გამოდის 1998 წლიდან
2013-01-31
ასი წლის გა­და­სა­ხე­დი­დან

1911 წლის 4 დე­კემ­ბერს ქუ­თა­ი­სის ქარ­თულ გიმ­ნა­ზი­ა­ში გა­მარ­თულ­მა კრე­ბამ მი­ი­ღო დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ  ქუ­თა­ის­ში შექ­მ­ნი­ლი­ყო  ის­ტო­რი­ი­სა და ეთ­ნოგ­რა­ფი­ის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. 1912 წლის 17 ივ­ნისს მთავ­რო­ბამ და­ამ­ტ­კი­ცა  წეს­დე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც და­არ­სე­ბულ იქ­ნა  სა­ის­ტო­რიო და სა­ეთ­ნოგ­რა­ფიო სა­ზო­გა­დო­ე­ბა (სა­ის­ტო­რიო და სა­ეთ­ნოგ­რა­ფიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბად ით­ვ­ლე­ბი­ან: იოსებ ოცხე­ლი, სი­მონ ოცხე­ლი, ტრი­ფონ ჯა­ფა­რი­ძე, სამ­სონ ყი­ფი­ა­ნი, კონ­ს­ტან­ტი­ნე ჯორ­ჯი­კია). არ­ჩე­ულ იქ­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გამ­გე­ო­ბა 13 კა­ცის შე­მად­გენ­ლო­ბით. გამ­გე­ო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რედ აირ­ჩი­ეს ტრი­ფონ ჯა­ფა­რი­ძე, მუ­ზე­უ­მის გამ­გედ — გრი­გოლ გვე­ლე­სი­ა­ნი, თავ­მ­ჯ­დო­მა­რის ამ­ხა­ნა­გად — სამ­სონ ყი­ფი­ა­ნი.
სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­თავ­რეს მი­ზანს ქუ­თა­ის­ში ქარ­თუ­ლი მუ­ზე­უ­მის და­არ­სე­ბა წარ­მო­ად­გენ­და,  სა­მუ­ზე­უ­მო ფონ­დის შე­საქ­მ­ნე­ლად, უწი­ნა­რეს ყოვ­ლი­სა, სა­ჭი­რო იყო ის­ტო­რი­უ­ლი და ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბა.  1922 წლის 1 დე­კემ­ბერს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სსრ გა­ნათ­ლე­ბის სა­ხალ­ხო კო­მის­რის ბრძა­ნე­ბით, და­არ­ს­და ქუ­თა­ი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო სა­ის­ტო­რიო-სა­ეთ­ნოგ­რა­ფიო  მუ­ზე­უ­მი,  კუთ­ვ­ნი­ლი სა­მუ­ზე­უ­მო კო­ლექ­ცი­ე­ბი­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კის ბა­ზა­ზე.  ამის შემ­დეგ, აღ­ნიშ­ნუ­ლი  სა­ის­ტო­რიო და სა­ეთ­ნოგ­რა­ფიო მუ­ზე­უ­მი სა­ხელ­მ­წი­ფოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზრუნ­ვის სა­გა­ნი გახ­და. ბევ­რი რამ გა­კეთ­და ასი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. 1923  წლის 10 ივ­ნისს ქა­ლა­ქის რე­ა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­ს­ნა  ქუ­თა­ი­სის სა­ის­ტო­რიო და სა­ეთ­ნოგ­რა­ფიო  მუ­ზე­უ­მის პირ­ვე­ლი ექ­ს­პო­ზი­ცია (ამ­ჟა­მად — აწს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში).   ამის შემ­დეგ  და­იწყო შეკ­რე­ბი­ლი მა­სა­ლე­ბის სა­მუ­ზე­უ­მო წე­სით და­მუ­შა­ვე­ბა,  თუმ­ცა  გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა შეგ­რო­ვე­ბით მუ­შა­ო­ბას, ახა­ლი ფონ­დე­ბით და­კომ­პ­ლექ­ტე­ბას და კულ­ტუ­რის ძეგ­ლ­თა დაც­ვას ექ­ცე­ო­და.
1938 წელს შედ­გა მუ­ზე­უ­მის სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს პირ­ვე­ლი სხდო­მა. სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭო­ში შე­დი­ოდ­ნენ: ი. კო­ბა­ხი­ძე, ტრ. ჯა­ფა­რი­ძე, ქ. სა­ნი­კი­ძე, ე. ბურ­ჭუ­ლა­ძე, გ. კო­კო­ჩაშ­ვი­ლი, მ. მა­ხა­თა­ძე, დ. ოყ­რე­ში­ძე, ვ. ამა­შუ­კე­ლი.
