გამოდის 1998 წლიდან
2014-04-03
„იყა­ვი სუფ­თა და ჯან­მ­რ­თე­ლი“

 

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

„ყვე­ლა ბავშვს აქვს უფ­ლე­ბა ცხოვ­რობ­დეს ჯან­მ­რ­თელ და ხელ­შემ­წყობ გა­რე­მო­ში — გა­რე­მო­ში, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ბავ­შ­ვის ზრდას, გან­ვი­თა­რე­ბას და დაც­ვას და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა­გან“.
ლი იონგ ვუ­კი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის
გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი

სუფ­თა წყალ­ზე წვდო­მა ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბო­ბის­თ­ვის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რია. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით, 768 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს, მათ შო­რის ბავ­შ­ვებს, არ მი­უწ­ვ­დე­ბათ ხე­ლი სუფ­თა წყალ­ზე. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მი­ერ, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, 2013 წელს ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ — „წყლის, სა­ნი­ტა­რი­უ­ლი და ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის კვლე­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში“ — აჩ­ვე­ნა, რომ ქარ­თულ სკო­ლებ­ში არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა. კვლე­ვა მიზ­ნად ისა­ხავ­და ქვეყ­ნის სკო­ლებ­ში წყლის, სა­ნი­ტა­რი­ი­სა და ჰი­გი­ე­ნის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად სა­თა­ნა­დო ცოდ­ნი­სა და სტრა­ტე­გი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.
ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, 600 სკო­ლა­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა ეროვ­ნულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ქა­ლა­ქის სკო­ლე­ბის 4 პრო­ცენ­ტ­სა და სოფ­ლის სკო­ლე­ბის 12 პრო­ცენ­ტ­ში წყლის ძი­რი­თა­დი წყა­რო არ არის უსაფ­რ­თხო; სკო­ლე­ბის 70 პრო­ცენტს არ გა­აჩ­ნია შე­ნო­ბა­ში წყლის მოწყო­ბი­ლო­ბა; სოფ­ლის სკო­ლე­ბის 85 პრო­ცენ­ტ­ში წყლის მომ­წო­დე­ბე­ლი წყა­რო შე­ნო­ბის გა­რე­თაა და სკო­ლე­ბის მხო­ლოდ 35 პრო­ცენ­ტ­ში აღი­ნიშ­ნა სა­ნი­ტა­რი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სკო­ლის შე­ნო­ბის შიგ­ნით. შე­ნო­ბის გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი სა­თავ­სო­ე­ბი სკო­ლის შე­ნო­ბი­დან და­შო­რე­ბუ­ლია 10-200 მეტ­რით. სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰიგი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის კუთხით გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით კომ­პაქ­ტუ­რად და­სახ­ლე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი — სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი და ქვე­მო ქარ­თ­ლი — სა­ჭი­რო­ებს.
კვლე­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში წყლის, სა­ნი­ტა­რი­უ­ლი და ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის შეს­წავ­ლის პირ­ვე­ლი ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი მცდე­ლო­ბაა. შეგ­რო­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი და ძი­რი­თა­დი დას­კ­ვ­ნე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს 600 სა­ჯა­რო სკო­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სხვა­დას­ხ­ვა ჯგუ­ფე­ბის — მოს­წავ­ლე­ე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ი­სა და დი­რექ­ტო­რე­ბის მი­ერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ასე­ვე 600 სა­ჯა­რო სკო­ლის სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნურ პი­რო­ბებ­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის ქცე­ვა­ზე პირ­და­პი­რი დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გებს ეყ­რ­დ­ნო­ბა.
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შექ­მ­ნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ვა­და­როთ სხვა ქვეყ­ნებ­საც, რად­გან მო­ნა­ცე­მე­ბი შეგ­რო­ვე­ბუ­ლია გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის (ჲნჳCჶფ) მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სკო­ლებ­ში წყლის, სა­ნი­ტა­რი­უ­ლი და ჰი­გი­ე­ნუ­რი  გლო­ბა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის მე­თო­დო­ლო­გი­ის (WაSჰ) მი­ხედ­ვით და შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი ინ­დი­კა­ტო­რე­ბი­სა და ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.
