გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2010-06-14
ირაკლი ფარჯიანი - 60
ირაკლიმ, ჩვენმა თანამედროვემ (შეიძლება ახალი თაობისთვის ის იმდენად ცნობილი არ არის და ძალიან შორეული წარსული ჰგონიათ, მაგრამ ჩვენთვის ეს აწმყოა, ყოველ შემთხვევაში - ჩემი თაობის აწმყო) იმ რთულ დროს, იდეოლოგიური ზეწოლის, ძალიან ბევრი აკრძალვის, ძალიან ბევრი დეფიციტის პირობებში, ყველა ამ სირთულის მიუხედავად, შეძლო, ეპოვა საკუთარი თავი და ნებისყოფის უდიდესი დაძაბვით არ ეღალატა საკუთარი პრინციპისთვის და მრწამსისთვის. 21 წლის იყო, როცა უდიდესი სულიერი ტრავმა მიიღო. ასეთი ტრავმა ძლიერ პიროვნებას ან ძალიან ბევრს შესძენს ან პირიქით, დათრგუნავს და გაანადგურებს. ირაკლის პირადი მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის, რომ მათ დეპრესიაში კი არ ჩაიგდონ თავი, არამედ გადალახონ სირთულეები და დაძლიონ ის პრობლემები, რაც მათ წინაშე დგას, რადგან ღმერთს, განგებას (რაც გნებავთ ის დავარქვათ) ამ განსაცდელით უნდა, მათგან რაღაც კარგი გამოადნოს, ანუ იმ კარგმა და დადებითმა, რაც ადამიანშია ჩადებული, სირთულეებთან ბრძოლის შედეგად უნდა იჩინოს თავი. ასე რომ, ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ირაკლის მაგალითი. მე არ მალაპარაკებს მეუღლის განდიდების სურვილი, ეს არასოდეს მდომებია და არც დღეს მინდა, არამედ ის, რითიც მე დღემდე ვარ აღტაცებული, აღფრთოვანებული და განცვიფრებული. გაოცების შეგრძნება ირაკლის გაცნობის პირველი დღიდან დღემდე არ მშორდება. აი, ეს არის ყველაზე დიდი განცდა ირაკლის მიმართ - საოცარი გაოცება. ასმათ ფიცხელაური-ფარჯიანი
ვრცლად>>>
2010-06-12
საგანმანათლებლო კერები - თბილისი
თბილისი ქართულ საისტორიო წყაროებში თავდაპირველად მოხსენიებულია IV საუკუნის 60-იანი წლების ამბებთან დაკავშირებით, როცა სასანიანთა ირანის სახელმწიფო ქართლში პოლიტიკური ბატონობის განმტკიცებისათვის იბრძოდა. ეს ცნობა საისტორიო თხზულების "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს ანონიმ ავტორს ეკუთვნის, რომლის მოღვაწეობის ხანა VII (ან IX) საუკუნით თარიღდება. ფეოდალური ხანის საქართველოს ქართული საისტორიო წყაროები ჩვენს დედაქალაქს საერთოდ ტფილისს უწოდებენ, ტფილისი ეწოდება მას VI საუკუნის ანონიმის "ევსტათე მცხეთელის მარტვილობაში" და მომდევნო ხანის სხვა თხზულებებში.
ვრცლად>>>
2010-06-12
სადაკო - მშვიდობის ელჩი
24 მაისს, სამების საკათედრო ტაძრის საგამოფენო დარბაზში, მოსწავლეთა ნახატების კონკურსის ` სადაკო - მშვიდობის ელჩი~ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. პროექტი განახორციელა სამშვიდობო ორგანიზაცია `სადაკომ~, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ ქალაქ თბილისის მერია და თელავის მუნიციპალიტეტი. გამოფენა-კონკურსი ჩატარდა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის თანადგომით.   ღონისძიებას საინფორმაციო მხარდაჭერა გაუწია გაზეთმა "ახალი განათლება".
