გამოდის 1998 წლიდან
2016-12-01
„რთული ქცევა“ — გამომწვევი მიზეზები და პრობლემების მოგვარების გზები


მა­კა ყი­ფი­ა­ნი

მო­ზარ­დის ნე­ბის­მი­ე­რი ქცე­ვი­თი გა­დახ­რა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აღი­ა­რე­ბულ ნორ­მებს ცდე­ბა, ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.  არა­ჯან­სა­ღი სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო ხელს უწყობს მო­ზარ­დე­ბის ფსი­ქო-ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მა­ტე­ბა­სა  და გა­მოვ­ლე­ნას. ფსი­ქო­ლო­გე­ბის აზ­რით, ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზი მრა­ვალ ფაქ­ტორს უკავ­შირ­დე­ბა, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში ოჯა­ხურ გა­რე­მოს. ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა ბავ­შ­ვებ­სა და მო­ზარ­დებ­ში იწ­ვევს რო­გორც მოკ­ლე, ასე­ვე გრძელ­ვა­დი­ან პრობ­ლე­მებს, რო­მელ­თა ად­რე­უ­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმის­თ­ვის, რომ ბავშვს გა­ე­წი­ოს დახ­მა­რე­ბა და თა­ვი­დან იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რი და ქცე­ვი­თი დარ­ღ­ვე­ვე­ბი. მას­წავ­ლებ­ლებს აქვთ ყვე­ლა­ზე მე­ტი სა­შუ­ა­ლე­ბა, დრო­უ­ლად ამო­იც­ნონ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბი და პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნონ მოს­წავ­ლის პრობ­ლე­მურ ცხოვ­რე­ბა­ში.
 რამ­დე­ნად ხში­რია ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ში, რით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი და დრო­უ­ლად ხდე­ბა  თუ არა მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, დაძ­ლე­ვა და მოგ­ვა­რე­ბა — ამ სა­კითხებ­ზე რამ­დე­ნი­მე სკო­ლის დი­რექ­ტორს და ფსი­ქო­ლოგს გა­ვე­სა­უბ­რეთ.

მა­ნა­ნა თურ­ქა­ძე, 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „მო­გეხ­სე­ნე­ბათ ჩვე­ნი სკო­ლის კონ­ტინ­გენ­ტი საკ­მა­ოდ დი­დია, 2500-ზე მე­ტი მოს­წავ­ლე სწავ­ლობს  შე­სა­ბა­მი­სად, ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბი არც თუ ისე ცო­ტა გვაქვს. მოს­წავ­ლე­ე­ბის რთუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა  სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა — სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ში­ნა­გა­ნი ემო­ცი­ე­ბის ვერ მარ­თ­ვით, დეპ­რე­სი­ით, შფოთ­ვით, გაკ­ვე­თი­ლის ჩაშ­ლის მცდე­ლო­ბით, აგ­რე­სი­ით და ა.შ. ქცე­ვით თუ ემო­ცი­ურ პრობ­ლე­მებს უამ­რა­ვი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს. არ არ­სე­ბობს მი­სი მხო­ლოდ ერ­თი  გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზი, ასე­თი ძა­ლი­ან ბევ­რია, დაწყე­ბუ­ლი რო­გორც გა­რე, ისე ში­ნა­გა­ნი ფაქ­ტო­რე­ბით — ოჯა­ხუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბი, კომ­პი­უ­ტერ­თან მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა, ძა­ლა­დო­ბა, მის­ტი­კუ­რი/ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რის გავ­ლე­ნა.... აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ვა­სა­ხე­ლო იაპო­ნუ­რი ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი — „ანი­მე“, რო­მე­ლიც უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს ბავ­შ­ვე­ბის ფსი­ქი­კა­ზე.  ქცე­ვით და ემო­ცი­ურ პრობ­ლე­მებს გან­სა­კუთ­რე­ბით გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში, ვჳჳ-ჳხ კლა­სებ­ში ვხვდე­ბით. ძი­რი­თა­დად, მა­თი ასე­თი ქცე­ვა ხელს უშ­ლის გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბას.
რაც შე­ე­ხე­ბა მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას, სამ­წუ­ხა­როდ, მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა პრობ­ლე­მას მა­შინ აღ­მო­ა­ჩენს, რო­დე­საც  მი­სი გა­მოს­წო­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია. რო­გორც წე­სი, მშობ­ლის­თ­ვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი თე­მაა და ხში­რად ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ სურს. ფსი­ქი­ატ­რი და ფსი­ქო­ლო­გი მათ­თ­ვის გა­ი­გი­ვე­ბუ­ლია.   ვცდი­ლობთ ავუხ­ს­ნათ, რომ ეს არის ქცე­ვის მარ­თ­ვის პრობ­ლე­მა და მათ შვილს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, ხში­რად, მათ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა გა­მოგ­ვ­დის, თუმ­ცა, არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა მშო­ბე­ლი არ თან­ხ­მ­დე­ბა, მა­შინ ვცდი­ლობთ, ჩვენ­მა ფსი­ქო­ლოგ­მა იმუ­შა­ოს არა მარ­ტო ასეთ ბავ­შ­ვ­თან, არა­მედ მთელ კლას­თან. ასე­თი მიდ­გო­მით გარ­კ­ვე­ულ შე­დეგს ვაღ­წევთ.
