გამოდის 1998 წლიდან
2014-03-27
გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის წლი­უ­რი ან­გა­რი­ში


ლალი ჯელაძე


გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა, კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და ტრე­ნინ­გის ცენ­ტ­რ­ში (CTC), 2013 წლის ან­გა­რი­შის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა, რომელსაც ეს­­წ­რე­ბოდ­ნენ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სსიპ-ების ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.
ცენ­ტ­რის მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი პუბ­ლი­კა­ცია ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა — ან­გა­რი­შის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი სსიპ-გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის 2013 წლის საქ­მი­ა­ნო­ბას და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ცვლი­ლე­ბებს ეხე­ბა; დო­კუ­მენ­ტის მე­ო­რე ნა­წილ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია 2011-2013 წლე­ბის მი­მო­ხილ­ვა და ანა­ლი­ზი — ცენ­ტ­რის ფუნ­ქ­ცი­ე­ბის/საქ­მი­ა­ნო­ბის და მარ­თ­ვის სფე­რო­ში სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­მო­ხილ­ვა; სა­გან­მან­ათ­ლ­ებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და სა­გან­მან­ათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ანა­ლი­ზი; ეროვ­ნულ საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ჩარ­ჩო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­მო­ხილ­ვა; სტუ­დენ­ტ­თა მო­ბი­ლო­ბის პრო­ცე­სის ანა­ლი­ზი და ინ­ფორ­მა­ცია უმაღ­ლეს სა­გან­მან­ათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სტუ­დენ­ტე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.
ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, ელე­ნე ჯიბ­ლა­ძემ, მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს ცენ­ტ­რის მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პე­ბი გა­აც­ნო და 2013 წლის შე­დე­გე­ბი წა­რუდ­გი­ნა. ან­გა­რიშ­თან ერ­თად, ვრცლად ისა­უბ­რა 2011-2013 წლებ­ში, ცენ­ტ­რის მი­ერ, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით გან­ხო­ცი­ე­ლე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ.
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ, ლია გი­გა­ურ­მა, ასე­თი პრე­ცე­დენ­ტი — გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ერთ-ერ­თი სტ­რუქ­ტუ­რა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს ან­გა­რიშს რომ აბა­რებს, და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა და სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვა, ან­გა­რი­შის ჩა­ბა­რე­ბის ასე­თი სის­ტე­მა ტრა­დი­ცი­ად იქ­ცეს, რად­გან მას ბევ­რი და­დე­ბი­თი მხა­რე აქვს: „მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თა­ვად ცენ­ტ­რის მი­ერ გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოც და ის ან­გა­რი­შიც, რო­მელ­საც დღეს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი წარ­მო­ად­გენს. მას რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მხა­რე აქვს: ერ­თი — კონ­კ­რე­ტუ­ლი ანა­ლი­ზი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მო­მავ­ლის და­გეგ­მ­ვის­თ­ვის, თუ გვინ­და, რომ მარ­თ­ლაც რე­ა­ლურ შე­დე­გებ­ზე გა­ვი­დეთ; მე­ო­რე — ამით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, სტრუქ­ტუ­რას, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეზ­რ­დე­ბა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. და კი­დევ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც აქ დამ­ს­წ­რე­თა მხრი­დან წა­მო­სუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და შე­ნიშ­ვ­ნე­ბი აუცი­ლებ­ლად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის და­გეგ­მ­ვი­სას, რა­საც შე­იძ­ლე­ბა უკ­ვე პრაქ­ტი­კუ­ლი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყ­ვეს. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც მო­ამ­ზა­და ან­გა­რი­ში და დღეს სრულ­ყო­ფი­ლად წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა. სა­სურ­ვე­ლია, ის შე­დე­გი, რაც ამ შეხ­ვედ­რას მოჰ­ყ­ვე­ბა, სხვებ­საც გა­უ­ზი­ა­როთ, რა­თა ყვე­ლამ ერ­თად ვიზ­რუ­ნოთ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბი­სა თუ მთლი­ა­ნად გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.“
ცენ­ტ­რის მი­ერ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბის დახ­ვე­წის მი­მარ­თუ­ლე­ბით და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის კუთხით. 2013 წელს, ცენ­ტ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით, კა­ნონ­ში შე­ვი­და ცვლი­ლე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭო და­ი­ყო ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, პრო­ფე­სი­ულ და უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საბ­ჭო­ე­ბად. თუ 2013 წლამ­დე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ერ­თი საბ­ჭო იღებ­და, 2013 წლის მარ­ტ­ში ეს შე­იც­ვა­ლა და დღეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭო იღებს. ამ გზით გა­ი­ზარ­და საბ­ჭო­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის რეპ­რე­ზენ­ტა­ტუ­ლო­ბა, გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სი დო­ნე­ე­ბის მი­ხედ­ვით და საბ­ჭოს კომ­პე­ტენ­ცი­ის დო­ნე.
