გამოდის 1998 წლიდან
2017-11-15
„დე­და­ე­ნის“ ავ­ტო­რი იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლია!


ჩვენ ხელ­თა გვაქვს გა­ზეთ „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბის“ პუბ­ლი­კა­ცია (26. ხ. 2017) „იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა — მა­რად ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა“. სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იქ­მ­ნე­ბა, რომ იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა ეწი­რე­ბა კერ­ძო ინ­ტე­რე­სებს... პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში დას­მუ­ლი მთა­ვა­რი კითხ­ვა ეს არის: „რა და­ე­წე­როს იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მე­თო­დით შედ­გე­ნილ „დე­და­ე­ნას“ გა­რე­კან­ზე: ავ­ტო­რი — იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი თუ „შედ­გე­ნი­ლია იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ხედ­ვით“. ცხა­დია, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა დი­დია: პირ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტი აღი­ა­რებს, რომ „დე­და­ე­ნის“ ავ­ტო­რი არის იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი, ხო­ლო მე­რე ვა­რი­ან­ტის მი­ხედ­ვით იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი არ არის „დე­და­ე­ნის“ ავ­ტო­რი... პრაქ­ტი­კუ­ლად ასეც მი­აჩ­ნი­ათ: დღეს სკო­ლა­ში „მი­ხედ­ვით“ შედ­გე­ნი­ლი ორი „დე­და­ე­ნაა“; გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თა ნუს­ხა­ში ერ­თი „დე­და­ე­ნის“ ავ­ტო­რე­ბად ნ. გორ­დე­ლა­ძე და გ. ჩხენ­კე­ლი მო­იხ­სე­ნი­ე­ბა, მე­ო­რის ავ­ტო­რე­ბად — ნ. და ე. მაღ­ლა­კე­ლი­ძე­ე­ბი; ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის, რო­გორც ავ­ტო­რის, ხსე­ნე­ბაც არაა ოფი­ცი­ა­ლურ ნუს­ხა­ში...
მო­დით, კითხ­ვე­ბი ასე დავ­ს­ვათ: ვინ არის ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლი და რა უფ­ლე­ბე­ბი აქვთ „დე­და­ე­ნის“ გა­მომ­ცემ­ლებს? რას მი­ე­ნი­ჭა არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ძეგ­ლის სტა­ტუ­სი და რო­გო­რი უნ­და იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ ძეგ­ლი­სად­მი? ვინ უნ­და და­იც­ვას ძეგ­ლის ინ­ტე­რე­სი და რო­გორ და­ვიც­ვათ ძეგ­ლი ხელ­ყო­ფი­სა­გან?
ვი­სა­უბ­რებთ იმის შე­სა­ხებ, რაც არა­ერ­თ­გ­ზის თქმუ­ლა და და­წე­რი­ლა, რის მი­ხედ­ვი­თაც მი­ე­ნი­ჭა ძეგ­ლის სტა­ტუ­სი „დე­და­ე­ნას“...
არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ძეგ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა „დე­და­ე­ნას“ — სა­ან­ბა­ნე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შედ­გე­ნის იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­ულ მე­თოდს“. რო­ცა მე­თოდ­ზე ვსა­უბ­რობთ, უპირ­ვე­ლე­სად არ­სე­ბი­თია ის, რით ვიწყებთ ან­ბა­ნის სწავ­ლე­ბას. პირ­ველ გაკ­ვე­თი­ლად „ია. აი ია“ — ესაა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ა­ში უდი­დე­სი აღ­მო­ჩე­ნა, იაკო­ბი­სე­უ­ლი ეპო­ქა­ლუ­რი მიგ­ნე­ბა. „დე­და­ე­ნამ­დე“ (და მე­რეც) ქარ­თულ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ათ­ზე მე­ტი სა­ან­ბა­ნე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო იყო, რო­მელ­თაც კონ­კუ­რენ­ცია ვერ გა­უ­წი­ეს იაკო­ბის ქმნი­ლე­ბას; სწო­რედ იაკო­ბი­სე­ულ­მა და­საწყის­მა მი­ა­ნი­ჭა ამ მე­თოდს შე­უც­ვ­ლე­ლის სტა­ტუ­სი. „ია. აი ია“-თი დაწყე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ან­ბა­ნე წიგ­ნი­სა უკ­ვე „იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლია“ და არა „მი­ხედ­ვით შედ­გე­ნი­ლი“...