ჩვე­ნი კვლე­ვე­ბის და დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად, მოს­წავ­ლე­ებ­ში ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი ხში­რად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით. ბავ­შ­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბას, რომ­ლე­ბიც  ისეთ ოჯა­ხებ­ში ცხოვ­რო­ბენ, სა­დაც ფი­ზი­კუ­რი დას­ჯა და შე­უ­რაცხ­ყო­ფა აღ­ზ­რ­დის მე­თო­დია ან სა­დაც  სით­ბო­სა და ყუ­რადღე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დი­ან, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ. თუმ­ცა, ძა­ლი­ან ბევ­რი მოს­წავ­ლეა, რო­მელ­საც არ აქვს ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და მა­ინც „რთუ­ლი ქცე­ვით“ გა­მო­ირ­ჩე­ვა.
მან­და­ტუ­რის ფსი­ქო­ლო­გი­ურ ცენ­ტ­რ­თან აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ, არა­ერ­თხელ დაგ­ვეხ­მარ­ნენ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში, ასე­ვე, ძა­ლი­ან დიდ დახ­მა­რე­ბას გვი­წევს სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გი ეკა ბურ­კი­აშ­ვი­ლი.
სკო­ლა­ში 5 მან­და­ტუ­რი გვყავს, სკო­ლის სი­დი­დი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­სურ­ვე­ლია, ეს რიცხ­ვი კი­დევ უფ­რო გა­ი­ზარ­დოს. მე, რო­გორც სკო­ლის დი­რექ­ტორს, ძა­ლი­ან დი­დი იმე­დი მაქვს მან­და­ტუ­რე­ბის, არ ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რო­მე­ლიც მათ გა­მო­პარ­ვი­ათ. ძა­ლი­ან დი­დი ნდო­ბა მო­ი­პო­ვეს მოს­წავ­ლე­ებ­ში, მას­წავ­ლებ­ლებ­სა თუ მშობ­ლებ­ში. ისი­ნი  მე­დი­ა­ტო­რე­ბი არი­ან მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის, ჩვენ ერ­თობ­ლი­ვად ვმუ­შა­ობთ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე“.
ეკა­ტე­რი­ნე ბურ­კი­აშ­ვი­ლი, 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გი: „ბავ­შ­ვის სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია გა­რე­მო­ში მი­სი ადეკ­ვა­ტუ­რი, სრულ­ფა­სო­ვა­ნი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის­თ­ვის. ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ და კოგ­ნი­ტურ ცვლი­ლე­ბებ­თან ერ­თად სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ეხ­მა­რე­ბა ბავშვს იმის გან­საზღ­ვ­რა­ში, თუ ვინ გახ­დე­ბა ის მო­მა­ვალ­ში. მო­ზარ­დის ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებ­ში შეგ­ვიძ­ლია მო­ვი­აზ­როთ ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი.
ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი ყვე­ლა ასა­კი­სათ­ვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ბავ­შ­ვო­ბი­დან ზრდას­რუ­ლო­ბის ჩათ­ვ­ლით. მა­თი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მრა­ვალ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, დაწყე­ბით კლა­სებ­ში, ამის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი სკო­ლის­თ­ვის სა­თა­ნა­დო მზა­ო­ბის არ­ქო­ნაა, რაც ხში­რად ემო­ცი­უ­რი მო­უმ­წი­ფებ­ლო­ბის ბრა­ლია. თუ მი­სი დაძ­ლე­ვა თა­ვი­დან­ვე არ მოხ­და, მო­მა­ვალ­ში, შე­იძ­ლე­ბა, უფ­რო რთულ ემო­ცი­ურ პრობ­ლე­მე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს. ოჯა­ხუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბი; არა­ჯან­სა­ღი გა­რე­მო; ყუ­რადღე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბის (აღ­ზ­რ­დის) არას­წო­რი სტი­ლი და სხვ. ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს პი­როვ­ნე­ბის ფსი­ქო­ტი­პის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში, ასე­ვე, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა ანუ ძლი­ე­რი სტრე­სის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­აქ­ცია. ამის ერთ-ერ­თი მა­გა­ლი­თი შე­იძ­ლე­ბა იყოს ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გ­ვა, ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი, ძა­ლა­დობ­რი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბა. პოს­ტ­ტ­რავ­მულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ბავ­შ­ვებს აქვთ ემო­ცი­უ­რი და ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბის სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა. ასეთ დროს ისი­ნი უცხო (არას­ტან­დარ­ტულ) პი­როვ­ნულ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს ავ­ლე­ნენ, ამას კი შე­იძ­ლე­ბა სო­ცი­უ­მი­დან გა­მიჯ­ვ­ნა მოჰ­ყ­ვეს, რაც გა­რე­მო­სა და პი­როვ­ნე­ბის ურ­თი­ერ­თ­ზე­გავ­ლე­ნის ხარ­ჯ­ზე ხდე­ბა.ზო­გა­დად, რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, რთუ­ლი ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი კომ­პ­ლექ­სუ­რი ხა­სი­ა­თი­საა და მრა­ვალ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.
იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მოს­წავ­ლე სკო­ლა­ში დიდ დროს ატა­რებს და ბევრ ადა­მი­ან­თან უწევს ურ­თი­ერ­თო­ბა (მას­წავ­ლებ­ლე­ბი, თა­ნა­ტო­ლე­ბი), ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა უმე­ტე­სად სკო­ლა­ში ხდე­ბა.
ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ვლინ­დე­ბა ან გარ­კ­ვე­უ­ლი ქმე­დე­ბით, ან სრუ­ლი უმოქ­მე­დო­ბით. ამას, პირ­ვე­ლი, სწო­რედ რომ, პე­და­გო­გე­ბი ამ­ჩ­ნე­ვენ. ძი­რი­თა­დად, ეს მოს­წავ­ლე­ზე აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის კუთხი­თაც აისა­ხე­ბა, მა­გა­ლი­თად, უჭირს კონ­ცენ­ტ­რა­ცია, და­მახ­სოვ­რე­ბუ­ლის აღ­დ­გე­ნა და ა.შ. ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბი მრა­ვა­ლი სა­ხი­საა, ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა, პე­და­გო­გის ან თა­ნაკ­ლა­სე­ლის მი­მართ გა­მოვ­ლე­ნი­ლი პრო­ტეს­ტით ან დეს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი კუთხით, მა­გა­ლი­თად, გაკ­ვე­თი­ლის ჩაშ­ლა, ყვი­რი­ლი და სხვ. ეს ყვე­ლა­ზე თვალ­ში­სა­ცე­მი ქცე­ვაა და შე­სა­ბა­მი­სად, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მარ­ტივ­დე­ბა. ასე­ვე, ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი. ემო­ცი­უ­რი ქცე­ვა უფ­რო შფოთ­ვი­თი ტი­პის პრობ­ლე­მებს უკავ­შირ­დე­ბა, რაც ზე­მოთ გან­ვი­ხი­ლეთ. მარ­ტი­ვად ეს შე­იძ­ლე­ბა და­ვი­ნა­ხოთ, თუ ბავ­შ­ვი ვერ გა­მო­დის და­ფას­თან, ვერ ყვე­ბა გაკ­ვე­თილს, იბ­ნე­ვა, წით­ლ­დე­ბა, გუ­ლის­ცე­მა უხ­შირ­დე­ბა და ა.შ. ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბა მხო­ლოდ მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა,  პა­რა­ლე­ლუ­რად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ მშობ­ლებ­თან და მას­წავ­ლებ­ლებ­თან. ფსი­ქო­გა­ნათ­ლე­ბას სკო­ლა­ში ძა­ლი­ან დი­დი რო­ლი უკა­ვია. არის თე­მე­ბი, რომ­ლებ­ზეც მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ: ლი­დე­რო­ბა, სტე­რე­ო­ტი­პე­ბი, კონ­ფორ­მიზ­მი და სხვ.
ვფიქ­რობ, დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს მო­ზარ­დის ფსი­ქი­კა­ზე არას­წო­რად შერ­ჩე­უ­ლი ინ­ტერ­ნეტ თა­მა­შე­ბი, მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ანი­მა­ცი­უ­რი თუ მხატ­ვ­რუ­ლი ფილ­მე­ბი. თუმ­ცა, ამა­საც სა­თა­ნა­დო კვლე­ვა სჭირ­დე­ბა, რად­გან ეს ვერ იქ­ნე­ბა გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზი, მას შე­უძ­ლია ხან­და­ხან გა­ამ­წ­ვა­ვოს პრობ­ლე­მა. მოს­წავ­ლე­ე­ბი ზოგ­ჯერ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით მო­დი­ან ჩემ­თან ხან­და­ხან, პე­და­გო­გის ან მშობ­ლის თხოვ­ნით. რად­გან სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გი არ ატა­რებს თე­რა­პი­ულ ხან­გ­რ­ძ­ლივ კურსს, ამი­ტომ  მხო­ლოდ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით შე­მო­ვი­ფარ­გ­ლე­ბი. თუ პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვას ვერ ვა­ხერ­ხებ და ბავ­შ­ვი სა­ჭი­რო­ებს თე­რა­პი­ას, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვა­მი­სა­მარ­თებთ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­თან არ­სე­ბულ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტ­რ­ში“.
მა­რი­ნე სა­მუ­შია, 141-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „რთუ­ლი ქცე­ვის და ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლა­ში ნაკ­ლე­ბად გვყავს. ძი­რი­თა­დად, ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს, სწავ­ლის პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, ვერ ით­ვი­სე­ბენ ყვე­ლა სა­განს ისე, რო­გორც სხვა ბავ­შ­ვე­ბი. ასე­თი ბავ­შ­ვე­ბი  სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან, ამი­ტომ  გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბენ. მათ­თ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გეგ­მას ად­გე­ნენ მას­წავ­ლე­ბე­ლი, სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი და ფსი­ქო­ლო­გი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­თან­ხ­მე­ბუ­ლად მუ­შა­ო­ბენ, რა­თა მი­აღ­წი­ონ იმ მაქ­სი­მუმს, რი­სი მიღ­წე­ვაც ბავშვს შე­უძ­ლია. სკო­ლა­ში სულ 20 სსსმ მოს­წავ­ლე გვყავს. 
