გამოდის 1998 წლიდან
|
|
|
| სტატიები
|
2011-12-14
სკოლა - სოფლის სიცოცხლის აუცილებელი პირობა
|
ვანის რაიონში დღეისათვის 31 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს 4500 მოსწავლითა და 650 პედაგოგით, რომელთა შორის 30 უკვე სერტიფიცირებულია. სწავლების ხარისხის ამაღლების ერთ-ერთი გარანტი ესეცაა, თუმცა არსებობს სხვა კომპონენტებიც, რომელთა ერთობლიობაც ხარისხიანი ცოდნის მიღების აუცილებელი პირობაა და სახელმწიფოს თანადგომას ამ მხრივ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ასეთი თანადგომის მაგალითები ვანის სკოლებშიც თვალსაჩინოა, მაგრამ საერთო ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე სასურველი შედეგის მიღწევა მაინც გაჭირდება. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ბატონი ივანე კორძაძე საკუთარ კაბინეტში, რუკაზე მიჩვენებდა მცირეკონტინგენტიან სკოლებს. სამწუხაროდ, მათი რიცხვი არც ისე ცოტაა — გადიდი, ონჯოხეთი (8 მოსწავლე), ზედაგორა, დუცხუნი... ინაშაურიც ერთ-ერთი მათგანია, თუმცა სხვებთან შედარებით, აქ ვითარება უკეთესია — 33 ბავშვი სწავლობს საბაზო სკოლაში. გავლილმა 20-წლეულმა საქართველოს ყველა სოფლის სკოლას დაასვა ეს დაღი. რიგ შემთხვევაში სწორედ ეკონომიკური მდგომარეობის გამო დაცლილი სოფლები გახდა სკოლების ოპტიმიზაციის მიზეზი. ბევრგან, მათ შორის ვანის მაღალმთიან სოფლებში, ასეთი გაერთიანებები შეჩერებულია რელიეფური პირობების გამო. ჩვენთან საუბარში ინაშაურელებიც იხსენებენ, როგორ შიშობდნენ, რომ მათი სკოლაც არ მიეერთებინათ ამაღლების საჯარო სკოლისთვის, მაშინ ხომ ფეხით 5-6კმ-ის გავლა მოუწევდათ ყოველდღე მოსწავლეებს, თუ არადა ტრანსპორტის ფული კიდევ ერთი პრობლემა იქნებოდა მათი ოჯახებისთვის. კარგია, რომ ეს ასე არ მოხდა, იმედია არც მომავალში შეიცვლება რამე, მით უმეტეს, რომ სკოლა ახალ, მყარად ნაშენებ შენობაში 1976 წლიდან გადმოვიდა სულ 1კმ-ით მოშორებული ძველი შენობიდან. მაშინ 8-წლიან სკოლაში 154 მოსწავლე და 25 მასწავლებელი ირიცხებოდა. დღეს 9-კლასიან საბაზო სკოლაში 33 მოსწავლე და 15 პედაგოგია. სკოლის იმედი 3 პირველკლასელი და კიდევ ის 3 პატარაა, რომელიც მომავალ წელს შეაღებს სკოლის კარს, უფრო შორეული პერსპექტივითაც ამდენი (იქნებ 1-2-ით მეტი) პირველკლასელი ეყოლება ინაშაურის სკოლას. სოფლის უმთავრესი საყრდენიც ესაა.
|
ვრცლად>>> |
|
2011-12-14
განვითარებისა და სწავლის თეორიები
|
ალბერტ ბანდურა
ალბერტ ბანდურა დაიბადა 1925 წელს, კანადაში. იყო სტენფორდის დ. ჯორდანის სახელობის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების კათედრის პროფესორი და ამერიკელ ფსიქოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე.
ბანდურამ თავის თეორიას სოციალურ-კოგნიტური დასწავლის თეორია უწოდა, რადგან, მისივე განმარტებით, „სოციალური“ ხაზს უსვამს ადამიანის შემეცნებისა და ქცევის სოციალურ წარმომავლობას, ხოლო „კოგნიტური“ — ადამიანის ემოციაზე, მოტივაციასა და ქმედებებზე შემეცნებითი პროცესების ზემოქმედებას.
