გამოდის 1998 წლიდან
2013-03-27
„მო­დით, ერ­თად მივ­ცეთ მათ უკე­თე­სი მო­მავ­ლის შან­სი“

„ვუძღ­ვ­ნი ბავ­შ­ვებს, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში ცხოვ­რო­ბენ და ადა­მი­ა­ნე­ბის სით­ბო აკ­ლი­ათ, მეც ერთ-ერ­თი იმათ­გა­ნი ვარ, ვი­საც აკ­ლ­და ბევ­რი და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი — ოჯა­ხუ­რი სით­ბო, გა­ნათ­ლე­ბა და პი­რო­ბე­ბი. მეც მინ­და თქვენ­ნა­ი­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წევ­რი. მე დღეს მა­თი სა­ხე­ლით გე­ლა­პა­რა­კე­ბით, იმ ბავ­შ­ვე­ბის, ვინც ცხოვ­რო­ბენ ჩვენ­გან შორს, ქუ­ჩა­ში, ოჯახ­ში ან ბავ­შ­ვ­თა სახ­ლ­ში და რო­მელ­თაც გუ­ლი სტკი­ვათ იმის გა­მო, რომ არ არი­ან ისე­თე­ბი, რო­გორც ყვე­ლა­ნი, რო­მელ­თაც სულ პა­ტა­რა სით­ბო და ადა­მი­ა­ნუ­რი ყუ­რადღე­ბა ენატ­რე­ბათ, მაგ­რამ იმე­დით აგ­რ­ძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას იმის იმე­დით, რომ გაჩ­ნ­დე­ბი­ან ერთ დღეს მათ ცხოვ­რე­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ხელს მო­კი­დე­ბენ და გზის გაკ­ვ­ლე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბი­ან. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თქვენ ხართ. მო­დით, ერ­თად მივ­ცეთ მათ უკე­თე­სი მო­მავ­ლის შან­სი, რად­გან მხო­ლოდ თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რით შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს სას­წა­უ­ლი მათ ცხოვ­რე­ბა­ში.“ — ეს წე­რი­ლი პავ­ლე კონ­დ­რა­ტევს ეკუთ­ვ­ნის, რო­მელ­მაც ფო­ტოკო­ლა­ჟი მი­უძღ­ვ­ნა „ამ სას­წა­უ­ლის“ მომ­ლო­დი­ნე ასო­ბით მოწყა­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ქუ­ჩა­ში გა­მო­სულ თა­ნა­ტოლს.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სი­ღა­რი­ბე რომ  კვლავ ყვე­ლა­ზე მნიშ­ნე­ლო­ვან პრობ­ლე­მად რჩე­ბა, ქუ­ჩა­ში გამ­ვ­ლე­ლი ამას ყო­ველ­გ­ვა­რი სტა­ტის­ტი­კის გა­რე­შეც იოლად იგ­რ­ძ­ნობს.  რეა­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლი სტა­ტის­ტი­კა კი, მარ­თ­ლაც, უკი­დუ­რე­სია. სამ­წუ­ხა­როდ,  დღეს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 77 ათა­სი ბავ­შ­ვია სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მაა, მათ­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი მხო­ლოდ 2 ლა­რი კი, ბუ­ნებ­რი­ვია, ცხოვ­რე­ბის ელე­მენ­ტა­რულ პი­რო­ბებ­საც ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. „ქუ­ჩის ბავ­შ­ვე­ბის“ ფე­ნო­მე­ნის გა­ჩე­ნის  მთა­ვარ მი­ზეზ­თან — სი­ღა­რი­ბეს­თან ერ­თად, ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა, ნარ­კო­ტი­კის ან ალ­კო­ჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა, დის­ფუნ­ქ­ცი­უ­რი ოჯა­ხე­ბი სა­ხელ­დე­ბა. შე­დე­გი არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა, მით უფ­რო, რო­ცა მსგა­ვ­სი ბავ­შ­ვე­ბის რიცხ­ვი დღი­თი დღე იზ­რ­დე­ბა.
ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩი ფი­ლიპ დი­მიტ­რო­ვი აღ­ნიშ­ნავს, რომ „მე­ტი მოქ­მე­დე­ბაა სა­ჭი­რო ქუ­ჩის ბავ­შ­ვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. ევ­რო­კავ­ში­რი მუდ­მი­ვად ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია ყვე­ლა­ზე და­უც­ველ­თა უფ­ლე­ბებ­ზე. ევ­რო­კავ­ში­რი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, უკ­ვე იცავს ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბებს ათი სხვა პრო­ექ­ტის მეშ­ვე­ო­ბით, რა­საც ერ­თი მი­ლი­ო­ნი ევ­რო ხმარ­დე­ბა“.
გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­შა გრა­უ­მა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ: „ქუ­ჩა­ში მყოფ ბავ­შ­ვებს არ მი­უწ­ვ­დე­ბათ ხე­ლი გა­ნათ­ლე­ბა­სა და ჯან­დაც­ვის სა­თა­ნა­დო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე. ისი­ნი ხში­რად რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლიც არ არი­ან და, შე­საძ­ლოა, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლ­ნიც გახ­დ­ნენ. ეს ნიშ­ნავს, რომ მათ ნაკ­ლე­ბი შან­სი აქვთ, გახ­დ­ნენ აქ­ტი­უ­რი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ამი­ტო­მაც, აუცი­ლე­ბე­ლია ისე­თი პროგ­რა­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბა, რომ­ლე­ბიც ამ ბავ­შ­ვე­ბის უფ­ლე­ბებს და­ი­ცავს“.
27 თე­ბერ­ვალს, მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­სახ­ლე­ში, შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რომ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ და გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ახა­ლი პროგ­რა­მა — „ვიზ­რუ­ნოთ ყვე­ლა­ზე და­უც­ველ ბავ­შ­ვებ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ — წარ­მო­ად­გი­ნეს. პროგ­რა­მა ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზობს მძი­მე გავ­ლე­ნის ქვეშ მყოფ ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვებს. არას­ტა­ბი­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სის, ჯან­დაც­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მი­უწ­ვ­დომ­ლო­ბი­სა და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი საცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­მო, ეს ბავ­შ­ვე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი ჯგუ­ფია. ამ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში კი, მათ­თ­ვის ქმე­დი­თი სა­ხელ­მ­წი­ფო მე­ქა­ნიზ­მი ამუ­შავ­დე­ბა. ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გ­ლებ­ში, და­იწყე­ბა ამ ბავშვე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და მა­თი კონ­კ­რე­ტულ პროგ­რა­მებ­ში ჩარ­თ­ვა.
პრო­ექ­ტი, პირ­ველ წელს, თბი­ლის­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მე­ო­რე წელს კი — ბა­თუმ­სა და ქუ­თა­ის­ში. და­ახ­ლო­ე­ბით 700 ბავ­შ­ვ­ზეა გათ­ვ­ლი­ლი და მათ შეს­თა­ვა­ზებს შემ­დეგ მომ­სა­ხუ­რე­ბას:
t შე­იქ­მ­ნე­ბა ოთხი მო­ბუ­ლუ­რი ჯგუ­ფი, რომ­ლებ­შიც შევ­ლენ სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი, ფსი­ქო­ლო­გე­ბი, მოს­წავ­ლე­ე­ბი და თა­ნა­ტოლ-გან­მან­ათ­ლებ­ლე­ბი და შე­ა­ფა­სე­ბენ ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ და მო­მუ­შა­ვე თი­თო­ე­ულ ბავშვს თბი­ლის­ში, ბა­თუმ­სა და ქუ­თა­ის­ში.
t და­არ­ს­დე­ბა ბავ­შ­ვებ­ზე ზრუნ­ვის ოთხი დღის ცენ­ტ­რი, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვებს და­ეხ­მა­რე­ბა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, შეს­თა­ვა­ზებს ფს­იქო­ლო­გი­ურ და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას, ხელს შე­უწყობს მათ ინ­ტეგ­რი­რე­ბას გა­ნათ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ სის­ტე­მა­ში.
t ამუ­შავ­დე­ბა სა­მი 24-სა­ა­თი­ა­ნი თავ­შე­სა­ფა­რი, რო­მელ­თა მი­ზა­ნი ბავ­შ­ვე­ბის ქუ­ჩის­გან გან­რი­დე­ბა და ნორ­მა­ლუ­რ ცხოვ­რე­ბასთან ადაპ­ტი­რე­ბა იქ­ნე­ბა.
