გამოდის 1998 წლიდან
2013-04-11
ისევ რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვა ჩვე­ნი პროგ­რა­მის შე­სა­ხებ - მე მიყ­ვარს სა­ქარ­თ­ვე­ლო!

მო­გე­სალ­მე­ბით!
ვინც ჩე­მი წი­ნა წე­რი­ლი წა­ი­კითხეთ, გეხ­სო­მე­ბათ, ვი­საც არ წა­გი­კითხავთ მო­გახ­სე­ნებთ, რომ ვარ პროგ­რა­მის „ვას­წავ­ლოთ ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა“ (ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი — მა­კო ჭი­ლაშ­ვი­ლი) რი­გი­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი და ვმუ­შა­ობ ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ალას­ტა­ნის სომ­ხუ­რე­ნო­ვან სკო­ლა­ში. წი­ნა წე­რილ­ში მო­გახ­სე­ნეთ იმ ობი­ექ­ტუ­რი თუ სუ­ბი­ექ­ტუ­რი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ზო­გა­დად არის ყვე­ლა იმ სო­ფელ­ში, სა­დაც ჩვე­ნი პრო­ექ­ტის მას­წავ­ლებ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ.
დღეს სხვა რა­მე­ზე მინ­და გე­სა­უბ­როთ.
თუმ­ცა ისევ სკო­ლა­ზე, ისევ ქარ­თულ­ზე და ისევ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე.
რო­გორც ად­რე მო­გახ­სე­ნეთ, პირ­ვე­ლი შე­კითხ­ვა,რო­მე­ლიც აქ გიჩ­ნ­დე­ბა არის — იცი­ს თუ არა ამ ხალ­ხ­მა, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობს? რო­მელ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში? და პირ­ვე­ლი შე­კითხ­ვა, რო­მელ­საც ყვე­ლა კლას­ში ვსვამ­დი იყო — ბავ­შ­ვე­ბო, სად ვცხოვ­რობთ ჩვენ?
პა­სუ­ხი — ალას­ტან­ში....არა, ჩვენ კო­კი­ო­ში (მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლი­დან გად­მო­სუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი).
მე — ბავ­შ­ვე­ბო, ეს გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ჩვენ — მე, თქვენ (ალას­ტ­ნელ ბავ­შ­ვებ­ზე ვუ­თი­თებ), თქვენ (კო­კი­ო­ელ ბავ­შ­ვებ­ზე ვუ­თი­თებ) სად ვცხოვ­რობთ?
პა­სუ­ხი — ახალ­ქა­ლაქ­ში.
მე — სწო­რია, მაგ­რამ, აი, მე, თქვენ სად (ხე­ლებს ფარ­თოდ ვშლი, თით­ქოს მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო მინ­და ჩა­ვა­ტიო ჩემ გაშ­ლილ ხე­ლებ­ში, ფან­ჯა­რა­ში მომ­ზი­რა­ლი მთე­ბის­კენ ვი­ხე­დე­ბი), სად ვცხოვ­რობთ?
ბავ­შ­ვე­ბი ჩემს მზე­რას იჭე­რენ და უხა­რი­ათ. პა­სუხს მი­აგ­ნეს.
პა­სუ­ხი — ჯა­ვაკ­ხ­ში.
მე — ჯა­ვაკ­ხი კი არა, ბავ­შ­ვე­ბო, ქარ­თუ­ლად უნ­და ვთქვათ ჯა­ვა­ხე­თი... სწო­რია.
სა­სო­წარ­კ­ვე­თაა ჩემს ხმა­შიც და ჩემს მზე­რა­შიც და უცებ... რუ­კა... რუ­კა, რო­მე­ლიც ყვე­ლა კლას­ში კი­დია, რა­ტომ­ღაც. ზო­გან სა­ქარ­თ­ვე­ლოს,ზო­გან მსოფ­ლი­ოს, ზო­გან ფი­ზი­კუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი, ზო­ო­ლო­გი­უ­რიც კი... სწრა­ფად მივ­დი­ვარ, მივ­რ­ბი­ვარ, მივ­ფ­რი­ნავ რუ­კის­კენ… თითს ვა­დებ სა­ქარ­თ­ვე­ლოს, კალ­მით მთელ კავ­კა­სი­ა­სა და შავ ზღვას ვსაზღ­ვ­რავ…
— სად ვცხოვ­რობთ, ბავ­შ­ვე­ბო, ჩვენ?