ამას­თა­ნა­ვე, კვლე­ვის შე­დე­გე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნეს, რო­გორც საწყი­სი ბა­ზა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­მო­მავ­ლოდ და­გეგ­მი­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის შე­დე­გე­ბი­სა და მიღ­წე­უ­ლი პროგ­რე­სის შე­სა­ფა­სებ­ლად.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ასე­თია:
— წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მილ­სა­დე­ნი სის­ტე­მით სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 70% სარ­გებ­ლობს. სკო­ლე­ბის 4% ქა­ლა­ქად და 12% სოფ­ლად წყლის ძი­რი­თად წყა­როდ არა­გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ წყა­რო­ებს იყე­ნებს. სკო­ლე­ბის 70%-ში წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მილ­სა­დე­ნი სის­ტე­მა არ არის შეყ­ვა­ნი­ლი სკო­ლის შე­ნო­ბა­ში.
— წყლის წყა­რო­ე­ბის და მათ შო­რის სას­მე­ლად ვარ­გი­სი წყლის წყა­რო­ე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა სკო­ლის ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით და რე­გი­ო­ნულ ჭრილ­ში:
— სოფ­ლის სკო­ლე­ბის ნა­წილ­ში (6%), დაკ­ვირ­ვე­ბის მო­მენ­ტი­სათ­ვის, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის წყა­რო არც შე­ნო­ბა­ში და არც მის შე­მო­გა­რენ­ში არ იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მილ­სა­დე­ნი სის­ტე­მა სკო­ლე­ბის შე­ნო­ბის გა­რეთ გან­თავ­სე­ბუ­ლია სოფ­ლის სკო­ლე­ბის 80%-ში.
— სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, ყო­ველ მე­ოთხე შე­მოწ­მე­ბულ სკო­ლა­ში, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის წყა­რო არც სკო­ლის შე­ნო­ბა­ში და არც მის შე­მო­გა­რენ­ში იქ­ნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი. ზე­მო სვა­ნე­თის რე­გი­ონ­ში კი, ყო­ვე­ლი მე­ა­თე გა­მოკ­ვ­ლე­უ­ლი სკო­ლა წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ძი­რი­თად წყა­როდ არა­გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ წყა­რო­ებს იყე­ნებს.
— გა­მოკ­ვ­ლე­უ­ლი სკო­ლე­ბის მე­ა­თედ­ში, კვლე­ვის მო­მენ­ტი­სათ­ვის, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ძი­რი­თა­დი წყა­რო არ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და. ამ სკო­ლე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმე­ტე­სო­ბა სოფ­ლად მდე­ბა­რე­ობს. ცალ­კე­ულ სკო­ლებ­ში წყალ­მო­მა­რა­გე­ბის წყა­რო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შია მწყობ­რი­დან გა­მო­სუ­ლი. სკო­ლე­ბის მე­ხუ­თედს წყა­ლი გრა­ფი­კით მი­ე­წო­დე­ბა. სკო­ლე­ბის ნა­ხე­ვა­რი კი, წყლის შე­სა­ნა­ხად რე­ზერ­ვუ­ა­რებ­სა და წყლის შე­სა­ნახ ჭურ­ჭელს იყე­ნებს.
