გამოდის 1998 წლიდან
2013-04-11
ინკლუზიური განათლების ერთიანი ხედვა

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში რამ­დე­ნი­მე წე­ლია და­იწყო. ბო­ლო სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში არ­სე­ბუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პირ­თა გა­ნათ­ლე­ბის სტრა­ტე­გია და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა შე­იქ­მ­ნა, რომ­ლის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ დარ­გის ექ­ს­პერ­ტე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და თა­ვად შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი. სტრა­ტე­გია 2013-2016 წლებს მო­ი­ცავს და აქ­ცენ­ტი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ა­ზე, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მას­შ­ტა­ბის ზრდა­ზე კეთ­დე­ბა.
 გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პირ­თა გა­ნათ­ლე­ბის 2013-2016 წლე­ბის სტრა­ტე­გი­ი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის 3 სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა.
გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცე­სის უკეთ და­გეგ­მ­ვის მიზ­ნით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სსსმ მოს­წავ­ლე­თა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის შე­ფა­სე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სის დახ­ვე­წი­სათ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, ნორ­ვე­გი­ის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის „ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ცხრა რე­გი­ო­ნის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში“, USAID-ის, Save the Children-ის და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვით, სა­ერ­თა­შო­რი­სოდ გა­მო­ყე­ნე­ბა­დი შე­ფა­სე­ბის 3 ინ­ს­რ­ტ­რუ­მენ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და: ბავ­შ­ვ­თა ემო­ცი­უ­რი დარ­ღ­ვე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბის მე­თო­დი (EDDT), Viland-ის ადაპ­ტუ­რი ქცე­ვის სკა­ლა და ფარ­თო პრო­ფი­ლი­სა და ადაპ­ტუ­რი უნა­რე­ბის ტეს­ტის WRAT-4 სტან­დარ­ტი­ზა­ცია.
რო­გორ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი სტრა­ტე­გია და რა ტი­პის სა­მუ­შა­ო­ე­ბი უძღ­ვის წინ ამ პრო­ცე­სებს – ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი­სა და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ნა­თია ჯო­ხა­ძე:

– სა­ხელ­მ­წი­ფომ ამ სტრა­ტე­გი­ით ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტად აღი­ა­რა...
– ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე თა­ვი­სი ხედ­ვა ჰქონ­დეს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. რო­დე­საც ხედ­ვა არ­სე­ბობს, ამას მოს­დევს ხოლ­მე სტრა­ტე­გი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტის შექ­მ­ნა. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ნე­ბის­მი­ე­რი ჩვე­ნი ქმე­დე­ბა ამა თუ იმ სფე­რო­ში – იქ­ნე­ბა ეს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა თუ სხვ. – მხო­ლოდ სპო­რა­დუ­ლი იქ­ნე­ბა და არა ერ­თი­ან სის­ტე­მა­ში და­ნა­ხუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ სტრა­ტე­გი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას იოლად და­ვი­ნა­ხავთ – ის ერ­თი­ან ხედ­ვა­ში აყა­ლი­ბებს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი, ანუ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებს. მე­ო­რე მხრივ, ეს სტრა­ტე­გია არ არის სა­ბო­ლოო დო­კუ­მენ­ტი, ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ სტრა­ტე­გი­ის პრო­ექ­ტია. სა­ბო­ლოო დო­კუ­მენ­ტის სა­ხეს მი­ი­ღებს მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა მი­ნის­ტ­რის მი­ერ  დამ­ტ­კიც­დე­ბა. მა­ნამ კი, გარ­კ­ვე­უ­ლი კო­რექ­ტი­რე­ბაც მოხ­დე­ბა, ამი­ტო­მაც არ მინ­და სტრა­ტე­გი­ა­ზე, რო­გორც წერ­ტილ­დას­მულ დო­კუ­მენ­ტ­ზე, სა­უ­ბა­რი.
სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი გვაქვს არა მხო­ლოდ სას­კო­ლო ასაკ­ში, არა­მედ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტო­რებ­შიც და, ზო­გა­დად, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე სწავ­ლის და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის კონ­ცეფ­ცი­ა­შიც. ერ­თია, რო­ცა ჩარ­თუ­ლი ვარ ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში და მე­ო­რე – რას აკე­თებს სა­ხელ­მ­წი­ფო იმის­თ­ვის, რომ ჩე­მი ცოდ­ნა და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მაც გა­ვიმ­დიდ­რო, გან­ვა­ვი­თა­რო ან ახა­ლი ცოდ­ნა შე­ვი­ძი­ნო, მათ შო­რის, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ან სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი – ტრე­ნინ­გი, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ბიბ­ლი­ო­თე­კა, ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სი და ა.შ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ამ თვალ­საზ­რი­სით, რო­გორ არის მოწყო­ბი­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო სერ­ვი­სი. ამი­ტომ, რო­ცა სტრა­ტე­გია სა­ბო­ლოო სა­ხეს მი­ი­ღებს, კონ­კ­რე­ტუ­ლად თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, იქ­ნე­ბა გათ­ვ­ლი­ლი.

