გამოდის 1998 წლიდან
2014-04-10
„პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნის მხატ­ვ­რო­ბას აერ­თი­ა­ნებს

 
ლა­ლი ჯე­ლა­ძე

„ქარ­თულ და­სუ­რა­თე­ბულ ხელ­ნა­წერ­თა (IX-XIX სს.) გა­ფორ­მე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა“ იქ­მ­ნე­ბა. პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია, 3 აპ­რილს, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში გა­ი­მარ­თა, ეს­წ­რე­ბოდ­ნენ: სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი თა­მარ სა­ნი­კი­ძე, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი ბუ­ბა კუ­და­ვა, პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი.
პრო­ექ­ტ­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, შო­თა რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მხარ­და­ჭე­რით, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, შო­თა რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის საგ­რან­ტო კონ­კურ­ს­ში გა­ი­მარ­ჯ­ვა და და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­პო­ვა. მი­სი მი­ზა­ნია ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მუ­ზე­უ­მებ­ში და­ცულ ქარ­თულ და­სუ­რა­თე­ბულ ხელ­ნა­წერ­თა სა­ფუძ­ველ­ზე, შე­იქ­მ­ნას ელექ­ტ­რო­ნულ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა, რო­მე­ლიც ჳხ-ხჳხ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მო­ხა­ტულ ხელ­ნა­წე­რებ­ში ჩარ­თულ მი­ნი­ა­ტი­უ­რებს მო­ი­ცავს. ქარ­თუ­ლი მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი მხატ­ვ­რო­ბის ნი­მუ­შებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მსგავ­სი ნაშ­რო­მი არ არ­სე­ბობს. პრობ­ლე­მის აქ­ტუ­ა­ლო­ბას ისიც გან­საზღ­ვ­რავს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო მი­მოქ­ცე­ვა­ში, სპე­ცი­ფი­კუ­რად, ქარ­თუ­ლი მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი მხატ­ვ­რო­ბი­სათ­ვის სა­ხა­სი­ა­თო ელე­მენ­ტე­ბი არ არის შე­სუ­ლი. პრო­ექ­ტი შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის ქარ­თუ­ლი მა­სა­ლის უცხო ენა­ზე თარ­გ­მ­ნას და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის გაც­ნო­ბას.


ბუ­ბა კუ­და­ვა, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი: „ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ერთ-ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბა გახ­ლავთ წიგ­ნის მხატ­ვ­რო­ბა, რო­მელ­საც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან დი­დი ხნის ის­ტო­რია აქვს. ლო­გი­კუ­რად ის მა­შინ­ვე უნ­და წარ­მოქ­მ­ნი­ლი­ყო, რო­გორც კი გაჩ­ნ­და დამ­წერ­ლო­ბა. თუმ­ცა, პირ­ვან­დელ ნი­მუ­შებს, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, ჩვე­ნამ­დე არ მო­უღ­წე­ვია. რთუ­ლია 15-17 სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში მხატ­ვ­რო­ბის ნი­მუ­შე­ბის შე­ნახ­ვა. უახ­ლე­სი ნი­მუ­შე­ბი ჳხ სა­უ­კუ­ნი­დან ჩნდე­ბა და ხ-ხჳჳ სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლა გვაქვს — არა­ერ­თი მო­ხა­ტუ­ლი, მდიდ­რუ­ლად ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი, ძი­რი­თა­დად, სა­ეკ­ლე­სიო ში­ნა­არ­სის. თუმ­ცა, ხჳჳ სა­უ­კუ­ნი­დან შე­მორ­ჩე­ნი­ლია სა­ე­რო მხატ­ვ­რო­ბის ძეგ­ლე­ბიც, გვი­ან შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში უკ­ვე ბევ­რი ხელ­ნა­წე­რი გვაქვს სა­ე­რო ში­ნა­არ­სის. მხატ­ვ­რო­ბის ეს ნი­მუ­შე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მატ­ში, სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გ­ლებ­შია შეს­წავ­ლი­ლი და მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­თი კვლე­ვა. დღემ­დე არ არ­სე­ბობს ერ­თი­ა­ნი ბა­ზა, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და მკვლე­ვა­რი­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა. ჩვენ­მა ცენ­ტ­რ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, შე­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა პრო­ექ­ტი — „ქარ­თუ­ლი მი­ნი­ა­ტი­უ­რის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის შექ­მ­ნა“ — რო­მელ­მაც შო­თა რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­პო­ვა. სწო­რედ ამ პრო­ექ­ტის დაწყე­ბას გამ­ც­ნობთ დღეს. პრო­ექ­ტი ორ­წ­ლი­ა­ნია და მი­სი მი­ზა­ნია ყვე­ლა ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­ში და­ცუ­ლი მი­ნი­ა­ტიუ­რის ონ­ლა­ინ ბა­ზა­ში გან­თავ­სე­ბა და სა­ძი­ე­ბო აპა­რა­ტით აღ­ჭურ­ვა. ნე­ბის­მი­ერ მკვლე­ვარს თუ ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნის მხატ­ვ­რო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია სხვა­დას­ხ­ვა მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით მო­ი­ძი­ოს — მი­ნი­ა­ტიუ­რა­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი პი­რის მი­ხედ­ვით, ან თუნ­დაც რო­მე­ლი­მე წმინ­და­ნის, ის­ტო­რი­უ­ლი პი­რის, სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, მა­გა­ლი­თად, ფე­რიც­ვა­ლე­ბის სი­უ­ჟე­ტი და სხვ. შე­საძ­ლე­ბე­ლია, აგ­რეთ­ვე, გარ­კ­ვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბის მი­ხედ­ვით მო­ძი­ე­ბა — მნა­თო­ბი, ფლო­რა, ფა­უ­ნა... მა­გა­ლი­თად, ირ­მის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ქარ­თულ მი­ნი­ა­ტი­უ­რა­ში და ა.