გამოდის 1998 წლიდან
2016-12-01
მა­ღა­ლი მიღ­წე­ვე­ბი სას­კო­ლო და სტუ­დენ­ტუ­რი სპორ­ტი­დან იწყე­ბა


სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ვლა­დი­მერ ბო­ჟა­ძე სა­უბ­რობს სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სი­ახ­ლე­ებ­სა და ახალ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე — ყვე­ლა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში აღ­დ­გეს დის­ციპ­ლი­ნა „სპორ­ტი“. სა­ინ­ტე­რე­სოა, ასე­ვე, მი­სი მო­საზ­რე­ბა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე და სპორ­ტის პე­და­გოგ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე.

სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სი­ახ­ლე­ე­ბი
2007 წელს ყო­ფი­ლი სპორ­ტის აკა­დე­მი­ის გა­უქ­მე­ბამ უდი­დე­სი გავ­ლე­ნა იქო­ნია არა მხო­ლოდ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ზე და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ზე, სპორ­ტის სწავ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, არა­მედ მა­სობ­რი­ვი სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის პრო­პა­გან­და­ზე და ზო­გა­დად დი­დი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა ქარ­თუ­ლი სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც გა­და­იდ­გა, სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის აღ­დ­გე­ნა იყო. 7-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დ­გომ, მო­ვა­ხერ­ხეთ სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბა. წელს აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა მე­სა­მე ნა­კა­დი იყო და უკ­ვე სა­მას­ზე მე­ტი სტუ­დენ­ტი გვყავს. სხვა­დას­ხ­ვა ფა­კულ­ტე­ტე­ბი­დან, სპორ­ტის შე­სა­ბა­მი­სი სა­ხე­ო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი და საკ­მა­ოდ კონ­კუ­რენ­ტუ­ლია ფი­ზი­კუ­რი მე­დი­ცი­ნი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ფა­კულ­ტე­ტი. ძა­ლი­ან ბევ­რი სტუ­დენ­ტი, სხვა­დას­ხ­ვა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი­დან, მო­ბი­ლო­ბით, გა­მოთ­ქ­ვამს სურ­ვილს ჩვენ­თან გა­აგ­რ­ძე­ლოს სწავ­ლა. ამ თვალ­საზ­რი­სით (პრო­ცენ­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სით), ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია, სა­დაც მო­ბი­ლო­ბით სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა სურთ ახალ­გაზ­რ­დებს.
წელს პირ­ვე­ლად, და­ვა­მა­ტეთ სპორ­ტის პე­და­გო­გე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაა — „ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბე­ლი სკო­ლე­ბის­თ­ვის“.
სპორ­ტის აკა­დე­მია იყო ერ­თა­დერ­თი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სკო­ლე­ბის­თ­ვის ამ­ზა­დებ­და პრო­ფე­სი­ო­ნალ სპორ­ტის პე­და­გო­გებს და, ბუ­ნებ­რი­ვია, მის­მა გა­უქ­მე­ბამ სა­შუ­ა­ლო სკო­ლებ­ში სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლებს და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პრო­პა­გან­დას გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მ­ნა, რაც 2010 წელს ჩა­ტა­რე­ბულ­მა იუნი­სე­ფის კვლე­ვა­მაც და­ა­დას­ტუ­რა. შე­მიძ­ლია ციფ­რე­ბით მო­გახ­სე­ნოთ, ძა­ლი­ან მძი­მე სტა­ტის­ტი­კაა: მა­შინ სკო­ლებ­ში, სულ, 4200-მდე პე­და­გო­გი იყო და­საქ­მე­ბუ­ლი და აქე­დან შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და მხო­ლოდ 39%-ს, 61%  არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო. შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ის 61% ახ­ლა გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პე­და­გო­გე­ბის 39% პრო­ცენ­ტი სწო­რედ სპორ­ტის აკა­დე­მი­ის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებ­ზე მო­დი­ო­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ასა­კის ან სხვა მი­ზე­ზე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფ­რო შემ­ცირ­და. ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, რო­დე­საც უქ­მ­დე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ო­ნალ კად­რებს ამ­ზა­დებ­და.