– ერ­თია, რო­გო­რია სტრა­ტე­გია და მე­ო­რე – სტრა­ტე­გი­ის იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცია, ანუ რო­გორ უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს და რა რე­სურ­სე­ბით
– სტრა­ტე­გია მხო­ლოდ ქა­ღალ­დ­ზე რომ არ დარ­ჩეს და­წე­რი­ლი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისე­თი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის ჩარ­თ­ვა, რო­გო­რი­ცაა: ვა­და, ფი­ნან­სუ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი, ხა­რის­ხის კონ­ტ­რო­ლი და ა.შ. ეს ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი აუცი­ლებ­ლად დე­ტა­ლუ­რა­დაა გა­სა­წე­რი სტრა­ტე­გი­ა­ში. რო­გორც გითხა­რით, ჯერ­ჯე­რო­ბით, მხო­ლოდ სა­ხელ­მ­წი­ფო ნე­ბაა, ანუ სა­ხელ­მ­წი­ფო იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, რომ ამ კა­ტე­გო­რი­ის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის შე­იქ­მ­ნას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე. ეს სა­მოქ­მე­დო დო­კუ­მენ­ტი ცხა­დად დაგ­ვა­ნა­ხებს ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბას. მა­გა­ლი­თად, ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა­ში უნ­და მო­ეწყოს პან­დუ­სი (ეს სტრა­ტე­გი­ის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი პუნ­ქ­ტია), რომ სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ფი­ზი­კუ­რად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­დეს სკო­ლის შე­ნო­ბა. მაგ­რამ იმის­თ­ვის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­კეთ­დეს პან­დუ­სი, უნ­და დად­გინ­დეს, რა ბი­უ­ჯე­ტი და დროა ამის­თ­ვის სა­ჭი­რო. ასე­ვე, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რა ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი დას­ჭირ­დე­ბა ამ პრო­ცესს – და­გეგ­მ­ვას, მო­ნი­ტო­რინგს, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში იქ­ნე­ბა ეს ცოცხა­ლი, სა­მოქ­მე­დო დო­კუ­მენ­ტი და არა უბ­რა­ლოდ ქა­ღალ­დ­ზე და­წე­რი­ლი. მე­ო­რე მხრივ, რო­ცა ვსა­უბ­რობთ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის სტრა­ტე­გი­ა­ზე, უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ყვე­ლა აუცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ჯგუ­ფი ცდე­ბა ხოლ­მე, რო­ცა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მოწყო­ბა­ში მხო­ლოდ პან­დუ­სე­ბის გა­კე­თე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, პან­დუ­სი ერთ-ერ­თი და არა ერ­თა­დერ­თი შე­მად­გე­ნე­ლია ამ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა თუ ხედ­ვი­სა. პან­დუ­სის გარ­და, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი, საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი. აგ­რეთ­ვე, სკო­ლის შე­ნო­ბის კი­ბე, რო­მე­ლიც ასე­ვე პრობ­ლე­მუ­რია – უნ­და გა­კეთ­დეს ლიფ­ტის კა­ბი­ნე­ბი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ბავ­შ­ვებს, რომ მთლი­ა­ნად სკო­ლის შე­ნო­ბა იყოს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი და არა მხო­ლოდ პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი და ა.შ.
 გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, აგ­რეთ­ვე, მხედ­ვე­ლო­ბი­სა და სმე­ნის დარ­ღ­ვე­ვე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი სპე­ცი­ა­ლურ და სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ გა­დაწყ­ვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­გა­ლი­თად, აპა­რა­ტუ­რა (მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის სა­თა­ნა­დო აუდი­ო­ა­პა­რა­ტუ­რა), რო­მე­ლიც მათ სა­თა­ნა­დო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს; ასე­ვე, სა­თა­ნა­დო შრიფ­ტით შექ­მ­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ოთა­ხე­ბი თუ ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, სა­დაც სხვა ტი­პის აკუს­ტი­კა იქ­ნე­ბა და ა.შ.
რად­გა­ნაც ვამ­ბობთ, რომ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა­ში ყვე­ლა ტი­პის სა­ჭი­რო­ე­ბა უნ­და იქ­ნეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ, რი­გით სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავშვს უნ­და შე­ეძ­ლოს სწავ­ლა. ეს, რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას. მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია, რო­გორ უნ­და შეძ­ლოს სკო­ლამ სწავ­ლე­ბა – ასე­თი ტი­პის ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი, პე­და­გოგ­თა სა­თა­ნა­დო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი და ცოდ­ნა. პე­და­გო­გე­ბი უნ­და მომ­ზად­დ­ნენ, რო­გორ შე­ად­გი­ნონ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი. მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლე­ბელს კლას­ში 30 მოს­წავ­ლე უზის და მათ­გან 2 ან 3 სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნეა, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ის ვალ­დე­ბუ­ლია ამ ბავ­შ­ვებ­თან შე­სა­ბა­მი­სი სტრა­ტე­გი­ე­ბით იმუ­შა­ოს. შე­იძ­ლე­ბა ად­გი­ლი ჰქონ­დეს კითხ­ვის რე­ჟი­მის დარ­ღ­ვე­ვას, გა­აზ­რე­ბის შე­ნე­ლე­ბულ პრო­ცესს, ამი­ტომ მათ­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მა შედ­გეს. სწო­რედ ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით წარ­მო­ად­გენს სტრა­ტე­გია სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად პე­და­გოგ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის ხედ­ვას – ანუ კონ­კ­რე­ტულ სკო­ლა­ში რა ტი­პის სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე იქ­ნე­ბა, იმ ტი­პის ტრე­ნინგ მო­დუ­ლით გა­დამ­ზად­დე­ბა პე­და­გო­გი.
სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბას ერ­თი პე­და­გო­გი წარ­მარ­თავს, თუმ­ცა სკო­ლებს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბიც ჰყავთ და მა­თი უფ­ლე­ბაა, ისი­ნი გაკ­ვე­თი­ლის პრო­ცეს­ში ჩარ­თონ. ეს ძა­ლი­ან კარ­გია, ერ­თ­გ­ვა­რად ცოდ­ნის გა­აზ­რე­ბაც ხდე­ბა და, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ხელს უწყობს მრა­ვალ­რიცხო­ვან კლა­სებ­ში გაკ­ვე­თი­ლის პრო­ცე­სის სრულ­ყო­ფი­ლად წარ­მარ­თ­ვას.

– ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა მას­შ­ტა­ბურ ხა­სი­ათს მი­ი­ღებს თუ ეტა­პობ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა?
– მთა­ვა­რია, ხედ­ვა იყოს მას­შ­ტა­ბუ­რი და მთლი­ა­ნი. 2013-15 წლებ­ში რაც გა­კეთ­დე­ბა, ცხა­დია, და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ერ­თ­დ­რო­უ­ლად 2000-ზე მეტ სკო­ლა­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, და­ნერ­გ­ვა ვერ და­იწყე­ბა, რად­გან, სა­ა­მი­სოდ არც საკ­მა­რი­სი სა­ხელ­მ­წი­ფო რე­სურ­სია და არც ადა­მი­ა­ნუ­რი. და­გეგ­მ­ვის გა­რე­შე, ასე­თი მას­შ­ტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა. და­გეგ­მ­ვას, გა­კონ­ტ­რო­ლე­ბას და შე­ფა­სე­ბას კი საკ­მა­ოდ დი­დი ფი­ნან­სუ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ, იმის ილუ­ზი­ას ვერ შევ­ქ­მ­ნით, რომ 2000-ვე სკო­ლა­ში ერ­თ­დ­რო­უ­ლად და­ვიწყებთ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. უმ­ჯო­ბე­სია, სკო­ლე­ბის და­ფარ­ვა ეტა­პობ­რი­ვად გა­ი­წე­როს.