—  სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში!!!
ყვე­ლას შვე­ბის ოხ­ვ­რა აღ­მოგ­ვ­ხ­და.
...ჩე­მი პე­და­გო­გი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ვი­ცი, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა პირ­ველ გაკ­ვე­თილ­ზე, პირ­ველ დღე­ებ­ში, უნ­და გა­ა­კე­თო ისე­თი რამ, რაც სა­მუ­და­მოდ შენ­სას გახ­დის შენს მოს­წავ­ლეს, შე­აყ­ვა­რებ შენს თავს და შენს სა­განს. ისევ ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან დარ­წ­მუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ იმ სა­განს, რომ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლიც უყ­ვართ და არა­ნა­ი­რად პი­რი­ქით....
მე — დი­ახ, ბავ­შ­ვე­ბო, ჩვენ ვცხოვ­რობთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და  ძა­ლი­ან მინ­და, გა­გაც­ნოთ სა­ქარ­თ­ვე­ლო.
ჩვე­ნი პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა იყო აჭა­რა­ში. ამ პრო­ექ­ტის — „ჩვენც სა­ქარ­თ­ვე­ლოს შვი­ლე­ბი ვართ“ — გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში გვერ­დ­ში ამო­მიდ­გა ჩე­მი სკო­ლის, სა­დაც 21 წე­ლი ვი­მუ­შა­ვე (დი­რექ­ტო­რი — ბა­ტო­ნი ტა­რი­ელ ქა­თა­მა­ძე), რის­თ­ვი­საც უკ­ვე სა­ჯა­როდ ვუხ­დი მად­ლო­ბას. პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და 15 სო­მე­ხი ბავ­შ­ვი, რომ­ლებ­საც მეტ-ნაკ­ლე­ბად ეს­მო­დათ ქარ­თუ­ლი (ლა­პა­რაკ­ზე სა­უ­ბა­რი არ არის) და რომ­ლებ­მაც კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ის­წავ­ლეს ჩემ მი­ერ მი­ცე­მუ­ლი სიტყ­ვე­ბი ქარ­თულ ენა­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე, ქარ­თ­ვე­ლე­ბის სხვა ერებ­თან თა­ნაცხოვ­რე­ბის უნარ­ზე, შო­თას და გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სუ­ლით გაჟ­ღენ­თი­ლი სტრი­ქო­ნე­ბი, ქარ­თუ­ლი „სუ­ლი­კო“ და 33ა-ს „თოვ­ლი“...
ჩა­ვე­დით ჩაქ­ვ­ში 5 დღით, გა­და­ვა­ნა­წი­ლეთ ეს ბავ­შ­ვე­ბი ქარ­თულ ოჯა­ხებ­ში იმ მიზ­ნით, რომ ხუ­თი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი მთლი­ა­ნად ქარ­თულ ენობ­რივ, კულ­ტუ­რულ და კუ­ლი­ნა­რი­ულ გა­რე­მო­ში ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ. ზო­გი, ოჯახ­მა ქარ­თულ ქორ­წილ­ში წა­იყ­ვა­ნა, ზო­გი კი, სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით, ბა­თუ­მის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად. ბავ­შ­ვე­ბი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ გაკ­ვე­თი­ლებს ქარ­თულ სკო­ლა­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად რთავ­დ­ნენ სო­მეხ მოს­წავ­ლე­ებს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში (რამ­დე­ნა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო) და სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი სი­ა­მა­ყით ეუბ­ნე­ბოდ­ნენ ამ­ხა­ნა­გებს, ოჯა­ხის წევ­რებს, მას­წავ­ლებ­ლებს, რომ ქარ­თ­ველ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­ა­ქო, რომ ჩაქ­ვის სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბელ­მა 10 ქუ­ლა და­უ­წე­რა. ბავ­შ­ვე­ბი ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს სპორ­ტის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბა­ში. სხვა­თა შო­რის, ჩვე­ნი, მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო, ამ შე­ჯიბ­რე­ბე­ბის­თ­ვის არ მიგ­ვე­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ხე, რომ ეს არ ყო­ფი­ლი­ყო სკო­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა, რა­საც მე­ტო­ქე­ო­ბის არა­ჯან­სა­ღი გრძნო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ეწ­ვია, ამი­ტომ ბავ­შ­ვე­ბი კლა­სებს შო­რის ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს და ორი­ვე მხა­რეს იყ­ვ­ნენ ქარ­თ­ვე­ლე­ბიც და სომ­ხე­ბიც.
