გამოდის 1998 წლიდან
2012-12-19
ვახტანგ კოტეტიშვილის ნაკვალევზე

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფოლ­კ­ლო­რის ცენ­­ტ­რ­მა ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რი­სა და ფოლ­კ­ლო­რის­ტის ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლის 120 წლის­თა­ვი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ სა­ი­უ­ბი­ლეო კვი­რე­ულს  უმას­პინ­ძ­ლა. კვი­რე­უ­ლის  ფარ­გ­ლებ­ში სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა. ფოლ­კ­ლო­რის ცენ­ტ­რ­ში გა­იხ­ს­ნა გა­მო­ფე­ნა, სა­ხელ­წო­დე­ბით — „ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლის ნაკ­ვა­ლევ­ზე“. ფოლ­კ­ლო­რის­ტებ­მა — ეთერ თა­თა­რა­ი­ძემ და ამი­რან არა­ბულ­მა, ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მის არ­ქი­ვის შეს­წავ­ლი­სას, ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლის ამ დრომ­დე უც­ნო­ბი ფო­ტო­ე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფო­ტო­ე­ბი, ქარ­თ­ვე­ლი  სა­ბავ­შ­ვო პო­ე­ტის მაყ­ვა­ლა მრევ­ლიშ­ვი­ლის გა­და­ღე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც ექ­ს­პე­დი­ცი­ა­ში თან ახ­ლ­და ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვილს.  უნი­კა­ლურ ფო­ტო და დო­კუ­მენ­ტურ მა­სა­ლას მკვლე­ვა­რე­ბი 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხ­ვა არ­ქი­ვებ­ში აგ­რო­ვებ­დ­ნენ. ექ­ს­პო­ნა­ტებს შო­რის არის პი­რად კო­ლექ­ცი­ებ­ში და­ცუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი. მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ქარ­თ­ველ­მა მკვლე­ვა­რებ­მა შეკ­რი­ბეს, ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბი­სა და ტრა­გი­კუ­ლი აღ­სას­რუ­ლის ახალ დე­ტა­ლებს ხდის ფარ­დას. 
120 წლის­თა­ვი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი სა­ი­უ­ბი­ლეო დღე­ე­ბი კო­ტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის   დრა­მა­ტულ თე­ატ­რ­ში გა­მარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო­თი  — „ლექ­სო არ და­ი­კარ­გე­ბი“ დას­რულ­და, მას­ში ქარ­თ­ვე­ლი მე­ლექ­სე­ე­ბი და ფოლ­კ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. სა­ღა­მო­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო  ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლის მი­ერ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი, დღემ­დე გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბე­ლი ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ის ნი­მუ­შე­ბი. 
 ქარ­თ­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე, კრი­ტი­კო­სი, ქარ­თუ­ლი ფოლ­კ­ლო­რის­ტი­კის ერთ-ერ­თი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი, მო­ქან­და­კე, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლი 1892-1937 წლებ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და.  მან პირ­ველ­მა ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მეც­ნი­ე­რულ-ფოლ­კ­ლო­რულ ექ­ს­პე­დი­ცი­ას. 1934 წელს გა­მოს­ცა ქარ­თუ­ლი „ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ის“ პირ­ვე­ლი ტო­მი. 1937 წელს ემ­ს­ხ­ვერ­პ­ლა სტა­ლი­ნურ რეპ­რე­სი­ებს, და­საფ­ლა­ვე­ბის ად­გი­ლი უც­ნო­ბია.