ბანდურას თეორიის ძირითადი თემა არის დაკვირვების გზით დასწავლა. მის თეორიაში ხაზგასმულია, რომ ადამიანმა შეიძლება შეიძინოს ახალი გამოცდილება, ახალი ქცევა, არა მხოლოდ უშუალოდ ამ ქცევის განხორციელების გზით, არამედ სხვა ადამიანების (ე. წ. მოდელების) ქცევაზე დაკვირვებით და მიბაძვით. ეს პრინციპულად ახალი მიდგომა გამოარჩევს ბანდურას თეორიას დასწავლის სხვა თეორიებისგან. იგი მიიჩნევს, რომ დასწავლა შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც ადამიანი პირდაპირ არ იმეორებს „მოდელის“ ქცევას. თავისი პოზიციის გასამყარებლად მას შემდეგი მაგალითი მოჰყავს:
|
ვრცლად>>> |
|
2011-12-12
განვითარებისა და სწავლის თეორიები
|
ბერას ფედერიკ სკინერი (1927-1987)
ამერიკელი ფსიქოლოგი ბერას ფრედერიკ სკინერი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, 1945-1948 წლებში იყო ინდიანას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. 1948 წლიდან გარდაცვალებამდე, მოღვაწეობდა ჰარვარდში. მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ამერიკაში, ფსიქოლოგიის ისტორიკოსებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, სკინერმა ყველა დროის ფსიქოლოგთა შორის მერვე, ხოლო თანამედროვე ფსიქოლოგთა შორის პირველი ადგილი დაიკავა.
სკინერი „რადიკალური ბიჰევიორიზმის“* მიმდევარი და განმავითარებელი იყო. ამ მეცნიერული მიდგომის მიხედვით, ფსიქიკური პროცესების მეცნიერული ახსნა და ზუსტი ინტერპრეტაცია შეუძლებელია, ვინაიდან ისინი ადამიანის „შიგნით“ მიმდინარეობს და ხანდახან თვითონ ადამიანსაც არ ძალუძს, ბოლომდე გააცნობიეროს მათი არსი. მეცნიერებისათვის შესაძლებელია ისეთი ფენომენის ახსნა, რომელზეც დაკვირვება და რომლის შემოწმებაც შესაძლებელია. ასეთად სკინერს ქცევა მიაჩნია. შესაბამისად, ფსიქოლოგიამ უნდა შეისწავლოს ორგანიზმის ქცევა და ამ ქცევის შედეგები. თუ ბიჰევიორისტული დასწავლის ზოგიერთი თეორეტიკოსი ადამიანის ან ცხოველის ქცევის ასახსნელად ხშირად იყენებს ტერმინებს, როგორიცაა: „მოთხოვნილება“, „მოტივაცია“, ანუ ისეთ ფენომენებს, რომლებზეც პირდაპირ დაკვირვება შეუძლებელია, ის არ არის მნიშვნელოვანი „რადიკალური ბიჰევიორიზმისთვის“.
ქცევის ექსპერიმენტული ანალიზი სკინერის ტერმინია და ასახავს ქცევასთან დაკავშირებული სამი ცვლადის ანალიზს. ეს ცვლადებია:
|
ვრცლად>>> |
|
2011-12-08
თანადგომით გადალახული სიძნელეები
|
დღევანდელ საქართველოში ბავშვების დიდი რაოდენობა უდედ-მამოდ ან ერთ მშობელთან ერთად იზრდება. ვანის რაიონის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის 215 მოსწავლიდან, დაახლოებით 60% სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება. არიან ბავშვები, რომელთაც 7-8 წელია მშობელი არ უნახავთ, ერთი ისეთიცაა საერთოდ რომ არ იცნობს დედას. მშობლები ასეთ მძიმე გადაწყვეტილებას შვილებზე ზრუნვით ხსნიან, აი, შვილებს კი განსხვავებული აზრი აქვთ — მათ ყველაზე მეტად დედ-მამა სჭირდებათ. პედაგოგები ამბობენ, რომ უმშობლოდ დარჩენილები აშკარად ატარებენ განშორებით გამოწვეულ სევდას და მათ განსაკუთრებული მიდგომა და თანადგომა სჭირდებათ, რომ სამუდამო დაღად არ ექცეთ ბავშვობისდროინდელი განცდები.
ამ მძიმე ფონზე უკვე ნაკლებად შემაშფოთებელი ჩანს ამავე სკოლის 63 სოციალურად დაუცველი ბავშვის არსებობა, რომლებიც სახელმწიფოსა თუ კეთილი ადამიანების ქველმოქმედების იმედად, მაგრამ საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად, უმკლავდებიან ყოველდღიურ სიძნელეებს, უფრო ბედნიერებიც კი მგონია, ვიდრე ისინი, ვისაც ხშირად მოსდით სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან ტანისამოსითა თუ ათასგვარი საჩუქრებით სავსე ამანათები...
