გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2016-03-10
5-კრე­დი­ტი­ა­ნი კურ­სის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი — ზო­გა­დი დი­დაქ­ტი­კის კურ­სი
პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვით­რე­ბის კურ­ს­ზე რე­გის­ტ­რა­ცია გა­მოცხად­და. კურ­სის გავ­ლა ერთ-ერ­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბაა უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად. ვის­თ­ვის არის გან­კუთ­ვ­ნი­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვით­რე­ბის 5-კრე­დი­ტი­ა­ნი კურ­სის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი და რა მო­დუ­ლებს გა­ივ­ლი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი — ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვით­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ექ­ს­პერტ-კონ­სულ­ტან­ტი სო­ფი­კო ლობ­ჟა­ნი­ძე:
— პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის 5-კრე­დი­ტი­ა­ნი კურ­სის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის გავ­ლის მსურ­ვე­ლე­ბის­თ­ვის რე­გის­ტ­რა­ცია უკ­ვე გა­მოცხა­დდა, უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად ვის­თ­ვის არის გან­კუთ­ვნი­ლი ეს კურ­სი და რამ­დენ კრე­დიტს მო­უ­ტანს ის პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს? 
ვრცლად>>>
2016-03-10
წარ­სუ­ლით ცხოვ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა
რუბ­რი­კის სტუ­მა­რია ნი­ნო ბურ­დი­ლა­ძე,
კი­ოლ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი — ნი­ნო, სა­უ­ბა­რი მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დით  და­ვიწყოთ. სწავ­ლობ­დი 161-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, რო­მე­ლიც წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რე. რა ად­გი­ლი უჭი­რავს შენს ცხოვ­რე­ბა­ში სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბულ წლებს, გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?
ვრცლად>>>
2016-02-25
არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად
2015 წლის სექ­ტემ­ბ­რი­დან მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა ამოქ­მედ­და და მას­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩა­ერ­თო, მათ შო­რის, ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით კომ­პაქ­ტუ­რად და­სახ­ლე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის პე­და­გო­გე­ბიც. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ე­ბის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, ახორ­ცი­ე­ლებს მხარ­დამ­ჭერ პროგ­რა­მას, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც სქე­მის დო­კუ­მენ­ტა­ცია აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ, სომ­ხურ და რუ­სულ ენებ­ზე ითარ­გ­მ­ნა. ცენ­ტ­რ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, ყვე­ლა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლი­სა და სას­კო­ლო სექ­ტო­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის დო­კუ­მენ­ტე­ბის კრე­ბუ­ლი­სა და გზამ­კ­ვ­ლე­ვის ჳ ნა­წი­ლის აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი, რუ­სუ­ლი და სომ­ხუ­რი თარ­გ­მა­ნე­ბის და­რი­გე­ბა უკ­ვე და­იწყო, სულ 27 სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურსცენ­ტ­რ­სა და მათ სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი 293 არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის 6902 არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ი­ღებს მათ­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ აღ­ნიშ­ნულ ლი­ტე­რა­ტუ­რას.
