გამოდის 1998 წლიდან
2013-04-04
რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვა ჩვე­ნი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ

მარ­თა­ლია, რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვა არ გა­მო­მი­ვა, რად­გან მე­ო­რე წე­ლია ამა­ზე ვფიქ­რობ და ბევ­რი რამ მაქვს სათ­ქ­მე­ლი, მაგ­რამ მა­ინც ვეც­დე­ბი სიტყ­ვა არ გა­მიგ­რ­ძელ­დეს.
2 წლის წინ გა­ვი­გე, რომ ჩვენს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მოქ­მე­დებ­და პრო­ექ­ტი „ვას­წავ­ლოთ ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა“ და ამ პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ ხელ­ფასს —1000 ლარს ღე­ბუ­ლობ­დ­ნენ. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლის 300 ლარ­თან შე­და­რე­ბით 1000 ლა­რი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ნაცხა­დია. გა­მიჩ­ნ­და სურ­ვი­ლი, მეც შე­ვერ­თე­ბო­დი ამ პროგ­რა­მის მას­წავ­ლებ­ლებს  და გა­მი­მარ­თ­ლა. მეც ვარ იმ 100-მდე მას­წავ­ლე­ბელ­ს შო­რის, რო­მელ­თაც ბევ­რი მას­წავ­ლებ­ლის სა­ოც­ნე­ბო ხელ­ფა­სი აქვს. მარ­თა­ლია, ამ წე­რი­ლის წე­რა ხელ­ფას­ზე სა­ლა­პა­რა­კოდ  არ და­მიწყია, მაგ­რამ  იმის გა­მო, რომ  ეს სა­კითხი ბევ­რის ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნია, მა­ინც ვიტყ­ვი რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვას.
შენ ტო­ვებ სრულ დატ­ვირ­თ­ვას, დამ­სა­ხუ­რე­ბულ სიყ­ვა­რულს და პა­ტი­ვის­ცე­მას შენს სკო­ლა­ში, არც თუ ისე ცუდ შე­მო­სა­ვალს კერ­ძო პრაქ­ტი­კი­დან, უმუ­შე­ვარ მე­უღ­ლეს, რად­გან ვი­ღაც ხომ უნ­და დარ­ჩეს მო­ხუც მშობ­ლებ­თან ბა­თუმ­ში, გყავს ორი სტუ­დენ­ტი თბი­ლის­ში, უხ­დი სწავ­ლის სა­ფა­სურს, უხ­დი ბი­ნის ქი­რას, ყი­დუ­ლობ წიგ­ნებს, მათ­თან ჩას­ვ­ლას ნა­ხე­ვა­რი დღე და ჩა­მოს­ვ­ლას მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი  და 40 ლა­რი უნ­და, სა­კუ­თარ სახ­ლ­ში ჩას­ვ­ლას 1 და ჩა­მოს­ვ­ლას კი­დევ 1 დღე და 60 ლა­რი, ად­გილ­ზე იხ­დი ბი­ნის ქი­რას — 100 ლარს; შე­შის, შუ­ქის, გა­ზის სა­ფა­სურს იხ­დი ბა­თუმ­ში, თბი­ლის­სა და ახალ­ქა­ლაქ­ში, სა­დაც 12 თვი­დან 6 თვე მეტ­რა­ნა­ხე­ვა­რი თოვ­ლი და -20  გრა­დუ­სი ყინ­ვაა... მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ და­ით­ვა­ლონ და შე­ა­ფა­სონ,  ამ პროგ­რა­მა­ში მხო­ლოდ ხელ­ფა­სის გა­მო ვართ თუ... არის კი­დევ რა­ღაც?
და­მერ­წ­მუ­ნეთ, ნამ­დ­ვი­ლად არის!
რო­დე­საც პირ­ვე­ლად უკუ­ნეთ ღა­მე­ში  მო­ვე­დი ამ სო­ფელ­ში, რომ­ლის სა­ხე­ლიც — ალას­ტა­ნი — პირ­ვე­ლად გა­ნა­წი­ლე­ბის დროს გა­ვი­გე, ცო­ტა არ იყოს შე­მე­შინ­და, რომ ასე შორს, ასე მაღ­ლა ვერ გავ­ძ­ლებ­დი, ვერ დავ­რ­ჩე­ბო­დი.
ღა­მე­ზე უფ­რო „სა­ში­ში“  დღე აღ­მოჩ­ნ­და, რო­დე­საც ხე­დავ მი­წუ­რე­ბით სავ­სე სო­ფელს (მე­რე იგებ, რომ აქ აღა­რა­ვინ ცხოვ­რობს), ცა­რი­ელ სახ­ლებს, ატა­ლა­ხე­ბულ, ბინ­ძურ სოფ­ლის შუ­კებს და ვერ ხე­დავ ვერც ერთ ქარ­თ­ველს და არ გეს­მის არც ერ­თი ქარ­თუ­ლი სიტყ­ვა — აი, მა­შინ გიპყ­რობს პა­ნი­კა — რა უნ­და ვქნა აქ მარ­ტომ?!
