გამოდის 1998 წლიდან
2016-12-08
დი­დი სკო­ლის მემ­კ­ვიდ­რე

ირაკლი თავაძე

ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შე­მა­ვა­ლი ზე­მო­ხე­თის არას­რუ­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა მცი­რე­კომ­პ­ლექ­ტი­ა­ნია — შარ­შან ის სა­მი­ნის­ტ­რო­სე­ულ რე­ფორ­მა­ში მოჰ­ყ­ვა და 9-კლა­სი­ა­ნი­დან 7-კლა­სი­ა­ნად გა­და­კეთ­და. ამათ­გან ერ­თი კლასკომ­პ­ლექ­ტია, რო­მელ­შიც მე­სა­მე-მე­ოთხე კლა­სე­ბია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, სკო­ლა­ში ამ­ჟა­მად 10 მოს­წავ­ლეა. ცხა­დია, ასეთ პი­რო­ბებ­ში სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბის სრუ­ლი დატ­ვირ­თ­ვით ჩა­ტა­რე­ბაც ძნე­ლია და — სხვა საგ­ნე­ბი­საც. სპორ­ტის სა­მი სა­ვალ­დე­ბუ­ლო დის­ციპ­ლი­ნაც ამ სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით აირ­ჩი­ეს — მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თი, შა­ში და ჭად­რა­კი. სა­მი­ვე ისე­თი სა­ხე­ო­ბაა, მა­ინ­ც­და­მა­ინც რთუ­ლი არც მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა სჭირ­დე­ბა და თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბია. ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ სკო­ლას არ აქვს სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი...
ეს ჩე­მი მშობ­ლი­უ­რი სკო­ლაა, რო­მე­ლიც 28 წლის წინ და­ვამ­თავ­რე. ფიზ­კულ­ტუ­რას მა­ში­ნაც ახ­ლან­დე­ლი სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბე­ლი ზუ­რაბ სა­ნი­კი­ძე ას­წავ­ლი­და, იმ­დ­რო­ინ­დე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­დან კი ისევ მუ­შა­ო­ბენ ჩე­მი კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი ნა­თე­ლა ცო­გი­ა­ი­ძე, მა­შინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რი იური ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, თა­მარ თევ­ზა­ძე, ნა­ნა თა­ვა­ძე, ვა­რა სო­ზაშ­ვი­ლი... სკო­ლის­თ­ვის სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი იმ დრო­საც პრობ­ლე­მა იყო და ზამ­თარ­ში ან წვი­მი­ან ამინ­დ­ში ნუ­გე­შად მხო­ლოდ შა­ში გვრჩე­ბო­და, ახ­ლა კი მოს­წავ­ლე­ე­ბი ბევ­რად უკე­თეს დღე­ში არი­ან, რად­გან მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თიც და­ე­მა­ტათ... მის­თ­ვის ინ­ვენ­ტა­რი — მა­გი­დის ერ­თი კომ­პ­ლექ­ტი, თა­ვის დრო­ზე, რა­ი­ო­ნულ­მა საკ­რე­ბუ­ლომ აჩუ­ქა სოფ­ლის საკ­რე­ბუ­ლოს, იმათ კი, რად­გან სხვა­გან ფარ­თი არ ჰქონ­დათ, სკო­ლის ძველ შე­ნო­ბა­ში დად­გეს. ასე შე­მორ­ჩა ეს მა­გი­და სკო­ლას, რაც კარ­გი სა­ჩუ­ქა­რია ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის.