შ. ძი­ე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხ­ვა პა­რა­მეტ­რე­ბის მი­ხედ­ვით. ბა­ზა ორე­ნო­ვა­ნი იქ­ნე­ბა — ქარ­თულ-ინ­გ­ლი­სუ­რი — რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის. პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი გახ­ლავთ ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შ­რო­მე­ლი ქე­თე­ვან ტა­ტიშ­ვი­ლი  და მინ­და მას წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ასე­ვე, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას — სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმს, რო­მე­ლიც მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის ხში­რი მხარ­დამ­ჭე­რია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი­ე­რე­ბა მინ­და გა­მოვ­ხა­ტო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტო­სად­მი, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის თა­ნა­დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ესა თუ ის პრო­ექ­ტი რომ გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის ერთ-ერ­თი პი­რო­ბა თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბაა. ეს უკ­ვე მე­ო­რე პრე­ცე­დენ­ტია, რო­ცა ჩვენ ერ­თად ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ პრო­ექტს; პირ­ვე­ლი იყო  ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბის ონ­ლა­ინ ბა­ზის შექ­მ­ნა (შექ­მ­ნის პრო­ცეს­შია). კი­დევ ერ­თხელ დი­დი მად­ლო­ბა შო­თა რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნულ სა­მეც­ნი­ე­რო ფონდს, რომ­ლის საგ­რან­ტო კონ­კურ­სე­ბი რომ არა, ასე­თი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ბა­ზის სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით შექ­მ­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. მა­თი და­ფი­ნან­სე­ბით უკ­ვე მე­რამ­დე­ნე პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერთ-ერ­თის — ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის ბა­ზის შექ­მ­ნა — პრე­ზენ­ტა­ცია გვქონ­და. ამ პრო­ექ­ტებს შო­რი­საა, რო­გორც გითხა­რით, ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბის ბა­ზის შექ­მ­ნა; ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს ქარ­თუ­ლი და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ცუ­ლი უცხო­ე­ნო­ვა­ნი ას­ტ­რო­ლო­გი­უ­რი ხელ­ნა­წე­რე­ბის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის შექ­მ­ნა და ა.შ.
ვფიქ­რობ, დღეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტი იმ თვალ­საზ­რი­სი­თაც სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხ­ვა დარ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ანა­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის კარგ გა­მოც­დი­ლე­ბად იქ­ცეს.
მად­ლო­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს თა­ნად­გო­მი­სა და ასე­თი კარ­გი პრე­ზენ­ტა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სათ­ვის, მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვს ჩვენს ცენტრს.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან ახალ­გაზ­რ­დე­ბი. ჩვე­ნი ცენ­ტ­რის ერთ-ერ­თი პრინ­ცი­პი სწო­რედ ახალ­გაზ­რ­დო­ბის ჩარ­თუ­ლო­ბაა, ეს და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნი­ვით გვაქვს — ახალ­გაზ­რ­დე­ბი ყვე­ლა პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, რად­გან ეს მათ­თ­ვის მეც­ნი­ე­რე­ბა­ში და­მაგ­რე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა“ .
პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა ქე­თე­ვან ტა­ტიშ­ვილ­მა უშუ­ა­ლოდ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­სა და მის მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე ისა­უბ­რა: „პრო­ექ­ტი დის­ციპ­ლი­ნუ­რია და მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ არა მხო­ლოდ ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ე­ბი, არა­მედ სხვა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც — ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რი, ქალ­ბა­ტო­ნი ელე­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი , ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ის­ტო­რი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ნი­ნო ქავ­თა­რია , ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე ნი­ნო ცი­ციშ­ვი­ლი, ფი­ლო­ლო­გე­ბი, ის­ტო­რი­კო­სე­ბი, კო­დი­კო­ლო­გე­ბი და სხვე­ბი“.