(ერ­თა­დერ­თი შე­კითხ­ვა, რო­მელ­მაც და­მაბ­ნია გა­სა­უბ­რე­ბის დროს,  იყო ჩვე­ნი პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის მა­კო ჭი­ლაშ­ვი­ლის  შე­კითხ­ვა:
— შე­დიხართ კლას­ში, ამ­ბობთ გა­მარ­ჯო­ბას, ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს ხვდე­ბა და არა­ფერს გპა­სუ­ხო­ბენ, რას გა­ა­კე­თებთ?
პა­უ­ზა
— რუ­სუ­ლად და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი... (რუ­სუ­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ გა­ნათ­ლე­ბით)
— არც რუ­სუ­ლი არ იცი­ან — გა­მომ­წ­ვე­ვად და თან იმე­დით მი­ყუ­რებს ეს ახალ­გაზ­რ­და ლა­მა­ზი გო­გო.
— ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია! — არ მჯე­რა მე.
— მერ­წ­მუ­ნეთ...
პა­უ­ზა... ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორ გა­მიშ­რა პი­რი (პირ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბა­ში ვერ ვი­პო­ვე სიტყ­ვე­ბი), ვგრძნობ, რომ ხე­ლე­ბიც კი გა­მი­ოფ­ლი­ან­და... პირ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბა­ში...
— მა­შინ მე რო­ბინ­ზო­ნი ვიქ­ნე­ბი და ისი­ნი პა­რას­კე­ვე­ბი...
მა­კოს გა­ე­ღი­მა და ვიგ­რ­ძე­ნი, შვე­ბით ამო­ი­სუნ­თ­ქა).
სო­ფელ­ში მოს­ვ­ლამ­დე ვფიქ­რობ­დი, რომ მა­კოს მი­ერ და­ხა­ტუ­ლი სუ­რა­თი ჰი­პერ­ბო­ლი­ზე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ... ვცდე­ბო­დი! დიდ­ხანს ვი­ყა­ვი რო­ბინ­ზო­ნი.
ქარ­თუ­ლის ცოდ­ნას ვინ ჩი­ვის, რო­ცა მხო­ლოდ „ჰა­ი­ას­ტან“ და „ჰა­ი­კა­კან“ გეს­მის სა­მას­წავ­ლებ­ლო­ში, რო­ცა მხო­ლოდ სომ­ხუ­რი გა­ზე­თი შე­მო­დის სა­მას­წავ­ლებ­ლო­ში, რო­ცა ინ­ვენ­ტარს და წიგ­ნებს სომ­ხე­თი უგ­ზავ­ნის უფა­სოდ, რო­ცა ერე­ვან­ში იმა­ზე ხში­რად და­დი­ან, ვიდ­რე მე ბა­თუმ­ში ან თბი­ლის­ში, გიჩ­ნ­დება კითხ­ვა — იცის კი ამ ხალ­ხ­მა, რო­მელ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში ცხოვ­რობს?
და უცებ გრძნობ, რომ ის 1000 ლა­რი არა­ფე­რია იმას­თან  შე­და­რე­ბით, რის­თ­ვი­საც ხარ შენ, ინ­გა ბაგ­რა­ტი­ო­ნი, აქ, ამ ღმერ­თი­სა­გან და ხალ­ხი­სა­გან და­ვიწყე­ბულ სო­ფელ­ში. მი­თ უ­მე­ტეს მა­შინ, რო­ცა იგებ, რომ ეს სო­ფე­ლი რა­ღაც მის­ტიკ­უ­რი ძა­ლით პი­რა­დად შენ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი (ალას­ტა­ნი ქარ­თ­ველ მე­ფე­თა — ბაგ­რა­ტო­ვან­თა სა­უფ­ლის­წუ­ლო ყო­ფი­ლა. ლა­შა-გი­ორ­გის ალას­ტ­ნე­ლი მე­ფე ერ­ქ­ვა, ის ნამ­ყო­ფიც კი არის, თუ გაზ­რ­დი­ლი არა, ამ სო­ფელ­ში). ხვდე­ბი, რომ დამ­თავ­რე­ბუ­ლია შე­ნი საქ­მე, უკან წა­სას­ვ­ლე­ლი გზა მოჭ­რი­ლია; აქ ხარ იმი­ტომ, რომ ეს შენს ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა, შენს ის­ტო­რი­ას სჭირ­დე­ბი აქ, იმ ლა­შას­დ­რო­ინ­დელ დან­გ­რე­ულ ეკ­ლე­სი­ას, რო­მელ­საც ხუ­თი ბოლ­ნუ­რი ჯვა­რი და ქარ­თუ­ლი წარ­წე­რა ამ­შ­ვე­ნებს, სწო­რედ მას სჭირ­დე­ბი. შენ აქ, ამ სო­ფელ­ში უნ­და გა­და­არ­ჩი­ნო სა­ქარ­თ­ვე­ლო და ქარ­თუ­ლი...!!!
