გამოდის 1998 წლიდან
2014-03-13
სუ­ლი­ე­რი და ზნე­ობ­რი­ვი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში გად­მო­ტა­ნის მცდე­ლო­ბა


პრო­ლო­გი

— რა­ტომ არ იძი­ნებ?
— არ მინ­და ზღვის გა­მო­ჩე­ნა გა­მო­მე­პა­როს...
— ზღვააა, ვაიი, უზარ­მა­ზა­რი ზღვა!!!
— ვე­ე­ბერ­თე­ლა წყლის წვე­თია...
— თით­ქოს ჰა­მაკ­ში წევს და აქეთ იქით და­ქა­ნა­ობს...
— ზღვა სუნ­თ­ქავს
— ზღვა მი­დი-მო­დის...
— მი­დი-მო­დის... მი­დი-მო­დის...
— ზღვა არის დი­დი, პა­ტა­რა, ლურ­ჯი, მხი­ა­რუ­ლი, აღელ­ვე­ბუ­ლი, ცელ­ქი, მო­თა­მა­შე, მოტ­ლი­კი­ნე, ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, ძლი­ე­რი, ოც­ნე­ბებ­ში ფრენს, მო­უს­ვე­ნა­რი, ტკბი­ლი, მა­რი­ლი­ა­ნი, ბურ­დღუ­ნა და მსუ­ქა­ნი...

გსმე­ნი­ათ ასე­თი შე­ფა­სე­ბე­ბი ზღვა­ზე, თან ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ხა­ტუ­ლი, მე­რე სა­კუ­თა­რი ხმით გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი და სა­ბო­ლო­ოდ ანი­მა­ცი­ურ ფილ­მად წარ­მოდ­გე­ნი­ლი?! ვი­საც არ გსმე­ნი­ათ, ეს რე­ჟი­სორ ნო­დარ ბე­გი­აშ­ვი­ლის მი­ერ გა­კე­თე­ბუ­ლი ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი „პონ­ტო, შა­ვი, შა­ვი ზღვაა“. მი­სი­ვე იდეაა საკ­მა­ოდ თა­მა­მი არ­ჩე­ვა­ნი, თა­მა­შით დაწყე­ბუ­ლი — „ვეფხის­ტყა­ო­სნის“ სწავ­ლე­ბა, რო­მელ­მაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბიც კი მო­იც­ვა. „მივ­ხ­ვ­დი, რომ გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბით ყვე­ლა­ფერ­ზე შე­იძ­ლე­ბა ესა­უბ­რო ბავ­შ­ვებს, ამი­ტომ სჯობს, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, იმა­ზე ვე­სა­უბ­რო, „ვეფხის­ტყა­ო­სან­ზე“ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანს კი რას ვი­პო­ვი­დი“ — აცხა­დებს რე­ჟი­სო­რი, რომ­ლის მი­ერ ბავ­შ­ვე­ბის ნა­ხა­ტე­ბით გა­ცოცხ­ლე­ბულ­მა ანი­მა­ცი­ურ­მა ფილ­მებ­მა არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი მო­ი­ა­რა, მთა­ვა­რი და ოქ­როს პრი­ზე­ბი­თაც დაბ­რუნ­და. თა­ვი­დან რე­ჟი­სო­რის ჩა­ნა­ფიქ­რი — ანი­მა­ცი­ად ექ­ცია პა­ტა­რე­ბის ნა­ხა­ტე­ბი — მხო­ლოდ ბავ­შ­ვე­ბის გან­წყო­ბის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, შემ­დ­გომ­ში კი ნელ-ნე­ლა შე­მეც­ნე­ბი­თი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო და დღეს პრო­ექ­ტ­მა „ჩვენ ვკითხუ­ლობთ, ვსწავ­ლობთ, ვა­სუ­რა­თებთ „ვეფხის­ტყა­ო­სანს“ რე­გი­ო­ნე­ბი მო­იც­ვა. შეგ­როვ­და ასო­ბით ნა­ხა­ტი და აუდი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის ლო­გი­კუ­რი და­სას­რუ­ლი ახ­ლა­ხან ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ით დაგ­ვირ­გ­ვინ­და. თუმ­ცა, ეს ფი­ნი­ში სუ­ლაც არ არის, რად­გან შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს წინ კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მა აქვს.
დღე­ვან­დე­ლი ნომ­რის სტუ­მა­რი ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იდე­ის ავ­ტო­რი ნო­დარ ბე­გი­აშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც თა­ვად მოგ­ვიყ­ვე­ბა „ტე­ლე­ვე­ზი­რი­დან“ დღემ­დე გან­ვ­ლი­ლი გზი­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ. რაც მთა­ვა­რია, ასო­ბით პა­ტა­რას „სა­უ­კე­თე­სო ხერ­ხით“ რე­ჟი­სორ­მა „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ შე­აყ­ვა­რა, პრო­ცე­სი კვლა­ვაც გრძელ­დე­ბა, რად­გან ის მი­იჩ­ნევს, რომ „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ ყვე­ლამ უნ­და იცო­დეს, რომ მას ასა­კი არ გა­აჩ­ნია.

ევ­დი­ა­ნი ყო­ფის იმ­პულ­სე­ბი
ბავ­შ­ვე­ბის ნა­ხა­ტე­ბის გა­ცოცხ­ლე­ბის იდეა 1993 წელს გაჩ­ნ­და.