რო­გორც ზუ­რაბ სა­ნი­კი­ძე ამ­ბობს, სკო­ლას ინ­ვენ­ტა­რის მხრივ არ უჭირს. მა­გა­ლი­თად, აქვთ ბურ­თე­ბი — ფეხ­ბურ­თის, ფრენ­ბურ­თის, კა­ლათ­ბურ­თის, მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თის. ასე­ვე აქვთ ჭად­რა­კი­სა და შა­შის და­ფე­ბი და სხვა აუცი­ლე­ბე­ლი სპორ­ტუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი. თუმ­ცა პრობ­ლე­მე­ბი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია და გა­ცი­ლე­ბით დი­დი. მა­გა­ლი­თად, დარ­ბა­ზის არ­ქო­ნა­ზე არა­ნაკ­ლებ პრობ­ლე­მუ­რია ღია მო­ე­და­ნი, რო­მე­ლიც დღეს გა­ცი­ლე­ბით შემ­ცი­რე­ბუ­ლია, ვიდ­რე — ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში. სკო­ლის ახა­ლი შე­ნო­ბა 2006 წელს აშენ­და საპ­რე­ზი­დენ­ტო პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, რო­გორც მა­ღალ­მ­თი­ან სო­ფელ­ში, ოღონდ ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ედ­ნის ხარ­ჯ­ზე მოხ­და — და­იდ­გა იქ, სა­დაც კა­ლათ­ბურ­თი­სა და ფრენ­ბურ­თის კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი მო­ე­და­ნი იყო. დღეს, სა­ფეხ­ბურ­თო სტა­დი­ო­ნის გვერ­დით, კა­ლათ­ბურ­თის მხო­ლოდ ერ­თი ფა­რია. არა­და, ეს მო­ე­და­ნი სო­ფელ­ში ერ­თა­დერ­თია და ის ოდით­გან არა მხო­ლოდ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს, სხვა ასა­კის მაცხოვ­რებ­ლებ­სა და ზაფხულ­ში დამ­ს­ვე­ნებ­ლებ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ზაფხუ­ლო­ბით იქ ხში­რად ყო­ფი­ლა ხოლ­მე ისე­თი ხალ­ხ­მ­რავ­ლო­ბა, სა­თა­მა­შო კი არა, სა­მუ­სა­ი­ფოდ ჩა­მო­საჯ­დო­მი ად­გი­ლიც ჭირ­და. ამი­ტომ სო­ფელ­ში, აქა-იქ, სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­სოფ­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის­თ­ვის გა­მო­უ­ყე­ნე­ბელ მინ­დ­ვ­რებ­ზეც აწყობ­დ­ნენ მო­ედ­ნებს, რომ­ლე­ბიც ზაფხუ­ლო­ბით გა­და­ტე­ნი­ლი იყო. ახ­ლა სკო­ლის სა­ფეხ­ბურ­თო მო­ე­და­ნიც ძა­ლი­ან უხერ­ხულ ად­გი­ლას აღ­მოჩ­ნ­და — ზედ ემიჯ­ნე­ბა შე­ნო­ბას და არ­სე­ბობს მი­ნე­ბის ჩამ­ს­ხ­ვ­რე­ვის ალ­ბა­თო­ბა. მარ­თა­ლია, ძვე­ლი შე­ნო­ბაც ახ­ლოს იყო მო­ედ­ნებ­თან, მაგ­რამ მა­სა და სა­ფეხ­ბურ­თო არე­ნას შო­რის კა­ლათ­ბურთ-ფრენ­ბურ­თის ის ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მო­ე­და­ნი იყო, რაც რისკს ბევ­რად ამ­ცი­რებ­და.
