გამოდის 1998 წლიდან
2012-12-19
ტან­კა ჩვე­ნი სი­ცოცხ­ლე­სა­ვით პა­ტა­რაა, მაგ­რამ სი­ცოცხ­ლე­სა­ვით სავ­სე...

წიგ­ნის მა­ღა­ზია „ლი­გა­მუს­ში“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტის“ მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი, პო­ეტ იაკი კა­ბეს ახა­ლი ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი ლექ­სე­ბის — ქარ­თუ­ლად და­წე­რი­ლი ტან­კე­ბის ავ­ტო­რი იაკი კა­ბე ქარ­თ­ვე­ლი პო­ე­ტი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძეა.
იაკი კა­ბეს ლექ­სე­ბი ისე­თი რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი სი­სა­და­ვი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი, შე­უძ­ლე­ბე­ლია მო­ის­მი­ნო და არ მო­ი­ხიბ­ლო. სო­ცი­ა­ლურ თე­მებ­ზე და­წე­რი­ლი ტან­კე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ხი­ე­რე­ბა, გან­წყო­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა  სი­ცოცხ­ლის ნა­წი­ლია და არ­სა­დაა მოწყ­ვე­ტი­ლი სი­ნამ­დ­ვი­ლეს. თი­თო­ე­ულ ტან­კა­ში ჩა­ტე­უ­ლი მი­ნი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, მკითხ­ველ­ში ემო­ცი­ის ნი­აღ­ვარს იწ­ვევს და მის ფან­ტა­ზი­ას უკი­დე­გა­ნო სივ­რ­ცეს უტო­ვებს.
აი, რას წერს წიგ­ნის რე­დაქ­ტო­რი, ქალ­ბა­ტო­ნი თა­მარ ბარ­ბა­ქა­ძე: „...თა­ნა­მედ­რო­ვე ლექ­სის ტექ­ნი­კის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­თა გა­ფარ­თო­ე­ბის ფონ­ზე, სა­ო­ცა­რია, რომ არ ნელ­დე­ბა ინ­ტე­რე­სი უძ­ვე­ლე­სი იაპო­ნუ­რი სა­ლექ­სო ფორ­მე­ბის: ტან­კა­სა და ჰა­ი­კუს მი­მართ.  XXI სა­უ­კუ­ნის მსოფ­ლიო კვლავ წარ­მო­შობს კა­ძინს, ანუ ტან­კას მთხზველს, ტან­კას ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რი სა­კუ­თარ თავს იაკი კა­ბედ გვაც­ნობს, რა­თა პო­ე­ტუ­რი გარ­და­სახ­ვის ჯა­დოს­ნუ­რი ძა­ლით მი­აღ­წი­ოს თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბელს — იაპო­ნუ­რი ეროვ­ნუ­ლი სა­ლექ­სო ფორ­მა ბუ­ნებ­რი­ვი და ახ­ლო­ბე­ლი გა­ხა­დოს ქარ­თ­ვე­ლი მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის. ტან­კა „პა­ტა­რა სიმ­ღე­რაა“, ერ­თი შე­ხედ­ვით, „არ არის მკაცრ“, ურით­მოა და და თით­ქოს მკა­ფი­ოდ შე­საგ­რ­ძ­ნო­ბი მეტ­რიც არ არის სა­ჭი­რო. იაკი კა­ბეს 100 ტან­კა სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია მკითხ­ველ­თა იმ წრი­სათ­ვის, ვი­საც უყ­ვარს იაპო­ნუ­რი კულ­ტუ­რა, პო­ე­ზია, სა­დაც მე­ზობ­ლო­ბა სუ­ლი­ე­რი სი­ახ­ლო­ვით იზო­მე­ბა და ფი­ზი­კუ­რი სი­შო­რე სრუ­ლად ქარ­წყ­ლ­დე­ბა. კრე­ბუ­ლის მე-7 ტან­კა გვარ­წ­მუ­ნებს, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბა მხო­ლოდ ერ­თურ­თის სუ­ლის თა­ნა­ზი­ა­რე­ბით მი­იღ­წე­ვა, რომ პო­ე­ზია „საიდუმ­ლოა გან­დო­ბილ­თათ­ვის“:
„სა­მი წე­ლია,
რაც მე­ზო­ბელ­მა ღო­ბის იქით 
მოჭ­რა ლეღ­ვის ხე.
სა­მი წე­ლია ღო­ბის აქეთ არ ყვა­ვი­ლობს
ჩე­მი ატა­მი...“
ლეღ­ვი­სა და ატ­მის ხე­თა მსგავ­სად, ღო­ბის, საზღ­ვ­რე­ბის აქეთ-იქით ყვა­ვის და ბედ­ნი­ე­რე­ბის­კენ ილ­ტ­ვის სხვა­დას­ხ­ვა ერი­სა და კულ­ტუ­რის ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის სულს ერ­თი სა­ზი­ა­რო სწრაფ­ვა აქვს: უზე­ნა­ე­სი მშვე­ნი­ე­რე­ბის წვდო­მა და სიტყ­ვე­ბით გა­მო­ხატ­ვა. იაპო­ნუ­რი ტან­კა, ამ­ჯე­რად, სიმ­ბო­ლუ­რი ფორ­მაა ავ­ტო­რის ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად.“