გა­სულ წელს ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის წინ გა­დად­გ­მულ ნა­ბი­ჯად ცენ­ტ­რი სწო­რედ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს და­ყო­ფას მი­იჩ­ნევს.
საბ­ჭოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის ხა­რის­ხის ზრდის მიზ­ნით, და­ი­ნერ­გა საბ­ჭოს წევ­რ­თა შერ­ჩე­ვის ახა­ლი, თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პრაქ­ტი­კა. ცენ­ტ­რ­მა საბ­ჭოს წევ­რ­თა შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში ჩარ­თო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, დამ­საქ­მებ­ლე­ბი და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი. ან­გა­რიშ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი 2013 წლის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭო­ე­ბის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის დი­აგ­რა­მის მი­ხედ­ვით, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის 70 პრო­ცენ­ტი და­დე­ბი­თია. 2010 წლამ­დე ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი აკ­რე­დი­ტა­ცია მხო­ლოდ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის იყო სა­ვალ­დე­ბუ­ლო, ამ­ჟა­მად ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ვე დო­ნეს შე­ე­ხო და სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო (კერ­ძო), პრო­ფე­სი­უ­ლი და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დ­ნენ სტან­დარ­ტებს — სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი; მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბი; ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი. სტან­დარ­ტის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ავ­ტო­რი­ზა­ცია 5 წლის ვა­დით ენი­ჭე­ბა, ამას­თან, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის მიზ­ნით, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი თვით­შე­ფა­სე­ბის ყო­ველ­წ­ლი­ურ ან­გა­რიშს წა­რად­გე­ნენ.
2013 წლის დე­კემ­ბ­რის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 67 უმაღ­ლე­სი და 91 პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა. უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შო­რის 28  უნი­ვერ­სი­ტე­ტი, 27 სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და 12 კო­ლე­ჯია, ხო­ლო პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შო­რის — 44 სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და 47 პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯი. რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, დღე­ი­სათ­ვის, ქვე­ყა­ნა­ში სულ 2332 სკო­ლაა, მათ შო­რის 2085 სა­ჯა­რო და 247 კერ­ძო. ამ ეტაპ­ზე, ავ­ტო­რი­ზა­ცია ეხე­ბა მხო­ლოდ კერ­ძო სკო­ლებს და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­მა ყვე­ლა­ზე მე­ტად კერ­ძო ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე იქო­ნია გავ­ლე­ნა. მა­თი რიცხ­ვი, 2010-2011 წლებ­ში, 40%-ით შემ­ცირ­და, რად­გან სკო­ლებ­მა ვერ შეძ­ლეს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და გა­უ­უქ­მ­დათ ავ­ტო­რი­ზა­ცია.
პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, 2011 წელს, 11%-ით შემ­ცირ­და, 2012 წლის ბო­ლოს­თ­ვის კი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და (40%-ით). ამის მი­ზე­ზი იყო ის, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბი გა­მო­ე­ყო ზო­გი­ერთ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას და ცალ­კე პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­და ან უსდ-ები სა­ზო­გა­დო­ებ­რივ კო­ლე­ჯე­ბად გა­და­კეთ­დ­ნენ. ასე­ვე შე­იქ­მ­ნა ახა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯე­ბი.
2010-2011 წლებ­ში უსდ-ების რა­ო­დე­ნო­ბა 71-დან 57-მდე შემ­ცირ­და. ამას სა­მი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი აქვს: უსდ-ების­თ­ვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბა, რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გზით სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ერ­თე­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ან პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯე­ბად გარ­დაქ­მ­ნა.
დღე­ი­სათ­ვის, 67 უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, 48-ს გავ­ლი­ლი აქვს ავ­ტო­რი­ზა­ცია.
2011-2013 წლებ­ში ავ­ტო­რი­ზა­ცია გა­უ­უქ­მ­და 4 უმაღ­ლეს, 41 პრო­ფე­სი­ულ და 166 კერ­ძო ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი 2004 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მხო­ლოდ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ეხე­ბო­და, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის დაწყე­ბის შე­დე­გად, 2011-2013 წლებ­ში, უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი (4,7%) შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი იყო პრო­ფე­სი­ულ და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბულ გა­უქ­მე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებ­ზე (25% და 21%).
რაც შე­ე­ხე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ა­ზე უარის თქმის მო­ნა­ცე­მებს, 2011-2013 წლებ­ში ავ­ტო­რი­ზა­ცი­ა­ზე უარი ეთ­ქ­ვა 15 უმაღ­ლეს, 23 პრო­ფე­სი­ულ და 50 ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. მათ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ, გა­ნაცხა­დის ხე­ლა­ხა­ლი წარ­დ­გე­ნის შე­დე­გად, მო­ი­პო­ვა ავ­ტო­რი­ზა­ცია (54%და 61%). ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ხე­ლახ­ლა მო­პო­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, სკო­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში — 1%, პრო­ფე­სი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი — 5%.
გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბის მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი სა­გან­მან­თ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ციაა, რომ­ლის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას აკ­რე­დი­ტა­ცი­ის საბ­ჭო იღებს. 2013 წლის 25 ივ­ლისს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის ¹148 ბრძა­ნე­ბით, დამ­ტ­კიც­და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის საბ­ჭოს ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით შე­ირ­ჩა და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭო­ე­ბის შერ­ჩე­ვის ანა­ლო­გი­უ­რად ჩა­ტარ­და. გა­სულ წელს აკ­რე­დი­ტა­ცი­ის საბ­ჭომ სულ 215 გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, მათ შო­რის, 187 სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას მი­ე­ნი­ჭა აკ­რე­დი­ტა­ცია. 2013 წლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტია და თით­ქ­მის ერ­თ­მა­ნე­თის ტო­ლია — 61 და 60.
გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ში­და მე­ქა­ნიზ­მე­ბის ფორ­მი­რე­ბი­სა და მა­თი შემ­დ­გო­მი სრულ­ყო­ფის მიზ­ნით, ცენ­ტ­რ­მა არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ა­ტა­რა. ეროვ­ნულ საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ჩარ­ჩო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­თა ნუს­ხას და­ე­მა­ტა 25 კვა­ლი­ფი­კა­ცია, მათ შო­რის, 4 დარ­გი/სპე­ცი­ა­ლო­ბა, 16 ქვე­დარ­გი/სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია, 4 პრო­ფე­სი­უ­ლი სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია, შე­იც­ვა­ლა 6 კვა­ლი­ფი­კა­ცია. ზო­გა­დად გა­უმ­ჯო­ბეს­და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­მა­ტე­ბის, შეც­ვ­ლი­სა და ამო­ღე­ბის წე­სი. აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­მა­ტე­ბა და ამ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სა­აკ­რე­დი­ტა­ციო/სა­ავ­ტო­რი­ზა­ციო გა­ნაცხად­ში ან თვით­შე­ფა­სე­ბის ან­გა­რიშ­ში ახა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­თი­თე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ცენ­ტ­რის თან­ხ­მო­ბის მი­ღე­ბის შე­დე­გად. პრაქ­ტი­კამ აჩ­ვე­ნა, რომ პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე მი­ზან­შე­წო­ნი­ლია შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის არ­სე­ბო­ბა. ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს და­ე­კის­რე­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, და­ა­სა­ბუ­თოს ამა თუ იმ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­მა­ტე­ბის /შეც­ვ­ლის/ამო­ღე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რა წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და საქ­მის წარ­მო­ე­ბის ვა­და 6 თვე იქ­ნე­ბა.