სპორ­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სოფ­ლის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის რა­ი­ო­ნის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა უკ­ვე მე­ო­რე წე­ლი­წა­დია, მარ­თ­ლაც რომ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს საქ­მეს აკე­თებს — ჩო­ხა­ტა­უ­რი­დან ზე­მო­ხე­თამ­დე და­ნიშ­ნუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი, რო­მელ­საც ბავ­შ­ვე­ბი, კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე, რა­ი­ო­ნულ ცენ­ტ­რ­ში ჩაჰ­ყავს, სა­დაც სპორ­ტულ სექ­ცი­ებ­ში ვარ­ჯი­შო­ბენ, შემ­დეგ კი ისევ სო­ფელ­ში ამოჰ­ყავს. ტრან­ს­პორ­ტი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მდე­ბა­რე ყვე­ლა საკ­რე­ბუ­ლოს ემ­სა­ხუ­რე­ბა — კოხ­ნა­რი­სა და სა­ჭა­მი­ა­სე­რის თე­მებ­საც. თან სპორ­ტის­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლად კი მი­იჩ­ნე­ვა, მაგ­რამ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თუ სხვა წრე­ე­ბით — და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბიც თან დაჰ­ყავს. ამ მარ­თ­ლაც სა­ყუ­რადღე­ბო, საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო წა­მოწყე­ბამ გა­ა­მარ­თ­ლა და ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შ­ვია ჩაბ­მუ­ლი სპორ­ტ­ში. ზე­მო­ხე­თის სკო­ლი­დან, უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა რო­მე­ლი­მე წრე­ზე და­დის, უმე­ტე­სო­ბა კი — სპორ­ტ­ზე: ძი­უ­დო, თა­ვი­სუ­ფა­ლი და ბერ­ძ­ნულ-რო­მა­უ­ლი ჭი­და­ო­ბა, რაგ­ბი, ფეხ­ბურ­თი და სხვა... რო­გორც გითხა­რით, ეს პროგ­რა­მა მე­ო­რე წე­ლია, მოქ­მე­დებს, ეს კი არც ისე დი­დი დროა, თუმ­ცა ზე­მო­ხე­თის სკო­ლის ერ­თი მოს­წავ­ლე უკ­ვე შარ­შან­ვე გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ­ში. ზო­გა­დად, ხე­ვის­წყა­ლას ხე­ო­ბის ზე­მო­ჩა­მოთ­ვ­ლილ თე­მებ­ში ინ­ტე­რე­სი იმ­დე­ნად დი­დია, რომ ის ერ­თი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ყვე­ლა მსურ­ველს ვერ იტევს და გაჩ­ნ­და იდეა, რომ სა­ჭი­დაო სა­ხე­ო­ბე­ბის­თ­ვის სექ­ცია კოხ­ნარ­შიც გა­იხ­ს­ნას. იმე­დია, ჩა­ნა­ფიქ­რი რე­ა­ლო­ბად იქ­ცე­ვა და ეს პრო­ექ­ტიც დიდ­ხანს იარ­სე­ბებს.
სოფ­ლებ­ში რომ ბევ­რი ნი­ჭი უკ­ვა­ლოდ იკარ­გე­ბა, არა­ხა­ლია. ნი­ჭი­ე­რი ბავ­შ­ვე­ბი ჩემ დრო­საც ბევ­რ­ნი იყ­ვ­ნენ, მაგ­რამ სპორ­ტულ სექ­ცი­ებ­ში სი­ა­რულს უტ­რან­ს­პორ­ტო­ბის გა­მო ვერ ვა­ხერ­ხებ­დით — სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილს ვინ­ღა და­ე­ძებს, რა­ი­ო­ნულ ცენ­ტ­რამ­დე არ იყო პირ­და­პი­რი სა­რე­ი­სო ავ­ტო­ბუ­სი, ხო­ლო ვარ­ჯი­შის შემ­დეგ სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბა, უკე­თეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, შუ­ა­ღა­მი­სას თუ შე­იძ­ლე­ბო­და, რო­ცა ავ­ტო­ბუ­სი ბო­ლო რე­ისს ას­რუ­ლებ­და და ისიც მხო­ლოდ სა­ჭა­მი­ა­სე­რამ­დე. ამის გა­მო ჩვენ­თ­ვის დიდ სპორ­ტ­ზე მხო­ლოდ ოც­ნე­ბა თუ შე­იძ­ლე­ბო­და, თო­რემ ვინ იცის, მარ­თ­ლაც რამ­დე­ნი ტა­ლან­ტი და­ი­კარ­გა უყუ­რადღე­ბო­ბით და არა მხო­ლოდ ზე­მო­ხეთ­ში.