ახ­ლა სკო­ლე­ბის უმე­ტეს ნა­წილ­ში, სპორ­ტის პე­და­გო­გი, პირ­ველ რიგ­ში, მა­მა­კა­ცია. გენ­დე­რი და სპორ­ტი — ესეც ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა და, ამ მხრივ, სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი სპორ­ტ­ს­მე­ნი გო­გო­ნა გვყავს სტუ­დენ­ტი. ამა­ზე სა­გან­გე­ბოდ ვმუ­შა­ობთ, რომ სპორ­ტ­ში გენ­დე­რი მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი — მწვრთნე­ლებ­ში, სპორ­ტ­ს­მე­ნებ­ში, პე­და­გო­გებ­ში. თით­ქ­მის ყვე­ლა სკო­ლა­ში სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბე­ლი, იმავ­დ­რო­უ­ლად, არის ფი­ზი­კის ან მა­თე­მა­ტი­კის პე­და­გო­გი და ეს სა­ა­თე­ბი მას შე­თავ­სე­ბუ­ლი აქვს ძი­რი­თა­დი სა­ა­თე­ბი­სა და დატ­ვირ­თ­ვის შე­სავ­სე­ბად. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია.
პრაქ­ტი­კუ­ლად, პა­რა­დოქ­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცია გვაქვს იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნი სპორ­ტის შე­სა­ხებ სკო­ლებს ავალ­დე­ბუ­ლებს, რომ სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლი კვი­რა­ში, მი­ნი­მუმ, 4 სა­ა­თი იყოს. საზღ­ვარ­გა­რეთ, ყვე­ლა ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში, ეს ციფ­რი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია. სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა, აქ­ტი­უ­რად უნ­და იყ­ვ­ნენ  ჩარ­თუ­ლი სპორ­ტ­ში, იმი­ტომ რომ, არა­აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სი, ზო­გა­დად და მათ შო­რის მოს­წავ­ლე­ებ­ში, უამ­რავ და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს  და ჩვენ ძა­ლი­ან მძი­მე სუ­რა­თი გვაქვს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით — ტა­ნა­დო­ბის დარ­ღ­ვე­ვა, სკო­ლი­ო­ზი და ბევ­რი სხვ. ფაქ­ტობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბით, სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბი სულ რა­ღაც 2 სა­ა­თი ტარ­დე­ბა. ეს სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ციაა და სკო­ლე­ბი ამას არც მა­ლა­ვენ, რად­გან არც ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა აქვთ სა­თა­ნა­დო და არც შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სი.
ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან ბევრს ვმუ­შა­ობთ, მა­გა­ლი­თად, მო­ვა­ხერ­ხეთ ის, რომ 2017-18 სას­წავ­ლო წლი­დან, ჳ-ვჳ კლა­სებ­ში, უკ­ვე სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით, სა­ა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იქ­ნე­ბა 3 სა­ა­თი. სა­კითხი სას­წავ­ლო გეგ­მებ­ში უკ­ვე შე­სუ­ლია და ეს ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის აქ­ტი­ვო­ბი­თაც მოხ­და — პრაქ­ტი­კუ­ლად, ერ­თი სა­ა­თი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად და­ე­მა­ტე­ბა ამ სას­კო­ლო დატ­ვირ­თ­ვას.