— ირაკ­ლი, მინ­და  ტან­კას ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­როთ,  რო­გორ წარ­მო­იშ­ვა და და­ი­წე­რა ტრა­დი­ცი­უ­ლი ტან­კა.  რო­გორც ცნო­ბი­ლია,  ფუ­ძი­ვა­რა-ნო ტე­ი­კამ,  1219 წელს, და­წე­რა ტან­კას წე­რის 10 მე­თო­დი, რო­მე­ლიც ტან­კას სკო­ლე­ბი­სათ­ვის ერ­თ­გ­ვარ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოდ იქ­ცა. ტან­კა შე­იძ­ლე­ბა და­წე­რი­ლი­ყო: მის­ტი­კუ­რი და ღრმა, ჩვე­უ­ლი გა­ნაცხა­დით, დახ­ვე­წი­ლი სი­ლა­მა­ზის, გრძნო­ბა­თა და­და­ნა­შა­უ­ლე­ბით, მოხ­დე­ნი­ლი სტი­ლით, გა­რეგ­ნუ­ლი გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი, დახ­ვე­წი­ლი დე­ტა­ლე­ბით და ბო­რო­ტე­ბის ჩახ­შო­ბით. იყე­ნებ თუ არა ამ მე­თო­დებს, მი­მარ­თავ თუ არა წე­რი­სას, რო­მე­ლი­მე ლი­ტე­რა­ტუ­რულ ხერხს?  
ტან­კა — მოკ­ლე, გა­უ­რით­მა­ვი, 31-მარ­ც­ვ­ლი­ა­ნი ლექ­სია, იაპო­ნუ­რად „მოკ­ლე სიმ­ღე­რას“ ნიშ­ნავს. მარ­ც­ვ­ლე­ბი, რო­გორც წე­სი, შემ­დეგ­ნა­ი­რად ნა­წილ­დე­ბა:  5-7-5-7-7. იგი დი­დი ხნის წი­ნათ აღ­მო­ცენ­და და მე-7 სა­უ­კუ­ნე­ში და­მო­უ­კი­დე­ბელ პო­ე­ტურ ჟან­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, თა­ვად ტერ­მი­ნი „ტან­კა“ კი მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს დამ­კ­ვიდ­რ­და. ამ სა­ლექ­სო ფორ­მამ ძა­ლი­ან დი­დი გზა გა­ი­ა­რა, უამ­რა­ვი იაპო­ნე­ლი პო­ე­ტის მსგავ­სად, არა ერთ ევ­რო­პელ თუ ამე­რი­კელ ავ­ტორს მო­უ­სინ­ჯავს ხე­ლი ამ ჟან­რ­ში. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ტან­კას სტრუქ­ტუ­რის რე­ფორ­მი­რე­ბაც ბევ­რ­ჯერ მოხ­და და დღეს ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლი ტან­კა, სა­დაც ეს­თე­ტი­კა და გან­წყო­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია და დარ­ღ­ვე­უ­ლია და­მარ­ც­ვ­ლის წე­სი.  ძვე­ლი ტან­კა იაპო­ნელ მიჯ­ნურ­თა შო­რის სა­ი­დუმ­ლო გზავ­ნი­ლებს წარ­მო­ად­გენ­და. სა­სიყ­ვა­რუ­ლო ღა­მის ერ­თ­გ­ვა­რი პრო­ლო­გი გახ­ლ­დათ, მა­რა­ო­ზე დაგ­რო­ვი­ლი ემო­ცი­ე­ბი სიტყ­ვე­ბით რომ იკ­ვ­რე­ბო­და.  მად­ლო­ბის ტან­კა შუ­ა­მა­ვალს, სა­კეს სა­ნაც­ვ­ლოდ, უნ­და წა­ე­ღო, ად­რე­სა­ტის ოჯა­ხის წევ­რ­თან ფლირ­ტის პერ­ს­პექ­ტი­ვით. ად­რე­სა­ტი კი, თა­ვის მხრივ, ტან­კა­თი­ვე უხ­დი­და მად­ლო­ბას საყ­ვა­რელს და შუ­ა­მავ­ლის საფ­ლირ­ტაო არეც იზ­რ­დე­ბო­და. ასე ახ­ლოვ­დე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი ტან­კა­თი.  თუ ად­რე­სატს არ სურ­და ტან­კას და­წე­რა საყ­ვარ­ლის­თ­ვის, ლექ­სის ბო­ლოს ჩიტს ან ჯვარს  სვამ­და  და ტან­კას უკან უბ­რუ­ნებ­და.
ტან­კა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ნა­ტიფ და დახ­ვე­წილ პო­ე­ზი­ის ჟან­რა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი. რა­ტომ­ღაც ჩვენ­თან  ყვე­ლა ურით­მო მი­ნი­მა­ლის­ტურ ლექსს ტან­კას უწო­დე­ბენ, რაც არ არის სწო­რი. აი, რას წერს ტან­კას შე­სა­ხებ პო­ე­ტი, მთარ­გ­მ­ნე­ლი  და­ვით წე­რე­დი­ა­ნი: „იაპო­ნუ­რი ტან­კა პო­ე­ზი­ის სრუ­ლი­ად უნი­კა­ლუ­რი სა­ხე­ო­ბაა. მის მრა­ვალ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­თა შო­რის ყვე­ლა­ზე აღ­სა­ნიშ­ნა­ვი, ალ­ბათ, ის არის, რომ ყო­ვე­ლი ტექ­ს­ტი რამ­დე­ნი­მეგ­ვა­რად წა­კითხ­ვას გვთა­ვა­ზობს, ოღონდ ეს წა­კითხ­ვე­ბი ცალ-ცალ­კე, პა­რა­ლე­ლუ­რად კი არ არ­სე­ბობს, არა­მედ ერ­თ­დ­რო­უ­ლია, ერ­თ­მა­ნეთ­შია ჩარ­წყ­მუ­ლი...“