ვრცლად>>>
2016-02-25
ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დის­თ­ვის
ვაგ­რ­ძე­ლებთ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის
ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დ­ზე
გან­თავ­სე­ბუ­ლი, სა­გან­გე­ბოდ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი, სა­ინ­ფორ­მა­ციო ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის მი­მო­ხილ­ვას. დღეს გთა­ვა­ზობთ ზო­გა­დი უნა­რე­ბის
ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის, სო­ფო დო­ლი­ძის რჩე­ვებსვაგ­რ­ძე­ლებთ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის
ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი, სა­გან­გე­ბოდ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი,
სა­ინ­ფორ­მა­ციო ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის მი­მო­ხილ­ვას. დღეს გთა­ვა­ზობთ ზო­გა­დი უნა­რე­ბის
ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის, სო­ფო დო­ლი­ძის რჩე­ვებს
ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და­ზე, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა სხვა გა­მოც­და­ზე, მთა­ვა­რი სი­ახ­ლე გახ­ლავთ ის, რომ ტეს­ტი­რე­ბა ნა­ხევ­რად ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტით ჩა­ტარ­დე­ბა. ეს გუ­ლის­ხ­მობს ტეს­ტის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბას, ჩვე­ნე­ბას ეკ­რან­ზე კომ­პი­უ­ტე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით. ეს ფორ­მა­ტი ნა­ხევ­რად ელექ­ტ­რო­ნუ­ლი იმი­ტომ არის, რომ პა­სუ­ხე­ბის ფურ­ც­ლე­ბი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია და პა­სუ­ხე­ბის მო­ნიშ­ვ­ნა კვლავ პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ზე ხდე­ბა. ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ან თვი­თონ ტეს­ტის და­ვა­ლე­ბა­თა თვალ­საზ­რი­სით, ცვლი­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ იქ­ნე­ბა. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ჩვენ ვცდი­ლობთ, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ერ­თი და იგი­ვე სირ­თუ­ლე ტეს­ტი­სა, და­ახ­ლო­ე­ბით, 50%-იანი, სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლე. ტეს­ტი კვლავ 80 და­ვა­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა. და­ვა­ლე­ბა­თა გან­მარ­ტე­ბე­ბი მო­ცე­მუ­ლია ჩვენს ვებ­გ­ვერ­დ­ზე, დამ­ხ­მა­რე მა­სა­ლა­თა კრე­ბუ­ლებ­ში.
ვრცლად>>>
2016-02-25
თვით­შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბის მას­შ­ტა­ბუ­რი გა­დამ­ზა­დე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი და­იწყო
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რე­ბის ტრე­ნინ­გე­ბი და­იწყო, რო­მე­ლიც ორი ორ­დღი­ა­ნი მო­დუ­ლის­გან შედ­გე­ბა. შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რებს, სქე­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, საკ­მა­ოდ დი­დი სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ე­კის­რათ — უნ­და შე­ა­ფა­სონ სა­კუ­თა­რი  სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. ჯერ ვერ ხერ­ხ­დე­ბა გა­რე და ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბა,  რად­გან რუბ­რი­კე­ბი პი­ლო­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­შია და, რო­გორც ცენ­ტ­რ­ში აცხა­დე­ბენ, გა­მოც­დე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი ჯერ არ არის მზად იმის­თ­ვის, რომ რუბ­რი­კე­ბი მი­ა­წო­დონ. მას­წავ­ლებ­ლებ­მა სხვა სა­ვალ­დე­ბუ­ლო თუ და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უკ­ვე და­იწყეს და,
ვრცლად>>>
2016-02-25
ყვე­ლა პრო­ექ­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და მო­მა­ვალ­შიც უწყ­ვე­ტად გაგ­რ­ძელ­დე­ბა
ზო­გად და უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში გა­სულ წელს
გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა და
პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის
მი­ნის­ტ­რი თა­მარ სა­ნი­კი­ძე — ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, 2015 წელს თქვენ პე­და­გო­გე­ბის წე­ლი უწო­დეთ და აღ­ნიშ­ნეთ, რომ „ის სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ გა­და­საჭ­რე­ლი დაგ­ვ­რ­ჩა, უნ­და გა­დავ­ჭ­რათ აუცი­ლებ­ლად ერ­თად იმი­ტომ, რომ პე­და­გოგს დას­ჭირ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან რე­ა­ლუ­რი ხელ­შეწყო­ბა, პრო­ფე­სი­ას დას­ჭირ­დე­ბა და­ფა­სე­ბა“. მარ­თ­ლაც, 2015 წე­ლი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის ბევ­რი სი­ახ­ლით და­იწყო და მათ­თ­ვის ახა­ლი სქე­მის და­ნერ­გ­ვა ყვე­ლა­ზე სენ­სი­ტი­ურ თე­მად იქ­ცა. რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ე.წ. „პე­და­გო­გის“ წელს?