თბი­ლი­სის ომი ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო, ქვე­ყა­ნა სა­ყო­ველ­თაო კრი­ზის­მა მო­იც­ვა — არც დე­ნი, არც გა­ზი, არც წყა­ლი... გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა და­იწყო. მა­შინ ჩე­მი შვი­ლე­ბი პა­ტა­რე­ბი იყ­ვ­ნენ, ვხე­დავ­დი ასეთ რა­მეს — ბავ­შ­ვე­ბი არა­ფერს იმ­ჩ­ნევ­დ­ნენ და უცებ დი­დე­ბი გახ­დ­ნენ. ეტყო­ბა, მათ გა­უჩ­ნ­დათ ში­ნა­გა­ნი მოთხოვ­ნი­ლე­ბა, რომ დი­დებს მხარ­ში და­უდ­გ­ნენ, ისი­ნიც ამ­ჩ­ნევ­დ­ნენ, რომ  ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე ვერ არის — დი­დებს უჭირთ, აღარ აქვთ სამ­სა­ხუ­რი, აღარც ფუ­ლი, დგა­ნან პუ­რის რიგ­ში, ღა­მე თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში კო­ცო­ნე­ბი ან­თია... მახ­სოვს, ჩე­მი შვი­ლე­ბი, ქუ­ჩა­ში რომ მივ­დი­ო­დით, მა­ღა­ზი­ის ვიტ­რი­ნე­ბის­კენ არც კი იხე­დე­ბოდ­ნენ, სა­თა­მა­შო­ე­ბის­კენ თვა­ლი რომ არ წას­ვ­ლო­დათ, მკაც­რად, ზე­ვით იყუ­რე­ბოდ­ნენ და ამას არც იმ­ჩ­ნევ­დ­ნენ. მივ­ხ­ვ­დი, რომ ისი­ნი ბავ­შ­ვო­ბას კარ­გავ­დ­ნენ. ყვე­ლა­ფე­რი ამის კულ­მი­ნა­ცია კი ერ­თი ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა გახ­და: იმ პე­რი­ოდ­ში ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი. ერ­თხე­ლაც ხი­ლი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე ჩა­მოვ­დი­ო­დი — ეს ის პე­რი­ო­დია ჯი­ხუ­რე­ბი რომ გაჩ­ნ­და ქა­ლაქ­ში. ვხე­დავ ბავ­შ­ვე­ბი დგა­ნან ჯი­ხურ­თან და ერ­თი ეუბ­ნე­ბა მე­ო­რეს „სნი­კერ­ს­ზე“ — „ეს ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა გა­სინ­ჯა და ძა­ლი­ან მა­გა­რია!“. გუ­ლი ჩამ­წყ­და, მეც ფუ­ლი არ მქონ­და, რომ მე­ყი­და მათ­თ­ვის „სნი­კერ­სი“, ამან კი­დევ მე­ტად გა­მა­ღი­ზი­ა­ნა. სწო­რედ მა­შინ გა­მიჩ­ნ­და პირ­ვე­ლი იმ­პულ­სი — რა შე­იძ­ლე­ბა ისე­თი გა­ვა­კე­თო ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, რომ ისი­ნი გა­ვა­ხა­რო. სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბულს კე­დელ­ზე ჩე­მი შვი­ლის ნა­ხა­ტი დამ­ხ­ვ­და — თო­მამ ჩარ­ჩო­ში მოქ­ცე­უ­ლი ბი­ჭუ­ნა და­ხა­ტა. მე ჩავ­თ­ვა­ლე, რომ ეს ჩარ­ჩო იყო ტე­ლე­ვი­ზო­რი. ნა­ხა­ტი ჩემს მე­გო­ბარს წა­ვუ­ღე და ვთხო­ვე, იქ­ნებ, ბი­ჭუ­ნა გა­ა­ცოცხ­ლო-მეთ­ქი. ეს ბი­ჭუ­ნა მარ­თ­ლაც გა­ცოცხ­ლ­და და თქვა: რად­გან მე ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვარ, ტე­ლე­ვე­ზი­რი ვიქ­ნე­ბიო.
ასე გაჩ­ნ­და პირ­ვე­ლად ეკ­რან­ზე „ტე­ლე­ვე­ზი­რი“, 1994 წლის 7 იან­ვარს.
ტე­ლე­ვი­ზო­რის ჩარ­ჩო­ში მოქ­ცე­უ­ლი 4 წლის ბი­ჭის ნა­ხა­ტი, სა­სა­ცი­ლო კა­ცუ­ნა, გა­ცოცხ­ლ­და და თა­მა­ში მო­ი­გო­ნა, ბავ­შ­ვებს სთხო­ვა მის­თ­ვის ნა­ხა­ტე­ბი გა­ეგ­ზავ­ნათ და და­პირ­და — გა­ცოცხ­ლ­დე­ბი­ა­ნო... მას შემ­დეგ „ტე­ლე­ვე­ზირს“ უამ­რა­ვი ბავ­შ­ვი და­უ­მე­გობ­რ­და. მა­თი გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ნა­ხა­ტე­ბი ცოცხ­ლ­დე­ბი­ან, პერ­სო­ნა­ჟე­ბი კი, ათას­გ­ვარ თავ­გა­და­სავ­ლებ­სა თუ ფა­თე­რა­კებ­ში ხვდე­ბი­ან მას­თან ერ­თად...
ასე­თი ის­ტო­რია აქვს იმ პე­რი­ო­დის სევ­დი­ა­ნი ბავ­შ­ვო­ბის ერთ პა­ტა­რა და­დე­ბით ემო­ცი­ას — „ტე­ლე­ვე­ზი­რო­ბა­ნას“ თა­მაშს — თუ ტე­ლე­ვი­ზო­რის ჩარ­ჩო­ში მოხ­ვ­დი, „ტე­ლე­ვე­ზი­რად“ იქ­ცე­ვი!... თა­მა­შის­თ­ვის კი, საკ­მა­რი­სი იყო ბავ­შ­ვებს ნა­ხა­ტე­ბი „ტე­ლე­ვე­ზი­რის­თ­ვის“ გა­მო­ეგ­ზავ­ნათ.
მა­შინ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მგო­ნი, სულ რამ­დე­ნი­მე კომ­პი­უ­ტე­რი იყო. ამ კა­ცუ­ნას გან­ცხა­დე­ბას, გა­მო­ეგ­ზავ­ნათ ნა­ხა­ტე­ბი გა­სა­ცოცხ­ლებ­ლად, დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა — ამუ­შავ­და ფოს­ტა. მო­დი­ო­და ნა­ხა­ტე­ბი წარ­წე­რით: „გთხოვთ, ჩე­მი ნა­ხა­ტიც გა­ა­ცოცხ­ლოთ“. ამას უკ­ვე ვერ­სად და­ვე­მა­ლე­ბო­დით. ასე გა­ვა­კე­თეთ „ტე­ლე­ვე­ზი­რის“ 12 გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. გა­და­ცე­მე­ბი, „ოს­ტან­კი­ნოს“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა რომ ნა­ხეს, მი­მიწ­ვი­ეს ფეს­ტი­ვალ­ზე „ТЕЛИК-94“ (ОРТ), სა­დაც ავი­ღეთ პრი­ზი — პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის დიპ­ლო­მი. ამის შემ­დეგ მთხო­ვეს, „ოს­ტან­კი­ნო­ზე“ გა­მე­კე­თე­ბი­ნა გა­და­ცე­მე­ბი. ბევ­რი ვიბ­რ­ძო­ლე და „ოს­ტან­კი­ნოს“ შეკ­ვე­თე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­ტა­ნე. გა­და­ცე­მე­ბი, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, უნ­დო­და „ოს­ტან­კი­ნოს“, „РТР“-სა და მე-5 არხს (დი­მა დიბ­რო­ვის არხს). მაგ­რამ მოხ­და ისე, რომ ეს პრო­ექ­ტი ჩა­ი­შა­ლა — რო­ცა ფუ­ლი არ გაქვს, რა­ღა­ცას აკე­თებ, რო­ცა ფუ­ლი გაჩ­ნ­დე­ბა — ვე­ღარ. მოკ­ლედ, ტე­ლე­ვი­ზი­ი­და­ნაც წა­მო­ვე­დი და დარ­ჩა ეს 12 გა­და­ცე­მა და კი­დევ ერ­თი ფილ­მი, რომ­ლის გა­კე­თე­ბაც მო­ვას­წა­რი — „ან­დ­რო და და­რო“. 5-წუ­თი­ა­ნი ფილ­მია და ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე კარ­გი, რაც გა­მი­კე­თე­ბია. შემ­დე­გი სა­მი წე­ლი ვმუ­შა­ობ­დი „აიეტ+“-ში გრა­ფი­კულ სტუ­დი­ა­ში, იყო ბევ­რი და­პი­რე­ბა, რომ ქარ­თუ­ლი არ­ხი იქ­ნე­ბო­და, სა­დაც ფილ­მებს გა­ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ არა­ფე­რი არ ხდე­ბო­და...
