გამოდის 1998 წლიდან
2014-03-13
სა­დაც არ უნ­და წა­ვი­დე, სა­ქარ­თ­ვე­ლო ყველ­გან თან დამ­ყ­ვე­ბა და ის ულა­მა­ზე­სია

 

                                                                  

 რუბ­რი­კის სტუ­მა­რია ნი­ნა კრე­ჰე­რი, აიხ­შ­ტე­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის
გერ­მა­ნის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის
დოქ­ტო­რან­ტი


— გა­მარ­ჯო­ბა ნი­ნა, გვი­ამ­ბე შე­ნი მოს­წავ­ლე­ო­ბის და სტუ­დენ­ტურ პე­რი­ოდ­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ა­ტა­რე
— და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე ქა­ლაქ ხა­შურ­ში. იქ­ვე მი­ვი­ღე სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა პირ­ველ სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­სა და ლი­ცე­უმ „ბა­ლა­ვარ­ში“, ეს იყო 90-იან წლებ­ში. მი­უ­ხე­და­ვად რთუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბი­სა, მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი სა­უ­კე­თე­სოდ მახ­სენ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოვ­ყოფ­დი მხი­ა­რულ­თა და საზ­რი­ან­თა კლუბ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­მაც ხე­ლი შე­უწყო ჩე­მი სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის, კრე­ა­ტი­ვი­სა და თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.
1998 წელს ჩა­ვა­ბა­რე ცხინ­ვა­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, უცხო­უ­რი ენე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე, სა­დაც სა­მი წე­ლი ვის­წავ­ლე. ცხინ­ვა­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი გახ­ლ­დათ ლტოლ­ვი­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი გორ­ში, რო­მე­ლიც ძლი­ე­რი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. 2001 წელს გერ­მა­ნი­ა­ში გა­ვემ­გ­ზავ­რე სას­წავ­ლებ­ლად. აიხ­შ­ტე­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩე­მი მოხ­ვედ­რა არ იყო რა­ი­მე წი­ნას­წარ გან­საზღ­ვ­რუ­ლი გეგ­მა, ეს შემ­თხ­ვე­ვით მოხ­და. მი­უ­ხე­და­ვად ჩე­მი და ჩე­მი უსაყ­ვარ­ლე­სი გერ­მა­ნუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლის, ქალ­ბა­ტო­ნი თამ­რი­კო ქი­მე­რი­ძის და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მი­სა, უცხო ენა­ზე სწავ­ლა საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, ამი­ტომ თა­ვი­დან რო­გორც ე.წ. „სტუ­მა­რი სტუ­დენ­ტი“ (გaststudentin) ვეს­წ­რე­ბო­დი ლექ­ცი­ებს, უმე­ტეს წი­ლად — გერ­მა­ნუ­ლი ენის კურ­სებს. პა­რა­ლე­ლუ­რად, ვსწავ­ლობ­დი მი­უნ­ხე­ნის გო­ე­თეს ინ­ს­ტი­ტუტ­ში. დღეს კი, რო­ცა ამას ვწერ, მე­ღი­მე­ბა, ვი­ნა­ი­დან გერ­მა­ნულს მშობ­ლი­ურ ენა­სა­ვით ვფლობ და თა­ვად გო­ე­თეს ინ­ს­ტი­ტუტ­შიც მი­მუ­შა­ვია. 12 წლის წინ კი, მხო­ლოდ ენის გა­მოც­დის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შევ­ძე­ლი სწავ­ლის დაწყე­ბა გერ­მა­ნის­ტი­კის და მუ­სი­კათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში, რო­გორც სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან­მა სტუ­დენ­ტ­მა.

— რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა ქარ­თულ და გერ­მა­ნულ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სის­ტე­მებს შო­რის?
— გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სის­ტე­მებ­ში, რა თქმა უნ­და, საკ­მა­ოდ დი­დია. გერ­მა­ნი­ა­ში მა­გის­ტ­რა­ტუ­რა ნიშ­ნავს 4-5-წლი­ან მეც­ნი­ე­რუ­ლად გაღ­რ­მა­ვე­ბულ სწავ­ლე­ბას, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი კი მო­ი­ცავს სამ წელს და უფ­რო ზე­და­პი­რუ­ლი სწავ­ლე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. ახა­ლი სტუ­დენ­ტუ­რი სას­წავ­ლო სის­ტე­მა აღარ მო­ი­ცავს მა­გის­ტ­რა­ტუ­რას, არა­მედ აგე­ბუ­ლია სამ­წ­ლი­ან სა­ბა­კა­ლავ­რო და, და­მა­ტე­ბით, ორ­წ­ლი­ან ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით მას­ტე­რის სის­ტე­მა­ზე. თუმ­ცა, სტუ­დენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სწავ­ლას ბა­კა­ლავ­რი­ა­ტით არ ამ­თავ­რებს და გა­ნაგ­რ­ძობს მას­ტერს, რო­მე­ლიც ასე­ვე ახა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

— გვი­ამ­ბე აიხ­შ­ტე­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რია, რა პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლე და რამ გა­ნა­პი­რო­ბა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი?
— აიხ­შ­ტე­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი მთელ გერ­მა­ნი­ა­ში ერ­თა­დერ­თი კა­თო­ლი­კუ­რი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 5.000 სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს. ეკო­ნო­მი­კუ­რი ფა­კულ­ტე­ტის გარ­და, უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ძი­რი­თა­დად, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დარ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბებს მო­ი­ცავს, რო­გო­რი­ცაა: თე­ო­ლო­გია, სო­ცი­ო­ლო­გია, ლინ­გ­ვის­ტი­კა, ფსი­ქო­ლო­გია, პო­ლი­ტი­კათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა, მუ­სი­კა და ა.შ.
მე და­ვამ­თავ­რე მა­გის­ტ­რა­ტუ­რა — გერ­მა­ნუ­ლი ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბა, გერ­მა­ნუ­ლი რო­გორც უცხო ენა და მუ­სი­კათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა. ამ ფა­კულ­ტე­ტე­ბის კომ­ბი­ნა­ცია ჩე­მი ქარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის, ინ­ტე­რე­სის და ენის სიყ­ვა­რულ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. რო­დე­საც აიხ­შ­ტე­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე, გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლა მხო­ლოდ ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი გა­და­სა­ხა­დის სა­ნაც­ვ­ლოდ იყო და არ აღე­მა­ტე­ბო­და 34,95 ევ­როს, რაც მე­სა­მე წელს შე­იც­ვა­ლა. 2003 წელს, მთავ­რო­ბის შეც­ვ­ლამ და რე­ფორ­მე­ბის დაწყე­ბამ ქვე­ყა­ნა­ში სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის და­წე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია, რაც თი­თო­ე­უ­ლი რე­გი­ო­ნის, მი­წის და უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ბა­მი­სად 350-დან 600 ევ­რომ­დე ვა­რი­რებ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სტუ­დენ­ტუ­რი გა­მოს­ვ­ლე­ბის, მთავ­რო­ბის და ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბის წყა­ლო­ბით, სწავ­ლა ისევ უფა­სო გახ­და. ასე რომ, ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც გან­ზ­რა­ხუ­ლი აქვთ გერ­მა­ნი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, ნუ შე­ფერ­ხ­დე­ბი­ან.

— გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა რჩე­ვა შე­გიძ­ლია მის­ცე სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან, სწავ­ლა გერ­მა­ნი­ა­ში გა­აგ­რ­ძე­ლონ?
— მათ გერ­მა­ნი­ა­ში შე­უძ­ლი­ათ მო­ი­ძი­ონ სტი­პენ­დი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ი­ცე­მა აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ფა­კულ­ტე­ტებ­ზე წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სწავ­ლის­თ­ვის. შე­ვეც­დე­ბი, რამ­დე­ნი­მე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ჩა­მოვ­თ­ვა­ლო: პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი დაად (დeutsche აkademishe აuslan­ds­dienst). იგი თბი­ლის­ში, ზან­დუ­კე­ლის ნ16-ში მდე­ბა­რე­ობს და მას დოქ­ტო­რი, ქალ­ბა­ტო­ნი ელი­ზა­ბედ ფე­ნო­რი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს. სტი­პენ­დი­ე­ბი გა­ი­ცე­მა სხვა­დას­ხ­ვა ფა­კულ­ტე­ტის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის. აქ­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ენის კურ­სის გავ­ლა, გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლის დაწყე­ბამ­დე. კონ­კურ­სან­ტებს ამის­თ­ვის გა­მო­ე­ყო­ფათ გარ­კ­ვე­უ­ლი თან­ხა და, და­მა­ტე­ბით, გზის სა­ფა­სუ­რი; მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფონ­დი გახ­ლავთ კონ­რად ადე­ნა­უ­ე­რის ფონ­დი (კonrad აdenauer Stiftung Regio­nalprogramm politishet დialog Sudkaukasus), რო­მე­ლიც ასე­ვე თბი­ლის­ში, ფე­რის­ც­ვა­ლე­ბის ნ2-ში მდე­ბა­რე­ობს. სტი­პენ­დი­ის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­როა უმაღ­ლე­სი ქუ­ლე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სი, აგ­რეთ­ვე, სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, გერ­მა­ნი­ა­ში, პო­ლი­ტი­კურ სფე­რო­ში, მეც­ნი­ე­რე­ბა­ში, პუბ­ლი­ცის­ტი­კა­ში, ეკო­ნო­მი­კა­სა და კულ­ტუ­რა­ში რო­გორც ნა­ცი­ო­ნა­ლურ, ასე­ვე ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე მუ­შა­ო­ბის ინ­ტე­რე­სი.
ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია კო­პერ­ნი­კუ­სის და ბერ­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის, გერ­მა­ნუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ლა­მენ­ტის სტი­პენ­დი­ის მო­პო­ვე­ბა პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი­სათ­ვის. გარ­კ­ვე­უ­ლი ფონ­დე­ბი და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი კი, უკ­ვე გერ­მა­ნი­ა­ში მყოფ უსახ­ს­რო ან ფი­ნან­სუ­რად არამ­ყარ სტუ­დენ­ტებს, სთა­ვა­ზო­ბენ გარ­კ­ვე­ულ ფუ­ლად დახ­მა­რე­ბას. თან­ხა ვა­რი­რებს. აქ­ვე მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, მი­უნ­ხენ­ში ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოს ინი­ცი­ა­ტი­ვა, ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტის­თ­ვის ფუ­ლა­დი ჯილ­დოს გა­და­ცე­მის თა­ო­ბა­ზე. სა­ზო­გა­დოდ უნ­და ით­ქ­ვას, რომ გერ­მა­ნი­ა­ში სტუ­დენ­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ კი­ნო-თე­ატ­რებ­ში, მუ­ზე­უ­მებ­ში, ელექ­ტ­რო­ნულ აპა­რა­ტუ­რა­ზე და ხში­რად, საკ­ვებ­ზეც გარ­კ­ვე­ულ რეს­ტორ­ნებ­ში.

— რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო აიხ­შ­ტე­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და ლექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, ასეთ სას­წავ­ლებ­ლებ­ში ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კითხად ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს იწ­ვე­ვენ, აქ­ვე მინ­და ისა­უბ­რო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზეც
— სა­ნამ ამ თე­მა­ზე ვი­სა­უბ­რებ, მინ­და და­ვიწყო იქი­დან, რომ გერ­მა­ნი­ა­ში ლექ­ცი­ე­ბის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნას­ხ­ვა­ვე­ბენ შე­სა­ვალს, ანუ საგ­ნის ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის და­უფ­ლე­ბას; ლექ­ცი­ას, სა­დაც პრო­ფე­სო­რი კითხუ­ლობს მთე­ლი 90 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში; პრო­სე­მი­ნარ­სა და მთა­ვარ სე­მი­ნარს, რო­ცა სტუ­დენ­ტე­ბი, მთე­ლი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამუ­შა­ვე­ბენ რე­ფე­რა­ტებს, თე­მებს და წა­რად­გე­ნენ კურ­ს­ზე. ასე­ვე კი­დევ ერ­თი სა­ხე­ო­ბა — სა­ვარ­ჯი­შო, სა­დაც, ძი­რი­თა­დად, პრაქ­ტი­კუ­ლი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრო­სე­მი­ნა­რი, მთა­ვა­რი სე­მი­ნა­რი და ლექ­ცია არ­ჩე­ვი­თია. სა­ბა­კა­ლავ­რო სის­ტე­მით კი სტუ­დენ­ტებს გარ­კ­ვე­უ­ლი საგ­ნე­ბი და ლექ­ცი­ე­ბი სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ (ობ­ლი­გა­ტო­რუ­ლად) ენიშ­ნე­ბათ. ჩე­მი სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში ობ­ლი­გა­ტო­რულ ლექ­ცი­ებ­ზე მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა იყო ლექ­ცი­ე­ბის არ­ჩე­ვის. შე­სა­ბა­მი­სად, ჩე­მი თვალ­საზ­რი­სით, ლექ­ცი­ე­ბიც უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო იყო. სა­ბა­კა­ლავ­რო და ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის სის­ტე­მამ კი შე­ამ­ცი­რა ნამ­დ­ვი­ლი ინ­ტე­რე­სი საგ­ნის და სწავ­ლის მი­მართ.
გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თე­მე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის ირ­გ­ვ­ლივ არა­ერ­თხელ მო­მის­მე­ნია მოწ­ვე­უ­ლი პრო­ფე­სო­რე­ბის მოხ­სე­ნე­ბე­ბი. აიხ­შ­ტე­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ყო­ველ თვე­ში იწ­ვევს ცნო­ბილ მეც­ნი­ე­რებს თუ პო­ლი­ტი­კო­სებს სტუ­დენ­ტებ­თან დის­კუ­სი­ის გა­სა­მარ­თა­ვად.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მი­უ­ხე­და­ვად აიხ­შ­ტე­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­ნო­ბის სიმ­ცი­რი­სა, მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მდი­და­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა აქვს. გარ­და ამი­სა, ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბევრ ბა­ზას­თან, რომ­ლე­ბიც იშ­ვი­ა­თი და ძნე­ლად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი წიგ­ნე­ბის შეკ­ვე­თის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში სა­სი­ა­მოვ­ნო ატ­მოს­ფე­როა, რაც სტუ­დენ­ტებს კი­დევ უფ­რო ულა­მა­ზებს მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს. და­მამ­თავ­რე­ბელ სა­ბა­კა­ლავ­რო, სა­მა­გის­ტ­რო თუ სა­დოქ­ტო­რო ნა­მუ­შევ­რებ­ზე სა­მუ­შა­ოდ კი სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ფა­სუ­რით, პა­ტა­რა ოთა­ხი და­ი­ქი­რა­ონ. ასე რომ, ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში შეხ­ვ­დე­ბით კა­ბი­ნებ­ში ინ­ტენ­სი­უ­რად მო­მუ­შა­ვე სტუ­დენ­ტებს და დოქ­ტო­რან­ტებს.