რაც შე­ე­ხე­ბა ქცე­ვით და ემო­ცი­ურ პრობ­ლე­მას:  გვქონ­და ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა, მოს­წავ­ლე სკო­ლა­ში არ იქ­ცე­ო­და ცუ­დად, მაგ­რამ სახ­ლი­დან მო­სულს აღე­ნიშ­ნე­ბო­და სი­ლურ­ჯე­ე­ბი. და­ვინ­ტე­რეს­დით, გა­მო­ვიკ­ვ­ლი­ეთ მი­სი ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და აღ­მოჩ­ნ­და, რომ  დე­და გარ­დაც­ვ­ლი­ლი ჰყავ­და, ზრდი­და ბე­ბია და მა­მა, რო­მელ­საც სხვა ოჯა­ხი ჰყავ­და. ბავშვს აიძუ­ლებ­დ­ნენ გა­სუ­ლი­ყო ქუ­ჩა­ში და რა­ი­მე გა­ე­ყი­და, რის გა­მოც გაკ­ვე­თი­ლე­ბის გაც­დე­ნა უწევ­და. თუ ბავ­შ­ვი არ და­უ­ჯე­რებ­და, სცემ­დ­ნენ. რო­ცა მა­მას გა­ვე­სა­უბ­რეთ, თქვა: რად მინ­და ასე­თი შვი­ლი, ყელს გა­მოვ­ჭ­რი და გა­და­ვაგ­დე­ბო. ჩავ­რ­თეთ სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი,  ბავ­შ­ვი გა­აშ­ვი­ლეს, დღეს დრო­ე­ბით ოჯახ­ში ცხოვ­რობს და ბედ­ნი­ე­რად გრძნობს თავს. რო­დე­საც ბავშვს ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მა აღე­ნიშ­ნე­ბა,  პირ­ველ რიგ­ში,  აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­მო­ვიკ­ვ­ლი­ოთ მი­სი ქცე­ვის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზი.  თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვი ინ­დი­ვი­დია და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნ­და მი­ვუდ­გეთ. ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბით, ძი­რი­თა­დად, ასე­თი ბავ­შ­ვე­ბი ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­მო ხდე­ბი­ან ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე. მქონ­და შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა რთუ­ლი ქცე­ვის­თ­ვის მოს­წავ­ლის მშო­ბე­ლი და­ვი­ბა­რე, რო­მელ­მაც მითხ­რა, რა ვქნა, სცე­მა მა­მა­მის­მა, მაგ­რამ მა­ინც ვე­რა­ფერს ვა­გე­ბი­ნებ­თო. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, 6-7 წლის ბავ­შ­ვ­ზეა სა­უ­ბა­რი და მშო­ბე­ლი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ პრობ­ლე­მას ცე­მით მო­აგ­ვა­რებს.
რაც შე­ე­ხე­ბა ბუ­ლინ­გის თე­მას, ამა­ზე ოჯახ­მა და სკო­ლამ ერ­თობ­ლი­ვად უნ­და იმუ­შა­ონ. მოს­წავ­ლე, რო­მელ­საც ეზიზღე­ბა სკო­ლა­ში მოს­ვ­ლა,  რა თქმა უნ­და, ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლია. ეს შემ­თხ­ვე­ვა აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­მო­ვიკ­ვ­ლი­ოთ, რა­თა დრო­უ­ლად გა­დავ­ჭ­რათ პრობ­ლე­მა.
არი­ან მშობ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც არ სურთ, რომ მათ­მა შვილ­მა კონ­სულ­ტა­ცია გა­ი­ა­როს ფსი­ქო­ლოგ­თან. ჰგო­ნი­ათ, რომ ბავშვს არა­ფე­რი სჭირს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლას აქვს უფ­ლე­ბა, მი­მარ­თოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნა­რულ გუნდს ან  მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ფსი­ქო­ლო­გი­ურ ცენტრს. მხო­ლოდ სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბის შემ­დეგ ხვდე­ბა მშო­ბე­ლი, რომ აუცი­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა მი­სი შვი­ლის დახ­მა­რე­ბა და მად­ლო­ბა­საც კი გვიხ­დის.
ჩვენს სკო­ლა­ში 720 მოს­წავ­ლეა.  რომ არა მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი, ალ­ბათ, მარ­ტო პე­და­გო­გე­ბი და სკო­ლის დი­რექ­ცია ვერ შევ­ძ­ლებ­დით იმ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას, რო­მე­ლიც არა მარ­ტო ჩვენ­თან, არა­მედ, ზო­გა­დად, თით­ქ­მის ყვე­ლა სკო­ლა­შია. მან­და­ტურს ძა­ლი­ან დი­დი ფუნ­ქ­ცია აკის­რია და სკო­ლა­ში მი­სი არ­სე­ბო­ბა აუცი­ლე­ბე­ლია უსაფ­რ­თხო­ე­ბის­თ­ვის. ჩვე­ნი მან­და­ტუ­რე­ბი ძა­ლი­ან დიდ დახ­მა­რე­ბას გვი­წე­ვენ“.