მუ­ზე­უმ­ში ეტა­პობ­რი­ვად  გან­თავ­ს­და: გე­ლა­თის მო­ნას­ტ­რის  სიმ­დიდ­რე, ქუ­თა­ი­სის სა­კულ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მუ­ზე­უ­მო ნივ­თე­ბი, ჯრუ­ჭის მო­ნას­ტ­რის ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნე­ბი და სხვა­დას­ხ­ვა არ­ქი­ვე­ბი, მო­წა­მე­თას სიძ­ვე­ლე­ე­ბი, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ნივ­თე­ბი. მუ­ზე­უმ­ში და­საწყი­სი­დან­ვე ტარ­დე­ბო­და სა­მეც­ნი­ე­რო სე­სი­ე­ბი, იბეჭ­დე­ბო­და თე­ზი­სე­ბი, ტარ­დე­ბო­და ექ­ს­პე­დი­ცი­ე­ბი, სა­ქა­ლა­ქო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.
გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბი­დან   და­იწყო სა­მუ­ზე­უ­მო მა­სა­ლე­ბის გა­მო­სა­ცე­მად მომ­ზა­დე­ბა. მუ­ზე­უ­მის პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და 1968 წელს, მი­სი მი­ზა­ნი იყო ფონ­დებ­ში და­ცუ­ლი მა­სა­ლე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო ბრუნ­ვა­ში შე­ტა­ნა. დღემ­დე გა­მო­ცე­მუ­ლია 21 კრე­ბუ­ლი. ამ­ჯე­რად იბეჭ­დე­ბა 22-ე, რომ­ლის მა­ღალ დო­ნე­ზე  გა­მო­ცე­მას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა.
„ქუ­თა­ი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი რეს­პუბ­ლი­კუ­რი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბის მუ­ზე­უ­მია. იგი არის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი და სა­მეც­ნი­ე­რო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ძი­რი­თა­დი სა­ცა­ვი ბუ­ნე­ბის, ის­ტო­რი­ის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სუ­ლი­ე­რი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ძვე­ლი კოლ­ხე­თის ნა­წი­ლის, შემ­დეგ­დ­რო­ინ­დე­ლი იმე­რე­თის ის­ტო­რი­ას­თან. ამ მიზ­ნით ქუ­თა­ი­სის მუ­ზე­უ­მი სწავ­ლობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ამ მხა­რის წარ­სულს დაწყე­ბუ­ლი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან დღემ­დე. აკომ­პ­ლექ­ტებს ფონ­დებს, აწყობს სტა­ცი­ო­ნა­რულ და მოძ­რავ გა­მო­ფე­ნებს, რომ­ლე­ბიც წარ­მო­ად­გე­ნენ ბა­ზას სა­მეც­ნი­ე­რო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და იდე­ურ-აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის”. ქუ­თა­ი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უ­მის გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბია: არ­ქე­ო­ლო­გი­ი­სა და პა­ლე­ონ­ტო­ლო­გი­ის, ხელ­ნა­წერ და ძველ­ნა­ბეჭდ წიგ­ნ­თა კო­ლექ­ცი­ე­ბის, ეთ­ნო­ლო­გი­ის, სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნე­ბის, ახა­ლი ის­ტო­რი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის,  სა­მეც­ნი­ე­რო-სა­რეს­ტავ­რა­ციო  და სა­ექ­ს­პო­ზი­ციო, ასე­ვე სა­მეც­ნი­ე­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა და ტუ­რის­ტუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რი.
ქუ­თა­ი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი ძეგ­ლე­ბი 200 000 ერ­თე­ულს აღე­მა­ტე­ბა, რომ­ლე­ბიც მარ­ტო  რა­ო­დე­ნობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით  რო­დია სა­ინ­ტე­რე­სო, ისი­ნი უწი­ნა­რეს ყოვ­ლი­სა მეც­ნი­ე­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბით იპყ­რობს ჩვენს ყუ­რადღე­ბას.
სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი  ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე ქუ­თა­ი­სის  მუ­ზე­უმს  არა­ერ­თ­ჯერ  ჰქონ­და რთუ­ლი პე­რი­ო­დი. ქარ­თ­ვე­ლი კა­ცის იღ­ბ­ლით იარა, ძნელ­ბე­დო­ბი­თა და ად­გილ­მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბით შე­მო­ი­ნა­ხა ფას­და­უ­დე­ბე­ლი  სიმ­დიდ­რე. დი­დი ადა­მი­ა­ნე­ბის რუ­დუ­ნე­ბით შეკ­რე­ბილ­მა ის­ტო­რი­ულ­მა ნივ­თებ­მა მრა­ვალ­ჯერ იხი­ლა ახა­ლი, მაგ­რამ პა­ტა­რა და მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი სა­ცა­ვე­ბი. თა­ნამ­შ­რო­მელ­თა მუდ­მი­ვი ზრუნ­ვის სა­გა­ნი იყო მათ­თ­ვის უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნა, მაგ­რამ დღემ­დე ეს ვერც ერ­თი თა­ო­ბის მუ­ზე­უ­მელ­თა მი­ერ ვერ  მო­ხერ­ხ­და. მუ­ზე­უმს მუ­დამ ღირ­სე­უ­ლი დი­რექ­ტო­რე­ბი მარ­თავ­დ­ნენ. ისი­ნი, მეტ-ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ    მა­ინც  ზრუ­ნავ­დ­ნენ ახალ,  სა­მუ­ზე­უ­მოდ მო­ხერ­ხე­ბულ შე­ნო­ბა­ზე. ბევ­რ­ჯერ ისე წა­რი­მარ­თე­ბო­და საქ­მე,  გვე­გო­ნა, დღეს თუ ხვალ ახალ­მო­სახ­ლე­ო­ბას ვი­ზე­ი­მებ­დით, მაგ­რამ ყო­ველ­თ­ვის იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბი ვრჩე­ბო­დით, სა­ნატ­რე­ლი შე­ნო­ბა კი,  არა და არ ჩან­და. ბევ­რ­ჯერ იმის ში­შიც კი გვქონ­და,  რომ ქა­ლა­ქის გა­რე­უ­ბან­ში —  ნი­კე­ას  და­სახ­ლე­ბა­ში   მოგ­ვი­წევ­და გა­დას­ვ­ლა, რა თქმა უნ­და, არა­სა­მუ­ზე­უ­მო შე­ნო­ბა­ში,  ან რი­ო­ნის­პი­რა  კი­ნო­თე­ატრ „ქუ­თა­ი­სის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აშენ­დე­ბო­და ახა­ლი სა­ცა­ვი (მაგ­რამ აშენ­დე­ბო­და კი?), ვერ იქ­ნა და ვერც ერ­თ­მა მთავ­რო­ბამ ვერ გა­ი­მე­ტა თან­ხა ამ უნი­კა­ლუ­რი ექ­ს­პო­ნა­ტე­ბი­სა  და მი­სი თავ­შე­წი­რუ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ. თუმ­ცა, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში მშე­ნებ­ლო­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო რკი­ნა-ბე­ტო­ნი თავ­ზე­საყ­რე­ლად იყო.
მე­ოთხე წე­ლია, მუ­ზე­უმს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი, ბა­ტო­ნი ომარ ლან­ჩა­ვა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს. მოს­ვ­ლის დღი­დან ისიც, ბევრ სხვა საქ­მეს­თან ერ­თად, სა­მუ­ზე­უ­მო შე­ნო­ბი­სათ­ვის იბ­რ­ძო­და. რო­ცა დარ­წ­მუნ­და, ახალ შე­ნო­ბას არა­ვინ აგ­ვი­გებ­და, არც ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რ­ში გაგ­ვა­ჩე­რებ­და და არც ხუთ სხვა­დას­ხ­ვა შე­ნო­ბა­ში „მდგმუ­რე­ბად“  აგ­ვი­ტან­და, და­იწყო ზრუნ­ვა იმი­სათ­ვის,  რომ შე­და­რე­ბით სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტი მო­ე­ძებ­ნა და აი, თვა­ლი და­ად­გა  ქა­ლაქ­ში  ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ შე­ნო­ბას, რო­მე­ლიც აგე­ბუ­ლია 1894-96 წლებ­ში, ინ­ჟი­ნერ სა­ხა­რო­ვის პრო­ექ­ტით.1921 წელს, გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ, აქ გა­ნა­თავ­სეს ქუ­თა­ი­სის გუ­ბერ­ნი­ის მი­ლი­ცია, 1927 წელს —სსრკ სა­ხელ­მ­წი­ფო  ბან­კის ქუ­თა­ი­სის გან­ყო­ფი­ლე­ბა, 1992 წლი­დან კი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ფი­ლი­ა­ლია.