— ზო­გა­დად, რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო გერ­მა­ნი­ის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე?
— გერ­მა­ნი­ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის­გან იმით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, რომ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა უკ­ვე სე­კუ­ლა­რულ სა­ფე­ხურ­ზე, ანუ მე­ხუ­თე კლა­სი­დან იწყე­ბა. ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით გერ­მა­ნე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­და­ნა­წილ­დე­ბი­ან გიმ­ნა­ზი­ა­ში (სა­უ­კე­თე­სო), რე­ა­ლურ სკო­ლა­ში (სა­შუ­ა­ლო) და ე.წ. მთა­ვარ სკო­ლა­ში (არა­საკ­მა­რი­სი ქუ­ლე­ბით). ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად, მოს­წავ­ლე­ე­ბი, სკო­ლის სა­ხე­ო­ბის მი­ხედ­ვით, ეუფ­ლე­ბი­ან რამ­დე­ნი­მე უცხო ენას (გიმ­ნა­ზია). სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად მოს­წავ­ლემ აუცი­ლებ­ლად უნ­და მი­აღ­წი­ოს მეცხ­რე კლა­სამ­დე. ეს სერ­ტი­ფი­კა­ტი მას ეხ­მა­რე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბა­ში (გიმ­ნა­ზია), ან ტექ­ნი­კურ სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად (რე­ა­ლუ­რი სკო­ლა და მთა­ვა­რი სკო­ლა). აბი­ტუ­რის, ანუ 12-წლი­ა­ნი სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მოს­წავ­ლე­ებს გზა ეხ­ს­ნე­ბათ უნი­ვერ­სი­ტე­ტის­კენ, რაც გერ­მა­ნი­ა­ში ყვე­ლა­ზე მა­ღალ სა­ფე­ხუ­რად ით­ვ­ლე­ბა. რე­ა­ლუ­რი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ხში­რად ტექ­ნი­კურ ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­ში ან სას­წავ­ლებ­ლებ­ში მი­დი­ან და დუ­ა­ლურ სწავ­ლას გა­ნაგ­რ­ძო­ბენ, ხო­ლო მთა­ვა­რი სკო­ლის ცხრაწ­ლი­ა­ნი სერ­ტი­ფი­კა­ტით რა­ი­მე ხე­ლო­ბას ეუფ­ლე­ბი­ან. ასე­თი სე­ლექ­ცი­უ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა ჰუმ­ბოლ­დ­ტის გეგ­მაა და დი­დი ტრა­დი­ცია აქვს. რა თქმა უნ­და, სკო­ლე­ბის შეც­ვ­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ მოს­წავ­ლე­ე­ბი ნიშ­ნებს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სე­ბენ და სურ­ვილს გა­მოთ­ქ­ვა­მენ მო­დუ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბის შეც­ვ­ლა­ზე.
უნი­ვერ­სი­ტე­ტი გერ­მა­ნი­ა­ში არა მხო­ლოდ კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბულ კად­რებს, არა­მედ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­მუ­შა­ვე აბ­სოლ­ვენ­ტებს უშ­ვებს. ანუ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა ნიშ­ნავს პრო­ფე­სო­რის და­უხ­მა­რებ­ლად ლი­ტე­რა­ტუ­რის მო­ძი­ე­ბას, თე­მის მეც­ნი­ე­რუ­ლად, ძირ­ფეს­ვი­ა­ნად და­მუ­შა­ვე­ბას და მის პრე­ზენ­ტა­ცი­ას. პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბე­ლი, ძი­რი­თა­დად, მენ­ტო­რის როლს ას­რუ­ლებს — ის მხო­ლოდ გა­მო­უ­ვალ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ეხ­მა­რე­ბა სტუ­დენტს.
ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი და სას­წავ­ლებ­ლე­ბი კი უფ­რო სკო­ლის სა­ხი­საა და აქ პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს უწევთ წი­ნა პლან­ზე ყოფ­ნა. სტუ­დენ­ტე­ბი მო­ცე­მულ მა­სა­ლას შე­ის­წავ­ლი­ან და შემ­დეგ, მზა ფორ­მუ­ლე­ბის სა­ხით, პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

— სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში ხომ არ მო­გი­წი­ა სას­წავ­ლებ­ლი­დან რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში წას­ვ­ლა? რო­გორც ვი­ცი, ამ­ჟა­მად სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ობ, გვი­ამ­ბე ამის შე­სა­ხებ
— სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, მი­უ­ხედ­ავად ათას­გ­ვა­რი გაც­ვ­ლი­თი პრო­ექ­ტე­ბის არ­სე­ბო­ბი­სა, არ­სად წავ­სულ­ვარ, არა­საკ­მა­რი­სი ფი­ნან­სე­ბის გა­მო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩე­მი აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ხში­რად მო­მი­წია სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლა­ქებ­სა და ქვეყ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა. ორი­ო­დე სიტყ­ვით ჩე­მი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ: ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რულ კო­ლე­გი­უმ­ში, 2011 წლის ნო­ემ­ბ­რი­დან, სხვა­დას­ხ­ვა ფა­კულ­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, ვა­მუ­შა­ვებ პრო­ექტს, რო­მე­ლიც ამ კო­ლე­გი­უ­მის თე­მა­ტურ ჩარ­ჩო­ში სა­დოქ­ტო­რო ნა­მუ­შევ­რის შექ­მ­ნას ისა­ხავს მიზ­ნად. ჩვენს კო­ლე­გი­უმს ჰქვია „მიგ­რა­ცია რე­ლი­გი­ი­სა და კულ­ტუ­რე­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში“. მე, რო­გორც ენათ­მეც­ნი­ე­რი, წარ­ვად­გენ შემ­დეგ სო­ცი­ო­ლინ­გ­ვის­ტურ თე­მას — „who speaks what language to whoom — and why? ენობ­რი­ვი იდენ­ტი­ფი­კა­ცია და ენის არ­ჩე­ვა­ნი სო­მე­ხი მიგ­რან­ტე­ბის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და სო­მე­ხი და ქარ­თ­ვე­ლი მიგ­რან­ტე­ბის­თ­ვის გერ­მა­ნი­ა­ში“. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად გა­მო­იკ­ვ­ლი­ოს მშობ­ლი­უ­რი ენე­ბის და რუ­სუ­ლის, რო­გორც ე.წ. „სა­ხუ­რა­ვი ენის“ (დachsprache) რო­ლი, იდენ­ტო­ბის ვა­რი­რე­ბა ეტა­პობ­რი­ვი მიგ­რა­ცი­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში. თე­მის ფო­კუს­ში მოქ­ცე­უ­ლია ენობ­რი­ვი იდენ­ტო­ბა და მრა­ვა­ლე­ნი­ა­ნო­ბის ფე­ნო­მე­ნი. ჩე­მი კო­რექ­ტო­რე­ბი არი­ან: ენათ­მეც­ნი­ე­რი, ინ­დო­გერ­მა­ნის­ტი, დოქ­ტო­რი კერ­ს­ტინ კა­ზი­ზი, ენათ­მეც­ნი­ე­რი გერ­მა­ნის­ტი, პრო­ფე­სო­რი ელ­კე რო­ნე­ბერ­გერ-ზი­ბოლ­დი და ენათ­მეც­ნი­ე­რი ტი­პო­ლო­გი, კავ­კა­სი­ო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი ვოლ­ფ­განგ შულ­ცე, მი­უნ­ხე­ნის ლუდ­ვიგ მაქ­სი­მი­ლი­ა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან. პრო­ექ­ტი ჯერ კი­დევ შექ­მ­ნის პრო­ცეს­შია და, სა­ვა­რუ­დოდ, წელს დამ­თავ­რ­დე­ბა. თე­მა­ტუ­რად მიხ­დე­ბო­და კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გერ­მა­ნი­ა­სა (აიხ­შ­ტეტი, მი­უნ­ხე­ნი) და პო­ლო­ნეთ­ში (ვარ­შა­ვა). ემ­პი­რი­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კითხ­ვე­ბის­თ­ვის კი ვმოგ­ზა­უ­რობ­დი გერ­მა­ნი­ა­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხ­ვე­ვით და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა ჩემს რეს­პო­დენტს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის, უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა შუ­ა­მავ­ლებს, რო­მელ­თა გა­რე­შეც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და კონ­ტაქ­ტე­ბი და იმ ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა, რო­მე­ლიც ჩემს სა­დოქ­ტო­რო ნა­მუ­შე­ვარ­ში გა­მოქ­ვეყ­ნ­დე­ბა.

— სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, გქონ­და თუ არა მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ამ­ჟა­მად რა საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვი?
— არ­და­დე­გებ­ზე ყო­ველ­თ­ვის ვმუ­შა­ობ­დი სხვა­დას­ხ­ვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, რო­გორც პრაქ­ტი­კან­ტი ან კი­დევ, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მუ­შა. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს ბევ­რი სა­არ­და­დე­გე­ბო პრო­ექ­ტი რეს­ტორ­ნებ­ში, ბა­რებ­სა თუ ქარ­ხ­ნებ­ში. ჩემს ქა­ლაქ­ში, რა თქმა უნ­და, ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი დამ­საქ­მე­ბე­ლი აჲდჳ-ს ქარ­ხა­ნაა. თით­ქ­მის 6 წე­ლია, რაც უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე და ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობ, ვკითხუ­ლობ ლექ­ცი­ებს აიხ­შ­ტე­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ენობ­რივ იდენ­ტო­ბა­ზე, პა­რა­ლე­ლუ­რად, ვმუ­შა­ობ გერ­მა­ნუ­ლი ენის, რო­გორც მე­ო­რა­დი ენის დო­ცენ­ტად იმა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ინ­გოლ­შ­ტა­ტის ტექ­ნი­კურ ინ­ს­ტი­ტუტ­ში. ჩე­მი პუბ­ლი­კა, ძი­რი­თა­დად, უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­თაა და­კომ­პ­ლ­ექ­ტე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ხში­რად ვარ ხან­მოკ­ლე პრო­ექ­ტებ­ში, სა­დაც ბი­ლინ­გ­ვურ მოს­წავ­ლე­ებს, გერ­მა­ნულ სკო­ლებ­ში, ენას ვას­წავ­ლი. სა­გა­ზაფხუ­ლო სე­მეტ­რ­ში კი, და­გეგ­მი­ლია ქარ­თუ­ლი ენი­სა და კულ­ტუ­რის ლექ­ცი­ის შე­თა­ვა­ზე­ბა. იმე­დია, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი მოვ­ლენ.