რაც შეეხება სკოლას, პარადოქსია, მაგრამ იგი სულაც არ ჰგავს ასეთი გაჭირვებული სოფლის სკოლას. არ ჰგავს არც შენობითა და ეზოთი, რომელიც სანიმუშოდაა მოვლილი, არც მოსწავლეებისა და მასწავლებლების გარეგნობით და, რაც ყველაზე მთავარია, არც ხალისიანი და ღიმილიანი შეხვედრით, რომელიც ასე დამახასიათებელია, ზოგადად, იმერეთში და ასე აუცილებელია ადამიანთა ურთიერთობისთვის.
|
ვრცლად>>> |
|
2011-11-17
ლექსის სწავლების თავისებურებები
|
დღეს, როგორც არასდროს, ისეა აუცილებელი სწავლების წარმართვა თანამედროვე ინტერაქტიული მეთოდებით, რაც, საგნის საფუძვლიან ცოდნასთან ერთად, ითვალისწინებს: მოსწავლეთა ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს შექმნას, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობით, სხვისი მოსაზრების მოსმენისა და გათვალისწინების ფონზე, კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა ლექსის სწავლების ხერხებისა და მეთოდების სწორად შერჩევა, რათა შესასწავლი მასალა ერთიანად აღიქვან მოსწავლეებმა და არ მოხდეს მისი დანაწევრება-პერიფრაზირება. რადგან სასწავლო პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს ახლის ძიებას, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ლექსის სწავლების განსხვავებული ვარიანტები; პოეტის ადგილი ქართულ მწერლობაში, ლექსის შექმნის ფონი, ეპოქა, გამოყენებული მხატვრული ხერხები და ლირიკული გმირის პიროვნული თვისებები.
|
ვრცლად>>> |
|
2011-11-10
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქ თავმოყრილი საზოგადოებაა
|
ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში იღებენ განათლებას. რუბრიკის პირველი სტუმარია აბუ დაბის უნივერსიტეტის სტუდენტი ოთარ კახიძე.
— ოთარ, შენ შესახებ საუბარი დავიწყოთ თავიდან. სწავლობდი თბილისში, შემდეგ სასწავლებლად გაემგზავრე დიდ ბრიტანეთში. მიამბე, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
გამიმართლა, რომ თბილისის 50-ე სკოლაში ვსწავლობდი. ეს სკოლა პომპეზურობით არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ იქ დღემდე საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებლები ასწავლიან. განათლება, რომელიც თბილისში მივიღე და აკადემიური დისციპლინა, რომელიც ჩემმა მასწავლებლებმა ჩამომიყალიბეს, დღემდე საუკეთესოდ მახსენდება — აღარაფერს ვამბობ მათ ენთუზიაზმზე...
|
ვრცლად>>> |
|
2011-11-10
სადაც არ უნდა იყო, ვაჟას რომ გადაშლი, უკვე სამშობლოში ხარ
|
წელს ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წელია, ქართულ ლიტერატურას 150 წლის გენიოსი ჰყავს. ვაჟას საიუბილეო „საჩუქრებიდან“ განსაკუთრებულად მიხო მოსულიშვილის მიერ დაწერილი ბიოგრაფიული რომანი — „და უფსკრულს დასცქერის პირიმზე“ (ჩანაწერები ვაჟაზე) მივიჩნიეთ, რომელმაც მწერალს ახლახან პრემია „გალაც“ მოუტანა — „ვაჟა-ფშაველა“ ამ ლიტერატურული კონკურსის ჟიურიმ „სამაგიდო წიგნად“ აღიარა. მხატვრულ-დოკუმენტური ჩანაწერების სახით მწერალმა ვაჟა-ფშაველას ძნელი და ღირსეულად განვლილი ცხოვრება წარმოგვიდგინა და ახალი კუთხით დაგვანახა მისი განუმეორებლი აზროვნების სტილი.
„ვინ იცის, ეგრე ძალიან რად შეუფიქრიანებია ვაჟა-ფშაველა გველებისაგან შვილებიანად დაკბენილ ლაოკოონს? თავადაც ხომ არ გრძნობს, თუ როგორ ეგრაგნებიან მთელ სხეულზე სიდუხჭირისა და მტრობის გველები?.. და თვითონაც ლაოკოონივით, — კი არ ყვირის, ითმენს... ისე ითმენს, რომ მარტო კვნესა თუ აღმოხდება ხოლმე და ამისიც რცხვენია... ეს ყოფილა ვაჟას ცხოვრება, სწორედ ეს, — როცა ტკივილი და სილამაზე ძალიან ახლო-ახლოს არიან და როცა კლდის პირზე ყელმოღერებული პირიმზე უფსკრულს ჩაჰყურებს ეჭვით...“, — წერს ავტორი.
