გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2012-10-25
ხევსურეთის სიძველეთა არქივიდან
„ფი­ზი­კუ­რად ხევ­სუ­რი ჯან­სა­ღია და მა­გა­რი. ამას­თა­ნა­ვე ის ამ­ტა­ნია და გამ­რ­ჯე. ხევ­სუ­რი სა­შუ­ა­ლო ტა­ნი­საა, მხარ­ბე­ჭი­ა­ნი და კუნ­თებ­მა­გა­რი. სა­ხით ის გა­რუ­ჯუ­ლია და პირ­მ­რ­გ­ვა­ლი. ცხვი­რი ხევ­სურს სწო­რი მოყ­ვა­ნი­ლო­ბი­სა აქვს, თვა­ლე­ბი დი­დი და ლურ­ჯი. ქცე­ვა­ში დინ­ჯია, მოქ­მე­დე­ბა­ში კი მარ­დი. გუ­ლა­დო­ბა და გამ­ბე­და­ო­ბა ხევ­სურს არ აკ­ლია და თა­ვის პი­როვ­ნე­ბის და­სა­ცა­ვად თავ­გან­წირ­ვამ­დის მი­დის (იცი­ან სის­ხ­ლის აღე­ბა). გულ­ზ­ვი­ა­დი და თავ­მოყ­ვა­რე ხევ­სუ­რი ზნე­ობ­რივ შე­უ­რაცხ­ყო­ფა­სა და ფი­ზი­კურ სი­მა­ხინ­ჯეს ვერ იტანს და თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა­საც სჩა­დის. ცო­ტა­ო­დენს წყე­ნა­საც არა­ვის და­უთ­მო­ბენ და არა­ვის არ და­ებ­რიყ­ვე­ბი­ან. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მათ ძლი­ერ უყ­ვართ. უცხოს­თან ხევ­სუ­რი ამა­ყია, მას ხევ­სუ­რო­ბით თა­ვი მო­აქვს, უცხო­უ­რი არ მოს­წონს და მას არც ბა­ძავს. ამას­თა­ნა­ვე ხევ­სუ­რი ფრთხი­ლია და ჭკვი­ა­ნი. ის ადა­მი­ანს ძნე­ლად თუ და­ენ­დო­ბა, მაგ­რამ დან­დო­ბილს ხევ­სუ­რი სა­მა­რემ­დის ჩაჰ­ყ­ვე­ბა და არ უღა­ლა­ტებს. ხევ­სუ­რის ქა­ლი ტა­ნით ჯმუ­ხია და ქცე­ვით დინ­ჯი, მას ქა­ლუ­რი სი­ნა­ზე აკ­ლია და მა­მა­კა­ცუ­რი იერი გა­დაკ­რავს. ხევ­სურ ქალ­საც ახა­სი­ა­თებს სი­მარ­დე და გუ­ლა­დო­ბა. მაგ­რამ შრო­მი­სა და მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­მო ხევ­სურ ქალს სევ­დი­ა­ნი და მო­ღუ­შუ­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა აქვს. მრუ­შო­ბა და გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბა ხევ­სურს ეჯავ­რე­ბა და მას აქ ად­გი­ლი არა აქვს.“  —  ასე ახა­სი­ა­თებს ხევ­სუ­რებს ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნი.
ვრცლად>>>
2012-10-25
სა­ხის­მეტყ­ვე­ლე­ბი­თი გან­მარ­ტე­ბა­ნი სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის „სიტყ­ვის კო­ნა­ში“
სიტყ­ვის პო­ტენ­ცია ყვე­ლა­ზე მე­ტად გან­სა­ხოვ­ნე­ბა­ში ანუ სა­ხის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში ვლინ­დე­ბა. სიტყ­ვის სა­ხის­მეტყ­ვე­ლე­ბი­თი პო­ტენ­ცია მო­ცე­მუ­ლია ენა­ში, ვი­თარ­ცა სის­ტე­მა­ში. ამ აზ­რით ვამ­ბობთ, რომ ენა­ში მო­ცე­მუ­ლია არა მხო­ლოდ ის, რაც იყო და არის, არა­მედ ისიც, რაც მო­მა­ვალ­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბა.