მას­პინ­ძე­ლი ბავ­შ­ვე­ბი მო­ხიბ­ლუ­ლი დარ­ჩ­ნენ სტუმ­რე­ბის ფი­ზი­კუ­რი სიძ­ლი­ე­რით, სპორ­ტუ­ლო­ბით და გულ­წ­რ­ფე­ლო­ბით. სტუმ­რე­ბი კი ამ­ბობ­დ­ნენ — აი, ტე­ლე­ვი­ზორ­ში რომ სკო­ლე­ბი გვი­ნა­ხავს, ისეთ სკო­ლა­ში ვარ­თო, ეს ბავ­შ­ვე­ბი გაკ­ვე­თი­ლებ­ზეც და­დი­ან და შემ­დეგ სხვა­დას­ხ­ვა მას­წავ­ლებ­ლებ­თან, გა­მოც­დის­თ­ვის რომ მო­ემ­ზა­დო­ნო (ეს ამ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რი რამ იყო, რად­გან ისი­ნი სკო­ლა­ში და­დი­ან და სწავ­ლო­ბენ მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა სცა­ლი­ათ). ზო­გი წაჰ­ყ­ვა კი­დეც თა­ვის მას­პინ­ძელს რე­პე­ტი­ტორ­თან. მოკ­ლედ, ყვე­ლა ერ­თი­ან ფერ­ხულ­ში იყო ჩარ­თუ­ლი.
ბა­თუ­მურ, წვი­მი­ან დღე­ებ­ში მხო­ლოდ ერთ დღეს გაგ­ვი­ნა­თა მზემ და ჩვენც, არც ვა­ცი­ეთ და არც ვაცხე­ლეთ, სტუ­მარ-მას­პინ­ძ­ლი­ა­ნად, მას­პინ­ძე­ლი სკო­ლის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ტრან­ს­პორ­ტით, გა­ვემ­გ­ზავ­რეთ იქით, სა­ი­და­ნაც იწყე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო... სარ­ფის­კენ!
ბა­თუმ­ში შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე გვქონ­და პირ­ვე­ლი გა­ჩე­რე­ბა. კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სია.
მარ­თა­ლია, ჩე­მი სოფ­ლის კა­თო­ლი­კე სომ­ხე­ბი არც ძა­ლი­ან მორ­წ­მუ­ნე­ნი და არც ძა­ლი­ან ეკ­ლე­სი­ურ­ნი არი­ან, პირ­ვე­ლად მა­ინც კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში შე­ვიყ­ვა­ნე, სან­თ­ლე­ბი და­ან­თეს. ვთხო­ვე უფ­ლის­თ­ვის კარ­გი ამინ­დი და უსაფ­რ­თხო მოგ­ზა­უ­რო­ბა ეთხო­ვათ.
ვნა­ხეთ თით­ქ­მის ყვე­ლა­ფე­რი: სარ­ფი, ზღვა, ან­დ­რია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის ძეგ­ლი, გო­ნი­ოს ცი­ხე, ბა­თუ­მის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელმ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­დაც თა­ვი­ან­თი მო­ნა­ცე­მე­ბის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბაც კი მო­ახ­დი­ნეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში და სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ა­ო­ცეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მწვრთნე­ლი, მი­ვირ­თ­ვით აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი, ბულ­ვარ­ში ვი­ცეკ­ვეთ ქო­ჩა­რი.