ენ­თუ­ზი­აზ­მ­ზე გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი მშვე­ნი­ე­რი და­საწყი­სი
მოხ­და ასე­თი რამ, ჩე­მი მე­გო­ბა­რი მუ­შა­ობ­და გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ში (ეს იყო 1998 წე­ლი), მას ახ­სოვ­და ჩვე­ნი „ტე­ლე­ვე­ზი­რის“ გა­და­ცე­მე­ბი და მთხო­ვა, იქ­ნებ ოზო­ნის შრე­ზე გა­ა­კე­თოთ ფილ­მიო. ცო­ტა გა­მიკ­ვირ­და, რო­გორ შე­მიძ­ლია ბავ­შ­ვებს მო­ვუყ­ვე ოზო­ნის შრე­ზე ისე, რომ მათ და­ხა­ტონ. მე­გო­ბარ­მა მითხ­რა, რომ იქ, ცა­ში ხვრე­ლე­ბია... უცებ გა­მიჩ­ნ­და იდეა, რად­გან ხვრე­ლე­ბია, შე­იძ­ლე­ბა იმ ხვრე­ლებ­ში იყ­ვ­ნენ კურ­დღ­ლე­ბი ან სხვა ცხო­ვე­ლე­ბი, რაც ოზო­ნის შრეს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სა­ხა­ლი­სოს გახ­დი­და. და­ი­წე­რა სცე­ნა­რი და გა­მო­ვი­და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფილ­მი, რო­მელ­მაც გა­ი­მარ­ჯ­ვა „Rჳჶნა-94“-ის ფეს­ტი­ვალ­ზე, პა­რიზ­ში და კი­დევ სხვა ფეს­ტი­ვა­ლებ­ზეც. ამას მოჰ­ყ­ვა კი­დევ ახა­ლი ფილ­მის დაკ­ვე­თა — „შე­მოდ­გო­მის ავ­ტო­ბუ­სი“, რო­მელ­მაც ЭКО ЭФИР-99, TაSჳC-ის და ბბC მჵმ-ის ეკო­ლო­გი­უ­რი ფილ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე „პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის დიპ­ლო­მი“ აიღო. 1999 წელს კი­დევ ერ­თ­მა ფილ­მ­მა —  „უზარ­მა­ზა­რი ცა“ — სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე აიღო პრი­ზე­ბი — „სა­უ­კე­თე­სო სა­ბავ­შ­ვო ფილ­მის­თ­ვის“. ძა­ლი­ან ბევრ ფეს­ტი­ვალ­ში მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და საკ­მა­ოდ ბევ­რი პრი­ზიც და­ვაგ­რო­ვეთ. რამ­დე­ნი­მე ფეს­ტი­ვალს მეც ვეს­წ­რე­ბო­დი. ერ­თი ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა მქონ­და, ცო­ტა სა­სა­ცი­ლო, ფილ­მის გა­სა­კე­თებ­ლად, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ბი­უ­ჯე­ტი გვქონ­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან მცი­რე. მა­გა­ლი­თად, „შე­მოდ­გო­მის ავ­ტო­ბუ­სის“ ბი­უ­ჯე­ტი სულ 2000 დო­ლარს შე­ად­გენ­და, მა­შინ, რო­ცა ასე­თი ფილ­მე­ბის ბი­უ­ჯე­ტი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია.
ფეს­ტი­ვალ­ზე ჩემ­მა ფილ­მ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მთხო­ვეს, დეკ­ლა­რა­ცია შე­მევ­სო. რო­ცა დეკ­ლა­რა­ცი­ის იმ პუნქტს მი­ვა­დე­ქი, სა­დაც ფილ­მის ბი­უ­ჯე­ტი უნ­და ჩა­მე­წე­რა, ცო­ტა შევ­ც­ბი, რად­გან ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე წარ­დ­გე­ნი­ლი სხვა ფილ­მე­ბის ბი­უ­ჯეტ­ში ჩა­წე­რი­ლი იყო 300 000, 200 000 და ა.შ. ცო­ტა შემ­რ­ცხ­ვა, რომ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ფილ­მის ბი­უ­ჯე­ტად 2000 დო­ლა­რი ჩა­მე­წე­რა, ბევ­რი ვი­ფიქ­რე და 5000 დო­ლა­რი ჩავ­წე­რე. თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად ეს ფილ­მი მე­ტი დაჯ­და, ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ჩვენ ხომ გი­ჟურ ენ­თუ­ზი­აზ­მ­ზე ვმუ­შა­ობ­დით. შემ­დეგ დაგ­ვიკ­ვე­თეს ფილ­მი „პონ­ტო, შა­ვი, შა­ვი ზღვა“. მკითხეს, რამ­დე­ნი და­გიჯ­დე­ბა­თო? მე 5000 დო­ლა­რი მო­ვითხო­ვე, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი 10 000 დო­ლა­რი დაჯ­და და ა.შ. თუმ­ცა, ფუ­ლი ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სოა. უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი. ერ­თხელ უცხო­ე­ლებ­მა გვკითხეს — ასეთ უფა­ქი­ზეს ნა­ხა­ტებს კომ­პი­უ­ტერ­ში რო­გორ აკე­თებ­თო. მო­ვუ­ყე­ვი, რომ სან­თ­ლებს ვან­თებთ და კომ­პი­უ­ტერ­თან ისე ვმუ­შა­ობთ-მეთ­ქი. ამით აღ­ფ­რ­თო­ვან­დ­ნენ, რო­გო­რი რო­მან­ტი­კუ­ლიაო. მე ავუხ­სე­ნი, რომ სან­თ­ლებს იმი­ტომ ვან­თებთ, რომ დე­ნი არ დავ­ხარ­ჯოთ, რად­გან აკუ­მუ­ლა­ტორ­ზე გვაქვს შე­ერ­თე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რე­ბი და დენს ოთა­ხის გა­ნა­თე­ბის­თ­ვის ვერ ვი­მე­ტებთ-მეთ­ქი. აი, ასე ვმუ­შა­ობ­დით.

რო­გორ და­ი­ბა­და „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ანი­მა­ცი­ე­ბი
ბო­ლო ფილ­მი — „პონ­ტო, შა­ვი, შა­ვი ზღვა“ — ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და — 12 ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­მარ­ჯ­ვა, აიღო „ოქ­როს ფორ­თო­ხა­ლი“, სა­მე­ფო ჯილ­დო...
დავ­ფიქ­რ­დი, რა შე­იძ­ლე­ბა შემ­დეგ გა­ვა­კე­თოთ...