ზო­გა­დად ეს სა­ერ­თოა ყო­ვე­ლი ენი­სათ­ვის, მაგ­რამ სხვა­დას­ხ­ვა ენა­ში ეს კონ­კ­რე­ტუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბით ხდე­ბა. მე­ტად­რე, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა­ნი თავს იჩენს სხვა­დას­ხ­ვა ავ­ტორ­თან. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყვე­ლას­თ­ვის სა­ერ­თოა ენის გან­სა­ხოვ­ნე­ბი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლი.
ჰუმ­ბოლ­ტის ცნო­ბილ პრინ­ციპს რო­ლან ბარ­ტი ასე გად­მოს­ცემ­და (რე­ნა­ნის პო­ზი­ცი­ა­თა გან­ხილ­ვი­სას):
„ენა მის­გან წარ­მო­შო­ბილ შეტყო­ბი­ნე­ბა­ზე არ და­იყ­ვა­ნე­ბა, მას შე­უძ­ლია ეს შეტყო­ბი­ნე­ბა გა­ნი­ცა­დოს და, არ­ც­თუ იშ­ვი­ა­თად, ჩვე­ნამ­დე მო­ი­ტა­ნოს სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მრის­ხა­ნე ხმი­ა­ნო­ბა, ვიდ­რე თვით შეტყო­ბი­ნე­ბის ში­ნა­არ­სია, რა­ღაც ისე­თი, რო­მე­ლიც თით­ქოს, ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე მაღ­ლა ლაგ­დე­ბა, სუ­ბი­ექ­ტის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხმის ზე­მოთ, — მბრძა­ნებ­ლუ­რი, და­ჟი­ნე­ბუ­ლი, და­უნ­დო­ბე­ლი ხმა თა­ვად სტრუქ­ტუ­რი­სა, ხმა, რო­მე­ლიც გვა­რე­ო­ბი­თი კა­ტე­გო­რი­ით იწყებს ამეტყ­ვე­ლე­ბას“ (რ. ბარ­ტი, რჩე­უ­ლი შრო­მე­ბი. სე­მი­ო­ტი­კა. პო­ე­ტი­კა. 1989. გვ. 519).
ვრცლად>>>
2012-10-04
კეთილი ფიქრის, კეთილი სიტყვის, კეთილი საქმის საწინდარი
19 სექ­ტემ­ბერს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლი კონ­კურ­სის „ვკითხუ­ლობთ რუს­თა­ველს“ დას­კ­ვ­ნი­თი ტუ­რი გა­ი­მარ­თა.
კონ­კურ­სან­ტებ­მა სა­სურ­ველ ენა­ზე (ქარ­თუ­ლი, ინ­გ­ლი­სუ­რი, ფრან­გუ­ლი, სომ­ხუ­რი) წარ­მო­ად­გი­ნეს შერ­ჩე­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბი, მი­ნი-ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი პო­ე­მის შე­სა­ხებ. კონ­კურ­სან­ტებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის იშ­ვი­ათ წიგ­ნ­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ ვიქ­ტო­რი­ნა­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კონ­კურ­ს­ში „ვკითხუ­ლობთ რუს­თა­ველს“, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, მას­წავ­ლებ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. კონ­კურ­სან­ტ­თა შე­ფა­სე­ბი­სას ჟი­უ­რი (თავ­მ­ჯ­დო­მა­რე — გია მურ­ღუ­ლია, წევ­რე­ბი: მი­რი­ან ხო­სი­ტაშ­ვი­ლი, ლა­ლი და­თაშ­ვი­ლი, და­ვით მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი) გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას უთ­მობ­და მხატ­ვ­რუ­ლი კითხ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბას, პო­ე­მის მოქ­მედ, ცოცხალ სიტყ­ვა­ში გარ­და­სახ­ვას, მარ­თ­ლ­მეტყ­ვე­ლე­ბას — ბგე­რა­თა სწო­რად და გარ­კ­ვე­ვით გა­მოთ­ქ­მას, არა­ქარ­თ­ველ­თა მი­ერ ქარ­თუ­ლი ენის ფლო­ბის უნარს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წელს კონ­კურ­ს­ში პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ერევ­ნის სას­წავ­ლო კომ­პ­ლექ­სის „მხი­თარ სე­ბას­ტა­ცის“ (დი­რექ­ტო­რი — აშოტ ბლე­ი­ა­ნი) მოს­წავ­ლე­ე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ასე­ვე ნი­ნოწ­მინ­დის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის, გან­ძის მე-2 სა­ჯა­რო სკო­ლის (დი­რექ­ტო­რი — სარ­ქის დურ­გა­რი­ა­ნი) არა­ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი.