აღ­ნიშ­ნულ ორ­წ­ლი­ან ინი­ცი­ა­ტი­ვას ევ­რო­კავ­ში­რი აფი­ნან­სებს 750 000 ევ­რო­თი, ხო­ლო გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი — 100 000 ევ­რო­თი. პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­თან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის, იუს­ტი­ცი­ის, ში­ნა­გან საქ­მე­თა, ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბი და თბი­ლი­სის მე­რია. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი — „ვორლდ ვი­ჟე­ნი“, „კა­რი­ტას სა­ქარ­თ­ვე­ლო“ და „ბავ­შ­ვი და გა­რე­მო“ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებს მორ­გე­ბულ სა­თა­ნა­დო მომ­სა­ხუ­რე­ბას შეს­თა­ვა­ზე­ბენ.
ინი­ცი­ა­ტი­ვის ძი­რი­თა­დი ას­პექ­ტე­ბი დე­ტა­ლუ­რად გა­აც­ნო შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ მა­მუ­კა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა:
„ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის სის­ტე­მის რე­ფორ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 2005 წლი­დან და­იწყო და რე­ფორ­მის ძი­რი­თადი მი­ზანია ბავ­შ­ვ­თა კე­თილ­დღე­ო­ბის სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ბავ­შ­ვ­თა ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში აღ­ზ­რ­დის ხელ­შეწყო­ბა . პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბას დე­ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია წარ­მო­ად­გენს, რაც გუ­ლის­ხ­მობს დი­დი ზო­მის ბავ­შ­ვ­თა სახ­ლე­ბის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბის ფორ­მე­ბით და ბავ­შ­ვე­ბის ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში აღ­ზ­რ­დას. რე­ფორ­მის შე­დე­გად დი­დი ზო­მის ბავ­შ­ვ­თა სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ბავ­შ­ვ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­და — 2004 წელს და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და  5200 ბავ­შ­ვი, ხო­ლო 2013 წლის­თ­ვის მა­თი რიცხ­ვი 100-მდე შემ­ცირ­და. დე­ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი 2013 წელს უნ­და დას­რულ­დეს. რე­ფორ­მის შემ­დ­შ­გო­მი ეტა­პი კი ქუ­ჩა­ში მო­მუ­შა­ვე და მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბი არი­ან. 2008 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად სა­ქარ­თ­ვე­ლოს დიდ ქა­ლა­ქებ­ში 1500-მდე ბავ­შ­ვი ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს ქუ­ჩა­ში. ზუს­ტი რიცხ­ვის დად­გე­ნა რთუ­ლია, რად­გა­ნაც უმ­რავ­ლე­სო­ბას არ გა­აჩ­ნია პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბა. ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით მო­ამ­ზა­და „მოწყ­ვ­ლა­დი ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით ქუ­ჩა­ში მო­მუ­შა­ვე და მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბის სი­სტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას“ გუ­ლის­ხ­მობს. ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ზა­ნია ფსი­ქოსო­ცი­ა­ლუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა­თვის ისე­თი მომ­სა­ხუ­რე­ბის ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დე­ბა ბავ­შ­ვე­ბის /მა­თი ოჯა­ხე­ბის ჩა­ნერ­გ­ვა ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის ძი­რი­თად სის­ტე­მა­ში.
პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, შე­იქ­მ­ნე­ბა მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი, რო­მელ­შიც გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან: სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი, ფსი­ქო­ლო­გი/პე­და­გო­გი; დამ­ხ­მა­რე მუ­შა­კი (თა­ნას­წორ-გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი) და მძღო­ლი/ად­მი­ნისტ­რა­ცი­ის მუ­შა­კი. მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფი მო­ი­ძი­ებს ბავ­შვებს ქუ­ჩა­ში და სწო­რედ ისი­ნი და­ამ­ყა­რე­ბენ მათ­თან პირ­ვე­ლად კონ­ტაქტს. მათ უნ­და შეძ­ლონ ამ ბავ­შ­ვე­ბის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა და დღის ცენ­ტ­რებ­ში მო­ზიდ­ვა. ხო­ლო შემ­დ­გომ დღის ცენ­ტ­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს ბავ­შ­ვე­ბის დღის და კრი­ზი­სუ­ლი თავ­შე­საფ­რის ტი­პის მომ­სა­ხუ­რე­ბას. აქ ბავ­შ­ვებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ მი­ი­ღონ სა­მე­დი­ცი­ნო და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა, და­იკ­მა­ყო­ფი­ლონ ჰი­გი­ე­ნუ­რი მოთხოვ­ნე­ბი და, ამავ­დ­რო­უ­ლად, ჩა­ერ­თონ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მებ­სა და სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბებ­ში. პა­რა­ლე­ლუ­რად, მუ­შა­ო­ბა და­იწყე­ბა მშობ­ლებ­თან, რა­თა მათ ბავ­შ­ვე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში უფ­რო კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი რო­ლი შე­ას­რუ­ლონ. თუ მოკ­ლე ვა­და­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბა, ბავ­შ­ვე­ბი 24-სა­ა­თი­ან ტრან­ზი­ტულ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში გა­და­საყ­ვა­ნად მომ­ზად­დე­ბი­ან. 24-სა­ა­თი­ა­ნი ტრან­ზი­ტუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ზა­ნი კი, იმ ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბაა, რომ­ლე­ბიც მომ­სა­ხუ­რე­ბის სტა­ბი­ლუ­რად მი­ღე­ბი­სათ­ვის მზად არი­ან. გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა თავ­შე­სა­ფარ­ში ბავ­შ­ვ­ზე გრძელ­ვა­დი­ა­ნი ზრუნ­ვის შე­საძ­ლო ფორ­მე­ბი, ასე­ვე, მა­თი მომ­ზა­დე­ბა ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ სხვა მომ­სა­ხუ­რე­ბებ­ში ჩა­სარ­თა­ვად.
პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შე­იქ­მ­ნე­ბა სა­თათ­ბი­რო საბ­ჭო, რო­მე­ლიც გახ­დე­ბა მიკ­რო დო­ნე­ზე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი/ზე­დამ­ხედ­ვე­ლი მთა­ვა­რი ორ­გა­ნო. სა­თათ­ბი­რო საბ­ჭო გა­ნი­ხი­ლავს შე­მუ­შა­ვე­ბულ სტრა­ტე­გი­ას, სა­მოქ­მე­დო გეგ­მას, ჩა­ერ­თ­ვე­ბა ყვე­ლა იმ სა­კითხის გან­ხილ­ვა­ში, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა უწყე­ბა­თა­შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე. სა­თათ­ბი­რო საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან: შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო; ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო; იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­რო; მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო; ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­რო; ევ­რო­პულ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო მი­ნის­ტ­რის აპა­რა­ტი; ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში; გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი; სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლი; თბი­ლი­სის მე­რია; არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. ამ უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით და­კომ­პ­ლექ­ტ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბი: ქუ­ჩის ბავ­შ­ვე­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე  ჯგუ­ფი; მომ­სა­ხუ­რე­ბის სპე­ცი­ფი­კა, მომ­სა­ხუ­რე­ბის მოქ­ნი­ლი ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, რე­ფე­რი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის აწყო­ბა და სხვ.“
პროგ­რა­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი უწყე­ბა, რომ­ლებ­მაც ამ მე­ტად სა­ჭი­რო პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თ­ვის მზა­ო­ბა გა­მოთ­ქ­ვეს.
