გამოდის 1998 წლიდან
2013-03-21
ხედვები, რომელმაც პროფესიული განათლების ხარისხი უნდა გააუმჯობესოს


პროფესიული განათლების პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება რუბრიკის სტუმარი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე  ქეთევან ნატრიაშვილი

– სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა აზ­რით, „კა­ნო­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ არ არის სრულ­ყო­ფი­ლი. რო­გორ ფიქ­რობთ, რა არის მი­სი ძი­რი­თა­დი ნაკ­ლი, რა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა კა­ნო­ნის პრობ­ლე­მუ­რო­ბა და შე­იც­ვ­ლე­ბა თუ არა რა­ი­მე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?
– კა­ნო­ნი ასა­ხავს არ­სე­ბულ სის­ტე­მას და არე­გუ­ლი­რებს მის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას. ამი­ტომ გა­სუ­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ სწო­რედ სის­ტე­მის და­დე­ბით თუ ნაკ­ლო­ვან მხა­რე­ებს ვსწავ­ლობ­დით. ანა­ლი­ზის შე­დე­გად გა­კე­თე­ბუ­ლი დას­კ­ვ­ნე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს, გა­ვაც­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩვე­ნი ხედ­ვე­ბი, ვი­მუ­შა­ოთ, რომ რე­ა­ლო­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­ვიყ­ვა­ნოთ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა.
უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ, ზო­გა­დად, ხუთ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა საკ­მა­ოდ მოქ­ნი­ლი აღ­მოჩ­ნ­და. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ დამ­ტ­კიც­და და ამოქ­მედ­და ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო და მი­სი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი – პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო. „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნის შემ­დეგ, პრო­ფე­სი­ულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­თა ჩარ­ჩო არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­შიც სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბი, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რე­ბი და მა­თი აღ­­წე­რე­ბი, ანუ დეს­კ­რიპ­ტო­რე­ბი. ჩარ­ჩო­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით მუ­შავ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბი, ხო­ლო პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით  – სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მთელ ამ პრო­ცეს­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბი­სას, გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს დამ­საქ­მებ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას, რად­გან პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი წარ­მო­ად­გენს კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ფე­სი­ის მქო­ნე პი­რის ერ­თ­გ­ვარ სა­მუ­შაო აღ­წე­რი­ლო­ბას. სტან­დარ­ტის სწო­რად შედ­გე­ნა არის გა­რან­ტი იმი­სა, რომ მას­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა მორ­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღემ­დე დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში დამ­საქ­მებ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ, მა­თი მხრი­დან ჩარ­თუ­ლო­ბა იყო სუს­ტი, სი­ახ­ლის ერ­თ­ბა­შად და­ნერ­გ­ვის გა­მო მოხ­და გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის არას­წო­რად მი­წო­დე­ბა-გა­გე­ბა,  მცდა­რი მიდ­გო­მე­ბის გა­მო მოხ­და სა­ფე­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა. მა­გა­ლი­თად, I სა­ფე­ხურ­ზე ყვე­ლა­ზე ხან­მოკ­ლე პროგ­რა­მა შე­იძ­ლე­ბა სამ­თ­ვი­ა­ნიც კი იყოს, რაც სრუ­ლი­ად არა­საკ­მა­რი­სია დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტის მო­სამ­ზა­დებ­ლად. გარ­და ამი­სა, იკ­ვე­თე­ბა მთე­ლი რი­გი მოქ­მე­დი სტან­დარ­ტე­ბის შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი (ნა­წი­ლობ­რი­ვი ან სრუ­ლი)   შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნებ­თან. მა­გა­ლი­თად, სწავ­ლე­ბის I სა­ფე­ხურ­ზე სტუ­დენტს ენი­ჭე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცია, მაგ­რამ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რომ პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მფლო­ბელს შეს­წევს უნა­რი, თა­ვი­სი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი შე­ას­რუ­ლოს ერ­თ­გ­ვა­რო­ვან სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სხვი­სი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ.  ის­მის კითხ­ვა, რამ­დე­ნად სჭირ­დე­ბა დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს შრო­მის ბა­ზარს ამ კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის მქო­ნე კად­რე­ბი? საქართველოს შრო­მის ბა­ზარ­ზე მოთხოვ­ნა უფ­რო გამ­ს­ხ­ვი­ლე­ბულ სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე იკ­ვე­თე­ბა, დამ­საქ­მე­ბე­ლი ეძებს მულ­ტიპ­რო­ფი­ლუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბელს, მა­გა­ლი­თად, ფარ­თე პრო­ფი­ლის მშე­ნე­ბელს და არა კა­ლა­ტოზს. ასე­თი მოთხოვ­ნა კი­დევ უფ­რო ხაზ­გას­მუ­ლია უცხო­ე­ლი დამ­ქი­რა­ვებ­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის დაკ­ვე­თებს ას­რუ­ლე­ბენ. სამ­წუ­ხა­როდ, ამის გა­მო, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მათ უცხო­ე­თი­დან ჩა­მოჰ­ყავთ სა­ჭი­რო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის კად­რე­ბი. ამის მი­ზე­ზად სწო­რედ ჩვე­ნი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის ვიწ­რო სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას ასა­ხე­ლე­ბენ.
აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვმუ­შა­ობთ სის­ტე­მის გა­მარ­თ­ვა­ზე, შრო­მის ბა­ზარ­თან პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მე­ტად და­კავ­ში­რე­ბა­ზე, რაც ვფიქ­რობთ,  გა­მო­იწ­ვევს  მთელ რიგ ში­ნა­არ­სობ­რივ ცვლი­ლე­ბებს და მათ შო­რის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის ზ­რ­დას.
სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მოფხ­ვ­რა­ზე სა­უბ­რი­სას არ შე­იძ­ლე­ბა არ აღი­ნიშ­ნოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ,,ჩი­ხე­ბის”, ანუ ბა­რი­ე­რე­ბის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა. მუ­შა­ო­ბა ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის­თ­ვი­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს. მოქ­მე­დი კა­ნო­ნით ასე­თი ვი­თა­რე­ბა გვაქვს: ცხრაკ­ლას­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და, რო­მე­ლიც სწავ­ლას პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში აგ­რ­ძე­ლებს, პირ­ვე­ლი სა­მი სა­ფე­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, თუ სურ­ვი­ლი აქვს სწავ­ლა გა­ნაგ­რ­ძოს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ფე­ხუ­რებ­ზე, ან უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ზე, ბრუნ­დე­ბა სკო­ლა­ში, რა­თა მი­ი­ღოს სრუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა და ჩა­ა­ბა­როს სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი. არსებობს მე­ო­რე გზაც – ექ­ს­ტერ­ნის გა­მოც­დე­ბი და შემ­დ­გომ უკ­ვე სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­და. ამ საკ­მა­ოდ რთუ­ლი და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის შემდეგ, თუ პი­რი მო­ი­პო­ვებს სკო­ლის ატეს­ტატს, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის IV-V სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, უნ­და ჩა­ა­ბა­როს მხო­ლოდ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და, ხო­ლო უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში – ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი. რო­გორც ხე­დავთ, სა­კითხი საკ­მა­ოდ რთუ­ლი და მრა­ვალ­წახ­ნა­გო­ვა­ნია. ამა­ვე დროს,  გა­უ­აზ­რებ­ლად რო­მე­ლი­მე ,,ჩი­ხის” მოხ­ს­ნამ, სის­ტე­მა­ში შე­იძ­ლე­ბა სხვა პრობ­ლე­მე­ბი გა­ა­ჩი­ნოს. თა­ვი­დან ბო­ლომ­დე უნ­და მივ­დი­ოთ ლო­გი­კურ ჯაჭვს. საქ­მე ისაა, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ახალ­გაზ­რ­დას ვერ აძ­ლევს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის და­უფ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. მარ­თა­ლია, კა­ნონ­ში არის ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც კო­ლე­ჯებს შე­უძ­ლი­ათ ამის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ მხო­ლოდ იმ ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­მაც გა­ი­ა­რეს სრუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის კურ­სი (ანუ სკო­ლა­ში ის­წავ­ლეს 12 წე­ლი) და ვერ მი­ი­ღეს სრუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი  დო­კუ­მენ­ტი, ანუ ვერ ჩა­ა­ბა­რეს სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­და. ასე რომ, არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის გა­და­ხედ­ვა, მსგავ­სი ბა­რი­ე­რე­ბის მო­სახ­ს­ნე­ლა­დაც აუცი­ლე­ბე­ლია.