— იაკი კა­ბეს ლექ­სე­ბის კრე­ბულს წინ უძღ­ვის ეპიგ­რა­ფი: „ვუძღ­ვ­ნი უზე­ნა­ეს მშვე­ნი­ე­რე­ბას — იაპო­ნი­ას და უმაღ­ლეს კე­თილ­შო­ბი­ლე­ბას — იაპო­ნელ ხალხს“. ალ­ბათ, მკითხ­ველს გა­უჩ­ნ­დე­ბა ინ­ტე­რე­სი, სა­ი­დან მო­დის ავ­ტო­რის ასე­თი ღრმა  სიყ­ვა­რუ­ლი „ამო­მა­ვა­ლი მზის ქვეყ­ნი­სად­მი.“  ამ­ბო­ბენ, იაპო­ნე­ლე­ბი ევ­რო­პე­ლე­ბის­გან ცა და დე­და­მი­წა­სა­ვით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან, სი­ლა­მა­ზეს ერ­თობ თა­ვი­სე­ბუ­რად აღიქ­ვა­მენ, ახ­ლად აყ­ვა­ვე­ბულ სა­კუ­რას და ქრი­ზან­თე­მას მხო­ლოდ მათ­თ­ვის გა­სა­გე­ბი, ღრმა იაპო­ნუ­რი ეს­თე­ტი­კით დატ­ვირ­თუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. მი­ამ­ბე, იაპო­ნე­ლი ხალ­ხის, მა­თი კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ.
ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც ბავ­შ­ვო­ბი­დან მოვ­დი­ვარ და ჯერ კი­დევ სკო­ლის ასაკ­ში ვი­ყა­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იაპო­ნურ ანი­მა­ცი­ებ­ზე. მე­რე იყო იში­კა­ვა ტა­კუ­ბო­კუს ტან­კე­ბის ქარ­თუ­ლი თარ­გ­მა­ნე­ბი (რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნით ჩვენ­თან, მას ისი­კა­ვა ტა­კუ­ბო­კუდ იც­ნო­ბენ). ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს იყო ავ­ტო­რი, ვინც ჩემ­თ­ვის იაპო­ნუ­რი პო­ე­ზი­ის კა­რიბ­ჭე გა­ა­ღო, აღ­მო­მა­ჩე­ნი­ნა სამ­შობ­ლო, სა­დაც გა­და­ვე­ყა­რე სა­კუ­თარ თავს და მშობ­ლი­ურ შეგ­რ­ძ­ნე­ბებს სამ­ყა­როს­თან, ბუ­ნე­ბას­თან და სა­კუ­თარ თავ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა. ეს იყო ჩვე­ნი ხალ­ხის­თ­ვის გა­უ­საძ­ლი­სი და უმ­ძი­მე­სი წლე­ბი, მო­რა­ლუ­რი და სუ­ლი­ე­რი კა­ტას­ტ­რო­ფის ხა­ნა, ხო­ლო ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იაპო­ნუ­რი პო­ე­ზია ჩემ­თ­ვის  ყო­ფი­თო­ბა­ზე და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ტრა­გე­დი­ებ­ზე ამაღ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო გზად იქ­ცა. ამ პე­რი­ოდ­ში გა­ვი­ცა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი იაპო­ნე­ლი ქარ­თ­ვე­ლო­ლო­გი იასუ­ჰი­რო კო­ჯი­მა, რო­მელ­მაც თა­ვის თავ­ში გა­ა­ცოცხ­ლა ყვე­ლა ჩე­მი წარ­მოდ­გე­ნა იაპო­ნელ ხალ­ხ­ზე — ზრდი­ლო­ბის, ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კულ­ტუ­რი­სა და თავ­მ­დაბ­ლო­ბის სა­ო­ცა­რი მა­გა­ლი­თე­ბი. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რო­ცა „იაპო­ნუ­რი ფონ­დის“ გაც­ვ­ლი­თი სას­წავ­ლო პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში იაპო­ნი­ა­ში მოვ­ხ­ვ­დი, სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად ვიც­ნობ­დი იაპო­ნურ ყო­ფას, კულ­ტუ­რას, ტრა­დი­ცი­ებ­სა და წე­სებს, მაგ­რამ ნა­ნახ­მა ყვე­ლა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. არ მინ­და ვინ­მემ წარ­მო­იდ­გი­ნოს, რომ იაპო­ნი­ას ვხა­ტავ, რო­გორც სა­მოთხეს დე­და­მი­წა­ზე — ყვე­ლა სა­ხელ­მ­წი­ფოს, ქვე­ყა­ნა­სა და ხალხს თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი აქვს, ასე­ვეა იაპო­ნი­აც და იაპო­ნე­ლე­ბიც, მაგ­რამ  ჩემ­თ­ვის ეს სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­ში და მა­გა­ლი­თია  პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვის, პროგ­რე­სის, მა­რა­დი­უ­ლი თვით­დახ­ვე­წის და კა­თარ­ზი­სის. იაპო­ნია ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვ­ლე­ბა, ყო­ველ დღე ახა­ლი კა­ცობ­რი­ო­ბა იბა­დე­ბა იაპო­ნე­ლე­ბის სა­ხით, ასეც უწო­დე­ბენ თა­ვად იაპო­ნე­ლე­ბი ახალ­გაზ­რ­დებს — ახა­ლი კა­ცობ­რი­ო­ბა, მაგ­რამ არ იც­ვ­ლე­ბა ერ­თი მთა­ვა­რი და არ­სე­ბი­თი, გე­ნე­რა­ლუ­რი ხა­ზი იაპო­ნე­ლის არ­სე­ბო­ბი­სა,  ცხოვ­რე­ბი­სად­მი მა­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა — პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე, არ იც­ვ­ლე­ბა მა­თი ენა ბუ­ნე­ბას­თან და ყვე­ლა მოვ­ლე­ნის ტრა­გი­კუ­ლო­ბამ­დე ღრმა ეს­თე­ტიზ­მი. ვამ­ბობ იაპო­ნი­ას და ვხე­დავ ბევრ მზეს და უამ­რავ მო­ხუცს, ზურ­გ­ჩან­თე­ბი­თა და ალ­პი­ნის­ტუ­რი ჯო­ხე­ბით ხელ­ში, ყვე­ლა ქა­ლაქ­სა და სო­ფელ­ში ფე­ხის ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე რომ შეხ­ვ­დე­ბი, სა­კუ­თარ  ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რებ­სა და ტუ­რის­ტებს. ვხე­დავ უამ­რავ ორი­გამს და პა­ტა­რა ჰი­რო­ში­მელ გო­გოს, სა­და­კო სა­სა­კის, „მშვი­დო­ბის ბავშვს, რო­მელ­მაც გვა­ჩუ­ქა ქა­ღალ­დის წე­რო, სიმ­ბო­ლო ჩვე­ნი მის­წ­რა­ფე­ბი­სა მშვი­დო­ბი­სა­კენ“.  ვხე­დავ წარ­სუ­ლის, აწ­მ­ყო­სა და მო­მავ­ლის სა­ო­ცარ სინ­თეზ­სა და ჰარ­მო­ნი­ას.