ამ ბოლომდე ამოუცნობი გენიის მპოვნელს კი მომავალში ელოდება მწერალი:
„...ვაჟა სულ სხვაგან არის, ჩვენ კიდევ სულ სხვაგან დავეძებთ და ვერ გვიპოვნია ჯერ...
ვერც ვიპოვნით...
ვაჟა-ფშაველა მომავალში დაელოდება თავის მპოვნელს“.
|
ვრცლად>>> |
|
2011-11-03
ბედნიერებაა, როცა ქვეყანას ვაჟა-ფშაველა ჰყავს
|
24-ე საჯარო სკოლაში ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით — „ვაჟა რეალურ სამყაროში“. X-XI კლასების მოსწავლეები, ლიტერატურის ინსტიტუტის დახმარებით, გაეცნენ პოეტის პირად არქივს, ოჯახურ წერილებს. საშუალება მიეცათ, უფრო ახლოს გაცნობოდნენ პოეტის პიროვნებას. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მათ მიერ დამუშავებული თემები წარმოადგინეს, იმსჯელეს ვაჟას პუბლიცისტურ წერილებზე, მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი აზრი და პოზიცია.
თამარ ბარისაშვილი, 24-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: მოგეხსენებათ, წლევანდელი წელი ვაჟა-ფშაველას წლად არის გამოცხადებული. გადავწყვიტეთ, სასწავლო წლის პირველი ნახევარი დაგვეთმო პოეტის საქმიანობის, საზოგადო მოღვაწეობის, მისი, როგორც პუბლიცისტური წერილების ავტორისა და როგორც ქართული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების დიდაქტიკოსის მიმართ. დღევანდელი ღონისძიებისთვის მოსწავლეებმა ვაჟას პუბლიცისტური წერილები მოამზადეს. პროექტის ფარგლებში, ლიტერატურის ინსტიტუტში იმუშავეს, გაეცნენ ვაჟას წერილებს, ხელნაწერებს, დაათვალიერეს არქივი. მასალებზე მუშაობისას დამოუკიდებლად შეარჩიეს წერილები. ისინი მსჯელობდნენ, პარალელს ავლებდნენ დღევანდელობასთან — როგორც საზოგადო მოღვაწე, არის თუ არა ვაჟა-ფშაველა დღესაც საინტერესო; მის მიერ დასმული საკითხები არის თუ არა სადღეისოდ აქტუალური. თავდაპირველად, შემოქმედზე ფიქრი თენგიზ აბულაძის ფილმის „ვედრება“სკოლაში ჩვენებით დავიწყეთ. ამ ფილმზე ფიქრმა მიგვიყვანა საქართველოს თეატრის, კინოს, ქორეოგრაფიისა და მუსიკის მუზეუმში. აქ მოსწავლეები გაეცნენ ცნობილი ადამიანების თენგიზ აბულაძისადმი მიწერილ უამრავ წერილს, სადაც ისინი აღფრთოვანებას ვერ მალავენ ფილმის გამო. დღევანდელ ღონისძიებაზე VII-IX კლასების მოსწავლეებმა ასევე წარმოადგინეს ვაჟა-ფშაველას შემოქმედების თემატიკაზე შექმნილი ნახატები (ხატვის პედაგოგს — ნინო იოსავა). დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლიტერატურის ინსტიტუტის ხელნაწერების განყოფილების ხელმძღვანელს — მარიამ ყიფიანს, ასევე საქართველოს თეატრის, კინოს, ქორეოგრაფიისა და მუსიკის მუზეუმს, დახმარებისა და თანადგომისათვის.