ცენ­ტ­რ­მა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და „პრო­ფე­სი­ულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­თა სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის“ პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც 2014 წელ­საც გაგ­რ­ძელ­დე­ბა. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბი­სა და ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მის ქვეპ­როგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს პრო­ფე­სი­ულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­თა სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას, რომ­ლის მი­ზა­ნია, პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ის და­ნერ­გ­ვით, პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ხა­რის­ხი­სა და რე­ლე­ვან­ტუ­რო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის გა­ნახ­ლე­ბის მიზ­ნით, 500-მდე მსხვილ, სა­შუ­ა­ლო და მცი­რე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­დე­გად, გან­ხორ­ცი­ელ­და კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბი­სათ­ვის სა­მუ­შა­ო­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლის და სა­მუ­შაო აღ­წე­რი­ლო­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა; დაCჲმ მე­თო­დო­ლო­გი­ის (რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ას კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­მუ­შა­ოს/პრო­ფე­სი­ის ფუნ­ქ­ცი­უ­რი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე) გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და მო­დუ­ლუ­რი კუ­რი­კუ­ლუ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში გა­დამ­ზად­და 500-მდე ადა­მი­ა­ნი.
გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ცენ­ტ­რი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის რე­ეს­ტ­რის მო­ნა­ცემ­თა სა­ფუძ­ველ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ახორ­ცი­ე­ლებს სტუ­დენ­ტ­თა მო­ბი­ლო­ბას. მო­ბი­ლო­ბის პრო­ცე­სი გა­სულ წელს ორ­ჯერ — შე­მოდ­გო­მა­სა და გა­ზა­ფხულ­ზე — გან­ხორ­ცი­ელ­და და მო­ბი­ლო­ბის უფ­ლე­ბა 4968-მა სტუ­დენ­ტ­მა მო­ი­პო­ვა. ან­გა­რიშ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი დი­აგ­რა­მის მი­ხედ­ვით, სა­შე­მოდ­გო­მო მო­ბი­ლო­ბა­ში 3-ჯერ მეტ­მა სტუ­დენ­ტ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ცენ­ტ­რი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის რე­ეს­ტ­რის მო­ნა­ცემ­თა სა­ფუძ­ველ­ზე, ამოწ­მებს სტუ­დენ­ტ­თა მო­ნა­ცე­მებს და შემ­დეგ, მა­თი და­ფი­ნან­სე­ბის (სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო და სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო სა­მა­გის­ტ­რო გრან­ტე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის ფარ­გ­ლებ­ში და­ფი­ნან­სე­ბა, ოკუ­პი­რე­ბულ და საზღ­ვ­რის­პი­რა სოფ­ლებ­ში გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, იმ სტუ­დენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, რომ­ლებ­მაც სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­ი­ა­რეს სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რი)  მიზ­ნით, გა­და­მოწ­მე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვ­დის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს და შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს. 2013 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცენ­ტ­რ­მა 79239 სტუ­დენ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბი და­ა­მუ­შა­ვა.