– რო­გორც ვი­ცით, ევ­რო­კავ­შირს სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ნიშ­ვ­ნე­ბი ჰქონ­და პრო­ფე­სი­ულ სტან­დარ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან ბევრ პრო­ფე­სი­ა­ში. მიმ­დი­ნა­რე­ობს თუ არა მუ­შა­ო­ბა ამ მი­მარ­თე­ბით და მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ თუ არა პრო­ცეს­ში პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­საქ­მებ­ლე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი?
– კი­დევ ერ­თხელ მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ამ­ჯე­რად პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ჩვენს ხედ­ვებს გთა­ვა­ზობთ სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი კი ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლია ამ სფე­რო­ში. სწო­რედ ამ სა­კითხის მოგ­ვა­რე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან ევ­რო­პე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბი, ჩვე­ნი თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, ევ­რო­კავ­ში­რის ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში. თა­ვი­დან  და­კომ­პ­ლექ­ტ­დე­ბა დარ­გობ­რი­ვი საბ­ჭო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც იმუ­შა­ვე­ბენ არ­სე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის დახ­ვე­წი­სა თუ ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის შექ­მ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბა ამ პრო­ცეს­ში დამ­საქ­მებ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­სა და ჩარ­თუ­ლო­ბას. აქაც ევ­რო­კავ­ში­რი გვეხ­მა­რე­ბა, რომ ზუს­ტად შეს­რულ­დეს სა­მუ­შა­ოს აღ­წე­რი­ლო­ბა, გა­ნი­საზღ­ვ­როს საბ­ჭო­ე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა და ფუნ­ქ­ცი­ე­ბი. ქარ­თ­ველ ექ­ს­პერ­ტებ­თან ერ­თად მო­ამ­ზა­დე­ბენ სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბის ლი­დე­რებს, რომ­ლე­ბიც უხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბენ სტან­დარ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცესს; მათ­ვე უნ­და გა­უ­წი­ონ ფა­სი­ლი­ტა­ცია სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რებს, რა­თა ფო­კუ­სი­რე­ბულ­ნი იყ­ვ­ნენ კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ფე­სი­ის ირ­გ­ვ­ლივ; მათ იცი­ან პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის სტრუქ­ტუ­რა და ჩარ­ჩო და ეხ­მა­რე­ბი­ან დამ­საქ­მებ­ლებს თა­ვი­ან­თი მოთხოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ახ­ლა სწო­რედ ეს ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა. და­საწყის­ში, ევ­რო­კავ­ში­რის ექ­ს­პერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, 15 პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი გა­და­ი­ხე­დე­ბა, ამი­სათ­ვის უკ­ვე და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლია ჯგუ­ფე­ბი. მთა­ვა­რია, სწო­რი ფორ­მა­ტი და მე­თო­დო­ლო­გია შე­ირ­ჩეს. ევ­რო­კავ­შირ­მა შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა  მე­თო­დო­ლო­გია, რო­მე­ლიც მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე პროგ­რა­მე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. მა­ნამ­დე ასე­თი გა­მოკ­ვე­თი­ლი, კლა­სი­კუ­რი მე­თო­დო­ლო­გი­ით, სამ­წუ­ხა­როდ, არ გვი­სარ­გებ­ლია. არც დამ­საქ­მე­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა იყო სა­თა­ნა­დოდ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. უმე­ტეს­წი­ლად, ეს ჯგუ­ფე­ბი და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი იყო აკა­დე­მი­უ­რი წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბით, რომ­ლე­ბიც ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­დ­ნენ სა­კუ­თა­რი ცოდ­ნი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბით, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ფე­სი­ულ­მა სტან­დარ­ტ­მა სა­ხე იც­ვა­ლა, სხვაგ­ვა­რი დო­კუ­მენ­ტი გახ­და – მოწყ­და რე­ა­ლო­ბას, ანუ შრო­მის ბა­ზარს და წა­ვი­და უფ­რო აკა­დე­მი­უ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ე­ბის­კენ, რაც პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში არ არის გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი. პ­როგ­რა­მა, რო­მელ­საც სტუ­დენტს შევ­თა­ვა­ზებთ, გათ­ვ­ლი­ლი უნ­და იყოს და­საქ­მე­ბა­ზე და დამ­საქ­მებ­ლის მოთხოვ­ნა­ზე. ჩვენ ზუს­ტად უნ­და ვი­ცო­დეთ, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი უნარ-ჩვე­ვე­ბის მქო­ნე შემ­დუ­ღე­ბელს და­ი­ქი­რა­ვებს დამ­საქ­მე­ბე­ლი. ამავე დროს, არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ზა­ნი, და­საქ­მე­ბას­თან ერ­თად, არის პი­რის თვით­და­საქ­მე­ბის ხელ­შეწყო­ბა და ამ კუთხი­თაც სა­ჭი­როა მე­ტი ძა­ლის­ხ­მე­ვა გა­მო­ვი­ჩი­ნოთ.