— რო­დის და­იწყე ტან­კას წე­რა და რა­ტომ  აირ­ჩიე ეს ჟან­რი?
სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა მო­ითხოვს  აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ ეს არც ტან­კაა და არც ჰა­ი­კუა, ეს არის მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი ლექ­სი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ახ­ლო­საა ტან­კას­თან. ეს არის იაპო­ნუ­რი კულ­ტუ­რის, პო­ე­ზი­ი­სა და ეს­თე­ტი­კის გავ­ლე­ნით და­წე­რი­ლი მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი, ხუთ­ს­ტ­რი­ქო­ნი­ა­ნი ლექ­სე­ბი და ამი­ტო­მაც სიმ­ბო­ლუ­რად ვუ­წო­დე ტან­კა.
ტან­კას თხზვა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ორ  პრინ­ციპს: ესეი (ჭარ­ბი გრძნო­ბა),  ­ი­უ­გე­ნი (იდუ­მა­ლი სი­ლა­მა­ზე). რო­ცა პო­ეტს სურს ძვე­ლი ჰარ­მო­ნი­ის დაბ­რუ­ნე­ბა და რო­ცა გრძნობს მი­სი დაბ­რუ­ნე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბის შე­სუს­ტე­ბას (ჩემს ლექ­სებ­შიც ასეა), მა­შინ მი­მარ­თავს იუგენს. ყვე­ლა­ფე­რი იმა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ამ ლექ­სებს, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზის გა­მო, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში იაპო­ნუ­რი ფსევ­დო­ნი­მით ვაქ­ვეყ­ნებ­დი.  ეს იყო ჩე­მი მცდე­ლო­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი ტან­კის სტილ­სა და ფორ­მა­ში და­მე­წე­რა მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი ლექ­სი, რომ­ლის ავ­ტო­რით და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და მკითხ­ვე­ლი  და გა­უ­ჭირ­დე­ბო­და მი­სი ამოც­ნო­ბა.  ზუს­ტად არ მახ­სოვს, რო­დის მოვ­სინ­ჯე კა­ლა­მი ამ ტი­პის ლექ­სებ­ში, მაგ­რამ ინ­ტენ­სი­უ­რად სწო­რედ იაპო­ნი­ა­ში და­ვიწყე წე­რა, ერ­თ­გ­ვა­რი დღი­უ­რი ვა­წარ­მო­ვე ასე­თი ლექ­სე­ბით.