ძეგ­ლად ქცე­უ­ლი მე­თო­დის ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი ღირ­სე­ბა ისაა, მე­ო­რე გაკ­ვე­თი­ლი­დან რო­გო­რი თან­მიმ­დევ­რო­ბით ის­წავ­ლე­ბა ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი. იაკო­ბი გან­მარ­ტავს და ასა­ბუ­თებს, რა­ტომ შე­ირ­ჩა ასე­თი თან­მიმ­დევ­რო­ბა; მაგ., „“  რა­ტომ უს­წ­რებს „“-ს: არ შე­იძ­ლე­ბა მა­თი ად­გი­ლე­ბის გაც­ვ­ლა (თა­ვის ოპო­ნენ­ტებს უხ­ს­ნის), „ჯერ იმი­ტომ, რომ მას­ვე გა­ე­ბუ­ტე­ბა გე­ნე­ტუ­რი მე­თო­დი, რად­გა­ნაც რთუ­ლი ასო წინ მო­ექ­ცე­ვა უფ­რო მარ­ტივ­სა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლის ელე­მენტს შე­ად­გენს (იგუ­ლის­ხ­მე­ბა გრა­ფი­კუ­ლად — გ.გ.), მერ­მე იმი­ტომ, მკა­ფი­ოდ გა­მოთ­ქ­მი­სათ­ვის ბევ­რად ად­ვი­ლია -ზე და ად­ვი­ლად­ვე უერ­თ­დე­ბა, უკავ­შირ­დე­ბა ყო­ველს გვარს ასო­სა, კითხ­ვის პრო­ცესს აად­ვი­ლებს“. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში: უს­წ­რებს -ს. თით­ქოს უფ­რო მარ­ტი­ვია-ზე, მაგ­რამ: „ მარ­ჯ­ვ­ნივ ნა­ხე­ვარ რგო­ლით თავ­დე­ბა; ასო -ს კი მარ­ჯ­ვ­ნივ მრუ­დე რკა­ლი აქვს, — და რად­გან რგო­ლის წე­რა უფ­რო ად­ვი­ლია მრუ­დე რკალ­ზედ, ამი­ტომ უფ­რო ად­ვილ სა­წე­რად უნ­და ჩა­ით­ვა­ლოს. ესეც რომ არ იყოს,-ს მე­ო­რე ად­გილს ვერ მივ­ს­ცემ­დით, რად­გა­ნაც იმის­თა­ნა ად­ვილ ასოს­თან შე­ერ­თე­ბით, რო­გო­რიც არის ე, თქვენ ვერ შე­ად­გენთ  რე­ა­ლუ­რის, და­სა­ხა­ტა­ვი საგ­ნის სა­ხელ­სა, -ს ხმა­რე­ბით კი სდგე­ბა იმის­თა­ნა მარ­ჯ­ვე სიტყ­ვა, რო­გორც ხე“. რო­ცა „მი­ხედ­ვით“ შედ­გე­ნილ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში ეს თან­მიმ­დევ­რო­ბა უც­ვ­ლე­ლად მე­ორ­დე­ბა, გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ არაა ეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სა და არის სხვა ავ­ტო­რი­სა, ანუ „მი­ხედ­ვით შედ­გე­ნი­ლი“?