– ხომ არ არის გან­საზღ­ვ­რუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ, ახ­ლო ან შე­და­რე­ბით შო­რე­ულ პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი დარ­გე­ბის­თ­ვის, რა რა­ო­დე­ნო­ბის და პრო­ფე­სი­ის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რის მომ­ზა­დე­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო?
– რაც შე­ე­ხე­ბა სტუ­დენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბას და პრო­ფე­სი­ე­ბის  მი­ხედ­ვით მომ­ზა­დე­ბას, ამის გან­საზღ­ვ­რა მხო­ლოდ შრო­მის ბაზ­რის კვლე­ვის შემ­დეგ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ჩვენ­თან კი, სამ­წუ­ხა­როდ, ასეთ კვლე­ვებს სის­ტე­მუ­რი და სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი არ აქვს. ძი­რი­თა­დად, გვაქვს სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი წერ­ტი­ლო­ვა­ნი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც თა­ვის­თა­ვად, სა­ინ­ტე­რე­სოა, მაგ­რამ ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მორ­გე­ბუ­ლია კონ­კ­რე­ტულ ინ­ტე­რესს. მა­გა­ლი­თად, თუ­კი პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა აჭა­რა­ში ტუ­რიზ­მის კუთხით, ბუ­ნებ­რი­ვია, იგი არ შე­ი­ცავს ინ­ფორ­მა­ცი­ას ტუ­რიზ­მის მიღ­მა არ­სე­ბულ სა­კითხებ­ზე ან მოთხოვ­ნებ­ზე. ჩვენ­თ­ვის კი სა­ინ­ტე­რე­სოა სრუ­ლი და ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია – გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია თი­თო­ე­უ­ლი რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვა, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, უნ­და ვი­ცო­დეთ, რა სფე­რო­ებ­ში იგეგ­მე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო ან კერ­ძო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი. ყო­ვე­ლი­ვე ეს ანა­ლი­ზის სა­გა­ნი იქ­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას აუცი­ლე­ბე­ლია გვქონ­დეს ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­აც – რამ­დე­ნი სტუ­დენ­ტია პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში, რა პრო­ფე­სი­ებ­ზეა მოთხოვ­ნა, რა პრობ­ლე­მე­ბია, რი­თია გა­მოწ­ვე­უ­ლი სტუ­დენ­ტ­თა გა­დი­ნე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ინ­ფორ­მა­ცი­ას მხო­ლოდ სა­ჯა­რო სექ­ტორ­ზე ვფლობთ, კერ­ძო პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი არას­რულ­ყო­ფი­ლია, თუმ­ცა ამ კუთხით უკ­ვე ვმუ­შა­ობთ და ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ კერ­ძო კო­ლე­ჯე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას­თან. მო­ვუ­წო­დებთ კერ­ძო პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, გა­ნა­თავ­სონ  ინ­ფორ­მა­ცია სა­მი­ნის­ტ­როს ერ­თი­ან ბა­ზა­ში. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ციაა თა­ვად სტუ­დენ­ტის პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლა­დაც, მათ შო­რის, გა­დი­ნე­ბის მი­ზე­ზე­ბის და­სად­გე­ნად და ა.შ. თუ­კი ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ხით არ იქ­ნე­ბა თავ­მოყ­რი­ლი, ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა, რად­გან ზე­პი­რად მოგ­ვი­წევს მსჯე­ლო­ბა, იძუ­ლე­ბულ­ნი ვიქ­ნე­ბით, და­ვეყ­რ­დ­ნოთ ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­საზ­რე­ბებს, რომ­ლე­ბიც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი არ არის და გა­მომ­დი­ნა­რე­ობს მხო­ლოდ გა­მოც­დი­ლე­ბი­დან. ამან შე­იძ­ლე­ბა შეც­დო­მამ­დეც კი მიგ­ვიყ­ვა­ნოს, ამი­ტომ სა­ჭი­როა სრულ­ყო­ფი­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ზა, რო­მელ­საც სა­მი­ნის­ტ­რო გა­ა­ა­ნა­ლი­ზებს და გა­მო­ი­ყე­ნებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას.