ცენ­ტ­რის კომ­პე­ტენ­ციაა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა, გა­ნათ­ლე­ბის ნამ­დ­ვი­ლო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა, გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცია და აპოს­ტი­ლი. აქ­ვე გეტყ­ვით, რომ 2013 წელს, ცენ­ტ­რ­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ი­სა და აპოს­ტი­ლით და­მოწ­მე­ბის მოთხოვ­ნით, 4931 გა­ნაცხა­დი შე­ვი­და, 73 ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მიზ­ნით, აქე­დან ყვე­ლა­ზე მე­ტი გან­კუთ­ვ­ნი­ლი იყო გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­სა და აშშ-ში წარ­სად­გე­ნად (გერ­მა­ნია — 14%, აშშ — 11%).
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის მხრივ. ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ძი­რი­თად სტრუ­ქ­ტუ­რას წარ­მო­ად­გენს ბო­ლო­ნი­­ის პრო­ცე­სის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ჯგუ­ფი ბფჲგ, რომ­ლის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე­ო­ბა, ექვს თვე­ში ერ­თხელ, რო­ტა­ცი­უ­ლი სის­ტე­მით იც­ვ­ლე­ბა და მას ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი და არა­წევ­რი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი თა­ნა­თავ­მ­ჯ­დო­მა­რე­ო­ბენ. 2013 წლის ივ­ლი­სი­დან დე­კემ­ბ­რის ჩათ­ვ­ლით, სა­ქარ­თ­ვე­ლო, ლიტ­ვის რეს­პუბ­ლი­კას­თან ერ­თად, ბფჲგ-ის თა­ნა­თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ქვე­ყა­ნა იყო. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის მარ­თ­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით, 16-17 სექ­ტემ­ბერს, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, გა­ი­მარ­თა ბფჲგ-ის საბ­ჭოს მო­რი­გი შეხ­ვედ­რა. გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რ­მა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს თა­ნა­თავ­მ­ჯ­დო­მა­რე­ო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, გა­სულ წელს, ჩა­ა­ტა­რა კონ­ფე­რენ­ცია თე­მა­ზე — „გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ხედ­ვა“, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის მოთხოვ­ნე­ბის ხე­ლა­ხა­ლი დეკ­ლა­რი­რე­ბა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის ევ­რო­პის სა­გან­მანა­თ­ლებ­ლო სივ­რ­ცეს­თან და­ახ­ლო­ე­ბა.
გა­სულ წელს ცენ­ტ­რის­თ­ვის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა იყო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის — ჶნ჻ა — აფი­ლი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა. ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია ერ­თი­ან ევ­რო­პულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჶნ჻ა-ს სრუ­ლი წევ­რო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, ცენ­ტ­რი აუცი­ლე­ბელ მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს და­უთ­მობს მიმ­დი­ნა­რე წელს. ჶნ჻ა-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­დე­გად გა­იზ­რ­დე­ბა ცენ­ტ­რის საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ ნდო­ბა, რაც გა­ა­მარ­ტი­ვებს გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის პრო­ცესს და სტუ­დენ­ტე­ბი­სა და პრო­ფე­სო­რე­ბის მო­ბი­ლო­ბას ევ­რო­პის მას­შ­ტა­ბით. საერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­მოს­ვ­ლის კი­დევ ერ­თი ხელ­შემ­წყო­ბი მოვ­ლე­ნაა გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის ევ­რო­პულ სა­ინ­ფორ­მა­ციო ქსელ­ში — ჶნჳC-ნაRჳC-ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩარ­თ­ვა 2006 წლი­დან. 2010 წლი­დან ცენ­ტ­რი ჶნჳC-ნაRჳC-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, 2012 წლი­დან კი ჩარ­თუ­ლია დი­დი ბრი­ტა­ნე­თის ინი­ცი­ა­ტი­ვით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტ­ში — „ჶნჳC-ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა“, რომ­ლის მი­ზა­ნია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბის აკა­დე­მი­უ­რი აღი­ა­რე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის სფე­რო­ში სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­მოვ­ლე­ნა და დახ­ვე­წა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას სწავ­ლის შე­დე­გებ­ზე მე­ტი აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ იფ­ნორ­მა­ცი­ის გაც­ვ­ლა.