ელე­ნე მა­ჭა­ვა­რი­ნი, ხელ­ოვ­ნ­ე­ბათ­მცოდ­ნეობის დოქტორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელი: „არ შე­მიძ­ლია, არ გა­ვიხ­სე­ნო დი­დი ქარ­თ­ვე­ლი მოღ­ვა­წის ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის ღვაწ­ლი ჩვე­ნი ხელ­ნა­წე­რე­ბის შე­ნახ­ვი­სა და დაბ­რუ­ნე­ბის საქ­მე­ში. 1945 წელს, რო­დე­საც სხვა გან­ძე­უ­ლო­ბას­თან ერ­თად, ხელ­ნა­წე­რე­ბი საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, ეს ძვირ­ფა­სი ხელ­ნა­წე­რე­ბი მო­თავ­ს­და სი­მონ ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის მუ­ზე­უმ­ში, შემ­დეგ — ხელ­ნა­წერ­თა ინ­ს­ტი­ტუტ­ში, ამ­ჟა­მად კი, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. მა­თი შეს­წავ­ლა ჯერ კი­დევ მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს და­იწყო. მაგ­რამ მეც­ნი­ე­რებს, უცხო­ელ მოგ­ზა­უ­რებს ისი­ნი აინ­ტე­რე­სებ­დათ, რო­გორც ფი­ლო­ლო­გი­უ­რი თუ ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი. ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტის და­არ­სე­ბის შემ­დეგ კი, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ, ხელ­ნა­წე­რე­ბი მხატ­ვ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც შე­ეს­წავ­ლათ. მა­თი შეს­წავ­ლა დღემ­დე გრძელ­დე­ბა. ეს პრო­ექ­ტი პირ­ვე­ლია, რო­მე­ლიც თავს უყ­რის დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნის მხატ­ვ­რო­ბას“.
რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, სულ­ხან სი­სა­ურ­მა, პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნაცხა­და, რომ ამა­ყია იმით, რომ წარ­მო­ად­გენს  ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც მსგავს პრო­ექ­ტებს აფი­ნან­სებს: „პირ­ველ რიგ­ში, მინ­და, ამ ჯგუფს მი­ვუ­ლო­ცო წარ­მა­ტე­ბა, რო­მე­ლიც კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბის შე­დე­გად მო­ი­პო­ვა და პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ნა­ყო­ფი­ე­რი ორ­წ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა ვუ­სურ­ვო.
რე­ა­ლუ­რად ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი ის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რია, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლია ქვე­ყა­ნა­ში. სა­მეც­ნი­ე­რო ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ცენ­ტ­რ­შია თავ­მოყ­რი­ლი, მარ­თ­ლაც, მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით. ეს ჩე­მი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რი არ არის, რად­გან თვალ­ნათ­ლივ ჩანს მა­თი წარ­მა­ტე­ბა სა­მეც­ნი­ე­რო საგ­რან­ტო კონ­კურ­სებ­ში, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია მა­თი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დო­ნეც, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, ხში­რია მა­თი გა­მარ­ჯ­ვე­ბაც ჩვენს კონ­კურ­სებ­ში. ჩე­მი მხრი­დან, ყო­ველ­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნოა ასეთ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წ­რე­ბა, თუნ­დაც იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ეს თვალ­ნათ­ლივ წარ­მო­ა­ჩენს ჩვე­ნი ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გებ­საც. ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მხო­ლოდ კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა ან და­ფი­ნან­სე­ბა არ არის, შე­დე­გი — ასე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნაა. ამის­თ­ვის მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენტრს და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, რო­მე­ლიც ჩვენს ფონდს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კონ­კურ­სე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სა და გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს“.
პრო­ექ­ტის მეს­ვე­უ­რებს წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა, თა­მარ სა­ნი­კი­ძემ და ქარ­თულ და­სუ­რა­თე­ბულ ხელ­ნა­წერ­თა მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ზე მუ­შა­ო­ბა მრა­ვალ­მ­ხ­რივ მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­ა­ფა­სა: „პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შე­იქ­მ­ნე­ბა პლატ­ფორ­მა და ბა­ზა ქარ­თუ­ლი და­სუ­რა­თე­ბუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი­სა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მეც­ნი­ერს თუ არა­მეც­ნი­ერს, ჰქონ­დეს წვდო­მა ამ უნი­კა­ლურ ბა­ზას­თან. მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვად — პირ­ვე­ლი და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის, რომ შე­ნარ­ჩუნ­დეს არ­სე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი და და­ვიც­ვათ ისი­ნი და­ზი­ა­ნე­ბი­სა­გან“.

25-28(942)N