– ევ­რო­პე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბის აზ­რით, ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის არ­სე­ბუ­ლი ფორ­მუ­ლა არა­ეფ­ქ­ტუ­რია. ხომ არ ფიქ­რობთ და­ფი­ნან­სე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზებ­ზე ან ხომ არ გა­იზ­რ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ბი­უ­ჯე­ტი და რა იქ­ნე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მო­მა­ვალ­ში ამ სფე­რო­ში?
– პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის წლე­ვან­დე­ლი ბი­უ­ჯე­ტი გაზ­რ­დი­ლია და და­მა­ტე­ბუ­ლია ისე­თი კომ­პო­ნენ­ტი, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბი, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ისიც, რომ სა­ხელ­მ­წი­ფომ პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა გა­მო­აცხა­და. შე­სა­ბა­მი­სად, და­ფი­ნან­სე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით ვრცელ­დე­ბა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა ერთ-ერ­თი მათ­გა­ნია. მე­ტი წი­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა რე­გი­ო­ნებ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი, ყვე­ლა მათ­განს აქვს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა და მორ­გე­ბუ­ლია მიკ­რო­ე­კო­ნო­მი­კურ სეგ­მენ­ტ­ზე.
რაც შე­ე­ხე­ბა სტუ­დენ­ტის და­ფი­ნან­სე­ბის ვა­უ­ჩე­რულ მე­ქა­ნიზმს, ამ სა­კითხის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. უკ­ვე გა­ვე­ცა­ნით პრობ­ლე­მა­ტი­კას და ვთან­ხ­მ­დე­ბით, რომ მო­ნო­ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მი არ ამარ­თ­ლებს, გარ­და ამი­სა, 1000-ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რი არ ყოფ­ნის სტუ­დენტს ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რის პროგ­რა­მა­ზე გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, რად­გან ხარ­ჯე­ბი, პრო­ფე­სი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. შე­საძ­ლე­ბე­ლია, მა­გა­ლი­თად, ბუ­ღალ­ტ­რის მომ­ზა­დე­ბას გა­ცი­ლე­ბით მცი­რე ხარ­ჯი ჭირ­დე­ბო­დეს, მა­შინ რო­დე­საც მზა­რე­უ­ლი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი კურ­სია, რო­მელ­საც ისე­თი სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბი სჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც მალ­ფუ­ჭე­ბა­დია და ყო­ველ ჯერ­ზე ახ­ლის შე­ძე­ნაა სა­ჭი­რო. ამი­ტომ 1000-ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რის პრინ­ცი­პი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი არ არის. ამ სა­კითხის მოგ­ვა­რე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა გერ­მა­ნი­ის ტექ­ნი­კუ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია (GIZ), მათ ფორ­მუ­ლის მო­დე­ლიც შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზეს. გა­ან­გა­რი­შე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით ვი­ცით, რა ჯდე­ბა პრო­ფე­სი­ე­ბის მი­ხედ­ვით სხვა­დას­ხ­ვა პროგ­რა­მა და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცვლი­ლე­ბე­ბი ამ კუთხით ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

– პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი მშობ­ლი­ურ ენა­ზე არ არ­სე­ბობს. რა გეგ­მე­ბი გაქვთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და აქ­ვე გკითხავთ პე­და­გო­გე­ბის შე­სა­ხე­ბაც - სა­ჭი­როდ მი­გაჩ­ნი­ათ თუ არა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პე­და­გო­გის სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­ზა­დე­ბა კო­ლე­ჯე­ბი­სათ­ვის?
