გამოდის 1998 წლიდან
2016-11-24
თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა კად­რე­ბის მო­ზიდ­ვი­სა და მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პე­და­გო­გე­ბის აღ­ზ­რ­დი­სათ­ვის


ანა ფირცხალაიშვილი

18 ნო­ემ­ბერს, სას­ტუმ­რო რე­დი­სონ­ში, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი მა­ჩა­ბელ­მა, ხე­ლი მო­ა­წე­რა ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუმს სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტ­თან (გ-ჵRჳჶდ) და უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან. მე­მო­რან­დუ­მი მო­ი­ცავს სა­კითხე­ბის ფარ­თო სპექტრს, რა­საც გ-ჵRჳჶდ სთა­ვა­ზობს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის შე­სა­ბა­მის ფა­კულ­ტე­ტებს, მათ შო­რის: ერ­თად გა­ნი­ხი­ლა­ვენ არ­სე­ბულ სას­წავ­ლო პროგ­რა­მას, მის სი­ლა­ბუ­სებს და გ-ჵRჳჶდ-ის მე­თო­დო­ლო­გი­ის და რე­სურ­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, წა­რუდ­გე­ნენ თა­ვი­ანთ მო­საზ­რე­ბებ­სა და კო­მენ­ტა­რებს ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით; და­ეხ­მა­რე­ბი­ან სას­წავ­ლო კურ­სი­სა და გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბა­ში; ფა­კულ­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­დას­ცე­მენ პრო­ექ­ტის მი­ერ და­ბეჭ­დილ რე­სურ­სებს, მათ­ვე ექ­ნე­ბათ წვდო­მა გ-ჵRჳჶდ-ის პორ­ტალ­ზე ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი­სა და ელექ­ტ­რო­ნუ­ლი საკ­ლა­სო შე­ფა­სე­ბის სივ­რ­ცის ჩათ­ვ­ლით, ეს სივ­რ­ცე ღიაა სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვი­საც; მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი, პრო­ექ­ტ­თან ერ­თად, გა­უ­წევს მო­ნი­ტო­რინგს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის შე­სა­ბა­მის ფა­კულ­ტეტ­ზე სას­წავ­ლო პროგ­რა­მი­სა და კურ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას პირ­და­პი­რი დაკ­ვირ­ვე­ბის გზით და შე­მუ­შა­ვე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს წა­რუდ­გე­ნენ მხა­რე­ებს.
გ-ჵRჳჶდ-ს სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­თან მუ­შა­ო­ბის საკ­მაო გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტებ­თან, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით შექ­მ­ნა და საკ­ლა­სო პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გა მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სა და და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მე­თო­დე­ბი მა­თე­მა­ტი­კის, კითხ­ვის, ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენი­სა და ბიზ­ნე­სის უნარ-ჩვე­ვე­ბის სწავ­ლე­ბი­სათ­ვის ჳ-ვჳ კლა­სებ­ში. პრო­ექ­ტის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა (ისე რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის), მხო­ლოდ მოქ­მე­დი პე­და­გო­გე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას გუ­ლის­ხ­მობ­და და არა პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის მსურ­ველ­თა დახ­მა­რე­ბას. ლო­გი­კუ­რია და, სა­მო­მავ­ლოდ უფ­რო ეფექ­ტუ­რიც, რომ პრო­ექ­ტი ამი­ე­რი­დან იმ ადა­მი­ა­ნებს და­ეხ­მა­რე­ბა, ვინც უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ეუფ­ლე­ბა დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას. ბო­ლო წლებ­ში, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მის სხვა­დას­ხ­ვა ეტაპ­ზე, პე­რი­ო­დუ­ლად, სულ იყო სა­უ­ბა­რი თა­ვად ფა­კულ­ტე­ტე­ბის დახ­მა­რე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, სტუ­დენ­ტის მო­სამ­ზა­დებ­ლად, მაგ­რამ პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­ბი­ჯი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მხო­ლოდ ახ­ლა გა­და­იდ­გა. თა­ვის გა­მოს­ვ­ლა­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ, ლია გი­გა­ურ­მა, მე­მო­რან­დუ­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა სწო­რედ ამ მხრივ შე­ა­ფა­სა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად. მან თქვა: „რე­სურ­სე­ბი, რო­მე­ლიც დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვი­საა მომ­ზა­დე­ბუ­ლი, მე­თო­დუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლია. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას ასე­თი კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს. ჩვენ­თან უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი თა­ვის­თ­ვის მუ­შა­ო­ბენ, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი — თა­ვის­თ­ვის, პრო­ექ­ტე­ბი — თა­ვის­თ­ვის და მხო­ლოდ ფრაგ­მენ­ტუ­ლი თა­ნაკ­ვე­თე­ბია ხოლ­მე მათ შო­რის, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით. დღეს სა­ფუძ­ველს ვუყ­რით კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ, ერ­თი­ან მი­ზან­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ მიდ­გო­მას, რაც წინ გა­დად­მუ­ლი ნა­ბი­ჯია არა მხო­ლოდ კონ­კ­რე­ტუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, არა­მედ, ზო­გა­დად, სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. მო­მა­ვალ­შიც ბევ­რი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი შე­იქ­მ­ნე­ბა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც“.