— სას­მე­ლი წყლის ხა­რის­ხი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­ში სა­თა­ნა­დო რე­გუ­ლა­რო­ბით არ მოწ­მ­დე­ბა. 2010 წლის შემ­დეგ წყლის ხა­რის­ხის შე­მოწ­მე­ბა სკო­ლე­ბის მხო­ლოდ 10%-ში გან­ხორ­ცი­ელ­და. წყლის გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფა არა­სო­დეს გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია სკო­ლე­ბის 70%-ზე მეტს, მათ შო­რის იმ სკო­ლე­ბის 60%-საც, რომ­ლე­ბიც წყლის ძი­რი­თად წყა­როდ არა­გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ წყა­რო­ებს — და­უც­ველ ჭას და და­უც­ველ წყა­როს იყე­ნე­ბენ. სა­ნი­ტა­რი­ის კუთხით, WაSჰ-ის სტან­დარ­ტის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, სკო­ლას უნ­და ჰქონ­დეს სა­თა­ნა­დო რა­ო­დე­ნო­ბის გა­მარ­თუ­ლი ტუ­ა­ლე­ტის ჯი­ხუ­რე­ბი გო­გო­ნე­ბი­სათ­ვის, ბი­ჭე­ბი­სათ­ვის და მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის, რო­მე­ლიც ასე­ვე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი და მო­ხერ­ხე­ბუ­ლია შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი­სათ­ვის. და­მა­ტე­ბით გან­მარ­ტე­ბებ­ში გან­საზღ­ვ­რუ­ლია ტუ­ა­ლე­ტის ჯი­ხუ­რე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფარ­დო­ბე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სქე­სის მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბას­თან. კერ­ძოდ, სკო­ლა­ში ბი­ჭე­ბი­სა და გო­გო­ნე­ბის თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში, გო­გო­ნე­ბი­სათ­ვის ტუ­ა­ლე­ტე­ბის ჯი­ხუ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ოდ­ნავ უნ­და აღე­მა­ტე­ბო­დეს ბი­ჭე­ბი­სას. სკო­ლა­ში უნ­და იყოს ცალ­კე ტუ­ა­ლე­ტის ჯი­ხუ­რე­ბი პე­და­გო­გე­ბი­სათ­ვის. ცენ­ტ­რა­ლუ­რი სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, სან­კ­ვან­ძი უნ­და იყოს გან­თავ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბის გა­რეთ, არა­ნაკ­ლებ 20 მ-ის და არა უმე­ტეს 200 მეტ­რის და­შო­რე­ბით.

კვლე­ვის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად:
— სკო­ლე­ბის მე­ოთხე­დი სან­კ­ვან­ძე­ბის მხო­ლოდ არა­გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ ტი­პებს იყე­ნებს. სოფ­ლი­სა და ქა­ლა­ქის ცალ­კე­ულ სკო­ლებ­ში კვლა­ვაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და­კი­დე­ბუ­ლი ტუ­ა­ლე­ტი, სათ­ლი.
— სკო­ლის შიგ­ნით ტუ­ა­ლე­ტე­ბის ჯი­ხუ­რე­ბი სკო­ლე­ბის მხო­ლოდ 35%-ს აქვს, სოფ­ლად სკო­ლის შიგ­ნით სან­კ­ვან­ძი მხო­ლოდ ყო­ველ მე­ხუ­თე სკო­ლას აქვს. გა­რეთ მდე­ბა­რე ტუ­ა­ლე­ტის ჯი­ხუ­რე­ბის და­შო­რე­ბა სკო­ლის შე­ნო­ბი­დან 10-200 მეტ­რის ფარ­გ­ლებ­ში მერ­ყე­ობს.
— სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში სან­კ­ვან­ძე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ზო­გა­დად არა­საკ­მა­რი­სია მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია ფარ­დო­ბა ურ­ბა­ნულ და­სახ­ლე­ბებ­ში (სა­შუ­ა­ლოდ 1 ჯი­ხუ­რი 54 მოს­წავ­ლე­ზე) და ცალ­კე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში, მა­გა­ლი­თად, ქვე­მო ქარ­თ­ლ­ში (1/55) და კა­ხეთ­ში (1/43). აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯი­ხუ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას ჯი­ხუ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ში ძი­რი­თა­დად გა­ნა­პი­რო­ბებს ის, თუ სად არის გან­თავ­სე­ბუ­ლი სკო­ლა — დე­და­ქა­ლაქ­ში, სხვა ურ­ბა­ნულ და­სახ­ლე­ბა­ში თუ სოფ­ლად.
— სკო­ლე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმე­ტე­სო­ბა­ში (რამ­დე­ნი­მე მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სოფ­ლის სკო­ლის გარ­და) ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს ცალ­კე ტუ­ა­ლე­ტი გო­გო­ნე­ბი­სა და ბი­ჭე­ბი­სათ­ვის, თუმ­ცა ჯი­ხუ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გო­გო­ნე­ბი­სა და ბი­ჭე­ბის­თ­ვის თით­ქ­მის ყველ­გან ტო­ლია.
— მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის ცალ­კე ტუ­ა­ლე­ტი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს სკო­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ­ში. ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, სუ­რათს არა სკო­ლის ზო­მა, არა­მედ და­სახ­ლე­ბის ტი­პი გან­საზღ­ვ­რავს.