ყვე­ლა­ზე და­უც­ველ ბავ­შ­ვებ­ზე ზრუნ­ვის ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა მრა­ვალ ას­პექტს მო­ი­ცავს და კონ­კ­რე­ტულ შე­დე­გებ­ზეა გათ­ვ­ლი­ლი. მათ­გან უმ­თავ­რე­სი კი, პირ­ველ რიგ­ში, ქუ­ჩის ბავ­შ­ვე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და მა­თი სა­ვა­რა­უ­დო რა­ო­დე­ნო­ბის დად­გე­ნაა; პროგ­რა­მის ამოქ­მე­დე­ბა უფ­რო გა­მოკ­ვე­თავს კონ­კ­რე­ტულ პრობ­ლე­მებს და მა­თი გა­დაჭ­რის გზებს — ბავ­შ­ვე­ბი და­უბ­რუნ­დე­ბი­ან თა­ვი­ანთ ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯა­ხებს (სა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა), ხო­ლო იმ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თა რე­ინ­ტეგ­რა­ცია არ ხერ­ხ­დე­ბა, გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ზრ­უ­ნ­ვის ფორ­მე­ბი. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მა­თი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცია. პროგ­რა­მის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი კი, პრობ­ლე­მე­ბის მარ­თ­ვის მრა­ვალ­პ­რო­ფი­ლი­ა­ნი სის­ტე­მის შექ­მ­ნაა, რაც მაქ­სი­მა­ლუ­რად აღ­მოფხ­ვ­რის ბავ­შ­ვე­ბის ქუ­ჩა­ში მოხ­ვედ­რის მი­ზე­ზებს, ხელს შე­უწყობს მათ, თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბი­თა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბას. შექ­მ­ნი­ლი სის­ტე­მა ხელს შე­უწყობს ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი მი­უ­სა­ფა­რი ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბას. ეს პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ ამ პა­ტა­რე­ბის­თ­ვის, არა­მედ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თ­ვის, ვი­საც ერ­თხელ მა­ინც შე­უ­ხე­დავს ქუ­ჩა­ში ხელ­გა­მოწ­ვ­დი­ლი სევ­დი­ა­ნი პა­ტა­რას­თ­ვის, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის­გან თა­ნად­გო­მას იღებს, ნაწი­ლის­გან კი — აგ­რე­სი­ას. არა­და, მძი­მე ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის უკან ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი ის­ტო­რი­ე­ბი იმა­ლე­ბა:
14 წლის ჟა­ნა: „დე­და­ჩე­მი და მა­მი­ნაც­ვა­ლი მა­ი­ძუ­ლებ­დ­ნენ ქუ­ჩა­ში მათხოვ­რო­ბას. რო­დე­საც ვუთხა­რი, რომ აღარ მინ­და ამის გა­კე­თე­ბა, დე­დამ და­მარ­ტყა. მა­მი­ნაც­ვა­ლი მთხოვ­და, რომ ფუ­ლი მის­თ­ვის მი­მე­ტა­ნა, რად­გან სას­მე­ლის­თ­ვის და სი­გა­რე­ტის­თ­ვის სჭირ­დე­ბო­და... რა მო­მა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ჩემ­ნა­ირ გო­გო­ნას. არ მჯე­რა მო­მავ­ლის, ჩემ­ნა­ირ გო­გო­ნას არ უნ­და ჰქონ­დეს მო­მა­ვა­ლი. მე არ მყავს ოჯა­ხი, უარს ვამ­ბობ იმ კაც­თან ცხოვ­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­და ჩემ­ზე, რო­ცა 10 წლის ვი­ყა­ვი და დე­და ამის­გან არ მი­ცავ­და.“
ჟა­ნა ერ­თი წლის წინ პატ­რულ­მა მი­იყ­ვა­ნა გლდა­ნის კრი­ზი­სუ­ლი ცენ­ტ­რის 24-სა­ა­თი­ან თავ­შე­სა­ფარ­ში ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. მას შემ­დეგ იქ ცხოვ­რობს და ამ­ბობს, რომ არა­სო­დეს დაბ­რუნ­დე­ბა ოჯახ­ში და 18 წლის რომ გახ­დე­ბა, თა­ვად იპო­ვის სა­კუ­თარ გზას.