— ნი­ნა, მი­ამ­ბე, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ გერ­მა­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რა არის მათ­თ­ვის ყვე­ლა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ისი­ნი ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­გან?
— გერ­მა­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი ძა­ლი­ან და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რო­ბენ. უკ­ვე 17 წლის ასაკ­ში ტო­ვე­ბენ მშობ­ლი­ურ სახლს და ცალ­კე საცხოვ­რებ­ლად გა­და­დი­ან. პი­რა­დი სფე­რო გერ­მა­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, უაღ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ეს არის ერთ-ერ­თი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, რაც ჩვე­ნი კულ­ტუ­რის­გან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ცო­ტა რთუ­ლად გან­სა­მარ­ტი ცნე­ბაა, რად­გან ის მის სა­პი­რის­პი­რო ცნე­ბას — ჯგუ­ფურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ი­ცავს და ირი­ტა­ცი­ას იწ­ვევს. მაგ­რამ ნე­ბა მო­მე­ცით, სა­ნამ ახა­ლი, უფ­რო მარ­თე­ბუ­ლი ცნე­ბა შე­მო­ვი­დო­დეს, ეს ტერ­მი­ნო­ლო­გია აგიხ­ს­ნათ. ძი­რი­თა­დად, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტე­ბად და­სავ­ლურ ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რე­ბი მო­ი­აზ­რე­ბი­ან, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი ადა­მი­ანს და მის გან­ვი­თა­რე­ბას გა­მო­ყო­ფენ. ერთ კუ­რი­ო­ზულ, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო მა­გა­ლითს მო­ვი­ტან — თუ­კი ეს­პა­ნელ ახალ­გაზ­რ­დას დე­და ეხ­მა­რე­ბა ზურ­გ­ზე კრე­მის წას­მა­ში, გერ­მა­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­და გაკ­ვირ­ვე­ბით კითხუ­ლობს — კი, მაგ­რამ ეს ხომ შე­ნი ზურ­გია, თა­ვად ვერ წა­ის­ვა­მო?! და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლებს შე­უძ­ლი­ათ გა­ეც­ნონ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და ოჯა­ხის ფსი­ქო­ლო­გი­ას. მცდა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა რომ არ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­გო­რიც არ უნ­და იყოს ის, ის­ტო­რი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი­დან და კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ღი­რე­ბუ­ლე­ბებს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად (და არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში — ცუ­დად ან კარ­გად) აყა­ლი­ბებს.
გერ­მა­ნია, მო­წი­ნა­ვე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ინ­დუს­ტ­რი­ით, რა თქმა უნ­და, ინ­ჟი­ნე­რი­ა­სა და ეკო­ნო­მი­კურ დარ­გებ­შია კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ძლი­ე­რია ბა­ვა­რი­ის მი­წა, სა­დაც აწარ­მო­ე­ბე­ნ ორი ძლი­ე­რი მარ­კის მან­ქა­ნებს —  AUDI (ინ­გოლ­შ­ტა­ტი) და BMW (მი­უნ­ხე­ნი). არც MERSEDES-ის (შტუტ­გარ­ტი) და ვolkswagen-ის (ვოლ­ფ­ს­ბურ­გი) მარ­კე­ბი დაგ­ვა­ვიწყ­დეს. კარ­გა­დაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, აგ­რეთ­ვე, მე­დი­ცი­ნა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტე­ბი.

— სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს? მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას?
— თა­ვი­სუ­ფალ დროს ვა­ტა­რებ ჩემს ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ მე­გობ­რებ­თან ერ­თად. დრო­ის შე­სა­ბა­მი­სად დავ­დი­ვარ გერ­მა­ნი­ის ქა­ლა­ქე­ბის ან ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად და ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად გან­ვ­ვი­თარ­დე.
ეთ­ნო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ: „თუ ადა­მი­ა­ნი ერ­თხელ გა­და­იჭ­რის ფეს­ვებს, მა­შინ ის ყო­ველ­თ­ვის მზა­დაა ისევ წა­ვი­დეს და გზა გა­ნაგ­რ­ძოს“. მე არ მინ­და მოგ­ცეთ ჩე­მი  ერ­თი ან მე­ო­რე სა­მუ­და­მო საცხოვ­რებ­ლის მი­სა­მარ­თი, არა­მედ მინ­და მო­გიწ­ვი­ოთ ორი­ვე­გან — ანუ აქაც და იქაც. ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ცხოვ­რე­ბა ორ კულ­ტუ­რა­სა და ქვე­ყა­ნას შო­რის არ­თუ­ლებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს სა­კითხი დღის წეს­რიგ­ში სე­რი­ო­ზუ­ლად ოჯა­ხის შექ­მის დროს დგე­ბა. პრო­ფე­სი­უ­ლად და კა­რი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ჩემს თავს ისევ აქ, გერ­მა­ნი­ა­ში ან საზღ­ვარ­გა­რეთ ვხე­დავ. ამა­ვე დროს, არ გა­მოვ­რიცხავ არც სხვა კონ­ტი­ნენტს, მა­გა­ლი­თად ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კას (შტა­ტებს). ასე­ვე მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­მაჩ­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და ჩემს ქვე­ყა­ნა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში უდი­დეს როლს თა­მა­შობს. ყვე­ლა ჩე­მი სვლა, პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს უკავ­შირ­დე­ბა, ჩემს მშობ­ლებს, და-ძმას, ახ­ლობ­ლებს და მე­გობ­რებს.

— რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს?
— ჩე­მი ქარ­თ­ვე­ლი მე­გობ­რე­ბის მა­გა­ლი­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვიტყო­დი, რომ ეს ერთ-ერ­თი მიმ­ზიდ­ვე­ლი კრი­ტე­რი­უ­მია დამ­საქ­მებ­ლის­თ­ვის. იმე­დი მაქვს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­ლე ინ­ტენ­სი­უ­რად დამ­კ­ვიდ­რ­დე­ბა იმ სა­გან­ძუ­რის სა­თა­ნა­დო ანაზღა­უ­რე­ბა, რო­გო­რი­ცაა საზღ­ვარ­გა­რეთ შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნის და გა­მოც­დი­ლე­ბის და­ფა­სე­ბა, იქ­ნე­ბა ეს მენ­ტა­ლურ თუ ფი­ნან­სურ დო­ნე­ზე.

— და­ბო­ლოს, რო­ცა ადა­მი­ა­ნი საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს, ის ალ­ბათ მეტს და ღრმად ფიქ­რობს სამ­შობ­ლო­ზე. შო­რი­დან მარ­თ­ლა უკე­თე­სი ჩანს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ვიდ­რე სი­ნამ­დ­ვი­ლე­შია?
— ეს ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი და კარ­გი შე­კითხ­ვაა. რო­ცა ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნი­დან მი­დის, მხო­ლოდ მა­შინ აანა­ლი­ზებს სამ­შობ­ლოს ცნე­ბას. ბავ­შ­ვო­ბა­ში და­ზე­პი­რე­ბუ­ლი ფრა­ზა, ახალ კონ­ტექ­ს­ტ­ში რე­ა­ლურ სა­ხეს იძენს. სამ­შობ­ლო, შო­რი­დან შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ის უბა­ნი ან ქუ­ჩა, სა­დაც გა­ი­ზარ­დე, ან კაკ­ლის ხე, რო­მე­ლიც ეზო­ში დგას. სამ­შობ­ლო, შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მხო­ლოდ ოჯა­ხი და არა გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა. ამ ჩა­მო­ნათ­ვა­ლის კო­რი­ან­ტე­ლი სხვა­დას­ხ­ვა ასა­კის და გან­ვი­თა­რე­ბის ფა­ზა­ში, სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მით, ან სა­ხით გა­მომ­ჟ­ღავ­ნ­დე­ბა. სა­დაც არ უნ­და წა­ვი­დე, სა­ქარ­თ­ვე­ლო ყველ­გან თან დამ­ყ­ვე­ბა და ის ულა­მა­ზე­სია.

მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N