პროგ­რა­მა — „ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბე­ლი სკო­ლე­ბის­თ­ვის“
ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­თა ჩარ­ჩოს ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის მას­წავ­ლებე­ლი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და იმი­ტომ, რომ არ არ­სე­ბობ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მელ­საც სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბო­და, ემუ­შა­ვა ამ თე­მებ­ზე და ამ სპე­ცი­ა­ლო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა. ამი­ტომ ჩვენ ორი წე­ლი დაგ­ვ­ჭირ­და, გა­ნათ­ლე­ბის  ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, ეს სა­კითხე­ბი დაგ­ვე­რე­გუ­ლი­რე­ბი­ნა, შეგ­ვე­მუ­შა­ვე­ბი­ნა შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტი და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თა­დერ­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ვართ, რო­მელ­შიც ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რად (2015 წელს მი­ვი­ღეთ ამ პროგ­რა­მის შე­სა­ბა­მი­სი ავ­ტო­რი­ზა­ცია), პირ­ვე­ლად მოხ­და, რომ პე­და­გო­გის გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა — 60-კრე­დი­ტი­ა­ნი მო­დუ­ლი „ჩა­ვა­შე­ნეთ“ 240-კრე­დი­ტი­ან მო­დულ­ში. ეს 240 კრე­დი­ტი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია, აქე­დან 60 — არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბია, 120 — ძი­რი­თა­დი საგ­ნე­ბი და 60 — სწო­რედ მას­წავ­ლებ­ლის გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა. აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ჩვენს უმაღ­ლეს­ში ჩა­ა­ბა­რე­ბენ ამ სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე — „ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბე­ლი სკო­ლე­ბის­თ­ვის“, ფაქ­ტობ­რი­ვად, კა­რი­ე­რას და­იწყე­ბენ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლო­ბით (ყვე­ლა პე­და­გო­გი პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლით იწყებს პე­და­გო­გი­ურ კა­რი­ე­რას) და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად ექ­ნე­ბათ სამ­სა­ხუ­რი, რად­გან მოთხოვ­ნა, სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბი­დან, კვა­ლი­ფი­ცი­ურ და პრო­ფე­სი­ო­ნალ პე­და­გო­გებ­ზე ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. დიპ­ლომ­თან ერ­თად, ჩვენ მათ შე­სა­ბა­მის სერ­ტი­ფი­კატ­საც გა­დავ­ცემთ და ერ­თი სა­ფე­ხუ­რი — პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლი­დან უფ­როს მას­წავ­ლებ­ლამ­დე — მათ უკ­ვე გავ­ლი­ლი ექ­ნე­ბათ.
გარ­და ამი­სა, სწო­რედ ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ახორ­ცი­ე­ლებს მას­წავ­ლებ­ლის გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა­საც. ესეც გა­ნათ­ლე­ბის  ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურ­თან ერ­თად შე­ვი­მუ­შა­ვეთ და საკ­მა­ოდ დი­დი შრო­მა გავ­წი­ეთ ყვე­ლამ ერ­თად, რომ ეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა. იცით, რომ ეს 60-კრე­დი­ტი­ა­ნი ერ­თ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მაა და ამა­საც სა­ხელ­მ­წი­ფო აფი­ნან­სებს და ყვე­ლა პე­და­გოგს, ვინც ჩვენ­თან ამ პროგ­რა­მა­ზე ჩა­ი­რიცხე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფო 1850 ლა­რით აფი­ნან­სებს. ჩვენ ამ სას­წავ­ლო პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის, პრაქ­ტი­კუ­ლად, მზად ვართ.
და­ინ­ტე­რე­სე­ბა ახალ­გაზ­რ­დე­ბის მხრი­დან
და­ინ­ტე­რე­სე­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იყო, ბევ­რ­მა გა­მოთ­ქ­ვა ამ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ­თან გა­დი­ან ე.წ. სპორ­ტულ ტურს (რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს: 1000 მეტ­რ­ზე სირ­ბილს, 100 მეტ­რ­ზე სირ­ბილს, აზიდ­ვებს, სიგ­რ­ძე­ზე ხტო­მას და ა.შ.), რაც ბუ­ნებ­რი­ვია, ისი­ნი ხომ სპორ­ტის მას­წავ­ლებ­ლე­ბი უნ­და იყ­ვ­ნენ და, შე­სა­ბა­მი­სად, კარგ სპორ­ტულ ფორ­მა­ში უნ­და იყ­ვ­ნენ. ამის მე­რე მი­დი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე და, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით სხვა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­გან, მხო­ლოდ სამ სა­განს აბა­რე­ბენ, მათ მი­ნი­მა­ლუ­რი ცოდ­ნა მო­ეთხო­ვე­ბათ. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ამ მი­ნი­მა­ლუ­რი მოთხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­საც ვერ ახერ­ხებს  ან, პი­რი­ქით, უფ­რო მეტს ახერ­ხებს და  სხვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ხვდე­ბა, აღარ ბრუნ­დე­ბა ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.