— ალ­ბათ, და­მე­თან­ხ­მე­ბი, რომ იაში­კა­ვა ტა­კუ­ბო­კუს შე­სა­ნიშ­ნა­ვი სიტყ­ვე­ბი, რო­მე­ლიც თქვენს კრე­ბულს ეპიგ­რა­ფად აქვს წამ­ძღ­ვა­რე­ბუ­ლი, თა­ვის­თა­ვად, გად­მოს­ცემს  და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ტან­კას მი­მართ, ანუ რა­ტომ ირ­ჩევს ავ­ტო­რი ტან­კას ჟან­რ­ში წე­რას — „არ­სე­ბო­ბენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წუ­თე­ბი, ისი­ნი არ გან­მე­ორ­დე­ბი­ან. მე არ მინ­და მათ უქ­მად ჩა­ი­ა­რონ. ყვე­ლა­ზე კარ­გად მა­თი გა­მო­სახ­ვა შე­იძ­ლე­ბა ისეთ მოკ­ლე ლექ­ს­ში, რო­გო­რიც არის ტან­კა. მე ვწერ ტან­კას იმი­ტომ, რომ  მიყ­ვარს სი­ცოცხ­ლე...“  ხომ არ და­ა­მა­ტებ­დი კი­დევ რა­მეს, შე­ნე­ულს?
სიკ­ვ­დი­ლი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მი­სი გა­ში­ნა­უ­რე­ბა იაპო­ნუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ი­სა და იაპო­ნე­ლი ხალ­ხის ფსი­ქო­ლო­გი­ის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი კვან­ძია. ვა­ჟას სიტყ­ვე­ბის ცოცხა­ლი სუ­რათ-ხა­ტია იაპო­ნე­ლი ადა­მი­ა­ნი — „შენი ჭირიმე, სიკ­ვ­დი­ლო, სი­ცოცხ­ლე ფა­სობს შე­ნი­თა...“,  ამი­ტომ ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მათ­თ­ვის დროს, ყო­ველ წამს ამ წუ­თი­სო­ფელ­ში. ტან­კაც ესაა — ყო­ვე­ლი წუ­თის აღ­ბეჭ­დ­ვა. ეს არის სუ­ლი­ე­რი ფო­ტო, ფო­ტო შე­ნი ში­ნა­გა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა, მაგ­რამ ტან­კა ფო­ტო­ზე ღრმაა და მრა­ვალ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი.

