბი, რაც მას უნ­და ჰქონ­დეს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პირ­ველ რიგ­ში, ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნა, ასე­ვე — ბავ­შ­ვის ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის, სა­თა­ნა­დო მე­თო­დო­ლო­გი­ის და ა.შ. ამას­თან ერ­თად — ელე­მენ­ტა­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დო­ნე იმ ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბის ენა­ზე, რო­მელ რე­გი­ონ­შიც მდე­ბა­რე­ობს ბა­ღი, რომ იოლი იყოს ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და შე­დე­გი­ა­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბა. თუ გვინ­და ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბის ინ­ტეგ­რა­ცია ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, აუცი­ლე­ბე­ლია, აღ­საზ­რ­დე­ლებს ქარ­თუ­ლის სწავ­ლე­ბა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან და­ვუწყოთ.
არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა. ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში ეს სა­კითხი, მეტ­ნაკ­ლე­ბად, მოგ­ვა­რე­ბუ­ლია, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში კი მწვა­ვედ დგას. 12 წე­ლია ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის­კენ მივ­დი­ვართ და  დროა, სა­ბავ­შ­ვო ბაღ­შიც და­იწყოს პრო­ცე­სი. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის თუ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი უნ­და იყოს ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა სა­თა­ნა­დო ინ­ფ­რას­ტრუქ­ტუ­რა, სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად იმუ­შა­ვებს ბავ­შ­ვ­თან, ლო­გო­პე­დი, ფსი­ქო­ლო­გი და სხვ.
ასე რომ, ახა­ლი სტან­დარ­ტის და­ნერ­გ­ვა ძა­ლი­ან დი­დი და შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სია, ძა­ლი­ან მდი­დარ ქვეყ­ნებ­საც ამის­თ­ვის წლე­ბი სჭირ­დე­ბა. მი­სი დამ­ტ­კი­ცე­ბით, უდა­ვოდ, დი­დი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა. ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ წა­ვალთ წინ — ჯერ აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა და ამ მა­სა­ლის და­ნერ­გ­ვა; ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა ჯგუ­ფებ­ში; ზო­გა­დად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის შეც­ვ­ლა და კონ­კ­რე­ტუ­ლად — მშობ­ლე­ბი­სა და აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გე­ბის ბავ­შ­ვ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის და ა.შ. თუ გვინ­და, რომ სრულ­ყო­ფი­ლი პი­როვ­ნე­ბა გავ­ზარ­დოთ და ცხოვ­რე­ბის­თ­ვის მო­ვამ­ზა­დოთ, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი­დან  უნ­და ვიზ­რუ­ნოთ ამა­ზე. ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა პე­რი­ო­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სკო­ლამ­დე­ლი — გან­სა­კუთ­რე­ბით ფა­ქი­ზი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ამი­ტომ ყო­ველ­მ­ხ­რი­ვი ინ­ტერ­ვენ­ციაა სა­ჭი­რო, რომ შე­დეგ­ზე გა­ვი­დეთ და ხა­რის­ხი ამაღ­ლ­დეს.
— რო­მე­ლი წე­ლი მო­ი­ნიშ­ნა სტან­დარ­ტე­ბის სრუ­ლად და­ნერ­გ­ვის ორი­ენ­ტი­რად?
— 2018 წელს, პრაქ­ტი­კუ­ლად, ეს სტან­დარ­ტი ყვე­ლა ბაღ­მა უნ­და და­ნერ­გოს. ამა­ვე წელს, სტა­ტუ­სი მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის აღ­მ­ზ­რ­დელს (პრაქ­ტი­კუ­ლად, რამ­დე­ნი მსურ­ვე­ლიც იქ­ნე­ბა) უნ­და მი­ე­ნი­ჭოს. არ უნ­და გა­ხან­გ­რ­ძ­ლივ­დეს პრო­ცე­სი და ეროვ­ნულ დო­ნე­ზე უნ­და წა­რი­მარ­თოს, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით. რა თქმა უნ­და, დი­დი ქა­ლა­ქე­ბი ამას უფ­რო ად­ვი­ლად გა­უმ­კ­ლავ­დე­ბი­ან, მაგ­რამ სწო­რედ რე­გი­ო­ნებ­ში, მა­ღალ­მ­თი­ან სოფ­ლებ­ში უნ­და მოხ­დეს და­მა­ტე­ბი­თი ინ­ტერ­ვენ­ცია, რაც, ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით, ისევ ად­გი­ლობ­რივ­მა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბებ­მა უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ.
კა­ნო­ნი გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს, 2020 წელს იმ­დე­ნი ბა­ღი იყოს, რომ ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ჯგუ­ფებ­ში კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად გა­ნი­საზღ­ვ­როს. ორი­ენ­ტი­რი მა­ინც 2020 წე­ლია, რო­დე­საც გარ­და­ტე­ხა უნ­და მოხ­დეს. პრო­ცე­სი 2016 წლი­დან და­იწყო, 2018-ში აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი უკ­ვე აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გე­ბი გახ­დე­ბი­ან, 2020 წლის­თ­ვის ჯგუ­ფებ­ში ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უნ­და შემ­ცირ­დეს კა­ნო­ნით გან­საზღ­ვ­რუ­ლი რიცხობ­რი­ვო­ბით და ა.შ.
— ხომ არ მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­თან, რომ ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გის მი­მარ­თუ­ლე­ბა და­ე­მა­ტოს მათ ჩა­მო­ნათ­ვალს?
— ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი უკ­ვე მუ­შა­ობს საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ჩარ­ჩო­ზე, რო­მელ­საც უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში და­აგ­ზავ­ნი­ან. ჩვენ 2018 წლი­დან ვგეგ­მავთ ამ სი­ახ­ლის შე­ტა­ნას, მაგ­რამ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი რო­გორ წა­მოვ­ლენ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე და რამ­დე­ნი მსურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, ჯერ ვერ გეტყ­ვით. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ჩარ­ჩო იქ­მ­ნე­ბა. პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით აღ­მ­ზ­რ­დე­ლის ჩარ­ჩო დო­კუ­მენ­ტიც შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია.

ესაუბრა ლალი თვალაბეიშვილი

38(792)N