ასეთ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას იძ­ლე­ვა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ან­გა­რი­ში, რომ­ლის მი­სი­ას წარ­მო­ად­გენს: „გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის კონ­ცეფ­ცი­ის მუდ­მი­ვი გა­ნახ­ლე­ბა; სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, მა­თი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის და­ნერ­გ­ვა“.
რაც შე­ე­ხე­ბა შეხ­ვედ­რის მთა­ვარ მი­ზანს, ქალ­ბა­ტონ­მა ელე­ნე ჯიბ­ლა­ძემ გვითხ­რა: „ჩვენ გვინ­და დავ­ნერ­გოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ან­გა­რიშ­გე­ბის ასე­თი ფორ­მა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს, რას აკე­თებს ცენ­ტ­რი, იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მი­სი ბი­უ­ჯე­ტის ნა­წი­ლი სწო­რედ სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტია — ანუ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­ერ გა­დახ­დი­ლი თან­ხა. ამი­ტომ ეს აუცი­ლე­ბე­ლია. ანა­ლი­ტი­კუ­რი ნა­წი­ლი, რაც დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რას და­ეთ­მო, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მათ­თ­ვის, ვინც გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი უნ­და მი­ი­ღოს — უმაღ­ლე­სე­ბის­თ­ვის, შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თ­ვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იყოს, ასე­ვე, სხვა სის­ტე­მე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თ­ვის.
რის­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ეს ინ­ფორ­მა­ცია? ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ჩვე­ნი ცენ­ტ­რის­თ­ვის არის მივ­ყ­ვეთ სტრა­ტე­გი­ულ გეგ­მას, რო­მე­ლიც შე­ვი­მუ­შა­ვეთ, ამა­ში კი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს უნ­და თა­მა­შობ­დეს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი. ეს ხალ­ხიც დღეს სწო­რედ იმი­ტომ მო­ვიწ­ვი­ეთ, რომ იცოდ­ნენ იმ სი­ახ­ლე­ე­ე­ბის შე­სა­ხებ, რაც წელს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ჩვენ უნ­და ვი­მუ­შა­ოთ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და მათ­თან ერ­თად უნ­და და­მუ­შავ­დეს სტან­დარ­ტე­ბი, ის მე­ქა­ნიზ­მი, თუ რო­გორ მოხ­დე­ბა უმაღ­ლე­სე­ბის, კო­ლე­ჯე­ბის, სკო­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა და შემ­დეგ რო­გო­რი ტი­პის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი უნ­და მი­ი­ღოს საბ­ჭომ; საკ­მა­რი­სია თუ არა მხო­ლოდ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბა ან ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბა და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ა­ზე უარის თქმა. მა­გა­ლი­თად, სა­ჭი­როა, თუ არა, ე.წ. პი­რო­ბი­თი ავ­ტო­რი­ზა­ცია, რა­თა არ დად­გეს სტუ­დენ­ტე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, დგე­ბა ხოლ­მე. აუცი­ლე­ბე­ლია, მა­გა­ლი­თად, უმაღ­ლე­სებს მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, თუ­კი და­ვად­გენთ ხარ­ვე­ზებს, იმუ­შა­ონ მათ გა­მოს­წო­რე­ბა­ზე და გვიჩ­ვე­ნონ, რომ გა­მო­ას­წო­რეს ან შე­უძ­ლი­ათ გა­მოს­წო­რე­ბა, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მი­ი­ღებს საბ­ჭო სე­რი­ო­ზულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას. ჩვენ უნ­და გა­და­ვი­დეთ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. ეს არის მთე­ლი კონ­ცეფ­ცია, რო­მელ­ზეც უნ­და ვი­მუ­შა­ოთ უმაღ­ლე­სებ­თან და კო­ლე­ჯებ­თან ერ­თად. რაც შე­ე­ხე­ბა ვა­დებს, თუ რა პე­რი­ოდ­ში უნ­და აღ­მოფხ­ვ­რან მათ ხარ­ვე­ზე­ბი, ამის და­სად­გე­ნად გვე­ყო­ლე­ბა ექ­ს­პერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ვა­დის