მო­ბი­ლო­ბის წე­სი
ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, მო­ბი­ლო­ბის წე­სი ისე­თი­ვეა, რო­გორც სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში — ვნა­ხავთ რა საგ­ნე­ბი გა­ი­ა­რეს, რა კრე­დი­ტე­ბი აქვთ, რას ჩა­ვუთ­ვ­ლით და, შე­სა­ბა­მი­სად, რო­მელ კურ­ს­ზე მო­უ­წევთ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა და ა.შ. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ზი­კურ ნორ­მა­ტი­ვებს, აქ სა­უ­ბა­რია მარ­ტივ მოთხოვ­ნებ­ზე, რაც არ არის რთუ­ლი იმ ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს, სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რა სპორტს და ფი­ზი­კურ აღ­ზ­რ­დას და­უ­კავ­ში­როს, იმი­ტომ რომ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, პე­და­გო­გი თა­ვად არ იყოს სპორ­ტულ ფორ­მა­ში.
ფი­ზაღ­ზ­რ­დის კა­თედ­რე­ბი
უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, 2008 წლი­დან, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყველ­გან გა­უქ­მ­და ე.წ. ფიზ­კულ­ტუ­რის კა­თედ­რე­ბი. ჩვე­ნი თა­ო­ბის სტუ­დენ­ტო­ბას ახ­სოვს ასე­თი კა­თედ­რე­ბის არ­სე­ბო­ბა, შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რაც არ­ცერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, აღარ არ­სე­ბობს. მა­ნამ­დე არ­სე­ბობ­და პრე­ცე­დენ­ტი, რო­ცა სტუ­დენ­ტებს არ­ჩე­ვით საგ­ნად შე­ეძ­ლოთ აეღოთ სპორ­ტის რო­მე­ლი­მე სა­ხე­ო­ბა და ამით კრე­დი­ტე­ბიც და­ეგ­რო­ვე­ბი­ნათ, დღეს ესეც აღარ არ­სე­ბობს, სამ­წუ­ხა­როდ. ჩვენ, რო­გორც ერ­თა­დერ­თი სპორ­ტუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, გა­მოვ­დი­ვართ ინი­ცი­ა­ტი­ვით — დავ­რ­თოთ ნე­ბა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს, მის­ცენ სტუ­დენ­ტებს სა­ვალ­დე­ბუ­ლო ან არ­ჩე­ვით საგ­ნად სპორ­ტის რო­მე­ლი­მე სა­ხე­ო­ბის არ­ჩე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მელ­შიც ივარ­ჯი­შე­ბენ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხე­ლით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა შე­ჯიბ­რე­ბებ­ში, ტურ­ნი­რებ­ში. ამით უნი­ვერ­სი­ტეტ­საც ასა­ხე­ლე­ბენ და პლუს, კრე­დი­ტებ­საც შე­ივ­სე­ბენ. მთა­ვა­რია, სტუ­დენ­ტებს სპორ­ტი­სა და  სპორ­ტუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბის მი­მართ გა­ვუღ­ვი­ძოთ ინ­ტე­რე­სი.
ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მოთხოვ­ნებ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, რა­ი­მე სპორ­ტუ­ლი სივ­რ­ცის არ­სე­ბო­ბა აუცი­ლე­ბე­ლი მოთხოვ­ნა არ არის, ამი­ტომ გვინ­და, იმ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, რომ­ლე­ბიც ან ახალ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას გა­ივ­ლი­ან, ან ხე­ლახ­ლა და­ფუძ­ნ­დე­ბი­ან, და­ე­კის­როთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბობ­დეს  გარ­კ­ვე­უ­ლი სპორ­ტუ­ლი სივ­რ­ცე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სივ­რ­ცე იმი­სათ­ვის, რომ სტუ­დენ­ტებ­მა, არ­ჩე­ვი­თი საგ­ნის სა­ხით, შეძ­ლონ კრე­დი­ტე­ბის მი­ღე­ბა, ან მათ­თ­ვის თა­ვი­სუ­ფალ დროს — სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ამით წა­ვა­ხა­ლი­სებთ სტუ­დენ­ტურ სპორტს და მა­ღა­ლი მიღ­წე­ვე­ბის სპორ­ტი სწო­რედ მა­სობ­რი­ვი სპორ­ტი­დან — სას­კო­ლო და სტუ­დენ­ტუ­რი სპორ­ტი­დან იწყე­ბა.
ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა — იდე­ის დო­ნე­ზე თუ კონ­კ­რე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი
ეს ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი იდე­ის დო­ნე­ზე არ­სე­ბობს. ჩვენ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან, ასე­ვე, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დულ საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს­თან. ისი­ნი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ჩვენს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას.  ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­უ­ჯე­ტი სწო­რედ სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს ბი­უ­ჯეტ­შია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. წელს სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს და­ფი­ნან­სე­ბა გა­ე­ზარ­და და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ით­ქ­ვა — სპორ­ტი და გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრი­ო­რი­ტე­ტია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის. იმე­დი გვაქვს, სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­საც გა­ეზ­რ­დე­ბა და­ფი­ნან­სე­ბა. უნი­კა­ლურ შემ­თხ­ვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე — სა­ხელ­მ­წი­ფოს, ამ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, არ და­უ­ფუძ­ნე­ბია არც ერ­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მხო­ლოდ ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხე­ლახ­ლა და­ფუძ­ნე­ბა მოხ­და. ახ­ლა, ასე ვთქვათ, გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში ვართ, მუდ­მი­ვად გვე­მა­ტე­ბა რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ასე­ვე პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის.
თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სკო­ლებ­თან
უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ე.წ. გა­დამ­ზა­დე­ბის, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის კურ­სე­ბი გა­ვა­კე­თეთ. ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ სკო­ლებ­თან და ვახ­სე­ნებთ მათ, რომ პე­და­გო­გე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. პირ­ვე­ლად მოხ­და წელს, რო­ცა სპორ­ტის პე­და­გო­გე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და და ძა­ლი­ან ბევ­რ­მა პე­და­გოგ­მა, სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო გა­მოც­დებ­ზე გა­სას­ვ­ლე­ლად, ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ი­ა­რა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სი.
თქვენ იცით, რომ 2017 წლი­დან და­გეგ­მი­ლია პე­და­გო­გე­ბის ხელ­ფა­სე­ბის მა­ტე­ბა, მა­გა­ლი­თად, 1 იან­ვ­რი­დან მენ­ტორ პე­და­გოგს ექ­ნე­ბა 1250 ლა­რი, წამ­ყ­ვანს — 1000 ლა­რი, უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს — 800 ლა­რი და პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს — 455. ბუ­ნებ­რი­ვია, ბევ­რი მოქ­მე­დი პე­და­გო­გი აპი­რებს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, კა­რი­ე­რულ ზრდას და ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი მზად არის, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად შეძ­ლოს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა. არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა მქონ­და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­თან, ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვას­თან და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სკო­ლებ­შიც და უმაღ­ლეს­შიც სპორ­ტი აუცი­ლებ­ლად დაბ­რუნ­დე­ბა. ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ერ­თი მხრივ, წე­ლი­წად­ში ერ­თხელ, შეძ­ლებს, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას  ახა­ლი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პე­და­გო­გე­ბი მი­ა­წო­დოს და მე­ო­რე მხრივ, ერ­თ­წ­ლი­ა­ნი 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მით,  უკ­ვე მოქ­მე­დი პე­და­გო­გე­ბი  გა­ხა­დოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, აუმაღ­ლოს კვა­ლი­ფი­კა­ცია, რომ მშვი­დად ვი­ყოთ და ვი­ცო­დეთ, სკო­ლა­ში ჩვენს შვი­ლებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პე­და­გო­გე­ბი ას­წავ­ლი­ან ფი­ზი­კურ აღ­ზ­რ­და­სა და სპორტს.
ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა
უნ­და ით­ქ­ვას, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს სპორ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას­თან, მა­სობ­რი­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რად­გან ჩვენ ამ პრო­ფი­ლის ერ­თა­დერ­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ვართ, აქ­ტი­უ­რად უნდა ვი­ყოთ ჩარ­თუ­ლე­ბი სპორ­ტის სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ამი­ტომ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რა პე­და­გო­გებს, მომ­ზა­დე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო გა­მოც­დის­თ­ვის, ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ მო­მა­ვა­ლი პე­და­გო­გე­ბის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მას და ასე­ვე აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ სხვა­დას­ხ­ვა სპორ­ტულ ფე­დე­რა­ცი­ებ­თან. არა­ერ­თი სპორ­ტუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის მოქ­მე­დი მწვრთნე­ლე­ბი გა­და­ვამ­ზა­დეთ, ავა­მაღ­ლეთ რო­გორც გა­მოც­დი­ლი მწვრთნე­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია, ასე­ვე ახალ­ბე­და მწვრთნე­ლე­ბის. ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვე­ნი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა სრუ­ლად არის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა შე­სა­ბა­მის ფე­დე­რა­ცი­ას­თან და ისი­ნი დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ ჩვენ­თან. უკ­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც გვაქვს ბევრ ფე­დე­რა­ცი­ას­თან.
ახ­ლა მო­ვამ­ზა­დეთ შე­სა­ბა­მი­სი მო­დუ­ლი და და­ვიწყებთ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას რო­გორც დე­და­ქა­ლაქ­თან, ასე­ვე სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­თან. პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს სპორ­ტის მე­ნე­ჯე­რე­ბის მომ­ზა­დე­ბას, იგუ­ლის­ხ­მე­ბა სას­პორ­ტო აიპ-ების, სხვა­დას­ხ­ვა სპორ­ტუ­ლი კლუ­ბი­სა თუ ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ის­წავ­ლი­ან, პირ­ველ რიგ­ში, სპორ­ტის კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბას, ბი­უ­ჯე­ტი­რე­ბას, შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონს და ა.შ., ყვე­ლა­ფერს, რაც მათ პრო­ფე­სი­ულ მარ­თ­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.
გვინ­და, სპორ­ტ­ში და­ვაბ­რუ­ნოთ მეც­ნი­ე­რე­ბა და გა­ნათ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ ამის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. გვაქვს სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მე­ბი, მათ შო­რის სპორ­ტის მე­ნე­ჯე­რის და გვყავს მა­გის­ტ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც წელს სა­ერ­თო სა­მა­გის­ტ­რო გა­მოც­დე­ბი ჩა­ა­ბა­რეს, გახ­დ­ნენ მა­გის­ტ­რან­ტე­ბი და აგ­რ­ძე­ლე­ბენ სწავ­ლას ჩვენ­თან. მათ სპორ­ტის მე­ნე­ჯე­რის მა­გის­ტ­რის ხა­რის­ხი მი­ე­ნი­ჭე­ბათ.
რაც შე­ე­ხე­ბა სპორ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სამ­წუ­ხა­რო სტა­ტის­ტი­კა გვაქვს,  ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 1,1%-ია სპორ­ტ­ში ჩაბ­მუ­ლი და ეს სა­გან­გა­შოა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ასე­თია — უამ­რა­ვი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა და ფე­დე­რა­ცია არ­სე­ბობს, რო­მელ­საც, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, არ არი­ან სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბის სა­თა­ნა­დო რა­ო­დე­ნო­ბა  ჩარ­თუ­ლი, და ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ხე­ო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.
ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვე­ნი ტი­პის ქვე­ყა­ნა, ასე­თი მცი­რე მო­სახ­ლე­ო­ბით, სპორ­ტის ყვე­ლა დარგს ვერ გა­ნა­ვი­თა­რებს და ყველ­გან ვერ გვექ­ნე­ბა უმაღ­ლე­სი მიღ­წე­ვე­ბი, მაგ­რამ არ უნ­და არ­სე­ბობ­დეს სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა, რო­მელ­საც არ ექ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ხელ­შეწყო­ბა და მხარ­და­ჭე­რა. ამ თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე, გვაქვს ინი­ცი­ა­ტი­ვა — სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად (ბუ­ნებ­რი­ვია, პირ­ველ რიგ­ში, ეს სახ­ს­რებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი), თუმ­ცა არა მხო­ლოდ სა­მი­ნის­ტ­როს, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­შიც შე­იძ­ლე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სის გა­მო­ძებ­ნა,  იგუ­ლის­ხ­მე­ბა სპორ­ტის ერ­თ­გ­ვა­რი ვა­უ­ჩე­რი­ზა­ცია. პირ­ველ რიგ­ში, ეს შე­ე­ხე­ბა ბავ­შ­ვებს  მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ა­ნე­ბი ან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი­დან და სხვა შე­სა­ბა­მის კა­ტე­გო­რი­ას. მათ გა­და­ე­ცე­მათ ვა­უ­ჩე­რი და ბავ­შ­ვე­ბი, მშობ­ლებ­თან ერ­თად, თა­ვად გა­დაწყ­ვე­ტენ, სპორ­ტის რო­მელ სა­ხე­ო­ბას აირ­ჩე­ვენ, წა­რად­გე­ნენ ვა­უ­ჩერს და სა­ხელ­მ­წი­ფო, მათ ნაც­ვ­ლად, გა­და­იხ­დის თან­ხას. ამით კი­დევ მეტ ბავშვს ჩავ­რ­თავთ სპორ­ტ­ში. მარ­თა­ლია, წელს ამის­თ­ვის რე­სურ­სე­ბი არ არის გა­მო­ძებ­ნი­ლი, მაგ­რამ იმე­დი გვაქვს, რომ 2017 წელს ნა­ყო­ფი­ე­რად გა­მო­ვი­ყე­ნებთ იმის­თ­ვის, რომ ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა კი­დევ უფ­რო და­კონ­კ­რეტ­დეს და სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ფორ­მა მი­ი­ღოს. შე­იძ­ლე­ბა ბიზ­ნე­სიც ჩა­ერ­თოს, ამი­ტომ ერ­თ­გ­ვა­რი შე­ღა­ვა­თე­ბი უნ­და არ­სე­ბობ­დეს ბიზ­ნე­სის­თ­ვის, სპორ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და მხარ­და­ჭე­რის თვალ­საზ­რი­სით. ვფიქ­რობთ, ეს აუცი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯია, რად­გან  ყვე­ლა­ნი ამ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ და ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, რა ღირს ან სა­ცუ­რაო აუზის აბო­ნე­მენ­ტი, რაგ­ბის ან  ფეხბურთის სექ­ცი­ა­ში ბავ­შ­ვის მიყ­ვა­ნა და სხვ. სამ­წუ­ხა­როდ, ათა­სო­ბით და ათი­ა­თა­სო­ბით ბავ­შ­ვი ამ პრო­ცე­სის მიღ­მა რჩე­ბა და ჩვენ უნ­და შევ­ძ­ლოთ, რომ ეს შვცვა­ლოთ. ასე­თია ევ­რო­პუ­ლი მიდ­გო­მა — ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ 1 ევ­რო, რო­მე­ლიც სპორ­ტ­ში იდე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 10-12 ევ­როს უდ­რის, არ­ჩა­დე­ბულს ჯან­დაც­ვა­ში და და­ზო­გილს სხვა რე­სურ­სე­ბის­თ­ვის. ამი­ტომ სა­ხელ­მ­წი­ფომ ბევ­რი უნ­და ჩა­დოს სპორ­ტ­ში, რად­გან ეს პირ­და­პირ ეფექტს იძ­ლე­ვა, მათ შო­რის — ფი­ნან­სურს, იმი­ტომ რომ ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნია ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მით, ნაკ­ლე­ბი და­ა­ვა­დე­ბაა, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია — თუნ­დაც  სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით სახ­ს­რე­ბი გა­ცი­ლე­ბით ეკო­ნო­მი­უ­რად და­ი­ხარ­ჯე­ბა. ვფიქ­რობთ,  უახ­ლო­ე­სი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ხელ­მ­წი­ფოს მიდ­გო­მა სპორ­ტის მი­მართ რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვ­ლე­ბა.
დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვართ, ჩვენ ყვე­ლა­ნი შევ­ძ­ლებთ ერ­თად გა­ვაძ­ლი­ე­როთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სპორ­ტი და, შე­სა­ბა­მი­სად, კი­დევ უფ­რო მე­ტი წარ­მა­ტე­ბე­ბი ჰქონ­დეთ ჩვენს სპორ­ტ­ს­მე­ნებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე.
2017 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბას უნ­და ვუ­მას­პინ­ძ­ლოთ და არა­ერ­თი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, რო­ცა ეს სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი დას­რულ­დე­ბა, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა რჩე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას, მაგ­რამ ამ დარ­ბა­ზებ­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მწვრთნე­ლე­ბი და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უნ­და იყ­ვ­ნენ, იქ უნ­და ივარ­ჯი­შონ ბავ­შ­ვებ­მა და მათ­თ­ვის, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი და, პირ­ველ რიგ­ში, პო­პუ­ლა­რუ­ლი უნ­და იყოს.
სი­ახ­ლე­ე­ბი/ სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი
ზო­გა­დად, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის, ალ­ბათ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ის სი­ახ­ლე, რო­მე­ლიც ეხე­ბა უცხო ენის გა­მოც­დას, რად­გან ჩვე­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბიც აბა­რე­ბენ, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ გა­მოც­დას. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტს, 2017-18 სას­წავ­ლო წლის­თ­ვის, ვაცხა­დებთ მი­ღე­ბას სამ სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ზე:
— სპორ­ტის მწვრთნე­ლის, სპორ­ტის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბე­ბის მი­ხედ­ვით;
— ფი­ზი­კუ­რი მე­დი­ცი­ნი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის, რო­მე­ლიც, რა თქმა უნ­და, არ არის ექი­მის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა, მაგ­რამ სტუ­დენ­ტე­ბი საკ­მაო ცოდ­ნას იღე­ბენ, რომ იყ­ვ­ნენ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპორ­ტის ექი­მე­ბი, მა­სა­ჟის­ტე­ბი, რე­ა­ბი­ლი­ტო­ლო­გე­ბი და და­ეხ­მა­რონ სპორ­ტულ კლუ­ბებს. ძა­ლი­ან ბევ­რი სპორ­ტუ­ლი კლუ­ბია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და მათ  კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბი სჭირ­დე­ბათ, ჩვე­ნი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბი­ან სამ­სა­ხუ­რით;
— პე­და­გო­გე­ბის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა, რო­მელ­ზეც ახ­ლა დი­დი მოთხოვ­ნაა.
ჩვენ, ასე­ვე, გვაქვს ინი­ცი­ა­ტი­ვა —  21 სას­წავ­ლო პროგ­რა­მას სა­ხელ­მ­წი­ფო სრუ­ლად  აფი­ნან­სებს და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ათი­ა­თა­სო­ბით სტუ­დენ­ტი 100%-იან და­ფი­ნან­სე­ბას იღებს. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, რომ 22-ე სპე­ცი­ა­ლო­ბად სპორ­ტის პე­და­გო­გი და­ე­მა­ტოს და ამით კი­დევ უფ­რო წა­ვა­ხა­ლი­სოთ ეს პრო­ცე­სი, კი­დევ უფ­რო მო­ვი­გოთ დრო­ის თვალ­საზ­რი­სით, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მი­ვა­წო­დოთ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პე­და­გო­გე­ბი.
მინ­და ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენტს წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი თა­ო­ბა გვყავ­დეს ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით — რო­გორც სპორ­ტ­ში, ასე­ვე მეც­ნი­ე­რე­ბა­ში, რად­გან გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა.

რადიო იმედის გადაცემის გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკოანჯაფარიძესთან ერთად მიხედვით მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა

25-28(942)N