ნა­ხა­ტე­ბით ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბის კე­თე­ბა — ეს ხერ­ხი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა ბავშ­ვებ­თან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტის და­სამ­ყა­რებ­ლად. სა­შუ­ა­ლე­ბა გეძ­ლე­ვა, ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე მო­უთხ­რო და მათ ხა­ლი­სით გის­მი­ნონ. ვფიქ­რობ­დი, რა­ზე მო­მეთხ­რო. ბევ­რი არც მი­ფიქ­რია, არ­ჩე­ვა­ნი ჩემ­თ­ვის უსაყ­ვარ­ლეს ნა­წარ­მო­ებ­ზე — „ვეფხის­ტყა­ო­სან­ზე“ შე­ვა­ჩე­რე. თავ­და­პირ­ვე­ლად, ამის შე­სა­ხებ ვკითხე ჩემს მე­გობ­რებს, იყო უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხე­ბიც — რთუ­ლია, დი­დებ­საც რთუ­ლად ეს­მით. მა­ინც დავ­წე­რეთ მო­ნა­ხა­ზი — სცე­ნა­რი, შე­ვარ­ჩი­ეთ სა­უ­კე­თე­სო სტრო­ფე­ბი, ამა­ში და­მეხ­მა­რა ჩე­მი და, მა­ნა­ნა ბე­გი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ფი­ლო­ლო­გია და ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ობს. 2003 წელს, ახალ­გორ­ში, ბავ­შ­ვ­თა სახ­ლ­ში ვი­ყა­ვით ჩა­სუ­ლი, იქ მა­შინ 70 სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვი ცხოვ­რობ­და. აქ­ცია — „გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი“ — ჩა­ვა­ტა­რეთ. პირ­ვე­ლად ასე­თი აქ­ცია, 2001 წელს, კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რ­ში მო­ვაწყ­ვეთ. აქ­ცია მდგო­მა­რე­ობ­და შემ­დეგ­ში — მო­დი­ოდ­ნენ ბავ­შ­ვე­ბი ფან­ქ­რე­ბი­თა და ფურ­ც­ლე­ბით, ვთან­ხ­მ­დე­ბო­დით რა­ი­მე თე­მა­ზე და ისი­ნი ხა­ტავ­დ­ნენ. ჩვენ, პა­რა­ლე­ლუ­რად, ვას­კა­ნე­რებ­დით ნა­ხა­ტებს, შეგ­ვ­ყავ­და კომ­პი­უ­ტერ­ში და ვიწყებ­დით მათ გა­ცოცხ­ლე­ბას. და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი სჭირ­დე­ბა ათი ნა­ხა­ტის გა­ცოცხ­ლე­ბას, შემ­დეგ, ბავ­შ­ვე­ბი თა­ვად ახ­მო­ვა­ნებ­დ­ნენ სა­კუ­თარ ნა­ხა­ტებს. ასე­თი­ვე აქ­ცია გვქონ­და ჰამ­ბურ­გ­ში, რო­მე­ლიც, 1 დღის ნაც­ვ­ლად, 5 დღე გაგ­რ­ძელ­და და დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც მოჰ­ყ­ვა.
ახალ­გორ­ში აქ­ცი­ის წამ­ყ­ვა­ნი რუ­სუ­დან ბოლ­ქ­ვა­ძე იყო, მას ვთხო­ვე, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ეკითხა, თუ იცოდ­ნენ „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“, აღ­მოჩ­ნ­და, რომ იცოდ­ნენ. მა­შინ დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ „ვეფხის­ტყა­ო­ს­ნის“ ნა­ხა­ტე­ბით გა­ცოცხ­ლე­ბა უნ­და და­მეწყო. ასე და­იწყო ახალ­გო­რი­დან „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ნა­ხა­ტე­ბით გა­ცოცხ­ლე­ბა.

ყვე­ლა­ზე რთუ­ლის მარ­ტი­ვად, სა­დად გად­მო­ცე­მის მცდე­ლო­ბა
ჩა­ნა­ფიქ­რი — „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხე­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბის მი­ერ „გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბით“ და­სუ­რა­თე­ბუ­ლი და მათ მი­ერ­ვე წა­კითხუ­ლი სტრო­ფე­ბით შექ­მ­ნი­ლი ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მია — ბავ­შ­ვუ­რი ენით, თით­ქ­მის და­მარ­ც­ვ­ლით... მა­თი ხედ­ვით, თხრო­ბით, უშუ­ა­ლოდ... გა­ზი­ა­რე­ბის დი­დი სურ­ვი­ლით, რო­გორც ბავ­შ­ვებს სჩვე­ვი­ათ, რო­ცა ამ­ბებს უყ­ვე­ბი­ან ერ­თ­მა­ნეთს. ჩვენ მი­ერ მიგ­ნე­ბუ­ლი ეს ხერ­ხი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, შე­მეც­ნე­ბი­თი პრო­ცე­სი უფ­რო სა­ხა­ლი­სო გავ­ხა­დოთ...
ჩვენ ვთა­ვა­ზობთ ბავ­შ­ვებს, ერ­თად შევ­ქ­მ­ნათ ფილ­მი „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ მი­ხედ­ვით. ვსა­უბ­რობთ ნა­წარ­მო­ე­ბის ში­ნა­არ­ს­ზე, ვუ­კითხავთ თა­ვებს პო­ე­მი­დან. ბავ­შ­ვე­ბი ირ­ჩე­ვენ სტრო­ფებს, სწავ­ლო­ბენ... ვუბ­რუნ­დე­ბით მი­ვიწყე­ბულ ტრა­დი­ცი­ას — ზე­პირ­მეტყ­ვე­ლე­ბას (თურ­მე, ეს არც თუ ისე რთუ­ლია, რო­ცა გეს­მის, აზ­როვ­ნებ...); იმარ­თე­ბა ხატ­ვა-და­სუ­რა­თე­ბა. იქ­მ­ნე­ბა პა­ტა­რე­ბის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი თი­ნა­თი­ნი, ტა­რი­ე­ლი, როს­ტე­ვა­ნი, ნეს­ტა­ნი თუ ავ­თან­დი­ლი, ესა თუ ის სცე­ნა...
ფილ­მ­ზე მუ­შა­ო­ბა თა­მა­შის მსგავ­სი, თა­ვი­სუ­ფა­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სია; ნა­წარ­მო­ებ­თან არა ძალ­და­ტა­ნე­ბი­თი შე­ხე­ბა უდა­ვოდ გვამ­დიდ­რებს, გვახ­სე­ნებს ჩვენ თვით­მ­ყო­ფად ბუ­ნე­ბას... ჩვენ მათ მხო­ლოდ ბიძგს ვაძ­ლევთ. აქ მთა­ვა­რი რო­ლი პა­ტა­რებს ეკუთ­ვ­ნით.
მო­ზარ­დე­ბი ჩვენ­თან მო­დი­ან სა­ხე­ლოს­ნო­ში სა­მუ­შა­ოდ — ხმის ჩა­სა­წე­რად, სა­ხა­ტა­ვად, ზე­პი­რად სწავ­ლო­ბენ „ვეფხის­ტა­ოს­ნის“ სტრო­ფებს, მა­შინ, რო­დე­საც იმა­ვე მა­სა­ლის ათ­ვი­სე­ბას სკო­ლა­ში, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა ტან­ჯ­ვით ახერ­ხე­ბენ. ამ ხერ­ხით კი, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თ­ვის არ­ქა­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ხდე­ბა, დღე­ვან­დე­ლო­ბას უბ­რუნ­დე­ბა.