გან­საზღ­ვ­რა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან, რად­გა­ნაც სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ხარ­ვეზს სხვა­დას­ხ­ვა დრო, ვა­და სჭირ­დე­ბა გა­მო­სას­წო­რებ­ლად. მა­გა­ლი­თად, ახ­ლა სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რი დრო, რაც უმაღ­ლეს­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს, 2 კვი­რაა, რა­საც, ცხა­დია, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. ამა­ზე აუცი­ლებ­ლად ვი­მუ­შა­ვებთ და ვიმ­ს­ჯე­ლებთ, რა ვა­და უნ­და მი­ე­ცეთ — სა­მი თვე, ექ­ვ­სი თვე, ერ­თი წე­ლი...
მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ავ­ტო­რი­ზა­ცია ყვე­ლა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს უნ­და ჰქონ­დეს, ანუ ხუთ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ი­ა­რონ შე­ფა­სე­ბა. თუ­კი რა­ი­მე არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ხდე­ბა ამ ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (ჩვენ­თან ყო­ველ­წ­ლი­უ­რად შე­მო­აქვთ თვით­შე­ფა­სე­ბის ან­გა­რი­ში), ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში ხდე­ბა მა­თი შე­მოწ­მე­ბა. 2013 წე­ლი ცენ­ტ­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პლატ­ფორ­მის შექ­მ­ნას და­ეთ­მო, 2014 წლის პრი­ო­რი­ტე­ტი კი ცენ­ტ­რის საქ­მი­ა­ნო­ბის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა. ვი­მუ­შა­ვებთ შე­დე­გებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და ეროვ­ნუ­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ჩარ­ჩოს დახ­ვე­წა­ზე“.
პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ან­გა­რი­ში ცენ­ტ­რის მი­ერ დღემ­დე გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს ანა­ლი­ტი­კუ­რი მი­მო­ხილ­ვაა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას იძ­ლე­ვა ყვე­ლა იმ პრი­ო­რი­ტე­ტულ სა­კითხ­ზე, რო­მე­ლიც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სწა­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.
და­ბო­ლოს, ან­გა­რიშ­ში ყუ­რადღე­ბა მი­იქ­ცია ინ­ფორ­მა­ცი­ამ ცენ­ტ­რ­ში და­ნერ­გი­ლი ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის შე­სა­ხებ — ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბი­სა და სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სე­ბის ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის ახა­ლი ფორ­მა­ტი მათ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევთ, გა­ნი­ხი­ლონ კონ­კ­რე­ტუ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი და გეგ­მე­ბი. „შეხ­ვედ­რე­ბი ხელს უწყობს სამ­სა­ხუ­რებს შო­რის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა და კო­ორ­დი­ნა­ცი­ის ხა­რის­ხის ზრდას, ასე­ვე სა­მოქ­მე­დო გეგ­მის მო­ნი­ტო­რინგს, რაც მიმ­დი­ნა­რე საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბის, პრობ­ლე­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა“. სწო­რედ ასე­თი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გია ცენ­ტ­რის მი­სია და ხედ­ვა, რო­მე­ლიც 2013-2017 წლის სტრა­ტე­გი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე აისა­ხა — ცენ­ტ­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა; სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა; სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ხელ­შეწყო­ბა; ცენ­ტ­რის მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ამ ოთხი სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი მო­მა­ვა­ლი ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იზ­რუ­ნებს.

 

 

 

25-28(942)N