ვრცლად>>>
2012-10-04
სო­ფელ უდის სკო­ლა — გა­ნათ­ლე­ბის უძ­ვე­ლე­სი კე­რა სამ­ცხე­ში
და­არ­სე­ბი­დან 130 წლის­თა­ვის გა­მო

უდე ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი და მდი­და­რი წარ­სუ­ლის მქო­ნე სო­ფე­ლია სამ­ხ­რეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში — სამ­ცხე­ში. მო­ძი­ე­ბუ­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლე­ბით, სოფ­ლის ხან­დაზ­მუ­ლო­ბა გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა ენე­ო­ლით-ად­რე ბრინ­ჯა­ოს პე­რი­ო­დით. უდეს, მეს­ხე­თის სხვა სოფ­ლე­ბის მსგავ­სად, მო­უხ­და თურ­ქ­თა ბა­ტო­ნო­ბის მძი­მე უღ­ლის ტა­რე­ბა, რომ­ლის­გა­ნაც 1828 წლის ზაფხულ­ში გან­თა­ვი­სუფ­ლ­და. თურ­ქ­თა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ბა­ტო­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მო­სახ­ლე­ო­ბამ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ენაც და სარ­წ­მუ­ნო­ე­ბაც. ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ალექ­სან­დ­რე ფრო­ნე­ლი (ყიფ­ში­ძე) ქვაბ­ლი­ა­ნის მხა­რე­ში, ახალ­ცი­ხის შემ­დეგ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან კულ­ტუ­რულ ცენ­ტ­რად უდეს თვლი­და.
სო­ფელ უდე­ში აღ­ზ­რ­დილ მა­მუ­ლიშ­ვილ­თა შო­რის ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია სტე­ფა­ნე აღო­შაშ­ვილს, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლად თარ­გ­მ­ნა „მოთხ­რო­ბა და­ბა­დე­ბი­სა ძვე­ლი და ახა­ლი აღ­თ­ქ­მი­სა“. სოფ­ლის მკვიდ­რი იყო გრი­გოლ მე­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც 1834 წელს შე­ად­გი­ნა „ფრან­გუ­ლი ენის თვით­მას­წავ­ლე­ბე­ლი“. მი­სი ნაშ­რო­მი საკ­მა­ოდ გვი­ან, 1899 წელს, გა­მო­ი­ცა ბა­თუმ­ში. მან­ვე შე­ად­გი­ნა „იტა­ლი­ურ-ქარ­თუ­ლი ენის თვით­მას­წავ­ლე­ბე­ლი“. ეთი­ო­პი­ა­ში წლე­ბის მან­ძილ­ზე მოღ­ვა­წე­ობ­და პე­ტერ მე­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ადი­სა­ბე­ბა­ში და­აარ­სა აფ­თი­ა­ქი „სა­ქარ­თ­ვე­ლო“.