ფოლ­კ­ლო­რის ცენ­ტ­რ­ში გა­მარ­თულ გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო: სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო და ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მებ­ში, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის არ­ქი­ვებ­ში, კერ­ძო კო­ლექ­ცი­ებ­ში, მემ­კ­ვიდ­რე­ე­ბი­სა და ახ­ლო ნა­თე­სა­ვე­ბის პი­რად სა­კუთ­რე­ბა­ში და­ცუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი, ლა­დო კო­ტე­ტიშ­ვი­ლის წე­რი­ლე­ბი ოჯა­ხი­სად­მი; შვი­ლე­ბის, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის, და-ძმე­ბი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის ოჯა­ხებ­ში გა­დარ­ჩე­ნი­ლი მე­მო­რი­ა­ლუ­რი ნივ­თე­ბი; ვახ­ტანგ და ლა­დო კო­ტე­ტიშ­ვი­ლე­ბის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ქან­და­კე­ბე­ბი და ბა­რე­ლი­ე­ფე­ბი, აგ­რეთ­ვე, 1934-1936 წლებ­ში მეს­ხეთ-ჯა­ვა­ხეთ­ში, ატე­ნის, თე­ძის, ალ­გე­თის ხე­ო­ბებ­ში, თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­სა (კუ­მი­სი, წავ­კი­სი, ტა­ბახ­მე­ლა, კო­ჯო­რი, წყნე­თი, ვა­ზი­ა­ნი, სო­ფე­ლი დი­ღო­მი) და ში­და ქარ­თ­ლ­ში (მცხე­თა, კას­პი, ძეგ­ვი, კა­რა­ლე­თი, ბა­რა­ლე­თი, კავ­თის­ხე­ვი) ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­ს­პე­დი­ცი­ე­ბის დღემ­დე უც­ნო­ბი ფო­ტო­მა­სა­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ   ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლის ექ­ს­პე­დი­ცი­ე­ბის ამ­სახ­ვე­ლი და კერ­ძო კო­ლექ­ცი­ებ­ში და­ცუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ფი­ნა. დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და, ასე­ვე პირ­ვე­ლად, ეხი­ლა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს (მა­შინ­დე­ლი ჩე­კა) არ­ქი­ვე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლე­ბის ას­ლე­ბი, ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბის ოქ­მი: „გან­წყო­ბი­ლია ან­ტი­საბ­ჭო­უ­რად, პე­სი­მის­ტუ­რად, თით­ქ­მის ვერ ხე­დავს საბ­ჭო­თა სი­ნამ­დ­ვი­ლის პერ­ს­პექ­ტი­ვას. ექ­ს­პე­დი­ცი­ებ­ში ცო­ტას მუ­შა­ობს, სა­მა­გი­ე­როდ, სა­ჯა­რო გა­მოს­ვ­ლებს აწყობს, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქ­ვამს იმის გა­მო, რომ შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის ფოლ­კ­ლო­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლად 1936 წელს  ახალ­გაზ­რ­და სპე­ცი­ა­ლის­ტი ჩი­ქო­ვა­ნი და­ნიშ­ნეს, რომ­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით მუ­შა­ო­ბა კო­ტე­ტიშ­ვილს  არ სურ­და, თუმ­ცა კო­ტე­ტიშ­ვილ­მა იცის მარ­ქ­სიზმ-ლე­ნი­ნიზ­მი და სწო­რედ ეს­მის პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კა, თა­ვის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში სო­ცი­ა­ლიზ­მის გა­მარ­ჯ­ვე­ბა არ სჯე­რა. და­იწყეთ ყვე­ლას აქ­ტი­უ­რი და­მუ­შა­ვე­ბა, კო­ტე­ტიშ­ვი­ლი და­პა­ტიმ­რე­ბულ უნ­და იქ­ნეს“  (ქო­ბუ­ლო­ვი). — სწო­რედ  ეს და სხვა მი­ზე­ზე­ბი გამ­ხ­და­რა კო­ტე­ტიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის, 1938 წლის 12 იან­ვარს კი — დახ­ვ­რე­ტის მი­ზე­ზი.
გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო  ფოლ­კ­ლო­რის­ტე­ბის — ეთერ თა­თა­რა­ი­ძი­სა და ამი­რან არა­ბუ­ლის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­ს­პე­დი­ცი­ის — „ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლის ნაკ­ვა­ლევ­ზე“ მო­ძი­ე­ბუ­ლი და გა­და­ღე­ბუ­ლი დიდ­ძა­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა: ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლის მა­მი­სე­უ­ლი სახ­ლი, კავ­თის­ხე­ვე­ლი ბერ­დე­და, სოფ­ლის უხუ­ცე­სე­ბი, სკო­ლის შე­ნო­ბა დიდ თო­ნეთ­ში, სა­დაც თა­ვის დრო­ზე ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა ას­წავ­ლი­და და მრა­ვა­ლი სხვ.
„ჩვენ ქარ­თ­ვე­ლე­ბი ამ­ყო­ლი ხალ­ხი ვართ, ვნა­ხავთ რა­ი­მე ახალს თუ არა, გა­თავ­და, იმას ისე მი­ვით­ვი­სებთ, თით­ქოს მა­მა-პა­პა­თა­გან ნა­ან­დერ­ძევს დი­დი რამ სა­მა­მუ­ლიშ­ვი­ლოს ვას­რუ­ლებ­დეთ. კარ­გია იგი თუ უვარ­გი­სი იმას სრუ­ლი­ად არ დავ­ს­დევთ“ — ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლი.