სპე­ცი­ა­ლუ­რი ავ­ტო­ბუ­სი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა — დი­ლით მოჰ­ყავს, გაკ­ვე­თი­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი მიჰ­ყავს. ესეც ძა­ლი­ან კარ­გი საქ­მეა, რად­გან მას­წავ­ლე­ბელ­თა დი­დი ნა­წი­ლი სა­ჭა­მი­ა­სე­რი­დან და­დის, 3-4 კი­ლო­მეტ­რი­დან. ამ სოფ­ლის სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბიც, სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად, იქა­ურ სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში და­დი­ან, მაგ­რამ თვით ზე­მო­ხე­თის მოს­წავ­ლე­თა ნა­წი­ლიც არა­ნაკ­ლე­ბაა და­შო­რე­ბუ­ლი სოფ­ლის სკო­ლას. ცხა­დია, მათ­თ­ვის დი­დი შე­ღა­ვა­თია ეს ტრან­ს­პორ­ტი, რად­გან, ბო­ლო წლებ­ში, ბევ­რი ოჯა­ხი იმი­ტომ გა­და­სახ­ლ­და სოფ­ლი­დან, რომ შვი­ლებს რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რ­ზე ვერ ატა­რებ­დ­ნენ სკო­ლა­ში. ოღონდ ის ტრან­ს­პორ­ტი, რა­ტომ­ღაც, სა­ჭა­მი­სე­რის სკო­ლის­თ­ვი­საა და­ნიშ­ნუ­ლი (!), ანუ ვალ­დე­ბუ­ლია მათ მოს­წავ­ლე­ებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებ­ზე. მძღო­ლე­ბი თა­ვი­სი კე­თი­ლი ნე­ბით უარს არც ზე­მო­ხე­თის სკო­ლის კონ­ტინ­გენტს ეუბ­ნე­ბი­ან, თუმ­ცა, პე­რი­ო­დუ­ლად მცი­რე გა­უ­გებ­რო­ბე­ბი მა­ინც ხდე­ბა ხოლ­მე (ოღონდ არა მძღო­ლე­ბის მი­ზე­ზით). არა გვგო­ნია, ეს პრობ­ლე­მა რა­ი­ო­ნის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის­თ­ვის ძნე­ლად მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი იყოს. თუმ­ცა ზე­მო­ხე­თის სკო­ლა­შიც არის ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი — გუ­ლი­კო თა­ვა­ძე, რო­მე­ლიც ამ სი­კე­თით ვერ სარ­გებ­ლობს. ის ზე­მო­ხე­თის თე­მის ყვე­ლა­ზე შო­რე­ულ სო­ფელ­ში — თხი­ლა­გან­ში ცხოვ­რობს, სა­დაც, უგ­ზო­ო­ბის გა­მო, ტრან­ს­პორ­ტის მოძ­რა­ო­ბა გაძ­ნე­ლე­ბუ­ლია.
ზო­გა­დად, რო­გორც აქა­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, უგ­ზო­ო­ბა სოფ­ლის და სკო­ლის უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მაა, რაც პირ­და­პირ იწ­ვევს მიგ­რა­ცი­ას და მოს­წავ­ლე­თა შემ­ცი­რე­ბას. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ვა­სილ ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი მთა­ვარ დაბ­რ­კო­ლე­ბად მცი­რე კონ­ტინ­გენტს ასა­ხე­ლებს, რად­გან ამის გა­მო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ იღე­ბენ ვერც სპორ­ტულ და ვერც სხვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში — ვერ ახერ­ხე­ბენ გუნ­დის გაყ­ვა­ნას. იყო იდეა, რომ სა­ჭა­მი­ა­სე­რის სკო­ლას­თან ერ­თად გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი გუნ­დი შე­ექ­მ­ნათ, მაგ­რამ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას თა­ვად იმ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მო წა­აწყ­დ­ნენ, რაც ერ­თი სკო­ლი­დან ერ­თი გუნ­დის გაყ­ვა­ნას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ასეთ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას კი გა­მო­რიცხავს. არა­და, სა­ჭი­როა, ასე­თი პა­ტა­რა სკო­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ — მცი­რე­რიცხოვ­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს არას­პორ­ტულ სფე­რო­ებ­შიც ბლო­მად წარ­მა­ტე­ბე­ბი აქვთ.