მა­რი­ამ გა­ხუ­ტიშ­ვი­ლი, 141-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გი: „მარ­თა­ლია, ძი­რი­თა­დად, ქცე­ვით და ემო­ცი­ურ პრობ­ლე­მებს ვაწყ­დე­ბით სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან, მაგ­რამ იყო შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა მოს­წავ­ლეს  ჯერ არ ჰქონ­და დად­გე­ნი­ლი სტა­ტუ­სი და გა­მოკ­ვ­ლე­ვის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნ­და, რომ  ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი იყო, რის გა­მოც აგ­რე­სი­ას სკო­ლა­ში ავ­ლენ­და. ჩვენ ეს ბავ­შ­ვი გა­და­ვა­მი­სა­მარ­თეთ ფსი­ქო­ლო­გი­ურ სამ­სა­ხურ­ში. თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა შედ­გა და შე­დე­გიც კარ­გი გვაქვს. მა­თი მხრი­დან იყო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მშობ­ლის, მას­წავ­ლებ­ლის, დი­რექ­ტო­რის და ჩვენ  მი­მარ­თაც, რომ­ლე­ბიც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ.
ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მის  შემ­თხ­ვე­ვე­ბი გვხვდე­ბა რო­გორც მა­ღალ, ასე­ვე დაწყე­ბით კლა­სებ­ში. პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე, რო­მელ­საც ჰყავ­და მა­მი­ნაც­ვა­ლი და მი­სი მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი იყო, სკო­ლა­ში, თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის მი­მართ, აგ­რე­სი­ულ ქცე­ვას ავ­ლენ­და; გვქონ­და შემ­თხ­ვე­ვა დაწყე­ბით კლას­ში, რო­ცა  ბი­ჭი თა­ნაკ­ლა­სე­ლებს და­უნ­დობ­ლად ურ­ტყამ­და. ეს ბავ­შ­ვიც ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი იყო და მი­სი ქცე­ვაც ამით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.
ქცე­ვით და ემო­ცი­ურ პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა დრო­უ­ლად იქ­ნა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და მოგ­ვა­რე­ბუ­ლი. მან­და­ტუ­რის ფსი­ქო­ლო­გი­ურ ცენ­ტ­რ­თან აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ. ისი­ნი დიდ დახ­მა­რე­ბას გვი­წე­ვენ და   ძა­ლი­ან კარგ და სა­ჭი­რო საქ­მეს აკე­თე­ბენ. სა­სურ­ვე­ლია, ცენ­ტ­რი კი­დევ უფ­რო გა­ფარ­თოვ­დეს. ზო­გა­დად უნ­და გაძ­ლი­ერ­დეს ფსი­ქო­ლო­გის ინ­ს­ტი­ტუ­ტი, უნ­და გა­ვუშ­ვათ სოც­მუ­შა­კე­ბი ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სას­წავ­ლად, სა­დაც ხე­ლი მიგ­ვიწ­ვ­დე­ბა, აქ­ტი­უ­რად უნ­და ჩა­ერ­თოს მშო­ბე­ლი, მას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა.
ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა, ოჯახ­ში მა­მა­კა­ცე­ბის დო­მი­ნან­ტო­ბა ზღვარს გა­და­დის, რაც მო­ზარ­დებ­ზე  უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს.  მა­ღალ კლა­სებ­ში მქონ­და შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც  ბი­ჭი მო­ვი­და ჩემ­თან და მითხ­რა, მა­მა მცემ­სო. და­ვი­ბა­რეთ მა­მა სკო­ლა­ში, ვე­სა­უბ­რეთ, მა­საც არ და­უ­მა­ლავს ფაქ­ტი, ეამა­ყე­ბო­და კი­დეც, რომ შვილს ფი­ზი­კუ­რად სჯი­და, სა­კუ­თარ ქცე­ვა­ში უც­ნა­ურს ვე­რა­ფერს ხე­დავ­და. მო­ზარ­დე­ბის ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის ერთ-ერ­თი პრობ­ლე­მა ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­ჭირ­ვე­ბაა. ბიჭ­მა, რო­მელ­მაც დახ­მა­რე­ბის­თ­ვის მოგ­ვ­მარ­თა, მი­ამ­ბო, თუ რა გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობს მი­სი ოჯა­ხი, მა­მა თა­მა­შობს ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­ში, რო­ცა თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი ერ­თო­ბი­ან, მათ­თან ერ­თად ვერ ახერ­ხებს ყოფ­ნას, რა­საც ძა­ლი­ან გა­ნიც­დის და შე­სა­ბა­მი­სად სტრეს­შია. დე­და და მა­მა, გა­ჭირ­ვე­ბის გა­მო, ხში­რად ჩხუ­ბო­ბენ მი­სი თან­დას­წ­რე­ბით.  ასე­თი შემ­თხ­ვე­ვაც გვქონ­და, რო­ცა დამ­რი­გე­ბელ­მა მო­ის­მი­ნა, მე­ხუ­თეკ­ლა­სე­ლი თა­ნაკ­ლა­სელს რომ ეუბ­ნე­ბო­და: ყელს გა­მოგ­ჭ­რი, ნაწ­ლა­ვებს ამო­გიბ­რუ­ნებ და მაგ ნაწ­ლა­ვებს გა­ყუ­რე­ბი­ნე­ბო, ჯერ ბავშვს გა­ვე­სა­უბ­რეთ, მე­რე და­ვი­ბა­რეთ დე­და, რო­მელ­მაც მითხ­რა, რომ მი­სი შვი­ლი რა­ღაც თა­მა­შებს თა­მა­შობ­და კომ­პი­უ­ტერ­ში. ბიჭ­მაც აღი­ა­რა. რო­ცა ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ვი­ძიე თა­მა­შის და­სა­ხე­ლე­ბა, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, იმ­დე­ნად სა­ში­ნე­ლი თა­მა­ში იყო, ვერ ვუ­ყუ­რე. თუმ­ცა, ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­მომ­წ­ვევ ფაქ­ტო­რად მარ­ტო კომ­პი­უ­ტერს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებთ. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აღ­ზ­რ­დის მე­თო­დე­ბი. და­ახ­ლო­ე­ბით რომ ით­ქ­ვას, 30 მშობ­ლი­დან 20-მა არ იცის, რო­გორ აღ­ზარ­დოს სწო­რად შვი­ლი,  ვერ ფლობს ქცე­ვის მარ­თ­ვის სტრა­ტე­გი­ებს.  ზო­გა­დად, მშობ­ლე­ბის ფსი­ქო­გა­ნათ­ლე­ბა ძა­ლი­ან და­ბალ დო­ნე­ზეა. ამ კუთხით მათ­თან მუ­შა­ო­ბა, აუცი­ლებ­ლად უნ­და და­იწყოს.  მას­წავ­ლებ­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბა, კი ნამ­დ­ვი­ლად შე­იც­ვა­ლა, უმე­ტე­სო­ბა კარ­გად ფლობს მოს­წავ­ლეს­თან მიდ­გო­მის უნა­რებს და არამ­დ­გ­რა­დი ემო­ცი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თ­ვაც შე­უძ­ლია“.