— 2015 ერ­თ­გ­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვის წე­ლი იყო. რე­ა­ლუ­რად 2013-14 წლებ­ში და­გეგ­მი­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ვიწყეთ. წი­ნა წლებ­ში სის­ტე­მა სრუ­ლად შე­ვა­ფა­სეთ და შე­ვი­მუ­შა­ვეთ სტრა­ტე­გია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მუ­შა­ო­ბას ვაგ­რ­ძე­ლებთ. სის­ტე­მურ ცვლი­ლე­ბებ­საც ვგუ­ლის­ხ­მობ, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის შე­მუ­შა­ვე­ბაა. ამ სის­ტე­მა­ში მო­ვაქ­ცი­ეთ პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ის სა­კითხე­ბი, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტი­დან დაწყე­ბუ­ლი, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის და მა­თი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ზე ბევ­რად ეფექ­ტუ­რია. ამ სის­ტე­მა­ში მო­ვაქ­ცი­ეთ სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კაც, რაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, რად­გან სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კის და­რე­გუ­ლი­რე­ბის გა­რე­შე, რე­ფორ­მის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე სა­უ­ბა­რიც ზედ­მე­ტია.
ვრცლად>>>
2016-02-25
სწავ­ლე­ბი­სა და სწავ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა
შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში სწავ­ლე­ბი­სა და სწავ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვის (TALIS) ეროვ­ნუ­ლი ან­გა­რი­შის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კვლე­ვა (TALIS) — პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვაა, რო­მე­ლიც კომ­პ­ლექ­სუ­რად შე­ის­წავ­ლის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა­დას­ხ­ვა ას­პექტს და სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს შე­ვა­ფა­სოთ, რა გავ­ლე­ნას ახ­დენს კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კა სას­წავ­ლო გა­რე­მო­ზე სკო­ლებ­ში. კვლე­ვის მი­ზა­ნია და­ეხ­მა­როს კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნებს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ეფექ­ტი­ა­ნი პო­ლი­ტი­კის და­ნერ­გ­ვა­ში.
ვრცლად>>>
2016-02-25
მი­სი ნა­წე­რი გან­ძად დაშ­თე­ბის
„ხე­ლი საბ­რა­ლო მწერ­ლი­სა მი­წა­თა ში­ნა ლპე­ბის,
ხო­ლო ნა­წე­რი მის ჰგი­ეს ჟამთა ვიდრე უკ­უნისამ­დე!“
იღუ­მე­ნი ექ­ვ­თი­მე კე­რე­სე­ლი­ძე ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თა­ვი­სი გან­ვი­თა­რე­ბის ყო­ველ სა­ფე­ხურ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად თავ­ს­დამ­ტყ­და­რი უამ­რა­ვი ქარ­ტე­ხი­ლი­სა, ქმნი­და რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლურ, ასე­ვე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბებს, ამ­დიდ­რებ­და ერის სუ­ლი­ერ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და ეროვ­ნულ-კულ­ტუ­რულ სა­გან­ძურს. ღვთით­კურ­თხე­უ­ლი ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი კი ერის უდი­დე­სი მო­ნა­პო­ვა­რია, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ 14 ან­ბანს შო­რის ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სია.
ვრცლად>>>
2016-02-25
რო­გორ მო­ვი­პო­ვოთ მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა გაზ­რ­დი­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბის ფონ­ზე

მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლა ახა­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით გარ­თუ­ლე­ბუ­ლია, ნე­ბის­მი­ე­რი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ანს არ შე­უძ­ლია გახ­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი. მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბულ გზებს გან­საზღ­ვ­რავს. ერთ-ერ­თი გზა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბას მიმ­დევ­რო­ბი­თი და პა­რა­ლე­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. რას გუ­ლის­ხ­მობს ეს პროგ­რა­მე­ბი, რა გზე­ბი არ­სე­ბობს მსურ­ვე­ლე­ბის­თ­ვის პრო­ფე­სი­ა­ში შე­სას­ვ­ლე­ლად და ვის შე­უძ­ლია მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ექ­ს­პერტ-კონ­სულ­ტან­ტი სო­ფი­კო ლობ­ჟა­ნი­ძე
ვრცლად>>>
2016-02-18
„პირ­და­პი­რი ინ­ვე­ს­ტი­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მა­ვალ­ში“ 14-მილიონიანი პრო­ექ­ტი მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბისთვის

ლა­ლი ჯე­ლა­ძე მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, „ათას­წ­ლე­უ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ ფი­ნან­სუ­რი და ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რით, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას იწყებს.