– გე­თან­ხ­მე­ბით, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით, მხო­ლოდ სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ვი­სა­უბ­რებ. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მშობ­ლი­ურ ენა­ზე უნ­და არ­სე­ბობ­დეს. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და მშე­ნებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­სულ წლებ­ში, მომ­ზად­და და და­ი­ბეჭ­და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და ამ კუთხით აუცი­ლებ­ლად ვი­მუ­შა­ვებთ, მაგ­რამ არ გვინ­და მოვ­ლე­ნებს გა­ვუს­წ­როთ. ჩვენ გავ­ყ­ვე­ბით ლო­გი­კურ ჯაჭვს, რო­მე­ლიც თან­მიმ­დევ­რუ­ლად უნ­და გა­ვი­ა­როთ – და­ვიწყოთ სტან­დარ­ტის გა­და­ხედ­ვით, დავ­რ­წ­მუნ­დეთ, რომ იგი შედ­გე­ნი­ლია დამ­საქ­მებ­ლებ­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მა­შა­სა­და­მე პა­სუ­ხობს შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნებს, მის სა­ფუძ­ველ­ზე გა­კეთ­დე­ბა სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მომ­ზად­დე­ბა სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბი ქარ­თულ ენა­ზე. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შექ­მ­ნა საკ­მა­ოდ რთუ­ლი და სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მეა, მას დრო სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ საწყის ეტაპ­ზე მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლია, რო­გო­რი სა­ხით შე­იქ­მ­ნე­ბა სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბი. მთა­ვა­რია, ყვე­ლა პრო­ფე­სი­ა­ში გაჩ­ნ­დეს საწყი­სი თე­ო­რი­უ­ლი სას­წავ­ლო ბა­ზა.
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებ­ზე მო­მუ­შა­ვე უცხო­ე­ლი და ქარ­თ­ვე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბი ვთან­ხ­მ­დე­ბით, რომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კუთხით, დღეს პრობ­ლე­მა­ტუ­რი სა­კითხია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც თან­მიმ­დევ­რუ­ლი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო. არ არ­სე­ბობს პროგ­რა­მე­ბი, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ში საგ­ნობ­რი­ვი ან პრო­ფე­სი­უ­ლი კუთხით. ეს პრო­ცე­სი დაწყე­ბუ­ლია, მას­ში აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლი, რო­მელ­საც ეხ­მა­რე­ბა გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა. შედ­გე­ნი­ლია მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი, მომ­ზა­დე­ბუ­ლია მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ჩარ­ჩო-დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­შიც გა­წე­რი­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის პე­და­გო­გის მომ­ზა­დე­ბი­სა და გა­დამ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი – რა შე­იძ­ლე­ბა მოვ­თხო­ვოთ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც უნ­და ას­წავ­ლოს პროფ­სას­წავ­ლე­ბელ­ში, რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უნ­და შე­ვუქ­მ­ნათ იმი­სათ­ვის, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა არ შეწყ­ვი­ტოს და შეძ­ლოს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა. არ­სე­ბულ კად­რებს  აუცი­ლებ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნებთ, პა­რა­ლე­ლუ­რად მო­ვი­ზი­დავთ პრაქ­ტი­კო­სებს სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­ბულ­ნი არი­ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბით, რად­გან ამ საქ­მე­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­მოც­დი­ლე­ბა. მა­გა­ლი­თის­თ­ვის ავი­ღოთ ტუ­რიზ­მის სფე­რო – რო­მე­ლი­მე სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტ­რა­ტორს, სას­წავ­ლე­ბელ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი კონ­ტ­რაქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, შევ­თა­ვა­ზებთ ჩა­ა­ტა­როს მას­ტერ­კ­ლა­სე­ბის კურ­სი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის. ასეთ ადა­მი­ა­ნებს მო­ვი­ზი­დავთ სხვა სფე­რო­ე­ბი­და­ნაც. ვფიქ­რობ, სა­წარ­მოო სწავ­ლე­ბას­თან ერ­თად, ეს კარ­გი მე­თო­დი იქ­ნე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის და­სა­უფ­ლებ­ლად.

– კონ­კ­რე­ტუ­ლად რას მოხ­მარ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ორი მი­ლი­ო­ნი ევ­რო?
– ეს არის ევ­რო­პე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. ად­გი­ლობ­რი­ვი რე­ა­ლო­ბის ცოდ­ნა, ამ სფე­რო­ში დაგ­რო­ვი­ლი ქარ­თუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას­თან. თა­ვის დრო­ზე მა­თაც გა­ი­ა­რეს ეს გზა, გა­ეც­ნენ სხვა­თა გა­მოც­დი­ლე­ბას, მაგ­რამ შერ­ჩე­უ­ლი მო­დე­ლი მო­არ­გეს სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის რე­ა­ლო­ბას, ის­ტო­რი­ას, კულ­ტუ­რას, ადა­მი­ა­ნე­ბის ბუ­ნე­ბას, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გახ­და კი­დეც წარ­მა­ტე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. ამ მხრივ, ჩვენ­თ­ვის ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა პო­ლო­ნე­თის, გერ­მა­ნი­ის, ჩე­ხე­თის, ფი­ნე­თის მა­გა­ლი­თი. ჩვენ კარ­გად შე­ვის­წავ­ლით მათ გა­მოც­დი­ლე­ბას ამ კუთხით, გად­მო­ვი­ღებთ, რაც კარ­გია და შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­ვიყ­ვანთ ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას­თან.