რო­გორც გითხა­რით, სკო­ლის ახ­ლან­დე­ლი შე­ნო­ბა 2006 წელს აშენ­და და სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­ს­ნა, რა­საც ქვეყ­ნის მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც და­ეს­წ­რო. სო­ფელ­ში იმ დრო­საც არ­სე­ბობ­და გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში აშე­ნე­ბუ­ლი სკო­ლის ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი, სქელ­კედ­ლე­ბი­ა­ნი და ვრცე­ლი შე­ნო­ბა. სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის დი­დი სურ­ვი­ლი იყო, ახ­ლის აშე­ნე­ბის ნაც­ვ­ლად, ის გა­ე­რე­მონ­ტე­ბი­ნათ, მაგ­რამ ხალხს ვინ უგ­დო ყუ­რი — ამო­ვიდ­ნენ „სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი”, რომ­ლებ­მაც და­დეს დას­კ­ვ­ნა, რომ შე­ნო­ბა ავა­რი­უ­ლია და შე­რე­მონ­ტე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. არა­და, მას შემ­დეგ 10 წე­ლი­წა­დი გა­ვი­და, ის ვი­თომ ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბა კი დღე­საც თა­ვის ად­გი­ლას დგას. უბ­რა­ლოდ, უპატ­რო­ნო­ბამ თა­ვი­სი კვა­ლი და­ატყო — ზო­გან იატა­კია აყ­რი­ლი, ფან­ჯ­რე­ბი ჩა­იმ­ს­ხ­ვ­რა და ბევ­რ­გან ჩარ­ჩო­ე­ბიც აღა­რაა, მაგ­რამ ეს დღე­საა ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, თო­რემ, თა­ვის დრო­ზე, მის გა­რე­მონ­ტე­ბას 5, მაქ­სი­მუმ 10 ათა­სი ლა­რი თა­ვი­სუფ­ლად ეყო­ფო­და. არა­და, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ახა­ლი შე­ნო­ბის აგე­ბა 52 ათა­სი ლა­რი დაჯ­და, ამ დროს კი ის ბევ­რად პა­ტა­რაა ძველ­თან შე­და­რე­ბით. ამ­ბო­ბენ, სოფ­ლი­დან წა­სულ სა­ა­კაშ­ვილ­საც უთ­ქ­ვამს, რომ მცოდ­ნო­და, აქ ასე­თი სკო­ლა იყო, იმას გა­ვა­რე­მონ­ტებ­დი და ახალს არ ავა­შე­ნებ­დიო. სამ­წუ­ხა­როდ, ძვე­ლი სკო­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე არა­ვის უფიქ­რია — თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბო­და იქ სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზის გა­კე­თე­ბა, ან ბიბ­ლი­ო­თე­კის, საკ­რე­ბუ­ლოს (ესეც თა­ვი­დან ააშე­ნეს) თუ სხვა სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გან­თავ­სე­ბა... ახ­ლა კი დგას ის ვრცე­ლი შე­ნო­ბა და­დუ­მე­ბუ­ლი, მო­ქუფ­რუ­ლი და გა­რინ­დე­ბუ­ლი, თან სა­თუ­თად ინა­ხავს სოფ­ლის ის­ტო­რი­ას. ყო­ველ­თ­ვის სი­ნა­ნუ­ლით შევ­დი­ვარ იმ შე­ნო­ბა­ში და მო­გო­ნე­ბე­ბი თა­ვი­სით მო­დი­ან. მო­გო­ნე­ბე­ბი გარ­დაც­ვ­ლი­ლი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის, თა­ნას­კო­ლე­ლე­ბის და მარ­თ­ლაც კარ­გი პე­და­გო­გე­ბის — ჟო­რა გუ­ბე­ლი­ძის, ნო­დარ ცხო­მე­ლი­ძის, ქარ­თ­ლოს რი­ა­ზა­ნო­ვის, ეთერ თევ­ზა­ძის, ლე­ი­ლა ჩხიკ­ვა­ძის. სკო­ლის კედ­ლე­ბი წი­ნა თა­ო­ბის მარ­თ­ლაც ჩი­ნე­ბულ მას­წავ­ლე­ბელ­თა — სე­რა­პი­ონ ჩი­კა­შუ­ას, ეკა­ტე­რი­ნე თოდ­რი­ას, ელე­ნე სი­ხა­რუ­ლი­ძის, ლა­ზა­რე ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლის, მა­რო თევ­ზა­ძის, ნი­ნა ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლის და სხვა­თა ხსოვ­ნა­საც ინა­ხავს, რომ­ლებ­საც სო­ფელ­ში დღე­საც მო­წი­წე­ბით იხ­სე­ნი­ე­ბენ.

25-28(942)N