გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2014-10-23
აუცი­ლე­ბე­ლია იცო­დე სად, რა­ტომ და რის­თ­ვის მი­დი­ხარ
რუბ­რი­კის სტუ­მა­რია არ­ჩილ ბე­გი­აშ­ვი­ლი, გრო­ნინ­გე­ნის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი — გა­მარ­ჯო­ბა არ­ჩილ, სა­უ­ბა­რი და­ვიწყოთ მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი­დან. რო­გორ გახ­სენ­დე­ბა სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი... გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი? — პირ­ველ რიგ­ში, დი­დი მად­ლო­ბა, რომ მო­მე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა ჩე­მი აზ­რი გა­მო­მეთ­ქ­ვა იმ სა­კითხებ­ზე, რა­ზეც ხში­რად მი­ფიქ­რია, ამი­ტომ თქვენ მი­ერ დას­მულ შე­კითხ­ვებს სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­პა­სუ­ხებ. გა­ვე­ცა­ნი გა­ზე­თის წი­ნა ნომ­რებს და ვთვლი, რომ დიდ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბით. ჩე­მი პირ­ვე­ლი სკო­ლა გერ­მა­ნუ­ლი პრო­ფი­ლის მქო­ნე „ქარ­თუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი“ იყო. ის ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რო­გორც „ფი­სოს სკო­ლა“ და 34-ე სა­ჯა­რო სკო­ლა.
ვრცლად>>>
2014-10-16
სსსმ ბავ­შ­ვე­ბის სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის გა­ად­ვი­ლე­ბის პირ­ვე­ლი ცდა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი და სწავ­ლე­ბის მოქ­ნი­ლი მე­თო­დე­ბი
ლა­ლი ჯე­ლა­ძე სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ქარ­თუ­ლი­სა და მა­თე­მა­ტი­კის დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი შე­იქ­მ­ნა. პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბის ავ­ტო­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის წევ­რი ცი­რა ნარ­მა­ნიაა. პრო­ექ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბან­კის მი­ერ და­არ­სე­ბულ­მა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დ­მა „სი­ცოცხ­ლის ხე“ მიმ­დი­ნა­რე წელს და­ა­ფი­ნან­სა, სა­მო­მავ­ლოდ, და­გეგ­მი­ლია წიგ­ნე­ბის მე­ო­რე დო­ნის გა­მო­ცე­მა. აღ­ნიშ­ნუ­ლი წიგ­ნე­ბი გან­კუთ­ვ­ნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე (სსსმ) მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც, მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის დას­კ­ვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის დაძ­ლე­ვა უჭირთ და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ
ვრცლად>>>
2014-10-16
სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­და — აუცი­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ არა­საკ­მა­რი­სი პი­რო­ბა
ესა­უბ­რა ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი წელს ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და­ში 36 000-მდე აბი­ტუ­რი­ენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, გა­მოც­და ისევ ოთხ ენა­ზე მო­ვამ­ზა­დეთ — ქარ­თუ­ლად, რუ­სუ­ლად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად და სომ­ხუ­რად. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რიცხ­ვი საგ­რ­ძ­ნობ­ლად იკ­ლებს და შე­და­რე­ბით იზ­რ­დე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი ტეს­ტის ჩამ­ბა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, წელს მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა ოდ­ნავ მე­ტიც კი აღ­მოჩ­ნ­და რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნებ­თან შე­და­რე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ პრო­ცე­დუ­რას, გა­მოც­დამ ზო­გა­დ უნა­რებ­ში ძა­ლი­ან მშვი­დად ჩა­ი­ა­რა, ისე­ვე რო­გორც სხვა საგ­ნებ­ში. წელს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ორი ცვლი­ლე­ბა შევ­თა­ვა­ზეთ: ერ­თი — მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვრის გაზ­რ­და, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო და მე­ო­რე — მე­ხუ­თე სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხე­ბის და­მა­ტე­ბა ანა­ლო­გი­ე­ბი­სა და ლო­გი­კის და­ვა­ლე­ბებ­ში. ეს ორი­ვე ცვლი­ლე­ბა გა­ზომ­ვის სი­ზუს­ტის ზრდას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად შეგ­ვეწყო ხე­ლი იმი­სათ­ვის, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­და­ე­ლა­ხათ და კონ­კურ­ს­ში დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვ­ნენ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამას მარ­თ­ლაც სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბის წყა­ლო­ბით აღ­წე­ვენ და არა — შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბის. სამ­წუ­ხა­როდ, აქამ­დე, შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბის წი­ლი ჩვენს ტეს­ტ­ში ძა­ლი­ან დი­დი იყო და ამ ცვლი­ლე­ბით შე­ვე­ცა­დეთ ის მი­ნი­მუ­მამ­დე დაგ­ვეყ­ვა­ნა.