იაკო­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებს სა­ან­ბა­ნე სიტყ­ვის შემ­დეგ მო­ცე­მუ­ლი სა­კითხა­ვი ტექ­ს­ტის სტრუქ­ტუ­რას; პრინ­ცი­პი ესაა: მარ­ტი­ვი­დან რთუ­ლი­სა­კენ, ნაც­ნო­ბი­დან უც­ნო­ბი­სა­კენ. ამი­ტომ ჯერ თი­თო სიტყ­ვაა მო­ცე­მუ­ლი, მე­რე ფრა­ზე­ბი — ორ­სიტყ­ვი­ა­ნი, სამ­სიტყ­ვი­ა­ნი და ა.შ. სამ­წუ­ხა­როდ, „მი­ხედ­ვით“ შედ­გე­ნილ „დე­და­ე­ნებ­ში“ ეს პრინ­ცი­პიც ირ­ღ­ვე­ვა, რაც ხელ­ყო­ფაა ეროვ­ნუ­ლი ძეგ­ლი­სა. ცვლი­ლე­ბა ხში­რად თვით­მიზ­ნუ­რია: „ავ­ტო­რო­ბის“ ინ­ტე­რე­სი ამ­გ­ვა­რი ცვლი­ლე­ბი­სა­კენ უბიძ­გებს მათ... მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთ „მი­ხედ­ვით დე­და­ე­ნა­ში“ მე­ო­რე გაკ­ვე­თილ­ში სიტყ­ვა­თა იაკო­ბი­სე­უ­ლი თან­მიმ­დევ­რო­ბა (ათი. თი­თა. თა­თი. თი­თი) ასე გა­და­ლაგ­და — თი­თი. თა­თი. თი­თა. ათი. არა­და იაკო­ბი გან­მარ­ტავ­და: „აქ ყო­ვე­ლი შემ­დე­გი სიტყ­ვა, გა­სა­ად­ვი­ლებ­ლად კითხ­ვის პრო­ცე­სი­სა, უნ­და იწყე­ბო­დეს იმ მარ­ც­ვ­ლით, რომ­ლი­თაც თავ­დე­ბა წი­ნა სიტყ­ვა“... ცვლი­ლე­ბის ინ­ტე­რეს­მა იაკო­ბის პრინ­ცი­პი და­არ­ღ­ვია... ისევ ძეგ­ლის ხელ­ყო­ფა...
სიტყ­ვამ მო­ი­ტა­ნა და ცვლი­ლე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზეც ვი­სა­უბ­რებთ ქვე­მოთ. ახ­ლა ის ვთქვათ, რომ იაკო­ბი იმა­საც აქ­ცევ­და ყუ­რადღე­ბას, სა­კითხავ ტექ­ს­ტ­ში რამ­დენ­ჯერ მე­ორ­დე­ბა შე­სას­წავ­ლი ასო, რამ­დენ­ჯერ — წი­ნა გაკ­ვე­თილ­ზე შეს­წავ­ლი­ლი ასო, რამ­დენ­ჯერ იმის წი­ნა­ზე და ა.შ... და კი­დევ: „ყო­ვე­ლი ახა­ლი სიტყ­ვა აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს გა­მე­ო­რე­ბუ­ლი შემ­დეგ გაკ­ვე­თი­ლებ­ში რამ­დენ­ჯერ­მე, რა­თა ღრმად ჩა­ე­ბეჭ­დოს ბავშვს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში“.  ასეა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი მთე­ლი სა­ან­ბა­ნე წიგ­ნი...…ესეც ძეგ­ლად­ქ­ცე­უ­ლი მე­თო­დის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია... სამ­წუ­ხა­როდ, ცვლი­ლე­ბის თვით­მიზ­ნურ­მა სურ­ვილ­მა „მი­ხედ­ვით დე­და­ე­ნებ­ში“ შე­ი­წი­რა ეს პრინ­ცი­პიც...
სას­ვე­ნი ნიშ­ნე­ბი? დი­ახ, სა­ან­ბა­ნე ნა­წილ­ში პრინ­ცი­პუ­ლია სას­ვენ ნი­შან­თა სა­კითხიც... აქაც ვცო­დავთ...
„ახალ გა­ნათ­ლე­ბა­ში“ ჟურ­ნა­ლის­ტი კითხ­ვას უს­ვამს რეს­პონ­დენტს: „იქ­ნე­ბა თუ არა გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი „დე­და­ე­ნის“ უც­ვ­ლე­ლი სა­ხით შე­ტა­ნა სკო­ლა­ში“? რეს­პო­ნდენ­ტის (ქ-ნი თ. ჯა­ყე­ლის) პა­სუ­ხი ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია: „გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და­ე­ნის“ უც­ვ­ლე­ლი სა­ხით შე­ტა­ნა გარ­კ­ვე­ულ უხერ­ხუ­ლო­ბას რომ გა­მო­იწ­ვევს, ალ­ბათ, ამა­ზე არა­ვინ და­ვობს“... რა თქმა უნ­და, ასეა. მაგ­რამ რა უნ­და შე­იც­ვა­ლოს და რით, ეს უკ­ვე პრობ­ლე­მაა. ჯერ ის ვთქვათ, იაკო­ბის პრინ­ცი­პუ­ლი მოთხოვ­ნა ის იყო, რომ „დე­და­ე­ნა“ „არ უნ­და მოკ­ლე­ბო­და გა­უ­კე­თე­სე­ბას“! თა­ვის ან­დერ­ძ­ში კა­ტე­გო­რი­უ­ლად ითხოვ­და წე­რა-კითხ­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან, ვი­საც და­უ­ტო­ვა სა­პატ­რო­ნოდ „დე­და­ე­ნა“, აუცი­ლებ­ლად შე­ე­ტა­ნათ სა­ჭი­რო ცვლი­ლე­ბა, მაგ­რამ მხო­ლოდ მა­შინ, თუ ამ ცვლი­ლე­ბას და­ე­თან­ხ­მე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გამ­გე­ო­ბის სა­მი მე­ოთხე­დი... ანუ, გა­მომ­ცე­მელს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თვით­ნე­ბუ­რი ცვლი­ლე­ბა ეკ­რ­ძა­ლე­ბა ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის ნე­ბით...