|
ვრცლად>>> |
|
2011-11-03
განვითარებისა და სწავლის თეორიები
|
მოკლე ინფორმაცია იმ ავტორების შესახებ, რომელთა ნააზრევის ცოდნაც მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით არის განსაზღვრული
ჟან პიაჟე (1896-1980)
შვეიცარიელი ფსიქოლოგი, ინტელექტის განვითარების თეორიის ავტორი. 1929 წლიდან იყო ჟენევის უნივერსიტეტში პედაგოგიური და ფსიქოლოგიური ლაბორატორიის დირექტორი. პიაჟემ შექმნა ბავშვის აზროვნების განვითარების ექსპერიმენტული კვლევის სკოლა. მან რამდენიმე წელი იმუშავა ცნობილი ფსიქოლოგის, ალფრედ ბინეს, ლაბორატორიაში. სწორედ ამ ლაბორატორიაში მუშაობის დროს პიაჟე პირველად დაინტერესდა ადამიანის ინტელექტის და მისი განვითარების საკითხების შესწავლით. ბინეს ლაბორატორიის მუშაობის ძირითადი მიმართულება იყო სტანდარტული ტესტების შემუშავება, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნებოდა ინტელექტის განვითარების დონის დადგენა. ამ საკითხებზე მუშაობის პროცესში ჩაეყარა საფუძველი პიაჟეს თეორიას. კვლევებმა აჩვენა, რომ ერთი ასაკის ბავშვები ტესტებზე მუშაობის დროს ხშირად უშვებდნენ ერთსა და იმავე ტიპის შეცდომებს და ამ შეცდომის არსით ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ სხვა ასაკის ბავშვებისაგან. ამ დაკვირვებამ უბიძგა პიაჟეს იმ ფაქტორების კვლევისაკენ, რომლებსაც გავლენა აქვთ აზროვნების პროცესზე. მისი კვლევის შედეგები ასახულია „კოგნიტური განვითარების თეორიაში“, რომელიც თავის დროზე ექსპერტების მიერ შეფასებული იყო უნიკალურ და რევოლუციურ ნაბიჯად ფსიქოლოგიის განვითარებაში.
|
ვრცლად>>> |
|
2011-11-03
იღბლიანი გათვლა
|
გაზეტის სტუმარია
მწერალი თამთა მელაშვილი,
2011 წლის ლიტერატურული პრემიის „საბა“
მფლობელი საუკეთესო დებიუტისთვის
„გათვლა“ (ამონარიდი)
მესვრიან, ნინცო, ესენი. ტვინს გამასხმევინებენ, ნინცო, ესენი. როგორც იმ კაცს იმ ხევში, გახსოვს, როგორ ჰქონდა? გახსოვს, ტვინი როგორ ჰქონდა? მესვრიან. რაც არ უნდა ვიკივლო, მაინც მესვრიან. მაინც ვერ გავაგონებ. მთელი ყუთი მაქვს თან, სათითაოდ ვყარე ტუალეტის ფანჯრიდან. აი ეხლა ჩავაწყობ და სანამ მომიახლოვდებიან, გავიქცევი. მესვრიან ესენი. მესვრიან. აქეთ მოდიან და მესვრიან. რატომ არ მითხარი, რომ ძაღლი ჰყავდათ, რატომ არ იცოდი? ვინმე ვეგონები და მესვრიან. მესვრიან, ისე ყეფს ეს ძაღლი. მესვრიან. ველით გადავალ, ველით უნდა გადავიდე. არაფერი მომივა, ველით გადავალ. მე ხო ჩიტივით ვარ, მე ხო პატარა ვარ, მე ხო ჩიტი ვარ, ცაზე ჩიტი ვარ, თუ როგორ მითხარი? იმ დღეს როგორ მითხარი? აი, უცებ გადავალ. უცებ გადავირბენ, ერთ წამში გადავირბენ. ვერც გაიგებენ ესენი, ისე გადავირბენ. აი, იცი, როგორ გადავირბენ? ხვალ მოგიყვები, აი, ისე სწრაფად გადავირბენ, უცებ გადავირბენ. ნინცო. დაიცა, ავიღო ესენი, აქეთ მოდიან, მე მგონი. ჰო, აქეთ მოდიან. მესვრიან. დაიცა, მე ხომ ჩიტი ვარ, იწილო ბიწილო შროშანო გვრიტინო ალხო მალხო ჩიტმა გნახოს შენი ფესვი ფესვმანდური სიკოჭორი კალმახური აბდა უბდა გაიქეცი. გაიქეცი. აბდაუბდა გაიქეცი. იწილო ბიწილო შროშანო გვრიტინო ალხო მალხო ჩიტმა გნახოს, შენი... შენი ფესვი ფესვმანდური სიკოჭორი კალმახური, აბდა უბდა გაიქეცი გაიქეცი... იწილო ბიწილო შროშანო გვრიტინო ალხო მალხო, ჩიტმა გნახოს, შენი ფესვი ფესვმანდური სიკოჭორი კალმახური აბდა უბდა
გა-ი-ქე-ცი
წკიპ და რიკ.
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
|
 |
13(807)N 
|
|
|
|
|