– ამ პრო­ცეს­ში ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა მდგო­მა­რე­ო­ბაა?
– ამა­ყი ვარ იმით, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კუ­რი­კუ­ლუმ­ში შე­სუ­ლია ჟეს­ტუ­რი ენის სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც აქამ­დე არ იყო – არ გვქონ­და სტან­დარ­ტი სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. ჟეს­ტუ­რი ენა თი­თ­ქოს უნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ასე არ არის. ქარ­თუ­ლი ჟეს­ტუ­რი ენა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, მა­გა­ლი­თად, ბრი­ტა­ნუ­ლი, ამე­რი­კუ­ლი ან სხვა ჟეს­ტუ­რი ენე­ბი­სა­გან. ეს იყო პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა, რომ შეგ­ვე­მუ­შა­ვე­ბი­ნა სტან­დარ­ტი და, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, რა­ღაც სა­კითხე­ბი სტან­დარ­ტ­ში მოგ­ვექ­ცია, მოგ­ვეხ­დი­ნა უნი­ფი­ცი­რე­ბა, რა­თა სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბულ ბავ­შ­ვებს ჟეს­ტუ­რი ენით შე­ეძ­ლოთ კო­მუ­ნი­კა­ცია არა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს, არა­მედ მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით. გარ­და ამი­სა, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის – USAID და Save the Children – ხელ­შეწყო­ბით, მომ­ზად­და მა­თე­მა­ტი­კის, ჟეს­ტუ­რი ენი­სა და ქარ­თუ­ლი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი I- II კლა­სე­ბი­სათ­ვის თა­ვი­სი სტან­დარ­ტე­ბით. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ეს მარ­თ­ლაც ინო­ვა­ციაა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი იმის­კენ, რომ ეს ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი­დან გა­რი­ყუ­ლე­ბი არ იყ­ვ­ნენ. იმის გა­მო, რომ არ გვქონ­და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, პე­და­გო­გე­ბი მათ მთელ რიგ კომ­პე­ტენ­ცი­ებს ვერ უვი­თა­რებ­დ­ნენ. მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გვინ­და სე­რი­ო­ზუ­ლად გან­ვა­ვი­თა­როთ, არის მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის სას­წავ­ლო რე­სურ­სის მომ­ზა­დე­ბა – მათ­თ­ვის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მ­ნა (მა­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით სწავ­ლე­ბა, პირ­და­პირ და­ნა­შა­უ­ლია). სა­უ­ბა­რია, ბრა­ი­ლის შრიფ­ტით გა­მო­ცე­მულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე. ამ­ჟა­მად იური­დი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის გარ­კ­ვე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რად­გან ეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი გა­მომ­ცემ­ლო­ბებს ეკუთ­ვ­ნის და არა ჩვენ, თან ჩვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტის კომ­პე­ტენ­ცია არ არის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­მო­ცე­მა. ვცდი­ლობთ, და­ვი­ნა­ხოთ ზუს­ტი სუ­რა­თი, რა გა­მო­სა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა ვი­პო­ვოთ, რომ ამ ბავ­შ­ვე­ბამ­დე შე­სა­ბა­მი­სი შრიფ­ტით და­ბეჭ­დი­ლი გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი მი­ვი­დეს.

– და­იწყო პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა რე­გის­ტ­რა­ცია, ნე­ბის­მი­ერ სკო­ლას შე­უძ­ლია და­ა­რე­გის­ტ­რი­როს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი ბავ­შ­ვი?
– რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სკო­ლას უფ­ლე­ბა აქვს, და­ა­რე­გის­ტ­რი­როს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი ბავ­შ­ვი. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ სკო­ლას ამ კა­ტე­გო­რი­ის ბავ­შ­ვ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს, შე­უძ­ლია მი­მარ­თოს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი გუნ­დის წევ­რებს, რომ­ლე­ბიც მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით მოქ­მე­დე­ბენ (სულ 40 წევ­რია). ისი­ნი სსსმ ბავ­შ­ვე­ბის შე­ფა­სე­ბას ახ­დე­ნენ და სკო­ლებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ეხ­მა­რე­ბი­ან. თუ სკო­ლას აქვს გა­მოც­დი­ლე­ბა და ჰყავს კო­ორ­დი­ნა­ტო­რი, შე­უძ­ლია სწო­რედ ამ კო­ორ­დი­ნა­ტო­რის სა­შუ­ა­ლე­ბით შეაფასოს ბავ­შ­ვი.

– და­ბო­ლოს, რას გუ­ლის­ხ­მობს სსსმ მოს­წავ­ლე­თა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის შე­ფა­სე­ბის ახა­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი – სა­ერ­თა­შო­რი­სოდ გა­მო­ყე­ნე­ბა­დი შე­ფა­სე­ბის 3 ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვის აკა­დე­მი­ურ, ემო­ცი­ურ და ადაპ­ტა­ცი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას შე­ა­ფა­სებს?
– ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბია. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ჩვენ ამ პრო­ცე­სებ­ში ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რად ჩარ­თუ­ლე­ბი არ ვი­ყა­ვით, გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ექ­ს­პერ­ტებ­მა მო­ამ­ზა­დეს. რო­გორ შე­ვა­ფა­სოთ ამა თუ იმ მოს­წავ­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი – ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, ალ­ბათ, იოლი არ არის, გარ­კ­ვე­ულ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­სა და ცოდ­ნას მო­ითხოვს. ცხა­დია, ახა­ლი არა­ფე­რი გა­მოგ­ვი­გო­ნე­ბია და მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბა იქ­ნა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი. ეს ძა­ლი­ან კარ­გი გზამ­კ­ვ­ლე­ვი იქ­ნე­ბა იმ ჯგუ­ფი­სა თუ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ი­სათ­ვის, სა­დაც ამ კა­ტე­გო­რი­ის ბავ­შ­ვე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა მოხ­დე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ან გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი. ეს ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი პე­და­გოგს, მშო­ბელს და სკო­ლას არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის ზუსტ სუ­რათს უჩ­ვე­ნებს – რო­გორ და რა სა­ხით მოხ­დეს ინ­ტერ­ვენ­ცია სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი­დან მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად.

ესაუბრა
ლალი ჯელაძე

36(870)N