თა­მარ კა­პა­ნა­ძე, პირ­ვე­ლი კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის დი­რექ­ტო­რი: „ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი  სკო­ლა­ში, რა თქმა უნ­და, გვყავს. ეს პრობ­ლე­მა დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბი­დან­ვე იჩენს თავს. გან­სა­კუთ­რე­ბით მე-5 კლას­ში იკ­ვე­თე­ბა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ მათ ახალ გა­რე­მოს­თან უწევთ შე­გუ­ე­ბა და ადაპ­ტი­რე­ბას რთუ­ლად გა­დი­ან. თუმ­ცა, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ, დრო­უ­ლად შევ­ნიშ­ნოთ და გა­მო­ვავ­ლი­ნოთ პრობ­ლე­მა. ფსი­ქო­ლო­გი­ურ ცენ­ტ­რ­თან, რა თქმა უნ­და, ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ და ვა­მი­სა­მარ­თებთ მათ­თან მსგავ­სი ტი­პის მქო­ნე ბავ­შ­ვებს. პრობ­ლე­მის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზი ძა­ლი­ან ბევ­რია. რო­დე­საც ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის ოჯა­ხე­ბის კვლე­ვა ტარ­დე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ეს პირ­და­პირ კო­რე­ლა­ცი­ა­შია ოჯახ­ში პრობ­ლე­მებ­თან. ასე­თი ბავ­შ­ვი სტრე­სი­რე­ბუ­ლია, არის უყუ­რადღე­ბოდ, მშობ­ლებს მის­თ­ვის არ სცა­ლი­ათ, ან ბევ­რი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ჰყავს, ან ხელ­მოკ­ლე ოჯა­ხი­და­ნაა და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი გავ­ლე­ნას ახ­დენს ემო­ცი­ურ ფონ­ზე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვის ბავ­შ­ვი სკო­ლა­ში არ გვყავს. ძა­ლი­ან დი­დი პრობ­ლე­მაა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. რად­გან ამ სა­კითხ­ში ჩვენ არ ვართ კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი (არც მე და არც პე­და­გო­გე­ბი), პრობ­ლე­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ნაკ­ლე­ბად ვახ­დენთ, ვამ­ბობთ, რომ არის ცელ­ქი ბავ­შ­ვი, დამ­შ­ვიდ­დე­ბა, არა­და ბავშვს რე­ა­ლუ­რად დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბა, ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტი, ეს ის სიმ­პ­ტო­მე­ბია, რომ­ლე­ბიც ქცე­ვის პრობ­ლე­მებს იწ­ვევს. მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი დიდ დახ­მა­რე­ბას გვი­წევს მათ მოგ­ვა­რე­ბა­ში, თუმ­ცა მან­და­ტუ­რე­ბი, ძი­რი­თა­დად, სკო­ლის უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი. ამი­ტომ მას­წავ­ლებ­ლის, მშობ­ლის და დამ­რი­გებ­ლის მუ­შა­ო­ბა და ძა­ლის­ხ­მე­ვაა სა­ჭი­რო, რა­თა ასე­თი ქცე­ვის ბავ­შ­ვი ყუ­რადღე­ბის მიღ­მა არ დარ­ჩეს“.