ასე­თი­ვე იყო გი­ორ­გი მა­ჩაბ­ლის გა­მოს­ვ­ლის პა­თო­სიც, რო­მელ­მაც მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და გ-ჵRჳჶდ, ასე­თი წარ­მოწყე­ბის­თ­ვის და აღ­ნიშ­ნა: „ჩვენ ვა­ერ­თი­ა­ნებთ სა­კუ­თარ ადა­მი­ა­ნურ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ რე­სურ­სებს, რა­თა იგი უფ­რო ეფექ­ტუ­რად მო­ვახ­მა­როთ პე­და­გო­გი­უ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბას, მათ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას“.
მე­მო­რან­დუმ­ში ჩარ­თულ მხა­რე­ებს გ-ჵRჳჶდ-ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, ინ­დი­რა ამი­რა­ნაშ­ვი­ლმა მი­მარ­თა: „სა­ერ­თოდ, ჯერ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას აფორ­მე­ბენ ხოლ­მე და მე­რე იწყე­ბენ მუ­შა­ო­ბას. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში პი­რი­ქით მოხ­და — მუ­შა­ო­ბა ჯერ კი­დევ ივ­ნის­ში და­ვიწყეთ. უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა უყოყ­მა­ნოდ გა­მოთ­ქ­ვეს მზა­ო­ბა და მხარ­და­ჭე­რაც, ფა­კულ­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა საგ­ნობ­რი­ვად გა­ნი­ხი­ლეს კურ­სის სი­ლა­ბუ­სე­ბის პრო­ექ­ტი; მათ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებს მო­მა­ვალ­შიც გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ. მთა­ვა­რი ისაა, რომ ჩვენ ვფიქ­რობთ გა­ვა­ფარ­თო­ვოთ პირ­ვე­ლა­დი გეგ­მა და ვი­მუ­შა­ოთ პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის ნა­წილ­ზეც. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მუ­შა­ოს დი­დი ნა­წი­ლი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია, რაც დარ­ჩა, ისაა, რომ გა­მოცხად­დეს 300-კრე­დი­ტი­ა­ნი სის­ტე­მის აკ­რე­დი­ტა­ცია და ეს საქ­მე და­იძ­რას“.
მე­მო­რან­დუმ­ზე ხელ­მო­წე­რის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ა­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თა­ვი­ან­თი მო­საზ­რე­ბე­ბი გაგ­ვი­ზი­ა­რეს უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ჩვე­ნი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნი­დან.