ვრცლად>>>
2010-06-03
ფართომასშტაბიანი კვლევა სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა მიღწევების გასაუმჯობესებლად
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა საქართველოს მასშტაბით ჩაატარა ეროვნული შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, კერძოდ, კითხვის მიმართულებაში იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც საბაზო საფეხურზე დაასრულეს სწავლა.   ეროვნულ შეფასებაში მონაწილეობდა 5385 მეცხრეკლასელი 231 საჯარო სკოლიდან, ასევე, ამ სკოლების დირექტორები და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, სულ 324.   შედეგების გაანალიზებაზე მუშაობდნენ როგორც ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტები, ასევე დარგის 61 მოწვეული სპეციალისტი.   ეროვნული შეფასება ფართომასშტაბიანი კვლევაა, რომელიც სახელმწიფო დონეზე ხორციელდება და რომლის მიზანია შეაფასოს, თუ რამდენად წარმატებულია სწავლა-სწავლების პროცესი ქვეყანაში. კვლევა ერთგვარი ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ხდება საგნობრივი პროგრამების, სახელმძღვანელოებისა და, შესაბამისად, სწავლების პროცესის დახვეწა. უმთავრესი მიზანი სწორედ სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებაა. განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის საშუალებაა ეროვნული სასწავლო გეგმა.   ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი პროგრამა სამი ნაწილისგან შედგება: 1. შესავალი, რომელშიც წარმოდგენილია საგნის სწავლების კონცეფცია, მიზნები და ამოცანები; 2. სტანდარტი, რომელშიც საგნის სწავლების მიზნები კონკრეტული შედეგების სახითაა მოცემული. ეს პროცედურული ცოდნაა, რომლის ფლობაც მოეთხოვება მოსწავლეს თითოეული კლასისა თუ საფეხურის დასრულების შემდეგ; 3. პროგრამის შინაარსი, ანუ დეკლარატიული ცოდნა, რომელიც მოსწავლეს ამ შედეგების მისაღწევად სჭირდება. ამ ტიპის კომპეტენციებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამებს სხვადასხვა ქვეყნებში `შინაარსობრივ სტანდარტს~ უწოდებენ და მათი შეფასება მხოლოდ სტანდარტზე დაფუძნებული ტესტის საშუალებითაა შესაძლებელი.
ვრცლად>>>
2010-06-03
არ აგრძნობინოთ განსხვავებულობა
ინკლუზიურისწავლება გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად, ასევე, გულისხმობს სსსმ მოსწავლეების ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას.   სამინისტრო სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონედ განსაზღვრავს ბავშვებს: ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევით; მხედველობისა და სმენის დარღვევით; მეტყველების, ქცევისა და ემოციური განვითარების დარღვევით; რომელთაც აქვთ გრძელვადიანი მკურნალობის/ჰოსპიტალიზაციის საჭიროება; რომლებიც წარმოადგენენ ეროვნულ უმცირესობებს; რომლებიც არიან სოციალურად დაუცველნი; რომელთაც სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების გამო საგანმანათლებლო პროცესიდან გარიყვა ემუქრებათ.
ვრცლად>>>
2010-06-03
წმინდა სამება
ქრისტიანული ეკლესიის ღმერთი ღმერთია, რომლის რწმენაც და რომლის შესახებ ცოდნაც კაცობრიობამ ისტორიული გამოცდილების შედეგად მოიპოვა. ეს არ არის არსება, რომელსაც ადამიანმა მხოლოდ აბსტრაქტული ფილოსოფიური ვარჯიშებითა და გონების ჭვრეტით მიაკვლია. სწორედ ეკლესიურმა გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ღმერთი ერთ გამორჩეულ მონად (ბერძ. Monas - ერთეული; განუყოფელი) ან ინდივიდუალურ ბუნებად კი არ წარმოგვიდგება, არამედ ის არის სამება: სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული იპოსტასი ანუ პიროვნება და ამავე დროს, საერთო ნებითა და მოქმედებით გაერთიანებული ერთიანი ბუნება, ერთი არსება.