თამ­თა ნე­კაშ­ვი­ლი, პირ­ვე­ლი კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის ფსი­ქო­ლო­გი: „ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში უფ­რო ხში­რად გვხვდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ვჳჳ-ვჳჳჳ კლა­სებ­ში. ამ პე­რი­ოდ­ში უფ­რო მწვავ­დე­ბა მო­ზარ­დე­ბის ფსი­ქო-ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა: იქ­ნე­ბა ეს შფოთ­ვა, და­ძა­ბუ­ლო­ბა, დეპ­რე­სია თუ ა.შ. ამ სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თობ­ლი­ვად ვმუ­შა­ობთ, მე რო­გორც სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გი, დი­რექ­ცია, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და თა­ვის­თა­ვად მშობ­ლე­ბი. ქცე­ვის პრობ­ლე­მე­ბი, ცხა­დია,  გვაქვს არა მარ­ტო მო­ზარ­დებ­ში, არა­მედ დაწყე­ბით კლა­სებ­შიც. ვი­ცით, რომ  სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ბავ­შ­ვის ქცე­ვის წამ­ყ­ვა­ნი ფორ­მა თა­მა­შია, რო­ცა ბავ­შ­ვი სკო­ლა­ში შე­მო­დის, მას გარ­კ­ვე­უ­ლი წე­სე­ბის დაც­ვა უხ­დე­ბა, უჭირს ახალ გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბა, თუნ­დაც 45 წუ­თი გაკ­ვე­თილ­ზე, მერ­ხ­თან ჯდო­მა. ამის გა­მო შე­საძ­ლე­ბე­ლია, გარ­კ­ვე­ულ­მა ქცე­ვით­მა გადახრებმა  იჩი­ნოს თა­ვი. თუმ­ცა, ეს დრო­ე­ბი­თია. გა­რე­მოს­თან ადაპ­ტა­ცი­ის შემ­დეგ პრობ­ლე­მე­ბიც იკ­ლებს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას­წავ­ლე­ბე­ლი იყოს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, იცო­დეს რა გა­ა­კე­თოს ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­გორ მო­იქ­ცეს. რო­ცა ბავშვს ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს და მი­სი ქცე­ვით გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბას ხე­ლი ეშ­ლე­ბა, რა თქმა უნ­და, ის თა­ვად არ მო­დის ჩვენ­თან, და­სახ­მა­რებ­ლად მოგ­ვ­მარ­თავს პე­და­გო­გი. ხო­ლო რო­ცა მოს­წავ­ლე კარ­გად არ გრძნობს თავს, აწუ­ხებს შფოთ­ვა, დეპ­რე­სია, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თვი­თონ ბავ­შ­ვი მოგ­ვ­მარ­თავს. ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბი გვხვდე­ბა რო­გორც გო­გო­ნებ­ში, ისე ბი­ჭებ­ში. პრობ­ლე­მის გა­მომ­წ­ვე­ვი უამ­რა­ვი ფაქ­ტო­რი არ­სე­ბობს. ჩე­მი პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბავ­შ­ვე­ბის ქცე­ვა­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს გა­რე­მო, ოჯა­ხი, სა­მე­გობ­რო წრე, კლა­სი, სკო­ლა. ქცე­ვა გად­მო­ტა­ნი­ლია იმ გა­რე­მო­დან, სა­დაც ცხოვ­რობს, მა­გა­ლი­თად, ძა­ლა­დო­ბის ფაქტს შე­იძ­ლე­ბა ხე­დავ­დეს ოჯახ­ში. ხში­რად ქცე­ვა უვი­თარ­დე­ბათ დაკ­ვირ­ვე­ბის გზით, სწავ­ლო­ბენ ოჯახ­ში, ქუ­ჩა­ში, კომ­პი­უ­ტე­რულ თა­მა­შებ­ში...  ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას და ხდე­ბი­ან მიმ­ბაძ­ვე­ლე­ბი. ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში ცნო­ბი­ლია, რომ ყო­ვე­ლი ბავ­შ­ვი და­ის­წავ­ლის იმას, რა­საც ხე­დავს“.
პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­იწყოს ად­რე­უ­ლი ბავ­შ­ვო­ბის პე­რი­ოდ­ში. ად­რე­უ­ლი ტრავ­მუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვ­მა შე­იძ­ლე­ბა ოჯახ­ში, სა­ბავ­შვო ბაღ­ში მი­ი­ღოს, შე­საძ­ლოა გახ­დეს ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზი, რაც ვლინ­დე­ბა სას­კო­ლო შფოთ­ვა­ში. შე­იძ­ლე­ბა ბავ­შ­ვი თავს არი­დებ­დეს კლა­სის წინ გა­მოს­ვ­ლას, პრე­ზენ­ტა­ცი­ის გა­კე­თე­ბას, ჰქონ­დეს წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის ში­ში — ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად გვხვდე­ბა ბავ­შ­ვებ­ში, რა­საც მივ­ყა­ვართ და­ბალ აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბამ­დე. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მუ­შა­ო­ბა სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი­დან და­იწყოს, რა­თა არ  ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეთ რა­ი­მე სა­ხის ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მა, რაც მოზ­რ­დი­ლო­ბის ასაკ­ში ხელს შე­უშ­ლით გახ­დ­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენს სკო­ლა­ში წლე­ბია მუ­შა­ობს ფსი­ქო­ლო­გი და მშობ­ლებ­მა კარ­გად იცი­ან მი­სი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­ცა ასეთ პრობ­ლე­მას­თან გვაქვს საქ­მე, რა­ტომ­ღაც, უჭირთ მი­სი გა­აზ­რე­ბა. პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია მა­თი მხრი­დან არის უარ­ყო­ფა, არ სჯე­რათ, რომ მა­თი შვი­ლი ასე იქ­ცე­ო­და და იწყე­ბა სხვა­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა. თუმ­ცა, რო­ცა მათ ესა­უბ­რე­ბა სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გი, მას­წავ­ლე­ბე­ლი, დი­რექ­ტო­რი, ნელ-ნე­ლა ხვდე­ბი­ან, რომ მათ შვილ­შიც არის პრობ­ლე­მა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იწყე­ბა მის მო­საგ­ვა­რებ­ლად მუ­შა­ო­ბა.  