ექ­ს­პე­დი­ციე­ბით მო­ცუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი და და­უთ­ვ­ლე­ლი ფე­რე­ბით შემ­კუ­ლი „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“
პრო­ექ­ტი „ვეფხის­ტყა­ო­სან­ზე“ ბევ­რ­გან შე­ვი­ტა­ნეთ, ბევ­რი და­პი­რე­ბაც იყო, თით­ქ­მის ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ამ გა­მოთ­ქ­ვა სურ­ვი­ლი „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ „ტე­ლე­ვე­ზი­რით“ გა­ე­ცოცხ­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად საქ­მე არ და­იძ­რა, პრო­ექ­ტი მხო­ლოდ სურ­ვი­ლის ამა­რა დარ­ჩა.
პრო­ექ­ტ­ზე — „ჩვენ ვკითხუ­ლობთ, ვსწავ­ლობთ და ვა­სუ­რა­თებთ „ვეფხის­ტყა­ო­სანს“ — მუ­შა­ო­ბა, და­ფი­ნან­სე­ბის არ­ქო­ნის გა­მო, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ შეგ­ვი­ჩე­რე­ბია. არ მინ­დო­და, მხო­ლოდ თბი­ლი­სე­ლი ბავ­შ­ვე­ბით შე­მოვ­ფარ­გ­ლუ­ლი­ყა­ვით, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა ბავ­შ­ვ­მა მინ­და მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით. რა­ტომ? თუნ­დაც იმი­ტომ, რომ დი­ა­ლექ­ტე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს კუთხე­ებ­ში ძა­ლი­ან მხიბ­ლავს — ულა­მა­ზე­სია. ვაკ­ვირ­დე­ბი ასეთ რა­მეს — მა­გა­ლი­თად, ჩავ­დი­ვართ ოზურ­გეთ­ში ან სხვა კუთხე­ში, იქა­უ­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, თბი­ლი­სუ­რად გვე­ლა­პა­რა­კონ. მე სულ ვე­უბ­ნე­ბი მათ, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან მომ­წონს გუ­რუ­ლი, მომ­წონს ხევ­სუ­რუ­ლი, სვა­ნუ­რი და ვარ­წ­მუ­ნებ, რომ თა­ვი­ანთ კი­ლო­ზე წა­ი­კითხონ „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“, ეს ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლია. სხვა­თა შო­რის, სოფ­ლებ­ში უფ­რო მე­ტა­დაა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი სი­მარ­თ­ლის გრძნო­ბა, აზ­რი­ა­ნო­ბა (არა ცერ­ცე­ტო­ბა), ვაჟ­კა­ცუ­რი სუ­ლი, ამი­ტო­მაც, იქ უფ­რო მე­ტად მი­მი­წევს გუ­ლი, ვიდ­რე გა­ზუ­ლუ­ქე­ბულ ქა­ლაქ­ში.
ჩვენს ექ­ს­პე­დი­ცი­ებს ისევ მე­გობ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით ვაწყობთ. შარ­შან­დ­ლამ­დე სრულ ენ­თუ­ზი­ამ­ზე ვმუ­შა­ობ­დით, ყო­ველ­გ­ვა­რი ანაზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე, გა­სულ წელს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­რომ დაგ­ვი­ფი­ნან­სა პრო­ექ­ტი. მა­გა­ლი­თად, ჩე­მი მე­გო­ბა­რი რეს­ტავ­რა­ტო­რი, მე­რაბ ბუ­ჩუ­კუ­რი, მი­რე­კავს და მთა­ვა­ზობს, სვა­ნეთ­ში მივ­დი­ვართ, ხომ არ წა­მოხ­ვალთ? ასეთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას სი­ა­მოვ­ნე­ბით ვთან­ხ­მ­დე­ბით და მივ­ყ­ვე­ბით მე­რაბს. ასე­ვე ვი­ყა­ვით ჯა­ვა­ხეთ­ში, 2005 წელს, აქაც მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბით. მაია ხე­ჩი­ნაშ­ვილს ჰქონ­და პრო­ექ­ტი ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე, მან შე­მომ­თა­ვა­ზა, ხომ არ წა­მოხ­ვალ და აჩ­ვე­ნებ შენს ფილ­მებ­სო. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, წა­ვე­დით. თან ვი­ფიქ­რე, „ვეფხის­ტყა­ო­სან­საც“ ვცდი-მეთ­ქი. მა­ი­ას­თან ერ­თად იყ­ვ­ნენ სტუ­დენ­ტე­ბი. მათ ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ ჩე­მი ფილ­მე­ბი და ამის შემ­დეგ ყველ­გან დამ­ყ­ვე­ბი­ან, სა­დაც მივ­დი­ვარ — უკ­ვე დი­დე­ბი არი­ან: გი­ორ­გი ბა­ი­და­უ­რი, ნი­ნო შა­ნი­ძე (ახ­ლა გერ­მა­ნი­ა­ში აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას), ნეს­ტა­ნი (ისიც იტა­ლი­ა­ში სწავ­ლობს), ასე­თი გუ­ლი­ა­ნი და ენ­თუ­ზი­ას­ტი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ჩემ ირ­გ­ვ­ლივ შე­მოკ­რე­ბი­ლი და ერ­თად დავ­დი­ვართ ექ­ს­პე­დი­ცი­ებ­ში. ვი­ყა­ვით ბევრ კუთხე­ში: ჯა­ვა­ხე­თი, სა­მეგ­რე­ლო, კა­ხე­თი, სვა­ნე­თი... ძა­ლი­ან გვი­ი­ოლ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა, რო­ცა ამ კუთხე­ებ­ში მხვდე­ბი­ან გუ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი და კარ­გი პე­და­გო­გე­ბი. არ შე­მიძ­ლია არ გითხ­რათ, რომ წა­ლენ­ჯი­ხა­ში არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გი, მა­რი­ნა შა­ნა­ვა. იქ რომ ჩა­ვე­დით, ბავ­შ­ვე­ბი მომ­ზა­დე­ბუ­ლი დაგ­ვ­ხ­ვ­დ­ნენ, უკ­ვე იცოდ­ნენ ამორ­ჩე­უ­ლი სტრო­ფე­ბი „ვეფხის­ტყა­ოს­ნი­დან“ და თან ძა­ლი­ან ღრმად, გა­აზ­რე­ბუ­ლად. ასე­თი­ვე პე­და­გო­გია შუ­ქია არა­ბუ­ლი, ბა­რი­სა­ხოს სკო­ლა­ში. თბი­ლის­შიც არი­ან მსგავ­სი პე­და­გო­გე­ბი: 43-ე სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ნა­ნო მო­ზა­ი­ძე, რომ­ლის ბავ­შ­ვე­ბი დღემ­დე და­დი­ან ჩემ­თან. უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს იმას, რო­გორ მი­ა­წო­დებ, რო­გორ შე­აყ­ვა­რებ ბავშვს ნა­წარ­მო­ებს. ერ­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბი­ჭი გვყავს, რე­ზი კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე და არ შე­მიძ­ლია, არ გითხ­რათ მას­ზე, ხში­რად მი­რე­კავს ხოლ­მე და მე­უბ­ნე­ბა, კი­დევ ვის­წავ­ლე, მო­ვალ და ჩავ­წე­რო. სა­ო­ცა­რი ბი­ჭია.

სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც გავ­სებს...
„ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ და­სუ­რა­თე­ბას არა თუ ახერ­ხე­ბენ ბავ­შ­ვე­ბი, არა­მედ ბრწყინ­ვა­ლედ ხა­ტა­ვენ, წრფე­ლად, ისე, რო­გორც ხე­და­ვენ. ბა­რი­სა­ხო­ში ერ­თ­მა ბავ­შ­ვ­მა ისე­თი ფრი­დო­ნი და­ხა­ტა, რომ ყვე­ლა­ზე ნამ­დ­ვი­ლი ფრი­დო­ნია, ამ დროს ძა­ლი­ან ბავ­შ­ვუ­რი ხე­ლი აქვს.
ყვე­ლა­ზე მე­ტად გიჟ­დე­ბი­ან ერთ სცე­ნა­ზე — „ას­მათ ფარ­დაგ­ნი აზიდ­ნა, გა­რე ვდეგ მო­ფარ­და­გულ­სა, ქალ­სა შევ­ხე­დენ, ლახ­ვა­რი მე­ცა ცნო­ბა­სა და გულ­სა“.... — სიყ­ვა­რუ­ლი ერ­თი ნახ­ვით! — პა­ტა­რე­ბი არი­ან, მაგ­რამ გიჟ­დე­ბი­ან ამ სცე­ნა­ზე, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ სიყ­ვა­რუ­ლია ასე­თი ფე­ნო­მე­ნი და სა­ოც­რე­ბა.
ვინც იმას ამ­ბობს, რომ ეს დი­დე­ბის­თ­ვი­საა და ძნე­ლად შე­საც­ნო­ბია, ვფიქ­რობ, თვი­თონ არ აქვს პო­ე­მა ბო­ლომ­დე წა­კითხუ­ლი. რა უნ­და გა­ი­აზ­როს? ეს, და­ახ­ლო­ე­ბით, იგი­ვეა, ცა რომ იკ­ვ­ლიო, ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებს ხომ ვერ დათ­ვ­ლი, ასე­ვეა „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნიც“. რა­ღაც დას­კ­ვ­ნებს გა­მო­ი­ტან, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე შე­გიძ­ლია წინ წახ­ვი­დე. არ უნ­და გა­ჩერ­დე... ეს არის ღია სამ­ყა­რო, რო­მელ­შიც შე­დი­ხარ, გავ­სებს, გამ­დიდ­რებს. თა­ვად რუს­თ­ვე­ლი არ გე­უბ­ნე­ბა ბო­ლომ­დე არა­ფერს. ტყუ­ი­ლად კი არ ამ­ბო­ბენ, ეს არის ქარ­თ­ველ­თა მე­ო­რე სა­ხა­რე­ბაო, გა­ნა შე­იძ­ლე­ბა სა­ხა­რე­ბა შე­იც­ნო ბო­ლომ­დე?! „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ ღრმაა, უძი­რო და ულა­მა­ზე­სი.
არ ვი­ცი ასე­თი მა­ღა­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ასე ღრმად გა­აზ­რე­ბა სხვა ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში და თუ ამას მო­აკ­ლებ ბავ­შ­ვებს, ეს უბ­რა­ლოდ, არ შე­იძ­ლე­ბა. „ვერ და­ი­ჭი­რავს სიკ­ვ­დილ­სა...“ — ბავ­შ­ვი ყვე­ლა­ფერ­ზე ფიქ­რობს, ამ ურ­თუ­ლეს პრობ­ლე­მა­ზეც კი. შენ გინ­და თქვა, რომ მხო­ლოდ 25 წლის შემ­დეგ იფიქ­რებს? არა! ის პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ეჯა­ხე­ბა სიკ­ვ­დილს — რა არის, რის­თ­ვის არის; ის ეჯა­ხე­ბა ვაჟ­კა­ცო­ბას — უნ­და და­იც­ვას გო­გო თუ და­ი­მა­ლოს ბუჩ­ქებ­ში. მას სჭირ­დე­ბა ამის გამ­ყა­რე­ბა და შეც­ნო­ბა, ეს ნა­წარ­მო­ე­ბი კი სწო­რედ ამის­თ­ვი­საა იდე­ა­ლუ­რი.

ყა­ვარ­ჯე­ნი მე­რე აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­და­აგ­დო და შე­ნით იარო!
„ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ პრო­ზა­უ­ლი ვერ­სია, რა თქმა უნ­და, შე­იძ­ლე­ბა წა­ი­კითხო, მაგ­რამ ამა­ზე არ უნ­და გა­ჩერ­დე. შენ თუ პრო­ზა­ულ ვერ­სი­ას წა­ი­კითხავ იმის­თ­ვის, რომ „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ში­ნა­არ­სი იცო­დე, ეს იმას ნიშ­ნავს რომ არა­ფე­რი არ იცი. ეს იგი­ვეა, იცო­დე, რომ ზღვა ლურ­ჯია, ტალ­ღე­ბი მი­დი-მო­დის, მაგ­რამ არა­სო­დეს შე­ხე­ბი­ხარ მას. არა­და, ზღვას თუ არ შე­ე­ხე, შენ ის არ იცი. ძა­ლი­ან ბევ­რი პრო­ზა­უ­ლი ვერ­სია ვნა­ხე, რომ­ლე­ბიც სჯობს არ წა­ი­კითხო. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი­ცაა, იმ­დე­ნი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია გვხვდე­ბა. ჩვენც გა­ვა­კე­თეთ პო­ე­მის პრო­ზა­უ­ლი ვერ­სია და ამა­ში ჩე­მი და, მა­ნა­ნა ბე­გიაშ­ვი­ლი, და­მეხ­მა­რა. ჩემ­თ­ვის ეს ტექ­ს­ტია ყვე­ლა­ზე მარ­თა­ლი. პრო­ზა­უ­ლი ვერ­სია, ზო­გა­დად, სა­ჭი­როა იმი­ტომ, რომ ხან­და­ხან გხვდე­ბა ად­გი­ლი, რო­მე­ლიც კარ­გად მეც არ მეს­მის. ამ­დე­ნად, შე­იძ­ლე­ბა წა­გად­გეს პრო­ზა­უ­ლი ვერ­სია, მაგ­რამ ის აუცი­ლებ­ლად ფა­ქი­ზად, ყო­ველ­გ­ვა­რი გა­და­მე­ტე­ბის გა­რე­შე უნ­და იყოს გა­კე­თე­ბუ­ლი. ოღონდ ეს არის ყა­ვარ­ჯე­ნი, რო­მე­ლიც მე­რე აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­და­აგ­დო და შე­ნით იარო.