ეთერ თა­თა­რა­ი­ძე: „ დავ­გეგ­მეთ პრო­ექ­ტი „ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლის კვალ­დაკ­ვალ“. დი­დი მად­ლო­ბა გი­ორ­გი უში­კიშ­ვილს, რომ­ლის ხელ­შეწყო­ბი­თა და მხარ­ში დგო­მით ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და საკ­მა­ოდ რთუ­ლი და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ექ­ს­პე­დი­ცი­ის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა.
ქარ­თ­ველ­მა ფოლ­კ­ლო­რის­ტებ­მა კარ­გად იცი­ან, თუ რო­გორ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვილ­მა პირ­ვე­ლი ფოლ­კ­ლო­რის­ტუ­ლი ექ­ს­პე­დი­ცია. თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად გა­ემ­გ­ზავ­რა მეს­ხეთ-ჯა­ვა­ხეთ­ში. ამ ექ­ს­პე­დი­ცი­ი­დან  დიდ­ძა­ლი  მა­სა­ლა ჩა­მო­ი­ტა­ნეს. თეძ­მი­სა და ალ­გე­თის ხე­ო­ბი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი მა­სა­ლა ჩვე­ნი ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რე­ბის ოქ­როს ფონდს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა. ამ ექ­ს­პე­დი­ცი­ე­ბის შემ­დეგ ბა­ტონ­მა ვახ­ტან­გ­მა, 1934 წელს გა­მოს­ცა „ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ის“ კრე­ბუ­ლი. მას შემ­დეგ  82 წე­ლი გა­ვი­და... გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, გვე­მოგ­ზა­უ­რა ამ  ექ­ს­პე­დი­ცი­ის კვალ­დაკ­ვალ.  გაგ­ვევ­ლო ის გზა და მოგ­ვე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნა ყვე­ლა ის ად­გი­ლი, სო­ფე­ლი, სა­დაც თა­ვის დრო­ზე ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლი სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. ჩვენ უნ­და გვე­პოვ­ნა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შთმო­მავ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ვახ­ტანგს ექ­ს­პე­დი­ცი­ა­ში ხვდე­ბოდ­ნენ.
მოგ­ზა­უ­რო­ბა და­ვიწყეთ თბი­ლი­სის შე­მო­გა­რე­ნი­დან, სო­ფელ დიღ­მი­დან. ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლი დღი­უ­რებ­ში წერს, რომ „ყვე­ლა­ზე ნა­ყო­ფი­ე­რი სო­ფე­ლი დი­ღო­მი აღ­მოჩ­ნ­და“. ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმოგ­ზა­უ­რობ­დით  მეს­ხეთ-ჯა­ვა­ხეთ­ში, ალ­გე­თის, თეძ­მი­სა და ატე­ნის ხე­ო­ბებ­ში. დი­დი მეც­ნი­ე­რის გან­ვ­ლილ გზას კვალ­დაკ­ვალ მივ­ყ­ვე­ბო­დით. მო­ვი­ა­რეთ ათო­ბით სო­ფე­ლი,  ვე­ძებ­დით ვახ­ტან­გის ნაკ­ვა­ლევს, შთა­მო­მავ­ლო­ბის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში და­ტო­ვე­ბულ კვალს.
ახალ­ცი­ხის გვერ­დით, სო­ფელ ივ­ლი­ტა­ში ვნა­ხეთ 87 წლის მო­ხუ­ცი, ერ­თა­დერ­თი ცოცხა­ლი მოწ­მე, რო­მე­ლიც 6 წლის იყო, რო­ცა მათ ოჯახ­ში  ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლი მი­ვი­და. მან  დედ-მა­მის ნა­ამ­ბო­ბი­დან იცო­და ამის შე­სა­ხებ. გვითხ­რა: „მახ­სოვს,  დედ- მა­მა ვახ­ტანგს, რო­გორც წმინ­დანს, ისე ახ­სე­ნებ­დ­ნენ“.