— თი­თო­ე­ულ ტან­კას თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს, სულ რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვა­ში დი­დი სათ­ქ­მე­ლის ჩა­ტე­ვა ასე­თი ლა­ზა­თი­თა და სიმ­სუ­ბუ­ქით  მკითხ­ველ­ში ემო­ცი­ე­ბის ნი­აღ­ვარს იწ­ვევს და ფან­ტა­ზი­ის უკი­დე­გა­ნო სივ­რ­ცეს უტო­ვებს...  ტან­კას წა­კითხ­ვის შემ­დეგ მას­ზე კი­დევ დიდ­ხანს გი­წევს ფიქ­რი, ავ­ტო­რის სათ­ქ­მე­ლი რომ შე­იც­ნო.   მი­ამ­ბე რამ­დე­ნი­მე შე­ნე­უ­ლი ტან­კას ის­ტო­რია, რო­დის, სად და რა­ტომ და­ი­წე­რა ისი­ნი?
ჩე­მი ტან­კე­ბი ორ ადა­მი­ანს ეკუთ­ვ­ნის — მე, ირაკ­ლი  კა­კა­ბა­ძე­სა და მე, იაკი კა­ბეს. ეს არის რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი­სა და წარ­მო­სა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა, ში­ნა­გა­ნი გან­ც­დე­ბი და სამ­ყა­რო­სად­მი ჩვე­ნე­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ყვე­ლა ლექ­სი მარ­თ­ლაც რა­ღაც ის­ტო­რი­ას უკავ­შირ­დე­ბა — პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­დან, ფილ­მე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი­დან, სიზ­მ­რე­ბი­დან თუ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყო­ფი­დან.  მა­გა­ლი­თად, ეს ტან­კა ჩვე­ნი ქვეყ­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბი­და­ნაა:
სა­საფ­ლა­ოს­თან,
სოფ­ლის ბო­ლო­ში,
ლან­დი­ვით მო­ჩანს ჩა­მოშ­ლი­ლი
სკო­ლის შე­ნო­ბა,
ჭად­რე­ბი­სა და ნე­კერ­ჩხ­ლე­ბის
 ხე­თა ჩე­რო­ში
მო­ხუ­ცე­ბულ­ნი იგო­ნე­ბენ
ქა­ლა­ქელ შვი­ლებს...

ეს  პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაა, ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძის პი­რა­დი წარ­სუ­ლი:
სუს­ტი,
მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის გამ­გე,
სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­როკ­რა­ტი,
სი­გა­რით ხელ­ში —
პო­ეტს ფულ­ზე ელა­პა­რა­კა...

ეს კი იაკი კა­ბე­სია:
მა­ი­სი იყო, რაც უყ­ვარ­და
ჩემს შეყ­ვა­რე­ბულს,
ახ­ლა კი მი­სი გა­დაშ­ლი­ლი
ნორ­ჩი მკერ­დი­დან,
ატა­მი ყვა­ვის ნა­გა­სა­კის სა­საფ­ლა­ო­ზე...