იაკო­ბის მოთხოვ­ნით, უპირ­ვე­ლე­სად ცვლი­ლე­ბა უნ­და შე­ე­ხოს „დე­და­ე­ნის“ ენობ­რივ სა­ხეს — ტექ­ს­ტე­ბი შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში უნ­და მო­ვი­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ენის ნორ­მებ­თან; ასე­ვე, ლექ­სი­კა უნ­და შე­იც­ვა­ლოს (გა­ნიტ­ვირ­თოს) იაკო­ბის­დ­რო­ინ­დე­ლი დი­ა­ლექ­ტუ­რი თუ არა­ქარ­თუ­ლი სიტყ­ვე­ბი­სა­გან... ამ­გ­ვა­რი ცვლი­ლე­ბე­ბი რე­დაქ­ცი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბია და ესეც პრინ­ცი­პია იაკო­ბი­სა. ანუ: ან­ბა­ნის სწავ­ლე­ბის იაკო­ბი­სე­უ­ლი მე­თო­დი ით­ვა­ლის­წი­ნებს სის­ტე­მა­ტურ აუცი­ლე­ბელ „გა­უ­კე­თე­სე­ბას“ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­სი... ოღონდ ეს არ უნ­და იყოს ცვლი­ლე­ბა ცვლი­ლე­ბი­სათ­ვის. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთ „მი­ხედ­ვით დე­და­ე­ნა­ში“ მე­სა­მე გაკ­ვე­თილ­ზე „სა­ა­თის“ ნაც­ვ­ლად შე­მო­ტა­ნი­ლია „თა­სი“. რა­ტომ? გა­უ­გე­ბა­რია. იაკო­ბის პრინ­ცი­პით, ნა­ხატ­სა და სიტყ­ვას შო­რის უნ­და იყოს ზუს­ტი შა­სა­ბა­მი­სო­ბა („სუ­რა­თის შემ­წე­ო­ბით ბავ­შ­ვი ნა­ხე­ვარს ცოდ­ნას სრულს ცოდ­ნად გა­და­აქ­ცევს, გა­ურ­კ­ვე­ველს წარ­მოდ­გე­ნას — გარ­კ­ვე­უ­ლად, არას­რულს სა­ხეს საგ­ნი­სას — სრულ სა­ხედ“). სუ­რათს რომ ნა­ხავს ბავ­შ­ვი, ის ზუს­ტად უნ­და მიხ­ვ­დეს, რა წე­რია სუ­რა­თის ქვეშ. აქ რა ხდე­ბა? თა­სის შემ­თხ­ვე­ვა­ში ნა­ხა­ტის მი­ხედ­ვით ბავ­შ­ვ­მა შე­იძ­ლე­ბა თქვას, ესააო ჯა­მი, სას­მი­სი, თა­სი... ეს უკ­ვე დარ­ღ­ვე­ვაა იაკო­ბის პრინ­ცი­პი­სა. სხვა მა­გა­ლი­თი: მე­ო­რე „მი­ხედ­ვით დე­და­ე­ნა­ში“ „მა­შა“ შე­იც­ვა­ლა „შე­შით“. რა­ტომ? ბავ­შ­ვ­მა არ იცის მა­შა რა არი­სო. არა­და, სა­დაც შე­შაა, იქ მა­შაც არის... ესაა სწო­რედ ცვლი­ლე­ბა ცვლი­ლე­ბი­სათ­ვის, რაც პრინ­ცი­პუ­ლად ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის მე­თოდს; ეს არაა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ეს ხელ­ყო­ფაა ძეგ­ლი­სა...