ამ დღეს მე­ო­რე დღე მოჰ­ყ­ვა. და­უ­ვიწყა­რი გა­ცი­ლე­ბა სკო­ლის სა­აქ­ტო დარ­ბაზ­ში, სა­დაც სო­მე­ხი ბავ­შ­ვე­ბი ისეთ სიტყ­ვებს ამ­ბობ­დ­ნენ ქარ­თუ­ლად, რომ ჩე­მი ქარ­თ­ვე­ლი კო­ლე­გე­ბი ემო­ცი­ებს ვერ უმ­კ­ლავ­დე­ბოდ­ნენ და მათ თვა­ლებ­ში ცრემ­ლე­ბიც კი შევ­ნიშ­ნე. და­უ­ვიწყა­რი იყო მას­პინ­ძ­ლე­ბის ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნო­მე­რი, რო­მე­ლიც სკო­ლის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ­მა ან­სამ­ბ­ლ­მა „ოჰოი ნა­ნა“ (ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი — ა. ხი­და­შე­ლი) აჩ­ვე­ნა. ყვე­ლა­ფე­რი და­უ­ვიწყა­რი იყო ჩე­მი სო­მე­ხი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის: სა­ჩუქ­რე­ბი, გა­მო­სამ­შ­ვი­დო­ბე­ბე­ლი სა­დი­ლი, მან­და­რი­ნით და ლი­მო­ნით დატ­ვირ­თუ­ლი სა­მარ­შ­რუ­ტო ტაქ­სი, გულ­ში ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი წიგ­ნე­ბი და ცრემ­ლით სავ­სე თვა­ლე­ბი...
...მაგ­რამ ჩემ­თ­ვის და­უ­ვიწყა­რი იყო ბა­თუ­მის ძველ უბან­ში გა­ჩახ­ჩა­ხე­ბულ ქუ­ჩა­ში, მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ი­დან გა­მო­სუ­ლი და შუა ქუ­ჩა­ში ხე­ლებ­გაშ­ლი­ლი სო­მე­ხი მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი ბი­ჭი (რო­მე­ლიც მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბის თხოვ­ნით წა­მო­ვიყ­ვა­ნე, რად­გან ქარ­თუ­ლი სა­ერ­თოდ არ იცო­და) და მი­სი ძა­ლი­ან ხმა­მა­ღა­ლი, ყო­ველ­გ­ვა­რი რი­დის გა­რე­შე წარ­მოთ­ქ­მუ­ლი სიტყ­ვე­ბი:
— მე მიყ­ვარს ბა­თუ­მი!.. მე მიყ­ვარს სა­ქარ­თ­ვე­ლო!!!

P.S. სწო­რედ მა­შინ მივ­ხ­ვ­დი, რომ მე გა­მი­ჭირ­დე­ბა ამ ბავ­შ­ვე­ბის და ამ საქ­მის და­ტო­ვე­ბა. სწო­რედ მათ გა­მო ვრჩე­ბი პრო­ექ­ტ­ში.
ბევ­რი რამ მაქვს კი­დევ გა­სა­კე­თე­ბე­ლი და სათ­ქ­მე­ლი: რო­გორ ჩა­ი­ა­რა სა­პა­სუ­ხო ვი­ზიტ­მა, რო­გორ ვცდი­ლობ ავუხ­ს­ნა წყვე­ტი­ლი და უწყ­ვე­ტე­ლი, რო­გორ ვცდი­ლობ ავუხ­ს­ნა ყვე­ლა სიტყ­ვა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლად (რუ­სულს შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვი­ყე­ნებ, სომ­ხუ­რი კი არ ვი­ცი).
— რო­გორ, სომ­ხუ­რი არ იცით და ისე ას­წავ­ლით სო­მეხ ბავ­შ­ვებს ქარ­თულს? — გა­ო­ცე­ბუ­ლი მე­კითხე­ბა სოფ­ლის „მარ­შ­რუტ­კა­ში“ მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლის სო­მე­ხი ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი — ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია!
— მობ­რ­ძან­დით და ნა­ხეთ! — მი­ვი­პა­ტი­ჟე მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩემს გაკ­ვე­თილ­ზე. ჯერ არ მო­სუ­ლა.
თქვენ თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ, რო­გორ ვას­წავ­ლით და რას სწავ­ლო­ბენ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი, მობ­რ­ძან­დით და ნა­ხეთ... ან ჩვენ მო­გიყ­ვე­ბით.

პა­ტი­ვის­ცე­მით,
ია ბაგ­რა­ტი­ო­ნი

25-28(942)N