ძა­ლი­ან დი­დი ტვირ­თია ერ­თი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, ძა­ლი­ან დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა და თით­ქ­მის შე­უს­რუ­ლე­ბა­დი მი­სია. იმ­დე­ნად მძი­მე, რომ ერთ ადა­მი­ანს მი­სი ტა­რე­ბა არ შე­უძ­ლია, ამი­ტომ ერ­თ­მა­ნეთს ხე­ლი უნ­და შე­ვაშ­ვე­ლოთ და მხარ­ში ამო­ვუდ­გეთ, რო­გორც ნო­დარ დუმ­ბა­ძე იტყო­და. სწო­რედ ამი­ტომ ეს პრო­ექ­ტი უნ­და გაძ­ლი­ერ­დეს, გა­ი­ზარ­დოს და გამ­დიდ­რ­დეს იმი­სათ­ვის, რომ ჩვენ ვი­ყოთ ბევ­რ­ნი, ვი­ყოთ ყველ­გან  და ყვე­ლას ყველ­გან შეგ­ვეძ­ლოს პა­ტა­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მოწყო­ბა, თუნდ პა­ტა­რა ქარ­თუ­ლის კა­ბი­ნე­ტის ფარ­გ­ლებ­ში.
ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ იმ სკო­ლა­ში, სა­დაც ვმუ­შა­ობ, ორი ქარ­თ­ვე­ლი ბა­კა­ლავ­რიც მყავს — ერ­თი ქარ­თუ­ლის, ერ­თი ინ­გ­ლი­სუ­რის, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი. სწო­რედ ჩვე­ნი აქ ყოფ­ნის  მიღ­წე­ვაა ის, რომ ჩვენს სო­ფელ­ში დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ის­მის „გა­მარ­ჯო­ბა“ და „ნახ­ვამ­დის“, გაკ­ვე­თი­ლებ­ზე კი „ჩვე­ნი დრო­ის ათი მცნე­ბა“ ირ­ჩე­ვა. დი­დი ხელ­შეწყო­ბაა ქარ­თუ­ლი ენის დამ­კ­ვიდ­რე­ბის­თ­ვის ორე­ნო­ვა­ნი წიგ­ნე­ბი  სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­ში, რომ­ლე­ბიც წელს შე­მო­ი­ტა­ნეს სკო­ლებ­ში. ეს იძუ­ლე­ბულს ხდის მას­წავ­ლე­ბელს, ზედ­მე­ტად შეგ­ვე­კითხოს, და­წე­როს, და­ი­მახ­სოვ­როს. ტრე­ნინ­გე­ბი და სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვენ ვა­ტა­რებთ სკო­ლა­ში,  ხელს უწყობს ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლას, მაგ­რამ ენის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა  ჯერ კი­დევ არ დგას მათ წი­ნა­შე. ამი­ტომ, მა­თი სწავ­ლა მა­ინც პა­სი­ურ ხა­სი­ათს ატა­რებს. აქამ­დე სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დას ელოდ­ნენ, თა­ვი­სი 200-ლა­რი­ა­ნი და­ნა­მა­ტით. ეს კარ­გი სტი­მუ­ლი და მო­ტი­ვი იყო მათ­თ­ვის, მაგ­რამ ახ­ლა  ეს პრო­ცე­სი შე­ჩერ­და. თუმ­ცა, მა­ში­ნაც მი­მაჩ­ნ­და, რომ ძა­ლი­ან პრი­მი­ტი­უ­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბას აზ­რი არ აქვს და სე­რი­ო­ზულს ესე­ნი ჯერ ვერ ჩა­ა­ბა­რე­ბენ.