იაკობ­თან ბო­ლო შვიდ გაკ­ვე­თილ­ზე სა­ან­ბა­ნე სიტყ­ვის ნაც­ვ­ლად ფრა­ზე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი (ორი ორ­სიტყ­ვი­ა­ნი და ხუ­თი სამ­სიტყ­ვი­ა­ნი), იმი­ტომ რომ, იაკობს მი­აჩ­ნ­და: „ხა­ლის­საც ძლი­ერ უმა­ტებს გაკ­ვე­თილს ეს ფრა­ზა... ადა­მი­ანს ახა­ლი­სებს არა გან­მარ­ტო­ე­ბუ­ლი საგ­ნე­ბი, არა­მედ მა­თი კავ­ში­რი... ენის სი­ცოცხ­ლე იწყე­ბა ფრა­ზე­ბი­დან და რამ­დე­ნა­დაც ად­რე გა­დახ­ვალთ ფრა­ზებ­ზე, იმ­დე­ნად უფ­რო უკე­თე­სია.“ ერთ-ერთ „მი­ხედ­ვით დე­და­ე­ნა­ში“ ფრა­ზე­ბი მოხ­ს­ნეს... აი, ამ­გ­ვა­რი ცვლი­ლე­ბაა შე­უ­სა­ბა­მო ძეგ­ლ­თან, ანუ იაკო­ბი­სე­ულ პრინ­ციპ­თან...
ცვლი­ლე­ბა უნ­და ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს „დე­და­ე­ნის“ გან­წ­მენ­დას შეც­დო­მე­ბი­სა­გან, რად­გან „სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო უნ­და იყოს უშეც­დო­მო“; უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო შეც­დო­მა სა­ან­ბა­ნე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს­თ­ვის არ არ­სე­ბობს; „ისე სა­ჭი­რო არას­დ­როს არ არის ამ კა­ნო­ნის დაც­ვა, რო­გორც სწავ­ლის და­საწყის­ში“ (ჩვენ მი­ერ მოყ­ვა­ნი­ლი ყვე­ლა ცი­ტა­ტა ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლი­საა). ერ­თი მარ­ტი­ვი მა­გა­ლი­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ენობ­რი­ვი შეც­დო­მი­სა: იაკო­ბი­სე­ულ ტექ­ს­ტ­შია — „იას ყვა­ვი­ლი ას­ხია“; „მი­ხედ­ვით დე­და­ე­ნა­ში“ აქ ერ­თ­ყ­ვა­ვი­ლი­ა­ნი ია და­ხა­ტეს... ეს სე­რი­ო­ზუ­ლი გა­დახ­ვე­ვაა იაკო­ბი­სე­უ­ლი მე­თო­დი­დან...
ასე რომ, ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნა „დე­და­ე­ნა­ში“ აუცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ არა ასე­თი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა... ამ ტი­პის უზუს­ტო­ბებ­ზე ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი სა­უ­ბა­რი შე­იძ­ლე­ბა; ეს ვიკ­მა­როთ დღე­ი­სათ­ვის...