ვრცლად>>>
2010-05-27
„ვაჟკაცურად ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობი ღამეს”
ძლიერი პიროვნების კულტი კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენაში”   „თანამგზავრებს ეძიებს შემოქმედი, არა ცხედართ, არა ჯოგს, არა ხალხს, შემოქმედი ეძიებს თანაშემოქმედთ, რომელნი სწერენ ახალ საუნჯეს ახალ ფიცარზე.“ ფრიდრიხ ნიცშე   კონსტანტინე გამსახურდიას სახით ჭეშმარიტად იპოვა თანამგზავრი ნიცშემ, გამსახურდიამაც იპოვა თანაშემოქმედი გერმანელი გენიოსის სახით. სწორედ ძლიერი პიროვნების ძიება, რაინდული, უტეხი სული და განსაკუთრებული შემოქმედებითი უნარი აერთიანებს გოეთეს, ნიცშესა და გამსახურდიას. სწორედ შინაგანი სიახლოვე და აზრთა თანაზიარობა იგრძნო კონსტანტინემ, როცა სრულიად ახალგაზრდამ თარგმნა ჯერ ნიცშეს „ესე იტყოდა ზარატუსტრას“ რამდენიმე თავი, მერე კი გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“. გერმანული ფილოსოფიური სკოლის სიყვარულმა მისი ცხოვრების გზა შეცვალა და სწავლა განაგრძო ჯერ ლაიპციგის, მიუნხენის, კენისბერგის, მერე ბერლინის უნივერსიტეტებში, მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. ნიცშე წერს: „მთაში მწვერვალიდან მწვერვალამდე უმოკლესი გზაა, ხოლო ამად ჯერ არს, გრძელი ფეხები გქონდეს. იგავნი მწვერვალთა მსგავსნი არიან და რომელნი იგავებით გელაპარაკებიან, ტანადნი და მაღლად ზრდილნი.“ ასეთი იყო კონსტანტინე გამსახურდიაც, ტანადი, მაღლად ზრდილი, არისტოკრატიული პროფილითა და თავდაჭერით, იგავმიუწვდენელი ცოდნითა და გენიოსური გონებით. იგავურად გადმოცემული სიბრძნე მის ნაწარმოებებში გამაოგნებელია ხშირად. თავად ურყევი ნებისყოფისა და ძლიერი შინაგანი ნების მქონე პიროვნება უმეტესად ასეთივე პერსონაჟებს ხატავს - კონსტანტინე სავარსამიძე („დიონისოს ღიმილი“), თარაშ ემხვარი („მთვარის მოტაცება“), დავით აღმაშენებელი, („დავით აღმაშენებელი“) - ყველას აერთიანებს საოცრად მიზანსწაფული ხასიათი და შეუდრეკელი ბუნება. განსაკუთრებით გამორჩეულია ამ მხრივ „დიდოსტატის მარჯვენა“.
ვრცლად>>>
2010-05-27
რეპეტიტორები, ანუ რატომ არ დადიან მოსწავლეები სკოლაში?
საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების უმეტესობა იმიტომ არ დადის სკოლაში, რომ ისინი ემზადებიან უმაღლესის მისაღები გამოცდებისთვის. ეს მოსწავლეები დადიან რეპეტიტორებთან, რაც გვიჩვენებს იმას, რომ ისინი და მათი მშობლები უკმაყოფილო არიან სასკოლო განათლებით, რაც მათ აფიქრებინებს ალტერნატიული განათლების მიღებაზე. ხშირად გაიგებთ, რომ სკოლა არ აძლევს ბავშვს მაღალი ხარისხის განათლებას და შესაბამისად რეპეტიტორთან ნაკლის შევსება ხდება.

შევეცდები განვმარტო, თუ რა არის ამ შეხედულებაში სწორი და რა გულუბრყვილო და ზედაპირული ანალიზის პროდუქტი. აქვე თავიდანვე ვიტყვი, რომ რეპეტიტორების ორი ჯგუფი არსებობს, რომლებიც დაბალი კლასებიდანვე მუშაობენ ბავშვებთან და რომლებიც ბოლო კლასებში არიან აქტიურად ჩართული აბიტურიენტების მომზადებაში. ეს სტატია მხოლოდ მეორე ჯგუფს ეხება.