...უკ­ვე მე­ო­რე წე­ლია, მინ­და მი­ვაწ­ვ­დი­ნო ხმა მათ, ვი­საც ეს ეხე­ბა, უფ­რო სწო­რად, მინ­და ჩე­მი მო­საზ­რე­ბა გა­ვუ­ზი­ა­რო. არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით  კომ­პაქ­ტუ­რად და­სახ­ლე­ბულ რა­ი­ო­ნებ­ში, ანუ იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც ჩვე­ნი პრო­ექ­ტის მას­წავ­ლებ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ, უნ­და მოხ­დეს ად­გი­ლობ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბის სტა­ტუ­სის დად­გე­ნა (უმ­რავ­ლე­სო­ბა უდიპ­ლო­მო ან არა­პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლია), მოხ­დეს მა­თი მა­ძი­ებ­ლის სტა­ტუს­ში გა­დაყ­ვა­ნა და მათ­თან ერ­თად შე­ვუშ­ვათ კლა­სებ­ში, სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნებ­ში, ქარ­თ­ვე­ლი ბა­კა­ლავ­რე­ბი. ანუ მა­თე­მა­ტი­კოს  ბი­ჭებს ქარ­თუ­ლის  კუ­რი­რე­ბას ნუ­კი ვთხოვთ, არა­მედ ისი­ნი შე­ვიდ­ნენ მა­თე­მა­ტი­კი­სა და ფი­ზი­კის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე თა­ვი­სი ქარ­თუ­ლი ტერ­მი­ნე­ბით  და ცოდ­ნით, რომ­ლის დო­ნე, იმე­დი მაქვს, გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა აქ მოღ­ვა­წე მას­წავ­ლებ­ლე­ბის აკა­დე­მი­უ­რი დო­ნი­სა­გან. რო­დე­საც ქარ­თ­ვე­ლი ის­ტო­რი­კო­სი ბა­კა­ლავ­რი შე­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თილ­ზე, ად­გი­ლობ­რივ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, ის უფ­რო მეტს მის­ცემს, რო­გორც ბავ­შ­ვებს, ასე­ვე მას­წავ­ლე­ბელს, რო­გორც სა­გან­ში, ასე­ვე ქარ­თულ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, გაც­ნო­ბით და დას­წავ­ლით.
მი­მაჩ­ნია, რომ ქარ­თულ­თან ერ­თად სწო­რედ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი უნ­და ის­წავ­ლე­ბო­დეს ამ სკო­ლებ­ში ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით. ამით რამ­დე­ნი­მე საქ­მე გა­კეთ­დე­ბა: ამ საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბის აკა­დე­მი­უ­რი დო­ნე აიწევს, სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი თვით­შეგ­ნე­ბა გა­იზ­რ­დე­ბა, ქარ­თ­ვე­ლე­ბიც მოვ­მ­რავ­ლ­დე­ბით და ეს სწო­რედ ის შემ­თხ­ვე­ვა იქ­ნე­ბა, რო­ცა რა­ო­დე­ნო­ბა გა­და­დის ხა­რის­ხ­ში, ანუ ქარ­თუ­ლის სწავ­ლე­ბა უფ­რო შე­დე­გი­ა­ნი იქ­ნე­ბა და ცოდ­ნა სა­ჭი­რო და აუცი­ლე­ბე­ლი.
მეს­მის, რომ ამ იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას პა­ტა­რა თან­ხე­ბი არ ეყო­ფა, მაგ­რამ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სწო­რედ ეს სა­კითხია უმაღ­ლეს დო­ნე­ზე და­სა­ყე­ნე­ბე­ლი და გა­და­საწყვე­ტი. მხო­ლოდ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და ენობ­რი­ვი ექსპან­სი­ით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ  რე­გი­ო­ნე­ბის  ქარ­თულ  სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბა და მა­თი ეროვ­ნუ­ლი თვით­მ­ყო­ფა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.
რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვას დაგ­პირ­დით და, რო­გორც ხე­დავთ, არ გა­მო­მი­ვი­და, მაგ­რამ იმ­დე­ნი რამ დამ­რ­ჩა სათ­ქ­მე­ლი...
თუ და­ინ­ტე­რეს­დე­ბით, რო­გორ ვმუ­შა­ობთ, რას ვა­კე­თებთ, რას ვაღ­წევთ მე და ჩე­მი კო­ლე­გე­ბი, აუცი­ლებ­ლად მო­გითხ­რობთ  ჩვე­ნი პე­და­გო­გი­უ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ.
მარ­თა­ლია, ამ პრო­ექტს ბევ­რი იც­ნობს, არა­ერ­თი გა­და­ცე­მა და რე­პორ­ტა­ჟი მი­უძღ­ვ­ნი­ათ მის­თ­ვის, მაგ­რამ მა­ინც მი­მაჩ­ნია, რომ  არა­საკ­მა­რი­სია და პრო­ექ­ტი „ვას­წავ­ლოთ ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა“ უნ­და გაძ­ლი­ერ­დეს და გა­ი­ზარ­დოს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმ მიღ­წე­ვე­ბი­სა და პრობ­ლე­მე­ბის საქ­მის კურ­ს­ში უნ­და იყოს, რაც ჩვენს აქა­ურ ცხოვ­რე­ბა­შია და ვინც სა­ჭი­როდ ჩათ­ვ­ლის მხა­რი დაგ­ვი­ჭი­როს, გვერ­დ­ში ამოგ­ვიდ­გეს სა­ხელ­მ­წი­ფო საქ­მის კე­თე­ბა­ში.....
მო­მა­ვალ შეხ­ვედ­რამ­დე!

27(861)N