ვრცლად>>>
2012-05-30
მე ლა­მა­ზი ადა­მი­ა­ნე­ბის ხატ­ვა მიყ­ვარს!
ეს სიტყ­ვე­ბი მე-20 სა­უ­კუ­ნის ქარ­თ­ველ მხატ­ვარს ლა­დო გუ­დი­აშ­ვილს ეკუთ­ვ­ნის. მხატ­ვა­რი მე­მა­ტი­ა­ნე — ასე იხ­სე­ნე­ბენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მას. მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა, მხატ­ვ­რულ სა­ხე­თა მდი­და­რი სამ­ყა­რო მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის წარ­მა­ტე­ბის მი­ზე­ზია. ლა­დო გუ­დი­აშ­ვილ­მა ფუნ­ჯით გა­ა­ცოცხ­ლა ქარ­თუ­ლი ფრეს­კა და ჩუ­ქურ­თ­მა, ქარ­თუ­ლი თქმუ­ლე­ბე­ბი და ზღაპ­რე­ბი, ძვე­ლი თბი­ლი­სის ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბა და ხალ­ხუ­რი სა­ნა­ხა­ო­ბე­ბი, ნი­კო ფი­როს­მა­ნიშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა და ადა­მი­ან­თა ბე­დი, 20-30-იანი წლე­ბის რე­ა­ლუ­რი სი­ნამ­დ­ვი­ლე... ეს ის ძი­რი­თა­დი თე­მე­ბია, რომ­ლებ­საც მხატ­ვ­რის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს. მი­სი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი ლა­მა­ზი, სათ­ნო, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბი­თა და ამაღ­ლე­ბუ­ლი გრძნო­ბე­ბით სავ­სე პერ­სო­ნა­ჟე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მხატ­ვარ­მა დროს გა­უს­წ­რო, მის ტი­ლო­ებ­ზე მო­ციმ­ცი­მე მზის სხი­ვე­ბი, წლის ნე­ბის­მი­ერ დროს ათ­ბობს ადა­მი­ანს, მას­ზე ბევრს წე­რენ და სა­უბ­რო­ბენ... დღეს კი, მის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს მი­სი შვი­ლი ჩუ­ქურ­თ­მა გუ­დი­აშ­ვი­ლი.
ვრცლად>>>
2012-05-30
ირო­ელ­თა გვა­რის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ქრო­ნი­კე­ბი­დან
ძა­ლი­ან ხში­რად ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მსმე­ნია, რომ უჭირთ ბავშვებისთვის სა­კითხა­ვი მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შერ­ჩე­ვა, არა­და, ეს ხდე­ბა მა­შინ, რო­ცა ქვე­ყა­ნა­ში თით­ქოს „წიგ­ნე­ბის წარ­ღ­ვ­ნაა“. მომ­რავ­ლ­და ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის ტი­პის სქელ­ტა­ნი­ა­ნი ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი ან, სა­უ­კე­თე­სო შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვე­ნი მო­ზარ­დე­ბი თარ­გ­მა­ნე­ბის ამა­რა არი­ან დარ­ჩე­ნი­ლი. რამ გა­ნა­პი­რო­ბა სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლო­ბის კრი­ზი­სი, ვერ გეტყ­ვით, მაგ­რამ ფაქ­ტია, დი­დი არ­ჩე­ვა­ნი არ არის. ამ ბო­ლო დროს ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში მო­ექ­ცა მწე­რა­ლი ნა­ტო და­ვი­თაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ჟან­რით — ფენ­ტე­ზით — შე­მო­ვი­და ქარ­თულ სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლო­ბა­ში და სულ ცო­ტა ხან­ში სპა­ტიო ად­გი­ლიც კი და­იმ­კ­ვიდ­რა. ნა­ტოს რო­მა­ნებ­მა უკ­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მი­ე­ბიც მო­ი­პო­ვა. ახა­ლი ნი­შა გაჩ­ნ­და მო­ზარ­დ­თათ­ვის — მი­თო­ლო­გი­ით მოთხ­რო­ბი­ლი ირო­ელ­თა გვა­რის ქრო­ნი­კე­ბი, თუმ­ცა სა­მი­ვე რო­მა­ნი — ახა­ლი ირე­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო­თი და ახა­ლი გმი­რე­ბით.