— ტუ­ა­ლე­ტის ჯი­ხუ­რე­ბის მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის თვალ­საზ­რი­სით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, ზო­გა­დად, არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. შშმ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ტუ­ა­ლე­ტე­ბი არ არის იმ სკო­ლებ­შიც, სა­დაც შშმ პი­რე­ბი ირიცხე­ბი­ან. ეს პრობ­ლე­მა გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­სა­ჩი­ნოა დე­და­ქა­ლაქ­სა და სხვა ურ­ბა­ნულ და­სახ­ლე­ბებ­ში.
ჰი­გი­ე­ნა WაSჰ-ის სტან­დარ­ტე­ბის თა­ნახ­მად, ჰი­გი­ე­ნის თვალ­საზ­რი­სით, სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად ით­ვ­ლე­ბა, თუ სკო­ლას აქვს გა­მარ­თუ­ლი ხელ­სა­ბა­ნე­ბი, სა­დაც ყო­ველ­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია სა­პო­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის და სკო­ლა­ში ის­წავ­ლე­ბა ჰი­გი­ე­ნა.


კვლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბით, არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა ჰი­გი­ე­ნურ-სა­ნი­ტა­რი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით:
— ყო­ველ მე­ა­თე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, კვლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბით, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა­დი ხელ­სა­ბა­ნი არ არის. ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, ამ ზო­გად სუ­რათს გა­ნა­პი­რო­ბებს მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა სოფ­ლის სკო­ლებ­ში (15%).
— სკო­ლე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმე­ტე­სო­ბა­ში ხელ­სა­ბა­ნებ­თან არ არის სა­პო­ნი, პირ­სა­ხო­ცი ან ხელ­სა­ხო­ცი.
— ხელ­სა­ბა­ნე­ბის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის და შშმ პი­რე­ბი­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის თვალ­საზ­რი­სით, დაკ­ვირ­ვე­ბის თა­ნახ­მად, მდგო­მა­რე­ო­ბა უარე­სია სოფ­ლებ­ში. ზო­გა­დად, ხელ­სა­ბა­ნე­ბი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია შშმ მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ­ში, ხო­ლო დაწყე­ბი­თი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის — 80%-ში.
— სკო­ლე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, მე­სა­მედ­ში ხელ­სა­ბა­ნი ტუ­ა­ლე­ტის ჯი­ხურ­თან ან მის ახ­ლოს არ არის.
— დაკ­ვირ­ვე­ბის თა­ნახ­მად, სა­პირ­ფა­რე­შო­ში შეს­ვ­ლის შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­ხე­ვა­რი ხელს არ იბანს, ამ კუთხით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გან­სხ­ვა­ვე­ბა არ არის გენ­დე­რულ ჭრილ­ში, ისე­ვე რო­გორც ქა­ლა­ქად და სოფ­ლად.
— სკო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბის 90%-ზე მე­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლო­ბენ ხე­ლის და­ბა­ნის, პი­რის ღრუს ჰი­გი­ე­ნას­თან, სხე­უ­ლის და თმე­ბის მოვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებს, თუმ­ცა დი­რექ­ტო­რე­ბის მხო­ლოდ 10%-მა დარ­წ­მუ­ნე­ბით აღ­ნიშ­ნა, რომ მათ სკო­ლა­ში არ­სე­ბობს სულ მცი­რე 1 მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც გავ­ლი­ლი აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­ზა­დე­ბა ჰი­გი­ე­ნის სწავ­ლე­ბის სა­კითხებ­ში. სკო­ლე­ბის 86%-ს არ აქვს დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ჰი­გი­ე­ნის სწავ­ლე­ბის სა­კითხებ­ში.  გა­მო­კითხუ­ლი დი­რექ­ტო­რე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნევს სკო­ლა­ში ამ­გ­ვა­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს არ­სე­ბო­ბას.

მყა­რი ნარ­ჩე­ნე­ბი და ჩამ­დი­ნა­რე წყლე­ბი
სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის თა­ნახ­მად, სკო­ლა­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად უნ­და ხორ­ცი­ელ­დე­ბო­დეს მყა­რი ნარ­ჩე­ნე­ბის გა­ტა­ნა და ჩამ­დი­ნა­რე წყლე­ბი უნ­და გა­ე­დი­ნე­ბო­დეს უსაფ­რ­თხოდ.
