გამოდის 1998 წლიდან
2016-11-24
თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მთა­ვა­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ტექ­ნო­პარ­კ­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის რი­გით მე­სა­მე კონ­ფე­რენ­ცია გა­იხ­ს­ნა, რო­მელ­შიც 200 პე­და­გო­გი და სპე­ცი­ა­ლის­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა იყო — ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში გა­მო­ყე­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გაც­ნო­ბა-გა­ზი­ა­რე­ბა მას­წავ­ლებ­ლებს, ექ­ს­პერ­ტებს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შო­რის.
კონ­ფე­რენ­ცია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა, ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი მა­ჩა­ბელ­მა გახ­ს­ნეს. „ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბაა იმ ჯაჭ­ვ­ში, რო­მელ­საც მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი ახორ­ცი­ე­ლებს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უამ­რა­ვი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა ჩვე­ნი მხრი­დან — ტრე­ნინ­გე­ბი ისტ მი­მარ­თუ­ლე­ბი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით. ამ­ჟა­მად ცენ­ტ­რი ახალ მო­დელ­ზე მუ­შა­ობს, სა­დაც კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნე­ბის სპე­ცი­ფი­კაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი — გე­ოგ­რა­ფი­ის, ფი­ზი­კის, ქი­მი­ის და სხვა საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბა ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ამ კონ­ფე­რენ­ცი­ას ძა­ლი­ან დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ, მე­ტიც, იმე­დებს ვამ­ყა­რებთ და ვფიქ­რობთ, რომ, სხვა აქ­ტი­ვო­ბებ­თან ერ­თად, ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა ხელს შე­უწყობს სკო­ლებ­ში სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბას და მეტ ორი­ენ­ტი­რე­ბას ხა­რის­ხ­ზე.“ — აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი მა­ჩა­ბელ­მა.
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა, ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ ხა­ზი გა­უს­ვა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და აღ­ნიშ­ნა, რომ: „თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ცენ­ტ­რა­ლუ­რი და მთა­ვა­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი ხდე­ბა, ისე რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა სფე­რო­ში, ამი­ტო­მაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ამით პე­და­გო­გე­ბი, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. დღეს კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არა მხო­ლოდ თბი­ლი­სის ან დი­დი ქა­ლა­ქე­ბის სკო­ლე­ბი­დან არი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლი, არა­მედ მთე­ლი ქვეყ­ნი­დან. ისიც სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ დას­წ­რე­ბის მსურ­ვე­ლი ბევ­რია, სამ­წუ­ხა­როდ, უსას­რუ­ლო დას­წ­რე­ბა არ გვაქვს და ამი­ტომ, ვინც უფ­რო მა­ლე მო­ას­წ­რო და­რე­გის­ტ­რი­რე­ბა, კონ­ფე­რენ­ცი­ა­საც ის ეს­წ­რე­ბა. მაგ­რამ ლivestream-ის სა­შუ­ა­ლე­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია, თვა­ლი ადევ­ნოს კონ­ფე­რენ­ცი­ას, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბა­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კუთხით სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვას ეძღ­ვ­ნე­ბა.“
მოხ­სე­ნე­ბე­ბი ხუ­თი თე­მა­ტუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­კეთ­და: სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა ციფ­რულ ეპო­ქა­ში — მო­ი­ცავს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სას­წავ­ლო გა­რე­მო­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ ას­პექტს, ინო­ვა­ცი­ურ მიდ­გო­მებს, მიმ­დი­ნა­რე ტენ­დენ­ცი­ებს, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბის მა­გა­ლი­თებს, ისტ სტან­დარ­ტე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბი­სა და სკო­ლა­ში ისტ-ის და­ნერ­გ­ვის სტრა­ტე­გი­ებს და ა.შ.; პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა — მას­წავ­ლებ­ლე­ბის, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ი­სა თუ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი სხვა პი­რე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ციფ­რუ­ლი ეპო­ქის შე­სა­ბა­მი­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად; მე­ნეჯ­მენ­ტი და ლი­დე­რო­ბა ისტ-ის დახ­მა­რე­ბით — სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის რო­ლის შე­სა­ხებ ხედ­ვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ და გან­ვი­თა­რე­ბა სხვა­დას­ხ­ვა დო­ნე­ზე. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა, შე­ფა­სე­ბა და პერ­სო­ნა­ლის ხელ­შეწყო­ბა ისტ-ის დახ­მა­რე­ბით; კვლე­ვე­ბი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა­ში ისტ-ის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე — კვლე­ვები სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბის შე­სა­ხებ; ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა — იმ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, რე­სურ­სე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­ე­ბის გაც­ნო­ბა, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მოწყო­ბის­თ­ვის, ეფექ­ტუ­რი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვი­სა და ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის­თ­ვის.
სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცია, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ერთ სივ­რ­ცე­ში უყ­რის თავს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებს, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სექ­ტორ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბი­სა და ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში გა­მო­ყე­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კი­სა და გამ­ც­დი­ლე­ბის გაც­ნო­ბა­სა და გა­ზი­ა­რე­ბას მას­წავ­ლებ­ლე­ბ­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ადა­მი­ა­ნებ­სა თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შო­რის. შე­სა­ბა­მი­სად, მი­სი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი დარ­გის ექ­ს­პერ­ტე­ბი და ტრე­ნე­რე­ბი იყ­ვ­ნენ, ასე­ვე სკო­ლე­ბის, ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, აკა­დე­მი­უ­რი წრე­ე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. კონ­ფე­რენ­ცი­ის სპონ­სო­რებ­სა და მხარ­დამ­ჭე­რებს „ინ­ტე­ლი“, „მა­იკ­რო­სოფ­ტი“, „ლი­ბერ­თი ბან­კი“ და „ლე­ნო­ვო“ წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ.
„ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­სიაა,  ყო­ველ პი­როვ­ნე­ბა­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას პლა­ნე­ტა­ზე მივ­ცეთ უფ­რო მე­ტის მიღ­წე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა“ — ამ­ბობს მა­იკ­რო­სოფ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი ნი­კო­ლოზ დო­ბორ­ჯ­გი­ნი­ძე. სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე აირ­ჩი­ეს მათ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო, რად­გა­ნაც მი­აჩ­ნი­ათ, რომ გა­ნათ­ლე­ბას შე­უძ­ლია ქვეყ­ნის მო­დე­ლის შეც­ვ­ლა, ტრან­ს­ფორ­მა­ცია და 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ღირ­სე­უ­ლად შეს­ვ­ლა. ამის­თ­ვის კი ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან ბევრ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ და ბა­ტო­ნი ნი­კო­ლო­ზი, ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას, მათ­გან უმ­თავ­რესს ასა­ხე­ლებს: „რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­ვა­ფორ­მეთ მე­მო­რან­დუ­მი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან და, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, 32 სკო­ლა­ში სრუ­ლი­ად უფა­სოდ გაგ­ვ­ყავს Wi-ფi. სა­მი­ნის­ტ­როს ვთხო­ვეთ, სპე­ცი­ა­ლუ­რად რთულად მისადგომი სკო­ლე­ბი შე­ერ­ჩია. მე­ო­რე პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც შე­მიძ­ლია და­გი­სა­ხე­ლოთ, არის ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი პრო­ექ­ტი — კო­დი­რე­ბის სწავ­ლა (კომ­პი­უ­ტე­რის ენის სწავ­ლა — რა არის პროგ­რა­მა, რო­გორ იწე­რე­ბა, რო­გორ ლო­გი­კა­ზე მუ­შა­ობს და ა.შ). სა­სურ­ვე­ლია, პა­ტა­რებს პირ­ვე­ლი კლა­სი­დან­ვე ჰქონ­დეთ ამას­თან შე­ხე­ბა. არის მო­საზ­რე­ბა, რომ მო­მა­ვალ­ში ეს უნი­ვერ­სა­ლუ­რი ენა გახ­დეს. რად­გან  პრო­ექ­ტ­ზე ახ­ლა ვმუ­შა­ობთ, ამი­ტომ, თა­ვი­დან, სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში და­ვიწყებთ მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.
უკ­ვე ხუ­თი წე­ლია, რაც „50 ათა­სი კომ­პი­უ­ტე­რის“ პრო­ექტს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და ყვე­ლა პირ­ველ­კ­ლა­სელს სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცე­მა კომ­პი­უ­ტე­რი. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­ცა ბავშვს უჩ­ნ­დე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სკოლაში მისვლის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან­ვე, ჰქონ­დეს კონ­ტაქ­ტი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან. ასე­ვე, და­ვიწყეთ მუ­შა­ო­ბა ელექ­ტ­რო­ნულ წიგ­ნებ­ზე. მი­ნისტრს ძა­ლი­ან სწო­რი მიდ­გო­მა აქვს ამ სა­კითხ­თან მი­მარ­თე­ბა­ში — მშობ­ლებს უტო­ვებს არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას ელექ­ტ­რო­ნულ­სა და ჩვე­უ­ლებ­რივ წიგ­ნებს შო­რის, მე კი მგო­ნია, რომ მშობ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ელექ­ტ­რო­ნულს აირ­ჩევს. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად, უკ­ვე ვმუ­შა­ობთ ამ პრო­ექ­ტ­ზე და ის ახ­ლა საწყის ეტაპ­ზეა, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, და­ახ­ლო­ე­ბით ექვს თვე­ში, მი­სი დას­რუ­ლე­ბა შევ­ძ­ლოთ.