იმის­თ­ვის, რომ ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვილს ჩვენ­თ­ვის ბევ­რი რამ შე­ე­ნა­ხა, ალ­ბათ, უფა­ლი მფარ­ვე­ლობ­და, რად­გან იმ პე­რი­ოდ­ში, ურ­თუ­ლეს ვი­თა­რე­ბა­ში, ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო იყო ამ ად­გი­ლებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა. მხო­ლოდ პო­ე­ზი­ის ნი­მუ­შებს არ ეძებ­და. სამ­წუ­ხა­როდ, მის სიკ­ვ­დილ­თან ერ­თად მთე­ლი მი­სი ნაშ­რო­მე­ბი გა­ნად­გურ­და. თუმ­ცა, რაც ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლია, ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რე­ბის ნამ­დ­ვი­ლი ოქ­როს ფონ­დია.  
სოფ­ლებ­ში, სა­დაც შევ­დი­ო­დით, ხალ­ხი კე­თილ­გან­წყო­ბით გვხვდე­ბო­და. მეს­ხეთ-ჯა­ვა­ხეთ­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვი ახალ­გაზ­რ­დე­ბი ვნა­ხეთ, რომ­ლებ­მაც ექ­ს­პე­დი­ცი­ა­ში დი­დი დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წი­ეს. 
ჩვე­ნი ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო, გაგ­ვე­გო, თუ რა არის მათ მეხ­სი­ე­რე­ბა­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე მო­სახ­ლე­ო­ბამ იცის თუ არა ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა დი­დი ფოლ­კ­ლო­რის­ტის შე­სა­ხებ,  ისევ და ისევ  მი­სი­ვე წიგ­ნი­დან — „ხალ­ხუ­რი პო­ე­ზია“ — იცი­ან. თუმ­ცა, მათ მეხ­სი­ე­რე­ბა­ში იმ ძვე­ლი ნი­მუ­შე­ბის ცოდ­ნის მკრთა­ლი კვა­ლია.
სა­ი­უ­ბი­ლეო დღე­ე­ბი და­იწყო გა­მო­ფე­ნით,  ჩვენ­მა დარ­ბა­ზებ­მა ვერ და­ი­ტია ის უზღ­ვა­ვი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ექ­ს­პე­დი­ცი­ი­დან ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სო­ფელ დიდ თო­ნეთ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ვახ­ტან­გის და­ბა­დე­ბის დე­და­ბო­ძე­ბი­ა­ნი, დი­დი ქვე­ბით ნა­შე­ნი უძ­ვე­ლე­სი სახ­ლი, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ­მა მკვიდ­რ­მა, 87 წლის მო­ხუც­მა გვა­პოვ­ნი­ნა. იქ ახ­ლა ნა­დი­რა­ძე­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ, მათ ჩვე­ნი მის­ვ­ლით ძა­ლი­ან გა­ი­ხა­რეს. ვახ­ტან­გის დღი­უ­რე­ბი­დან და ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ცო­დით, რომ დი­დი თო­ნე­თი­დან ვახ­ტან­გის მა­მა —  მა­მა ილია — მოძღ­ვ­რად, ოჯახ­თან ერ­თად, სვე­ტიცხო­ველ­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს. ისი­ნი სვე­ტიცხოვ­ლის ეზო­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ. ექ­ს­პე­დი­ცი­ის დროს, ასე­ვე, ვი­პო­ვეთ გა­ლავ­ნის კე­დელ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლი კა­რი და ფან­ჯ­რის ფრაგ­მენ­ტი იმ სახ­ლის, სა­დაც ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლის ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მის ფო­ტო­ფონ­დ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ვახ­ტან­გის ექ­ს­პე­დი­ცი­ე­ბის ამ­სახ­ვე­ლი 20-მდე ფო­ტო­სუ­რა­თი, რომ­ლე­ბიც გა­და­ღე­ბუ­ლია ქარ­თ­ვე­ლი სა­ბავ­შ­ვო პო­ე­ტის მაყ­ვა­ლა მრევ­ლიშ­ვი­ლის მი­ერ. ის  ვახ­ტან­გის სტუ­დენ­ტი იყო და ფო­ტოგ­რა­ფად წაჰ­ყო­ლია ექ­ს­პე­დი­ცი­ებ­ში. ჩვენ  სწო­რედ ამ ფო­ტო­ე­ბის პა­რა­ლე­ლე­ბი ვე­ძე­ბეთ  და  ბევ­რიც აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მის ხელ­ნა­წე­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბას და ფო­ტო­ფონდს, სა­დაც უნი­კა­ლუ­რი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და უც­ნო­ბი, დღემ­დე ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­მო­ფე­ნა­ზე მო­სულ დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და, ენა­ხა ფოლ­კ­ლო­რის გან­შ­ტო­ე­ბე­ბის  სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი სქე­მა — იმას, რაც ტრა­დი­ცი­უ­ლა­დაა ცნო­ბი­ლი — პო­ე­ზია, მუ­სი­კა, პლას­ტი­კა, მხატ­ვ­რო­ბა, ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლი ამა­ტებს კი­დევ ორს — რე­ლი­გი­ას და უფ­ლე­ბას.
სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ვაი ფოლ­კ­ლო­რის­ტებს ჰგო­ნი­ათ, რომ ფოლ­კ­ლო­რი მხო­ლოდ ცეკ­ვა და სიმ­ღე­რაა. ეს ასე არ არის. ვახ­ტან­გი­სე­უ­ლი ფოლ­კ­ლო­რის  სქე­მა კი­დევ ერ­თხელ გვარ­წ­მუ­ნებს იმა­ში, რომ  კო­ტე­ტიშ­ვი­ლი  უზო­მოდ დი­დი მეც­ნი­ე­რია“.
 ***
„ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვილს ხში­რად უყ­ვარ­და ფოლ­კ­ლო­რის შე­და­რე­ბა იმ ზღაპ­რულ ჭას­თან, რომ­ლი­და­ნაც რამ­დე­ნიც არ უნ­და ამო­ი­ღო წყა­ლი, მა­ინც არა­ფე­რი აკ­ლ­დე­ბა და ეს შემ­თხ­ვე­ვი­თი არ იყო! იგი კარ­გად იც­ნობ­და ამ ზღაპ­რულ ჭას და ხარ­ბად ეწა­ფე­ბო­და.  ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლის ლექ­ცი­ებს ხში­რად სხვა ფა­კულ­ტე­ტე­ბი­დან მო­სუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბიც უხ­ვად ეს­წ­რე­ბოდ­ნენ. ისე მჭიდ­როდ ვის­ხე­დით, ჩა­წე­რის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ გვქონ­და. ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვილს  ლექ­ცი­ებ­ზე ხში­რად ფან­დუ­რი შე­მოჰ­ქონ­და და დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ას უკე­თებ­და, თუ რო­გორ წარ­მო­ედ­გი­ნა მას ამა თუ იმ ხალ­ხუ­რი ლექ­სის შეს­რუ­ლე­ბა უძ­ვე­ლეს დრო­ში. ეს „სენ­სა­ცი­აც“ ბევრს იზი­დავ­და!“ (და­ვით გა­მე­ზარ­დაშ­ვი­ლი)
„ერ­თხელ, ღა­მე, ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი სადღაც გა­უ­ჩი­ნარ­და. კარ­გა ხა­ნი რომ არ გა­მოჩ­ნ­და, ავ­ღელ­დით. და­ვუწყეთ ძებ­ნა. ვერ­სად ვი­პო­ვეთ. ბო­ლოს ვი­ღა­ცამ თქვა: აბა, ატე­ნის სი­ო­ნის სი­ახ­ლო­ვე­ში მოვ­ძებ­ნო­თო. მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნ­და. მთვა­რის შუქ­ზე შევ­ნიშ­ნეთ ხა­რა­ჩო­ებ­ზე მდგა­რი. ფე­ხაკ­რე­ფით ისე მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, რომ მას არ შე­ვუმ­ჩ­ნე­ვი­ვართ. მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბი­სა­გან ად­გილ­ზე­ვე გავ­შეშ­დით. ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი ლო­დებს კოც­ნი­და და ჩუ­მად ტი­რო­და. ჩვენს და­ნახ­ვა­ზე შეც­ბა, თა­ვი შე­ატ­რი­ა­ლა და  თვა­ლე­ბი ჩვენს უჩუმ­რად სა­ხე­ლო­ე­ბით შე­იმ­შ­რა­ლა. ამ შავ შუ­ა­ღა­მეს რა ღო­ბე-ყო­რეს ედე­ბით?! გა­მო­ი­ძი­ნეთ. ხვალ დი­დი სა­მუ­შაო გვე­ლი­სო. ამ ოდ­ნა­ვი უკ­მე­ხო­ბით თა­ვი­სი იდუ­მა­ლი გან­ც­დე­ბის და­ფარ­ვა სცა­და“ (ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლის ნა­მო­წა­ფა­რი, შემ­დ­გომ­ში ცნო­ბი­ლი ფოლ­კ­ლო­რის­ტის თა­მარ ოქ­რო­ში­ძის  მო­გო­ნე­ბა).

მა­კა ყი­ფი­ა­ნი 

25-28(942)N