სხვა­თა შო­რის, ჩვენ გა­ვა­კე­თეთ ვებ­გ­ვერ­დი — utvalavi.ge (ვებ­გ­ვერ­დი მზა­დე­ბის პრო­ცეს­შია და ნელ-ნე­ლა ივ­სე­ბა), სა­დაც ავ­ტ­ვირ­თეთ „ვეფხის­ტ­ყაო­სა­ნი“, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი ბავ­შ­ვე­ბის ნა­ხა­ტე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი. რო­მელ სტროფ­ზეც გა­ჩერ­დე­ბი, შე­სა­ბა­მის ნა­ხა­ტებს გიჩ­ვე­ნებს, და­ახ­ლო­ე­ბით, 5 ათა­სი ნა­ხა­ტია შე­სუ­ლი. მინ­დო­და, რომ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის თვალ­ხი­ლუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო მა­თი შრო­მა, რად­გან ყვე­ლას ნა­ხა­ტი ფილ­მ­ში ვერ შე­ვა. ასე­ვე, ყვე­ლა უცხო სიტყ­ვის, რო­მელ­საც მა­უ­სით შე­ე­ხე­ბი, გან­მარ­ტე­ბას იქ­ვე გი­წერს, სა­იტ­ზე ატ­ვირ­თუ­ლია პრო­ზა­უ­ლი ვერ­სი­აც.
შე­მეც­ნე­ბი­თი ხა­სი­ა­თის ვებ­გ­ვერ­დ­ზე — „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ — წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ნა­წარ­მო­ე­ბის ტექ­ს­ტი, არ­ქა­ულ სიტყ­ვა­თა ლექ­სი­კო­ნი, კლა­სი­კუ­რი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი (თა­ვა­ქა­რაშ­ვი­ლის, ზი­ჩის, ქო­ბუ­ლა­ძის...), ძვე­ლი კა­ლიგ­რა­ფი­ის ნი­მუ­შე­ბი.
ვებ­გ­ვერ­დ­ზე გან­თავ­ს­დე­ბა (პე­რი­ო­დუ­ლი გა­ნახ­ლე­ბით) სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო აუდი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი — დეკ­ლა­მა­ცი­ე­ბი, ნა­ხა­ტე­ბი და კა­ლიგ­რა­ფი­ის ნი­მუ­შე­ბი. მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ კუთხე­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბი შეძ­ლე­ბენ, თვალ­ყუ­რი ადევ­ნონ პრო­ექ­ტის მსვლე­ლო­ბას, გა­ეც­ნონ თა­ნა­ტოლ­თა შე­მოქ­მე­დე­ბას. იმე­დი გვაქვს, საზღ­ვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბი (სათ­ვის­ტო­მო­ე­ბის დახ­მა­რე­ბით) შეძ­ლე­ბენ პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. დი­დია იმის ალ­ბა­თო­ბა, გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნი­ან ნა­ხა­ტებს, კა­ლიგ­რა­ფი­ის ნი­მუ­შებს თუ აუდიო ჩა­ნა­წე­რებს.

თვი­თონ იპო­ვეთ სა­კუ­თარ თავ­ში ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო
ბავ­შ­ვებს აზარ­მა­ცე­ბენ. მა­მის­გან გად­მო­ცე­მით ვი­ცი, რო­გორ გა­ა­კუ­ლა­კეს, ქი­ზიყ­ში, ჩვე­ნი ოჯა­ხი, ჩა­მო­არ­თ­ვეს სახ­ლის ნა­წი­ლი და იქ სკო­ლა გახ­ს­ნეს. მა­მას კლა­სი იქ­ვე ჰქონ­და, მე­ო­რე ოთახ­ში. მღვდლე­ბი ას­წავ­ლიდ­ნენ, ასე­თი წე­სი იყო — რად­გან წიგ­ნე­ბი ძა­ლი­ან ცო­ტა ჰქონ­დათ, სულ თი­თო-ორო­ლა, ამი­ტომ წიგნს ჩა­მოგ­ვა­ტა­რე­ბი­ნებ­დ­ნენ და გაკ­ვე­თი­ლი ყვე­ლას უნ­და წაგ­ვე­კითხა და იქ­ვე გვეს­წავ­ლა, რად­გან სახ­ლ­ში არა­ვინ გაგ­ვა­ტან­დაო. ანუ შე­ნი რვე­უ­ლიც და წიგ­ნიც შე­ნი­ვე გო­ნე­ბა იყო, ასე აჩ­ვევ­დ­ნენ მათ ზე­პირ­მეტყ­ვე­ლე­ბას — ახ­ლა კი უნ­და ეჩი­ჩი­ნო ბავშვს, რომ ერ­თი სტრო­ფი ის­წავ­ლოს.
ეს დი­დე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია — ზე­პირ­მეტყ­ვე­ლე­ბა დღე­ი­სათ­ვის თით­ქ­მის სრუ­ლად მი­ვიწყე­ბუ­ლია. არა­და, მი­სი მეშ­ვე­ო­ბით, თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ე­ცე­მო­და საკ­რა­ლუ­რი ცოდ­ნა, ხალ­ხუ­რი პო­ე­ზია, მი­თე­ბი და ზღაპ­რე­ბი. მთხრო­ბე­ლი და მსმე­ნე­ლი უწყ­ვეტ ჯაჭვს ქმნიდ­ნენ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სიღ­რ­მი­დან დღემ­დე.
ამ ტრა­დი­ცი­ის გაგ­რ­ძე­ლე­ბის მცდე­ლო­ბა ეჭვს არ უნ­და ბა­დებ­დეს...
მომ­წონს შე­და­რე­ბა, რო­მელ­საც ბავ­შ­ვებს ხში­რად ვე­უბ­ნე­ბი: გო­გო­ნას უკე­თია სამ­კა­უ­ლი, რო­მე­ლიც ალა­მა­ზებს, ის ამით ამა­ყობს და აფ­რ­ქ­ვევს სი­ლა­მა­ზეს. მე ვე­უბ­ნე­ბი მათ, რომ ეს ძა­ლი­ან ლა­მა­ზია, მაგ­რამ მხო­ლოდ გა­რე­დან ჩანს, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სტრო­ფი თუ იცი, ის შიგ­ნი­დან გა­ლა­მა­ზებს, იქი­დან ანა­თებს.