თა­მარ ტა­ლი­აშ­ვი­ლი, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი: „ჯერ კი­დევ 2009-10 წლებ­ში ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი პირ­ვე­ლი იყო, ვინც წიგ­ნი­ე­რე­ბის მო­დე­ლი შექ­მ­ნა. პრო­ექ­ტით „ღია სამ­ყა­რო“ თა­ვად შე­ვი­მუ­შა­ვე წიგ­ნი­ე­რე­ბის კურ­სი. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ძა­ლი­ან კარ­გად ჩანს, რომ სტუ­დენ­ტ­თა სე­რი­ო­ზულ ნა­წილს სკო­ლა­ში­ვე არ აქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი წე­რი­სა და კითხ­ვის უნა­რე­ბი. ეს ძა­ლი­ან დი­დი ხარ­ვე­ზია და მის დაძ­ლე­ვა­ში ნამ­დ­ვი­ლად დაგ­ვეხ­მა­რე­ბა გ-ჵRჳჶდ-ის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. დღეს, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე ხა­რის­ხი­ა­ნი სწავ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მის გა­რე­შე — ეს პრო­ექ­ტი ამ სირ­თუ­ლის დაძ­ლე­ვა­შიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა და, რაც ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ამ სი­ლა­ბუს­მა სის­ტე­მა­ში მო­იყ­ვა­ნა ყვე­ლა ის სა­კითხი, რაც ეხე­ბა წიგ­ნი­ე­რე­ბას და კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტულ მიდ­გო­მას. და­ბო­ლოს, გან­სა­კუთ­რე­ბით უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს სი­ლა­ბუ­სი სა­უ­კე­თე­სო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია კარ­გი სტუ­დენ­ტის­თ­ვის, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კას გა­ივ­ლის, დაძ­ლი­ოს დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­თა სტან­დარ­ტი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სტან­დარ­ტე­ბი რთუ­ლია და მი­სი დაძ­ლე­ვა უჭირთ მოქ­მედ პე­და­გო­გებს. პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ კი იმა­ტა, მაგ­რამ ხა­რის­ხი ნამ­დ­ვი­ლად და­ბა­ლია. ოთხ წე­ლი­წად­ში ჩვენ ვერ მი­ვი­ღებთ ისეთ მას­წავ­ლე­ბელს, რა­საც სა­ხელ­მ­წი­ფო სტან­დარ­ტი ითხოვს, მაგ­რამ თუ ამუ­შავ­დე­ბა 300-კრე­დი­ტი­ა­ნი სის­ტე­მა, სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა ბა­კა­ლავ­რის დო­ნე­ზე კვა­ლი­ფი­­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტის მო­სამ­ზა­დებ­ლად. რაც შე­ე­ხე­ბა VII-XII კლა­სებს, აქ სხვა დო­ნე და მოთხოვ­ნე­ბია, ამი­ტომ სა­მა­გის­ტ­რო კურ­სის გავ­ლა აუცი­ლე­ბე­ლია“.
ირ­მა ქურ­და­ძე, პე­და­გო­გი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, ახალ­ცი­ხის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო და მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: „უნი­ვერ­სი­ტეტ­ში საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მე­თო­დუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა გვაქვს, თუმ­ცა G-PRIEDის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი შე­ავ­სებს არ­სე­ბულს, ახა­ლი ხედ­ვით — ეს არის ინო­ვა­ცი­უ­რი და კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი მიდ­გო­მე­ბი სწავ­ლე­ბა­ში, გაკ­ვე­თი­ლის სამ­ფა­ზი­ა­ნი მო­დუ­ლი, გა­მოწ­ვე­ვა, რეფ­ლექ­სია და ა.შ. უფ­რო კარ­გად არის გა­აზ­რე­ბუ­ლი და და­ნა­ხუ­ლი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის ელე­მენ­ტე­ბი ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტის ჩათ­ვ­ლით — ცოდ­ნა, უნა­რე­ბი და ა.შ. გა­დის მი­საღ­წევ შე­დე­გებ­ზე, ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტებს თა­ვი­ან­თი პროგ­რა­მე­ბის გამ­დიდ­რე­ბა­ში. სა­ერ­თო ჯამ­ში, ეს არის მოს­წავ­ლი­სა და მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლი­სათ­ვის გათ­ვ­ლი­ლი, კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი. მი­სი და­ნერ­გ­ვით, ვფიქ­რობ, ხელს შე­ვუწყობთ ახალ­გაზ­რ­დე­ბის მო­ზიდ­ვას და მო­ტი­ვა­ცი­ის გაზ­რ­დას, მით უმე­ტეს, 300-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­მე­ლიც უფა­სო იქ­ნე­ბა“.
სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი ლია ახა­ლა­ძე, შე­მო­თა­ვა­ზე­ბის სა­სი­კე­თო შე­დე­გებ­ში დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია და ამ­ბობს, რომ გ-ჵRჳჶდ-ის პრო­ექ­ტებს აქამ­დეც ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებ­დ­ნენ თვალს, სარ­გებ­ლობ­დ­ნენ კი­დეც მათ მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბით, მოს­წონთ სკო­ლებ­თან მუ­შა­ო­ბის მე­თო­დე­ბი, პირ­და­პი­რი კავ­ში­რე­ბი: „ვოც­ნე­ბობ­დით, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც შე­მო­სუ­ლიყ­ვ­ნენ. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია სკო­ლი­სა და უმაღ­ლე­სის და­კავ­ში­რე­ბა. აწი უფ­რო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბა მა­თი ყვე­ლა მა­სა­ლა. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩვე­ნი ლექ­ტო­რე­ბი ტრე­ნინ­გებ­საც გა­ივ­ლი­ან ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით — წიგ­ნი­ე­რე­ბა­შიც და მა­თე­მა­ტი­კაშიც“.