მწე­რა­ლი ტრა­დი­ცი­ას არ ღა­ლა­ტობს და სულ მა­ლე, 25 მა­ისს, 2 სა­ათ­ზე, „წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე“ უკ­ვე ნაც­ნო­ბი გმი­რი ლი­ლე იროე­ლი კი­დევ ერ­თი ახა­ლი რო­მა­ნით — „ოთხი მხა­რე და ოთხი სვე­ტი“ წარ­დ­გე­ბა ჩვენ წი­ნა­შე. წიგ­ნის წარ­დ­გი­ნე­ბის შემ­დეგ, სა­ღა­მოს 7 სა­ათ­ზე, მკითხ­ველს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, „ლი­გა­მუს­ში“ საყ­ვა­რელ მწე­რალს შეხ­ვ­დეს და რო­მა­ნის გმირ­თან ერ­თად იმოგ­ზა­უ­როს სრუ­ლი­ად ახალ სამ­ყა­რო­ში. ჩვე­ნი გა­ზე­თის მკითხ­ველს კი, ვთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს მწე­რალ ნა­ტო და­ვი­თაშ­ვილ­თან.
ვრცლად>>>
2012-05-10
რო­მან­ტიზ­მის სამ­ყა­რო­ში...
ამ ცო­ტა ხნის წინ პრო­ფე­სორ ზა­ზა აბ­ზი­ა­ნი­ძის რე­დაქ­ტო­რო­ბით გა­მო­ვი­და ქარ­თუ­ლი რო­მან­ტიზ­მი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი სა­მეც­ნი­ე­რო კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც უთუ­ოდ მი­იქ­ცევს ჰუ­მა­ნი­ტარ მკითხ­ველ­თა ყუ­რადღე­ბას. ამ კო­ლექ­ტი­უ­რი ნაშ­რო­მისა და სა­კუ­თა­რი სა­მეც­ნი­ე­რო და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა კრე­ბუ­ლის რე­დაქ­ტო­რი ზა­ზა აბ­ზი­ა­ნი­ძე.
ვრცლად>>>
2012-03-28
ბავ­შ­ვი­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო — თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის
„სა­ქარ­თ­ვე­ლო და ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცია“   — გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბავ­შ­ვ­თა მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ — მო­რი­გი პუბ­ლი­კა­ცია გა­ე­როს ბაშ­ვ­თა ფონ­დის სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს მო­ამ­ზა­და და ერ­თ­გ­ვა­რად შე­ა­ჯა­მა  ის ძი­რი­თა­დი სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვე­ნცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­სა  და ათას­წ­ლე­უ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნებს უკავ­შირ­დე­ბა. გა­მო­ცე­მა­ში ხაზ­გას­მუ­ლია ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გე­ბი, რო­მელ­თაც სა­ქარ­თ­ვე­ლომ მი­აღ­წია ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ბავ­შ­ვე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ცალ­სა­ხაა: სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 10 წლის წინ და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად უარეს პი­რო­ბებ­ში იყო, ვიდ­რე  დღეს. კონ­კ­რე­ტუ­ლად, რა გა­უმ­ჯო­ბეს­და ბავ­შ­ვ­თა მდგო­მა­რე­ო­ბის მხრივ, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რუ­ლანდ მო­ნა­ში. 