მყა­რი ნარ­ჩე­ნე­ბის გა­ტა­ნის თვალ­საზ­რი­სით, უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა ქა­ლა­ქად, ვიდ­რე სოფ­ლად. სოფ­ლის სკო­ლე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ურ­ნე­ბი გა­დავ­სე­ბუ­ლია ყო­ველ მე­ოთხე სკო­ლა­ში, მა­შინ რო­დე­საც ქა­ლაქ­ში იგი­ვე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 3-4%-ს შე­ად­გენს. სოფ­ლის სკო­ლე­ბის თით­ქ­მის ნა­ხე­ვარ­ში ნა­გა­ვი იწ­ვე­ბა სკო­ლის ან მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. სა­მეგ­რე­ლო-ზე­მო სვა­ნე­თის რე­გი­ონ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 70%-ს შე­ად­გენს.
სოფ­ლად სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მა (მათ შო­რის არას­რულ­ყო­ფი­ლი და ნა­წი­ლობ­რი­ვი) აქვს სკო­ლე­ბის მხო­ლოდ 40%-ს, ქა­ლაქ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ორ­ჯერ მა­ღა­ლია, ხო­ლო თბი­ლის­ში სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მა ყვე­ლა გა­მოკ­ვ­ლე­ულ სკო­ლა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს.
იმ სკო­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში, სა­დაც სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მა არ მოქ­მე­დებს, არ არ­სე­ბობს ფე­კა­ლუ­რი მა­სის დაც­ლის ან გა­ტა­ნის გა­მარ­თუ­ლი გრა­ფი­კი. დი­რექ­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნახ­მა­რი წყა­ლი უსაფ­რ­თხოდ გა­ე­დი­ნე­ბა სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მა­ში მხო­ლოდ სკო­ლე­ბის 13%-ში, უმე­ტე­სად ნახ­მა­რი წყა­ლი სკო­ლის ეზოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე (48%) ან სპე­ცი­ა­ლურ არ­ხ­ში იღ­ვ­რე­ბა (27%).
დაკ­ვირ­ვე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, სუფ­თად ჩა­ით­ვა­ლა ტუ­ა­ლე­ტის ჯი­ხუ­რე­ბის მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი, მწყობ­რი­დან გა­მო­სუ­ლი იყო და­ახ­ლო­ე­ბით ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე გა­მოკ­ვ­ლე­უ­ლი ჯი­ხუ­რი. ზო­გა­დად, სკო­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში ტუ­ა­ლე­ტის ჯი­ხუ­რებ­თან არ არის ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დი.
ტუ­ა­ლე­ტის ჯი­ხუ­რე­ბის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის, ისე­ვე რო­გორც სი­სუფ­თა­ვის, მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი უფ­რო მა­ღა­ლია ქა­ლა­ქად, ვიდ­რე სოფ­ლად; ხელ­სა­ბა­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით, სუ­რა­თი ისე მკვეთ­რად არ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ქა­ლაქ­სა და სო­ფელს შო­რის, რო­გორც ტუ­ა­ლე­ტე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში. თუ­კი ტუ­ა­ლე­ტე­ბი უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ქა­ლა­ქად, ხელ­სა­ბა­ნე­ბის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბი­სა და სი­სუფ­თა­ვის თვალ­საზ­რი­სით, სო­ფელ­ში უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა. თბი­ლის­ში სუფ­თად ჩა­ით­ვა­ლა დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი ხელ­სა­ბა­ნე­ბის მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი, ხო­ლო სოფ­ლად — და­ახ­ლო­ე­ბით 70%.

სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა სკო­ლა­ში
სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­ნი­ტა­რი­ი­სა და ჰი­გი­ე­ნის მოთხოვ­ნე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წი­ნა­პი­რო­ბას წარ­მო­ად­გენს, რად­გან არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლე­თა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე, სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე, სკო­ლა­ში დას­წ­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლებ­სა და სწავ­ლის შე­დე­გებ­ზე.
ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში, და­ა­ვა­დე­ბა­თა სა­ერ­თო ტვირ­თის 88% შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი სას­მე­ლი წყლის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის, ადეკ­ვა­ტუ­რი სა­ნი­ტა­რი­ის, ჰი­გი­ე­ნის და წყლის რე­სურ­სე­ბის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის გზით.

სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბი, აგ­რეთ­ვე, ცხად­ყოფს, რომ:
თუ­კი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლას ექ­ნე­ბო­და წვდო­მა გა­მარ­თულ და უსაფ­რ­თხო წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მა­ზე, სკო­ლებ­ში დას­წ­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 1863 მი­ლი­ო­ნი დღით გა­იზ­რ­დე­ბო­და. სა­ნი­ტა­რი­ის სა­ბა­ზო მოთხოვ­ნე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პი­რო­ბებ­ში, სკო­ლა­ში მდედ­რო­ბი­თი სქე­სის მოს­წავ­ლე­თა დას­წ­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, სა­შუ­ა­ლოდ, 11%-ით გა­იზ­რ­დე­ბა. დი­ა­რე­ე­ბის 40 %-ზე მე­ტი შემ­თხ­ვე­ვა სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შ­ვებ­ში სკო­ლებ­ში დას­ნე­ბოვ­ნე­ბის შე­დე­გია. საპ­ნით ხე­ლის და­ბა­ნას შე­უძ­ლია 25%-ით შე­ამ­ცი­როს მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მათ შო­რის პნევ­მო­ნია.
გა­მარ­თუ­ლი სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი სკო­ლებ­ში ხელს უწყობს გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის მქო­ნე სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის მოს­წ­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი მა­თე­მა­ტი­კი­სა და წიგ­ნი­ე­რე­ბის სტან­დარ­ტი­ზი­რე­ბულ ტეს­ტებ­ში უფ­რო და­ბა­ლია. კი­დევ ერ­თი მი­ზე­ზი, რის გა­მოც სკო­ლებ­ში სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს სტრა­ტე­გი­ულ მი­ზანს წარ­მო­ად­გენს, არის სკო­ლის გა­რე­მოს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მოს­წავ­ლე­თა ზო­გა­დი სო­ცი­ა­ლუ­რი ჩვე­ვე­ბი­სა და ქცე­ვის წე­სე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლა­ში სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, აგ­რეთ­ვე, აუმ­ჯო­ბე­სებს სა­ნი­ტა­რი­ი­სა და ჰი­გი­ე­ნის ზო­გად პრაქ­ტი­კას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.
სკო­ლებ­ში წყლის, სა­ნი­ტა­რი­ი­სა და ჰი­გი­ე­ნის პი­რო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის (WაSჰ) გლო­ბა­ლუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს სა­კითხი მსოფ­ლიო პრი­ო­რი­ტე­ტად ჩა­მო­ყა­ლიბ­და.
სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სექ­ტორ­ში ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მდგო­მა­რე­ო­ბა კო­რე­ლა­ცი­ა­შია გა­ნათ­ლე­ბის და­ნა­ხარ­ჯე­ბის წილ­თან მთლი­ან ში­და პრო­დუქ­ტ­სა და სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა­ში. ამ მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო კვლა­ვაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ჩა­მორ­ჩე­ბა სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლებს მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით.
ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, დი­ა­რე­ის შემ­თხ­ვე­ვე­ბი ბავ­შ­ვებს შო­რის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იზ­რ­დე­ბა. კერ­ძოდ, 2011 წელს დი­ა­რე­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბის რიცხ­ვი გა­ი­ზარ­და 19575-მდე (0-14 წლის ბავ­შ­ვებ­ში — 12993), რაც 2006 წლის მაჩ­ვე­ნე­ბელს 2,6-ჯერ აღე­მა­ტე­ბა. დი­ა­რე­ე­ბის მა­ტე­ბა 2012 წელ­საც გაგ­რ­ძელ­და — და­ფიქ­სირ­და სა­ვა­რა­უ­დო ინ­ფექ­ცი­უ­რი წარ­მო­შო­ბის დი­ა­რე­ე­ბის 26062 შემ­თხ­ვე­ვა (0-14 წლის ბავ­შ­ვებ­ში —19289), რაც 2011 წლის მაჩ­ვე­ნებ­ლებს 1.5-ჯერ (33%-ით) აღე­მა­ტე­ბა. 2012 წელს ასე­ვე გა­მო­ხა­ტუ­ლია დი­ზენ­ტე­რი­ის მა­ტე­ბის ტენ­დენ­ცია, კერ­ძოდ, ქვე­ყა­ნა­ში აღი­რიცხა ბაქ­ტე­რი­უ­ლი დი­ზენ­ტე­რი­ის 546 შემ­თხ­ვე­ვა (0-14 წლის ბავ­შ­ვებ­ში — 431), რაც 40%-ით მე­ტია, ვიდ­რე გა­სულ 2011 წელს — 390 (0-14 წლის ბავ­შ­ვებ­ში — 329) შემ­თხ­ვე­ვა.
სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი კვლე­ვა უფ­რო ფარ­თო ინი­ცი­ა­ტი­ვის — სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­ში სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კომ­პ­ლექ­სუ­რი პრო­ექ­ტის შე­მად­გე­ნე­ლი კომ­პო­ნენ­ტია. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოფი­სი­სა და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ერ­თობ­ლივ ინი­ცი­ა­ტი­ვას წარ­მო­ად­გენს. იგი მიზ­ნად ისა­ხავს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სექ­ტორ­ში წყლის, ჰი­გი­ე­ნი­სა და სა­ნი­ტა­რი­ის სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას. ამ კუთხით ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში მო­ნი­ტო­რინ­გის გა­მარ­თუ­ლი სის­ტე­მის ამოქ­მე­დე­ბის ხელ­შეწყო­ბა­სა და, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ჰი­გი­ე­ნის სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის მხარ­და­ჭე­რას მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბი­სა და დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მ­ნის გზით.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, იუნი­სე­ფის მხარ­და­ჭე­რით, მო­ამ­ზა­დეს სტან­დარ­ტი, თუ რო­გო­რი უნ­და იყოს ვი­თა­რე­ბა წყალ­თან, სა­ნი­ტა­რი­ა­სა და ჰი­გი­ე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით სკო­ლებ­ში.
ბუ­ნებ­რი­ვია, ჩნდე­ბა კითხ­ვა, რო­გორ და­ეხ­მა­რე­ბა ეს სტან­დარ­ტე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბებს, სკო­ლის მეს­ვე­უ­რებს, მშობ­ლებს და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას? აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბის მი­ზა­ნია, სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბე­ბის, სკო­ლის მეს­ვე­უ­რე­ბის, მშობ­ლე­ბი­სა და ზო­გა­დად სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის სას­კო­ლო ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის, კერ­ძოდ, წყლი­სა და სა­ნი­ტა­რი­ის რის­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა, რის­კე­ბის მარ­თე­ბუ­ლად შე­ფა­სე­ბი­სა და მა­თი შემ­ცი­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ეფექ­ტუ­რად და­გეგ­მ­ვი­სათ­ვის. სტან­დარ­ტის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლი ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლე­ბი­სათ­ვის ად­გენს ბავ­შ­ვის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბის გან­მ­საზღ­ვ­რელ სა­ნი­ტა­რიულ და ჰი­გი­ე­ნურ ნორ­მებს (წყლის, სა­ნი­ტა­რი­ი­სა და ჰი­გი­ე­ნის), აგ­რეთ­ვე მი­ნი­მა­ლურ მოთხოვ­ნებს წყლი­სა და სა­ნი­ტა­რი­ის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მოწყო­ბი­სად­მი.
დო­კუ­მენ­ტ­ში, ასე­ვე, მო­ცე­მუ­ლია ფარ­თო თე­მა­ტუ­რი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც გან­მარ­ტავს წყლის, სა­ნი­ტა­რი­ი­სა და ჰი­გი­ე­ნის სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ძი­რი­თად ას­პექ­ტებს, პრინ­ცი­პებს, მიდ­გო­მებ­სა და სტრა­ტე­გი­ულ ხედ­ვებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, წარ­მო­ად­გენს სკო­ლა­ში გა­რე­მო­სა და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს და, რაც მთა­ვა­რია, სტან­დარ­ტი და­ეხ­მა­რე­ბა: სკო­ლებ­სა და ცენ­ტ­რა­ლურ ად­გი­ლობ­რივ მმარ­თ­ველ ორ­გა­ნო­ებს ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაც­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა; მო­ახ­დი­ნონ ჯან­დაც­ვი­თი სერ­ვი­სე­ბის რე­ო­რი­ენ­ტა­ცია — სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ტო­რებს, მას­წავ­ლებ­ლებს და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის პრო­ვა­ი­დე­რებს ექ­ნე­ბათ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც შეძ­ლე­ბენ გა­რე­მოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას და მა­თი პრე­ვენ­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას; დო­კუ­მენ­ტ­ში მო­ცე­მუ­ლია ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მელ­თა გა­ტა­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას შე­უწყობს ხელს და სკო­ლებ­ში ჯან­სა­ღი გა­რე­მოს შექ­მ­ნას უზ­რუნ­ველ­ყოფს.