ჩვე­ნი ღრმა რწმე­ნით, კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს სის­ტე­მა­ში შე­მა­ვა­ლი სსიპ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს შე­სა­ბა­მის­მა კო­მი­სი­ამ „დე­და­ე­ნას­თან“ მი­მარ­თე­ბით თა­ვი­სი ფუნ­ქ­ცია ვერ შე­ას­რუ­ლა. მას სა­კონ­კურ­სოდ წარ­დ­გე­ნილ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თა­გან ერ­თი უკე­თე­სი უნ­და შე­ერ­ჩია და მის­თ­ვის უნ­და მი­ე­ცა რე­კო­მენ­და­ცია; მას ყვე­ლა აქ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი პრინ­ცი­პი (და სხვაც) უნ­და გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა და და­ეც­ვა ეროვ­ნუ­ლი ძეგ­ლი ხელ­ყო­ფი­სა­გან; მან იცის (ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში უნ­და სცოდ­ნო­და), რომ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლი შე­ჯიბ­რო­ბი­თო­ბის პრინ­ციპს არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა; უნ­და და­ეც­ვა ეროვ­ნუ­ლი ძეგ­ლის ინ­ტე­რე­სი და არა კონ­კ­რე­ტუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბი­სა თუ „ავ­ტო­რე­ბი­სა“... მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ჩვენ­ში „ძნე­ლია“ ასე­თი ობი­ექ­ტუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა (მი­ზეზ­თა გა­მო...)... ამი­ტომ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი უნ­და მო­ი­ძებ­ნოს; ჩვე­ნი აზ­რით:
არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ძეგ­ლის „დე­და­ე­ნის“ (სა­ან­ბა­ნე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შედ­გე­ნის იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი მე­თო­დის) დაც­ვის მიზ­ნით უნ­და შე­იქ­მ­ნეს სა­ხელ­მ­წი­ფო კო­მი­სია, რო­მე­ლიც და­კომ­პ­ლექ­ტ­დე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით და მო­ამ­ზა­დებს იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ერ შედ­გე­ნილ „დე­და­ე­ნას“ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­სათ­ვის (ანა­ლო­გი­ი­სათ­ვის გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ: „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ტექ­ს­ტის დამ­დ­გე­ნი მუდ­მი­ვი სა­ხელ­მ­წი­ფო კო­მი­სია)... ასე გა­და­ვარ­ჩენთ და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ უნი­კა­ლურ „დე­და­ე­ნას“. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ სხვას ეკ­რ­ძა­ლე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­ან­ბა­ნე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შედ­გე­ნა; არის კი­დე­ვაც სკო­ლა­ში ასე­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო (ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ვ. რო­დო­ნაია), რო­მე­ლიც პირ­ველ გაკ­ვე­თილ­ზე „ა“ ასოს „აკ­ვა­რი­უ­მი­თა“ და „აქ­ლე­მით“ ას­წავ­ლის; ოღონდ ასეთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს არ უნ­და ერ­ქ­ვას „დე­და­ე­ნა“, რად­გან „დე­და­ე­ნა“ იაკო­ბის სა­ავ­ტო­რო სა­ხე­ლია (კომ­პო­ზი­ტიც მი­სი შექ­მ­ნი­ლია სა­გან­გე­ბოდ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­სათ­ვის)...
ერ­თი რა­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც გვმარ­თებს: 2016 წლი­დან „ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის სა­მი სა­ხე­ო­ბის ცოცხა­ლი კულ­ტუ­რა“ ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლია იუნეს­კოს ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ნუს­ხა­ში. ამ ნო­მი­ნა­ცი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­წი­ლა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი „დე­და­ე­ნა“ — ქარ­თუ­ლი სა­ან­ბა­ნე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შედ­გე­ნის იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი მე­თო­დი“! და: სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლ­თა დაც­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ორ დო­ნე­ზე — ეროვ­ნულ­ზე და სა­ერ­თა­შო­რი­სო­ზე! კე­თი­ლი ვი­ნე­ბოთ და და­ვიც­ვათ „დე­და­ე­ნა“!..
მაგ­რამ სა­ნამ სა­ხელ­მ­წი­ფო ყო­ვე­ლი­ვე ამის ორ­გა­ნი­ზე­ბას შეძ­ლებს, ასე ვთქვათ:
„დე­და­ე­ნა“ — პირ­ვე­ლი კლა­სის სა­ან­ბა­ნე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო — თუ იწყე­ბა „აი ია“-თი და შემ­დ­გომ გრძელ­დე­ბა გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლად,  ამ­გ­ვა­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რი არის იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი! არა­ვი­თა­რი „გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ხედ­ვით“!..
ცალ­კე თე­მაა ან­ბანს შემ­დ­გომ სა­კითხა­ვი ნა­წი­ლი „დე­და­ე­ნი­სა“; მი­სი შედ­გე­ნი­სას არ­სე­ბი­თია არ და­ირ­ღ­ვეს იაკო­ბი­სე­უ­ლი ორი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი: ეროვ­ნუ­ლო­ბა და ზნე­ობ­რი­ო­ბა!...

გი­ორ­გი გო­გო­ლაშ­ვი­ლი
იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის თა­ნა­თავ­მ­ჯ­დო­მა­რე

25-28(942)N