კი­დევ ერ­თი პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც ახ­ლა ვმუ­შობთ, დი­ას­პო­რის­თ­ვის ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბაა. მა­გა­ლი­თად, საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თულ ოჯახს თუ­კი გა­უჩ­ნ­დე­ბა სურ­ვი­ლი, შე­ის­წავ­ლოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია ან ქარ­თუ­ლი ენა, ჩვენ და­ვეხ­მა­რე­ბით, რომ ეს ონ­ლა­ინ შეძ­ლოს. ამის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გვაქვს და გვინ­და, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს შევ­თა­ვა­ზოთ. ასე­ვე, სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტია ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სწავ­ლე­ბის­თ­ვის,  „ვინ­დო­უს 10“-ს უკ­ვე აქვს რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა შშმ პი­რე­ბის­თ­ვის — კომ­პი­უ­ტე­რებ­თან უკ­ვე სა­უ­ბა­რი შე­იძ­ლე­ბა. მეტ­საც გეტყ­ვით, ერთ-ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ტექ­ნო­ლო­გი­ურ ფო­რუმ­ზე გა­ნაცხა­დეს, რომ ახ­ლა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მივ­დი­ვართ, თუ­კი ად­რე ჩვენ უნ­და გვეს­წავ­ლა, რო­გორ გვე­ურ­თი­ერ­თა კომ­პი­უ­ტერ­თან, ახ­ლა პი­რი­ქით ხდე­ბა — კომ­პი­უ­ტერს ვას­წავ­ლით, რო­გორ იურ­თი­ერ­თოს ჩვენ­თან. აი, სწო­რედ ამი­ტო­მაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე კო­დი­რე­ბის სწავ­ლე­ბა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, რად­გან ჩვენ ვცხოვ­რობთ ეპო­ქა­ში, სა­დაც ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი წა­ი­ღებს დღე­ვან­დე­ლი საქ­მის ძა­ლი­ან დიდ ნა­წილს და სულ მა­ლე ბევრ რა­მე­ში ადა­მი­ა­ნებს მან­ქა­ნე­ბი ჩა­ა­ნაც­ვ­ლე­ბენ. სექ­ტემ­ბერ­ში გლო­ბა­ლურ­მა მა­იკ­რო­სოფ­ტ­მა  სა­უ­კე­თე­სო მკვლევ­რე­ბი და დე­ვე­ლო­პე­რე­ბი შეკ­რი­ბა, შექ­მ­ნა 5000-კა­ცი­ა­ნი დი­ვი­ზია, რომ­ლე­ბიც სწო­რედ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იმუ­შა­ვე­ბენ.
რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ კონ­ფე­რენ­ცი­ას, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე სა­უბ­რო­ბენ და მსჯე­ლო­ბენ. ჩვენ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს კომ­პი­უ­ტე­რე­ბით და­ვა­ჯილ­დო­ვებთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ ტექ­ნო­პარ­კ­ში ხდე­ბა, ესეც ნი­შან­დობ­ლი­ვია. ჩვენ მათ­თა­ნაც ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ და სრუ­ლი­ად უფა­სოდ ვაძ­ლევთ იმ ძი­რი­თად  ტექ­ნო­ლო­გი­ებს, რაც ეხ­მა­რე­ბათ, რომ იდე­ე­ბი და­ტეს­ტონ. ვფიქ­რობ, ასე­თი შეხ­ვედ­რე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი უნ­და ჩა­ტარ­დეს და უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რიც. რაც მთა­ვა­რია, ეს მას­წავ­ლებ­ლე­ბი მი­ეხ­მა­რე­ბი­ან თა­ვი­ანთ მოს­წავ­ლე­ებს ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. რო­გორც მი­ნის­ტ­რ­მა თქვა, მთა­ვა­რი ცოდ­ნის წყა­რო ახ­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი აღარ არის, რად­გან მას სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ტი გა­მო­უჩ­ნ­და, მა­გა­ლი­თად, გუგ­ლის სა­ხით, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის მო­პო­ვე­ბა წა­მებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.“
კორ­პო­რა­ცია „ინ­ტე­ლის“ ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის მე­ნე­ჯე­რი ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში მა­კა მა­ხა­თა­ძე, ამ­ბობს, რომ, პირ­ველ რიგ­ში, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია ის ფაქ­ტი, რომ კონ­ფე­რენ­ცი­ამ ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ხე მი­ი­ღო, თუმ­ცა მი­სი სურ­ვი­ლია, უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რი გახ­დეს, რად­გან 200 ან 250 მო­ნა­წი­ლე პე­და­გო­გი ძა­ლი­ან ცო­ტაა და გა­ცი­ლე­ბით მე­ტი მსურ­ვე­ლი გულ­დაწყ­ვე­ტი­ლი რჩე­ბა. „კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თე­მე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ორგანიზატორები მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ, მას­წავ­ლებ­ლებს მი­ა­წო­დონ ის გლო­ბა­ლუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი, რაც მსოფ­ლი­ო­ში ხდე­ბა. რაც მთა­ვა­რია, აწ­ვ­დი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნონ ეს სი­ახ­ლე­ე­ბი. ჩვე­ნი კორ­პო­რა­ცი­ის რო­ლი ამ პრო­ცე­სებ­ში სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის მხარ­და­ჭე­რით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, იქ­ნე­ბა ეს მას­ტერ ტრე­ნე­რე­ბის ტრე­ნინ­გე­ბი თუ სხვ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­გეგ­მი­ლი გვაქვს ტრე­ნე­რე­ბის ტრე­ნინ­გე­ბის რამ­დე­ნი­მე მე­თო­დი, რომ­ლე­ბიც მთლი­ა­ნო­ბა­ში მო­ი­ცავს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში რო­გორც საგ­ნობ­რი­ვი, ისე გამ­ჭო­ლი საგ­ნე­ბი­სათ­ვის.“
ორ­დღი­ა­ნი კონ­ფე­რენ­ცი­ის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ფორ­მა­ტი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. იმის გარ­და, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი მოწ­ვე­უ­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბი აუდი­ტო­რი­ას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თე­მებ­ზე ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ და პრაქ­ტი­კას უზი­ა­რებ­დ­ნენ, კონ­ფე­რენ­ცი­ის მე­ო­რე დღეს — 20 ნო­ემ­ბერს — ტრა­დი­ცი­უ­ლად, სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში, პოს­ტე­რე­ბის სე­სია გა­ი­მარ­თა, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის მა­გა­ლი­თე­ბის გა­მოვ­ლე­ნას და გა­ზი­ა­რე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად. პოს­ტე­რე­ბის ავ­ტო­რებ­მა სკო­ლის ან ცალ­კე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლი­სა თუ წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ წარ­მო­ად­გი­ნეს ინ­ფორ­მა­ცია და სე­სი­ა­ზე­ვე, მო­ნა­წი­ლე­ებ­თან პი­რის­პირ ან  მცი­რე ჯგუ­ფებ­ში, ინ­ტე­რაქ­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.
კონ­ფე­რენ­ცი­ის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ფე­ნა იყო, რო­მელ­მაც მო­ნა­წი­ლე­ებს ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა. გა­მო­ფე­ნა­ზე კომ­პა­ნი­ებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რა­საც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს სთა­ვა­ზობს და მი­ი­ღეს უკუ­კავ­ში­რი სკო­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­თა შე­სა­ხებ. კონ­კ­რე­ტუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­საც­ნო­ბად, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თ­ვის, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო პრაქ­ტი­კუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბიც.
სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ის შე­დე­გად მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­ნი­ვი­თა­რე­ბენ ახალ სტრა­ტე­გი­ებს, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნონ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში და უზ­რუნ­ველ­ყონ აქ­ტი­უ­რი სას­წავ­ლო გა­რე­მო, რომ­ლის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის სას­წავ­ლო შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ხელ­შეწყო­ბაა. თუმ­ცა, ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ, კონ­ფე­რენ­ცი­ის გახ­ს­ნი­სას, ყუ­რადღე­ბა კი­დევ ერთ ისეთ სა­კითხ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა, რო­მე­ლიც, მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გად­მო­ნაშ­თია და ეს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის ასაკს ეხე­ბა: „ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და მას­წავ­ლე­ბელ­თა ასაკს ხში­რად არც თუ პო­ზი­ტი­ურ კონ­ტექ­ს­ტ­ში მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ესეც ძვე­ლე­ბუ­რად აზ­როვ­ნე­ბის შე­დე­გია. თუ ჩვენ მო­ვე­ლით, რომ რო­ბო­ტო­ტექ­ნი­კა, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბა, ახალ-ახა­ლი ონ­ლა­ინ რე­სურ­სე­ბი მას­წავ­ლე­ბელ­მა ყვე­ლა­ზე კარ­გად უნ­და იცო­დეს იმის­თ­ვის, რომ შემ­დეგ მოს­წავ­ლეს ას­წავ­ლოს, მა­შინ პრობ­ლე­მა მარ­თ­ლა შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს. მაგ­რამ „გუგ­ლი მას­წავ­ლებ­ლის“ მა­გა­ლით­ზე ვამ­ბობთ, რომ  ეს ასე არ არის. მას­წავ­ლე­ბე­ლი არის მო­ტი­ვა­ტო­რი, მი­მარ­თუ­ლე­ბის მიმ­ცე­მი, ურ­თი­ერ­თო­ბის ინ­ტე­რე­სის გამ­ღ­ვი­ვე­ბე­ლი. ის ტექ­ნო­ლო­გი­ა­სა და მოს­წავ­ლის შუ­ა­ში არ დგას,  ისე რო­გორც არას­დ­როს იდ­გა წიგ­ნ­სა და მოს­წავ­ლეს შო­რის. იდ­გე­ბა გვერ­დით, რომ წა­ა­ხა­ლი­სოს, ხე­ლი შე­უწყოს და მხა­რი და­უ­ჭი­როს მას. ამი­ტომ, იმის თქმა, რომ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის­წავ­ლის თუ არა, მა­გა­ლი­თად, ნა­თე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ძა­ლი­ან კარ­გად, ამას ვერ და­ვე­თან­ხ­მე­ბი. მთა­ვა­რია, ნა­თე­ლა მას­წავ­ლე­ბელ­მა ის­წავ­ლოს თა­ნაცხოვ­რე­ბა „გუგ­ლი მას­წავ­ლე­ბელ­თან“. ჩვენ თუ გვინ­და, რომ ახალ­გაზ­რ­დებ­ზე უფ­რო მე­ტად ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ძველ­გაზ­რ­დე­ბი გვე­ყო­ლოს, ამის მე­თო­დი არ არ­სე­ბობს. მაგ­რამ ჩვენ გვჭირ­დე­ბა ისე­თი ძველ­გაზ­რ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც წა­ა­ხა­ლი­სე­ბენ, შე­ა­ქე­ბენ და და­ა­მო­ტი­ვი­რე­ბენ მოს­წავ­ლე­ებს. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ისი­ნი ნამ­დ­ვი­ლად ვერ შე­ე­ჯიბ­რე­ბი­ან მათ. შე­იძ­ლე­ბა უც­ნა­უ­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ ეს კავ­ში­რი, მაგ­რამ  ამით მინ­და და­ვამ­თავ­რო — ამას წი­ნათ, პატ­რი­არ­ქ­თან სტუმ­რად ყოფ­ნის ბედ­ნი­ე­რე­ბა გვქონ­და, ის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის (ეს მათ­თ­ვის, ვი­საც ჰგო­ნია, რომ არ არის მხარ­დამ­ჭე­რი). პატ­რი­არ­ქმა თა­ვისი სა­ე­რო ცხოვ­რე­ბი­დან ასეთი ის­ტო­რი­ა მო­ყ­ვა: თურ­მე არ უყ­ვარ­და ქი­მი­ის სა­გა­ნი, მაგ­რამ რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი დრო­ე­ბით სხვა მას­წავ­ლე­ბელ­მა შეც­ვა­ლა, ქი­მი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­უყ­ვარ­და და შე­უყ­ვარ­და ქი­მი­აც. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ამ მხრივ, არაფ­რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა სხვა საგ­ნე­ბის­გან. სკო­ლა­ში ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი სიყ­ვა­რუ­ლია. ჩვენ გვჭირ­დე­ბა პე­და­გო­გებ­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­რე „გუგლს“ კი არა, სა­ოც­რე­ბებს ის­წავ­ლი­ან, ისევ და ისევ თქვე­ნი (მას­წავ­ლებ­ლე­ბის ) ხათ­რით, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცია იქ­ნე­ბა თუ სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა, მთა­ვა­რი სა­თა­უ­რი აქ ერ­თია — პე­და­გო­გი­სა და მოს­წავ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სიყ­ვა­რულ­ზე, სით­ბო­ზე და სა­უ­კე­თე­სო ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბა­ზე, რომ­ლის ოს­ტა­ტე­ბიც ხართ თქვენ და სულ უფ­რო და უფ­რო მა­გა­რი ოს­ტა­ტე­ბი უნ­და გახ­დეთ და „გუგ­ლი“ და და­ნარ­ჩე­ნე­ბი მი­ხე­და­ვენ თა­ვის თავს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ავ­ტო­მა­ტუ­რად მოგ­ვარ­დე­ბა.“
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ის პარ­ტ­ნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან, სხვა­დას­ხ­ვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში და­ჯილ­დოვ­დ­ნენ — „ლი­ბერ­თი ბან­კის“, „მა­იკ­რო­სოფ­ტი­სა“ და „ინ­ტე­ლის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა 23 პე­და­გოგს ტექ­ნი­კა და ფუ­ლა­დი პრი­ზე­ბი გა­დას­ცეს.