ეს ტან­კა კი, ორი­ვეს ერ­თ­ნა­ი­რად ეკუთ­ვ­ნის:
ამ­ქ­ვე­ყა­ნა­ზე,
ამ უდი­დეს მწუ­ხა­რე­ბა­ში,
ო, ალუბ­ლის ხევ,
ხარ ერ­თა­დერ­თი
შვე­ბა სუ­ლი­სა...

— რო­გორც ვი­ცი, ტან­კას კითხ­ვას  თა­ვი­სი წე­სი აქვს. კრე­ბულ­ში ტან­კე­ბი და­ნომ­რი­ლია, აქვს თუ არა თან­მიმ­დევ­რო­ბით კითხ­ვას მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და რა თან­მიმ­დევ­რო­ბი­თაა და­ლა­გე­ბუ­ლი?
კრე­ბულ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, უძ­ვე­ლეს იაპო­ნურ ტრა­დი­ცი­ას მივ­ბა­ძეთ, ძვე­ლი იაპო­ნუ­რი პო­ე­ზი­ის ან­თო­ლო­გი­ე­ბის მსგავ­სად, 100 ლექ­სი შე­ვი­ტა­ნეთ კრე­ბულ­ში, თან­მიმ­დევ­რო­ბით და­ვაწყ­ვეთ ისე, თით­ქოს ერ­თი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბაა — ბავ­შ­ვო­ბი­დან სიკ­ვ­დი­ლამ­დე.

— კრე­ბულ­ში იაპო­ნუ­რი პო­ე­ზი­ის უდი­დე­სი გავ­ლე­ნა იგ­რ­ძ­ნო­ბა, ქარ­თუ­ლია თუ იაპო­ნუ­რი იაკი კა­ბეს პოეზია?
რთუ­ლია ამა­ზე პა­სუ­ხი. ერ­თია — ეს არის იაპო­ნუ­რი პო­ე­ზი­ის გავ­ლე­ნით და სიყ­ვა­რუ­ლით და­წე­რი­ლი ლექ­სე­ბი, მაგ­რამ ქარ­თულ ენა­ზე და სავ­სე ქარ­თუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­თა და სო­ცი­ა­ლუ­რი თე­მა­ტი­კით. მა­გა­ლი­თად, არა­სო­დეს არ და­წერს იაპო­ნე­ლი:
ჩემს სამ­შობ­ლო­ში,
სა­დაც ამ­დე­ნი
ღვთის­მ­სა­ხუ­რი და პო­ე­ტია,
ჩა­ლად არა ღირს
სი­ცოცხ­ლე კა­ცის...

მაგ­რამ არც ქარ­თ­ვე­ლი  ავ­ტო­რის და­წე­რილს მგო­ნია ჰგავ­დეს ეს ტან­კა:
რო­ცა ვსვამ სა­კეს,
ვუბ­რუნ­დე­ბი ფიქ­რე­ბით წარ­სულს
და მა­გონ­დე­ბა
სი­ღა­ტა­კის­გან დაფ­ლე­თი­ლი
დე­დის სხე­უ­ლი...

მაგ­რამ მე პო­ე­ზი­ის უნი­ვერ­სა­ლუ­რო­ბი­სა მწამს, არ ვი­ცი, ენის გარ­და, რამ­დე­ნად აქვს ნამ­დ­ვილ პო­ე­ზი­ას გან­მას­ხ­ვა­ვე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი, რამ­დე­ნად გა­უ­გე­ბა­რია რუს­თა­ვე­ლი მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ კუთხე­ში ან რამ­დე­ნად არ გვეს­მის ჩვენ ჰო­მე­რო­სის, მაგ­რამ ეს ალ­ბათ მხო­ლოდ მა­ღალ პო­ე­ზი­ას ეხე­ბა. ჩვენ კი, ჯერ კი­დევ გრძე­ლი, რთუ­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გზა გვაქვს გა­სავ­ლე­ლი, რომ ჩვე­ნი ლექ­სი ერ­თ­ნა­ი­რად გა­სა­გე­ბი და მშობ­ლი­უ­რი იყოს ჯერ ქარ­თ­ვე­ლის­თ­ვის და შემ­დეგ იაპო­ნე­ლის­თ­ვის, თუმ­ცა „ცუდად ხომ მა­ინც არ ჩა­ივ­ლის ეს გან­წი­რუ­ლი სუ­ლის კვე­თე­ბა...“