ვრცლად>>>
2012-03-21
გურ­ჯე­ბი ოს­მალ­თა იმ­პე­რი­ა­ში - „გა­დარ­ჩე­ნი­ლი და ერ­თ­გუ­ლი ერი“
სა­ქარ­თ­ვე­ლოს თე­ატ­რის, მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უმ­ში გა­იხ­ს­ნა გა­მო­ფე­ნა სა­ხელ­წო­დე­ბით „მუს­ლი­მი ქარ­თ­ვე­ლე­ბი“.  ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია  სტამ­ბუ­ლის არ­ქი­ვებ­ში და­ცუ­ლი ოს­მა­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბის მოღ­ვა­წე­ო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი და ხელ­ნა­წე­რე­ბი.  გა­მო­ფე­ნა, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, მარ­თ­ლაც ბევ­რის­მომ­ც­ვე­ლია, რად­გა­ნაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი გურ­ჯე­ბის ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბას ასა­ხავს, ასე­თე­ბი კი, რო­გორც ჩანს, სამ­კა­ოდ ბევ­რ­ნი ყო­ფი­ლან.  სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში მოღ­ვა­წე გურ­ჯე­ბი  კარ­გი რე­პუ­ტა­ცი­ით სარ­გებ­ლობ­დ­ნენ და, რო­გორც პროფ­სი­ო­ნა­ლე­ბი, ფა­სობ­დ­ნენ.
ვრცლად>>>
2012-03-21
გზა თავისუფლებისაკენ
„დაძ­რა მო­სემ ის­რა­ე­ლი მე­წა­მუ­ლი ზღვი­დან და გა­ვიდ­ნენ შუ­რის უდაბ­ნო­ში. სამ დღეს იარეს უდაბ­ნო­ში და ვერ იპო­ვეს წყა­ლი“ (გამ.15:22).
ხალ­ხის გზა თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა­კენ მე­წა­მუ­ლი ზღვის გა­და­ლახ­ვით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. მე­ტიც, სა­ბო­ლო­ოდ მო­ნო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბი­დან თა­ვის დახ­ს­ნა არც მა­შინ მი­იღ­წე­ვა, რო­დე­საც ერ­თ­გ­ვა­რი სუ­ლი­ე­რი „ნათ­ლო­ბის“ რი­ტუ­ა­ლი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია და ერს წინ თა­ვად უფა­ლი მი­უძღ­ვის. სა­ო­ცა­რია, ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც უფ­ლის სას­წა­უ­ლე­ბი იხი­ლეს და ეგ­ვიპ­ტელ­თა სა­მარ­თ­ლი­ა­ნი დას­ჯის მომ­ს­წ­რე­ნი იყ­ვ­ნენ, მყის­ვე და­ი­ვიწყეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, უფ­ლის ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე­ო­ბა  და ურ­წ­მუ­ნო­ე­ბის სე­ნით შეპყ­რო­ბი­ლებს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და­ე­უფ­ლათ. ...კვლავ აღელ­და ხალ­ხი, რად­გან მი­ად­გ­ნენ მა­რას წყალს და ვერ და­ლი­ეს. მწა­რე წყა­ლი იყო მა­რა­ში, ამი­ტო­მაც ეწო­და მა­რა (მწა­რე). „შეს­ჩივ­ლა ხალ­ხ­მა მო­სეს და უთხ­რა: რა დავ­ლი­ოთ?“ (გამ.15:24). აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხალ­ხი უფალს კი არ საყ­ვე­დუ­რობს, არა­მედ მო­სეს. მო­სემ კი, რო­გორც ჭეშ­მა­რიტ­მა მორ­წ­მუ­ნემ, შეჰ­ღა­ღა­და უფალს. „და­ა­ნახ­ვა უფალ­მა მო­რი. ჩა­აგ­დო იგი წყალ­ში და გამ­ტ­კ­ნარ­და წყა­ლი. იქ და­უდ­გი­ნა უფალ­მა ხალხს წე­სი და სა­მარ­თა­ლი და იქ გა­მოს­ცა­და იგი“ (გამ.15:25).
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53]
35(789)N