18 წლის და­თო:  „16 წლი­დან ვცხოვ­რობ კრი­ზი­სულ ცენ­ტ­რ­ში. 13 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა მარ­ტო დავ­რ­ჩი, მე­ზობ­ლებ­მა ბავ­შ­ვ­თა სახ­ლ­ში წა­მიყ­ვა­ნეს. არ ვი­ცო­დი, დე­და სად იყო. ერთ დღეს ვი­ღაც მო­ვი­და ცი­ხი­დან და დე­დას­თან შე­სახ­ვედ­რად წა­მიყ­ვა­ნა. მას შემ­დეგ ხში­რად მივ­დი­ო­დი მას­თან. 15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა დე­და ცი­ხი­დან გა­მო­უშ­ვეს. სკო­ლა­ში არ დავ­დი­ო­დი, უმე­ტეს დროს ქუ­ჩა­ში ვა­ტა­რებ­დი. იმ დღეს, რა­ტომ­ღაც, ჯერ კი­დევ სახ­ლ­ში ვი­ყა­ვი, ტე­ლე­ვი­ზორს ვუ­ყუ­რებ­დი და ისიც კი მახ­სოვს, რას ვუ­ყუ­რებ­დი. დე­დამ მთხო­ვა, წყა­ლი მო­მი­ტა­ნეო. მო­ვუ­ტა­ნე და ის უცებ და­ე­ცა. მე ვყვი­რო­დი, შვე­ლას ვითხოვ­დი, მაგ­რამ სას­წ­რა­ფო დახ­მა­რე­ბის მოს­ვ­ლამ­დე დე­და გარ­და­იც­ვა­ლა. მას შემ­დეგ არ მე­ნაღ­ვ­ლე­ბო­და, სად დავ­რ­ჩე­ბო­დი, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი არ მე­ნაღ­ვ­ლე­ბო­და. ისევ ბავ­შ­ვ­თა სახ­ლ­ში მი­ვე­დი. ვფიქ­რობ, ეს სი­ტუ­ა­ცია და­მეხ­მა­რა პრობ­ლე­მე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში“.
და­თომ ორ­ჯერ სცა­და თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა. დე­დის და­კარ­გ­ვა ძა­ლი­ან მძი­მე აღ­მოჩ­ნ­და, სა­კუ­თარ თავ­საც კი ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, რომ ვერ და­ეხ­მა­რა. ახ­ლა, რო­ცა მო­მა­ვალ­ზე ეკითხე­ბი­ან, ამ­ბობს: „რად­გან ღმერ­თ­მა აქამ­დე არ მი­მა­ტო­ვა, ალ­ბათ, მო­მა­ვალ­შიც და­მეხ­მა­რე­ბა. მე თი­თო­ე­უ­ლი დღით ვცხოვ­რობ და არ ვი­ცი, რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში“.
ასე­თი მძი­მე და სევ­დი­ა­ნი ის­ტო­რე­ბი­თაა გაჟ­ღენ­თი­ლი ქუ­ჩის ბავ­შ­ვე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა. მათ­თ­ვის მო­მავ­ლის რწმე­ნის დაბ­რუ­ნე­ბას და ცხოვ­რე­ბის სწორ გზა­ზე და­ყე­ნე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს სწო­რედ ეს პრო­ექ­ტი.  
და­ბო­ლოს, მინ­და ისევ პავ­ლე კონ­დ­რა­ტე­ვის წე­რი­ლი­დან პა­ტა­რა ამო­ნა­რი­დი შე­გახ­სე­ნოთ: „მო­დით, ერ­თად მივ­ცეთ მათ უკე­თე­სი მო­მავ­ლის შან­სი, რად­გან მხო­ლოდ თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რით შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს სას­წა­უ­ლი მათ ცხოვ­რე­ბა­ში“.

ლალი ჯელაძე

25-28(942)N