ვარ­დენ ნი­ქა­ბა­ძე, და­ჯილ­დო­ე­ბულ მას­წავ­ლე­ბელ­თა შო­რის ერთ-ერ­თი, წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ფარ­ცხა­ნა­ყა­ნე­ბის ¹2 საჯარო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი და, ამავ­დ­რო­უ­ლად, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის  პე­და­გო­გია: „ორი წლის წი­ნაც მი­ვი­ღე კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, გა­ვე­ცა­ნი დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პროგ­რა­მას. მა­შინ მო­მი­ვი­და აზ­რად, ჩემს სკო­ლა­ში და­მე­ნერ­გა, თუმ­ცა ზუს­ტად იგი­ვე სერ­ვი­სი, რაც კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე  იყო ნახ­სე­ნე­ბი, ვერ მო­ვარ­გე, რად­გან სა­უ­ბა­რია „გუგ­ლ­ზე“, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე,  რო­მელ­საც სერ­ვე­რი სჭირ­დე­ბა და ა.შ. ამი­ტომ, პე­და­გო­გებ­თან ერ­თად, ვცა­დეთ სკო­ლა­ში დაგ­ვე­ნერ­გა „გუგ­ლი კლასრუ­მი“, რო­მე­ლიც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია „გუგლ დრა­ივ­თან“. ეს სის­ტე­მა გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და. პირ­ვე­ლად  მე დავ­ნერ­გე, პი­რა­დად გა­მო­ვი­ყე­ნე სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, და არა მარ­ტო, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის­თ­ვი­საც აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებთ — რო­ცა რა­ი­მე და­ვა­ლე­ბაა გა­საც­ნო­ბი და უკუ­კავ­ში­რია სა­ჭი­რო. სკო­ლა­ში 20 მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავს და მათ­გან 10-15 უკ­ვე სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­შიც იყე­ნებს ამ სის­ტე­მას.
წელს პოს­ტე­რე­ბის სე­სი­ა­ზე წარ­ვად­გი­ნე პოს­ტე­რი „გუგლ კლას­რუ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­სა და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის პრო­ცეს­ში“. ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზი­ა­რე მო­ნა­წი­ლე პე­და­გო­გებს და გა­ვი­მარ­ჯ­ვე, ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე ვი­დე­ო­ე­ბის კონ­კურ­ს­ში, მეწყ­ვი­ლეს­თან ერ­თად, შევ­ქ­მე­ნით ვი­დეო, რო­მე­ლიც, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მოს­წავ­ლე­თა სა­აზ­როვ­ნო და კრი­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უწყობ­და ხელს. თა­ნა­მეწყ­ვი­ლე ქუ­თა­ი­სის ერთ-ერ­თი სკო­ლის პე­და­გო­გი  მა­კა კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი გახ­ლ­დათ. ამ ვი­დე­ო­მაც გა­ი­მარ­ჯ­ვა. ვფიქ­რობ, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცია სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბაა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერ­გ­ვი­სა და მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდის კუთხით. კო­ნფე­რენ­ცი­ა­ზე ვხვდე­ბით მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც მარ­თ­ლა ან­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან — რა მო­ი­პო­ვონ სკო­ლის­თ­ვის და რა სი­ახ­ლე­ე­ბი და­ნერ­გონ. ასე­თი შეხ­ვედ­რე­ბი სტი­მულს გვაძ­ლევს, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ვა­კე­თოთ.“

25-28(942)N