2011 წელს ამ შე­ნო­ბა­ში ქუ­თა­ი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი გან­თავ­ს­და. ეს ვა­რი­ან­ტი დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვით შეძ­ლო ბა­ტონ­მა ომარ ლან­ჩა­ვამ. სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით და­ვა­ბი­ნა­ვეთ აურაცხე­ლი ქო­ნე­ბა და შე­ვუქ­მე­ნით მათ  ნორ­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი. შე­ნო­ბის ჰოლ­ში ფე­ხის შედ­გ­მის­თა­ნა­ვე  მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვეშ  მყო­ფი დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი ულა­მა­ზეს სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში ხვდე­ბა. ამა­ვე შე­ნო­ბა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ფონ­დო გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი, კა­ბი­ნე­ტე­ბი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ი­სათ­ვის, სა­ლექ­ციო-საპ­რე­ზენ­ტა­ციო დარ­ბა­ზი...                       
ნუ­რა­ვინ იფიქ­რებს, რომ ჩვენ მიღ­წე­უ­ლით კმა­ყო­ფი­ლი ვართ, მუ­ზე­უ­მის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია სულ ახა­ლი სა­ცა­ვე­ბის გა­მო­ძებ­ნა­ზე ფიქ­რობს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ მუ­ზე­უმს  სა­კუთ­რე­ბა­ში გად­მო­ე­ცა  პუშ­კი­ნის ქ. N16-ში მდე­ბა­რე შე­ნო­ბის ნა­წი­ლი,  ახ­ლად­ გად­მო­ცე­მულ  სა­ცავ­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვი  პი­რო­ბე­ბი შე­ექ­მ­ნა ახა­ლი და უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბას, ფო­ტო-ფო­ნო ფონდს, ხელ­ნა­წერ და ძველ­ნა­ბეჭდ წიგ­ნებს, ეთ­ნო­ლო­გი­ის ნა­წილს (რის­თ­ვი­საც გან­ყო­ფი­ლე­ბის ყვე­ლა თა­ნამ­შ­რო­მე­ლი მად­ლო­ბას უხ­დის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორს), აგ­რეთ­ვე აქ მო­თავ­ს­და რამ­დე­ნი­მე კა­ბი­ნე­ტი. ფარ­თის ნა­წი­ლი ასათ­ვი­სე­ბე­ლია სა­მეც­ნი­ე­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის მი­ერ, თუმ­ცა  ჩვენ ჯერ კი­დევ მო­ვე­ლით გა­ფარ­თო­ე­ბის ახალ ვა­რი­ანტს.
თვალს ვავ­ლებთ არც თუ ისე   შო­რე­ულ წარ­სულს, ვიხ­სე­ნებთ ძველ მუ­ზე­უ­მელ­თა  მო­გო­ნე­ბებს, რო­ცა საკ­მა­რი­სი სკა­მიც არ იყო ყვე­ლა თა­ნამ­შ­რომ­ლი­სათ­ვის, მუ­ზე­უ­მის მთელ შე­ნო­ბა­ში კი ერ­თი სვე­ლი წერ­ტი­ლიც არ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და და გუ­ლი სი­ა­მით გვევ­სე­ბა,  რად­გან დღეს სა­მუ­ზე­უ­მო მა­სა­ლებს შექ­მ­ნი­ლი აქვს ისე­თი პი­რო­ბე­ბი,  რო­გო­რიც წი­ნათ, არც ერ­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და დი­რექ­ტო­რის დროს არ ჰქო­ნია. ამ­ჟა­მად მუ­ზე­უ­მის ძი­რი­თად შე­ნო­ბა­ში მუ­შა­ობს სა­ვენ­ტი­ლა­ციო სის­ტე­მა  და სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ  მოგ­ვე­წო­დე­ბა თბი­ლი და ცი­ვი ჰა­ე­რი, გვაქვს ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ა­ზე და ბუ­ნებ­რივ აირ­ზე  მო­მუ­შა­ვე ცენ­ტ­რა­ლუ­რი გათ­ბო­ბა,  ყვე­ლა გან­ყო­ფი­ლე­ბა  აღ­ჭურ­ვი­ლია კომ­პი­უ­ტე­რით, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს ელექ­ტ­რო­ნუ­ლად ვა­წარ­მო­ოთ  ფონ­დე­ბის  ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცია, ვი­მუ­შა­ოთ სა­მეც­ნი­ე­რო შრო­მებ­ზე, შე­ვად­გი­ნოთ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პას­პორ­ტე­ბი და ასე შემ­დეგ. გა­საკ­ვი­რი არ არის, 21-ე  სა­უ­კუ­ნე­ში უკე­თე­სი ყო­ფაც ვი­სურ­ვოთ. ერ­თა­დერთ სურ­ვილს და აუცი­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რ­ცის  გაზ­რ­და და დი­დი იმე­დი გვაქვს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ამ  და სხვა პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში.

ლია გა­ბუ­ნია,
მზია ზარ­ნა­ძე
მუ­ზე­უ­მის მეც­ნი­ერი
 თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი

25-28(942)N