— რო­გორც თა­ვად მითხა­რი,  ფსევ­დო­ნი­მი „იაკი კა­ბე“  ქა­ლა­ქის ზღუ­დეს, ჯე­ბირს ნიშ­ნავს...  რა­ტომ „იაკი კა­ბე“?
ეს იყო  ერ­თ­გ­ვა­რი ექ­ს­პე­რი­მენ­ტი, ჩე­მი ხრი­კი. ამ ლექ­სებს, თავ­და­პირ­ვე­ლად, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვაქ­ვეყ­ნებ­დი, სა­დაც ჩემ მი­ერ თარ­გ­მ­ნილ ავ­ტო­რებს მე­ტი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა ახ­ლ­და ხოლ­მე, ვიდ­რე ჩემს ორი­გი­ნა­ლურ ტექ­ს­ტებს. ამ კე­თილ­მა ნი­ღაბ­მა და ფსევ­დო­ნიმ­მა გა­ა­მარ­თ­ლა მი­ზა­ნი, არც არა­ვინ ფა­რავ­და აღ­ტა­ცე­ბას და ყო­ველ ლექსს მრა­ვა­ლი კო­მენ­ტა­რიც ახ­ლ­და. ეს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თ­გ­ვა­რი ტეს­ტი იყო „ში­ნა­უ­რი მღვდლის“ ამ­ბა­ვი. იაკი კა­ბე შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტია ჩე­მი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის, თან ში­ნა­არ­სიც  შე­ი­ძი­ნა — იაპო­ნუ­რად ქა­ლა­ქის ზღუ­დეს, კე­დელს, ქა­ლა­ქის ჯე­ბირს ნიშ­ნავს. ვფიქ­რობ, ისე­თი ფსევ­დო­ნი­მია, ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც იძ­ლე­ვა. მა­გა­ლი­თად, ამ კრე­ბუ­ლის პირ­ვე­ლი ტან­კა მარ­თ­ლა ჩე­მი ძა­ლი­ან ღრმა ბავ­შ­ვო­ბის მო­გო­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, ჩე­მი ძმის მსგავ­სად, ბევრს და­უ­ჭე­რია ზაფხუ­ლის ღა­მით ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც შემ­დეგ ასან­თის ყუთ­ში ინა­ხავ­და, დი­ლით კი ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის კვა­ლიც არ იყო ყუთ­ში. მე ამ ამ­ბავს ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლად აღ­ვიქ­ვამ­დი და ჩამ­ქ­რალ ცი­ცი­ნა­თე­ლებს ვა­საფ­ლა­ვებ­დი, ასე გა­და­ივ­სე­ბო­და ხოლ­მე ზაფხუ­ლო­ბით ჩვე­ნი სოფ­ლის ეზო მკვდა­რი ჩი­ტე­ბი­სა და ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის სა­საფ­ლა­ო­ე­ბით:
სი­ოს სა­ძებ­რად გა­რეთ გა­სულს,
ზაფხუ­ლის ღა­მეს,
ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბით მო­ჭე­დილ­მა ცამ,
პა­ტა­რა ბი­ჭი გა­მახ­სე­ნა, იაკი კა­ბე,
მომ­ვ­ლე­ლი ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის
სა­საფ­ლა­ო­სი...

— ხომ არ აპი­რებთ მო­მა­ვალ­ში ტან­კე­ბის იაპო­ნურ ან სხვა ენებ­ზე თარ­გ­მ­ნას?
სურ­ვი­ლი მაქვს, გარ­კ­ვე­უ­ლი მცდე­ლო­ბე­ბიც მქონ­და, თუმ­ცა ჯერ კრე­ბულ­ზე არ არის სა­უ­ბა­რი, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ლექ­სით და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ მთარ­გ­მ­ნე­ლე­ბი. პირ­ვე­ლი ტან­კა ფრან­გუ­ლად ითარ­გ­მ­ნა და ვნა­ხოთ, რო­გო­რი მო­მა­ვა­ლი ექ­ნე­ბა ამ პა­ტა­რა, მაგ­რამ ერ­თი პო­ე­ტის სი­ხა­რუ­ლით, ტკი­ვი­ლი­თა და გან­ც­დე­ბით სავ­სე ლექ­სებს — ტან­კა ჩვე­ნი სი­ცოცხ­ლე­სა­ვით პა­ტა­რაა, მაგ­რამ სი­ცოცხ­ლე­სა­ვით სავ­სე...

ესაუბრა
მაკა ყიფიანი

25-28(942)N