14 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­ექ­ტი ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის (MCC) 140 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის მე­ო­რე კომ­პაქ­ტის ერთ-ერთ კომ­პო­ნენტს წარ­მო­ად­გენს და მიზ­ნად ისა­ხავს STEM პრო­ფე­სი­ე­ბის — სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო, მა­თე­მა­ტი­კის, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და ინ­გ­ლი­სუ­რი ენის VII-XII კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა, ასე­ვე სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზით სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და სკო­ლის მარ­თ­ვის ხა­რის­ხის დახ­ვე­წას.
პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ეს არის ამე­რი­კის მხრი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლოს დახ­მა­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პროგ­რა­მა, რად­გან 140-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი გრან­ტი პირ­და­პი­რი ინ­ვე­ს­ტი­ციაა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მა­ვალ­ში.
ვიდ­რე პრო­ექ­ტის კონ­კ­რე­ტულ დე­ტა­ლებ­ზე გა­და­ვალთ, მკითხ­ველს გა­ვაც­ნობთ რა­ტომ შე­ირ­ჩა STEM პრო­ფე­სი­ე­ბი და რა­ტომ ჩა­დო მი­ლე­ნი­უ­მის კორ­პო­რა­ცი­ამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამ დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო ინ­ვეს­ტი­ცია. STEM — 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ტერ­მი­ნი ტექ­ნო­ლო­გი­ურ, სა­ინ­ჟინ­რო, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო დარ­გებს აერ­თი­ა­ნებს. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის ეპო­ქა­ში კი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ახალ­გაზ­რ­დებ­მა მა­ღა­ლი დო­ნის გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღონ ტექ­ნი­კურ დარ­გებ­ში. თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში STEM სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე მოთხოვ­ნა უფ­რო და უფ­რო იზ­რ­დე­ბა, ბბC-ის მი­ერ ახ­ლა­ხან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით, ელექ­ტ­რუ­ლი ინ­ჟინ­რე­ბი, ბი­ო­ქი­მი­კო­სე­ბი და პროგ­რა­მის­ტე­ბი მოთხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ე­ბის სი­ა­ში მო­წი­ნა­ვე რი­გებს იკა­ვე­ბენ. სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვ­დი­ან, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მა­გა­ლით­ზე, რო­გორ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ზო­გა­დად სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ელექ­ტ­რუ­ლი ინ­ჟინ­რის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სის­გან — 27 195 ევ­რო/ 43 711 ევ­რო. მსგავ­სი ვი­თა­რე­ბაა აშშ-ში, სა­დაც STEM ფა­კულ­ტე­ტე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებ­ზე დი­დი მოთხოვ­ნაა. მათ უდი­დე­სი წვლი­ლი შე­აქვთ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. სწო­რედ ამ მიზ­ნით გა­დაწყ­ვი­ტა ათას­წ­ლე­უ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში SSTEM დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, მათ შო­რი­საა სან დი­ე­გოს სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პრო­ექ­ტიც.
პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია სას­ტუმ­რო „თბი­ლი­სი მა­რი­ოტ­ში“ გა­ი­მარ­თა, სა­დაც მხა­რე­ებ­მა ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მეს. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ: სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი თა­მარ სა­ნი­კი­ძე, ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი მაგ­და მაღ­რა­ძე, ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტის მო­ად­გი­ლე ფა­ტემ სუ­მა­რი და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი.
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53]
35(789)N