ვრცლად>>>
2014-10-09
ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა მტკი­ცედ მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა რე­ა­ლი­ზე­ბა­დია
და­რი­ნა გამ­ხი­ტაშ­ვი­ლი რე­გენ­ს­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი — და­რი­ნა, მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი მცხე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მუხ­რა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­ა­ტა­რე, რო­გორ გახ­სენ­დე­ბა იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი, შე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი... გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი? — უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, დიდ მად­ლო­ბას გიხ­დით, რომ და­ინ­ტე­რეს­დით ჩე­მი პი­როვ­ნე­ბით და მო­მე­ცით შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვი­ყო თქვე­ნი გა­ზე­თის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო რუბ­რი­კის სტუ­მა­რი. მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი ჩემ­თ­ვის, ასე ვთქვათ, ტკბილ-მწა­რე მო­გო­ნე­ბაა, რად­გან ჩემს მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში, მოს­წავ­ლე­თა სიმ­ცი­რის გა­მო, მხო­ლოდ დაწყე­ბი­თი სკო­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და. მუხ­რა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, გაკ­ვე­თი­ლებ­ზე და­სას­წ­რე­ბად, სრუ­ლი შვი­დი წე­ლი, ყო­ველ­დღე, 8 კი­ლო­მეტ­რის ფე­ხით გავ­ლა გვიხ­დე­ბო­და. მყავ­და თბი­ლი, ყუ­რადღე­ბი­ა­ნი, თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. თქვე­ნი გა­ზე­თის სა­შუ­ა­ლე­ბით დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით მო­ვი­კითხავ ჩემს პე­და­გო­გებს. ყვე­ლა სა­განს ერ­თ­ნა­ი­რი მონ­დო­მე­ბით ვსწავ­ლობ­დი, თუმ­ცა ვერ ვიტყ­ვი, რომ ყვე­ლა ერ­თ­ნა­ი­რად მა­ინ­ტე­რე­სებ­და. გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას ვუთ­მობ­დი ქარ­თულ და გერ­მა­ნულ ენებს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს და საზღ­ვარ­გა­რე­თის ის­ტო­რი­ას. სკო­ლა­ში სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღე, რო­მე­ლიც დღემ­დე მეხ­მა­რე­ბა, თუმ­ცა ჩემს პრო­ფე­სი­ულ მო­მა­ვალ­ზე სკო­ლა­ზე მე­ტად დი­დი გავ­ლე­ნა დე­დამ მო­ახ­დი­ნა, რო­მელ­საც კარ­გად ეს­მო­და, რომ უცხო ენე­ბის შეს­წავ­ლა და საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მავ­ლის შე­უც­ვ­ლე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა.
ვრცლად>>>
2014-10-09
მო­მავ­ლის თა­ო­ბამა
­ მაკა ყი­ფი­ა­ნი 1 ოქ­ტომ­ბერს, სას­ტუმ­რო „ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში“, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი პროგ­რა­მის „მო­მავ­ლის თა­ო­ბის“ პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ამე­რი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია HP International-ის მი­ერ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (ჲSაჳდ) და­ფი­ნან­სე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით. პროგ­რა­მის პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი არი­ან: კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და ტრე­ნინ­გის ცენ­ტ­რი; სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუ­მი და 11 რე­გი­ო­ნუ­ლი პარ­ტ­ნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია. პროგ­რა­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონს მო­ი­ცავს და, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, 480 სკო­ლას გა­უ­წევს დახ­მა­რე­ბას. სკო­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, იგეგ­მე­ბა პე­და­გოგ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა, მხარ­და­ჭე­რა სას­კო­ლო სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბე­ბის შექ­მ­ნის­თ­ვის, მოს­წავ­ლე­თა ხელ­შეწყო­ბა სკო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და სხვა საქ­მი­ა­ნო­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით. შეხ­ვედ­რა­ზე მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს მი­ე­სალ­მ­ნენ: სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე ლია გი­გა­უ­რი; აშშ-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს კავ­კა­სი­ის მი­სი­ის დი­რექ­ტო­რი სტი­ვენ ჰე­ი­კი­ნი. სკო­ლებ­ში და­გეგ­მი­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა პროგ­რა­მის „მო­მავ­ლის თა­ო­ბა“ დი­რექ­ტორ­მა, მა­რი­ნა უშ­ვე­რი­ძემ: „მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წე­ლია სკო­ლებ­ში შე­ვი­და, მა­ინც ახალ დის­ციპ­ლი­ნად
ვრცლად>>>
2014-10-02
ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მოდელი — სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თა თუ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის გა­დარ­ჩე­ნის გზა
წელს სკო­ლის გა­მო­საშ­ვებ­მა გა­მოც­დებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლის — უფ­როს­კ­ლა­სელ­თა, პე­და­გოგ­თა და მშო­ბელ­თა — უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. პა­რა­ლე­ლუ­რად, იყო ში­ში, რომ 2014 წელს ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე შე­ტა­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე სი­ახ­ლე ბევრ აბი­ტუ­რი­ენტს და­ტო­ვებ­და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის მიღ­მა. ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, მაია მი­მი­ნოშ­ვილს და შე­ვე­ცა­დეთ, გაგ­ვერ­კ­ვია, რა იყო გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი და გა­მარ­თ­ლ­და თუ არა ში­ში, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში.
გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი
რად­გან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­ით­ქ­ვა, ჩვენ შევ­ხ­ვ­დით მოს­წავ­ლე­ებს, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა იყო,
ვრცლად>>>
2014-09-25
შვი­ლად აყ­ვა­ნის პრო­ცე­დუ­რებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა

ლა­ლი ჯე­ლა­ძე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შვი­ლად აყ­ვა­ნის გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი მსურ­ვე­ლე­ბის­თ­ვის სე­რი­ო­ზულ დაბ­რ­კო­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. მა­თი რიცხ­ვი, დღე­ვან­დე­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 3000-ზე მე­ტია, ხო­ლო გა­საშ­ვი­ლე­ბე­ლი
ვრცლად>>>
2014-09-25
ინიციატივა ინდივიდზე მორგებული სათანადო მომსახურებებით
ლა­ლი ჯე­ლა­ძე მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ფე­ხი მო­ი­კი­და „ქუ­ჩის ბავ­შ­ვე­ბის“ ფე­ნო­მენ­მა, რი­სი მი­ზე­ზიც ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მძი­მე სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი იყო. მას შემ­დეგ ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ უც­ვ­ლე­ლი დარ­ჩა ქუ­ჩა­ში ხელ­გა­მოწ­ვ­დი­ლი ბავ­შ­ვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, მე­ტიც, დღი­თი დღე მა­თი რიცხ­ვი გა­ი­ზარ­და და უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რი, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ხე მი­ი­ღო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თვალ­ში­სა­ცე­მია თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­სა  და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­ს­პორ­ტ­ში „ქუ­ჩის ბავ­შ­ვე­ბის“ მზარ­დი რა­ო­დე­ნო­ბა, დღე­ის­თ­ვის არც ერ­თი სტრუქ­ტუ­რა ზუსტ მო­ნა­ცე­მებს არ ფლობს. „მათხოვ­რო­ბა“ არც ახა­ლია და არც ვინ­მეს გაკ­ვირ­ვე­ბას გა­მო­იწ­ვევს, მაგ­რამ პრობ­ლე­მა რომ სე­რი­ო­ზუ­ლად დგას, ფაქ­ტია, რა­ზეც პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად სა­ხელ­მ­წი­ფოს ეკის­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ბავ­შ­ვებს მშობ­ლე­ბი უშ­ვე­ბენ ქუ­ჩა­ში სა­მათხოვ­როდ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მშო­ბე­ლია მო­ძა­ლა­დე, თუმ­ცა ამის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვად დად­გე­ნა, რო­გორც ჩანს, შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამ პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­ნი­მუმ, ორი ფაქ­ტო­რი იკ­ვე­თე­ბა
ვრცლად>>>
2014-09-18
პროფესიული განათლების თანამედროვე კერა
ანა ფირცხალაიშვილი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯი „ორი­ენ­ტი­რი“ ერ­თა­დერ­თია პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­თა შო­რის, რო­მელ­მაც სწავ­ლა 15 სექ­ტემ­ბერს და­იწყო. იგი ხან­გ­რ­ძ­ლივ­მოქ­მე­დი ფა­სი­ა­ნი სას­წავ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში,
ვრცლად>>>
2014-09-18
„ხი­ლულს მიღ­მა“ UNICEF-ის ახა­ლი გლო­ბა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის მკვეთრ ზრდას ასა­ხავს
ლა­ლი ჯე­ლა­ძე ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის ყვე­ლა­ზე სრულ­ყო­ფი­ლი კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც 2014 წლის 4 სექ­ტემ­ბერს ნიუ-იორ­კ­ში გა­მოქ­ვეყ­ნ­და, ბავ­შ­ვის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი, სექ­სუ­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­სა­ო­ცარ ხა­რისხს ასა­ხავს და გა­მო­ავ­ლენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც უკ­ვ­დავ­ყოფს და ამარ­თ­ლებს ძა­ლა­დო­ბას, რაც ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში და მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში „ხი­ლულს მიღ­მა“ რჩე­ბა. მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, ბავ­შ­ვე­ბის 60% ფი­ზი­კუ­რად ის­ჯე­ბა; 190 ქვეყ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა უნი­ვერ­სა­ლუ­რია და მას ყველ­გან შეხ­ვ­დე­ბით. არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა გე­ოგ­რა­ფი­ულ, ეთ­ნი­კურ, რე­ლი­გი­ურ, კულ­ტუ­რულ და სო­ცი­ო­ე­კო­ნო­მი­კურ საზღ­ვ­რებს. მშობ­ლე­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი დის­ციპ­ლი­ნა ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა­ზე ფარ­თოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა. მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, 10-დან 6 ბავ­შ­ვი ფი­ზი­კუ­რად ის­ჯე­ბა, 15-დან 19 წლამ­დე მო­ზარ­დი გო­გო­ნე­ბის თით­ქ­მის მე­ოთხედს კი გა­ნუც­დია ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა მას შემ­დეგ, რაც 15 წლის გახ­და.
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53]
35(789)N