G-PRIED-ის ახალ პრო­ექტს სკო­ლი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის და­მა­კავ­ში­რე­ბელ მე­ტად სა­ჭი­რო და აუცი­ლე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბას უწო­დებს ქუ­თა­ი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პე­და­გო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი მა­ნა­ნა დე­ი­სა­ძე. ეს ორი რგო­ლი, რო­გორც ერ­თი მთლი­ა­ნო­ბა ისე უნ­და გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს. „რო­ცა მოქ­მედ მას­წავ­ლე­ბელს სკო­ლა­ში ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბით მუ­შა­ო­ბას ვთხოვთ, თუ ეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სტუ­დენ­ტო­ბი­სას არ აით­ვი­სა და ამ ცოდ­ნით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი არ გა­ვუშ­ვით, სხვა­გან კი­დევ სად ის­წავ­ლის... მე თა­ვად ვარ სი­ლა­ბუ­სის ავ­ტო­რი, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვი­ხი­ლავ­დით შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ ნო­ვა­ცი­ას და უკ­ვე ვი­ცი, რო­გორ გა­ვამ­დიდ­რო და გა­ვამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნო მოქ­მე­დი სას­წავ­ლო კურ­სი“.
ნა­ნა მა­კა­რა­ძე, ბა­თუ­მის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის ფა­კულ­ტე­ტის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი: „სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე უნი­ვერ­სი­ტე­ტი ვართ. ჩვე­ნი სტუ­დენ­ტი პრაქ­ტი­კან­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ, ყო­ველ­თ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი და მე­ტად წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. ამი­ტო­მაც უყოყ­მა­ნოდ შე­ვუ­ერ­თ­დით მე­მო­რან­დუმს. მი­სი ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბა ჩვენ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სოა, ვამ­ზა­დებთ ქარ­თუ­ლი ენი­სა და მა­თე­მა­ტი­კის, ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბულ მას­წავ­ლე­ბელს. კურ­სის წამ­ყ­ვა­ნი ლექ­ტო­რე­ბი დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლი­ან სი­ლა­ბუსს, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც მომ­ზად­დე­ბა ახა­ლი სას­წავ­ლო კურ­სი, რო­მელ­საც აკ­რე­დი­ტა­ცი­ის შემ­დეგ შე­ვი­ტანთ ძი­რი­თად საგ­ნად. მე, რო­გორც ქარ­თუ­ლი ენის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ მას­წავ­ლე­ბელს, მი­მაჩ­ნია, რომ წიგ­ნი­ე­რე­ბის ცალ­კე კურ­სად გა­მო­ყო­ფა სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა. დღე­საც მთე­ლი დღე გან­ვი­ხი­ლავ­დით წარ­მოდ­გე­ნილ მა­სა­ლებს, რო­მე­ლიც დოგ­მა არ არის (თუმ­ცა ასეც შე­გიძ­ლია მი­ი­ღო). მი­მაჩ­ნია, რომ არის სა­კითხე­ბი, რო­მელ­თა შე­ტა­ნა სი­ლა­ბუს­ში, რა­ღაც დო­ზით, სა­ჭი­როა, რი­გი სა­კითხე­ბი გა­საძ­ლი­ე­რე­ბე­ლია, შე­საძ­ლოა თე­მა­ტი­კა­შიც შე­ი­ტა­ნო ცვლი­ლე­ბა, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ ძი­რი­თა­დი ჩარ­ჩო არ­სე­ბობს, რომ­ლის ირ­გ­ვ­ლივ, თა­ვი­ან­თი ხედ­ვით, კურ­სის წამ­ყ­ვან ლექ­ტო­რებს გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა შე­უძ­ლი­ათ სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის“.