– 2010 წელს, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, გა­უქ­მ­და 13 პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი, მათ შო­რის ტრა­დი­ცი­უ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მქო­ნე­ნიც. იგეგ­მე­ბა თუ არა მა­თი აღ­დ­გე­ნა სა­მო­მავ­ლოდ?
– რთუ­ლია ისა­უბ­რო, რა ლო­გი­კით მი­ი­ღო სა­ხელ­მ­წი­ფომ ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. მით უმე­ტეს, რომ პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან გა­უ­ა­რეს­და ვი­თა­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის რე­გი­ონ­ში არც ერ­თი პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი აღარ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. კო­მი­სია რო­მე­ლიც ჩვენ შევ­ქ­მე­ნით, სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს – ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის გაზ­რ­დის მიზ­ნით სწავ­ლობს ახა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის და­არ­სე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს. აღ­დ­გე­ნის ფორ­მატ­ში ლა­პა­რა­კი ძა­ლი­ან რთუ­ლია, რად­გან ჯერ ერ­თი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, აღ­სად­გე­ნიც აღა­რა­ფე­რი დარ­ჩა და მე­ო­რე, კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბაც არ ით­ვა­ლის­წი­ნებს მსგავს პრო­ცე­დუ­რას, ასე­თი სტა­ტუ­სი არ არ­სე­ბობს. სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი კო­მი­სი­ამ უნ­და შე­ა­ფა­სოს და ის მე­თო­დე­ბიც გან­საზღ­ვ­როს, რო­გორ აპი­რებს პრო­ცე­სის სტი­მუ­ლი­რე­ბას. ამი­ტომ კო­მი­სია სწავ­ლობს და გა­ნი­ხი­ლავს რე­გი­ო­ნე­ბი­დან შე­მო­სულ წე­რი­ლებს და­მა­ტე­ბით გა­მოკ­ვე­თი­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ხე­ბაც, ცალ­კე­უ­ლი სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფე­ბის მო­საზ­რე­ბებს და, სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით, ჯერ შე­ა­ფა­სებს ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბას, ხო­ლო შემ­დეგ გა­ა­კე­თებს შე­სა­ბა­მის დას­კ­ვ­ნებს. ერ­თ­პი­როვ­ნუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის გა­მო­რიცხ­ვის მიზ­ნით, პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია  პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რი, დამ­საქ­მე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.
პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა, ვფიქ­რობ, შეს­რუ­ლე­ბუ­ლია – ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ გა­მოწ­ვე­ვე­ბი და ვა­ყა­ლი­ბებთ მათ სა­პა­სუ­ხო ხედ­ვებს, რაც ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლე­ბუ­ლო სტრა­ტე­გი­ა­ში. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამ გა­მოწ­ვე­ვის გა­დაჭ­რის გზებ­საც მი­უ­თი­თებს. შუ­ა­ლე­დუ­რი მო­ნა­ხა­ზე­ბის გან­ხილ­ვა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, გან­სა­ხილ­ვე­ლად და­ეგ­ზავ­ნე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს და გან­თავ­ს­დე­ბა ჩვენს სა­იტ­ზე. დო­კუ­მენტს თან ახ­ლავს სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­მელ­შიც შე­სუ­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, მი­თი­თე­ბუ­ლია სა­ვა­რა­უ­დო რე­სურ­სე­ბი და ა.შ. ასე რომ, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ან სტრა­ტე­გი­ას (2013-2020) საკ­მა­ოდ პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ნა­წი­ლიც ექ­ნე­ბა.
ვვა­რა­უ­დობთ, რომ ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­სათ­ვის ყვე­ლა პრობ­ლე­მურ სა­კითხ­ზე შევ­თან­ხ­მ­დე­ბით, რაც სა­ბო­ლო­ოდ კა­ნონ­შიც აისა­ხე­ბა, გვექ­ნე­ბა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი, რაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რისხს და, შე­სა­ბა­მი­სად, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბას.

ესაუბრა
ანა ფირცხალაიშვილი

25-28(942)N