დო­კუ­მენ­ტი, ასე­ვე, მო­ი­ცავს სკო­ლებ­ში წყლის, სა­ნი­ტა­რი­ი­სა და ჰი­გი­ე­ნის სა­კითხე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გ­სა და შე­ფა­სე­ბას, აგ­რეთ­ვე, ეროვ­ნულ დო­ნე­ზე კვლე­ვის წარ­მო­ე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენტს.

„იყა­ვი სუფ­თა და ჯან­მ­რ­თე­ლი“
ასე­თი სა­ხელ­წო­დე­ბით მომ­ზად­და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, პრო­ექ­ტის — „წყლის, სა­ნი­ტა­რი­უ­ლი და ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში“ — ფარ­გ­ლებ­ში. წიგ­ნ­ზე იმუ­შა­ვეს ეკა­ტე­რი­ნე სლო­ვინ­ს­კიმ და ნა­ნა და­ლა­ქიშ­ვილ­მა, მხატ­ვ­რუ­ლად გა­აფორ­მა თეა ქო­ბა­ლი­ამ. პუბ­ლი­კა­ცია მომ­ზა­დე­ბუ­ლია გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით და მიზ­ნად ისა­ხავს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბის დაწყე­ბით კლა­სებ­ში ჰი­გი­ე­ნის სტან­დარ­ტის და­ნერ­გ­ვას, შე­ე­სა­ბა­მე­ბა ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვ­ლე­ბის სტან­დარტს. წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გან­კუთ­ვ­ნი­ლია ჳ-ჳვ კლა­სე­ბი­სათ­ვის და შედ­გე­ბა მას­წავ­ლებ­ლი­სა და მოს­წავ­ლის წიგ­ნი­სა­გან. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში 10 თე­მაა გან­ხი­ლუ­ლი და თი­თო­ე­უ­ლი თე­მის შეს­წავ­ლა ხდე­ბა ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი მე­თო­დე­ბით. თე­მე­ბი ეხე­ბა — ხე­ლის ჰი­გი­ე­ნას, კა­ნის ჰი­გი­ე­ნას, ჰა­ერ­წ­ვე­თო­ვან და­ა­ვა­დე­ბებს, კბი­ლე­ბის მოვ­ლა­სა და ჰი­გი­ე­ნას, ჯან­საღ კვე­ბა­სა და ძილს, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნას, სუფ­თა ჰა­ერს, სწორ ჯდო­მას და ტა­ნა­დო­ბის დარ­ღ­ვე­ვას, ბავ­შ­ვ­სა და კომ­პი­უ­ტერს.
მოს­წავ­ლის წიგ­ნი სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბის­გან შედ­გე­ბა, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბა დაწყე­ბი­თი კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს ჰი­გი­ე­ნის დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცოდ­ნი­სა და უნარ-ჩვე­ვე­ბის შე­ძე­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. მოს­წავ­ლის წიგ­ნ­ში მო­ცე­მულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ წიგ­ნის პერ­სო­ნა­ჟე­ბი — სა­ნი და ჰი­გი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხ­ვა სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ხვდე­ბი­ან. მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ სი­ტუ­ა­ცი­ებს, აანა­ლი­ზე­ბენ, მსჯე­ლო­ბენ, ად­გე­ნენ მი­ზეზ-შე­დე­გობ­რივ კავ­ში­რებს, ცდი­ლო­ბენ გა­დაჭ­რან პრობ­ლე­მე­ბი. მოს­წავ­ლის წიგ­ნი წარ­მოდ­გე­ნი­ლია ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სი­ის სა­ხით (www.buki.ge), ხო­ლო მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო — „იყა­ვი სუფ­თა და ჯან­მ­რ­თე­ლი“ — მათ შე­უძ­ლი­ათ და­მა­ტე­ბით რე­სურ­სად გა­მო­ი­ყე­ნონ ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი სწავ­ლე­ბა ხელს შე­უწყობს ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის სტან­დარ­ტ­ში მო­ცე­მუ­ლი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვას და მრა­ვალ­ფე­რო­ვანს გახ­დის გაკ­ვე­თი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას.

25-28(942)N