პა­ა­ტა პა­პა­ვა, დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტის წიგ­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: „პირ­ველ რიგ­ში მინ­და ვთქვა, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის კომ­პო­ნენ­ტი იმ­თა­ვით­ვე (5 წლის წინ) იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. სხვა­დას­ხ­ვა ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზის გა­მო გა­დაწყდა, რომ დრო­ში გა­დაგ­ვე­წია ეს პრო­ცე­სი. ახ­ლა ვრწმუნ­დე­ბი, რომ სწო­რი, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, რად­გან ურ­თი­ერ­თო­ბას ვიწყებთ კონ­კ­რე­ტუ­ლი და ცოცხა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის ფონ­ზე. ის, რაც ჩვენ დღეს უმაღ­ლეს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს წარ­ვუდ­გი­ნეთ, ნიშ­ნავს, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნის პე­და­გო­გი შე­ვა­ი­ა­რა­ღეთ გ-ჵRჳჶდ-ის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი მრა­ვალ­გ­ვა­რი თა­ნა­მედ­რო­ვე რე­სურ­სით. სხვა ბევ­რი პრო­ექ­ტის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რომ­ლებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, ეს პრო­ექ­ტი გა­მო­ირ­ჩე­ვა იმით, რომ ტრე­ნინ­გე­ბით მე­თო­დუ­რი გა­დამ­ზა­დე­ბის გარ­და მას­წავ­ლე­ბელს აწ­ვ­დის უამ­რავ სას­წავ­ლო მა­სა­ლას. ახ­ლა ეს ყვე­ლა­ფე­რი სტუ­დენ­ტებ­თა­ნაც მი­დის, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რი პრაქ­ტი­კის სა­ხით მი­ე­მაგ­რე­ბი­ან ისეთ სკო­ლებს და მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც უკ­ვე ხა­რის­ხი­ა­ნად აკე­თე­ბენ ამ ყვე­ლა­ფერს.
დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა პირ­ვე­ლი არ არის. ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის მხრი­დან თა­ნა­ბა­რი ინ­ტე­რე­სია, შე­სა­ბა­მი­სად, კო­მუ­ნი­კა­ცი­აც ინ­ტენ­სი­უ­რია. მა­გა­ლი­თად, თე­ლა­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტი მა­შინ ჩა­ე­ბა პრო­ცეს­ში, რო­ცა სი­ლა­ბუ­სი ჯერ კი­დევ შექ­მ­ნის პრო­ცეს­ში იყო, თან ვწერ­დით და თან ვა­მოწ­მებ­დით, რო­მე­ლი აქ­ტი­ვო­ბა უკეთ მი­ი­ღეს სტუ­დენ­ტებ­მა, რა აზ­რი ჰქონ­დათ ლექ­ტო­რებს, რო­მე­ლი რე­სურ­სი უკეთ გა­მო­ად­გათ და ა.შ. პრო­ექ­ტ­მა უკ­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლა და, რა თქმა უნ­და, მათ­თან ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გაგ­რ­ძელ­დე­ბა“.
გი­ორ­გი ნო­ზა­ძე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტის მა­თე­მა­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: „ეს სი­ლა­ბუ­სე­ბი თა­ნაბ­რად და­ეხ­მა­რე­ბა სტუ­დენ­ტებ­საც და მას­წავ­ლებ­ლებ­საც. სტუ­დენ­ტებს იმა­ში, რომ გახ­დ­ნენ კარ­გი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ხო­ლო მოქ­მედ მას­წავ­ლებ­ლებს —  უკე­თეს­ნი და უფ­რო თა­ნა­მედ­რო­ვე­ნი. სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბის დო­ნე­ზე, არც ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, არც მას­წავ­ლებ­ლის სტან­დარ­ტი და არც ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბი, რო­მელ­საც ვთა­ვა­ზობთ და აქამ­დეც იყე­ნებ­დ­ნენ ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბი, ნამ­დ­ვი­ლად არ ჩა­მორ­ჩე­ბა მსოფ­ლიო დო­ნეს, არა­ფე­რი მე­ტი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სხვა­გან არ ხდე­ბა. სა­უ­ბა­რია მხო­ლოდ იმა­ზე, რომ ის, რაც ხე­ლე­წი­ფე­ბა რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან ძლი­ერ წამ­ყ­ვან მას­წავ­ლე­ბელს (ნი­ჭის, მონ­დო­მე­ბის, ინ­გ­ლი­სუ­რი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფლო­ბის წყა­ლო­ბით), სა­ყო­ველ­თაო ნორ­მა უნ­და გახ­დეს იმი­ტომ, რომ იმ ნა­ხე­ვარ­მი­ლი­ონ ბავშვს, რო­მე­ლიც სკო­ლა­შია, თა­ნაბ­რად ეკუთ­ვ­ნის მი­სი წი­ლი, ზრუნ­ვა, ყუ­რადღე­ბა და წინ­ს­ვ­ლა. ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც დღეს სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის ხარ­ჯია, 10 წლის შემ­დეგ ამ სა­ხელ­მ­წი­ფოს ბურ­ჯი ვერ იქ­ნე­ბა, თუ არ ექ­ნა იმ დრო­ის­თ­ვის შე­სა­ფე­რი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი. ის, რაც გ-ჵRჳჶდ-მა უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, ანუ მო­მა­ვალ პე­და­გო­გებს შეს­თა­ვა­ზა, ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით (მა­თე­მა­ტი­კა, წიგ­ნი­ე­რე­ბა), სწო­რედ ამ მიდ­გო­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაა შექ­მ­ნი­ლი. ვერ ვიტყ­ვი, რომ ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი მთლი­ა­ნად გვერდს უვ­ლიდ­ნენ ამ ტი­პის ინო­ვა­ცი­ებს, მაგ­რამ სულ სხვაა, რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი იღებს ცოდ­ნას რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ხერ­ხე­ბის დო­ნე­ზე და გა­დის შე­სა­ბა­მის წვრთნას. ასე­თი წვრთნა, ასე­თი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით, თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბით და რე­სურ­სე­ბით, ჩვენს პე­და­გო­გებს, მით უმე­ტეს სტუ­დენ­ტებს, არ ჰქო­ნი­ათ. მათ ახ­ლა თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის ყვე­ლა თვალ­სა­ჩი­ნო რე­სურ­სი აქვთ.
რაც შე­ე­ხე­ბა კურ­სის წამ­ყ­ვა­ნი ლექ­ტო­რე­ბის­თ­ვის სა­გან­გე­ბო ტრე­ნინ­გებს, მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით, პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ, რად­გან იმ­დე­ნად დე­ტა­ლუ­რა­დაა გა­წე­რი­ლი ყვე­ლა­ფე­რი, იმ­დე­ნი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა და გამ­ზა­დე­ბუ­ლი რე­სურ­სია, რომ სურ­ვი­ლი და მონ­დო­მე­ბა სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, სა­კონ­სულ­ტა­ციო შეხ­ვედ­რე­ბის­თ­ვის ჩვენ ყო­ველ­თ­ვის მზად ვართ. ახ­ლა მთა­ვა­რი სხვა რა­მაა — სრუ­ლი ციკ­ლი რომ შე­იქ­მ­ნას, კი­დევ გვაკ­ლია კომ­პო­ნენ­ტი, რაც სას­წ­რა­ფოდ გა­სა­კე­თე­ბე­ლია — მა­ღა­ლი კლა­სე­ბის მო­მა­ვალ და მოქ­მედ პე­და­გო­გებს, მათ მოს­წავ­ლე­ებს ვგუ­ლის­ხ­მობ. რა ქნან ამ ბავ­შ­ვებ­მა, რომ­ლე­ბიც სწავ­ლის ასეთ მიდ­გო­მებს მი­ეჩ­ვივ­ნენ, მა­ღალ კლა­სებ­ში? პირ­ველ რიგ­ში, ვჳჳ-ხ კლა­სე­ბის დო­ნე­ზე მა­ინც უნ­და შე­იქ­მ­ნას მსგავ­სი დო­კუ­მენ­ტი, ეს აუცი­ლე­ბე­ლია. ხჳ-ხჳჳ-ში სა­ა­ბი­ტუ­რი­ენ­ტო გან­წყო­ბე­ბია და იქ აქ­ცენ­ტი, ძი­რი­თა­დად, შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს ცოდ­ნის და­სის­ტე­მე­ბა­ზე, კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა­ზე, გან­მა­ვი­თა­რე­ბელ ეფექ­ტებ­ზე. სხვა დრო მო­დის და მი­სი შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბიც და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლია. რო­ცა ყვე­ლა­ფერ ამას მო­ვა­ხერ­ხებთ, შევ­ქ­მ­ნით და დავ­ნერ­გავთ, მა­შინ მარ­თ­ლაც გვექ­ნე­ბა ამე­რი­კუ­ლი და და­სავ­ლუ­რი, გნე­ბავთ აღ­მო­სავ­ლუ­რი (ვგუ­ლის­ხ­მობ სინ­გა­პურს, ჰონ­კონგს, ტა­ი­ლანდს) დო­ნის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა“.

25-28(942)N