ეს ყვე­ლა­ფე­რი კი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ოჯახ­ზე, მარ­ტო სკო­ლა ვე­რა­ფერს გახ­დე­ბა. ქარ­თ­ვე­ლებს ერ­თი ძა­ლი­ან კარ­გი ტრა­დი­ცია გვქონ­და, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, ნელ-ნე­ლა იკარ­გე­ბა. ჩვენს ოჯახ­ში ბე­ბი­ე­ბი, ბა­ბუ­ე­ბი, მშობ­ლე­ბი, შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ყვე­ლა­ნი ერ­თად ვი­ყა­ვით. ბე­ბი­ებს და ბა­ბუ­ებს მე­ტი დრო ჰქონ­დათ შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თ­ვის და გვი­კითხავ­დ­ნენ წიგ­ნებს, გვას­წავ­ლიდ­ნენ. ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, იშ­ლე­ბა. ახ­ლა ყვე­ლა ცდი­ლობს თა­ვი­სი ოთა­ხი, თა­ვი­სი კომ­პი­უ­ტე­რი ჰქონ­დეს და ჩა­ი­კე­ტოს — „მე, ჩე­მია!!!“. რაც უფ­რო მე­ტად გახ­ს­ნი­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით, ბუ­ნებ­რი­ვია, უკე­თე­სია. ხში­რად ოჯა­ხი იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რა პრო­ფე­სია აირ­ჩი­ოს ბავ­შ­ვ­მა მო­მა­ვალ­ში, უბიძ­გებს მას, მა­გა­ლი­თად, გახ­დეს ბიზ­ნეს­მე­ნი. მაგ­რამ თუ ბავ­შ­ვი იაზ­რებს და ხვდე­ბა, რომ შიგ­ნით სხვა, უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო სამ­ყა­რო აქვს, აუცი­ლებ­ლად იბ­რ­ძო­ლებს და ასეც უნ­და მოხ­დეს, თა­ვად უნ­და იპო­ვოს სა­კუ­თარ თავ­ში ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო. არც ჩა­საც­მე­ლი და არც კვე­ბა არ არის მო­ზარ­დის­თ­ვის იმ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რამ­დე­ნა­დაც იმის გა­და­ცე­მა მის­თ­ვის, რომ თა­ვი იგ­რ­ძ­ნოს, პირ­ველ რიგ­ში, პი­როვ­ნე­ბად და იცო­დეს, რა არის ეს პი­როვ­ნე­ბა. ბავშვს უნ­და აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნონ, რომ გო­ნი­ე­რია, აქვს ნე­ბა, თა­ვად შე­უძ­ლია გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ი­ღე­ბა და არა ვი­ღა­ცის ხათ­რით და ვი­ღა­ცის გა­მო. ეს ნა­წარ­მო­ე­ბიც სწო­რედ ამა­ზეა. ეს ჩვე­ნი კონ­ს­ტი­ტუ­ციაა!

„ტე­ლე­ვე­ზი­რი“ წარ­მო­გიდ­გენთ  („ვეფხის­ტყა­ოს­ნის“  ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი)
4 თე­ბერ­ვალს, ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, სტუ­დია „ტე­ლე­ვე­ზი­რის“ მი­ერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მის — „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ — პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დი, რო­გორ და­მეწყო ეს სი­უ­ჟე­ტი, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ამა­ზე უკე­თესს ვე­რა­ფერს მო­ვი­ფიქ­რებ­დი, ფილ­მი ბავ­შ­ვე­ბის ჩურ­ჩუ­ლით იწყე­ბა... „რო­მელ­მან შექ­მ­ნა სამ­ყა­რო...“ მა­თი სუფ­თა ხმით ნა­ჩურ­ჩუ­ლე­ბი „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ სტრი­ქო­ნე­ბი სა­ო­ცარ მუხტს გვაძ­ლევს... დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, 900-ზე მე­ტი ბავ­შ­ვის ხმა ჩა­ი­წე­რა და 5000-ზე მე­ტი ნა­ხა­ტი შეგ­როვ­და. მარ­თა­ლია, ამ ფილ­მ­ში ყვე­ლა ვერ მოხ­ვ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი შე­იქ­მ­ნა. ამ ფილ­მ­ში შე­ვი­და არა მარ­ტო თბი­ლი­სე­ლი ბავ­შ­ვე­ბის ნა­ხა­ტე­ბი, არა­მედ რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი პა­ტა­რე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბიც. მა­სა­ლა უამ­რა­ვი გვაქვს, მაგ­რამ და­ვა­მონ­ტა­ჟეთ 9-წუ­თი­ა­ნი ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი, ასე­ვე, გა­ვა­კე­თეთ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მიც — ნელ-ნე­ლა ფილ­მე­ბი შე­ივ­სე­ბა. სა­ოც­რად კარ­გი ბავ­შ­ვე­ბი არი­ან, არა მარ­ტო ხა­ტა­ვენ, გა­სა­ოც­რად კითხუ­ლო­ბენ „ვეფხის­ტყა­ო­სანს“, 5 წლის სვა­ნი ბი­ჭი — თა­დე­ოზ ჯა­ფა­რი­ძე ისე კითხუ­ლობს პო­ე­მის სტრი­ქო­ნებს, მსა­ხი­ო­ბე­ბიც რომ ვერ კითხუ­ლო­ბენ. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­საც ვი­ღებთ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა.
გვინ­და, ბაშ­ვე­ბის ნა­ხა­ტე­ბით და­სუ­რა­თე­ბუ­ლი „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ გა­მო­ცე­მა, სა­დაც სა­უ­კე­თე­სო კა­ლიგ­რა­ფი­ის ნი­მუ­შე­ბი შე­ვა. ბავ­შ­ვებს სულ ვე­უბ­ნე­ბით ხოლ­მე, გა­და­წე­რეთ, შე­ამ­კეთ, მორ­თეთ სტრო­ფე­ბი...
სა­მო­მავ­ლოდ ვგეგ­მავთ ექ­ს­პე­დი­ცი­ე­ბის გაგ­რ­ძ­ლე­ბას და ნა­მუ­შევ­რე­ბის დაგ­რო­ვე­ბას, რომ უფ­რო დი­დი ფილ­მი გა­კეთ­დეს. ამის­თ­ვის კი­დევ ბევ­რი მუ­შა­ო­ბა დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა — რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მას­ში ვერ შე­ვა მთლი­ა­ნად „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“. ფილმს, ალ­ბათ, ორ ნა­წი­ლად გა­ვა­კე­თებთ — შე­საძ­ლოა ორ­სა­ა­თი­ა­ნიც გა­მო­ვი­დეს, სი­უ­ჟე­ტუ­რი ხა­ზი არ უნ­და და­ირ­ღ­ვეს, შერ­ჩე­უ­ლი გვაქვს 300 სტრო­ფი — სა­უ­კე­თე­სო, ულა­მა­ზე­სი სტრი­ქო­ნე­ბი.
ჩვენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს ფილ­მი შე­იქ­მ­ნას, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა კუთხის ბავ­შ­ვის გა­ნაცხა­დი, რაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი სუ­ლი­ე­რი და ზნე­ობ­რი­ვი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში გად­მო­ტა­ნის მცდე­ლო­ბა იქ­ნე­ბა.
ჰო­და, პა­ტა­რე­ბი­დან და­ვიწყოთ!.. ისე­ვე, რო­გორც პა­ტა­რებს უშ­ვე­ბენ ხოლ­მე წყლის და­სა­ლე­ვად — „წყა­ლი პა­ტა­რი­საა!“.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

20(894)N