ვრცლად>>>
2010-05-27
განვითარების თანამედროვე თეორიები
ბავშვები 8-დან 11 წლამდე ასაკობრივი ამოცანები ამ ასაკში ბავშვი ინტენსიურად ითვისებს სასიცოცხლო უნარებს, განსაკუთრებით სასკოლოს. ბავშვს სურს, ჰქონდეს მიღწევები, წარმატებული იყოს და პოზიტიური იმიჯი ჰქონდეს. ასევე, სურს ჰყავდეს ახლო მეგობრები, თანატოლთა მხრიდან აღიარება და მხარდაჭერა მოიპოვოს. თუ ბავშვი ვერ იქნება წარმატებული ყველა ამ სფეროში, თავს არასრულყოფილად იგრძნობს და საკუთარი შეზღუდულობის მიმართ მეტად მგრძნობიარე იქნება. თუ მშობლები, მასწავლებლები ან მეგობრები დასცინებენ იმის გამო, რომ რაღაც არ გამოსდის, ბავშვს საკუთარ სრულფასოვნებაში ეჭვი შეეპარება და ჩათვლის, რომ ცხოვრებაში წარმატებების მიღწევას ვერ შეძლებს.
ვრცლად>>>
2010-05-19
ერთიანი ეროვნული გამოცდები და განათლების ხარისხი
უკვე მეხუთე წელია, რაც საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსახვედრად აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. ეს გამოცდები აღიარებულია, როგორც მნიშვნელოვანი მიღწევა საგანმანათლებლო სივრცეში. ამ აღიარების საფუძვლად სახელდება ხოლმე შემდეგი მიზეზები: ა) გამოცდებმა შემოიტანა მერიტოკრატია განათლების სისტემაში და დაამარცხა უმაღლესებში მოხვედრის ეტაპზე კორუფცია. ამით დამყარდა უფრო მეტი სოციალური სამართლიანობა. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ახალ სისტემაში არა მხოლოდ სოციალური კავშირები აღარ ჭრის (ე.წ. ჩაწყობა), არამედ ღარიბებს იგივე შანსი აქვთ მოხვედრის, როგორც მდიდრებს. ბ) გამოცდების შემოღებით განათლების ხარისხი იმატებს იმ საგნებში, რომლებიც გამოცდებზე ბარდება. გამოცდების ახალ სისტემას აქვს მაღალი მხარდაჭერა საზოგადოებისა და პოლიტიკური წრეების მხრიდან. გამოცდების სისტემის კრიტიკა არათუ ცუდ ტონად ითვლება, არამედ პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეების მხრიდან ხანდახან ირაციონალურ რეაქციებსაც კი იწვევს. ჩემი მიზანი ამ რეაქციების გამოწვევა სულაც არ არის, ამიტომ მკითხველს, რომელსაც ცივად არ შეუძლია განათლების სფეროზე მსჯელობა, ვურჩევ თავს ნუ შეიწუხებს ამ ჩანაწერის კითხვით. კითხვა, რომელსაც ვცდილობ ვუპასუხო არის, უწყობს თუ არა ხელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღება განათლების ხარისხის ამაღლებას საქართველოში? თუ დავუჯერებთ ზოგიერთ პოლიტიკოსსა და საგამოცდო პროგრამებისა და ტესტების შემქმნელების დიდ ნაწილს, გამოცდების არსებობა გარკვეულწილად განაპირობებს განათლების ხარისხის ამაღლებას. პროფესორების ნაწილი უნივერსიტეტებში თვლის, რომ მოსწავლეების დიდი ნაწილი ბოლო დროს განსაკუთრებული ცოდნით ვერ დაიკვეხნის, როდესაც უნივერსიტეტში
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53] > [54] > [55] > [56] > [57] > [58] > [59]
22(816)N