რა თქმა უნ­და, ფსი­ქო­ლო­გი­ურ ცენტრს მივ­მარ­თავ ხოლ­მე დახ­მა­რე­ბის­თ­ვის. ჩე­მი უპირ­ვე­ლე­სი მო­ვა­ლე­ო­ბა სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან (ასე­თი სკო­ლა­ში სულ  12 ბავ­შ­ვია) ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პროგ­რა­მა­ზე მუ­შა­ო­ბაა. რო­ცა სხვა პრობ­ლე­მე­ბი იჩენს თავს, თუნ­დაც ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი, ასეთ ბავ­შ­ვებს პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბი­სა და კონ­სულ­ტი­რე­ბის შემ­დეგ ვა­მი­სა­მარ­თებთ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ცენ­ტ­რ­ში. სკო­ლის გა­რე­მო­ში, ცხა­დია, მათ ვერ გა­ვუ­წევთ ფსი­ქო­თე­რა­პი­ულ მომ­სა­ხუ­რე­ბას“.
ნა­თია  ლო­ლაშ­ვი­ლი-მე­რე­ბაშ­ვი­ლი,  თბი­ლი­სის მე-4 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „ზო­გა­დად ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი  პრობ­ლე­მე­ბი მოს­წავ­ლე­ებ­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­მო­ხა­ტუ­ლია და ამას ვა­ღი­ა­რებთ კი­დეც. ვერ ვიტყ­ვი, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა,  თუმ­ცა სკო­ლა­ში გვქონ­და რამ­დე­ნი­მე შემ­თხ­ვე­ვა.
მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტ­რის მომ­სა­ხუ­რე­ბა მხო­ლოდ ერ­თხელ დაგ­ვ­ჭირ­და. ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლეს­თან გვქონ­და. ძი­რი­თა­დად, მი­სი ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მა გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და გაკ­ვე­თი­ლის ჩაშ­ლის მცდე­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც არ იყო მი­მარ­თუ­ლი მხო­ლოდ ერ­თი პე­და­გო­გის მი­მართ. რო­ცა ამ ბავ­შ­ვის მდგო­მა­რე­ო­ბით და­ვინ­ტე­რეს­დით, აღ­მოჩ­ნ­და, რომ მი­სი ქცე­ვა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო ოჯა­ხის ფაქ­ტო­რით. გაკ­ვე­თი­ლის ჩაშ­ლის მცდე­ლო­ბის გარ­და, მო­ზარ­დი აგ­რე­სი­ას ავ­ლენ­და თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის მი­მარ­თაც. მას ჰქონ­და ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის, ძა­ლის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბის სურ­ვი­ლი, იყო კონ­ფ­ლიქ­ტუ­რი თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან. რა თქმა უნ­და, მშო­ბე­ლი ჩა­ვა­ყე­ნეთ საქ­მის კურ­ს­ში, რო­მე­ლიც დაგ­ვ­თან­ხ­მ­და და მი­მარ­თეს ფსი­ქო­ლო­გი­ურ ცენტრს. მას დი­ნა­მი­კა­ში ვაკ­ვირ­დე­ბით, შე­დე­გე­ბი საგ­რ­ძ­ნობ­ლად შე­სამ­ჩ­ნე­ვია. რაც მთა­ვა­რია, მოს­წავ­ლემ იგ­რ­ძ­ნო თა­ნად­გო­მა და სიყ­ვა­რუ­ლი.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ასეთ შემ­თხ­ვე­ვებ­ში მშობ­ლე­ბი მო­დი­ან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე, ისი­ნი შეგ­ნე­ბით, გა­გე­ბით ეკი­დე­ბი­ან შვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მას, გვეხ­მა­რე­ბი­ან მის მოგ­ვა­რე­ბა­ში. თუმ­ცა, ისეც ხდე­ბა, რომ მშო­ბელს და­სარ­წ­მუ­ნებ­ლად მე­ტი დრო გვჭირ­დე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა ბუ­ლინ­გის თე­მას, მეტ-ნაკ­ლე­ბად, ეს პრობ­ლე­მაც არ­სე­ბობს სკო­ლა­ში. ამი­ტო­მაც ვცდი­ლობთ მოს­წავ­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩავ­რ­თოთ, ამ თე­მა­ზე ხში­რად ვე­სა­უბ­რე­ბით, რომ ავა­მაღ­ლოთ მა­თი ცნო­ბი­ე­რე­ბა. 
სამ­წუ­ხა­როდ, სკო­ლა­ში არ გვყავს ფსი­ქო­ლო­გი. თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, რთუ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა. ვი­ცით, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში შეგ­ვიძ­ლია,  დახ­მა­რე­ბის­თ­ვის  ფსი­ქო­ლო­გი­ურ ცენტრს მივ­მარ­თოთ.  
სკო­ლა­ში 940 მოს­წავ­ლეა, სკო­ლის უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე სა­მი მან­და­ტუ­რი ზრუ­ნავს. ისი­ნი ძა­ლი­ან დიდ დახ­მა­რე­ბას გვი­წე­ვენ, შეს­წავ­ლი­ლი ჰყავთ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე და გვეხ­მა­რე­ბი­ან პრობ­ლე­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­სა და მოგ­ვა­რე­ბა­ში“. 

25-28(942)N